“ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანისა და სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის მოხელეთა ატესტაციის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.117.005.185
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №49
2002 წლის 11 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანისა და სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის მოხელეთა ატესტაციის შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 81-87 მუხლების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის რეორგანიზაციისა და მუშაობის გაუმჯობესების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 12 დეკემბრის №523 ბრძანებულების, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის მოხელეთა საატესტაციო და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2001 წლის 28 თებერვლის №32 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების დამტკიცებისა და სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 29 დეკემბრის №122 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ე” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სამართლებრივი უზრუნველყოფისა და”.
2. სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის მოხელეებისათვის მიმდინარე წლის მარტის თვეში ჩატარებულ იქნეს ატესტაცია, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2001 წლის 28 თებერვლის №32 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის მოხელეთა საატესტაციო და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნათა პროგრამების” შესაბამისად.
3. სახაზინო სამსახურის მოხელეთა ატესტაციის ჩატარება დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
4. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ბატონ ლევან ჭიჭინაძეს.
ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანისა და სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის მოხელეთა ატესტაციის შესახებ”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.03.2002.
- როდის იქნა მიღებული “ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანისა და სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის მოხელეთა ატესტაციის შესახებ”?
- “ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანისა და სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის მოხელეთა ატესტაციის შესახებ” მიღებულია 11.03.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №49. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.11.117.005.185.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანისა და სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის მოხელეთა ატესტაციის შესახებ”-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანისა და სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის მოხელეთა ატესტაციის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.03.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულებაში ცვლილების შეტანისა და სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის მოხელეთა ატესტაციის შესახებ”, №49, 11.03.2002, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.117.005.185 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/53428/