„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №83 |
|
2021 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) დამტკიცებული წესის 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 51. თადარიგის პოლიციელის მოწმობა 1. სამინისტროს სისტემიდან დათხოვნილ პირს, რომელსაც სამინისტროს წარდგინების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია, ეძლევა თადარიგის პოლიციელის მოწმობა, მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის შესაბამისად. 2. თადარიგის პოლიციელის მოწმობა არ გაიცემა პირზე, რომელიც სამინისტროდან დათხოვნილ იქნა დანაშაულის ან სხვა არამართლზომიერი ქმედების ჩადენის გამო ან რომელსაც სახელმწიფო კომპენსაცია შეჩერებული ან შეწყვეტილი აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|