⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (31.12.2022)
გაუქმებულია:

შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2021
ძალაში შესვლა 30.12.2021
ძალის დაკარგვა 31.12.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №საქონელი
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023183
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,659 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2021 მიღება
30.12.2021 ძალაში შესვლა
31.12.2022 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (2)
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა − ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების ელექტრონული შესყიდვის საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები
განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული წინადადებისა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიების მიზნებისათვის შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ტერმინი − ტენდერი)
მუხლი 2
წინადადება
ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (2)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
CPV
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №627 2021 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“. მუხლი 2🔗 შესყიდვები, რომლებსაც არ არეგულირებს ეს წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და ძალაშია ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. „შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“ (შემდგომში − წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ადგენს შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის“ მიერ ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. 2. ამ წესის მიზანია, შემსყიდველი ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქონლისა და მომსახურების შესყიდვების პროცედურების გამარტივება, შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა. 3. შესყიდვა, რომელზეც არ ვრცელდება ეს წესი, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შემსყიდველი − შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი“; ბ) შესყიდვა − შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის“ მიერ ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა; გ) გამარტივებული შესყიდვა − შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშვებია ერთ პირთან მოლაპარაკების გზით მიმწოდებლის პირდაპირი (გამარტივებული) შერჩევა და გამოიყენება ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; დ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა − ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების ელექტრონული შესყიდვის საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული წინადადებისა და ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიების მიზნებისათვის შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ტერმინი − ტენდერი); ე) პრეტენდენტი − პირი, რომელმაც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური; ვ) მიმწოდებელი − პირი, რომელთანაც შემსყიდველის მიერ შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის შედეგად ან გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით დადებულ იქნა ხელშეკრულება (გარიგება) შესყიდვის შესახებ; ზ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში − სისტემა); თ) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი. მუხლი 3🔗. შესყიდვის განხორციელების ძირითადი პრინციპები შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის განხორციელების ძირითადი პრინციპებია: ა) შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა; ბ) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურად გამოყენება; გ) პრეტენდენტთა (პოტენციურ მიმწოდებელთა) შორის თანასწორობის პრინციპისა და ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფა; დ) ეკონომიკური ეფექტიანობა. მუხლი 4🔗. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები 1. შემსყიდველი უფლებამოსილია: ა) ამ წესის დაცვით, შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში − ხელშეკრულება) და თავისუფლად განსაზღვროს ამ ხელშეკრულების პირობები; ბ) ამ წესის შესაბამისად, მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია; გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზით; დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; ე) ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ამავე ხელშეკრულებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობისას. 2. შემსყიდველი ვალდებულია: ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები ამ წესით გათვალისწინებული პირობების დაცვით; ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ან/და მომსახურების ღირებულება; გ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, სისტემაში ატვირთოს შესაბამისი გადაწყვეტილების ამსახველი სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს შეწყვეტის მიზეზები. შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები. მუხლი 5🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები 1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება შესყიდვის პროცედურასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობას: ა) მიმწოდებლის შერჩევას, ამ წესით დადგენილი შესყიდვის საშუალებით განხორციელებული შესყიდვის შემთხვევაში; ბ) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა. 3. დაუშვებელია, პრეტენდენტმა ან მიმწოდებელმა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა, მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს აღნიშნულის თაობაზე და უნდა შეწყვიტოს მონაწილეობის მიღება ამ შესყიდვის განხორციელებაში. მუხლი 6🔗. შესყიდვის საშუალებები 1. ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. 2. ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, თუ ყოველი კონკრეტული შესასყიდი მომსახურების ან/და საქონლის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 500 000 ლარს. 3. ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლის ან/და მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვის თაობაზე გადაწყვეტილებას, შემსყიდველი ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული წესით, იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი/ორგანო. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, შემსყიდველის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურებზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები. 5. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ახორციელებს შემსყიდველი კომისია, ამ წესით განსაზღვრული წესით. მუხლი 7🔗. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი 1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურას ატარებს კომისია, რომელსაც არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველის ხელმძღვანელი. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული კომისიის ერთ-ერთი წევრი. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება, მიწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. 2. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 3. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა სხდომის ოქმი ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში. სისტემაში ატვირთული ოქმის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული ოქმის გაუქმებითა და შეცვლილი ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით. 4. შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/წერილობითი შეტყობინების გაგზავნა სავალდებულო არ არის. მიმოწერა/წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან. მუხლი 8🔗. კომისიის აპარატი 1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველის ხელმძღვანელის ბრძანებით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში − აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 2. აპარატის ფუნქციაა შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციისა და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა. აპარატს უფლება აქვს, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებთან დაკავშირებით. მუხლი 9🔗. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ 1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომში − განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადის ათვლა იწყება განცხადების სისტემაში განთავსებიდან. 2. განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ სამი კალენდარულ დღეს განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში, პრეტენდენტს შეუძლია, სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება. 3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია: ა) განცხადების ნომერი; ბ) შემსყიდველის დასახელება; გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით; დ) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით; ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება; ვ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით, თუ − მის გარეშე; ზ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა; თ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა. 4. განცხადებაში, შესაბამისი მითითების საფუძველზე, პრეტენდენტთა მიერ წინადადების ფასის წარდგენა ხდება დღგ-ის გათვალისწინებით ან მის გარეშე. 5. განცხადებას გააჩნია დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით. 6. განცხადების სისტემაში განთავსებისთვის აუცილებელია დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში. მუხლი 10🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა 1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი; ბ) შესასყიდი საქონლის რაოდენობას, მომსახურების მოცულობას, საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას; გ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების სრულ აღწერას; დ) მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული წინადადების ღირებულება, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი საქონლის ან მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც (ტრანსპორტირება, დაზღვევა, გადასახადები და სხვა); ე) კომისიის ან აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესახებ; ვ) მითითებას შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებითა და შეცვლილი დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება. მუხლი 11🔗. წინადადების წარდგენა 1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია, წარადგინოს წინადადება, წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე. 2. წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ პირს უფლება აქვს, სისტემაში გაეცნოს განცხადებასა და დოკუმენტაციას. 3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით. პრეტენდენტის შეთავაზება უნდა შეიცავდეს ტექნიკური დოკუმენტაციით მოთხოვნილ მასალებს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა. 5. იმ შემთხვევაში, თუ განცხადებით გათვალისწინებულია წინადადების ფასის დღგ-ის გარეშე წარდგენა, პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი   დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, შერჩევა-შეფასება ხორციელდება წარდგენილი წინადადების ფასების მიხედვით. შემსყიდველი ვალდებულია, ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის დღგ-ის შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისთვის პრეტენდენტი არის დღგ-ის გადამხდელი, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. მუხლი 12🔗. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტების მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი 1. შემსყიდველი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია, განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები. 2. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება, დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ. 3. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას, ამ წესის მე-14 მუხლის საფუძველზე. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია და/ან, მისი ბუნებიდან გამომდინარე, დაბრუნება შეუძლებელია. 4. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნები შეიძლება, დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობასთან/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები და სხვ.). მუხლი 13🔗. შერჩევა/შეფასება 1.  კომისიის მიერ პრეტენდენტები ფასდებიან წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში), ამ პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით. 2. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი. 3. კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 4. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს; ასევე პრეტენდენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომებისას, როგორებიცაა: არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, რომლებიც შესაძლებელია, შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ელექტრონული დოკუმენტის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველს უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია საკვალიფიკაციო მონაცემების (მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნამდე. 6. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისია მიმართავს მას საკვალიფიკაციო მონაცემების (მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა. 7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემები შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შემსყიდველის მიერ ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის მოთხოვნასა (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად. 8. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით. 9. თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას ან მის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია, მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს, თუ ამ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს. თუ წინადადების მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი, ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად, მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, კომისიას უფლება აქვს, შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა. მუხლი 14🔗. დისკვალიფიკაცია 1. კომისია ახდენს მიმწოდებლის ან/და პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში. 2. მიმწოდებელი ან/და პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში: ა)     თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის  მე-13 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების გათვალისწინებით, არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას; ბ) საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს; გ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის წინადადებაზე; დ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით,  ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას; ე) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ფასების ცხრილს/ხარჯთაღრიცხვას, უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე. მუხლი 15🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა 1. ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში. 2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება, აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს. 3. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, ამ წესის შესაბამისად. 4. შემსყიდველს არ აქვს ვალდებულება, ამ წესით განხორციელებულ შესყიდვებზე უზრუნველყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გეგმის, ფაქტობრივი გადახდებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშების წარდგენა. მუხლი 16🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა და წინასწარი ანგარიშსწორება 1. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, მიმწოდებელს მოსთხოვოს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარდგენა, რომელიც უნდა შეადგენდეს ხელშეკრულების ღირებულების 2%-ს. 2. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში, ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს საბანკო გარანტიასთან დაკავშირებულ პირობებს. 3. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიმწოდებელს დაუბრუნოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება შემსყიდველი ორგანიზაციის მიზეზით; ბ) თუ ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის ურთიერთშეთანხმებით; გ) თუ მიმწოდებელი შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ  ვალდებულებებს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. 4. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, მიმწოდებელს დაუბრუნოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე პირობის შემთხვევაში, მიმწოდებლის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში. 5. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, თუ წინასწარი ანგარიშსწორების თანხის ოდენობა აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს, მიმწოდებელი ვალდებულია, წარუდგინოს შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი შემთხვევებისა. 6. შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია, თუ: ა) მიმწოდებლისათვის წინასწარ გადასახდელი თანხა ჩაირიცხება საამისოდ განკუთვნილ ცალკე საბანკო ანგარიშზე და ეს თანხა გამოიყენება შემსყიდველი ორგანიზაციის კონტროლით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში; ბ) მიმწოდებლის საქმიანი რეპუტაციის, მის მიერ წარმოებული საქონლის, გაწეული მომსახურების ხარისხისა და მისი ცნობადობის გათვალისწინებით; გ) შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შესყიდვის თავისებურებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში. მუხლი 17🔗. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები 1. შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის მიერ. ხელშეკრულების პირობები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მოთხოვნებს. 2. ხელშეკრულების დადება შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. მათ შორის, წინააღმდეგობის შემთხვევაში, უპირატესობის მინიჭების საკითხი წყდება ხელშეკრულებით. 3. ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. დანართი შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის“ მიერ შესასყიდი ერთგვაროვანი ობიექტების ჩამონათვალი საქონელი   № CPV დასახელება 14600000 ლითონის მადანი და შენადნობები 24300000 ძირითადი არაორგანული და ორგანული ქიმიკატები 31100000 შემსყიდველის სპეციფიკასთან დაკავშირებული სპეციალური ელექტროძრავები, სპეციალური გენერატორები და სპეციალური ტრანსფორმატორები 31200000 ელექტროენერგიის გამანაწილებელი და საკონტროლო აპარატურა 38400000 ფიზიკური მახასიათებლების კონტროლის ხელსაწყოები 42100000 დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისა და გამოყენებისთვის მომსახურება   № CPV დასახელება 51100000 ელექტრო- და მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი