საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ზოგიერთი პირის მიმართ ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

მიღების თარიღი 27.12.2021
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №79
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016644
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2021
matsne.gov.ge 655 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავი ქონების მოსარგებლეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 27.12.2021 საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ღია კაფეს მოწყობის მიზნით გადაცემული მიწის ნაკვეთების მოიჯარეთა მიმართ ზოგიერთი ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 27.12.2021 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 22.12.2014 დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისა და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 10.05.2022 ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 86% 10.02.2015

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ზოგიერთი პირის მიმართ ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულება №79 27 დეკემბერი 2021 წელი ქ. თბილისი საქართველოში  ახალი  კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ზოგიერთი პირის მიმართ ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 75-ე მუხლის  „დ.ვ“ და „დ.ზ“ ქვეპუნქტების, 127​2 და 163​3 მუხლების, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-78 დადგენილებით დამტკიცებული მე-14 მუხლის პირველი და  მე-2 პუნქტების შესაბამისად, ასევე, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების გათვალისწინებით, ასევე, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ზოგიერთი პირის მიმართ ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 30 ივნისის №21.907.1025 განკარგულების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ეკონომიკური საქმიანობის მიზნით, აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემული უძრავი ქონების მიმღები პირების (შემდგომში – მოსარგებლე) მიმართ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას მიეცეს თანხმობა/გატარდეს შემდეგი ხელშემწყობი ღონისძიებები: ა) მოსარგებლეს, რომელსაც შესაბამისი სარგებლობის ხელშეკრულების ვადა ამოეწურა/ამოეწურება/ხელშეკრულება შეუწყდა/შეუწყდება 2020  წლის 1 იანვრიდან  2022 წლის პირველ 1 იანვრამდე და ფაქტობრივად სარგებლობდა/სარგებლობს უძრავი ქონებით, სარგებლობის ვადის ამოწურვის თარიღიდან ამ განკარგულების გამოცემის მომენტამდე პერიოდზე უძრავი ქონების ფაქტობრივი სარგებლობისათვის არ დაეკისროს  სარგებლობის საფასურის (ქირის) და შესაბამისი პირგასამტეხლოს გადახდა. მოსარგებლის მიერ ამ განკარგულების გამოცემის მომენტამდე მიწის ნაკვეთით ფაქტობრივი სარგებლობისთვის გადახდილი სარგებლობის საფასური/პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არ ექვემდებარება ჩათვლას ან/და დაბრუნებას. ა.ა) ასეთ მოსარგებლეს, რომელიც  ამ განკარგულების გამოცემის მდგომარეობით ფაქტობრივად სარგებლობს უძრავი ქონებით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, მის მიერ ამ განკარგულებით დადგენილი წესით ნების გამოხატვის შემთხვევაში, შესაბამის უძრავ ქონებაზე სარგებლობის ვადა შესაძლებელია გაუგრძელდეს არაუმეტეს სარგებლობის ვადის ამოწურვის (შეწყვეტის) თარიღიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე, შესაბამისი სარგებლობის ხელშეკრულების პირობების უცვლელად, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი უძრავი ქონება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ სხვა პირზე არ არის რაიმე ფორმით განკარგული. ა.ბ) მოსარგებლეს, რომელსაც ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაუგრძელდება შესაბამისი სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა, 2021-2022 წლების პერიოდზე სარგებლობის ქირა განესაზღვროს 0 (ნული) ლარის ოდენობით, გარდა ამ განკარგულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ბ) მოსარგებლეს (გარდა ამ მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული პირებისა), რომელსაც ამ  განკარგულების გამოცემის მომენტისათვის გაფორმებული აქვს მოქმედი სარგებლობის ხელშეკრულება, მის მიერ ამ განკარგულებით დადგენილი წესით ნების გამოხატვის შემთხვევაში, შესაბამის უძრავ ქონებაზე სარგებლობის ვადა შესაძლებელია გაუგრძელდეს შესაბამისი სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე დამატებით 2 (ორი) კალენდარული წლით, შესაბამისი სარგებლობის ხელშეკრულების პირობების უცვლელად. 2. ამ განკარგულების 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები გავრცელდეს მხოლოდ იმ მოსარგებლეთა მიმართ, რომლებიც დადგენილი წესით, არაუგვიანეს 2022 წლის პირველი აპრილისა, გამოხატავენ ნებას სარგებლობის უფლების გაგრძელების თაობაზე, სსიპ – ქონების მართვის სააგენტოსთვის შესაბამისი განცხადების წერილობითი ფორმით წარდგენის გზით და რომელთა მიმართაც სსიპ – ქონების მართვის სააგენტო გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლის განცხადებას თან უნდა დაერთოს მომართვის დროისათვის უძრავი ქონების ფაქტობრივად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ ფოტომასალა. 3. წინამდებარე განკარგულება არ ვრცელდება: ა) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ კომერციულ ბანკებზე საბანკო საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაცემული უძრავი ქონების ნაწილში, გარდა ე.წ. სწრაფი გადახდის აპარატის განსათავსებლად გადაცემული უძრავი ქონებისა; ბ) „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებზე საკომუნიკაციო ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის მიზნით გადაცემული უძრავი ქონების ნაწილში; გ) „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ლიცენზიატებზე, გარდა ელექტროსადგურის მწარმოებელი პირებისა, ამავე კანონით განსაზღვრული ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის მიზნით გადაცემული უძრავი ქონების ნაწილში; დ) იმ პირებზე, რომელთაც უძრავი ქონება გადაეცათ პირდაპირ ან ირიბად მასზე გარე რეკლამის განთავსების მიზნით. 4. ამ განკარგულების პირველი მუხლის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ მოსარგებლეებზე, რომელთაც უძრავი ქონების სარგებლობის ქირა განსაზღვრული აქვთ არაფიქსირებული ოდენობით (შემოსავლის პროცენტით). 5. შესაბამის მოსარგებლეზე ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების გავრცელების საკითხის განხილვისას, საზოგადოებრივი ინტერესების ან/და ქალაქგეგმარებითი პირობების გათვალისწინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ შესაძლებელია მიღებულ იქნას სხვაგვარი გადაწყვეტილება. 6. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე                                                                      გიორგი ტყემალაძე.