საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის, სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.03.2002
ძალის დაკარგვა 21.10.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.12.210.005.183
გამოქვეყნების წყარო სსმ, 25, 14/03/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის, სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; color:black;}
h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; color:black;}
h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; color:black; font-weight:normal; font-style:italic; text-decoration:underline;}
h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; color:black; font-weight:normal; font-style:italic; text-decoration:underline;}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; color:black;}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; color:black;}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; color:black;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:141.6pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; color:black; font-weight:bold;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; color:black;}
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; color:black;}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; color:black;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; color:black;}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page WordSection1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.75in 55.3pt 44.95pt .75in;}
div.WordSection1 {page:WordSection1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.12.210.050
.183
საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ბრძანება №15
2002 წლის 1
მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის, სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
„
საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი შესაბმისად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის, სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო საატესტაციო კომისიის დებულება.
2. ბრძანება ძალშია გამოქვეყნებისთანავე.
ბ. სარალიძე
საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის, სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო საატესტაციო კომისიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო
1. საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) დებულება შემუშავებულია „
საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და „
საკონკურსო-საატესტაციო კომისიების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 ბრძანებულების შესაბამისად.
2. ეს დებულება ვრცელდება საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის, სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო მოხელეებზე.
თავი II
საკონკურსო-საატესტაციო კომისია
მუხლი 2🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
1. საჯარო მოხელის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესებს განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია. რომლის შემადგენლონაში შედის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. კომისიის თავმჯდომარე ინიშნება სახელმწიფო სამსახურის ბიუროს მიერ საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
3. კომისიის წევრთა რაოდენობას
განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით.
4. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ცვლის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.
5. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტები და პროფესიული კავშირის წევრები.
მუხლი 3🔗. კომისიის რეგლამენტი
1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
3. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული გადაწყვეტილება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება აღნიშვნა.
4. საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის კადრების განყოფილება უზრუნველყოფს მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის მოწყობასა და ატესტაციის ჩატარებას.
მუხლი 4🔗. კომისიის წევრთა შრომის ანაზრაურება
კომისიაში მოწვეულ იმ პირთა საქმიანობა, რომლებიც არ არიან საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები, ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი III
კონკურსი
მუხლი 5🔗. კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ პირთა შერჩევა და მათი რეზერვის ფორმირება.
მუხლი 6🔗. კონკურსის გამოცხადება
1. კონკურსის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით
2. კონკურსი ცხადდება ოფიციალურად ბეჭდვით ორგანოში ან ტელევიზიით.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.
მუხლი 7🔗. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება მოხელის კანდიდატს
1. საჯარო მოხელის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს შესაბამისი სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას.
2. საკვალიფიკაციო მოთხოვნებს თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნორმატიული აქტი.
მუხლი 8🔗. საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) ავტობიოგრაფია;
ბ)
განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
გ) უკვე გაცემული შრომის წიგნაკი.
მუხლი 9🔗. კანდიდატის უფლება შეცვალოს განცხადებაში მითითებული საკონკურსო ადგილი
კანდიდატს, რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოიტანოს განცხადება ან შეცვალოს საკონკურსო ადგილი შესაბამისი განცხადებით.
მუხლი 10🔗. კონკურსის პირობები
1. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ტესტირების ან გასაუბრების ფორმით, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
2. ტესტირების ან გასაუბრების თემატიკის შესახებ კანდიდატები კონკურსამდე ერთი კვირით ადრე მაინც უნდა იყვნენ ინფორმირებული.
მუხლი 11🔗. ტესტირება
1. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტირების თემატიკას და პროგრამას საჯარო მოხელის დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.
2. ტესტირებულ საკითხთა პროგრამა ექვემდებარება გამოქვეყნებას.
3. კონკურსანტი ტესტირებისაგან გათავისუფლდება, თუ მას აქვს სამეცნიერო ხარისხი შესაბამისი სპეციალობით.
4. ტესტირების ჩატარების წესებს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგენებით ამტკიცებს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.
5. კონკურსანტმა დადებითი შეფასების მისაღებად სწორად უნდა უპასუხოს შეთავაზებული ტესტების 75%-ს
მუხლი 12🔗. გასაუბრება
საჯარო მოხელის პროფესიული ჩვენების შესაძლებლობისა და პირადი თვისებების დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება შესაძლებელია ზეპირი გასაუბრების გზით. რომელსაც ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
მუხლი 13🔗. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა
1. კომისია კანდიდატების ტესტირების ან გასაუბრების შემდეგ თავის სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად.
2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს.
მუხლი 14🔗. კონკურსის შედეგები
1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.
2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა წერილობით აცნობებს ყველა კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი-კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
3. კონკურსის შედეგების შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარეს მოხსენდება კონკურსის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.
4. კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.
მუხლი 15🔗. ჩაშლილი კონკურსი
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.
თავი IV
მოხელის ატესტაცია
მუხლი 16🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1. ატესტაციას ექვემდებარება:
ა)
საჯარო მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ)
საჯარო მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;
გ)
რეზერვში ჩარიცხული პირი;
დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თამამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავოს.
2. ატესტაციას არ ექვემდებარება:
ა) საჯარო მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით;
ბ) საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 17🔗. ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარესთან შეთამხმებით.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს 14 დღით ადრე მაინც.
3. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება მომავალ წელს ატესტირებას
მუხლი 18🔗. ატესტაციის ჩატარების წესი
1. ატესტაციის ჩასატარებლად 10 დღით ადრე დგება დახასიათება მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ. დახასიათება მოიცავს პირის ყოველმხრივ შეფასებას. მის ინდივიდუალურ თვისებებს.
2. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას;
3. ატესტაცია ტარდება დეპარტამენტის სისტემისა და სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით, რომელშიც პირი მუშაობს.
4. ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს გასაუბრების ან ტესტირების გზით. ატესტაციის მიზანია დადგინდეს საჯარო მოხელის შესაბამისობა მოცემული თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.
5. ტესტირების თემატიკას მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე./
6. კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ეცნობა მასზე წარმოდგენილ დახასიათებას, ამოწმებს ტესტირების შედეგებს (დადებით შედეგად ჩაითვლება შეთავაზებული ტესტის 75% სწორი პასუხი).
7. გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას საჯარო მოხელის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად და უსვამს კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
8. მოხელის არასაპატიო მიზეზით ატესტაციაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მის დაუსწრებლად.
მუხლი 19🔗. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:
ა)
ექვემდებარება დაწინაურებას;
ბ)
შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;
გ)
ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს პროფესიულ მომზადებას);
დ) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროებს ჩამოქვეითებას;
არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს;
2. კომისია ვალდებულია მოტივირებული დასაბ
უთებით გამოიტან
ოს დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
3. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება დაუყოვნებლივ კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, რაც დასტურდება საატესტაციო ფურცელში მისი ხელმოწერით.
4. ატესტაციის შედეგები შეტანილი უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მიხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
მუხლი 20🔗. ატესტაციის შედეგები
1. ატესტაციის შედეგები საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს მოხსენდება ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.
2. საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე საატესტაციო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის მოხელის წახალისების ან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, სხვა სამუშაოზე გადაყვანის შესახებ ატესტაციის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 21🔗. დავები ატესტაციასთან დაკავშირებით
1. დავები, რომლებიც წარმოიშობა ატესტაციასთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საპრეტენზიო კომისია, რომლის მუშაობის წესს განსაზღვრავს საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.