„საპატიო მესაზღვრის” სამკერდე ნიშნის შესახებ დებულების და აღწერილობის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.03.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნომერი №92
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.12.213.005.184
გამოქვეყნების წყარო სსმ, 25, 14/03/2002
matsne.gov.ge 747 სიტყვა · ~4 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„საპატიო მესაზღვრის” სამკერდე ნიშნის შესახებ დებულების და აღწერილობის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 56.75pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.12.213.005.184 საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის  სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება №92 2002 წლის 5 მარტი ქ. თბილისი „საპატიო მესაზღვრის“ სამკერდე ნიშნის შესახებ  დებულების და აღწერილობის დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების მესამე თავის მე-11 პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საპატიო მესაზღვრის“ სამკერდე ნიშნის შესახებ დებულება (დანართი №1). 2. დამტკიცდეს სამკერდე ნიშნის აღწერილობა (დანართი №2) და თანდართული მოწმობის ნიმუში. 3. ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველომ უზრუნველყოს სამკერდე ნიშნებისა და მოწმობების დამზადება. 4. საგეგმო-საფინანსო სამმართველომ ამ მიზნისათვის გამოყოს საჭირო თანხა. 5. ბათილად ჩაითვალოს დეპარტამენტის თავმჯდომარის 2001 წელი 22 მაისის №162 ბრძანება. 6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ვ. ჩხეიძე დანართი №1 დებულება „საპატიო მესაზღვრის“ სამკერდე ნიშნის შესახებ 1. სამკერდე ნიშნით „საპატიო მესაზღვრე“ (შემდეგში ტექსტში – ნიშანი) ჯილდოვდებიან საქართველოს სასაზღვრო ძალების სამხედრო მოსამსახურეები, სამოქალაქო და თადარიგში (რეზერვში) დათხოვნილი პირები, რგოლებმაც უმწიკვლოდ იმსახურებს სასაზღვრო ძალებში, თავი გამოიჩინეს სახელმწიფო საზღვრის დაცვის, პირადი შემადგენლობის სწავლებისა და აღზრდის, შენაერთების, სამხედრო ნაწილებისა და ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის განმტკიცების საქმეში. 2. დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ნიშნით შეიძლება დაჯილდოვდნენ სხვა პირები, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საზღვარის დაცვის საქმეში. 3. დაჯილდოვება ხდება წელიწადში ერთხელ მესაზღვრის დღეს, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. დასაჯილდოვებლად კანდიდატურების წარდგენა ხდება სამხედრო საბჭოზე მათი განხილვის შემდეგ დაჯილდოვებულთა რაოდენობა ყოველწლიურად არ უნდა აღემატებოდეს 2-3 პიროვნებას. 4. კანდიდატურებს წარმოადგენენ: ა) დეპარტამენტის სამხედრო საბჭოს წევრები და სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელები; ბ) რეგიონული სამმართველოების, სასაზღვრო რაზმების და სხვა ქვედანაყოფების უფროსები ოფიცერთა კრების რეკომენდაციის საფუძველზე 5. პირს ნიშნით აჯილდოებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. ნიშანთან ერთად დაჯილდოვებულს გადაეცემა შესაბამისი მოწმობა, სამხედრო მოსამსახურეებს – ერთჯერადი ფულადი ჯილდო სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ფულადი ჯილდოს გაცემა ხდება დეპარტამენტისათვის დამტკიცებული წლიური საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში. 6. დაჯილდოებული პირის პირად საქმეში კადრების სამმართველო აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. 7. ნიშნით დაჯილდოებულთა გვარი და სახელი იწერება სასაზღვრო ძალების მუზეუმის საპატიო დაფაზე და მესაზღვრეთა ისტორიულ ფორმულაში. 8. ნიშანს ატარებენ მკერდის მარჯვენა მხარეზე აკადემიური ნიშნების წინ. 9. ნიშნით დაჯილდოებულ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს დეპარტამენტის მიერ ეძლევათ შემდეგი შეღავათები: ა) სამხედრო სამსახურთან თადარიგში დათხოვნის შემდეგ უფასოდ ისარგებლონ სასაზღვრო ძალების სამკურნალო დაწესებულებების მომსახურებით; ბ) წელიწადში ერთხელ უფასოდ დაისვენონ სასაზღვრო ძალების პროფილაქტიკურ სანატორიულ დაწესებულებებში და სხვა სახის დასასვენებელ სახლებში (არაუმეტეს ოჯახის ორი წევრისა); გ) ყოველწლიური შვებულება მიეცეთ მათთვის სასურველ დროს; დ) წერილობითი განაცხადის საფუძველზე ისარგებლონ სასაზღვრო ძალების ავტოტრანსპორტით. 10. ნიშნით მეორედ დაჯილდოება არ ხდება. 11. ნიშნისა და მისი მოწმობის დუბლიკატის გაცემა შეიძლება: საბრძოლო ვითარებისას ნიშნის ან მოწმობის დაკარგვის, სტიქიური უბედურების ან სხვა შემთხვევაში, როდესაც დაჯილდოებულს არ შეეძლო მათი დაკარგვის თავიდან აცილება.  დანართი №2 „საპატიო მესაზღვრის“ ნიშნის აღწერილობა სამკერდე ნიშანი „საპატიო მესაზღვრე“ წარმოადგენს ბოლნურ ჯვარს, რომლის ფრთებიც მწვანე (სასაზღვრო ძალების აღნიშვნა) ველითაა დაფარული (მინანქარი). ჯვრის ცენტრში მდებარეობს მრგვალი მედალიონი – აღმოსავლური ფარი, რომლის მწვანე ველზე (მინანქარი) გამოსახულია ოქროსფერი სასაზღვრო ძალების ემბლემა (თამარ მეფის ხელრთვა). ამ ფერის გარშემო გარშემორტყმულია სადევიზიო წარწერა, შავ (სახელმწიფო ფერი) ველზე (მინანქარი) „საპატიო მესაზღვრე“, და „ვაზის წნულის“ ორნამენტი. მედალიონს და ჯვარს შორის იკითხება კომპოზიცია გადაჯვარედინებული ხმლები, ფრთები და ღუზა, რაც სიმბოლურად გამოსახავს სასაზღვრო ძალების სამ ძირითად სახეობას – სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო (სანაპირო დაცვა) ძალებს. ნიშნის დიამეტრი შეადგენს 45 მმ.