“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის სათათბირო ორგანოს – საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 23 აპრილის №231 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№85
სარეგისტრაციო კოდი
200.010.000.11.114.005.161
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 17, 26/02/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი200.010.000.11.114.005.161

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება №85

2002 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის სათათბირო ორგანოს – საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 23 აპრილის №231 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

”აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 და მე-16 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:

I. ”საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის სათათბირო ორგანოს – საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2001 წლის 23 აპრილის №231 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა ”შვიდი“ შეიცვალოს სიტყვით ”თერთმეტი“;

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვების ”მინისტრის მოადგილეები“ შემდეგ დაემატოს ”მინისტრის აპარატის უფროსი“.

3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის წესი

1. საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ მინისტრის მიერ, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ. დღის წესრიგს განსაზღვრავს მინისტრი.

2. საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს მინისტრი (შემდეგში – საბჭოს თავმჯდომარე), ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კი – მინისტრის პირველი მოადგილე, რომელიც ამავე დროს არის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

3. საბჭოს ჰყავს პასუხისმგებელი მდივანი, რომელიც ინიშნება მინისტრის მიერ.

4. საბჭო თავისი საქმიანობის წარმართვისას ხელმძღვანელობს წლიური და კვარტალური გეგმებით, რომელსაც შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 20 დღით ადრე შემოსული წინადადებებიდან გამომდინარე სათათბირო საბჭოს პასუხიმგებელი მდივნის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი, მინისტრის მოადგილეებთან შეთანხმებით.

5. გარდა წლიური და კვარტალური გეგმებით დამტკიცებული საკითხებისა, სათათბირო საბჭოზე განიხილება ასევე საინიციატივო წესით საბჭოს პასუხისმგებელ მდივანთან წარმოდგენილი საკითხები, რომლებიც სათათბირო საბჭოს ჩატარებამდე შეთანხმებული უნდა იყოს მინისტრის მოადგილეებთან.

6. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მინისტრთან შეთანხმებით შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა სამინისტროების, ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექსპერტები და დაინტერესებული პირები.

7. მასალები განმარტებით ბარათთან ერთად საბჭოს მოწვევამდე ერთი კვირით ადრე საბჭოს სხდომაზე განსახილველად მომზადებული საკითხის თაობაზე წარედგინება საბჭოს მდივანს.

8. მინისტრის სამდივნო, სხდომის ჩატარებამდე სამი დღით ადრე, უზრუნველყოს საბჭოს წევრებისათვის საბჭოს მასალებისა და დღის წესრიგის მიწოდებას.

9. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

10. საბჭოს სხდომებზე საკითხების წარდგენის უფლება აქვთ: მინისტრს, მოადგილეებს, სათათბირო საბჭოს სხვა წევრებს და მინისტრის თანხმობის შემთხვევაში სხვა მოწვეულ პირებს.

11 საბჭოს მიერ განხილული საკითხების რეალიზაციის მიზნით საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ფორმდება მინისტრის ბრძანებებისა და/ან საბჭოს ოქმის სახით;

12. საბჭოს სხდომის დამთავრებიდან ერთი დღის ვადაში ფორმდება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და პასუხიმგებელი მდივანი.

13. მინისტრის სამდივნო, მინისტრის მითითებით ახორციელებს კონტროლს საბჭოს იმ დადგენილებების შესრულებაზე, რომელთა აღსრულებაც გადაწყვეტილია მინისტრის მიერ და პერიოდულად მოახსენებს მას.“

II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ძნელაძე