შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრსა და საქართველოს შორის
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ითვალისწინებენ რა, საქართველოს სურვილს, საერთაშორისო მეტეოროლოგიური ტრადიციების შესაბამისად, ითანამშრომლოს საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრთან (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ცენტრი“);
საქართველო და ცენტრი თანხმდებიან შემდეგზე:
|
საქართველოს სახელით |
ამინდის საშუალოვადიანი ევროპის ცენტრის სახელით |
|
___________________________________________ |
___________________________________________ |
დანართი
პრივილეგიები და იმუნიტეტები, რომლითაც სარგებლობენ ცენტრის თანამშრომლები ან ექსპერტები საქართველოს ტერიტორიაზე
პუნქტი 1
1.1. თავისი ოფიციალური საქმიანობების ფარგლებში ცენტრს გააჩნია იმუნიტეტი იურისდიქციისგან და აღსრულებისგან, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ:
(ა) საბჭოს გადაწყვეტილებით, ცენტრი უარს ამბობს გარკვეულ იმუნიტეტზე კონკრეტულ შემთხვევაში. ამასთან, ჩაითვლება, რომ ცენტრმა უარი თქვა ამ იმუნიტეტზე, თუ ეროვნული უწყება, რომელიც განიხილავს კონკრეტულ შემთხვევას, ან მოწინააღმდეგე მხარე მიმართავს მას იმუნიტეტზე უარის თქმის მოთხოვნით, და ამ მოთხოვნის მიღებიდან თხუთმეტი დღის განმავლობაში იგი არ გააკეთებს შეტყობინებას რომ არ ამბობს უარს ამგვარ იმუნიტეტზე;
(ბ) მესამე მხარის მიერ ინიცირებულია სამოქალაქო სარჩელი, რომელიც წარმოიშობა საგზაო შემთხვევის შედეგად ცენტრის საკუთრებაში არსებული ან მის სასარგებლოდ მოქმედი სატრანსპორტო საშუალების მიერ ზიანის მიყენების დროს ან სატრანსპორტო გადაცდომებისას;
(გ) არსებობს ამ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მე-12 მუხლით გათვალისწინებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი;
(დ) ასეთი დამატების არსებობისას, ადმინისტრაციული ან სასამართლო ხელისუფლების მიერ, ცენტრის თანამშრომლის სასარგებლოდ, ხელფასებთან, კომპენსაციასა და ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მიღებულია გადაწყვეტილება.
1.2. ნებისმიერი დავის დროს, რომელშიც მონაწილეობს ცენტრის თანამშრომელი ან ექსპერტი, რომელიც სარგებლობს იურისდიქციისგან იმუნიტეტით ამ დანართის მე-2 ან მე-3 პუნქტების შესაბამისად, ცენტრის პასუხისმგებლობა ჩანაცვლდება შესაბამისი თანამშრომლის ან ექსპერტის პასუხისმგებლობით.
1.3. 1.1 პუნქტის შესაბამისად, ცენტრის ქონება და აქტივები, სადაც არ უნდა იყოს განთავსებული, სარგებლობს იმუნიტეტით ნებისმიერი ფორმის ადმინისტრაციული ან პირობითი სასამართლო შეზღუდვებისგან, როგორიცაა რეკვიზიცია, კონფისკაცია, ექსპროპრიაცია ან ყადაღა.
პუნქტი 2
წინამდებარე თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ცენტრის თანამშრომლები სარგებლობენ შემდეგი პრივილეგიებით, იმუნიტეტებით და პირობებით:
2.1. იმუნიტეტით იურისდიქციისგან, მათ შორის, ცენტრში დასაქმების დამთავრების შემდეგაც, მათ მიერ ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით, მათ შორის, მათ მიერ გამოთქმულ ან დაწერილ სიტყვებთან დაკავშირებით, რომელიც ჩაიდინეს თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებისას და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ეს იმუნიტეტი არ ეხება საგზაო გადაცდომებს, რომლებიც ჩადენილია ცენტრის თანამშრომლის მიერ, მათ შორის, არც იმ სატრანსპორტო საშუალების მიერ მიყენებულ ზიანს, რომელიც ეკოთვნიდა ან რომელსაც მართავდა ასეთი პირი;
2.2. სამხედრო სამსახურის ყველა ვალდებულებისაგან გათავისუფლება;
2.3. ყველა მათი ოფიციალური საბუთების და დოკუმენტების ხელშეუხებლობა;
2.4. თავის ოჯახის წევრებთან ერთად სარგებლობენ ისეთივე გამონაკლისებით, როგორითაც ჩვეულებრივ სარგებლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები დაწესებულ საემიგრაციო შეზღუდვებთან და უცხო ქვეყნის მოქალაქეების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ რეგულაციებთან მიმართებაში;
2.5. ისეთივე პრივილეგიებით, როგორითაც ჩვეულებრივ სარგებლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები ფულად და სავალუტო რეგულაციებთან დაკავშირებით;
2.6. თავის ოჯახის წევრებთან ერთად სარგებლობენ ისეთივე პირობებით, როგორითაც ჩვეულებრივ სარგებლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები რეპატრიაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო კრიზისის დროს;
2.7. უფლებით, საბაჟო გადასახდელების გადახდის გარეშე მოახდინონ ავეჯის და პირადი ნივთების შემოტანა აღნიშნულ სახელმწიფოში არანაკლებ ერთი წლის ვადით თანამდებობაზე დანიშვნის მომენტიდან და ასევე აღნიშნულ სახელმწიფოში თავის ოფიციალური ფუნქციების შესრულების შეწყვეტისას მოახდინონ ავეჯისა და პირადი ნივთების გატანა შესაბამისი გადასახადების გადახდის გარეშე; ორივე შემთხვევა ექვემდებარება იმ პირობებს, რომლის დადგენაც აუცილებლად არის მიჩნეული იმ სახელმწიფოს მთავრობის მიერ, რომლის ტერიტორიაზეც ხდება ამ უფლების განხორციელება და არ ვრცელება იმ ქონებაზე, რომლის შეძენაც მოხდა ამ სახელმწიფოში და რომლის ექსპორტიც აკრძალულია.
პუნქტი 3
ექსპერტები, რომლებიც არ არიან შტატიანი თანამშრომლები და რომლებიც ასრულებენ მოვალეობებს ცენტრში ან ახორციელებენ მისიას მისი სახელით, თავიანთი მოვალეობის შესრულებისას ან მისიის განხორციელებისას, მათ შორის, მოგზაურობის დროს, სარგებლობენ შემდეგი პრივილეგიებით, იმუნიტეტებით და პირობებით იმ ფარგლებში, რამდენადაც ისინი აუცილებელია მათი მოვალეობის შესრულებისთვის ან მათი მისიის შესასრულებლად:
3.1 იმუნიტეტით იურისდიქციისგან, მათ შორის, ცენტრში დასაქმების დამთავრების შემდეგაც, მათ ქმედებებთან დაკავშირებით, მათ შორის, მათ მიერ გამოთქმულ ან დაწერილ სიტყვებთან დაკავშირებით, რომელიც განახორციელეს თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებისას და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; ეს იმუნიტეტი არ ეხება საგზაო გადაცდომებს, რომლებიც ჩადენილია ექსპერტის მიერ, მათ შორის, არც იმ სატრანსპორტო საშუალების მიერ მიყენებულ ზიანს, რომელიც ეკუთვნიდა ან რომელსაც მართავდა ასეთი პირი;
3.2 ყველა მათი ოფიციალური საბუთების და დოკუმენტების ხელშეუხებლობა;
3.3 იმავე საბაჟო შეღავათებით მათ პირად ბარგზე და იმავე პრივილეგიებით ფულად და სავალუტო რეგულაციებთან დაკავშირებით, როგორიც ენიჭებათ უცხო ქვეყნის მთავრობების მიერ დროებით ოფიციალურ მისიებში წარგზავნილ პირებს.
პუნქტი 4
4.1. წინამდებარე თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული პრივილეგიების, იმუნიტეტებისა და პირობების მინიჭება ხდება მხოლოდ ცენტრისა და საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით, და არა იმ პირების პირადი სარგებლისათვის, რომლებიც სარგებლობენ ამ პრივილეგიებით, იმუნიტეტებითა და პირობებით.
4.2. კომპეტენტურ ორგანოებს არა მხოლოდ აქვთ უფლება, არამედ აქვთ ვალდებულება უარი თქვან იმუნიტეტზე, როდესაც ამგვარი იმუნიტეტი ხელს უშლის მართლმსაჯულების აღსრულებას და როდესაც შესაძლებელია მასზე უარის თქმა იმ მიზნების დაუზიანებლად, რომელთა გამოც მოხდა ამ იმუნიტეტის მინიჭება.
4.3. 4.2 პუნქტში მითითებული კომპეტენტური ორგანოებია:
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრსა და საქართველოს შორის“?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრსა და საქართველოს შორის“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.06.2021.
- როდის იქნა მიღებული „შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრსა და საქართველოს შორის“?
- „შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრსა და საქართველოს შორის“ მიღებულია 10.06.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №200-51. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016668.
- სად არის „შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრსა და საქართველოს შორის“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.06.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრსა და საქართველოს შორის“, №200-51, 10.06.2021, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016668 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5341285/