“საქართველოს უისტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №128 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№79
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.11.106.005.171
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 19, 05/03/2002
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი010.240.030.11.106.005.171

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №79

2002 წლის 28 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №128 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №128 ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის დებულებისა და კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ”;

2. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესაბამისად, ვბრძანებ”;

3. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩაითვალოს მე-5 პუნქტად და დაემატოს მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისია განისაზღვროს შვიდი წევრით: კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის ხუთი წევრი.

3. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1) ირინე იმერლიშვილი          – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. კომისიის თავმჯდომარე;

 2) ზურაბ ეზუგბაია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

3) ზაზა მეიშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქ ა ლაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

4) მანანა ცინაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქ ა ლაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;

5) გიორგი სურგულაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქ ა ლაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;

6) ლეილა მამულაშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქ ა ლაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის ნოტარიატის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი.

7) ჯუმბერ კოპალიანი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დმანისის ისტორიულ-არქეოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, კომისიის წევრი.

4. დამტკიცდეს კომისიის დადგენილების ფორმა (დანართი №1).”.

5. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის შესახებ” დებულების მე-6 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მოქალაქეთა ქართული გვარისა და ეროვნების აღდგენის საკითხებს”;

6. დებულების მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს დადგენილებები, რეკომენდაციები, წინადადებები, დასკვნები და სხვა გადაწყვეტილებები.”;

7. დებულების მე-18 პუნქტში სიტყვები: „წინადადებებსა და დასკვნებს – კომისიის თავმჯდომარე” შეიცვალოს სიტყვებით: „გადაწყვეტილებებს – კომისიის წევრები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საკითხის განხილვაში და მის დადებით გადაწყვეტაში”;

8. დებულების მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. კომისიის მიერ მიღებული დადგენილებები, რეკომენდაციები, წინადადებები, დასკვნები და სხვა გადაწყვეტილებები არ ატარებენ სავალდებულო ძალას.”;

9. დებულების მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე საკურატორო სფეროს მიხედვით უფლებამოსილია კომისიის წინადადებების, დასკვნებისა და სხვა გადაწყვეტილებების საფუძველზე გამოსცეს ბრძანება.”.

10. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “საქართველოს უისტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №128 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.02.2002.
როდის იქნა მიღებული “საქართველოს უისტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №128 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”?
“საქართველოს უისტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №128 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” მიღებულია 28.02.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №79. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.11.106.005.171.
რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს უისტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №128 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის “საქართველოს უისტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №128 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.02.2002 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს უისტიციის სამინისტროს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 26 ივნისის №128 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, №79, 28.02.2002, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.171 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/53404/