ა) ადმინისტრაციული წარმოება იწყება ბენეფიციარის მომართვის, მესამე პირის მხრიდან განხორციელებული შეტყობინების, ანონიმური, სახელმწიფო და სხვა ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და მუნიციპალიტეტის მიერ გამოვლენილი შემთხვევების საფუძველზე;
ბ) განცხადება/შეტყობინება/ ინფორმაცია ეწერება კონფიდენციალობის დაცვისა და სწრაფი რეაგირების მიზნით უშუალოდ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებას;
გ) მიღებული ინფორმაციით:
1. მოსარგებლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის შემთხვევაში ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ წარდგენილი მოსარგებლის საქმე განიხილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული მულტიდისციპლინური გუნდის სხდომაზე;
მულტიდისციპლინური გუნდი განიხილავს სოციალური მუშაკის მიერ წარმოდგენილ მხარდაჭერის გეგმის პროექტს და ადგენს ოქმს. მიღებულ ოქმს ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელი ამტკიცებს შესაბამის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება).
2. რისკების იდენტიფიცირებისათვის მოსარგებლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არარეგისტრაციის შემთხვევაში არსებული საქმე განიხილება ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიე