„საავიაციო რუკების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 9 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№306
სარეგისტრაციო კოდი
420000000.54.066.016247
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №306

2021 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საავიაციო რუკების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 9 იანვრის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საავიაციო რუკების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 9 იანვრის №3 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 09/01/2018, 420000000.54.066.016131) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის ჰ10 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ10) სქემის აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე – გამოქვეყნებული აბსოლუტური/ფარდობითი სიმაღლე, რომელიც გამოიყენება ფრენის პროცედურის ვერტიკალური პროფილის განსაზღვრისთვის, დაბრკოლების მინიმალურ აბსოლუტურ/ფარდობით სიმაღლეზე ან მას ზემოთ, სადაც ეს არის დადგენილი“.

2. მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური  რუკებზე გამოქვეყნების გარჩევადობას და მონაცემთა ხარისხს უზრუნველყოფს ჰაერსანაოსნო მონაცემთა ხარისხის მოთხოვნების შესაბამისად.

შენიშვნა: ჰაერსანაოსნო მონაცემებისთვის რუკის გარჩევადობის სპეციფიკაციები მოცემულია ICAO-ს Doc 10066 PANS AIM-ის პირველ დანართში“.

3. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„5. რუკა უნდა იყოს გეოგრაფიულ ჩრდილოეთზე ორიენტირებული“.

4. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29. ჰაერსანაოსნო მონაცემები

სამსახური უზრუნველყოფს, რომ:

ა) ჰაერსანაოსნო მონაცემების გამოქვეყნების გარჩევადობა შეესაბამებოდეს კონკრეტული რუკისთვის განსაზღვრულ ჰაერსანაოსნო მონაცემთა ხარისხის მოთხოვნებს;

ბ) ჰაერსანაოსნო მონაცემების მთლიანობა იყოს შენარჩუნებული მთელი პროცესის განმავლობაში, მისი შექმნიდან მომდევნო განკუთვნილ მომხმარებლისთვის გადაცემამდე;

გ) მონაცემთა შეცდომების ციფრული გამოვლენა განხორციელდეს ჰაერსანაოსნო მონაცემების და ციფრული მონაცემთა ნაკრების გადაცემის ან/და შენახვის დროს.

შენიშვნა 1: ჰაერსანაოსნო მონაცემებისთვის რუკის გარჩევადობის სპეციფიკაციები და ჰაერსანაოსნო მონაცემებისთვის მთლიანობის კლასიფიკაციის სპეციფიკაციები მოცემულია ICAO-ს Doc 10066 PANS AIM-ის პირველ დანართში;

შენიშვნა 2: მონაცემთა შეცდომების ციფრული გამოვლენის ტექნიკების დეტალური სპეციფიკაციები მოცემულია მოცემულია ICAO-ს Doc 10066 PANS AIM-ში“.

5. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 52. აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების რუკაზე კარტოგრაფირების რაიონის/არეალის აღნიშვნა

აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების რუკა უნდა იყოს საკმარისი ზომის და მასში გათვალისწინებული უნდა იყოს „ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 2 თებერვლის №24 ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნები.“

6. 53-ე მუხლის მე-3, მე-9, მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მონაცემთა ბაზის მეშვეობით რუკაზე გამოსახული და რუკასთან დაკავშირებული რელიეფის ელემენტები და სათანადო ატრიბუტები ეფუძნება ელექტრონულ მონაცემთა ნაკრებს რელიეფის შესახებ, რომელიც შეესაბამება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 2 თებერვლის №24 ბრძანებით დამტკიცებულ „ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს“.

„9. მონაცემთა ბაზის მეშვეობით რუკაზე გამოსახული და რუკასთან დაკავშირებული დაბრკოლებების ელემენტები და სათანადო ატრიბუტები ეფუძნება ელექტრონულ მონაცემთა ნაკრებს დაბრკოლებების შესახებ, რომელიც შეესაბამება სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 2 თებერვლის №24 ბრძანებით დამტკიცებულ „ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს“.

„12. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 2 თებერვლის ბრძანება №24-ით დამტკიცებულ „ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესით“ განსაზღვრული დაბრკოლებების სხვა ატრიბუტები, რომელიც მოცემულია მონაცემთა ბაზაში (ბაზებში) დაკავშირებული უნდა იყოს დაბრკოლებების გამოსახულ ელემენტებთან.

„13. მონაცემთა ბაზის მეშვეობით რუკაზე გამოსახული და რუკასთან დაკავშირებული აეროდრომის ელემენტები და სათანადო ატრიბუტები ეფუძნება მონაცემებს აეროდრომის შესახებ, რომელიც შეესაბამება ჩიკაგოს კონვენციის მე-14 დანართის 1-ელი ტომის მე-5 დამატების და სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 2 თებერვლის №24 ბრძანებით დამტკიცებულ „ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს“.

7. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 54. აეროდრომის რაიონის რელიეფის და დაბრკოლებების რუკის სიზუსტე და გამოქვეყნების გარჩევადობა

ჰაერსანაოსნო მონაცემების და რელიეფის და დაბრკოლებების შესახებ მონაცემთა სიზუსტის ხარისხი, ასევე ჰაერსანაოსნო მონაცემების გარჩევადობა უნდა შეესაბამებოდეს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 2 თებერვლის №24 ბრძანებით დამტკიცებულ „ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესით“ განსაზღვრულ მოთხოვნებს“.

8. 88-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მარშრუტებთან დაკავშირებულ სანავიგაციო საშუალებებს, მათ შორის:

ბ.ა) იმ შემთხვევაში, თუ  სანავიგაციო საშუალებები გამოიყენება ტრადიციული  ნავიგაციისთვის:

ბ.ა.ა) დასახელებას ღია  ტექსტით;

ბ.ა.ბ) აღნიშვნას;

ბ.ა.გ) მორზეს კოდს (ანბანი);

ბ.ა.დ) სიხშირეს;

ბ.ა.ე) გეოგრაფიულ კოორდინატებს გრადუსებში, წუთებსა და წამებში;

ბ.ა.ვ) DМЕ-ს გადამცემი ანტენის არხს და შემაღლებას 30 მ-მდე (100 ფუტამდე) სიზუსტით;

ბ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ სანავიგაციო საშუალება გამოიყენება, როგორც ზონალური ნაოსნობის ძირითადი წერტილი:

ბ.ბ.ა) დასახელებას ღია  ტექსტით;

ბ.ბ.ბ) აღნიშვნას;

გ) ძირითად წერტილს, რომელიც არ აღინიშნება სანავიგაციო საშუალებების ადგილმდებარეობის მიხედვით,  მათ შორის: 

გ.ა) იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი წერტილი გამოიყენება ტრადიციული ნავიგაციისთვის:

გ.ა.ა) კოდის დასახელებას;

გ.ა.ბ) გეოგრაფიულ კოორდინატებს გრადუსებში, წუთებში და წამებში;

გ.ა.გ) პელენგს 0.1-მდე სიზუსტით საყრდენი სანავიგაციო საშუალებიდან;

გ.ა.დ) მანძილს  0.2 კმ-მდე სიზუსტით (0.1 საზ. მილი) საყრდენი სანავიგაციო საშუალებიდან;

გ.ა.ე) საყრდენი სანავიგაციო საშუალების აღნიშვნას.

გ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი წერტილი გამოიყენება ზონალურ ნაოსნობაში:

გ.ბ.ა) კოდურ დასახელებას“.

9. 97-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მარშრუტებთან დაკავშირებულ სანავიგაციო საშუალებებს, მათ შორის:

ბ.ა) იმ შემთხვევაში, თუ  სანავიგაციო საშუალებები გამოიყენება ტრადიციული ნავიგაციისთვის:

ბ.ა.ა) დასახელებას ღია  ტექსტით;

ბ.ა.ბ) აღნიშვნას;

ბ.ა.გ) მორზეს კოდს (ანბანი);

ბ.ა.დ) სიხშირეს;

ბ.ა.ე) გეოგრაფიულ კოორდინატებს გრადუსებში, წუთებსა და წამებში;

ბ.ა.ვ) DМЕ-ს გადამცემი ანტენის არხს და შემაღლებას 30 მ-მდე (100 ფუტამდე) სიზუსტით;

ბ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ სანავიგაციო საშუალება გამოიყენება როგორც ზონალური ნაოსნობის ძირითადი წერტილი:

ბ.ბ.ა) დასახელებას ღია  ტექსტით;

ბ.ბ.ბ) აღნიშვნას;

გ) ძირითად წერტილს, რომელიც არ აღინიშნება სანავიგაციო საშუალებების ადგილმდებარეობის მიხედვით,  მათ შორის: 

გ.ა) იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი წერტილი გამოიყენება ტრადიციული ნავიგაციისთვის:

გ.ა.ა) კოდის დასახელებას;

გ.ა.ბ) გეოგრაფიულ კოორდინატებს გრადუსებში, წუთებში და წამებში;

გ.ა.გ) პელენგს 0.1-მდე სიზუსტით საყრდენი სანავიგაციო საშუალებიდან;

გ.ა.დ) მანძილს  0.2 კმ-მდე სიზუსტით (0.1 საზ. მილი) საყრდენი სანავიგაციო საშუალებიდან;

გ.ა.ე) საყრდენი სანავიგაციო საშუალების აღნიშვნას.

გ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი წერტილი გამოიყენება ზონალურ ნაოსნობაში:

გ.ბ.ა) კოდურ დასახელებას“.

10. 101-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 101. დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკის ფორმატი

დასაფრენად სახელსაწყო შესვლის რუკის ფურცლის ზომა უნდა იყოს A4 (210x298 მმ)“.

11. 107-ე მუხლის მე-12-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. იმ შემთხვევაში, თუ ზონალური ნაოსნობისთვის  სანავიგაციო საშუალებები გამოიყენება როგორც ძირითადი წერტილი, მისი  დასახელება და აღნიშვნა  უნდა იყოს მითითებული მარტივი/გასაგები ენით“.

12. 137-ე მუხლის 1-ელი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მსოფლიო საავიაციო რუკა მასშტაბით 1:1 000 000, წარედგინება ამ წესის მე-5 დანართით მითითებულ ყველა რაიონს.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, როდესაც საექსპლუატაციო ან კარტოგრაფიული თვალსაზრისით ცხადია, რომ საექსპლუატაციო მოთხოვნების დაცვა შესაძლებელია 1:500 000 ან უფრო წვრილმასშტაბიანი საავიაციო რუკით, ამ რუკებიდან თითოეული შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ძირითადი რუკა, მასშტაბით 1:1 000 000“.

13. 139-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ფურცლის ჩარჩოები, შეძლებისდაგვარად, უნდა შეესაბამებოდეს რუკის ჩარჩოების სტანდარტულ განლაგებას, რომელიც მოცემულია ამ წესის მე-5 დანართში“.

14. 141-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 141. მსოფლიო საავიაციო რუკის აღნიშვნები

მსოფლიო საავიაციო რუკის ნომენკლატურა შეესაბამება ამ წესის მე-5 დანართით განსაზღვრულ ინფორმაციას.

შენიშვნა: რუკაზე ასევე შეიძლება მიეთითოს მსოფლიო საერთაშორისო რუკის შესაბამისი ფურცლების ნომენკლატურა (IМW)“.

15. 146-ე მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 146. საავიაციო რუკის მასშტაბით 1:500 000 ხელმისაწვდომობა

საავიაციო რუკა მასშტაბით 1:500 000 წარედგინება ამ წესის მე-5 დანართით მითითებულ ყველა რაიონს.

შენიშვნა: ამ წესის 137-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ითვალისწინებს აღნიშნული მასშტაბის რუკების წარდგენას, ნაცვლად მსოფლიო საავიაციო რუკისა, მასშტაბით 1:1 000 0000.“

16. 155-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 155. წვრილმასშტაბიანი საავიაციო რუკის ხელმისაწვდომობა

წვრილმასშტაბიანი საავიაციო რუკა უნდა წარედგინოს ამ წესის მე-5 დანართით განსაზღვრულ ყველა რაიონს.

შენიშვნა: ამ წესის 137-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ითვალისწინებს აღნიშნული მასშტაბის რუკების წარდგენას, ნაცვლად მსოფლიო საავიაციო რუკისა, მასშტაბით 1:1 000 0000.“

17. 1-ლი-მე-5 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული ფორმით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე