ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 აპრილის №9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.128.016445
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2021 წლის 30 დეკემბერი

დაბა ხარაგაული

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 აპრილის №9 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის შესახებ’’ ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 აპრილის №9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის შესახებ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი, 06/04/2021 სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.128.016425).

1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით   დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 წლის და მეტი ასაკის ხანდაზმულების დახმარება საიუბილეოდ 1000  ლარის ოდენობით“.

2. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით   დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის პირველ პუნქტში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დახმარება გაეწევათ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა  სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150001-ს და  ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილი,  დახმარება განისაზღვრება წელიწადში ერთხელ – თითოეულ ბავშვზე  100 ლარის ოდენობით. “

3. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით   დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დახმარება გაეწევათ მარტოხელა მშობლებს, რომელთაც ყავთ არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი,  ყოველთვიურად – 50 ლარის ოდენობით.“

4. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლში და მეათე მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ ქვეპუნქტი:

„ე) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა“.

5. შეტანილ იქნეს ცვლილება  დადგენილებით   დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მეორე პუნქტში  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დახმარება განისაზღვრება თვეში 50 ლარის ოდენობით.“

6. შეტანილ იქნეს ცვლილება  დადგენილებით   დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მესამე პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დახმარების ოდენობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მერის შესაბამისი ბრძანებით  შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია.“

7. შეტანილ იქნეს ცვლილება  დადგენილებით   დამტკიცებული წესის მე-19 მუხლში და დაემატოს მეოთხე პუნქტი:

„4.ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, შესაბამისი კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 01 იანვრიდან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით კიკნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 აპრილის №9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.12.2021.
როდის იქნა მიღებული „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 აპრილის №9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 აპრილის №9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 30.12.2021. მიმღები ორგანო — ხარაგაულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №29. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.128.016445.
რამდენი მუხლისგან შედგება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 აპრილის №9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 აპრილის №9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 აპრილის №9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.12.2021 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 აპრილის №9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, №29, 30.12.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016445 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5338819/