საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.12.2021
ძალაში შესვლა 01.04.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №86
სარეგისტრაციო კოდი 140060000.22.034.017188
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ შრომის ბაზარზე იშვიათი, დეფიციტური ან/და მაღალანაზღაურებადი პროფესიების/ფუნქციათა ერთობლიობის ნუსხის განსაზღვრისა და საჯარო დაწესებულებაში ამ ფუნქციების შემსრულებელთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №86
2021 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხის დამტკიცების შესახებ
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის თანდართული ნუსხა.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 აპრილიდან.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური
დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხა
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო და მიზანი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) მეხანძრე-მაშველის სარგებლობაში არსებული სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხა (შემდგომ − სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხა) განსაზღვრავს იმ სახანძრო და საავარიო-სამაშველო/სამაშველო ავტომობილების, ტექნიკის, მოწყობილობების, ინსტრუმენტების, ეკიპირებისა და სხვა საშუალებების (შემდგომ − სპეციალური საშუალება) ჩამონათვალს, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ხანძრის ჩაქრობისას ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას.
2. სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხის დამტკიცების მიზანია სპეციალური საშუალებების ჩამონათვალის განსაზღვრით ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ეფექტიანობის უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗. სპეციალური საშუალებების რაოდენობის განსაზღვრა
1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამის დანაყოფში სპეციალური საშუალებების საჭირო რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესაბამისად, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ეფექტიანად განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე.
2. სპეციალური საშუალებების საჭირო რაოდენობას განსაზღვრავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი.
მუხლი 3🔗. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობის ნუსხა
1. სახანძრო და საავარიო-სამაშველო/სამაშველო ავტომობილებია:
ა) სახანძრო ავტოცისტერნა;
ბ) სახანძრო ავტოტუმბო;
გ) სახანძრო ავტოკიბე და ავტოამწე;
დ) სახანძრო სახელოების ავტომობილი;
ე) კავშირგაბმულობის ავტომობილი;
ვ) სახანძრო ავტოსატუმბი სადგური;
ზ) კვამლსაწინააღმდეგო სახანძრო ავტომობილი;
თ) სახანძრო მოტოტუმბო;
ი) საავარიო-სამაშველო/სამაშველო ავტომობილი.
2. მეხანძრე-მაშველის ეკიპირებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებია:
ა) სპეციალური დამცავი ტანსაცმელი;
ბ) მხედველობის და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, მათი ექსპლუატაციისათვის განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარი;
გ) დიელექტრიკული ელექტროდამცავი საშუალება;
დ) ფოლადის მავთულის საჭრელი მაკრატელი;
ე) სახანძრო და საავარიო-სამაშველო/სამაშველო ავტომობილების დამიწების მოწყობილობა;
ვ) ერთჯერადი კომბინიზონი.
3. საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სისტემებია:
ა) სტაციონარული რადიო სადგური;
ბ) საავტომობილო რადიო სადგური;
გ) პორტატული რადიო სადგური;
დ) „GPS თრექერი“;
ე) მობილური ტელეფონი („სმარტფონი“);
ვ) თანამგზავრული მობილური ტელეფონი;
ზ) მიწის ზედაპირიდან სხვადასხვა ფრენის სიმაღლის და პოტენციური ენერგიის მქონე უპილოტო საჰაერო ხომალდი (საფრენი აპარატი „დრონი“);
თ) ელექტრო გენერატორი.
4. სახანძრო ტექნიკური აღჭურვილობა და მოწყობილობებია:
ა) ჰაერმექანიკური ქაფის გენერატორი;
ბ) სხვადასხვა სახის სახანძრო ლულა;
გ) მაგისტრალური ქაფშემრევი;
დ) წყლის შემკრები;
ე) დამხშობი თავაკი;
ვ) ჰიდროელევატორი;
ზ) სხვადასხვა დიამეტრის სახანძრო სახელო და სახელოს თავაკი;
თ) შემწოვი სახელო;
ი) შემწოვი ბადე;
კ) სახანძრო სახელოს ბოგირი;
ლ) ცეცხლმაქრი;
მ) ჰიდრანტიდან წყლის ასაღები სვეტი და მოწყობილობა;
ნ) სამკაპი;
ო) ხანძრის ჩასაქრობი ზურგჩანთა;
პ) კვამლგამწოვი;
ჟ) სითბოს ფიქსირების ოპტიკურ-ელექტრონული ხელსაწყო „თბოვიზორი“.
5. საავარიო-სამაშველო/სამაშველო აღჭურვილობა, მოწყობილობები და ინსტრუმენტებია:
ა) სხვადასხვა დანიშნულების საავარიო-სამაშველო კიბე;
ბ) სამაშველო გასაბერი ბალიში;
გ) ძებნისათვის განკუთვნილი სპეციალური ხელსაწყო;
დ) სამაშველო იზოთერმული გადასაფარებელი;
ე) ხელის არამექანიზირებული და მექანიზირებული ინსტრუმენტები.
6. სამთო-სამაშველო ეკიპირება, აღჭურვილობა და მოწყობილობებია:
ა) სპეციალური სამთო ტანსაცმელი;
ბ) დასაშვებ-დამზღვევი და ასასვლელ-დამჭერი მოწყობილობები;
გ) სხვადასხვა სახის სამაშველო თოკი.
7. წყალზე და წყალქვეშა საძიებო-სამაშველო სამუშაოებისათვის განკუთვნილი აღჭურვილობა და მოწყობილობებია:
ა) მცურავი საშუალება;
ბ) წყალქვეშ საძიებო სამუშაოებისათვის განკუთვნილი აღჭურვილობა და მოწყობილობა ან/და სხვა საშუალებები, რომლებიც გამიზნულია მათი ფუნქციონირებისათვის.
8. ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე (შემდგომ - ქბრბ ინციდენტი) რეაგირების სპეციალური აღჭურვილობა და მოწყობილობებია:
ა) რადიაციის დეტექტირებისა და იდენტიფიკაციის სხვადასხვა ტიპის ხელსაწყო;
ბ) ქბრბ ინციდენტზე რეაგირების ინდივიდუალური დაცვის საშუალება (A, B, C);
გ) დეკონტამინაციის სპეციალური საშუალება;
დ) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაღვრაზე რეაგირების საშუალება.
9. სამედიცინო საშუალებები და მოწყობილობებია:
ა) პირველადი და გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ჩანთა;
ბ) სხვადასხვა ტიპის საკაცე;
გ) სხვადასხვა სახისა და ზომის ფიქსატორი.
10. ხანძრის ჩაქრობისას ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მის სარგებლობაში არსებული სხვა სპეციალური საშუალებები, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლით.