“საქსტანდარტის მიერ სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, სერტიფიკაციისა და აკრედიტაციის სფეროში განსახორციელებელი ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) ტარიფების დამტკიცების შესახებ”
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება მოქმედი ტექნიკური რეგულირება
მიღების თარიღი 06.02.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 300.160.010.12.216.005.150
გამოქვეყნების წყარო სსმ, №15, 25/02/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.02.2002 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (11)
| 1 | 2 |
| № | ანაზღაურებადი სამუშაოს (მომსახურების) დასახელება |
| I. | პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების, საგამოცდო ლაბორატორიების და მეტროლოგიური სამსახურების აკრედიტაციისათვის დოკუმენტების ექსპერტიზა (პროდუქციის, გაზომვის საშუალებების ერთ ჯგუფზე) |
| III. | საწარმოებთან და ორგანიზაციებთან არსებული საგამოცდო ლაბორატორიების (ტექნიკურ კომპეტენტურობაზე) აკრედიტაციაზე საატესტაციო კომისიის დასკვნის გაცემა (პროდუქციის ჯგუფების რაოდენობის მიუხედავად) |
| IV. | აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების, საგამოცდო ლაბორატორიების და მეტროლოგიური სამსახურების საქმიანობაზე საინსპექციო კონტროლი (პროდუქციის, გაზომვის საშუალებების ერთ ჯგუფზე) |
| VI. | პროდუქციის სერტიფიცირებისათვის მზადყოფნაზე დასკვნის გაცემის მიზნით წარმოების მოკვლევა |
| VII. | გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცებაზე სერტიფიკატის გაცემა |
| VIII. | სერტიფიკატის ურთიერთაღიარების შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნების (დსთ-ის ქვეყნების) მიერ გაცემული სერტიფიკატის აღიარება (პროდუქციის ერთ ჯგუფზე) |
| IX. | სერტიფიკატის ურთიერაღიარების შეთანხმებაში არამონაწილე ქვეყნების მიერ გაცემული სერტიფიკატის ცალმხრივი აღიარება (პროდუქციის ერთ ჯგუფზე) |
| X. | შესაბამისობის შესახებ მომწოდებლების დეკლარაციაზე დაფუძნებული სასერტიფიკაციო სამუშაოები (მომსახურება) |
| XI. | სასერტიფიკაციო სამუშაოები (მომსახურება), რომლებზედაც არ არის აკრედიტებული: (პროდუქციის ერთ ჯგუფზე) 1. სასერტიფიკაციო ორგანო 2. სასერტიფიკაციო ორგანო და საგამოცდო ლაბორატორია |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საქსტანდარტის მიერ სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, სერტიფიკაციისა და აკრედიტაციის სფეროში განსახორციელებელი ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) ტარიფების დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:SymbolPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.8pt 66.25pt 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.010.12.216.005.150
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ბრძანება №14
2002 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
საქსტანდარტის მიერ სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, სერტიფიკაციისა და აკრედიტაციის სფეროში განსახორციელებელი ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) ტარიფების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ 22-ე მუხლის, „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, „ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ“ მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 1998 წლის 9 სექტემბრის №56 ბრძანების „თ“ პუნქტის შესაბამისად საქსტანდარტში ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) ტარიფების განსაზღვრის მიზნით, სფეროს ოპტიმალურ და ზუსტ საკანონმდებლო მოწესრიგებამდე, როგორც დროებითი ღონისძიება, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) ღირებულების განსაზღვრის წესი №1 დანართის მიხედვით.
2. დამტკიცდეს საქსტანდარტის მიერ სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, სერტიფიკაციისა და აკრედიტაციის სფეროში განსახორციელებელი ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) ტარიფები №2 დანართის მიხედვით.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მოქმედების ვადა განისაზღვროს 2003 წლის 1 აპრილამდე.
ბ. შოშიტაიშვილი
დანართი №1
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) ღირებულების განსაზღვრის წესი
საქართველოს კანონების „სტანდარტიზაციის შესახებ“, „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“, „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საფუძველზე საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი (საქსტანდარტი) აკრედიტაციის, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში აწარმოებს ანაზღაურებად სამუშაოებს (მომსახურებას) საქსტანდარტის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში.
საქსტანდარტის მიერ განსახორციელებელი ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) სახეებია:
I. აკრედიტაციის სამუშაოები.
მათ შორის:
1. პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაცია;
2. საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაცია ტექნიკურ კომპეტენტურობაზე, ტექნიკურ კომპეტენტურობასა და დამოუკიდებლობაზე;
3. მეტროლოგიური სამსახურების აკრედიტაცია გაზომვის საშუალებების დამოწმების უფლებაზე.
II. გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების სერტიფიკატის გაცემა.
III. დასკვნის გაცემა სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სისტემების შესაბამისობაზე.
IV. სხვა ქვეყნების სერტიფიკატის აღიარება.
I. აკრედიტაციის სამუშაოების ღირებულების განსაზღვრა
სერტიფიკაციის ორგანოების, საგამოცდო და დამამოწმებელი ლაბორატორიების (ცენტრების) და მეტროლგიური სამსახურების აკრედიტაციის სამუშაოთა ღირებულებას იხდის ამ სტატუსის მოპოვების განმახორციელებელი აკრედიტაციის შედეგების მიუხედავად.
აკრედიტაციის სამუშაოების ჩატარება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
– წარმოდგენილი ოფიციალური განაცხადის განხილვა (ორგანოს, ლაბორატორიის ან მეტროლოგიური სამსახურის აკრედიტაცია, ვადის გაგრძელება, განმეორებითი აკრედიტაცია);
– განმცხადებელთან წინასწარი გაცნობა (დირექტიული მასალები, აკრედიტაციის დებულება, აკრედიტაციის სფეროს ფორმირების პრინციპები და ეტაპები);
– აკრედიტაციისათვის დოკუმენტების კომპლექტის შედგენაში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა (დებულება, აკრედიტაციის სფერო, ხარისხის სახელმძღვანელო, თანამდებობრივი ინსტრუქციები, ლაბორატორიის პასპორტის ფორმირება, პროდუქციისა და მომსახურების დარგის მიხედვით აკრედიტაციის წესი, ნდ-ს აქტუალიზაცია);
– ლაბორატორიის საქმიანობის წინასწარი გაცნობა შესაბამისი ცვლილებების შესატანად;
– წარმოდგენილი დოკუმენტაციის მთლიანი კომპლექტის ექსპერტიზა;
– დოკუმენტაციის შედგენისას აღნიშნული დარღვევების რეალიზაციისათვის განმეორებითი ან საბოლოო ექსპერტიზა;
– გადაწყვეტილების მიღება და კომისიის მუშაობის ვადის განსაზღვრა აკრედიტაციისათვის;
– აკრედიტაციისათვის კომისიის შემადგენლობის განსაზღვრა და შეთანხმება;
– აკრედიტაციაზე შეთანხმების მომზადება და გაცემა.
აკრედიტაციის სამუშაოების ჩატარების ღირებულება დგინდება სამუშაოს ცალკეული ეტაპების მიხედვით და განისაზღვრება ამ ეტაპების ღირებულებათა ჯამის სახით.
დოკუმენტების ექსპერტიზის ღირებულება განისაზღვრება აკრედიტაციის სფეროში მოცემული პროდუქციისა და მომსახურების ჯგუფების ან გაზომვის საშუალებების სახეების რაოდენობის მიხედვით და გამოითვლება ამ სამუშაოს შრომატევადობის საფუძველზე.
ღირებულების გამოთვლა სწარმოებს შემდეგი ფორმულით:
C=M.T.N.(1+K ¸ 100), სადაც
M – პროდუქციის ჯგუფების ან გაზომვის საშუალებების სახეების რაოდენობა.
ამ შემთხვევაში M =1;
T – სამუშაოს ჩატარებაზე დახარჯული კაც/დღეების რაოდენობა.
T = 21 კაც/დღე*)
N – სამუშაოს შემსრულებელი ექსპერტის საშუალო დღიური ხელფასი.
N = 1,9 ლარი;
K – სოცდაზღვევის ანარიცხები. (K=31%).
აკრედიტაციის (საატესტაციო კომისიის დასკვნის) ღირებულება განისაზღვრება კალკულაციით და პროდუქციის ჯგუფების ან გაზომვის საშუალებების სახეების რაოდენობის მიუხედავად რჩება უცვლელი.
II. აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების, საგამოცდო ლაბორატორიებისა და მეტროლგიური სამსახურების საქმიანობაზე საინსპექციო კონტროლის სამუშაოების ღირებულების განსაზღვრა
აკრედიტირებული სერტიფიკაციის ორგანოების, საგამოცდო ლაბორატორიებისა და მეტროლოგიური სამსახურების საქმიანობაზე საინსპექციო კონტროლის ჩატარების ღირებულებას იხდის განმცხადებელი.
საინსპექციო კონტროლის ჩატარების სამუშაო მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1. საინსპექციო კონტროლისათვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება:
– დავალების მიღება და გაფორმება;
– სახელმწიფო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
– შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზი (არსებობის შემთხვევაში).
2. აკრედიტაციის დოკუმენტების ანალიზი:
– იურიდიული სტატუსის შესაბამისობა მოქმედი ნორმატიული დოკუმენტების მიხედვით;
– აკრედიტაციის სფერო;
– დებულება;
– ხარისხის სახელმძღვანელო.
3. ნორმატიული დოკუმენტაციის ფონდის არსებობა და აქტუალიზაცია:
– საშტატო და შტატგარეშე სპეციტალისტთა კვალიფიკაცია;
– შიდა აუდიტის მასალები;
– აპელაციაზე შემოსული მასალების რეაგირების ანალიზი (არსებობის შემთხვევაში);
– სერტიფიკაციის სამუშაოების ჩატარების პროცედურის ანალიზი;
– საგამოცდო მოწყობილობებისა და გამზომი საშუალებების მდგომარეობის ანალიზი.
4. სფეროს გაფართოების დოკუმენტების ანალიზი.
5. აკრედიტაციის ვადის გაგრძელების განაცხადის განხილვა.
6. სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთკავშირის მდგომარეობა.
7. აქტის გაფორმება და წარდგენა ტექნიკურ კომიტეტში.
საინსპექციო კონტროლის სამუშაოების ღირებულება განსაზღვრება პროდუქციისა ან გაზომვის საშუალებების სახეების რაოდენობის მიხედვით და გამოითვლება ამ სამუშაოს შრომატევადობის მიხედვით.
ღირებულების გამოთვლა წარმოებს შემდეგი ფორმულით:
C1=M1.T1.N1.(1+K ¸ 100), სადაც
M1 – პროდუქციის ჯგუფების ან გაზომვის საშუალებების სახეების რაოდენობა.
ამ შემთხვევაში M1= 1;
T1- სამუშაოს ჩატარებაზე დახარჯული კაც/დღეების რაოდენობა.
T1- 11 კაც/დღე.
N1- სამუშაოს შემსრულებელი ექსპერტის საშუალო დღიური ხელფასი.
N1- 1,9 ლარი;
K – სოცდაზღვევის ანარიცხები (K=31%).
III. გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცებაზე სერტიფიკატის გაცემის ღირებულების განსაზღვრა
გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცებაზე სერტიფიკატის გაცემის ღირებულებას იხდის განმცხადებელი.
გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცებაზე სერტიფიკატის გაცემის სამუშაოების ჩატარება (გამოცდების ჩატარების გარეშე) მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
– წარმოდგენილი დოკუმენტების ექსპერტიზა და დასკვნის მომზადება;
– სერტიფიკატის გამოწერა და გაცემა;
– გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცებაზე სერტიფიკატის გაცემის ღირებულება განისაზღვრება გაზომვის საშუალებების ტიპების რაოდენობის შესაბამისად და გამოითვლება ამ სამუშაოს შრომატევადობის მიხედვით.
ღირებულების გამოთვლა წარმოებს შემდეგი ფორმულით:
C2=M2.T2.N2.(1+K ¸ 100), სადაც
M2 – გაზომვის საშუალებების ტიპის რაოდენობა და M2=1;
T2 – სამუშაოს ჩატარებაზე დახარჯული კაც/დღეების რაოდენობა.
T2 – 5 კაც/დღე;
N2 – სამუშაოს შემსრულებელი სპეციალისტის საშუალო დღიური ხელფასი.
N2 – 1,9 ლარი;
K – სოცდაზღვევის ანარიცხები (K = 31%).
IV. პროდუქციის სერტიფიცირებისათვის მზადყოფნაზე დასკვნის გაცემის მიზნით წარმოების მოკვლევის სამუშაოთა ღირებულების განსაზღვრა
პროდუქციის სერტიფიცირებისათვის მზადყოფნაზე დასკვნის გაცემის მიზნით წარმოების მოკვლევის სამუშაოთა ღირებულებას იხდის განმცხადებელი. ღირებულება გამოითვლება სამუშაოს შრომატევადობის მიხედვით.
წარმოების მოკვლევის სამუშაოთა ჩატარება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
1. მეწარმე სუბიექტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ექსპერტიზა;
– ჰიგიენური სერტიფიკატი;
– ნორმატიული დოკუმენტაცია;
– ტექნოლოგიური ინსტრუქცია;
– რეცეპტურა;
– დოკუმენტაცია გაზომვათა საშუალებების დამოწმების შესახებ.
2. საწარმოს მოკვლევა:
– პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო ტექნოლოგიური დანადგარების არსებობა და მდგომარეობა;
– პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო გამზომი საშუალებების არსებობა და მდგომარეობა;
– ნედლეულისა და პროდუქციის შენახვის პირობები.
ღირებულების გამოთვლა წარმოებს შემდეგი ფორმულით:
C3=T3.N3.(1+K ¸ 100), სადაც
T3 – სამუშაოს ჩატარებაზე დახარჯული კაც/დღეების რაოდენობა.
T3 – 4 კაც/დღე;
N3 – სამუშაოს შემსრულებელი სპეციალისტის (სახელმწიფო ინსპექტორის) საშუალო დღიური ხელფასი.
N3 – 1,9 ლარი;
K – სოცდაზღვევის ანარიცხები (K = 31%).
მოკვლევის სამუშაოთა ღირებულება შეიძლება შეიცვალოს ამ სამუშაოთა სირთულის შესაბამისად და განისაზღვროს დამკვეთთან შეთანხმებით ხელშეკრულების საფუძველზე.
V. უცხო ქვეყნების სერტიფიკატის აღიარების სამუშაოთა ღირებულების განსაზღვრა
უცხო ქვეყნების სერტიფიკატის აღიარების სამუშაოთა ღირებულებას იხდის განმცხადებელი (იმპორტიორი). სამუშაოთა ღირებულება განისაზღვრება პროდუქციის ჯგუფების რაოდენობის შესაბამისად გამოითვლება ამ სამუშაოს შრომატევადობის მიხედვით.
სერტიფიკატის აღიარების სამუშაოები დაყოფილია ორ ჯგუფად:
1. სერტიფიკატის ურთიერთაღიარების შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნების (დსთ-ის ქვეყნების) მიერ პროდუქციის პარტიაზე ან სერიულ წარმოებაზე გაცემული სერტიფიკატის აღიარება.
ამ სამუშაოთა ჩატარება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
– საზღვარგარეთის სერტიფიკატის შედარება აღიარებულ ნიმუშებთან;
– პროდუქციის პარტიის მიმართ სერტიფიკატის გამოყენების მართებულობის შემოწმება;
– პროდუქციის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტების ანალიზი;
– შესაბამისობის სერტიფიკატის გაფორმება და რეგისტრაცია;
– საინფორმაციო მომსახურება.
2. სერტიფიკატის ურთიერთაღიარების შეთანხმებაში არამონაწილე ქვეყნების მიერ პროდუქციის პარტიაზე ან სერიულ წარმოებაზე გაცემული სერტიფიკატის ცალმხრივი აღიარება (თანდართული დოკუმენტების ექსპერტიზის ჩათვლით).
ამ სამუშაოთა ჩატარება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
– განაცხადის მიღება და რეგისტრაცია, თანმხლები დოკუმენტაციის კომპლექსურობის შემოწმება;
– ხელშეკრულების გაფორმება სერტიფიკაციის ჩატარებაზე და კალკულაციის შედგენა;
– დოკუმენტების ექსპერტიზა სასერტიფიკაციო პროდუქციაზე;
– განაცხადის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და სერტიფიკაციის სქემის შერჩევა;
– საგამოცდო ლაბორატორიის შერჩევა საგამოცდო პროგრამის შემუშავებაში (საჭიროების შემთხვევაში);
– პროდუქციის ნიმუშების აღება, ნიმუშების აღებისა და პროდუქციის იდენტიფიკაციის აქტის შედგენა;
– გამოცდების შედეგების ანალიზი, გადაწყვეტილების მიღება სერტიფიკატის გაცემაზე
– შესაბამისობის სერტიფიკატის გაფორმება და რეგისტრაცია.
ღირებულების გამოთვლა წარმოების შემდეგი ფორმულით:
C4=M4.T4.N4.(1+K ¸ 100), სადაც
M4 – პროდუქციის ჯგუფების რაოდენობა M4=1;
T4 – სამუშაოს ჩატარებაზე დახარჯული კაც/დღეების რაოდენობა.
პირველ შემთხვევაში T4 – 5 კაც/დღე;
მეორე შემთხვევაში T4 – 10 კაც/დღე;
N4 – სამუშაოს შემსრულებელი სპეციალისტის (სახელმწიფო ექსპერტის) საშუალო დღიური ხელფასი.
N4 – 1,9 ლარი;
K – სოცდაზღვევის ანარიცხები (K = 31%).
პროდუქციის სხვადასხვა ჯგუფისათვის, რომლებიც განსხვავდებიან დასახელებით, დამამზადებლით ან დამზადების თარიღით, ანაზღაურებას ექვემდებარება საქონლის თითოეული (ცალკეული) პარტია.
VI. შესაბამისობის შესახებ დაფუძნებული სასერტიფიკაციო სამუშაოების ღირებულების განსაზღვრა
სასერტიფიკაციო სამუშაოების ღირებულებას იხდის განმცხადებელი. სამუშაოთა ღირებულება განისაზღვრება პროდუქციის ჯგუფების რაოდენობის შესაბამისად და გამოითვლება ამ სამუშაოს შრომატევადობის მიხედვით.
სერტიფიკაციის სამუშაოების ჩატარება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
– განაცხადის მიღება და რეგისტრაცია, თანმხლები დოკუმენტაციის კომპლექტურობის შემოწმება;
– ხელშეკრულების გაფორმება სერტიფიკაციის ჩატარებაზე და კალკულაციის შედგენა;
– დოკუმენტების ექსპერტიზა სასერტიფიკაციო პროდუქციაზე;
– განაცხადის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და სერტიფიკაციის სქემის შერჩევა;
– შესაბამისობის სერტიფიკატის გაფორმება და რეგისტრაცია.
ღირებულების გამოთვლა წარმოების შემდეგი ფორმულით:
C5=M5.T5.N5.(1+K ¸ 100), სადაც
M5 – პროდუქციის ჯგუფების რაოდენობა M5=1;
T5 – სამუშაოს ჩატარებაზე დახარჯული კაც/დღეების რაოდენობა.
T5 – 10 კაც/დღე;
N5 – სამუშაოს შემსრულებელი სპეციალისტის (სახელმწიფო ექსპერტის) საშუალო დღიური ხელფასი.
N5 – 1,9 ლარი;
K – სოცდაზღვევის ანარიცხები (K = 31%).
VII. იმ სასერტიფიკაციო სამუშაოების ღირებულების განსაზღვრა, რომელთა ჩატარებაზე არ არის აკრედიტებული სასერტიფიკაციო ორგანო და საგამოცდო ლაბორატორია
სასერტიფიკაციო სამუშაოების ღირებულებას იხდის განმცხადებელი. სამუშაოთა ღირებულება განისაზღვრება პროდუქციის ჯგუფების რაოდენობის შესაბამისად და გამოითვლება ამ სამუშაოს შრომატევადობის მიხედვით.
სერტიფიკაციის სამუშაოების ჩატარება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
– განაცხადის მიღება და რეგისტრაცია, თანმხლები დოკუმენტაციის კომპლექტურობის შემოწმება;
– ხელშეკრულების გაფორმება სერტიფიკაციის ჩატარებაზე და კალკულაციის შედგენა;
– დოკუმენტების ექსპერტიზა სასერტიფიკაციო პროდუქციაზე;
– განაცხადის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და სერტიფიკაციის სქემის შერჩევა;
– წარმოების შეფასების პროგრამის შემუშავება;
– საწარმოს მდგომარეობის შემოწმება და შეფასება;
– საგამოცდო ლაბორატორიის შერჩევა საგამოცდო პროგრამის შემუშავება (საჭიროების შემთხვევაში);
– პროდუქციის ნიმუშების აღება, ნიმუშების აღებისა და პროდუქციის იდენტიფიკაციის აქტის შედგენა;
– გამოცდების შედეგების ანალიზი, გადაწყვეტილების მიღება სერტიფიკატის გაცემაზე;
– შესაბამისობის სერტიფიკაციის გაფორმება და რეგისტრაცია.
სერტიფიკატის აღიარების სამუშაოები დაყოფილია ორ ჯგუფად:
1. სამუშაოები, რომელთა ჩატარებაზე არ არის აკრედიტებული სასერტიფიკაციო ორგანო.
2. სამუშაოები, რომელთა ჩატარებაზე არ არის აკრედიტებული სასერტიფიკაციო ორგანო და საგამოცდო ლაბორატორია.
ღირებულების გამოთვლა წარმოებს შემდეგი ფორმულით:
C6=M6.T6.N6.(1+K ¸ 100), სადაც
M6 – პროდუქციის ჯგუფების რაოდენობა M6=1;
T6 – სამუშაოს ჩატარებაზე დახარჯული კაც/დღეების რაოდენობა.
პირველ შემთხვევაში T6 =20 კაც/დღე;
მეორე შემთხვევაში T6 = 36 კაც/დღე;
N6 – სამუშაოს შემსრულებელი სპეციალისტის (სახელმწიფო ექსპერტის) საშუალო დღიური ხელფასი.
N6 – 1,9 ლარი;
K – სოცდაზღვევის ანარიცხები (K = 31%).
სამუშაოთა ცალკეული სახეების მიხედვით საბოლოო ტარიფები განისაზღვრება თანდართული კალკულაციების თანახმად.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოებისა საქსტანდარტი თავისი ფუნქციების ფარგლებში აწარმოებს ანაზღაურებად სამუშაოებს სახელშეკრულებო ფასებით.
დანართი №2
საქსტანდარტის მიერ სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, სერტიფიკაციისა და აკრედიტაციის სფეროში განსახორციელებელი ანაზღაურებადი სამუშაოების (მომსახურების) ტარიფები
№
ანაზღაურებადი სამუშაოს (მომსახურების) დასახელება
სამუშაოს (მომსახურების) ტარიფები (ლარი)
დღგ-ის
ჩაუთვლელად
დღგ
დღგ-ის ჩათვლით
1
2
3
4
5
I.
პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების, საგამოცდო ლაბორატორიების და მეტროლოგიური სამსახურების აკრედიტაციისათვის დოკუმენტების ექსპერტიზა (პროდუქციის, გაზომვის საშუალებების ერთ ჯგუფზე)
54,76
10,95
65,71
II.
პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების, საგამოცდო ლაბორატორიების (ტექნიკურ კომპეტენტურობასა და დამოუკიდებლობაზე) და მეტროლოგიური სამსახურების აკრედიტაციაზე საატესტაციო კომისიის დასკვნის გაცემა (პროდუქციის, გაზომვის საშუალებების ჯგუფების რაოდენობის მიხედვით)
100,87
20,17
121,04
III.
საწარმოებთან და ორგანიზაციებთან არსებული საგამოცდო ლაბორატორიების (ტექნიკურ კომპეტენტურობაზე) აკრედიტაციაზე საატესტაციო კომისიის დასკვნის გაცემა (პროდუქციის ჯგუფების რაოდენობის მიუხედავად)
69,17
13,83
83,0
IV.
აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოების, საგამოცდო ლაბორატორიების და მეტროლოგიური სამსახურების საქმიანობაზე საინსპექციო კონტროლი (პროდუქციის, გაზომვის საშუალებების ერთ ჯგუფზე)
30,26
6,05
36,31
V.
პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის ორგანოების, საგამოცდო ლაბორატორიების (ტექიკურ კომპეტენტურობასა და დამოუკიდებლობაზე) და მეტროლოგიური სამსახურების მეტროლოგიური მოკვლევა და შესაბამისი დასკვნის (ცნობების) გაცემა
21,61
4,32
25,93
VI.
პროდუქციის სერტიფიცირებისათვის მზადყოფნაზე დასკვნის გაცემის მიზნით წარმოების მოკვლევა
11,53
2,31
13,84
VII.
გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცებაზე სერტიფიკატის გაცემა
14,41
2,88
17,29
VIII.
სერტიფიკატის ურთიერთაღიარების შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნების (დსთ-ის ქვეყნების) მიერ გაცემული სერტიფიკატის აღიარება (პროდუქციის ერთ ჯგუფზე)
11,53
2,31
13,84
IX.
სერტიფიკატის ურთიერაღიარების შეთანხმებაში არამონაწილე ქვეყნების მიერ გაცემული სერტიფიკატის ცალმხრივი აღიარება (პროდუქციის ერთ ჯგუფზე)
27,38
5,48
32,86
X.
შესაბამისობის შესახებ მომწოდებლების დეკლარაციაზე დაფუძნებული სასერტიფიკაციო სამუშაოები (მომსახურება)
27,38
5,48
32,86
XI.
სასერტიფიკაციო სამუშაოები (მომსახურება), რომლებზედაც არ არის აკრედიტებული:
(პროდუქციის ერთ ჯგუფზე)
1. სასერტიფიკაციო ორგანო
2. სასერტიფიკაციო ორგანო და საგამოცდო ლაბორატორია
54,76
100,87
10,95
20,17
65,71
121,04