1. დახმარების მისაღებად ბენეფიციარი წერილობითი განცხადებით მიმართავს და სრულყოფილ დოკუმენტაციას წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს. მიღებული დოკუმენტაცია შესასწავლად იგზავნება მერიის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში;
2. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ სოციალურად დაუცველ იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა ოჯახების მატერიალურ დახმარებას:
ა) სარეიტინგო ქულის 1000-დან 70 000 ჩათვლით შემთხვევაში - 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) სარეიტინგო ქულის 70 001 -დან 100 000 ჩათვლით შემთხვევაში -300 (სამასი) ლარის ოდენობი