სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.12.2021
გამომცემი ორგანო 1500
ნომერი №634
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.023190
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/12/2021
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.12.2021 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
| ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული | ლიმიტი |
| ქ. თბილისი | 60 |
| ქ. ქუთაისი | 50 |
| ქ. რუსთავი | 33 |
| გორის მუნიციპალიტეტი | 60 |
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტი | 15 |
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტი | 30 |
| თელავის მუნიციპალიტეტი | 10 |
| ლაგოდეხი | 10 |
| ბაღდათის მუნიციპალიტეტი | 15 |
| სიღნაღის მუნიციპალიტეტი | 20 |
| ქ. ზუგდიდი | 20 |
| მარნეული | 8 |
| სულ | 100 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2023 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №634
2021 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული:
1. სოციალური რეაბილიტაციის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამა.
2. ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამა.
მუხლი 2🔗
დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ (პროგრამული კოდი: 27 02 03) პროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
სოციალური რეაბილიტაციის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამები (კომპონენტები)
პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამებია (კომპონენტებია):
ა) დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;
ბ) დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა:
ბ.ა) ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი;
ბ.ბ) საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ბ.გ) სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ბ.დ) ყრუ და სმენისარმქონე შშმ პირთა ვიდეო კონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფის კომპონენტი;
ბ.ე) ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ბ.ვ) უსინათლოთა ხელჯოხებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ბ.ზ) სათვალეებით უზრუნველყოფის კომპონენტი.
გ) ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა;
დ) სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა:
დ.ა) ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
დ.ბ) შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი.
ე) ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა.
მუხლი 3🔗. პროგრამის დაფინანსების წყარო და დაფინანსების მექანიზმები
1. „სოციალური რეაბილიტაციის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში – რეაბილიტაციის პროგრამა) დაფინანსების წყაროს წარმოადგენს „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი – 27 02 03) განსაზღვრული ასიგნება.
2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (შემდგომში – ზრუნვის სააგენტო).
3. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამების (კომპონენტების) დაფინანსება ხორციელდება ვაუჩერის მეშვეობით, რომელიც შეიძლება იყოს არამატერიალიზებული ან მატერიალიზებული. ამასთან:
ა) მატერიალიზებული ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს;
ბ) ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში გამოყენებული მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმა მტკიცდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტით.
4. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №825 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის (შემდგომში – 2021 წლის პროგრამა) ანალოგიური ქვეპროგრამების (კომპონენტების) ფარგლებში 2021 წელს მოქმედი მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმები, აგრეთვე ამ პროგრამის ამოქმედებამდე გაცემული მატერიალიზებული ვაუჩერები (მოპოვებული უფლებები) ძალაშია 2022 წელს, თუ რეაბილიტაციის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, რომლებშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრაციისათვის მსურველი პირი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს განაცხადს და ინფორმაციას შეთავაზებული მომსახურების (საქონლის) შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან:
ა) მარეგისტრირებელი ორგანო ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში პირის მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია;
ბ) მარეგისტრირებელი ორგანო განიხილავს განაცხადს, წარდგენილ ინფორმაციას და იღებს გადაწყვეტილებას ქვეპროგრამით (კომპონენტით) გათვალისწინებული მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად პირის რეგისტრაციის შესახებ;
გ) პირს, რომელიც ამ პროგრამის ამოქმედებამდე რეგისტრირებული იყო შესაბამისი წლის სახელმწიფო პროგრამის სხვადასხვა ქვეპროგრამის (კომპონენტის) მომსახურების მიმწოდებლად, რეგისტრაცია უგრძელდება ავტომატურად, თუ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) რეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდება რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართვის თვის ამოწურვამდე, ასევე – ბენეფიციართა გაფრთხილება შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების შეწყვეტის დაგეგმილი თარიღის თაობაზე, მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადების წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში;
ე) მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, გააუქმოს რეგისტრირებული მიმწოდებლის რეგისტრაცია ამ მიმწოდებლის მიერ რეგისტრაციის ან/და შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების პირობათა არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში;
ვ) რეგისტრაციის გაუქმება არ ათავისუფლებს მიმწოდებელს შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიწოდების პერიოდში აღებული ვალდებულებების შესრულებისაგან;
ზ) მარეგისტრირებელი ორგანო მიმწოდებლის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაციას აწვდის ქვეპროგრამის განმახორციელებელს, არაუგვიანეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღისა.
6. რეგისტრირებული მიმწოდებელი მის მიერ მიწოდებული მომსახურების (საქონლის) მახასიათებლების დაგეგმილი ცვლილების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს ცვლილების განხორციელებამდე სულ მცირე ერთი კალენდარული თვით ადრე, თუ 2022 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამით (კომპონენტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7. იმ ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, რომელშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, ეს დადგენილება, აგრეთვე შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტები და მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას ქვეპროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და, შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან (მათ შორის, -ვაუჩერის ღირებულების ანაზღაურების კუთხით).
8. სოციალური დაცვის სისტემის რეფორმის ფარგლებში და განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) განსაზღვრული გასაცემი ვაუჩერის ლიმიტების (მათ შორის, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით) ზემოთ ბენეფიციართა ჩართვისა და დაფინანსების საკითხს განსაზღვრავს სამინისტრო, ზრუნვის სააგენტოს მიერ წარდგენილი წერილობითი დასაბუთების საფუძველზე.
9. რეაბილიტაციის პროგრამის მოსარგებლეები შესაბამის სარგებელს იღებენ სახელმწიფო დახმარების სახით.
10. ზრუნვის სააგენტომ უზრუნველყოს 2022 წლის პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში 2021 წლის პროგრამით განსაზღვრული იმ ღონისძიებების ღირებულების ანაზღაურება, რომლის ანაზღაურება 2021 წლის პროგრამის დაფინანსების პირობათა გათვალისწინებით ვერ განხორციელდება 2021 წლის ამოწურვამდე.
11. იმ ქვეპროგრამების დაფინანსება და ადმინისტრირება, რომლებიც ხორციელდება დისტანციურად „დღის ცენტრის მომსახურების, ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურების, ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის, განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამებისა და კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის მოდიფიცირებული მომსახურებების ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №01-184/ო ბრძანების, „შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან/და ასეთი რისკის მქონე 18 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური რეაბილიტაციის მომსახურებების დისტანციურად მიწოდება-მიღების კონცეპტუალური ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 ნოემბრის №01-536/ო ბრძანების ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, განისაზღვროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
მუხლი 4🔗. პროგრამის მოსარგებლეები
1. ამ დადგენილებით დამტკიცებული ქვეპროგრამების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, თუ ცალკეული ქვეპროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ქვეპროგრამების მიზნებისათვის საქართველოს მოქალაქეში იგულისხმება საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მქონე მიუსაფარი/ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.
3. სამინისტრო უფლებამოსილია, განახორციელოს ქვეპროგრამებით გათვალისწინებული მომსახურებების მონიტორინგი მომსახურებების კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან და ამ პროგრამით განსაზღვრულ ღონისძიებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მათ შორის უზრუნველყოს შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით დისტანციურად განხორციელებული მომსახურებების დისტანციური მონიტორინგი, ზრუნვის სააგენტოდან გამოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს პროგრამის ბენეფიციართა პერსონალური მონაცემები. ზრუნვის სააგენტო ვალდებულია, სამინისტროს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. ამასთან, სამინისტრო ვალდებულია, არ გაამჟღავნოს ფიზიკური პირის შესახებ მათთან დაცული პერსონალური მონაცემები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
მუხლი 5🔗. პროგრამის ზედამხედველობა
1. მიმწოდებელის მიერ მომსახურების (საქონლის) მიწოდებისთვის განსაზღვრული პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ქვეპროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებელი.
2. კონტროლი მოიცავს:
ა) პროგრამის ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში გაწეული მომსახურების (მიწოდებული საქონლის) შესაბამისობის დადგენას პროგრამით და/ან პროგრამის განმახორციელებლის მიერ განსაზღვრულ პირობებთან (მოცულობასთან);
ბ) პროგრამის ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში მიმწოდებლის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის პროგრამის განმახორციელებელთან წარდგენილ ინფორმაციასთან შესაბამისობის შემოწმებას.
3. კონტროლი ხორციელდება შერჩევითი შემოწმების გზით. ამასთან, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ქვეპროგრამის (კომპონენტის) დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს.
4. კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული დოკუმენტაციის (მათ შორის ფინანსური) და/ან მიმწოდებლის მიერ განმახორციელებელთან დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება. ქვეპროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები, საჭიროებისამებრ, განახორციელოს ქვეპროგრამის (კომპონენტის) მოსარგებლესთან, მის კანონიერ წარმომადგენელთან, ოჯახის წევრებთან და მიმწოდებლის პერსონალთან გასაუბრება.
5. კონტროლის განხორციელებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შემოწმების აქტი ქვეპროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.
6. შემოწმების აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული ზედამხედველობის პირობების მოქმედება ვრცელდება წინა წლების ქვეპროგრამების (კომპონენტების) მიმწოდებლებსა და მათ მიერ გაწეულ მომსახურებაზე.
8. ზრუნვის სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში დაამტკიცოს პროგრამების ზედამხედველობისათვის საჭირო დამატებითი წესები და პირობები.
მუხლი 6🔗. საჯარიმო სანქციები
1. კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო მიმწოდებელს, საჯარიმო სანქციის სახით დაეკისრება, გამოვლენილი კონკრეტული ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში შესაბამის თვე(ებ)ში ზედმეტად/არასწორად ანაზღაურებული მომსახურების (საქონლის) თანხის უკან დაბრუნება და დამატებითი ფინანსური ჯარიმა – ზედმეტად/არასწორად ანაზღაურებული თანხის სამმაგი ოდენობით.
2. კონტროლის/მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი, დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებ(ებ)ის არაჯეროვნად შესრულების ან/და შეუსრულებლობის შემთხვევაში, სანქციის სახით მიმწოდებელ ორგანიზაციას უკავდება დარღვევის აღმოჩენის თვის კონკრეტული ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში ასანაზღურებელი თანხის სრული ოდენობა.
3. საჯარიმო სანქცი(ებ)ის გამოყენებასთან ერთად შესაძლებელია განიხილოს ორგანიზაციის მიმწოდებლად რეგისტრაციის შეწყვეტის საკითხი.
4. საჯარიმო სანქციის სახით დაკისრებული თანხის დაბრუნების ვადა აითვლება შესაბამისი აქტის გამოცემის შემდეგი თვიდან.
5. პროგრამიდან გასვლა, ან პროგრამაში მონაწილეობაზე უარი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს საჯარიმო სანქციის შესრულებისაგან.
6. პროგრამის (ქვეპროგრამის/კომპონენტის) პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ პირობების შესრულების შეფერხება ან ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორსმაჟორული გარემოების შედეგი. „ფორსმაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც აქვთ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იყოს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, პანდემიით, კარანტინით, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით და სხვა. „ფორსმაჟორი“ დადასტურებული უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს მიერ.
7. ამ დანართის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს წინა წლების ქვეპროგრამ(ებ)ის (კომპონენტ(ებ)ის) მიმწოდებლის (ყოფილი მიმწოდებელი) მიერ გაწეულ მომსახურებაზე კონტროლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებს, განმახორციელებლის მიერ განხორციელდება კონკრეტული ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში შესაბამის თვე(ებ)ში ზედმეტად/არასწორად ანაზღაურებული მომსახურების (საქონლის) თანხის უკან დაბრუნება.
8. მხარეთა შეთანხმებით თანხის დაბრუნების ვადა აითვლება შესაბამისი აქტის გამოცემის შემდეგი თვიდან და დაბრუნდება ყოველ თვეში დასაბრუნებელი თანხის არანაკლებ 20%-ის ოდენობით, მის სრულ დაბრუნებამდე.
მუხლი 7🔗. პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამით განსაზღვრული ქვეპროგრამების განხორციელების ვადაა 2022 წლის პროგრამის ამოქმედებიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
დანართი 1.1
დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანა
ქვეპროგრამის ამოცანაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მხარდაჭერა და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
1. ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:
ა) ყოველდღიური (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა), 6 საათიანი მომსახურება. ამასთან, ბენეფიციარებისათვის ცენტრში გატარებული მინიმალური დრო არ უნდა იყოს 3 საათზე ნაკლები. 6 საათამდე მომსახურებისას უნდა მოხდეს ბენეფიციართა უზრუნველყოფა ორჯერადი ჯანსაღი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი, ხოლო 3 საათამდე მომსახურებისას ერთჯერადი სამკომპონენტიანი სადილით;
ბ) ბენეფიციართა საჭიროებების (შემეცნებითი, ემოციური, ქცევითი და ფიზიკური) დადგენა და მათი დაკმაყოფილების მიმართულებით შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება;
გ) ბენეფიციართა საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
დ) ბენეფიციარების კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფა;
ე) ბენეფიციარებისათვის დროის სწორი ორგანიზების, ეფექტიანი კომუნიკაციის, არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და კონფლიქტების არაძალადობრივი გზით მოგვარების უნარ-ჩვევების სწავლება;
ვ) საჭიროების შემთხვევაში – პირველადი გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება;
ზ) იმ დღის ცენტრებში, რომლებშიც შესაძლებელია, ბენეფიციართა ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფა (18-დან 45 წლამდე და 45 წლის ზემოთ ასაკის) და მათთვის ამავე მუხლით განსაზღვრული მომსახურების ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად მიწოდების უზრუნველყოფა;
თ) ექვსთვიანი ინდივიდუალური მომსახურების/გეგმის შედგენა მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომლის შედგენაში ჩართულნი არიან: პედაგოგი ან/და ფსიქოლოგი ან/და ოკუპაციური თერაპევტი, დამხმარე ასისტენტი და ბენეფიციარი/მისი კანონიერი წარმომადგენელი (მიუხედავად მომსახურების მიმწოდებლის შესაძლო ცვლილებისა), გეგმის განხორციელება და განახლება;
ი) დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებისა და სოციალური ინკლუზიის განვითარების ხელშეწყობა;
კ) ბენეფიციართა ფუნქციური უნარების განვითარება;
ლ) საგანმანათლებლო, განმავითარებელი აქტივობების ხელშეწყობა;
მ) ფიზიკური გარემოს ადაპტირებასა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა (მათ შორის ადაპტური ავეჯი/ნივთები);
ნ) ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზება.
2. შშმ პირთა დღის ცენტრების მომსახურება ასაკობრივი ჯგუფებისთვის დამატებით მოიცავს:
ა) 18 – დან 45 წლამდე შშმ პირების შემთხვევაში:
ა.ა) პიროვნული განვითარების, გარემოსთან ადაპტაციის, სოციალური ინტეგრაციის, წინარე და პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარებას;
ა.ბ) 45 წელს ზემოთ შშმ ბენეფიციარების შემთხვევაში – დამოუკიდებელი ცხოვრების უნარჩვევების განვითარებისა და შენარჩუნების უზრუნველყოფას;
ა.გ) 18 წლისა და მეტი ასაკის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბენეფიციარებისთვის დღის ცენტრის მომსახურება დამატებით მოიცავს:
ა.გ.ა) ბენეფიციარის ფსიქოსოციალური ფუნქციონირების ამაღლების ხელშეწყობას;
ა.გ.ბ) ფსიქიკური დარღვევების პრევენციასა და მართვას, ასევე ინტელექტუალური და პიროვნული განვითარების ხელშეწყობას ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპიის გამოყენებით. ინდივიდუალურ და ჯგუფურ თერაპიას.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფები
1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფები არიან:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები;
ბ) ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 861-ს.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად შესაბამის მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 900 000 ლარით.
2. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებით.
3. დღის ცენტრების მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერის ტალონები გაიცემა მომსახურების მიღების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე ან საჭიროებიდან გამომდინარე, შშმ პირებზე, შშმ სტატუსის მოქმედების ვადით. ამასთან, დღის ცენტრში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერი გადაეცემა ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.
4. ვაუჩერის ერთ ტალონზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა შშმ პირთა დღის ცენტრში შეადგენს 378 ლარს, (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე. ამასთან:
ა) თუ ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (გარდა არდადეგებისა) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით 18 ლარზე – შშმ პირთა დღის ცენტრის შემთხვევაში;
ბ) მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. ასევე, ზრუნვის სააგენტოს უნდა წარუდგინოს მომსახურების გაწევის წინა თვის ტალონები. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ბოლომდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით არაუმეტეს 5 სამუშაო დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება;
გ) დღის ცენტრის მომსახურება ბენეფიციარებს სტაბილურად მიეწოდებათ ყოველდღიურად შაბათ -კვირისა და უქმე დღეების გარდა. ასევე, დასაშვებია მუშაობის დროებითი წყვეტა არდადეგების სახით – წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთდროულად 30 კალენდარული დღისა. მიმწოდებლის მიერ გამოცხადებული არდადეგების დღეები არ ანაზღაურდება;
დ) ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
ე) ზედიზედ 2 თვის ვაუჩერის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას, გარდა შესაბამისი დაწესებულების ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე ან ფორსმაჟორის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, ზრუნვის სააგენტოსა და სამინისტროს. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო.
5. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს ზრუნვის სააგენტო. ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში, რომელშიც იქნა იგი გაცემული. ამასთან, ბენეფიციარის/ კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია, ვაუჩერის გაცემა იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისთვის, რომელისთვისაც იქნა იგი მოთხოვნილი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვაუჩერის გაცემის დროს პრიორიტეტი ენიჭებათ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ ბენეფიციარებს, რომელშიც ხორციელდება დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ამ დანართის
მე-3 მუხლის პირველი პუნქტის
„ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები
ქ. თბილისი
431
ქ. ქუთაისი
70
ქ. რუსთავი
44
გორის მუნიციპალიტეტი
30
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
30
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
20
თელავის მუნიციპალიტეტი
38
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
38
მცხეთის მუნიციპალიტეტი
28
ლაგოდეხი
10
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
15
სენაკის მუნიციპალიტეტი
20
ხონის მუნიციპალიტეტი
14
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
15
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
10
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
20
ქ. ზუგდიდი
20
მარნეული
8
სულ
861
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი ქვეპროგრამას განახორციელებს ზრუნვის სააგენტო.
დანართი 1.2
დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანა
ქვეპროგრამის ამოცანაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტები ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტებია:
ა) ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი;
ბ) საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
გ) სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
დ) ყრუ და სმენისარმქონე შშმ პირთა ვიდეო კონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფის კომპონენტი;
ე) ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ვ) უსინათლოთა ხელჯოხებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ზ) სათვალეებით უზრუნველყოფის კომპონენტი.
მუხლი 3🔗. დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში შეძენილი ან დაფინანსებული დამხმარე საშუალებების განაწილების წესი
1. ამ დადგენილების 1.2.1, 1.2.2, 1.2.3, 1.2.4, 1.2.5, 1.2.6 და 1.2.7 დანართებით გათვალისწინებული კომპონენტების ფარგლებში, ასევე წინა წლებში შესყიდული და/ან ვაუჩერით დაფინანსებული, აგრეთვე დონორული ან სხვა წყაროებიდან მიღებული დამხმარე საშუალებების ბენეფიციარებისათვის განაწილების ან შესაბამისი ვაუჩერების გაცემის მიზნით, ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით ზრუნვის სააგენტოში იქმნება სპეციალური კომისია (შემდგომში – კომისია).
2. კომისია განიხილავს ამ დადგენილების 1.2.1, 1.2.2, 1.2.3, 1.2.4, 1.2.5, 1.2.6 და 1.2.7 დანართებით გათვალისწინებული დამხმარე საშუალებებით დაკმაყოფილების თაობაზე მოქალაქეთა განცხადებებს მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად და იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის დაკმაყოფილების ან მისთვის უარის თქმის შესახებ ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. ამ დადგენილების 1.2.1, 1.2.2 (გარდა ორთეზისა) და 1.2.3 დანართებით გათვალისწინებული დამხმარე საშუალებებით დაკმაყოფილების განხილვა განხორციელდება წინა წლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული ანალოგიური დამხმარე საშუალებების საგარანტიო ვადის ამოწურვის შემდგომ, ხოლო 1.2.4, 1.2.6, 1.2.7 დანართებით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მოთხოვნის შემთხვევაში – დამხმარე საშუალების ბენეფიციარზე გაცემიდან სამი წლის გასვლის შემდგომ.
4. კომისიის გადაწყვეტილება შეიტანება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე, დამსწრე წევრები და კომისიის სამდივანო.
5. კომისიის სამდივნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე წერილობითი ან ელექტრონული ფორმით აცნობებს შესაბამის განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, კომისიის მიერ დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დროს, შეტყობინებაში აგრეთვე მიეთითება:
ა) მატერიალიზებული ვაუჩერით დაფინანსების შემთხვევაში – ვაუჩერის მისაღებად ზრუნვის სააგენტოსადმი მიმართვის ვადა, შესაბამისი საქონლის (მომსახურების) ყველა მიმწოდებელი პირის რეკვიზიტები და ამ პირისადმი მიმართვის ვადა;
ბ) დამხმარე საშუალების შესყიდვის/მიღების შემთხვევაში – შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი პირის რეკვიზიტები და ამ პირისადმი მიმართვის ვადა.
6. თუ განმცხადებელი კომისიის სამდივნოს მიერ გაგზავნილ წერილობით ან ელექტრონულ შეტყობინებაში მითითებულ ვადაში არ მიმართავს ზრუნვის სააგენტოს და/ ან შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელს, დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების თაობაზე კომისიის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ითვლება გაუქმებულად.
7. დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების უპირატესი უფლებით სარგებლობენ შესაბამისი დამხმარე საშუალების მიღების უფლების მქონე პირები, შემდეგი რიგითობით:
ა) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში მცხოვრები ბენეფიციარები. ამ შემთხვევაში, დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის ან შესაბამისი სპეციალიზებული დაწესებულების მიერ ზრუნვის სააგენტოსადმი მიმართვა. დამხმარე საშუალების (გარდა მექანიკური ეტლისა, საპენსიო ასაკის პირებისათვის პროთეზისა, ყავარჯნის, ხელჯოხ-ყავარჯნის, თვალის პროთეზის, გადასაადგილებელი ჩარჩოს; 5 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ხანდაზმული ბენეფიციარებისთვის – სმენის აპარატისა) მოთხოვნის შესახებ მიმართვას თან უნდა ერთვოდეს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი დამხმარე საშუალების საჭიროება და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობის ან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონისას – დაბადების მოწმობის ასლი). განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც არსებობს პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის ან/და სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის – ფორმა №IV-50/2 წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოება, ამ პირის სასარგებლოდ, დასაშვებია დამხმარე საშუალების მოთხოვნის შესახებ, ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის ან სპეციალიზებული დაწესებულების მიმართვის დაკმაყოფილება სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა-ს საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი დამხმარე საშუალების საჭიროება;
ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირები (გარდა ელექტრო ეტლის მოთხოვნის შემთხვევისა). დამხმარე საშუალებით დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ზრუნვის სააგენტოსადმი მიმართვა. დამხმარე საშუალების (გარდა მექანიკური ეტლის, ყავარჯნის, ხელჯოხ-ყავარჯნისა და გადასაადგილებელი ჩარჩოს) მოთხოვნის შესახებ მიმართვას თან უნდა ერთოდეს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი − ფორმა №IV-50/2, აგრეთვე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, გამონაკლის შემთხვევებში (დაბადების მოწმობისა და პირადობის მოწმობის არქონისას) პირის იდენტიფიცირებისათვის გამოიყენება შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ამ პენიტენციურ დაწესებულებაში პირის იდენტიფიკაციისათვის გამოყენებული ნომრის (ან სხვა რეკვიზიტების) მითითებით;
გ) „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;
დ) 18 წლამდე ასაკის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრი შშმ ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 -ს;
ე) 18 წლამდე ასაკის შშმ ბავშვები;
ვ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრი შშმ პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს, შემდეგი თანმიმდევრობით:
ვ.ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
ვ.ბ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
ვ.გ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
ვ.დ) ასაკით პენსიონერები.
ზ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
თ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები;
ი) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები
კ) ასაკით პენსიონერები;
ლ) საპროთეზო-ორთოპედიული დამხმარე საშუალების მოთხოვნის შემთხვევაში- 25 წლამდე ასაკის პირები;
მ) ამ პუნქტის ქვეპუნქტებში არსებული ერთიდაიმავე პრიორიტეტული კატეგორიების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმავე ქვეპუნქტში ჩამოთვლილ მომდევნო ქვეპუნქტს.
დანართი 1.2.1
ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი
მუხლი 1🔗. კომპონენტის ამოცანა
კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ინდივიდუალურად ადაპტირებადი მექანიკური (მათ შორის: საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული) და ელექტრო ეტლებით უზრუნველყოფა, შშმ პირების დასაქმებისა და ეტლების ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. კომპონენტის ღონისძიებები
კომპონენტის ღონისძიებებში შედის:
ა) ეტლების ბენეფიციარზე გაცემა (ბენეფიციარის მოთხოვნისა და საჭიროების შემთხვევაში – ადგილზე ტრანსპორტირებით) და ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მორგება საჯდომის სიგანის, საზურგის სიმაღლის, ფეხის დასადების მიხედვით;
ბ) ეტლთან ერთად ზეწოლის შემამსუბუქებელი სპეციალური ბალიშის გაცემა (ყველა ტიპის ეტლს აუცილებლად უნდა მოყვებოდეს კომფორტის ტიპის ბალიში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – ზეწოლის შემამსუბუქებელი ბალიში);
გ) საჭიროების შემთხვევაში, მექანიკურ ეტლთან ერთად ხელმოსაჭიდი ძელებით უზრუნველყოფა;
დ) ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევა;
ე) გაცემული ეტლების საგარანტიო მომსახურება არაუმეტეს 36 თვის განმავლობაში (ელექტრო ეტლის, აკუმულატორის საგარანტიო ვადა შეადგენს 24 თვეს);
ვ) საგარანტიო მომსახურების ვადის ამოწურვამდე გაცემული ეტლის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში (რაც არ არის გამოწვეული ბენეფიციარის მიზეზით) – მისი უფასო შეცვლა, ხოლო თუ მისი შეკეთება ვერ ხერხდება საგარანტიო მომსახურების მიღების მოთხოვნით მიმართვიდან 7 კალენდარული დღის ვადაში;
ზ) საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული ეტლის შემთხვევაში დამატებით:
ზ.ა) შესაბამისი ტიპის, მოდელისა და ზომის ეტლის შერჩევა;
ზ.ბ) პოზის დამჭერი საშუალებების განსაზღვრა, შერჩევა და ფორმირება/დამზადება, ეტლზე მონტაჟი, მორგება;
ზ.გ) შესაბამისი ფორმის ბალიშის განსაზღვრა, ფორმირება, მორგება;
ზ.დ) ეტლის მომხმარებლისთვის მიწოდება საცხოვრებელ ადგილზე, ან განსაკუთრებულ შემთხვევაში – სახლთან ახლოს, მორგება პირისპირ შეხვედრის საფუძველზე;
ზ.ე) ეტლის მომხმარებლის და/ან მისი კანონიერი წარმომადგენლის ტრენინგი ეტლის მოხმარების და მოვლის საკითებში.
თ) ელექტრო-ეტლის შემთხვევაში, დამატებით:
თ.ა) ელექტრო-ეტლის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით მორგება და გადაცემა ხორციელდება ბენეფიციარის საცხოვრებელ ადგილზე;
თ.ბ) მენჯისა და გვერდითა დამჭერების, მხრების ქამრის, ფეხის დამჭერი ქამრის, თავის დამჭერის, ტერფის კორექტორის, მაგიდისა და ხელის დასადების დამონტაჟება. მართვის პულტი უნდა მონტაჟდებოდეს ბენეფიციარის შესაძლებლობისა და საჭიროებების მიხედვით. ასევე ეტლების გამოყენებასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარება;
თ.გ) ელექტრო-ეტლი უნდა იყოს დასაკეცი და მისი მასა არ უნდა აღემატებოდეს 45 კგ-ს;
თ.დ) ძრავის სიმძლავრე არანაკლებ 180 W;
თ.ე) დატვირთვის მასა არანაკლებ 110 კგ;
თ.ვ) ელექტრო -ეტლის სახელმძღვანელოს ბენეფიციარისთვის გადაცემა.
ი) რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ერთ პირზე გაიცემა მხოლოდ ერთი მექანიკური ან ელექტრო-ეტლი.
მუხლი 3🔗. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი
1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან ეტლის საჭიროების მქონე პირები, მათ შორის: შშმ პირები და შშმ ბავშვები.
2. მექანიკური ეტლის ბენეფიციარზე გაცემის საფუძველია ამ დადგენილებით დამტკიცებული რეაბილიტაციის პროგრამის დანართი №1.6-ით განსაზღვრული ნოზოლოგიების ჩამონათვალი.
3. საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული ეტლის გაცემის საფუძველია ამავე დადგენილებით დამტკიცებული რეაბილიტაციის პროგრამის დანართი №1.7-ით განსაზღვრული მდგომარეობები.
4. ელექტრო-ეტლის გაცემის საფუძველია ამავე დადგენილებით დამტკიცებული რეაბილიტაციის პროგრამის დანართი N1.8-ით განსაზღვრული დაავადებები.
5. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი ან პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
გ) პირზე გაცემული სამედიცინო – სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV -50/2, რომელშიც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული ეტლის საჭიროება;
დ) მექანიკური ეტლის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული ეტლისა) − დამხმარე საშუალების გაცემა შესაძლებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის – ფორმა № IV-100/ა-ის საფუძველზეც, რომლის მიხედვით აღნიშნული დამხმარე საშუალების მაძიებლის სამედიცინო დიაგნოზი უნდა შეესაბამებოდეს რეაბილიტაციის პროგრამის №1.6 დანართით განსაზღვრულ ჩამონათვალს და მითითებული უნდა იყოს ამ კომპონენტით გათვალისწინებული მექანიკური ეტლის საჭიროება. შესაბამისად, მექანიკური ეტლის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა არ არის საჭირო;
ე) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:
ე.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
ე.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი.
ვ) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში.
მუხლი 4🔗. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 012 300 ლარით, მათ შორის, მექანიკური ეტლებისთვის – 401 000 ლარი, ელექტრო-ეტლებისთვის – 505 300, საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული სავარძელ-ეტლებისთვის – 106 000 ლარი.
2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის/მომსახურების დაფინანსებისათვის.
3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) –ეტლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ ზრუნვის სააგენტოსთვის არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), წარდგენილი ვაუჩერი. მექანიკური ეტლის შემთხვევაში, ვაუჩერთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს ზრუნვის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ეტლის ადგილზე მიტანისა და ბენეფიციარზე ხელმოსაჭიდი ძელების გაცემის ანაზღაურების ფორმა, წარდგენილი ვაუჩერი ექვემდებარება ანაზღაურებას არაუგვიანეს მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
4. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი მექანიკური ეტლის შემთხვევაში შეადგენს 760 ლარს, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე ტრანსპორტირება შეადგენს 50 ლარს, ხელმოსაჭიდი ძელებით უზრუნველყოფა – 70 ლარს, საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული ეტლის შემთხვევაში – 2650 ლარს ხოლო ელექტრო-ეტლის შემთხვევაში – 5053 ლარს.
6. ეტლის, მათ შორის პედიატრიული ეტლის ვაუჩერი ფინანსდება კომპონენტით განსაზღვრული საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ამასთან:
ა) ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) – მექანიკური ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით ფინანსდებიან:
ა.ა) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები;
ა.ბ) „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;
ა.გ) პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;
ა.დ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 120 000-ს;
ა.ე) 18 წლამდე შშმ ბავშვები.
ბ) დანარჩენი ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 90%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) – მექანიკური ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 90%-ით;
გ) ელექტრო-ეტლის საჭიროების მქონე ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში საქონლის (მომსახურების) – ელექტრო ეტლის ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით.
7. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულებას.
მუხლი 5🔗. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი
კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) – ეტლის მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი, რომელიც დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) საქართველოში აწარმოებს ეტლს, სადაც დასაქმებულ შშმ პირთა პროცენტული წილი შეადგენს დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50%-ს, ხოლო საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული ეტლის წარმოების შემთხვევაში – 30%-ს და მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგენს შესაბამის ინფორმაციას ამ ორგანოს მიერ მოთხოვნილი ფორმატით;
ბ) ბენეფიციარის საჭიროების განსაზღვრისათვის, ეტლის მორგებისა და შესაბამისი ტრენინგის ჩატარებისთვის ჰყავს სერტიფიცირებული თანამშრომელი და წარადგენს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს და ტრენინგის შინაარსს;
გ) სარგებლობაში/საკუთრებაში გააჩნია მომსახურების გაწევის შესაბამისი ტექნიკური ბაზა და მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტებს.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
კომპონენტს განახორციელებს ზრუნვის სააგენტო.
დანართი 1.2.2
საპროთეზო-ორთოპედიულისაშუალებებით უზრუნველყოფისკომპონენტი
მუხლი 1🔗. კომპონენტის ამოცანა
კომპონენტის ამოცანაა საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მისი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. კომპონენტის ღონისძიებები
კომპონენტის ღონისძიებებში შედის:
ა) ქვედა კიდურის ყველა დონის ამპუტირების შემთხვევაში – ქვედა კიდურების პროთეზების შერჩევა, დამზადება და მორგება;
ბ) ზედა კიდურის ყველა დონის ამპუტირების შემთხვევაში – პროთეზის შერჩევა, დამზადება და მორგება;
გ) ორთეზების შერჩევა, დამზადება და მორგება;
დ) თვალის პროთეზის (სტანდარტული ან ინდივიდუალური) შერჩევა/დამზადება და მორგება (თვალის ღრუს ეგზოპროთეზირება);
ე) საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში (თუ ამ დანართის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) საგარანტიო მომსახურება მისი გამოცვლის ჩათვლით, თუ შესაბამისი ნაწარმის მწყობრიდან გამოსვლა არ უკავშირდება ფიზიოლოგიურ ცვლილებას, დაავადებას ან ტრავმით გამოწვეულ ცვლილებას, წინასწარ განზრახულ დაზიანებას ან არადანიშნულებისამებრ გამოყენებას, ხოლო თვალის პროთეზის შემთხვევაში – 24 თვის განმავლობაში საგარანტიო მომსახურება მისი გამოცვლის ჩათვლით, თუ შესაბამისი ნაწარმის მწყობრიდან გამოსვლა არ უკავშირდება ტრავმით გამოწვეულ ცვლილებას, წინასწარ განზრახულ დაზიანებას ან გაუფრთხილებლობას;
ვ) ინდივიდუალური ტრენინგებისა და სპეციალური სწავლების ჩატარება ბენეფიციართათვის გადაცემული საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის უსაფრთხო და შეძლებისდაგვარად ხანგრძლივი ექსპლუატაციის მიზნით;
ზ) ქვედა კიდურის პროთეზირების საჭიროების მქონე პირთათვის აუცილებლობისა და ასეთი მომსახურების შესაძლებლობის შემთხვევაში, მომხმარებელთა სადღეღამისო განთავსების უზრუნველყოფა (განცალკევებული განყოფილება ადაპტირებული ტუალეტითა და აბაზანით, საჭირო ინვენტარითა და შშმ პირთათვის ადაპტაციის საშუალებებით).
მუხლი 3🔗. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი
1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება:
ა) საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის საჭიროების მქონე შშმ პირები (მათ შორის შშმ ბავშვები);
ბ) ანოფთალმიის (ICD კოდი-10-Q11.1) და მიკროფთალმიის (ICD-10კოდი-Q11.2) მქონე პირები.
2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე პირი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (გარდა საპენსიო ასაკის პირისა, თვალის პროთეზისა და 3 წლამდე ასაკის ბავშვების ორთეზის საჭიროებისას; ასევე, გულმკერდ-წელის დონის 18 წლამდე ასაკის მეორე და მეტი ხარისხის სკოლიოზის მქონე ბავშვების შემთხვევაში);
გ) თვალის პროთეზის საჭიროების შემთხვევაში, ასაკით პენსიონრისთვის – პროთეზის, ასევე, 3 წლამდე ასაკის ბავშვების ორთეზის საჭიროებისას და გულმკერდ-წელის დონის 18 წლამდე ასაკის მეორე და მეტი ხარისხის სკოლიოზის მქონე ბავშვების შემთხვევაში – პირზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა – ფორმა № IV-100/ა; ხოლო სხვა საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის შემთხვევაში – პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა № IV-50/2 რომელშიც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული საპროთეზო-ორთოპედიული საშუალების საჭიროება შესაბამისი საქონლის (მომსახურების) სახეობის მითითებით;
დ) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:
დ.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
დ.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი;
დ.გ) ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში.
მუხლი 4🔗. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 700 000 ლარით (მათ შორის: არაუმეტეს 30 ქვედა კიდურის პროთეზირების საჭიროების მქონე პირის, ადგილზე, 5 დღის განმავლობაში სადღეღამისო მომსახურებისათვის 7 500 ლარი).
2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის/მომსახურების დაფინანსებისათვის.
3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ ზრუნვის სააგენტოსთვის, არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), წარდგენილი ვაუჩერი. ზრუნვის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ბენეფიციარის სადღეღამისო განთავსების ანაზღაურების ფორმა, წარდგენილი ვაუჩერი და ბენეფიციარის სადღეღამისო განთავსების ანაზღაურების ფორმა ექვემდებარება ანაზღაურებას არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი და ბენეფიციარის სადღეღამისო განთავსების ანაზღაურების ფორმა, დაფინანსებას არ ექვემდებარება.
4. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
5. კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ანაზღაურებისათვის განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტები საქონლის (მომსახურების) შესაბამისი სახეობების მიხედვით განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) სახეობა
დაფინანსების ლიმიტი
I. პროთეზირება
1.1 ქვედა კიდურის პროთეზირება
1.1.1 პროთეზი ტერფის ნაწილობრივი ამპუტაციისას და კოჭ-წვივის სახსარში ამოსახსვრისას ლამინირებით
1300
1.1.2 პროთეზი ტერფის ნაწილობრივი ამპუტაციისას და კოჭ-წვივის სახსარში ამოსახსვრისას ლამინირებით, სილიკონ ლაინერით
3900
1.1.3 პროთეზი ტერფის კოჭ-წვივის სახსარში ამოსახსვრისას, სილიკონ ლაინერის გარეშე
1400
1.2. მუხლს ქვედა პროთეზი
1.2.1. მუხლს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით, 2 სილიკონ ლაინერით, საჭიროების შემთხვევაში – ჩამკეტით. 18-თვიანი გარანტიით
3770
1.2.2. მუხლს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით სილიკონ ლაინერის გარეშე
2327
1.2.4. მუხლს ქვედა პროტეზირება – სილიკონ ლაინერის შეცვლა
550
1.2.5. მუხლს ქვედა პირველადი პროტეზირებისას – განმეორებითი ბუდის დამზადება და 2 სილიკონ ლაინერის შეცვლა
1600
1.2.6. მუხლს ქვედა პირველადი პროტეზირებისას – განმეორებითი ბუდის დამზადება ლამინაციით
600
1.3. პროთეზი მენჯ-ბარძაყისა და მუხლის ამოსახსვრისას
1.3.1. მოდულური პროთეზი მენჯ-ბარძაყის ამოსახსვრისას ლამინაციური ბუდით 2-წლიანი გარანტიით
4290
1.4. მუხლს ზედა პროთეზი
1.4.1. მუხლს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით, მუხლის სახსრით, 2 სილიკონ ლაინერით, საჭიროების შემთხვევაში, ჩამკეტით, 18 თვიანი გარანტიით
5135
1.4.2. მუხლს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით სილიკონ ლაინერის გარეშე
3614
1.4.3. მუხლს ზედა პროთეზი ხის კვანძით – ხის მიმღებით, ტყავის ან ლითონის მიმღებით და ლითონის კარკასით
1500
1.4.4 მოდულური პროთეზი მუხლის ამოსახსვრისას ლამინაციური ბუდით
4380
1.4.5 მოდულური პროთეზი მუხლის ამოსახსვრისას ეგზარტიკულაციის სახსრით ლამინაციური ბუდით, 2 სილიკონით
5900
1.4.6. მუხლს ზედა პროთეზირება – სილიკონ ლაინერის შეცვლა
690
1.4.7. მუხლს ზედა პროთეზირება პირველადი პროთეზირების შემთხვევაში
– განმეორებითი ბუდის დამზადება და 2 სილიკონ ლაინერის შეცვლა
1800
1.4.8. მუხლს ზედა ამპუტაციისა და მუხლის ამოსახსვირის პირველადი პროტეზირებისას – განმეორებითი ბუდის დამზადება ლამინაციით
800
2. ზედა კიდურის პროთეზირება
2.1. იდაყვს ზედა პროთეზი
2.1.1. იდაყვს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით
4342
2.1.2. იდაყვს ზედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით, სილიკონ ლაინერით
7410
2.2. იდაყვს ქვედა პროთეზი
2.2.1. იდაყვს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით
3250
2.2.2. ხელის მტევნის (კოსმეტიკური) პროთეზი უცხოური წარმოების კვანძით
1690
2.2.3. იდაყვს ქვედა მოდულური პროთეზი ლამინაციური ბუდით, სილიკონ ლაინერით
6150
II. ორთეზირება
1. ტერფის ორთეზი კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით
182
1.1 ტერფის ორთეზი კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით, მოძრავი კოჭ-წვივის სახსრით
350
2. ორთეზი მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრის ჩართვით
1092
3. მუხლის ორთეზი
910
4. ორთეზი მენჯ-ბარძაყის, მუხლისა და კოჭ-წვივის სახსრების ჩართვით
1287
5. ორთეზი იდაყვს ქვედა
130
6. ორთეზი იდაყვის სახსრის ჩართვით
234
7. ორთეზი კისრის დონეზე
195
8. ორთეზი გულ-მკერდ-წელის დონეზე
910
9. ორთეზი წელის დონეზე
747
III. თვალის პროთეზირება
თვალის სტანდარტული პროთეზი
280
6. ვაუჩერი ფინანსდება კომპონენტით განსაზღვრული საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების შესაბამისად, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ამასთან:
ა) ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 100%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 100%-ით ფინანსდებიან:
ა.ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები;
ა.ბ) სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრები ბენეფიციარები;
ა.გ) „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-12 მუხლებით განსაზღვრული პირები;
ა.დ) პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;
ა.ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა კომისიის მიერ ვაუჩერის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის არ აღემატება 120 000-ს;
ა.ვ) ასაკით პენსიონრები (ქალები 60 წლიდან, მამაკაცები 65 წლიდან);
ა.ზ) ორი და ორზე მეტი საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის (გარდა ორთეზისა) საჭიროების მქონე პირები.
ბ) დანარჩენი ბენეფიციარები დაფინანსდებიან ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტის 90%-ის ფარგლებში, საქონლის (მომსახურების) ფაქტობრივი ღირებულების 90 %-ით.
7. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულებას.
მუხლი 5🔗. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი
კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.
მუხლი 6🔗. კომპონენტის განმახორციელებელი
კომპონენტს განახორციელებს ზრუნვის სააგენტო.
დანართი 1.2.3
სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი
მუხლი 1🔗. კომპონენტის ამოცანა
კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მისი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. კომპონენტის ღონისძიებები
კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს:
ა) არანაკლებ 1580 ციფრული სმენის აპარატის (მათ შორის: 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პედიატრიული ციფრული სმენის აპარატის – 80 ცალის) გაცემას;
ბ) პედიატრიულ ციფრულ სმენის აპარატს უნდა ჰქონდეს:
ბ.ა) სიხშირული დიაპაზონის გამყოფი ზღურბლის ცვალებადობის შესაძლებლობა;
ბ.ბ) ტელეფონთან კავშირის რეჟიმი, ინდუქციურ დენზე რეაგირების შესაძლებლობა;
ბ.გ) პროგრამების ავტომატური გადართვის ფუნქცია/შესაძლებლობა;
ბ.დ) უსაფრთხოების დამატებითი ზომები;
ბ.ე) რეზისტენტობა მსუბუქი ვარდნის, წყლისა და მტვრის მიმართ;
ბ.ვ) დამუხტვის ინდიკატორი.
გ) ბენეფიციარის აუდიომეტრიული მონაცემების და ფუნქციური საჭიროებების შესაბამისად, ციფრული აპარატის მორგებას ბენეფიციართათვის გეოგრაფიულად ხელმისაწვდომ ადგილებზე. თბილისის გარდა, დასავლეთ საქართველოში არანაკლებ ორ ქალაქში. საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში – არანაკლებ ორ ქალაქში (გარდა ობიექტური აუდიომეტრიისა და სედაციის პროცედურებისა, რომელიც მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საჭიროების შესაბამისად);
დ) ციფრული სმენის აპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევას;
ე) გაცემული ციფრული სმენის აპარატის უფასო საგარანტიო და შემდგომ მომსახურებას არაუმეტეს 2 წლის განმავლობაში.
მუხლი 3🔗. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი
1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან სმენის აპარატის საჭიროების მქონე სმენადაქვეითებული შშმ პირები (მათ შორის შშმ ბავშვები) და ხანდაზმული (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) პირები.
2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი – დაბადების მოწმობის ასლი (პირადობის მოწმობის არქონისას);
ბ) შშმ პირის (მათ შორის, შშმ ბავშვის) სტატუსის დამადასტურებელი საბუთის დოკუმენტის ასლი, გარდა ხანდაზმული პირისა და 5 წლამდე ასაკის სმენადაქვეითებული ბავშვებისა, რომლებიც აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგენენ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა). ამასთან, ხანდაზმული პირის შემთხვევაში, აღნიშნულ ცნობაში დიაგნოზი მითითებული უნდა იყოს „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანების შესაბამისად: ორმხრივი თანდაყოლილი ან შეძენილი სიყრუე ან სმენაჩლუნგობა II-III ხარისხის. (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის ICD-10-ით განსაზღვრული კოდების შესაბამისად: H90.0; H90.3; H90.5; H90.6);
გ) პირზე გაცემული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული სმენის აპარატის საჭიროება;
დ) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:
დ.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
დ.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი.
მუხლი 4🔗. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 549 200 ლარით.
2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსებისათვის.
3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) – სმენის აპატარის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ ზრუნვის სააგენტოსთვის არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) წარდგენილი ვაუჩერი. წარდგენილი ვაუჩერი ექვემდებარება ანაზღაურებას არაუგვიანეს მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
4. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი სმენის აპარატის შემთხვევაში შეადგენს 330 ლარს, პედიატრიული სმენის აპარატის შემთხვევაში – 950 ლარს.
6. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულებას.
მუხლი 5🔗. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი
კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.
მუხლი 6🔗. კომპონენტის განმახორციელებელი
კომპონენტის განმახორციელებელია ზრუნვის სააგენტო.
დანართი 1.2.4
ყრუ და სმენისარმქონე შშმ პირთა ვიდეო კონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფის კომპონენტი
მუხლი 1🔗. კომპონენტის ამოცანა
კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მისი საზოგადოებასთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. კომპონენტის ღონისძიებები
კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს ვიდეოკონფერენციის ფუნქციის მქონე არანაკლებ 70 ტექნიკური საშუალების (სმარტფონის) შეძენასა და გაცემას.
მუხლი 3🔗. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი
1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან ორმხრივი თანდაყოლილი სიყრუის ან სმენაჩლუნგობის მე-4 ხარისხის მქონე შშმ პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვთ 120 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა და გასული 3 წლის განმავლობაში არ მიუღია აღნიშნული დამხმარე საშუალება.
2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი – სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი – ფორმა №IV-50/4;
გ) პირზე გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი – ფორმა №IV-50/2, რომელშიც მითითებული იქნება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის აღნიშნული დიაგნოზი – ორმხრივი თანდაყოლილი სიყრუე ან სმენაჩლუნგობა მე-4 ხარისხის.
3. იმ შემთხვევაში, თუ შშმ პირს აღნიშნული სტატუსი მუდმივად გადამოწმების გარეშე დადგენილი აქვს წელიწადზე მეტი ხანგრძლივობის ვადით ადრე და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტში − ფორმა №IV-50/2 არსებული ჩანაწერი დიაგნოზისა და დამხმარე საშუალების საჭიროების დასაბუთების შესახებ არ არის საკმარისი ამ კომპონენტით განსაზღვრული დამხმარე საშუალების მისაღებად, აღნიშნული ფორმის ნაცვლად შესაძლებელია, წარმოდგენილ იქნას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებული იქნება ყველა ის მოთხოვნა, რაც განსაზღვრულია სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის − ფორმა №IV-50/2-ისთვის, ამავე ქვეპუნქტის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 24 000 ლარით.
2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსებისათვის.
3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) – სმარტფონის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ ზრუნვის სააგენტოსთვის არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ვაუჩერი (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა). წარდგენილი ვაუჩერი ექვემდებარება ანაზღაურებას არაუგვიანეს მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
4. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი სმარტფონის შემთხვევაში შეადგენს 300 ლარს.
6. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულებას.
მუხლი 5🔗. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი
კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) სმარტფონის მიმწოდებელია ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით სამინისტროში რეგისტრირებული პირი.
მუხლი 6🔗. კომპონენტის განმახორციელებელი
კომპონენტის განმახორციელებელია ზრუნვის სააგენტო.
დანართი 1.2.5
ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი
მუხლი 1🔗. კომპონენტის ამოცანა
კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. კომპონენტის ღონისძიებები
კომპონენტის ღონისძიებებში შედის წინა წლებში კომპონენტის ფარგლებში შესყიდული დამხმარე საშუალებების გაცემა. ამასთან, სხვადასხვა პარამეტრების (ზომის ან სხვა მახასიათებლების) მქონე ერთიდაიგივე სახეობის დამხმარე საშუალების შემთხვევაში, ბენეფიციარს/მის კანონიერ წარმომადგენლს შეუძლია თავად მოირგოს/აირჩიოს სასურველი პარამეტრების დამხმარე საშუალება.
მუხლი 3🔗. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი
1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება:
ა) ყავარჯნის, ხელჯოხ-ყავარჯნის ან გადასაადგილებელი ჩარჩოს საჭიროების მქონე შშმ პირები და ხანდაზმულები (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან);
ბ) უსინათლოთა ხელჯოხის საჭიროების მქონე მხვედველობადაქვეითებული შშმ პირები.
2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე, პირი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (შშმ პირის შემთხვევაში);
გ) პირზე გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია – ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებული იქნება ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების საჭიროება შესაბამისი სახეობის მითითებით (გარდა, უსინათლოთა ხელჯოხის საჭიროების მქონე მხედველობადაქვეითებული შშმ იმ პირებისა, რომელთა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით მოთხოვნილ დოკუმენტში მითითებულია, რომ ეს პირები არიან უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები ან შშმ ბავშვები);
დ) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:
დ.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
დ.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი.
მუხლი 4🔗. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი
საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელია პირი, რომელთანაც ზრუნვის სააგენტოს დადებული აქვს ხელშეკრულება კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
მუხლი 5🔗. კომპონენტის განმახორციელებელი
კომპონენტის განმახორციელებელია ზრუნვის სააგენტო.
დანართი 1.2.6
უსინათლოთა ხელჯოხებით უზრუნველყოფის კომპონენტი
მუხლი 1🔗. კომპონენტის ამოცანა
კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის უსინათლოთა თეთრი ხელჯოხებით უზრუნველყოფა და მათი ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება.
მუხლი 2🔗. კომპონენტის ღონისძიებები
კომპონენტის ღონისძიებებში შედის:
ა) თეთრი ხელჯოხების ბენეფიციარზე საჭიროებისამებრ ინდივიდუალური მორგება და გაცემა;
ბ) თეთრი ხელჯოხის გამოყენებასთან დაკავშირებული სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევა. ასევე, შესაბამისი ტრენინგების ჩატარება.
მუხლი 3🔗. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი
1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება უსინათლოთა ხელჯოხის საჭიროების მქონე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე უსინათლო და მხვედველობა დაქვეითებული შშმ პირები, ასევე, მხედველობის პრობლემების მქონე შშმ ბავშვები.
2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე, პირი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის (სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი − ფორმა № IV-50/2) ასლი, რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი დიაგნოზი (უსინათლო ან მხედველობადაქვეითებული) და ამ კომპონენტით გათვალისწინებული თეთრი ხელჯოხის საჭიროება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ შშმ პირს აღნიშნული სტატუსი მუდმივად გადამოწმების გარეშე დადგენილი აქვს წელიწადზე მეტი ხანგრძლივობის ვადით ადრე და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტში − ფორმა №IV-50/2 არსებული ჩანაწერი დიაგნოზისა და დამხმარე საშუალების საჭიროების დასაბუთების შესახებ არ არის საკმარისი ამ კომპონენტით განსაზღვრული დამხმარე საშუალების მისაღებად, აღნიშნული ფორმის ნაცვლად შესაძლებელია, წარმოდგენილ იქნას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებული იქნება ყველა ის მოთხოვნა, რაც განსაზღვრულია სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის − ფორმა №IV-50/2-ისთვის, ამავე ქვეპუნქტის შესაბამისად;
დ) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:
დ.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
დ.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი.
მუხლი 4🔗. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 4 500 ლარით, მათ შორის: 3000 ლარი 30 ცალი თეთრი ხელჯოხისთვის.
2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის/მომსახურების დაფინანსებისათვის.
3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) – თეთრი ხელჯოხის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას არაუგვიანეს მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, ანაზღაურებისთვის საჭირო დოკუმენტის წარდგენისთვის განსაზღვრულ ვადაზე ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი დოკუმენტი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
4. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი თეთრი ხელჯოხის შემთხვევაში შეადგენს 150 ლარს (ხელჯოხის ღირებულება და შესაბამისი ტრენინგის ანაზღაურება).
6. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულებას.
მუხლი 5🔗. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი
კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბენეფიციარებზე გასაცემი თეთრი ხელჯოხების ინდივიდუალური მორგება საერთაშორისო სტანდარტისა და ზოგადი დიზაინის მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 6🔗. კომპონენტის განმახორციელებელი
კომპონენტის განმახორციელებელია ზრუნვის სააგენტო.
დანართი 1.2.7
სათვალეებით უზრუნველყოფის კომპონენტი
მუხლი 1🔗. კომპონენტის ამოცანა
კომპონენტის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის სათვალეებით უზრუნველყოფა და მათი ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება.
მუხლი 2🔗. კომპონენტის ღონისძიებები
კომპონენტის ღონისძიებაა სამიზნე ჯგუფისათვის ოფთალმოლოგის მიერ რეკომენდირებული სათვალეების შერჩევა/მორგება და გაცემა. ამასთან, ამ კომპონენტით განსაზღვრული დამხმარე საშუალება უნდა მოიცავდეს სათვალის ჩარჩოსა და ლინზას/ლინზათა სისტემას.
მუხლი 3🔗. კომპონენტის სამიზნე ჯგუფი
1. კომპონენტის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება სათვალის საჭიროების მქონე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მხვედველობა დაქვეითებული შშმ პირები, ასევე, მხედველობის პრობლემების მქონე შშმ ბავშვები, სათვალეების ტიპიური მომხმარებლები, რომელთაც აღენიშნებათ მხედველობის დარღვევები ან რეფრაქციის ნებისმიერი ანომალია, მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა და კორექციისა.
2. ამ კომპონენტით გათვალისწინებული დამხმარე საშუალების მიღების თაობაზე, პირი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის (სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი − ფორმა № IV-50/4) ასლი;
გ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის (სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი − ფორმა № IV-50/2) ასლი, რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი დიაგნოზი („შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქრების შესაბამისად) და ამ კომპონენტით გათვალისწინებული სათვალის საჭიროება (რეკომენდაციით ლინზების ოპტიკური სიმძლავრისა და საჭირო პარამეტრების მითითებით). ხოლო 18 წლამდე პირის შემთხვევაში, დიაგნოზი უნდა შეესაბამებოდეს „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი – დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ და მე-16 მუხლის „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ნოზოლოგიებს;
დ) იმ შემთხვევაში, თუ შშმ პირს აღნიშნული სტატუსი მუდმივად გადამოწმების გარეშე დადგენილი აქვს წელიწადზე მეტი ხანგრძლივობის ვადით ადრე და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტში − ფორმა №IV-50/2 არსებული ჩანაწერი დიაგნოზისა და დამხმარე საშუალების საჭიროების დასაბუთების შესახებ არ არის საკმარისი ამ კომპონენტით განსაზღვრული დამხმარე საშუალების მისაღებად, აღნიშნული ფორმის ნაცვლად შესაძლებელია, წარმოდგენილ იქნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებული იქნება ყველა ის მოთხოვნა, რაც განსაზღვრულია სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის − ფორმა №IV-50/2-ისთვის, ამავე ქვეპუნქტის შესაბამისად;
ე) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელია, განცხადებას ასევე თან უნდა ერთოდეს:
ე.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
ე.ბ) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი.
მუხლი 4🔗. კომპონენტის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 10 000 ლარით.
2. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის/მომსახურების დაფინანსებისათვის.
3. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) – სათვალისა და მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მომსახურების მიმწოდებლის მიერ ზრუნვის სააგენტოსთვის არაუგვიანეს მომსახურების მიწოდების დასრულების მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით წარდგენილი ვაუჩერი (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა). წარდგენილი ვაუჩერი ექვემდებარება ანაზღაურებას არაუგვიანეს მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
4. კომპონენტის ფარგლებში მიწოდებული საქონლის (მომსახურების) დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
5. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) ღირებულების ასანაზღაურებლად განკუთვნილი ვაუჩერის დაფინანსების ლიმიტი სათვალის შემთხვევაში შეადგენს 100 ლარს.
6. საქონლის (მომსახურების) მიწოდების ასანაზღაურებლად წარდგენილი ფაქტობრივი ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ საქონლის (მომსახურების) მიმწოდებლად რეგისტრაციისას წარდგენილი საქონლის (მომსახურების) განფასებაში დაფიქსირებულ ღირებულებას.
მუხლი 5🔗. კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელი
კომპონენტით გათვალისწინებული საქონლის (მომსახურების) მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი საქონლის მიმწოდებლად რეგისტრირებული პირი.
მუხლი 6🔗. კომპონენტის განმახორციელებელი
კომპონენტის განმახორციელებელია ზრუნვის სააგენტო.
დანართი 1.3
ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანა
ქვეპროგრამის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) საქართველოს (ქ. თბილისის გარდა) მინიმუმ რვა რეგიონში 10 სურდოთარჯიმნის მომსახურებით უზრუნველყოფას (თითოეულ ამ რეგიონში მინიმუმ ერთი სურდოთარჯიმანი);
ბ) სურდოთარჯიმანთა შერჩევას და მათ მიერ გაწეული მომსახურების მონიტორინგს (რომელიც უნდა განახორციელოს ქვეპროგრამის მიმწოდებელი ორგანიზაციის სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა – კოორდინატორმა);
გ) ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული სურდოთარჯიმნის მომსახურების შესახებ ინფორმაციის განთავსებას ძირითად საჯარო დაწესებულებებში (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საქართველოს სასამართლოები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, აგრეთვე, ზრუნვის სააგენტოსა და სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულები);
დ) სურდოთარჯიმანთა მეშვეობით, ყრუთა ინფორმირებას სახელმწიფო მომსახურებების შესახებ, ასევე, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში: საყოფაცხოვრებო, საგანმანათლებლო (სკოლა, პროფესიული, უმაღლესი), სკოლამდელი აღზრდისა და განათლების (საბავშვო ბაღი), სამედიცინო და რელიგიურ დაწესებულებებში მომსახურების მისაღებად საჭირო კომუნიკაციის ხელშეწყობას;
ე) ქვეპროგრამის მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების გაწევისას მიღებული პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი
ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოში მცხოვრები ყრუ პირები.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 60 000 ლარით.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება მიღებული მომსახურების საათების დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების საათების რაოდენობაზე. მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა). ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება საათობრივად, ერთი საათის ღირებულება შეადგენს 10 ლარს, თვეში ანაზღაურდება არაუმეტეს 500 საათისა.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით სამინისტროში რეგისტრირებული პირი.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს ზრუნვის სააგენტო.
დანართი 1.4
სათემო ორგანიზაციებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანა
ქვეპროგრამის ამოცანაა სამიზნე ჯგუფისათვის ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და სოციალური ინტეგრაცია.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტები
ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტებია:
ა) ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ბ) შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
1. ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს:
ა) საცხოვრებლით, ყოველდღიური მომსახურებითა და სამჯერადი კვებით უზრუნველყოფას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
ბ) საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზებას, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე (მათ შორის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის და სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სხვადასხვა დაავადებათა სკრინინგის პროგრამების შესახებ) ინფორმაციის მიწოდებას და საჭიროების შემთხვევაში ჩართვაში ხელშეწყობას, აბების გამანაწილებლით უზრუნველყოფას;
გ) დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლების მიზნით, ბენეფიციარებისათვის ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენას და განხორციელებას;
დ) პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას (ბენეფიციარების ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და სურვილის გათვალისწინებით – ხელობის შერჩევას, სწავლებას და პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობას);
ე) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;
ვ) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებას.
2. შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის შემთხვევაში ღონისძიებები მოიცავს:
ა) არაუმეტეს 6 ბენეფიციარზე გათვლილი ოჯახური ტიპის საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
ბ) მომსახურების პიროვნებაზე ორიენტირებული (პერსონა – ცენტრული) გეგმის შედგენას და ამ გეგმის შესაბამისად ბენეფიციართა მაქსიმალური ფუნქციური დამოუკიდებლობის ხელშემწყობი მომსახურებებით უზრუნველყოფას;
გ) ბენეფიციართა სურვილის გათვალისწინებით სრულფასოვანი კვებით ან საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას, რაც შესაძლებელია ხორციელდებოდეს თავად ბენეფიციართა მიერ;
დ) საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების მიღების ორგანიზებას;
ე) საყოფაცხოვრებო (მ.შ. თვითმოვლის) უნარ-ჩვევების განვითარება-სწავლება და მხარდაჭერა საჭიროებისამებრ;
ვ) წინაპროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობას (ბენეფიციარების ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და სურვილის გათვალისწინებით ხელობის შერჩევა, სწავლების და პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა);
ზ) ბენეფიციართა მომსახურებისგან დამოუკიდებლად ცხოვრების მხარდაჭერისთვის დასაქმებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობას მათი შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით;
თ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;
ი) საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშემწყობი სხვადასხვა კულტურული, სპორტული, რეკრეაციული ღონისძიებების განხორციელებას.
მუხლი 4🔗. სამიზნე ჯგუფი
1. ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფებია:
ა) 18 წლისა და უფროსი ასაკის შშმ პირები, ასევე აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციართა 18 წლამდე ასაკის შვილები, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს;
ბ) ხანდაზმულები (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან).
2. შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფი არის 18 წლისა და უფროსი ასაკის ფსიქიკური აშლილობისა და ინტელექტუალური განვითარების შეფერხების მქონე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა-ით დადასტურებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ თავის მოვლისა და კომუნიკაციის ბაზისური უნარ-ჩვევები, შეფასებულნი არიან მულტიგუნდის მიერ, ასევე აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციართა 18 წლამდე ასაკის შვილები, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს, შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) მინდობით აღზრდიდან, ასევე სხვა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებიდან გადასაყვანი ბენეფიციარები;
ბ) ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში მკურნალობაზე მყოფი პირები, რომლებიც აღარ საჭიროებენ სტაციონარულ მომსახურებას და ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფარში მყოფი პირები;
გ) ის პირები, რომლებსაც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში უფრო ადრე აქვთ წარდგენილი განაცხადი არაფულადი მომსახურების თაობაზე.
3. შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის უზრუნველყოფის კომპონენტის სამიზნე ჯგუფში არ მოიაზრება პირები: მძიმე კოგნიტიური დარღვევებით (F01F05, F73-F79), მწვავე ინფექციური დაავადებით, ტუბერკულოზის აქტიური ფორმით, აქტიური სიფილისით, კანის გადამდები დაავადებით, ცენტრალური ნერვული სისტემის მწვავე დაავადებით, რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას ან პალიატიურ ზრუნვას. ბენეფიციართა მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში, მომსახურება უზრუნველყოფს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ორგანიზებას, მეთვალყურეობასა და ზრუნვას, რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება ზრუნვის სააგენტოს.
4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის სხვა საკითხები რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად.
5. ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა, ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს 430-ს (მათ შორის, 180 ხანდაზმული და 250 შშმ პირი), ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში − 58-ს.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4 150 000 ლარით.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის დღიური დაფინანსების ოდენობა ხანდაზმული ბენეფიციარის შემთხვევაში შეადგენს 25 ლარს, შშმ პირის შემთხვევაში – 30 ლარს, ხოლო „შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის“ შემთხვევაში – 35 ლარს. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების შესაბამისად, გარდა ამ დანართის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირებისა, რომელთა „შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტით“ სარგებლობა ფინანსდება 100%-ით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (ორგანიზაციაში ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
4. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.
მუხლი 7🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს ზრუნვის სააგენტო.
დანართი №1.5
ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანა
ქვეპროგრამის ამოცანაა სამიზნე ჯგუფის პირთა სამკურნალო-პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო მომსახურებების გაწევა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
ინდივიდუალური სამკურნალო-პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო კურსის (შემდგომში – ინდივიდუალური კურსი) ფარგლებში, ქვეპროგრამის ღონისძიებებს საჭიროებისამებრ განეკუთვნება:
ა) ექიმ-სპეციალისტ(ებ)თან კონსულტაცია;
ბ) ფიზიოთერაპიული და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩატარება;
გ) ბალნეოლოგიური პროცედურების ჩატარება;
დ) სამკურნალო ფიზკულტურისა და მანუალური თერაპიის პროცედურების ჩატარება.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი
1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ან ხანდაზმული (ქალები – 60 წლიდან, მამაკაცები – 65 წლიდან) ომის მონაწილე.
2. ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი განცხადებით მიმართავს ამ დანართის მე-5 მუხლით განსაზღვრულ მიმწოდებელს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
ბ) ზრუნვის სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პირს მიმდინარე წელს არ უსარგებლია ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით (ინდივიდუალური კურსით);
გ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი (შშმ პირის შემთხვევაში);
დ) ომის მონაწილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა.
3. ამ ქვეპროგრამის მომსახურების მაძიებლები რეგისტრირებული უნდა იყვნენ სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში.
4. პირის ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ დანართის მე-5 მუხლით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი. ამასთან, მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, ზრუნვის სააგენტოსგან გამოითხოვოს ინფორმაცია ქვეპროგრამის ბიუჯეტის ფარგლებში დარჩენილი ასათვისებელი რესურსის თაობაზე.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 20 000 ლარით.
2. 2022 წლის განმავლობაში ერთ პირზე გათვალისწინებულია არაუმეტეს ერთი ინდივიდუალური კურსის ღირებულების დაფინანსება.
3. ინდივიდუალური კურსით გათვალისწინებული მომსახურებების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ამასთან, ანაზღაურება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით.
4. დაფინანსების მისაღებად, მიმწოდებელი დასრულებული ინდივიდუალური კურსის შესახებ ზრუნვის სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმის ანგარიშს აწვდის ზრუნვის სააგენტოს, არაუგვიანეს ინდივიდუალური კურსის დასრულების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), რომელიც უზრუნველყოფს ამავე თვის ამოწურვამდე შესაბამისი ვაუჩერის დაფინანსებას ამ მუხლის მე-3 პუნქტის პირობათა გათვალისწინებით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
5. დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარდგენა, ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი ფორმით.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია ზრუნვის სააგენტოში, ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს ზრუნვის სააგენტო.
დანართი 1.6
დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში მექანიკური ეტლის მიღებისათვის საჭირო კრიტერიუმები (სამედიცინო დიაგნოზები):
ა) გულის ქრონიკული უკმარისობა III ხარისხის;
ბ) ფილტვ-გულის ქრონიკული უკმარისობა III ხარისხის;
გ) ჰემიპლეგია, მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი, ქვედა პარაპლეგია, მკვეთრად გამოხატული ქვედა პარაპარეზი, ტრიპლეგია, მკვეთრად გამოხატული ტრიპარეზი, ტეტრაპლეგია, მკვეთრად გამოხატული ტეტრაპარეზი, მიოპათიები, მოძრაობის მკვეთრად გამოხატული მოშლით;
დ) მკვეთრად გამოხატული ატაქსია, ჰიპერკინეზული ან ამიოსტატიკური სინდრომი;
ე) ორივე წვივის ტაკვი ან უფრო მაღალი დონის ამპუტაციები;
ვ) ორივე ქვედა კიდურის მსხვილი სახსრების (ორი ან მეტი) ანკილოზი ან მკვეთრი კონტრაქტურა;
ზ) წვივის ტაკვი, შერწყმული მეორე ქვედა კიდურის ფუნქციის მნიშვნელოვნად გამოხატულ დარღვევასთან.
დანართი N1.7
დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული ეტლის მიღებისათვის საჭირო კრიტერიუმები (მდგომარეობები):
1. საშუალო მორგების პედიატრიული ეტლი:
ა) მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის პოზის დეფორმაციები ან დეფორმაციის ტენდენციები;
ბ) ჯდომისას წონასწორობის შენარჩუნების გამოხატული სირთულეები;
გ) ტანისა და მენჯის მსუბუქი ან საშუალო დონის დინამიური ან მსუბუქი ფიქსირებული დევიაცია (მოძრაობის სიფართის შეზღუდვა 25% ზე ნაკლები ხარისხით), რომელიც სწორდება პოზის დამხმარე საშუალებებით;
დ) ფეხის მენჯ-ბარძაყის სახსარში მოხრა 60 გრადუსით შესაძლებლობა (მაგ., ტანსა და ბარძაყს შორის კუთხე არ უნდა აღემატებოდეს 120 გრადუსს);
ე) „ქარწაღებული პოზის” არსებობა, რომელიც არ აღემატება სხეულის სიგანის 50%-ს;
ვ) არ არის გიბუსი (გულ-მკერდისა და ზურგის დეფორმაცია);
ზ) მხოლოდ ერთი დევიაციის არსებობა, მაგ: ხერხემლის, მენჯის ან ბარძაყის დევიაცია და არა მათი კომბინაცია, თუმცა რომელიმე მათგანი შესაძლოა კომბინირებულად იყოს “ქარწაღებულის პოზასთან”;
თ) უნებლიე მოძრაობები, სპაზმი, სახსრების დაჭიმულობა და კუნთთა მაღალი ტონუსი;
ი) არ არის: როტაციის / ათეტოზის მძიმე ფორმა; სენსორული სირთულეებისა და ნაწოლების გაჩენის მაღალი რისკი დამატებით საყრდენების საჭიროება/პოზის დამჭერი საშუალებების ზედა ტანის ამართულ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის;
კ) სხეულის ნეიტრალური პოზის მისაღებად, მისაახლოებლად და შესანარჩუნებლად;
ლ) ჩივილების არსებობა: სისუსტე, დაღლილობა, ტკივილი ან დისკომფორტი დამატებით საყრდენის გარეშე ჯდომისას;
მ) შესაძლოა საჭიროებდეს დამხმარე საშუალებას წოლის დროს.
2. მაღალი მორგების პედიატრიული -ეტლი:
ა) პოზის კომპლექსური, ფიქსირებული დეფორმაციების არსებობა (ტანისა და მენჯის მოძრაობის შეზღუდვა 25% დან 75% მდე) მიუხედავად მხარდაჭერისა, ჯდომის გაძნელება;
ბ) ფეხის მენჯ-ბარძაყის სახსარში 30 გრადუსით მოხრის შესაძლებლობა . (მაგ., ტანსა და ბარძაყს შორის კუთხე არ აღემატება 150 გრადუსს);
გ) ძირითადად გამოხატული ხერხემლის და მენჯ-ბარძაყის კომბინირებული დევიაციები ან კიფოზ-სკოლიოზი გიბუსით ან გიბუსის გარეშე. ასევე, რომელიმე მათგანის კომბინაცია „ქარწაღებულის პოზასთან”;
დ) შესაძლოა საჭიროებდეს დამხმარე საშუალებებს წოლისას.
დანართი N1.8
დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში ელექტრო -ეტლის მიღებისათვის საჭირო კრიტერიუმები (სამედიცინო დიაგნოზები):
ა) ქრონიკული დაავადებები, რომელთა არსებობისას გამოხატულია სამი კიდურის მნიშვნელოვნად გამოხატული ფუნქციური უკმარისობა (პლეგია; პარეზი; ტაკვი; მკვეთრი კონტრაქტურა; ართრიტი და სხვა) და ერთი ზედა კიდურის ფუნქციური მდგომარეობა. კიდურის მაქსიმალური ფუნქციიდან მტევნის მინიმალური ფუნქციის შენარჩუნებით;
ბ) ჰემიპლეგია;
გ) მკვეთრად გამოხატული ჰემიპარეზი;
დ) VIII ფაქტორის დეფიციტი (ფუნქციურ ნაკლოვანებასთან ერთად) – ჰემოფილია D 66 (მძიმე ფორმა).
დანართი №2
ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამა
მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი
1. პროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა, ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება, ასევე 18-დან 21 წლამდე სახელმწიფო ზრუნვის მომსახურებებში მცხოვრები ან გასული ახალგაზდების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება/ხელშეწყობა.
2. პროგრამის ამოცანაა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ დებულებათა გათვალისწინებით უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით.
მუხლი 2🔗. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამები (კომპონენტები)
1. პროგრამა მოიცავს, როგორც პრევენციულ ისე მხარდაჭერით ქვეპროგრამებს, რომელთა განხორციელებისას გათვალისწინებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესი.
2. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამებია (კომპონენტებია):
ა) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა;
ბ) ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა;
გ) ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა;
დ) დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;
ე) დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;
ვ) მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა;
ზ) მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;
თ) მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;
ი) განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა;
კ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა;
ლ) მზრუნველობამოკლებული ბავშვების რეინტეგრაციის ქვეპროგრამა;
მ) სახელმწიფო ზრუნვიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა;
ნ) სახელმწიფო ზრუნვიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.
მუხლი 3🔗. პროგრამის დაფინანსების წყარო და დაფინანსების მექანიზმები
1. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – 2022 წლის პროგრამა) დაფინანსების წყაროს წარმოადგენს „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი – 27 02 03) განსაზღვრული ასიგნება.
2. პროგრამის განმახორციელებელია სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ამავდროულად წარმოადგენს ზრუნვის სააგენტოს ასევე, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ზოგიერთი ქვეპროგრამის განმახორციელებელი შესაძლებელია იყოს მუნიციპალიტეტი.
3. პროგრამით გათვალისწინებული ქვეპროგრამების (კომპონენტების) დაფინანსება ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან ვაუჩერის მეშვეობით, რომელიც შეიძლება იყოს არამატერიალიზებული ან მატერიალიზებული. ამასთან:
ა) მატერიალიზებული ვაუჩერი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს;
ბ) ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში გამოყენებული მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №825 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის (შემდგომში – 2021 წლის პროგრამა) ანალოგიური ქვეპროგრამების (კომპონენტების) ფარგლებში 2021 წელს მოქმედი მატერიალიზებული ვაუჩერის ფორმები, აგრეთვე ამ პროგრამის ამოქმედებამდე „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში 2021 წელს გაცემული და 2022 წლის იანვრიდან მოქმედი მატერიალიზებული ვაუჩერები ანაზღაურდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული დაფინანსების ოდენობით.
4. ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, რომლებშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრაციისათვის მსურველი პირი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს განაცხადს და ინფორმაციას შეთავაზებული მომსახურების (საქონლის) შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან:
ა) მარეგისტრირებელი ორგანო ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში პირის მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, უფლებამოსილია, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია;
ბ) მარეგისტრირებელი ორგანო განიხილავს განაცხადს, წარდგენილ ინფორმაციას და იღებს გადაწყვეტილებას ქვეპროგრამით (კომპონენტით) გათვალისწინებული მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად პირის რეგისტრაციის შესახებ;
გ) პირს, რომელიც ამ პროგრამის ამოქმედებამდე რეგისტრირებულია 2021 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამის (კომპონენტის) მიმწოდებლად, რეგისტრაცია უგრძელდება ავტომატურად, თუ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) რეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდება რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მიმართვის თვის ამოწურვამდე, ასევე – ბენეფიციართა გაფრთხილება შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების შეწყვეტის დაგეგმილი თარიღის თაობაზე, მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადების წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში;
ე) მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია, გააუქმოს რეგისტრირებული მიმწოდებლის რეგისტრაცია ამ მიმწოდებლის მიერ რეგისტრაციის ან/და შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების პირობათა არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში;
ვ) რეგისტრაციის გაუქმება არ ათავისუფლებს მიმწოდებელს შესაბამისი საქონლის (მომსახურების) მიწოდების პერიოდში აღებული ვალდებულებების შესრულებისაგან;
ზ) თუ მარეგისტრირებელი ორგანო არ არის ამავდროულად შესაბამისი ქვეპროგრამის განმახორციელებელი, მარეგისტრირებელი ორგანო მიმწოდებლის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაციას აწვდის ქვეპროგრამის განმახორციელებელს, არაუგვიანეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღისა, ხოლო, თუ მარეგისტრირებელი ორგანო ამავდროულად არის შესაბამისი ქვეპროგრამის განმახორციელებელი, იგი მიმწოდებლის რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაციას აწვდის სამინისტროს, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
5. რეგისტრირებული მიმწოდებელი მის მიერ მიწოდებული მომსახურების (საქონლის) მახასიათებლების დაგეგმილი ცვლილების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს ცვლილების განხორციელებამდე სულ მცირე ერთი კალენდარული თვით ადრე, თუ 2022 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამით (კომპონენტით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. იმ ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, რომელშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, ეს დადგენილება, აგრეთვე შესაბამისი მომსახურების (საქონლის) მიწოდების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი აქტები და მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლის წერილობითი დასტური პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას ქვეპროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და, შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან (მათ შორის, ვაუჩერის ღირებულების ანაზღაურების კუთხით).
7. სოციალური დაცვის სისტემის რეფორმის ფარგლებში და განსაკუთრებული საჭიროებიდან გამომდინარე, 2022 წლის პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამებით (კომპონენტებით) განსაზღვრული გასაცემი ვაუჩერის ლიმიტების (მათ შორის, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით) ზემოთ ბენეფიციართა ჩართვისა და დაფინანსების საკითხს განსაზღვრავს სამინისტრო, ზრუნვის სააგენტოს მიერ წარდგენილი წერილობითი დასაბუთების საფუძველზე.
8. 2022 წლის პროგრამის მოსარგებლეები შესაბამის სარგებელს იღებენ სახელმწიფო დახმარების სახით.
9. ზრუნვის სააგენტომ უზრუნველყოს 2022 წლის პროგრამისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში 2021 წლის პროგრამით განსაზღვრული იმ ღონისძიებების ღირებულების ანაზღაურება, რომლის ანაზღაურება 2021 წლის პროგრამის დაფინანსების პირობათა გათვალისწინებით ვერ განხორციელდება 2021 წლის ამოწურვამდე.
10. ზრუნვის სააგენტომ, ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში დაიწყოს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესყიდვების განხორციელების პროცედურები მიმწოდებლების გამოვლენის მიზნით.
11. 2022 წლის პირველი იანვრიდან, 2021 წლის პროგრამის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებების გათვალისწინებით, ამ პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უწყვეტობისთვის განახორციელოს საჭირო ღონისძიებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12. შესაბამისი ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროდ განისაზღვროს „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა“ (პროგრამული კოდი – 27 02 03) პროგრამა.
13. იმ ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში, რომლის განხორციელება დელეგირებულია მუნიციპალიტეტზე და რომელშიც დაფინანსებისათვის გამოიყენება ვაუჩერი, მომსახურების (საქონლის) მიმწოდებლად რეგისტრაციის წესი მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
14. იმ ქვეპროგრამების დაფინანსება და ადმინისტრირება, რომლებიც ხორციელდება დისტანციურად „დღის ცენტრის მომსახურების, ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურების, ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის, განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამებისა და კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის მოდიფიცირებული მომსახურებების ჩარჩო დოკუმენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 1 მაისის №01-184/ო ბრძანების, „შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან/და ასეთი რისკის მქონე 18 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური რეაბილიტაციის მომსახურებების დისტანციურად მიწოდება-მიღების კონცეპტუალური ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 ნოემბრის №01-536/ო ბრძანების ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად, განისაზღვროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 4🔗. პროგრამის მოსარგებლეები
1. ამ დადგენილებით დამტკიცებული ქვეპროგრამების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, თუ ცალკეული ქვეპროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ქვეპროგრამების მიზნებისათვის საქართველოს მოქალაქეში იგულისხმება საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში – პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მქონე მიუსაფარი/ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები. „მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის“, „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამისა“ და „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ მოსარგებლეები ასევე არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
3. სამინისტრო უფლებამოსილია, განახორციელოს ქვეპროგრამებით გათვალისწინებული მომსახურებების მონიტორინგი მომსახურებების კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან და ამ პროგრამით განსაზღვრულ ღონისძიებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მათ შორის უზრუნველყოს დისტანციურად განხორციელებული მომსახურებების დისტანციური მონიტორინგი შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენებით, ზრუნვის სააგენტოდან გამოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს პროგრამის ბენეფიციართა პერსონალური მონაცემები. ზრუნვის სააგენტო ვალდებულია, სამინისტროს მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. ამასთან, სამინისტრო ვალდებულია, არ გაამჟღავნოს ფიზიკური პირის შესახებ მათთან დაცული პერსონალური მონაცემები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
მუხლი 5🔗. პროგრამის ზედამხედველობა
1. მიმწოდებელის მიერ მომსახურების (საქონლის) მიწოდებისთვის განსაზღვრული პირობების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს ქვეპროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებელი.
2. კონტროლი მოიცავს:
ა) პროგრამის ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში გაწეული მომსახურების (მიწოდებული საქონლის) შესაბამისობის დადგენას პროგრამით და/ან პროგრამის განმახორციელებლის მიერ განსაზღვრულ პირობებთან (მოცულობასთან);
ბ) პროგრამის ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში მიმწოდებლის ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის პროგრამის განმახორციელებელთან წარდგენილ ინფორმაციასთან შესაბამისობის შემოწმებას.
3. კონტროლი ხორციელდება შერჩევითი შემოწმების გზით. ამასთან, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ქვეპროგრამის (კომპონენტის) დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს.
4. კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული დოკუმენტაციის (მათ შორის ფინანსური) და/ან მიმწოდებლის მიერ განმახორციელებელთან დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება. ქვეპროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები, საჭიროებისამებრ, განახორციელოს ქვეპროგრამის (კომპონენტის) მოსარგებლესთან, მის კანონიერ წარმომადგენელთან, ოჯახის წევრებთან და მიმწოდებლის პერსონალთან გასაუბრება.
5. კონტროლის განხორციელებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შემოწმების აქტი ქვეპროგრამის (კომპონენტის) განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა.
6. შემოწმების აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული ზედამხედველობის პირობების მოქმედება ვრცელდება წინა წლების ქვეპროგრამების (კომპონენტების) მიმწოდებლებსა და მათ მიერ გაწეულ მომსახურებაზე.
8. ზრუნვის სააგენტო ან ქვეპროგრამის სხვა განმახორციელებელი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში დაამტკიცოს პროგრამების სხვადასხვა ქვეპროგრამით გათვალისწინებული ზედამხედველობისათვის საჭირო დამატებითი წესები და პირობები.
მუხლი 6🔗. საჯარიმო სანქციები
1. კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო მიმწოდებელს, საჯარიმო სანქციის სახით დაეკისრება, გამოვლენილი კონკრეტული ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში შესაბამის თვე(ებ)ში ზედმეტად/არასწორად ანაზღაურებული მომსახურების (საქონლის) თანხის უკან დაბრუნება და დამატებითი ფინანსური ჯარიმა – ზედმეტად/არასწორად ანაზღაურებული თანხის სამმაგი ოდენობით.
2. საჯარიმო სანქცი(ებ)ის გამოყენებასთან ერთად შესაძლებელია განიხილოს ორგანიზაციის მიმწოდებლად რეგისტრაციის შეწყვეტის საკითხი.
3. საჯარიმო სანქციის სახით დაკისრებული თანხის დაბრუნების ვადა აითვლება შესაბამისი აქტის გამოცემის შემდეგი თვიდან.
4. პროგრამიდან გასვლა, ან პროგრამაში მონაწილეობაზე უარი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს საჯარიმო სანქციის შესრულებისაგან.
5. პროგრამის (ქვეპროგრამის/კომპონენტის) პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ პირობების შესრულების შეფერხება ან ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორსმაჟორული გარემოების შედეგი. „ფორსმაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული მხარეების შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც აქვთ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იყოს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, პანდემიით, კარანტინით, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით და სხვა. „ფორსმაჟორი“ დადასტურებული უნდა იყოს კომპეტენტური ორგანოს მიერ.
6. ამ დანართის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს წინა წლების ქვეპროგრამ(ებ)ის (კომპონენტ(ებ)ის) მიმწოდებლის (ყოფილი მიმწოდებელი) მიერ გაწეულ მომსახურებაზე კონტროლის შედეგად გამოვლენილ დარღვევებს, განმახორციელებლის მიერ განხორციელდება კონკრეტული ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში შესაბამის თვე(ებ)ში ზედმეტად/არასწორად ანაზღაურებული მომსახურების (საქონლის) თანხის უკან დაბრუნება.
7. კონტროლის/მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი, დადგენილებით გათვალისწინებული ღონისძიებ(ებ)ის არაჯეროვნად შესრულების ან/და შეუსრულებლობის შემთხვეავში, სანქციის სახით მიმწოდებელ ორგანიზაციას უკავდება დარღვევის აღმოჩენის თვეში ასანაზღურებელი თანხის სრული ოდენობა კონკრეტული ქვეპროგრამის (კომპონენტის) ფარგლებში.
8. მხარეთა შეთანხმებით თანხის დაბრუნების ვადა აითვლება შესაბამისი აქტის გამოცემის შემდეგი თვიდან და დაბრუნდება ყოველ თვეში დასაბრუნებელი თანხის არანაკლებ 20%-ის ოდენობით, მის სრულ დაბრუნებამდე.
მუხლი 7🔗. პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამით განსაზღვრული ქვეპროგრამების განხორციელების ვადაა 2022 წლის პროგრამის ამოქმედებიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
დანართი 2.1
კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანა
ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვიანი ოჯახების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება და ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) ამ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით (გარდა „ვ“ ქვეპუნქტისა) განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას, რომელიც წარმოადგენს დამხმარე ღონისძიებას, სოციალური მუშკის მიერ ჩატარებული სოციალური სამუშაოს შედეგად გამოვლენილი პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით და ემსახურება ოჯახში კრიზისის შემცირებას;
ბ) ამ ქვეპროგრამის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფას.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი
1. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ბავშვიანი ოჯახი, რომლის კრიზისული მდგომარეობის იდენტიფიცირებაც მოხდა სოციალური მუშაკის შეფასების საფუძველზე, ხოლო დახმარების მიღების საჭიროება ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის მიერ დადასტურებულია წერილობითი თანხმობით და სოციალური მუშაკის დასკვნით, შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) მწვავე კრიზისის მდგომარეობით შეფასებული, მათ შორის, გასული წლების მოსარგებლე ბავშვიანი ოჯახი, რომელიც განმეორებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულს;
ბ) სადაც დაგეგმილია რეინტეგრაციის განხორციელება;
გ) რომელიც ჩართულია რეინტეგრაციის პროგრამაში;
დ) რომელშიც იმყოფება ერთი ან მეტი შშმ ბავშვი;
ე) რომელშიც ცხოვრობს სამი ან მეტი ბავშვი;
ვ) სადაც ცხოვრობს ბენეფიციარი და მასზე დამოკიდებული არასრულწლოვანი პირი, რომლებმაც დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების მიზნით დატოვეს დედათა და ბავშვთა თავშესაფარი/ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი და დაწესებულების დატოვებიდან არ არის გასული 60 დღე;
ზ) რომელიც რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა.
2. ამ პუნქტში ჩამოთვლილი კატეგორიებიდან ერთისა და იმავე პრიორიტეტული კატეგორიების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ყოველი მომდევნო ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამიზნე ჯგუფს.
3. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე ჯგუფს შემდეგი თანმიმდევრობის მიხედვით წარმოადგენს ბავშვთა ხელოვნური კვების საჭიროების მქონე ბავშვი ერთი წლის ასაკის ჩათვლით:
ა) რომელსაც აქვს წონის დეფიციტი, არასაკმარისი კვების გამო;
ბ) რომლის ოჯახი რეინტეგრაციის შემწეობის მიმღებია;
გ) რომელიც განთავსებულია ნათესაურ მინდობით აღზრდაში;
დ) რომლის მშობელი/მშობლები არიან შშმ სტატუსის მქონე პირები;
ე) რომლის მშობელი არის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის/ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ბენეფიციარი ან მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელი ან მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის ბენეფიციარი და მასზე დამოკიდებული არასრულწლოვანი პირი, რომელმაც დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების მიზნით დატოვა დაწესებულება და ქვეპროგრამაში ჩართვის განაცხადით მიმართა ზრუნვის სააგენტოს მომსახურების შეწყვეტიდან 60 დღის განმავლობაში;
ვ) რომელიც არის შშმ სტატუსის ან განსხვავებული საჭიროების მქონე და ოჯახი რეინტეგრაციის შემწეობის მიმღებია ან ჩართულია მინდობითი აღზრდის (ნათესაური) ქვეპროგრამაში, კვების ვაუჩერი გაიცემა სამი წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით;
ზ) რომლის ოჯახი, განცხადების შეტანის მომენტში რეგისტრირებულია „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვს 65 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა.
4. ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო ან ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი განმახორციელებელი ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიერ ზრუნვის სააგენტოსთვის მიმართვის საფუძველზე. ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მიმართვას თან უნდა ერთოდეს იმ ექიმ-სპეციალისტის მიერ გაცემული მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელიც ახორციელებს ბავშვის განვითარებაზე დინამიურ მეთვალყურეობას. ცნობაში მითითებული უნდა იყოს ბავშვის ხელოვნური კვების საჭიროება. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობაში (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) მითითებული უნდა იყოს, რომ წონის დეფიციტი გამოწვეულია არასაკმარისი კვების გამო.
5. სოციალური მუშაკის მიერ იდენტიფიცირებული ბავშვიანი ოჯახების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობა-მზრუნველობის ან ქვეპროგრამის სხვა განმახორციელებელი ორგანო, ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის წერილობით თანხმობისა და სოციალური მუშაკის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რიგითობის დაცვით.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 630 000 ლარით, ამასთან, ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიება − 1 470 000 ლარით, მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით ღონისძიება − 2 160 000 ლარით.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელს აქვს უფლება, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, შეცვალოს ქვეპროგრამის თითოეული ღონისძიებისათვის განკუთვნილი საერთო თანხა, ქვეპროგრამის განხორციელებისთვის განკუთვნილი საერთო ბიუჯეტის ფარგლებში.
3. ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ ოჯახზე მისაწოდებელი საქონლის ღირებულება ამ ქვეპროგრამის ფარგლებში არ უნდა აღემატებოდეს 600 ლარს.
4. ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად:
ა) გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის დაფინანსებისათვის;
ბ) საქონლის მიმწოდებელი მეურვეობა-მზრუნველობის ან ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილ ორგანოს არაუგვიანეს საქონლის მიწოდების შემდეგი თვის 10 რიცხვის ჩათვლით წარუდგენს ვაუჩერს (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის მიწოდების თვის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, საქონლის მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით არაუმეტეს 5 სამუშაო დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერების ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერები დაფინანსებას არ ექვემდებარება;
გ) ვაუჩერი გაიცემა სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ან ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი ორგანოს ტერიტორიული ერთეულის უფროსის გადაწყვეტილებით (არაუგვიანეს ზრუნვის სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღეში) ბენეფიციარზე/ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე, რომელიც უზრუნველყოფს ვაუჩერის მიღებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ჩათვლით მიმწოდებელთან ვაუჩერის განაღდებას. ამასთან, ერთ ოჯახზე ამ პროგრამის ფარგლებში ზრუნვის სააგენტოს მიერ შეიძლება, გაიცეს ოჯახში მყოფი ბავშვების რაოდენობის მიხედვით არაუმეტეს ექვსი ვაუჩერისა;
დ) საქონლის მიმწოდებელი დასაქონლებული ვაუჩერით თითოეულ ბენეფიციარზე გაცემული კვების პროდუქტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ღირებულების თაობაზე ინფორმაციას აწვდის მეურვეობა-მზრუნველობის ქვეპროგრამის განმახორციელებელ სხვა უფლებამოსილ ორგანოს არაუგვიანეს ვაუჩერის დასაქონლების თვის შემდეგი თვის 10 რიცხვის ჩათვლით;
ე) ერთი ვაუჩერი ითვალისწინებს საკვები პროდუქტების დაფინანსებას ბენეფიციარზე გაცემული კვების პროდუქტების ფაქტობრივი ჯამური ღირებულების შესაბამისად, არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით;
ვ) გაცემული ვაუჩერის გამოუყენებლობა მისი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ჩათვლით პერიოდში იწვევს ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას.
5. ამ ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში:
ა) გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის დაფინანსებისათვის და შედგება შესაბამისი თვეების ტალონებისაგან;
ბ) საქონლის მიმწოდებლის მიერ მეურვეობა-მზრუნველობის ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი ორგანოსთვის არაუგვიანეს საქონლის მიწოდების თვის 20 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), წარდგენილი ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონი ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის მიწოდების თვის ამოწურვამდე. ამასთან, საქონლის მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით არაუმეტეს 5 სამუშაო დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი კვების ვაუჩერის ტალონების ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი კვების ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება;
გ) კვების ვაუჩერის ტალონები გაიცემა მეურვეობა-მზრუნველობის ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილ ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის ერთი წლის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე, ასევე, რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები/მინდობით აღზრდის (ნათესაური) ქვეპროგრამით მოსარგებლე შშმ ან განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის არაუმეტეს 36 თვეზე ან საჭიროებიდან გამომდინარე თვეებზე;
დ) ვაუჩერი გაიცემა (არაუგვიანეს მეურვეობა-მზრუნველობის ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილ ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თვიდან მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით) ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე, რომელიც უზრუნველყოფს არაუგვიანეს საქონლის მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით საქონლის მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას;
ე) საქონლის მიმწოდებელი დასაქონლებული ვაუჩერით თითოეულ ბენეფიციარზე გაცემული კვების პროდუქტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ღირებულების თაობაზე ინფორმაციას აწვდის მეურვეობა-მზრუნველობის ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილ ორგანოს არაუგვიანეს ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის დასაქონლების თვის 15 რიცხვის ჩათვლით;
ვ) კვების ვაუჩერის თითო ტალონი ითვალისწინებს კვების პროდუქტების დაფინანსებას ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე გაცემული კვების პროდუქტების ფაქტობრივი ჯამური ღირებულების შესაბამისად, თვეში არაუმეტეს 150 ლარის ოდენობით;
6. გაცემული ვაუჩერის ზედიზედ 2 თვის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას.
7. ზრუნვის სააგენტო ან/და ქვეპროგრამის განმახორციელებელი სხვა უფლებამოსილი ორგანო უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ვაუჩერის შესაბამის პირებზე გაცემასა და მათ ინფორმირებას რეგისტრირებული მიმწოდებლებისა და სარეალიზაციო პუნქტების ადგილმდებარეობის შესახებ.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი
ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის მიმწოდებელია მეურვეობა-მზრუნველობის ქვეპროგრამის განმახორციელებელ ან დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამის მუნიციპალიტეტში ამ დადგენილების №2 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი საქონლის მიმწოდებლად რეგისტრირებული პირ(ებ)ი.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს ზრუნვის სააგენტოან/და შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტ(ებ)ი დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
დანართი 2.2
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანა
1. ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, შეზღუდული შესაძლებლობების განვითარების და მიტოვების პრევენცია.
2. ქვეპროგრამის ამოცანაა ადრეული ინტერვენციის მომსახურების მიწოდების გზით შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ან ალტერნატიულ მომსახურებებში ჩართვისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.
3. ადრეული ინტერვენციის პროცესი მოიცავს დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის განვითარების დარღვევის, ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვების შეფასებას, მომსახურების დაგეგმვასა და ბუნებრივ გარემოში მიწოდებას. მისი მიზანია იდენტიფიცირებული ბავშვების კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური განვითარების ხელშეწყობა, განვითარების შეფერხების პრევენცია, მიტოვების პრევენცია, ასევე, მათი მშობლების განათლება და გაძლიერება ბავშვის აღზრდა-განვითარების სფეროში.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
1. ქვეპროგრამის ძირითად ღონისძიებებში შედის:
ა) მაძიებლის შესახებ ბაზისური ინფორმაციის (სახელი, გვარი, მშობლების ვინაობა, საქმიანობა, საცხოვრებელი მისამართი, სოციალური სტატუსი, მომსახურებებში ჩართულობა და ა.შ.) მოპოვება, შეფასება და ამ მომსახურებით სარგებლობის საჭიროების განსაზღვრა;
ბ) ბავშვის კოგნიტური, მოტორული, სოციალური, ემოციური, შემეცნებითი, თვითმოვლისა და კომუნიკაციური უნარების განვითარებისთვის ბავშვსა და ოჯახზე მორგებული ინდივიდუალური გეგმის მომზადება და გადასინჯვა სტანდარტით განსაზღვრულ ვადებში, რომელიც უნდა მოიცავდეს ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებზე მორგებულ გრძელვადიან და მოკლევადიან გაზომვად მოსალოდნელ შედეგებსა და მიზნებს;
გ) სპეციალისტთა გუნდის ერთი ან რამდენიმე პროფესიონალის (ადრეული განვითარების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ მომსახურების გაწევა, რომლის მიზანია ბავშვის განვითარების სფეროების (ფიზიკური, კოგნიტური, სოციალური, ემოციური, კომუნიკაცია, ადაპტური ქცევა) სტიმულირება, მშობელთა ცნობიერების და ინფორმირებულობის გაზრდა, მხარდაჭერა, ბავშვის განვითარების პროცესში ჩართვა/განათლება. საჭირო პროფესიონალების ჩართულობა და ჯერადობა განისაზღვრება შეფასებიდან გამომდინარე და ასახულია ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალურ გეგმაში. 5 წლის შესრულების თვის ჩათვლით მომსახურებაში ჩართული ყველა ბენეფიციარისთვის, დაფინანსებული მომსახურების (ვიზიტის) მაქსიმალური რაოდენობა თვეში შეადგენს 8-ს. 5-დან 7 წლის შესრულების თვის ჩათვლით ბენეფიციარებისთვის მომსახურებაში ჩართვიდან (დაწყებიდან) ერთი წლის (თორმეტი თვის) განმავლობაში, დაფინანსებული მომსახურების (ვიზიტის) მაქსიმალური რაოდენობა თვეში შეადგენს ასევე 8-ს, მომსახურებაში ჩართვიდან (დაწყებიდან) მეორე წლის (შემდეგი თორმეტი თვის) განმავლობაში – 6-ს. ამასთან, ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობები ვრცელდება ამ პროგრამის ამოქმედებამდე, მ.შ. წინა წლებში მომსახურებაში ჩართულ ბენეფიციარებზეც.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში გასაწევი მომსახურება გულისხმობს:
ა) 3 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებთან/კანონიერ წაემომადგენლებთან/ძირითად მზრუნველებთან/ მინდობით აღმზრდელთან მუშაობას ბუნებრივ (უპირატესად სახლი ან/და ბაგა-ბაღი) გარემოში ინდივიდუალური ვიზიტების განხორციელებას და ინდივიდუალური ვიზიტების ფარგლებში შემდეგ ღონისძიებებს:
ა.ა) ინდივიდუალურ მომსახურებას ბუნებრივ გარემოში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს ბავშვებთან და მათ მშობლებთან ჯგუფური მუშაობა, არაუმეტეს 2 ჯგუფური მუშაობა თვეში;
ა.ბ) მშობლობის უნარ–ჩვევების განვითარებას შემდეგ საკითხებში: ბავშვის მოვლა, ჰიგიენა, კვება, ძილი, თამაში და სხვა რუტინულ აქტივობებში, პოზიტიური მშობლობა (ორმხრივი ინტერაქცია, მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება, მშობლის და ბავშვის ემოციური რეგულაცია), ბავშვის ჰოლისტური განვითარების ხელშეწყობას (განვითარების ყველა სფეროს თანაბარი და ფუქციური განვითარება), ოჯახის ჯანსაღი ფუნქციონირების ხელშეწყობას (ოჯახის წევრებს შორის პოზიტიური კომუნიკაცია, ერთმანეთის მხარდაჭერა);
ა.გ) საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის დამატებითი დიაგნოსტირების საჭიროებაზე მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების/ძირითადი მომვლელების/მინდობით აღმზრდელების ინფორმირებას და გადამისამართებას;
ა.დ) საჭიროების შემთხვევაში სხვა ხელმისაწვდომ პროგრამებში ჩართვის ხელშეწყობას (რეაბილიტაციის პროგრამა, აუტიზმის პროგრამა და ა. შ.);
ა.ე) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების/ძირითადი მომვლელების/მინდობით აღმზრდელების ინფორმირებას ძალადობის ფორმებსა და ბავშვთა უფლებებზე, საჭიროების შემთხვევაში დროული რეაგირების უზრუნველყოფას (მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების/ძირითადი მომვლელების/მინდობით აღმზრდელების და სპეციალისტის მხრიდან);
ა.ვ) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების/ძირითადი მომვლელების/მინდობით აღმზრდელების მხარდაჭერას სტრესთან გამკლავებაში;
ა.ზ) მშობიარობის შემდგომი სტრესის აღმოჩენას, ბავშვის დიაგნოზთან შეგუების მიღებაში მხარდაჭერასა და საჭიროების შემთხვევაში რეფერირებას შესაბამის სერვისებში (გადამისამართება ფსიქოთერაპევტთან ან სხვ.);
ა.თ) ბავშვის ბაგა-ბაღში შეყვანამდე 6 თვით ადრე ტრანზიციის პროცესის დაწყებას;
ა.ი) ბავშვის ბაგა-ბაღში სრულფასოვანი ჩართულობის და ინკლუზიის მხარდაჭერას სპეციალისტის ადგილზე ვიზიტების, ბავშვის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების შესახებ აღმზრდელების ინფორმირებას, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობასა და ბავშვის ჯგუფურ აქტივობებში ჩართულობის ხელშეწყობით, საჭიროების შემთხვევაში ბაღის პერსონალსა და მშობლებს/კანონიერი წარმომადგენლებს/ძირითადი მომვლელებს/მინდობით აღმზრდელებს შორის კომუნიკაციის ფასილიტაციას;
ა.კ) იმ შემთხვევაში თუ ბავშვი სხვადასხვა მომსახურებაშია ჩართული, სერვისებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფას;
ა.ლ) 3 წლამდე ასაკის ბავშვებთან ინდივიდუალური ბუნებრივ გარემოში ვიზიტების გარდა, შესაძლებელია საჭირეობის გათვალისწინებით დაგეგმილი პერიოდულობით, განხორცილდეს მცირე ჯგუფებში მუშაობა, სადაც მშობლის მონაწილეობა სავალდებულოა (არაუმეტეს 2 ჯგუფური მუშაობა თვეში);
ა.მ) ჯგუფში ბავშვებისა და მშობლების წყვილთა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს ხუთს, რომლებთანაც მუშაობს, სულ ცოტა, 2 პროფესიონალი ან პროფესიონალი და პარაპროფესიონალი, ჯგუფური ვიზიტების დაგეგმვისა და განხორციელებისას აუცილებელია ბავშვის განვითარების და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება, თუმცა ჯგუფში ჩართული ბავშვების ასაკებს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.
ბ) 3 წლიდან 5 წლის ჩათვლით ასაკის ბავშვების მშობლებთან/კანონიერ წაემომადგენლებთან/ძირითად მზრუნველებთან/ მინდობით აღმზრდელთან მუშაობას ბუნებრივ (უპირატესად სახლი ან/და ბაგა-ბაღი) გარემოში ინდივიდუალური ვიზიტების განხორციელებას და ინდივიდუალური ვიზიტების ფარგლებში შემდეგ ღონისძიებებს:
ბ.ა) 3 წლიდან 5 წლის ჩათვლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას, ბავშვისა და ოჯახის საჭიროებებიდან გამომდინარე. ინდივიდუალური მომსახურება ხორციელდება ბუნებრივ გარემოში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს ბავშვებთან ჯგუფური მუშაობა. ჯგუფური მუშაობა შეადგენს თვეში არაუმეტეს 4 ვიზიტს;
ბ.ბ.) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების/ძირითადი მომვლელების/მინდობით აღმზრდელების მხარდაჭერას ბავშვის პოზიტიური ქცევის ფორმირებაში, მისი ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით;
ბ.გ) საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლოა მცირე ჯგუფებში მუშაობას. ჯგუფური მუშაობის პროცესში მშობლის მონაწილეობა არ არის სავალდებულო, რათა მოხდეს ბავშვის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა (არაუმეტეს 4 ჯგუფური მუშაობა თვეში);
ბ.დ) ჯგუფში ბავშვებისა და მშობლების წყვილთა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს ხუთს, რომლებთანაც მუშაობს, სულ ცოტა, 2 პროფესიონალი ან პროფესიონალი და პარაპროფესიონალი. ჯგუფური ვიზიტების დაგეგმვისა და განხორციელებისას აუცილებელია ბავშვის განვითარების და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება, თუმცა ჯგუფში ჩართული ბავშვების ასაკებს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.
გ) 5 წლიდან 7 წელის თვის ჩათვლით ასაკის ბავშვების მშობლებთან/კანონიერ წაემომადგენლებთან/ძირითად მზრუნველებთან/ მინდობით აღმზრდელთან მუშაობას ბუნებრივ (უპირატესად სახლი ან/და ბაგა-ბაღი) გარემოში ინდივიდუალური ვიზიტების განხორციელებას და ინდივიდუალური ვიზიტების ფარგლებში შემდეგ ღონისძიებებს:
გ.ა) ინდივიდუალური მომსახურების განხორციელებას ბუნებრივ გარემოში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს ბავშვებთან ჯგუფური მუშაობა, ჯგუფური მუშაობა შეადგენს თვეში არაუმეტეს 4 ვიზიტს;
გ.ბ) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების/ძირითად მზრუნველის/მინდობით აღმზრდელის საჭირო ცოდნისა და უნარ – ჩვევების განვითარების ხელშეწყობას, ბავშვის წინასასკოლო და აკადემიური მზაობის, სოციალური და თვითორგანიზების უნარების განვითარების, სხვადასხვა წრეებში თუ სპორტულ აქტივობებში ჩართვის მიზნით;
გ.გ) საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლოა განხორცილდეს მცირე ჯგუფებში მუშაობა. ჯგუფური მუშაობის პროცესში მშობლის მონაწილეობა არ არის სავალდებულო, რათა მოხდეს ბავშვის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა) (არაუმეტეს 4 ჯგუფური მუშაობა თვეში);
გ.დ) ჯგუფური ვიზიტების დაგეგმვისა და განხორციელებისას აუცილებელია ბავშვის განვითარების და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება, თუმცა ჯგუფში ჩართული ბავშვების ასაკებს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.
დ) ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განსახორციელებლად მშობლის/მინდობით აღმზრდელის მომზადებას (მათ შორის – შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარება და სპეციფიკური ზრუნვის სწავლება);
ე) მომსახურების გაგრძელების, შეწყვეტის ან ბავშვის სხვა მომსახურებაში გადამისამართების მიზნით ბავშვისა და მისი გარემოს ხელახალ შეფასებას ადრეული ინტერვენციის სტანდარტით განსაზღვრულ ვადებში. შეფასებიდან გამომდინარე დასკვნას ინახება ბენეფიციარის პირად საქმეში;
ვ) ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერას, რათა მათ მარტივად დატოვონ ადრეული განვითარების პროგრამა და ჩაერთონ სკოლამდელი აღზრდის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან სხვაალტერნატიულ სერვისში სტანდარტით განსაზღვრულ ვადაში. გადასვლის გეგმის შემუშავება უნდა განხორციელდეს ოჯახთან და ახალი მომსახურების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.
3. მომსახურებაში პროფესიული ზედამხედველის არსებობის შემთხვევაში, პროფესიულ ზედამხედველობას და მხარდაჭერას, რომელსაც ახორციელებს ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის მიმწოდებელ ორგანიზაციაში დასაქმებული ან/და მიწვეული პროფესიული ზედამხედველისათვის საჭირო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი.
4. პროფესიული ზედამხედველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) მაგისტრის ან ბაკალავრის ხარისხი ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მიმართულებაში: ფსიქოლოგია, ბავშვის განვითარება, ოკუპაციური თერაპია, ენისა და მეტყველების თერაპია, განათლების მეცნიერებები (პედაგოგი, სპეციალური მასწავლებელი), სოციალური მუშაობა, რეაბილიტაცია/ ფიზიკური თერაპია, პედიატრია ან სამედიცინო ინსტიტუტის 5-წლიანი დიპლომი;
ბ) ბავშვებთან პროფესიული მუშაობის, სულ მცირე, 5-წლიანი გამოცდილება, აქედან უწყვეტად უკანასკნელი 2 წელი ადრეული ინტერვენციის პროგრამაში;
გ) ბავშვთა ადრეული ინტერვენციის/განვითარების ადგილობრივი ან საერთაშორისო კურსის დასრულების ადგილობრივი ან საერთაშორისო სერტიფიკატი/დიპლომი (ადგილობრივი სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის მიერ, რომელიც შეთანხმებულია სამინისტროსთან);
დ) ადგილობრივი ან საერთაშორისო სერტიფიკატი სუპერვიზიაში (ადგილობრივი სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს ორგანიზაციის მიერ, რომელსაც სატრენინგო მოდული შეთანხმებული აქვს სამინისტროსთან);
5. პროფესიული ზედამხედველის სამუშაო მოიცავს:
ა) ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში მისი სუპერვიზიის ქვეშ მომუშავე სპეციალისტის მუშაობაზე დაკვირვებას, ჩანაწერის წარმოებასა და სპეციალისტისთვის უკუკავშირის მიცემას, ხოლო დისტანციურად ჩატარებული პროფესიული ზედამხედველობის შემთხვევაში ვიდეოჩანაწერის განხილვას;
ბ) ბენეფიციარის ინდივიდუალური შემთხვევის, პირადი საქმისა და მასში შემავალი დოკუმენტაციის შემოწმებასა და სწულყოფილად წარმოების ხელშეწყობას;
გ) ბენეფიციარის ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამიდან გასვლის/სხვა სამედიცინო, სოციალურ ან/და საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართვის საჭიროების დროული იდენტიფიკაციის ხელშეწყობას;
დ) მისი სუპერვიზიის ქვეშ მომუშავე სპეციალისტებთან ჯგუფური შეხვედრების ორგანიზებას შემთხვევების განხილვის, უკუკავშირის, პროფესიული ზრდისა და სერვისში დატრენირების მიზნით, ასევე, სპეციალისტებთან სატელეფონო კონსულტაციას;
ე) ბენეფიციარის მშობლებთან შეხვედრების განხორციელების კონტროლს (ინდივიდუალური გეგმის შემუშავების/ცვლილების მიზნით, ასევე, საჭიროებიდან გამომდინარე, პირადი ან/და სატელეფონო კონსულტაციის განხორციელებას).
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი
1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან დაბადებიდან შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები (შვიდი წლის შესრულების თვის ჩათვლით, ამასთან, 7 წლის შესრულებამდე დარჩენილი უნდა იყოს სულ მცირე 8 თვე (2022 წლის 1 იანვრიდან)), რომლებსაც აქვთ ბავშვთა პედიატრის/ოჯახის ექიმის, ნევროლოგის ან სხვა ექიმ-სპეციალისტის მიერ გამოვლენილი განვითარების ეტაპების დაყოვნება (მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, კომუნიკაციისა და მეტყველების, სოციალურ-ემოციური და კოგნიტური სფეროების განვითარებისა და ადაპტური ქცევის პრობლემა), შეზღუდული შესაძლებლობა ან ამ მხრივ რისკი, რაც დადასტურებულია ამ პროგრამის №2.15 დანართში მოცემული ICD-10-ის დიაგნოზებით. ერთი თვის განმავლობაში ფინანსდება არაუმეტეს 20 432 ვიზიტისა, ამ დანართის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიმიტების შესაბამისად, ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილისა და ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, თანდართული ცხრილის თანახმად. ამასთან, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია, ვაუჩერის ანაზღაურება იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც გაიცა ან/და რომელიც მითითებული აქვს მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას რეგისტრაციის დროს და წარმოდგენილი აქვს პროფესიონალის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიდან ცნობა, რითაც დასტურდება, რომ მას მომსახურების მიწოდება შეუძლია რეგისტრაციის დროს მითითებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ბავშვთან ოჯახში ვიზიტით. ასევე, გეოგრაფიული არეალის მითითების შემთხვევაში საჭიროა, ორგანიზაციამ მიუთითოს ლიმიტი არამხოლოდ ბენეფიციართა საერთო რაოდენობის შესახებ, არამედ თითოეულ მუნიციპალიტეტში/სოფელში ბენეფიციარების რაოდენობის შესახებ, რომლებსაც ერთდროულად გაუწევენ მომსახურებას.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ერთი თვის განმავლობაში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობა
ქ. თბილისი
8 760
ქ. ქუთაისი
2 600
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
1 040
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
160
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
800
ქ. ბათუმი
760
მარნეულის მუნიციპალიტეტი
336
ახალციხის მუნიციპალიტეტი
160
გორის მუნიციპალიტეტი
1 200
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
800
ქ. რუსთავი
1200
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
800
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
560
მესტიის მუნიციპალიტეტი
80
თელავის მუნიციპალიტეტი
960
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
240
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
640
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
160
ქ. ფოთი
360
ქ. ხაშური
240
სენაკის მუნიციპალიტეტი
240
ახალქალაქი
400
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
160
საგარეჯო
160
სულ
22 816
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) პირის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
ბ) კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაში – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და ცნობის ასლი (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV- 100/ა);
ე) ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დამატებით, კანონიერი წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და ცნობის ასლი (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომლითაც დასტურდება, რომ მშობელი/მშობლები არის/არიან თანდაყოლილი სიყრუის მქონე პირ(ებ)ი და რომელიც გაცემულია განცხადების შეტანიდან არაუმეტეს ერთი წლისა (ცნობის დედანი უბრუნდება განცხადებელს).
3. ქვეპროგრამის მომსახურების მიღების მაძიებლების რეესტრი (ამ ქვეპროგრამაში შემდგომში – მაძიებლების რეესტრი) არის ბავშვთა ადრეული განვითარების მომსახურებაში მოთავსების მსურველ პირთა ერთიანი ცენტრალიზებული საინფორმაციო ბაზა, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეთა შერჩევასა და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო.
5. ზრუნვის სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) ბავშვები, რომელთა განცხადებები მომსახურებაში ჩართვის თაობაზე ზრუნვის სააგენტოში შესულია 2021 წლამდე;
ბ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;
გ) მინდობით აღზრდაში ან სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი ბავშვები, თუკი ამ დაწესებულების მიერ არ ხდება ადრეული განვითარების მომსახურების მიწოდება;
დ) ბავშვები, რომლებიც განცხადების შეტანის დროს ამ მომსახურებით სარგებლობდნენ გასული 12 თვის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა);
ე) ბავშვები, რომელთა ასაკი განცხადების შეტანის დღისთვის არ აღემატება 3 წელს;
ვ) იმპლანტირებული სასმენი (კოხლეარული) მოწყობილობის მქონე ბავშვები;
ზ) ბავშვები, რომლებსაც ჰყავთ თანდაყოლილი სიყრუის მქონე მშობლები;
თ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 120 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები, რომელთა ოჯახებს სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალი აქვთ განცხადების წარდგენის დღისთვის;
ი) განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით;
კ) ამ პუნქტის ქვეპუნქტებში არსებული ერთი და იმავე პრიორიტეტული კატეგორიების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმავე პუნქტში ჩამოთვლილ მომდევნო ქვეპუნქტს.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4 200 000 ლარით.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის და შედგება შესაბამისი თვეების ტალონებისაგან.
3. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ გასულ თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები გასული თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. ასევე ზრუნვის სააგენტოს უნდა წარუდგინოს მომსახურების გაწევის თვის ტალონები. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა, წარდგენილი ვაუჩერის ტალონების ანაზღაურებისას, ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
4. ვაუჩერის ტალონები გაიცემა ზრუნვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მითითებით, გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის 7 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე ან საჭიროებიდან გამომდინარე თვეებზე.
5. ვაუჩერი გაიცემა მხოლოდ იმ რეგიონ(ებ)ში/მუნიციპალიტეტ(ებ)ში, რომელ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულზეც არის რეგისტრირებული მიმწოდებელი ორგანიზაცია.
6. ვაუჩერი გაიცემა (არაუგვიანეს ზრუნვის სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით) ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელზე/მინდობით აღმზრდელზე, რომელიც უზრუნველყოფს არაუგვიანეს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 15 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.
7. ვაუჩერის ერთი თვის ტალონი ანაზღაურდება ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, თვეში განხორციელებული მომსახურების (ვიზიტის) შესაბამისად, ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირობის გათვალისწინებით. ამასთან, ერთი მომსახურების (ვიზიტის) ღირებულებაა 22 ლარი.
8. პროფესიული ზედამხედველობის კომპონენტი ანაზღაურდება ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ზრუნვის სააგენტოსთვის წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული პროფესიული ზედამხედველობის შესაბამისად. ამასთან, ერთი ბენეფიციარისათვის პროფესიული ზედამხედველობა, რომელიც შეადგენს თვეში ერთ საათს და არ არის დამოკიდებული ბენეფიციარის მიერ თვის განმავლობაში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაზე, ფინანსდება თვეში 25 ლარით (მათ შორის მომსახურების დისტანციურ რეჟიმში მიწოდების შემთხვევაში).
9. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
10. ზედიზედ 2 თვის ვაუჩერის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას, გარდა შესაბამისი დაწესებულების ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, ზრუნვის სააგენტოსა და სამინისტროს. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო.
11. იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარის მიერ არ განხორციელდა 1 თვის ვაუჩერის ტალონის გამოყენება, ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი სამსახური ბენეფიციარების მონაცემებს აგზავნის მეურვეობა-მზრუნველობის სოციალური მუშაკის ჩართვის მიზნით. სოციალური მუშაკის იკვლევს ვაუჩერის გამოუყენებლობის მიზეზებს და ახორციელებს შესაბამის პროცედურებს ბენეფიციარისათვის მომსახურების მიწოდების ან ვაუჩერის გაუქმების მიზნით.
12. ბენეფიციარის მხრიდან არასაპატიო (რომელიც არ არის დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტით) მიზეზით, ზედიზედ 2 ვიზიტის გაცდენის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი აცნობებს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, რომ კიდევ 2 ვიზიტის გაცდენის შემთხვევაში, გაუუქმდება ვაუჩერი, ხოლო ზედიზედ 4 ვიზიტის გაცდენის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი წერილობით (სადაც აღწერილია, რის გამო ვერ განხორციელდა ვიზიტი) აცნობებს ზრუნვის სააგენტოს, რაც იწვევს ვაუჩერის გაუქმებას. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო, რომელიც გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას აცნობებს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს.
13. ამ მუხლის მე-5 პუნქტი არ ვრცელდება გასული 12 თვის მოსარგებლე ბენეფიციარებზე.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №2 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს ზრუნვის სააგენტო.
დანართი 2.3
ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანები
ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ბავშვის სოციალური განვითარების ხელშემწყობი ქვეპროგრამაა, რომლის მიზანია ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური ფუნქციური პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება, ზოგადი ჯანმრთელობის, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და ინკლუზიური განვითარების პროცესის ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
1. ღონისძიებები ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის შემთხვევაში მოიცავს:
ა) ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნობრივი ჯგუფებისათვის ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:
ა.ა) ზრუნვის სააგენტოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით, შესაბამის სპეციალისტთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის გუნდის მიერ ინდივიდუალური რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმის შედგენა. ამასთან, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით განსაზღვრულ, თერაპიულ ინტერვენციაში შემავალი სეანსების ტიპების/სახეებისა და მათი რაოდენობის განსაზღვრას საერთო ლიმიტის ფარგლებში, ახდენს რეაბილიტაცია/აბილიტაციის გუნდი. აღნიშნული გეგმა დასტურდება გუნდის ყველა სპეციალისტისა და ბენეფიციარის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით;
ა.ბ) თერაპიული ინტერვენცია, რომლის ძირითადი პაკეტი მოიცავს: ფიზიკურ თერაპიას, ოკუპაციურ თერაპიას, მეტყველების და ენის თერაპიას, ფსიქოლოგიურ დახმარებას;
ა.გ) საჭიროების შემთხვევაში მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია ჩაატაროს ასევე: ქცევითი თერაპია, აქვათერაპია, ხელოვნებით თერაპია, პელოიდოთერაპია (სამკურნალო ტალახი), სპეციალური მასწავლებლის მომსახურება, მშობელთა, მინდობით აღმზრდელთა, სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილ პირთა ან კანონიერ წარმომადგენელთა განათლებისა და ტრენინგის სეანსები – „ცერებრული დამბლა“ – კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინი) კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2008 წლის 18 დეკემბრის №278/ო ბრძანების შესაბამისად.
ა.დ) მომსახურების მიმწოდებელი უფლებამოსილია, ბენეფიციარის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, შეარჩიოს თერაპიული ინტერვენციების სახეობა და მათი ერთობლიობა. ამავე დროს, არცერთი ზემოთჩამოთვლილი თერაპიული ინტერვენცია, ძირითადი პაკეტით გათვალისწინებული თერაპიული ინტერვენციების ჩათვლით, არც ერთობლივად და არც ცალ-ცალკე, არ ატარებს სავალდებულო ხასიათს.
ბ) ექიმის მეთვალყურეობა (სეანსი), რაც მოიცავს შეფასებას, თერაპიული პროცესის დაგეგმვას, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, ინტერდისციპლინური გუნდის მუშაობის კოორდინაციას;
გ) საჭიროების შემთხვევაში – ბავშვის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის ფსიქოლოგიური დახმარება (სეანსი).
2. ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიზნობრივი ჯგუფისათვის ქვეპროგრამა ითვალისწინებს სარეაბილიტაციო ღონისძიებებს, რაც მოიცავს: შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაციას, სამკურნალო მასაჟს, ფიზიოთერაპიულ მანიპულაციებს, ფიზიკურ თერაპიას.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი
1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:
ა) პროგრამის № 2.16 დანართში მოცემული დიაგნოზების მქონე 3 წლისა და მეტი ასაკის (მათ შორის, მინდობით აღზრდაში/სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, აგრეთვე ამავე მდგომარეობების მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვები;
ბ) 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც იღებდნენ 2021 წლის პროგრამის №2.3 დანართის („ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ქვეპროგრამა“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისათვის განკუთვნილ მომსახურებას.
2. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიღების/მიწოდების მიზნებისათვის:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფის პირის კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის:
ა.ა) კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
ა.ბ) კანონიერი წარმომადგენლობის შემთხვევაში – დამადასტურებელი საბუთი და მისი ასლი, მინდობით აღმზრდელის შემთხვევაში – მინდობით აღზრდის ხელშეკრულების ასლი, სააღმზრდელო დაწესებულების უფლებამოსილი პირის შემთხვევაში – დაწესებულების ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვა;
ა.გ) დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
ა.დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) (წინა წლის მომსახურების მოსარგებლე ბენეფიციარისთვის აღნიშნული ფორმის წარდგენა არ არის სავალდებულო, გარდა R62.0 (განვითარების ეტაპების დაყოვნება) დიაგნოზის შემთხვევებისა;
ა.ე) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა (გარდა 3 წლამდე ასაკის ბავშვისა) და მისი ასლი.
ბ) ზრუნვის სააგენტო დოკუმენტაციის საფუძველზე განსაზღვრავს პირის მომსახურებაში ჩართვის მიზანშეწონილობას და იღებს გადაწყვეტილებას პროგრამაში ჩართვის შესახებ, რეესტრის რიგითობის მიხედვით, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, რეესტრში რჩება ყველა არსებული ინფორმაცია იმ მაძიებლების შესახებ, რომლებიც უკვე აღრიცხულნი არიან რეესტრში;
გ) ზრუნვის სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მაძიებლების რეესტრის რიგითობის მიხედვით, შემდეგი თანმიმდევრობით:
გ.ა) გადაუდებელი საჭიროების მქონე ბავშვები (ორთოპედიული ოპერაციის შემდგომი პერიოდი, რომელიც არ უნდა სცდებოდეს 1 წელს);
გ.ბ) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;
გ.გ) მინდობით აღზრდაში ან სააღმზრდელო დაწესებულებაში მყოფი ბავშვები, თუკი ამ დაწესებულების მიერ არ ხდება ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება;
გ.დ) ბავშვები, რომლებიც ამ მომსახურებით სარგებლობდნენ 2021 წლის განმავლობაში (მიუხედავად მომსახურებით სარგებლობის ვადისა);
გ.ე) ბავშვები, რომელთა ასაკი განცხადების შეტანის დღისთვის არ აღემატება 5 წელს;
გ.ვ) განცხადების წარდგენის დღისთვის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 120 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები;
გ.ზ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით, ხოლო ერთი და იმავე თარიღის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ყველაზე უფრო დაბალი აქვთ განცხადების წარდგენის დღისთვის;
გ.თ) ამ პუნქტის „გ.ა“-„გ.ზ“ ქვეპუნქტებში მოცემული ერთი და იმავე პრიორიტეტული კატეგორიების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმავე პუნქტში ჩამოთვლილ მომდევნო ქვეპუნქტს.
დ) ბენეფიციარმა მომსახურების მიმწოდებელს უნდა მიმართოს გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. მომსახურების მიმწოდებელთან ამ ვადის დარღვევით გამოცხადების შემთხვევაში, ბენეფიციარის მომსახურებაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილება უქმდება. ამ შემთხვევაში, ბენეფიციარის პროგრამაში ხელახლა ჩართვა უნდა მოხდეს ყველა აუცილებელი პროცედურის გავლით.
ე) ბენეფიციარისთვის გაცემული ვაუჩერის გაუქმების საფუძველია:
ე.ა) ბენეფიციარის მომსახურების მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა, ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში;
ე.ბ) ბენეფიციარის/მშობლის/კანონიერი მეურვის სურვილი, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი განცხადებით;
ე.გ) გუნდის და მისი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) საფუძველზე სხვადახვა მიზეზით (სამედიცინო, ასაკობრივი და ა.შ);
ე.დ) ამ მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების შეუსაბამობა;
ე.ე) თუ თვის მანძილზე გამოყენებულია ერთი თვისთვის განსაზღვრული სეანსების მაქსიმალური რაოდენობის 10%-ზე ნაკლები (გარდა ამ პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა).
ვ) ბენეფიციარისთვის გაცემული ვაუჩერი არ გაუქმდება, თუ გაცდენა:
ვ.ა) გამოწვეულია ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობით, რაც დასტურდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტით;
ვ.ბ) გამოწვეულია მოსარგებლის აქტიური სოციალური სტატუსის ხელშეწყობის მიზეზით (კურორტული დასვენება, კულტურული, შემეცნებითი და სპორტული გასვლები),
ვ.გ) მიზანშეწონილად მიჩნეულია მიმწოდებელის მიერ;
ვ.დ) გამოწვეულია მიმწოდებელი დაწესებულების ფუნქციონირების დროებითი შეჩერების გამო.
ზ) ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომსახურების მიმწოდებელი ახდენს ქვეპროგრამის განმახორციელებლის ინფორმირებას შესაბამისი განცხადებით.
თ) ბენეფიციარის ქვეპროგრამიდან გასვლის შემთხვევაში, მისი ქვეპროგრამაში ხელახალი ჩართვა ხორციელდება ამ წესით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნისა და პროცედურის გავლით.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5 000 000 ლარით.
2. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის.
3. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ გასულ თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ამოწურვამდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა, წარდგენილი ვაუჩერის ტალონების ანაზღაურებისას, ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი დოკუმენტი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
4. ვაუჩერი გაიცემა ზრუნვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის 18 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე ან საჭიროებიდან გამომდინარე თვეებზე.
5. არაუგვიანეს ზრუნვის სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, მიეწოდება ინფორმაცია ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს არაუგვიანეს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 15 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.
6. ერთი თვის მომსახურება ანაზღაურდება ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, თვეში განხორციელებული მომსახურების (სეანსების) შესაბამისად.,
7. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 20 სეანსის ჩატარებას და უნდა მოიცავდეს ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად. ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა გამოიანგარიშება ჩატარებული სეანსების რაოდენობის ნამრავლით 17 ლარზე.
8. თვის განმავლობაში ჯამური სეანსების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 28 800 სეანსს. ხოლო ერთ ბენეფიციარზე წელიწადში 192 სეანს.
9. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების ანაზღაურებისათვის გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ამასთან:
ა) გაწეული მომსახურება ანაზღაურდება ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით, არაუმეტეს თვეში 250 ლარის ოდენობით;
ბ) მომსახურების ღირებულების ანაზღაურების აუცილებელი პირობაა ამ დანართის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიმწოდებლის მიერ ზრუნვის სააგენტოში შესაბამისი ანგარიშის წარდგენა, რომლის ფორმასა და წარდგენის ვადებს განსაზღვრავს ზრუნვის სააგენტო.
10. ამ დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებები ფინანსდება არაუგვიანეს შესაბამისი კურსის დასრულების შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, დაფინანსების სავალდებულო პირობაა შესაბამისი მიმწოდებლის მიერ დასრულებული კურსის ფარგლებში გაწეული მომსახურების თაობაზე ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი საანგარიშო ინფორმაციის არაუგვიანეს კურსის დასრულების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით ზრუნვის სააგენტოში წარდგენა. ინფორმაციის წარდგენის ფორმას განსაზღვრავს ზრუნვის სააგენტო. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია ზრუნვის სააგენტოში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს ზრუნვის სააგენტო.
დანართი 2.4
დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანა
ქვეპროგრამა წარმოადგენს „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებას, რომლის მიზანია ბავშვის მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, მშობლობის უნარ-ჩვევების გაძლიერება, სოციალური ინკლუზია, რთული ქცევის მართვა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის ქვეპროგრამის ღონისძიებებში შედის:
ა) ყოველდღიური (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა), 6 საათიანი მომსახურება. ამასთან, ბენეფიციარებისათვის ცენტრში გატარებული მინიმალური დრო არ უნდა იყოს 3 საათზე ნაკლები; 6 საათამდე მომსახურებისას უნდა მოხდეს ბენეფიციართა უზრუნველყოფა ორჯერადი ჯანსაღი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი, ხოლო 3 საათამდე მომსახურებისას ერთჯერადი სამკომპონენტიანი სადილით;
ბ) ასაკის გათვალისწინებით ბენეფიციართა საჭიროებების (შემეცნებითი, ემოციური და ფიზიკური) გამოვლენა და მათი დაკმაყოფილება;
გ) ბენეფიციართა საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
დ) ბენეფიციარების კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფა;
ე) საჭიროების შემთხვევაში – პირველადი გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება;
ვ) ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში, ბავშვთა მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს ბავშვის მიერ ნებაყოფლობით და უანგაროდ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებას;
ზ) ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოხალისეობრივ საქმიანობად ჩაითვლება საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობა, არასამეწარმეო (არაკომერციული) ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ განხორციელებულ ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც განეკუთვნებიან ადამიანის უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობის, სოციალური დაცვის, განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, ბავშვთა უფლებების, ძალადობისგან დაცვისა და მავნე ზეგავლენისგან დაცვის, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, გარემოსა და ცხოველთა უფლებების დაცვის საკითხებს;
თ) მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში ბავშვ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შინაარსის, ვადის, საქმიანობის სპეციფიკისა და სხვა საკითხების შესახებ მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვამდე ინფორმაცია მიაწოდოს ბავშვ(ებ)ის კანონიერ წარმომადგენელს.
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების, მათ შორის და მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების შემთხვევაში, დღის ცენტრის მომსახურება დამატებით მოიცავს:
ა) იმ დღის ცენტრებში, რომლებშიც შესაძლებელია, ბენეფიციართა ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფასა (6-დან 10 წლამდე, 10-დან-15 წლამდე, 15-დან 18 წლამდე), მათთვის ამავე მუხლით განსაზღვრული მომსახურების ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად მიწოდების უზრუნველყოფას. (ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ცალკეული ასაკობრივი ჯგუფის ბენეფიციართა რაოდენობა არ აღემატება სამ პირს, მაშინ, მათი განთავსება უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოსაზღვრე ასაკობრივ ჯგუფში);
ბ) ექვსთვიანი ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენას მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომლის შედგენაში ჩართულნი არიან: პედაგოგი ან/და ფსიქოლოგი ან/და ოკუპაციური თერაპევტი, დამხმარე ასისტენტი და ბენეფიციარი/მისი კანონიერი წარმომადგენელი (მიუხედავად მომსახურების მიმწოდებლის შესაძლო ცვლილებისა), გეგმის განხორციელებასა და განახლებას;
გ) დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარებისა და სოციალური ინკლუზიის განვითარების ხელშეწყობას, ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდამჭერი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას;
დ) ბენეფიციართა ფუნქციური, აკადემიური უნარების განვითარებას;
ე) საგანმანათლებლო, განმავითარებელი აქტივობების ხელშეწყობას;
ვ) ფიზიკური გარემოს ადაპტირებასა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვას (მათ შორის ადაპტური ავეჯი/ნივთები);
ზ) ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზებას;
თ) მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობის გეგმის შედგენა-განხორციელებას;
ი) სოციალური მუშაკის ჩართვის მიზნით, მეურვეობა-მზრუნვველობის ტერიტორიული ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდებას, იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობა და განვითარება იძლევა შესაძლებას მიიღოს განათლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და ის მიუხედავად ამისა არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში;
3. მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირებული დღის ცენტრის მომსახურება დამატებით მოიცავს:
ა) ბენეფიციარის ფსიქომოტორული განვითარებისა და სოციალური უნარების შეფასებას სპეციალური მეთოდოლოგიით, რომელიც მოიცავს შეფასების ინსტრუმენტსა და ბავშვთან მუშაობის გზამკვლევს;
ბ) ბენეფიციართა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას;
გ) თვითმომსახურების უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარებას;
დ) ბენეფიციარის დახმარებას კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში;
ე) ბენეფიციართა ქცევითი დარღვევების შეფასებასა და ქცევის მართვის სპეციალიზებული გეგმის შემუშავებას და განხორციელებას;
ვ) ბავშვის ქცევის სწორად მართვის მიზნით მშობლებისთვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის/მინდობით აღმზრდელისათვის/ძირითადი მომვლელისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას (რთული ქცევის მართვის პროგრამაში მონაწილეობენ დღის ცენტრის თანამშრომლები, მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები/მინდობით აღმზრდელი/ძირითადი მომვლელი, ბენეფიციარის განვითარების პროცესში ჩართული სხვა პირები. რთული ქცევის მართვის პროგრამა დგება ქცევის გამოვლენიდან 30 დღეში. პროგრამის გადასინჯვა ხორციელდება 3 თვეში ერთხელ);
ზ) 6-დან 15 წლამდე მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების შემთხვევაში – განვითარების სტიმულირებასა და ფუნქციურ-აკადემიური უნარების განვითარებას;
თ) 15-დან 18 წლამდე ბენეფიციართა მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბენეფიციარებისთვის აქცენტი კეთდება დამოუკიდებლად ცხოვრებისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე.
4. ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 12-18 წლის მოზარდების მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირებული დღის ცენტრის მომსახურება მოიცავს:
ა) კვირაში 3-ჯერ (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა), 3 საათიანი მომსახურება;
ბ) სასიცოცხლო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობას;
გ) სოციალური უნარების გაძლიერებაში მხარდაჭერას;
დ) არასრულწლოვნისა და ოჯახის ბიო-ფსიქო-სოციალურ-ეკონომიკურ შეფასებას;
ე) არასრულწლოვნის მაკრო და მიკრო სოციალური გარემოს ანალიზს, ინტერვენციას, სოციალურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერასა და ზრუნვას;
ვ) ფსიქოლოგიური მხარდაჭერასა და ზრუნვას, საჭიროებებზე ორიენტირებულ კონსულტაციებს;
ზ) შემოქმედებით საქმიანობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მხარდაჭერას;
თ) არასრულწლოვნის ქცევითი დარღვევების შეფასებასა და მართვას;
ი) სოციალური პედაგოგის, ფსიქოკონსულტანტის ან ფსიქოთერაპევტის მომსახურებას;
კ) სხვადასხვა სახის ხელოვნებითი და/ან შრომითი თერაპიის;
ლ) საჭიროების შესაბამისად მოწვეული სპეციალისტების (ფსიქიატრი, ნარკოლოგი, სექსოლოგი და სხვა) მომსახურებას.
5. შშმ ბავშვთა, მათ შორის, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების, დღის ცენტრში რთული ქცევის მქონე ბენეფიციართათვის მულტიდისციპლინური გუნდის (რომლის შემადგენლობაში შედიან ფსიქოლოგი, განვითარების სპეციალისტი/სპეციალური პედაგოგი, ექიმი-პედიატრი, ხოლო მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვების, დღის ცენტრის შემთხვევაში, დამატებით ოკუპაციური თერაპევტი) მიერ გამოვლენილი საჭიროებების შემთხვევაში, რომელიც დადასტურებულია მულტიდისციპლინური გუნდის წევრების ხელმოწერილი დასკვნით, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია უფლებამოსილია, გაუფორმოს ხელშეკრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის ბენეფიციარებზე საჭიროების შესაბამისი ზრუნვის განხორციელებას (ერთი მზრუნველის შემთხვევაში არაუმეტეს 3 ბენეფიციარისა).
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ზრუნვის დრო და ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს შრომის კანონმდებლობას და გაწერილი უნდა იყოს ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ზედამხედველობას უწევს კონსულტანტი რთული ქცევის მართვის საკითხებში, რომელსაც არის პროფესიით ფსიქოლოგი აქვს დამოუკიდებელი პრაქტიკა, რთული ქცევის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან და მეთოდოლოგიურად ეყრდნობა ქცევის გამოყენებით ანალიზს და შეუძლია რთული ქცევის მართვაზე პროფესიული ზედამხედველობის განხორციელება.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული კონსულტანტის განსახორციელებელი ღონისძიებები მოიცავს:
ა) ბავშვთან/მოზარდთან მომუშავე მულტიდიციპლინარული გუნდის (კანონიერი წარმომადგენელი, შემთხვევის მართვის მენეჯერი,განვითარების სპეციალისტები და/ან ქცევითი თერაპევტი) და პროგრამის ხელმძღვანელის კონსულტირებას რთული ქცევის ფუნქციურ შეფასებაში;
ბ) ქცევის ფუნქციური ანალიზისთვის საჭირო ჩანაწერების ფორმების შემუშავებაში პროგრამის სპეციალისტების კონსულტირებას;
გ) ქცევის ფუნქციური ანალიზის გაკეთებას ბავშვთან/მოზარდთან მომუშავე სპეციალისტების ჩანაწერების საფუძველზე;
დ) პროგრამის სპეციალისტების (ფსიქოლოგი/განვითარების სპეციალისტი/ქცევითი თერაპევტი) მიერ ბავშვის/მოზარდის განვითარების საფეხურის საფუძველზე პროგრამის ხელმძღვანელისა და შემთხვევის მართვის მენეჯერის კონსულტირებას კრიზისული ინტერვენციის გეგმის შემუშავებაში.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული კონსულტანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) რთული ქცევის მქონე ბავშვებთან/მოზარდებთან მინიმუმ 4 წლიანი მუშაობის გამოცდილება ბუნებრივ გარემოში (სკოლა, სახლი, დღის ცენტრი) ქცევის გამოყენებითი ანალიზის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით;
ბ) ბავშვების/მოზარდების ოჯახებთან მუშაობისა და პირველადი ფსიქო-სოციალური დახმარების გაწევის გამოცდილება;
გ) ოჯახის წევრებისა და ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების სუპერვიზიისა და სწავლების გამოცდილება ქოუჩინგის მეთოდით;
დ) BCBA (The Board Certified Behavior Analyst) – ის ხარისხი ან BCBA-ის სასერტიფიკატო კურსის მონაწილე, რომელიც ამჟამად ახორციელებს პრაქტიკას BCBA-ის სუპერვიზიით.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფები
1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:
ა) 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვი, რომელიც:
ა.ა) არ განეკუთვნება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის კატეგორიას, რომლის ოჯახიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და დღის ცენტრის მომსახურებაში ბავშვის ჩართვის შესახებ განცხადების წარდგენის დღისთვის ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო არ აღემატება 120 000-ს;
ა.ბ) არ განეკუთვნება შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა კატეგორიას და რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან ნათესაურ მინდობით აღზრდაში;
ა.გ) არის N2.8 დანართის „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ დღის ცენტრის კომპონენტით მოსარგებლე ბენეფიციარი.
ა.დ) ამ პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები სარგებლობენ დღის ცენტრში ჩარიცხვის უპირატესობით;
ა.ე) ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 585-ს.
ბ) 6-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, მათ შორის:
ბ.ა) რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არიან წინა წლების დღის ცენტრების ქვეპროგრამის ბენეფიციარები;
ბ.ბ) რომლებიც არიან „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ან „მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამის“ ბენეფიციარები;
ბ.გ) იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არ არიან წინა წლების დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ბენეფიციარები და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების ფორმის რეკომენდაციის ნაწილში მითითებული აქვთ დღის ცენტრის მომსახურების მიღების საჭიროება;
ბ.დ) ერთდროულად ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1148-ს.
გ) 6-დან 18 წლამდე ასაკის მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე, ასევე, ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით გამოხატული სხვა გონებრივი ჩამორჩენის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები:
გ.ა) რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში;
გ.ბ) რომლებიც არიან „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ან „მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამის“ ბენეფიციარები;
გ.გ) იმყოფებიან მინდობით აღზრდაში და არ არიან წინა წლების დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ბენეფიციარები და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასების ფორმის რეკომენდაციის ნაწილში მითითებული აქვთ დღის ცენტრის მომსახურების მიღების საჭიროება;
გ.დ) ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 56-ს.
დ) ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 12-18 წლის მოზარდები:
დ.ა) რომლებიც არიან „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ბენეფიციარები;
დ.ბ) რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში;
დ.გ) რომლებიც არიან „მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ბენეფიციარები;
დ.დ) რომელთაც არ აქვთ საშუალო და ღრმა გონებრივი ჩამორჩენა და ფსიქიკური აშლილობა;
დ.ე) ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 12-ს.
ე) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამიზნე ჯგუფის ბენეფიციარებს არ შეუძლიათ ერთდროულად ისარგებლონ ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისთვის გათვალისწინებული მომსახურებით.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად შესაბამის მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5 300 000 ლარით.
2. ქვეპროგრამის დაფინანსების წესი და პირობები განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილებით.
3. დღის ცენტრების მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერის ტალონები გაიცემა მომსახურების მიღების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვიდან 12 თვეზე ან საჭიროებიდან გამომდინარე, თვეებზე, მაგრამ არაუმეტეს ბავშვის, მათ შორის, შშმ ბავშვის 18 წლის ასაკის მიღწევის თვის ჩათვლით თვეებზე, შშმ სტატუსის მოქმედების ვადის გათვალისწინებით.
4. დღის ცენტრში პირის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომსახურების მისაღებად ბენეფიციარისათვის განკუთვნილი ვაუჩერი გადაეცემა ბენეფიციარს ან მის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, არაუგვიანეს გადაწყვეტილების მიღების მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით მომსახურების მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას.
5. ვაუჩერის ერთ ტალონზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა შშმ ბავშვთა დღის ცენტრში შეადგენს 378 ლარს, მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა დღის ცენტრში – თვეში 630 ლარს, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში – ასანაზღაურებელი თანხა, რომელიც შეადგენს დღეში 10 ლარს, გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვეში ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით) რაოდენობაზე, ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 12-18 წლის მოზარდების დღის ცენტრის შემთხვევაში 60 ლარს, ამასთან:
ა) თუ ბენეფიციარის (ბენეფიციარების) მიერ ნებისმიერი მიზეზით გაცდენილ (გარდა არდადეგებისა) დღეთა რაოდენობა 12 ან მეტია, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით 18 ლარზე – შშმ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში, 30 ლარზე – მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა შემთხვევაში, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკის მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დღის ცენტრის შემთხვევაში, ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით დღიური ანაზღაურების ოდენობაზე, ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 12-18 წლის მოზარდების დღის ცენტრის რეგისტრირებული ლიმიტით განსაზღვრული, შეუვსებელი ადგილები ანაზღაურდება სამუშაო დღეზე 30 ლარით.
ბ) მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი დღის ცენტრის მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის ან მისი კანონიერიწარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის ხელმოწერით. ასევე, მეურვეობა მზრუნველობის ორგანოს უნდა წარუდგინოს მომსახურების გაწევის წინა თვის ტალონები. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ბოლომდე. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევითარაუმეტეს 5 სამუშაო დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილივაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება;
გ) დღის ცენტრის მომსახურება ბენეფიციარებს სტაბილურად მიეწოდებათ ყოველდღიურად შაბათ კვირისა და უქმე დღეების გარდა. ასევე, დასაშვებია მუშაობის დროებითი წყვეტა არდადეგების სახით – წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთდროულად 30 კალენდარული დღისა. მიმწოდებლის მიერ გამოცხადებული არდადეგების დღეები არ ანაზღაურდება;
დ) ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით;
ე) მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების დღის ცენტრის მომსახურების მიმწოდებელმა ორგანიზაციამ ზრუნვის სააგენტოს უნდა აცნობოს თითოეული კონკრეტული ისეთი შემთხვევის თაობაზე, როდესაც ბენეფიციარზე გაცემული ვაუჩერი წარდგენილ იქნა ბენეფიციარის მიერ, მაგრამ შესაბამისი მომსახურებით არ უსარგებლია იმავე პერიოდში. ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე სოციალურმა მუშაკმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს საქმის შესწავლა, რომლის დასკვნის შესაბამისად განიხილება ვაუჩერის შეჩერების/გაუქმების საკითხი. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო;
ვ) შშმ ბავშვთა დღის ცენტრების შემთხვევაში, ზედიზედ 2 თვის ვაუჩერის ტალონის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას, გარდა შესაბამისი დაწესებულების ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, ზრუნვის სააგენტოსა და სამინისტროს. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო.
6. ვაუჩერის გაცემა წარმოებს არაუმეტეს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებულ მიმწოდებელთა მომსახურების შესაძლებლობის ჯამური ლიმიტისა და ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სამიზნე ჯგუფების მიხედვით დაწესებული, ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა, რომელთა ცენტრალიზებულ კოორდინაციას ახორციელებს ზრუნვის სააგენტო. ვაუჩერი მოქმედებს მხოლოდ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ (მუნიციპალურ) ერთეულში, რომელშიც იქნა იგი გაცემული. ამასთან, ბენეფიციარის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელია, ვაუჩერის გაცემა იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისთვის, რომელისთვისაც იქნა იგი მოთხოვნილი. ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ვაუჩერის გაცემის დროს პრიორიტეტი ენიჭებათ იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ ბენეფიციარებს, რომელშიც ხორციელდება დღის ცენტრებში მომსახურების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები
ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტით
განსაზღვრული პირები
ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“
ქვეპუნქტით
განსაზღვრული პირები
ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“
ქვეპუნქტით
განსაზღვრული პირები
ქ. თბილისი
274
294
40
ქ. ქუთაისი
50
75
16
12
ქ. რუსთავი
33
28
ქ. ბათუმი
51
გორის მუნიციპალიტეტი
60
30
ქარელის მუნიციპალიტეტი
10
23
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
26
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
16
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
15
50
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
30
25
თელავის მუნიციპალიტეტი
20
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
14
ქ. ფოთი
28
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
20
34
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
29
მცხეთის მუნიციპალიტეტი
49
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
24
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
45
20
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
24
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
20
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
15
საჩხერის მუნიციპალიტეტი
18
ქ. წნორი
19
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
30
კასპის მუნიციპალიტეტი
20
სენაკის მუნიციპალიტეტი
15
ვანის მუნიციპალიტეტი
10
ბაღდათი
30
ხონის მუნიციპალიტეტი
13
მარნეულის მუნიციპალიტეტი
19
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
20
ხაშურის მუნიციპალიტეტი
20
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
39
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
15
მესტიის მუნიციპალიტეტი
10
შუახევის მუნიციპალიტეტი
15
აბაშის მუნიციპალიტეტი
8
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
20
სულ
585
1168
56
12
7. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ზრუნვის განმახორციელებელი ერთი პირის ანაზღაურება შეადგენს საათში 10 ლარს (არაუმეტეს დღეში 6 საათისა), მომსახურება ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი ანგარიშის შესაბამისად.
8. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კონსულტანტის მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი წარუდგენს მიერ ზრუნვის სააგენტოს ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული პროფესიული ზედამხედველობის შესაბამისად. ამასთან, ერთი ბენეფიციარისათვის პროფესიული ზედამხედველობა, რომელიც შეადგენს თვეში ერთ საათს ფინანსდება საათში 100 ლარით.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №2 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს ზრუნვის სააგენტო.
დანართი 2.5
დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანა
ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის ამოცანაა ბავშვთა მიტოვების პრევენცია და ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის გაძლიერება.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) 24-საათიანი თავშესაფრით უზრუნველყოფას;
ბ) უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფას;
გ) კვების პროდუქტებით, ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;
დ) პროფესიული და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას;
ე) გადაუდებელ შემთხვევაში ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას;
ვ) ფსიქოლოგის მომსახურებას;
ზ) მომსახურების განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა დამატებითი საჭიროებებით უზრუნველყოფას;
თ) ბავშვის/ბავშვების და დედის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავებას თავშესაფარში მოთავსებიდან 30 დღის განმავლობაში და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფას არა უმეტეს 6 თვეში ერთხელ (მომსახურების გეგმა ბავშვთან მიმართებით დაფუძნებული უნდა იყოს სოციალური მუშაკის მიერ შემუშავებულ ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმაზე);
ი) მეურვეობა-მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობა და განვითარება იძლევა შესაძლებლობას, მიიღოს განათლება სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და მიუხედავად ამისა, ბენეფიციარი არ არის ჩართული სასწავლო პროცესში;
კ) დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ფუნქციონირების პროგრამის (კურიკულუმის) წარმოებას;
ლ) კონფლიქტების არაძალადობრივი მეთოდებით მოგვარების უნარ-ჩვევების, პიროვნული განვითარების, გარემოსთან ადაპტაციის, სოციალური ინტეგრაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენა-განვითარებას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარის შემთხვევაში, ინკლუზიურ-პროფესიული განათლების ხელშეწყობას;
მ) ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით გათვალისწინებული სკრინინგის პროგრამებში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობას;
ნ) ბენეფიციართან მუშაობას თანადგომის ქსელის მოძიებაზე წერილობითი თანხმობის მოპოვების მიზნით და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკთან თანამშრომლობას რეინტეგრაციაზე მუშაობის პროცესში.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი
1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:
ა) სხვადასხვა პრობლემების მქონე დედა, არასრულწლოვან შვილ(ებ)თან ერთად, თუკი ერთ-ერთი შვილი მაინც არის 10 წლამდე ასაკის და ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან;
ბ) სხვადასხვა პრობლემების მქონე ქალი, რომელიც ორსულობის არანაკლებ 26-ე კვირაში იმყოფება (მათ შორის, არასრულწლოვან შვილებთან ერთად, თუკი ერთ-ერთი შვილი მაინც არის 10 წლამდე ასაკის და ეს უკანასკნელ(ნ)ი მიტოვების ან ინსტიტუციაში მოხვედრის რისკის წინაშე იმყოფებიან).
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 700 000 ლარით.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურების ერთდროულად მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობა არ აღემატება 15 პირს ქ. ქუთაისში, 63 პირს ქ. თბილისში და 10 პირს ქ. ხაშურში.
3. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებულ დედათა და ბავშვთა თავშესაფრით მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის დღიური დაფინანსების ოდენობა შეადგენს 25 ლარს, ხოლო შშმ ბავშვის და შშმ დედის შემთხვევაში – 35 ლარს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის (25 ლარის) ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე). მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად დედათა და ბავშვთა თავშესაფარში ლიმიტით განსაზღვრული, შეუვსებელი ადგილები ანაზღაურდება დღეში 12 ლარით, მაგრამ არაუმეტეს ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი არამატერიალიზებული ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული დედათა და ბავშვთა თავშესაფრით მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა ზრუნვის სააგენტოსმიერ მოთხოვნილი ფორმით.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №2 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს ზრუნვის სააგენტო.
დანართი 2.6
მინდობით აღზრდის ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანა
ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშემწყობი ღონისძიებაა, რომლის მიზანია მზრუნველობამოკლებული ბავშვების მინდობით აღმზრდელთან განთავსების გზით ოჯახურ გარემოში აღზრდის უზრუნველყოფა, მინდობით აღზრდის ქვეპროგრამით მოსარგებელე პირების მხარდაჭერა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებისა და განათლების უფლების რეალიზებაში ხელშეწყობის მიზნით. ასევე, 18 წელს ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და სოციალური ინტეგრაცია.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტები:
ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტებია:
ა) 21 წლამდე ბენეფიციარების მინდობით აღზრდის კომპონენტი;
ბ) 18 წელს ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახური მზრუნველობის კომპონენტი.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
ქვეპროგრამის ღონისძიებებია:
1. 21 წლამდე ბენეფიციარების მინდობით აღზრდის კომპონენტის შემთხვევაში;
ა) ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვების/ახალგაზდების ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში განვითარების ხელშეწყობა;
ბ) ბავშვის/ახალგაზრდის ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, მის ინდივიდუალურ განვითარებასა და საჭიროებებზე ორიენტირებული ზრუნვის უზრუნველყოფა;
გ) ბავშვის/ახალგაზრდის ფსიქოსოციალური მხარდაჭერისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების ხელშეწყობა;
დ) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან კონტაქტის გაძლიერებისა და ხელშეწყობის უზრუნველყოფა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს;
ე) ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლება (თვითმოვლა, საოჯახო აქტივობებში ჩართვა, ასაკისა და სქესის შესაბამისად განვითარების თავისებურებებზე (მათ შორის სქესობრივ განვითარებაზე) და სხვ.) ინფორმაციის მიწოდება;
ვ) პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა ბავშვის/ახალგაზრდის ინტერესების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით;
ზ) აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ხელშეწყობა და ბავშვის/ახალგაზრდის თავისუფალი დროის სწორი და მიზნობრივი ორგანიზება;
თ) კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფა;
ი) ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში, ბავშვების/ახალგაზრდების მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობა.
2. 18 წელს ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახური მზრუნველობის კომპონენტის შემთხევაში:
ა) ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში ცხოვრების უზრუნველყოფა;
ბ) მხარდაჭერის საჭიროების მქონე პირის მხარდამჭერად დანიშვნის მიზნით შესაბამისი პროცედურების განხორციელება;
გ) შშმ პირის ფსიქოსოციალურ მხარდაჭერასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების ხელშეწყობა;
დ) შშმ პირის ინდივიდუალური და საჭიროებებზე მორგებული ზრუნვის უზრუნველყოფა;
ე) სამედიცინო დაწესებულებაში შშმ პირის დინამიკური მეთვალყურეობის უზრუნველყოფას (რაც დასტურდება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ) გადაუდებელი/გეგმიური ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზება;
ვ) პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელსეწყობა (ბენეფიციარების ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და სურვილის გათვალისწინებით – ხელობის შერჩევის, სწავლების და პრაქტიკული გამოყენების ხელშეწყობა);
ზ) შშმ პირის ოჯახთან (ასეთის არსებობის შემთხვებაში) კონტაქტის გაძლიერებისა და ხელშეწყობის უზრუნველყოფა მისი ოჯახში დაბრუნების მიზნით თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი
1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებია:
ა) 21 წლამდე ბენეფიციარების მინდობით აღზრდის კომპონენტის შემთხვევაში ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრები ან ჩასარიცხი 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ვერ ხერხდება, ასევე, მინდობით აღსაზრდელი, რომელიც სარგებლობს ამ ქვეპროგრამის მომსახურებით, გახდა სრულწლოვანი და არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის მოსწავლე, პროფესიული, საგანმანათლებლო დაწესებულების ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან დარეგისტრირებულია პროფესიულ/უმაღლეს სასწავლებელში ჩასარიცხ კანდიდატად, მაგრამ არაუმეტეს 21 წლის ასაკის მიღწევისა;
ბ) 18 წელს ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახური მზრუნველობის კომპონენტის შემთხევაში მინდობით აღზრდის ქვეპროგრამით მოსარგებლე 18 წელს მიღწეული შშმ პირები, რომლებიც მინიმუმ ორი წელია იმყოფებიან მინდობით აღზრდაში, ვერ ბრუნდებიან ბიოლოგიურ ოჯახში და საჭიროებენ სახელმწიფო ზრუნვას, რაც დასტურდება სოციალური მუშაკის დასკვნით:
ბ.ა) კომპონენტით სარგებლობისათვის საჭიროა მინდობით აღმზრდელისა და აღსაზრდელის თანხმობა, რომელიც ფორმდება ორმხრივი ხელშეკრულებით ზრუნვის სააგენტოსა და მინდობით აღმზრდელს (ან/და მინდობით აღმზრდელს, რომელიც ამასთანავე არის ბენეფიციარის მხარდამჭერი) შორის ან/და სამმხრივი ხელშეკრულებით შშმ პირს მონაწილეობით.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დარეგულირებული მინდობით აღზრდის პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 13 200 000 ლარით.
2. მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა და პრინციპები განისაზღვრება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების შესაბამისად.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
1. ბავშვის მინდობით აღზრდის მსურველი პირების რეგისტრირება, შერჩევა და სხვა თანმდევი საკითხები რეგულირდება მინდობით აღზრდის პროცედურების შესაბამისად, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.
2. 18 წელს ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახური მზრუნველობის კომპონენტის შემთხევაში, მომსახურების მიმწოდებელია მინდობით აღმზრდელი, რომელიც არსებული კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია მინდობით აღმზრდელად და რომელთანაც არანაკლებ 2 წელია ცხოვრობს შშმ ბავშვი. 18 წელს ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახური მზრუნველობის კომპონენტის განხორციელების სხვა საკითხები რეგულირდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით.
მუხლი 7🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს ზრუნვის სააგენტო, რომელიც ამ დანართით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად და პროგრამის (მათ შორის, სოციალური სამუშაოს) ადმინისტრირების მიზნებისთვის განახორციელებს შტატგარეშე მოსამსახურეების აყვანას (არაუმეტეს 50 ერთეულისა), საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ლიმიტის ფარგლებში, სამინისტროსთან შეთანხმებული რაოდენობითა და შრომის ანაზღაურების განაკვეთით.
დანართი 2.7
მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანები
ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია მზრუნველობამოკლებული ბავშვების ოჯახთან მიახლოებულ გარემოში განთავსების გზით ოჯახთან მიახლოებულ პირობებში აღზრდის უზრუნველყოფა, მხარდაჭერა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებისა და საშუალო განათლების მიღებაში ხელშეწყობის მიზნით. ასევე, ანტისოციალური და დელინქვენტური ქცევების მქონე მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვნების რეაბილიტაცია და სოციალიზაციის ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტები
ქვეპროგრამით გათვალისწინებული კომპონენტებია:
ა) მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი;
ბ) სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში რთული ქცევის მართვის მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი, რომელიც დაფუძნებულია ახალგაზრდების ძლიერი მხარეებისა და უნარების აღმოჩენასა და გაძლიერებაზე.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი
1. ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე ჯგუფია:
ა) ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრები ან ჩასარიცხი 6-დან 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვები, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდაში განთავსება ვერ ხერხდება.
ბ) ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები 18 წლის ასაკს გადაცილებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები.
2. ამ დანართის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე ჯგუფია ანტისოციალური და დელინქვენტური ქცევების მქონე (მათ შორის მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენის მქონე) 12 წლიდან 18 წლამდე მზრუნველობამოკლებული არასრულწლოვნები (ერთ სახლში ჩარიცხულ ბენეფიციარებს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს სამ წელზე მეტი):
ა) რომლებიც სოციალური მუშაკის რეკომენდაციის საფუძველზე შეფასებული არიან მულტიდისციპლინური გუნდის (რომლს შემადგენლობაშია ფსიქოლოგი (სასურველია ქცევითი თერაპევტი), ფსიქიატრი და ბავშვის ინდივიდუალური შემთხვევიდან გამომდინარე შესაბამისი სპეციალისტი) მიერ და აქვთ დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ დადებითი დასკვნა;
ბ) არასრულწლოვანს აქვს ანტისოციალური ქცევა, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის არასრულწლოვნის ფსიქო-სოციალურ განვითარებას, მის ან სხვა ადამიანების უსაფრთხოებას, კეთილდღეობას ან მართლწესრიგს, სისტემატურად ვლინდება რთული ქცევა არანაკლებ 6 თვის განმავლობაში და სახელმწიფო ზრუნვის მომსახურებას, სადაც ირიცხება არასრულწლოვანი, ქცევის მართვის სირთულეების გამო. არ შესწევს უნარი გაუმკლავდეს ასეთ ქცევას;
გ) მულტიდისციპლინური გუნდი ფუნქციონირებს ზრუნვის სააგენტოს ფარგლებში. ჯგუფის თავმჯდომარესა და წევრებს ნიშნავს ზრუნვის სააგენოტოს დირექტორი. მულტიდისციპლინურმა გუნდმა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება სხვა პირების მოსმენის შესახებ.
3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება:
ა) „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად;
ბ) მულტიდისციპლინური გუნდის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, ამ დანათის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კომპონენტში ჩარიცხვა განხორციელდება მეურვეობა-მზრუნველობის საბჭოს გადაწყვეტილებით იმ შემთხვევაში, თუ ზრუნვის სხვა ტიპის დაწესებულებაში ვერ მოხდა არასრულწლოვნისთვის შესაბამისი მომსახურების შეთავაზება და ვერ განხორციელდა მისი რეაბილიტაცია/სოციალიზაცია. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სოციალური მუშაკის მიერ განხორციელებული არასრულწლოვნის ბიოფსიქოსოციალური შეფასების შედეგებიც. მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასება და მომსახურებაში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღება უნდა განხორციელდეს სოციალური მუშაკის მიმართვის დღიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში (საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს ერთ თვემდე).
4. ჩარიცხვის გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება მომსახურების განმახორციელებელ ორგანიზაციას.
5. ჩარიცხვის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში მომსახურების განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ ხორციელდება არასრულწლოვნის გაცნობა, მასთან კონტაქტის დამყარება, არასრულწლოვნის თანხმობით მომსახურებაში ვიზიტი და ამის შემდეგ მისი გადაყვანა მომსახურებაში.
6. გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში − შესაბამისი დაწესებულების უფლებამოსილი პირი ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში.
7. ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში ერთ სახლში შესაძლებელია ერთდროულად არაუმეტეს 10 ბენეფიციარის განთავსება, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში ერთ სახლში შესაძლებელია ერთდროულად არაუმეტეს 3 ბენეფიციარის განთავსება.
8. არასრულწლოვანის შეფასების საფუძველზე გამოვლენილი საჭირეობის შესაბემისად მომსახურების მიწოდება ხორციელდება ჩარიცხვიდან 4-12 თვის განმავლობაში, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ დადასტურებული საჭიროების შემთხვევაში, მომსახურება შეიძლება გახანგრძლივდეს 18 თვემდე. ამასთან, ქცევის გართულების შემთვევაში, მომსახურებაში ჩარიცხვა შესაძლებელია განმეორებითაც.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
1. ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს:
ა) 24-საათიანი მომსახურების მიწოდება მცირე საოჯახო ტიპის სახლში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) მინიმუმ ოთხჯერადი კვება, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
გ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფა;
დ) ბავშვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფა;
ე) ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლება (თვითმოვლა, საოჯახო აქტივობებში ჩართვა, ასაკისა და სქესის შესაბამისად განვითარების თავისებურებებზე (მათ შორის სქესობრივ განვითარებაზე) ინფორმაციის მიწოდებადა სხვ.);
ვ) პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარებაში დახმარება, ბავშვის ინტერესების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით;
ზ) აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ხელშეწყობა და ბავშვის თავისუფალი დროის სწორი და მიზნობრივი ორგანიზება;
თ) კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვა;
ი) საჭიროების შემთხვევაში – ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება;
კ) პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში ბავშვის დინამიკური მეთვალყურეობის უზრუნველყოფა (რაც დასტურდება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ) და საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზება;
ლ) ბავშვის ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში აღზრდის უზრუნველყოფა, სოციალური მუშაკების მიერ პერიოდული ვიზიტებისა და ბავშვის მდგომარეობასა და განვითარებაზე შესაბამისი მეთვალყურეობის დაწესების მეშვეობით;
მ) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს;
ნ) საქართველოს კურორტებზე ან/და დიდი ქალაქებიდან მოშორებულ სარეკრეაციო ზონაში მდებარე დასახლებებში წელიწადში არანაკლებ ერთდროულად 3 დღისა და ჯამურად არანაკლებ 12 დღის განმავლობაში 10 ბავშვზე არანაკლებ 2 მომვლელის თანხლებით ჯგუფური დასვენების უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:
ნ.ა) შესაბამის კურორტამდე ან/და დიდი ქალაქებიდან მოშორებულ სარეკრიაციო ზონაში მდებარე დასახლებებამდე და უკან ტრანსპორტირებასა და დასვენების ადგილზე კეთილმოწყობილი და ადაპტირებული საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
ნ.ბ) მინიმუმ ოთხჯერად კვებას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
ნ.გ) სპორტულ-გამაჯანსაღებელ და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებში ჩართვას;
ნ.დ) საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას.
ო) შშმ ბავშვის შემთხვევაში საოჯახო ტიპის სახლის მომსახურება დამატებით მოიცავს:
ო.ა) ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას;
ო.ბ) დამატებითი პერსონალის (მომვლელის) მიერ ბენეფიციარის დახმარებას კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში;
ო.გ) შშმ ბავშვთა ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას.
პ) ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში ბავშვთა მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობა;
ჟ) ამ მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მოხალისეობრივ საქმიანობად ჩაითვლება არასამეწარმეო (არაკომერციული) ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ განხორციელებულ ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც განეკუთვნებიან ადამიანის უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობის, სოციალური დაცვის, განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, ბავშვთა უფლებების, ძალადობისგან დაცვისა და მავნე ზეგავლენისგან დაცვის, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, გარემოსა და ცხოველთა უფლებების დაცვის საკითხებს;
რ) მიმწოდებელი ვალდებულია, ამ მუხლის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში ბავშვ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოს შინაარსის, ვადის, საქმიანობის სპეციფიკისა და სხვა საკითხების შესახებ მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვამდე ინფორმაცია მიაწოდოს ბავშვ(ებ)ის კანონიერ წარმომადგენელს.
2. ამ დანართის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის ღონისძიებები მოიცავს:
ა) 24-საათიანი მომსახურების მიწოდებას;
ბ) შესაბამისი პერსონალით უზრუნველყოფას:
ბ.ა) მენეჯერი, რომელიც მუშაობს გარედან, პერიოდულად მიდის სახლში, ხვდება თანამშრომლებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მენეჯერის სამუშაო საათები არ არის შეზღუდული, მოქნილია და მორგებულია სახლის სიტუაციურ საჭიროებებს, იგი ანგარიშვალდებულია ორგანიზაციის დირექტორთან;
ბ.ბ) სამი ახალგაზრდული ლიდერი, რომლებიც:
ბ.ბ.ა) თითოეული ლიდერი მუშაობს ერთ მოზარდთან. ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა, დილის 9 საათიდან 19:00 საათამდე;
ბ.ბ.ბ) თავის ბენეფიციარებს შეახსენებს მასთან ერთად დაგეგმილ დღის განრიგს;
ბ.ბ.გ) ბენეფიციართან ერთად არიან ჩართული ფორმალურ თუ არაფორმალურ მეცადინეობებზე, სპორტულ თუ სახელოვნებო წრეებში და სხვა ღონისძიებებში;
ბ.ბ.დ) ბენეფიციარს უწესებს მკაფიო ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც მიეწოდება მას მომსახურება;
ბ.ბ.ე) მუშაობს მენეჯერთან და სოციალურ მუშაკთან, საჭიროების შემთხვევაში, მოწვეულ სპეციალისტთან ერთად გაწერილი განრიგის და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის მიხედვით;
ბ.ბ.ვ) ახალგაზრდული ლიდერი ანგარიშვალდებულია სახლის მენეჯერთან.
ბ.გ) ორი ღამის მორიგე აღმზრდელი, რომლიც:
ბ.გ.ა) მუშაობს ყოველ მეორე დღეს 19:00 საათიდან დილის 9:00 საათამდე და შაბათს ან კვირას 24 საათი. დილის 9:00 საათიდან მეორე დილის 9:00 საათამდე;
ბ.გ.ბ) ანგარიშვალდებულია ახალგაზრდულ ლიდერთან.
ბ.დ) დიასახლისი, რომელიც:
ბ.დ.ა) მუშაობს კვირაში ექვსი დღე, დილის 9:00 საათიდან 14 :00 საათამდე;
ბ.დ.ბ) ზრუნავს სახლის სისუფთავეზე, მოზარდების პირადი ტანსაცმლის, თეთრეულის, საყოფაცხოვრებო ნივთების მოწესრიგებაზე, სადილების მომზადებასა და სხვა საჭიროებებზე;
ბ.დ.გ) დიასახლისი ანგარიშვალდებულია ახალგაზრდულ ლიდერთან.
გ) მინიმუმ ოთხჯერად კვებას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
დ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;
ე) ბავშვის მომსახურების მოკლევადიანი და გრძელვადიანი ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და მისი შესრულების და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფას;
ვ) შესაბამისი ინფრასტქრუტურით უზრუნველყოფას;
ზ) მულტიდისციპლინური გუნდის (რომლს შემადგენლობაშია ფსიქოლოგი (სასურველია ქცევითი თერაპევტი), სოციალური მუშაკის პროფესიული ზედამხედველი, ფსიქიატრი და ბავშვის ინდივიდუალური შემთხვევიდან გამომდინარე შესაბამისი სპეციალისტი) მომსახურებით უზრუნველყოფას;
თ) ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციით უზრუნველყოფას;
ი) ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლებას (თვითმოვლა, საოჯახო აქტივობებში ჩართვა, ასაკისა და სქესის შესაბამისად განვითარების თავისებურებებზე (მათ შორის სქესობრივ განვითარებაზე) ინფორმაციის მიწოდებადა სხვ.) და თვითგამოხატვის ხელშეწყობას (პოზიტიური ქცევის წახალისება, ბრაზის მართვა, რუტინის, ქცევის წესების შემუშავება და სხვა);
კ) ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში ტრანზიციის ხელშეწყობას;
ლ) საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტით უზრუნველყოფას;
მ) 14 წლიდან პროფესიული, სახელობო უნარ-ჩვევების განვითარებაში დახმარება და დასაქმების ხელშეწყობას, ბავშვის ინტერესების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით;
ნ) აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ხელშეწყობას და ბავშვის თავისუფალი დროის სწორი და მიზნობრივი ორგანიზებას;
ო) პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში ბავშვის დინამიკური მეთვალყურეობის უზრუნველყოფას (რაც დასტურდება ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ), საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზებას;
პ) ბავშვის ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში აღზრდის უზრუნველყოფას, ბავშვის მდგომარეობასა და განვითარებაზე შესაბამისი მეთვალყურეობის დაწესების მეშვეობით;
ჟ) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს;
რ) ალტერნატიული ზრუნვის ადგილის მომზადებაში ხელშეწყობას, რათა, დაწესებულების დატოვების შემდეგ (რეინტეგრაცია, მინდობით აღზრდა და სხვ.), არასრულწოვნისათვის განსაზღვრული იყოს მის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული საცხოვრებელი ადგილი;
ს) წელიწადში ორჯერ მომსახურების ხარისხის გარე მონიტორინგს (პროფესიული ზედამხედველობა 3 საათი);
ტ) ჩარიცხვიდან არაუგვიანეს ექვსი კვირის შემდეგ საკუთარი პოზიციის შესაფასებლად, ბენეფიციარის, მულტიდისციპლინური გუნდის წევრების და მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით შეხვედრის ორგანიზებას.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 100 000 ლარით.
2. ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსების წესი განისაზღვრება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების შესაბამისად. ამასთან, მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების ოდენობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისათვის შეადგენს დღეში 30 ლარს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე ბავშვებისთვის – დღეში 25 ლარს, ხოლო მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსების ოდენობა დღეში 120 ლარის ოდენობით.
3. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 12 ლარით, მაგრამ არაუმეტეს ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა, ხოლო ამ დანართის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 60 ლარით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
6. მცირე საოჯახო ტიპის სახლში განთავსებულ ბენეფიციარს 18 წლის ასაკის მიღწევის თვეს უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი მომსახურება იმავე ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებლისგან, რომლისგანაც იღებდა მომსახურებას წინა თვეს. ამასთან, თუ მცირე საოჯახო ტიპის სახლში მცხოვრები ბენეფიციარი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე, მას უფლება აქვს, მიიღოს მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების თვის ჩათვლით პერიოდში იმავე ქვეპროგრამის მიმწოდებლისგან, რომლისგანაც იღებდა მომსახურებას 18 წლის ასაკის მიღწევის თვეს.
7. მცირე საოჯახო ტიპის სახლში მომსახურების შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება რეგიონული საბჭოების მიერ არაუმეტეს ჩამოთვლილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ერთდროულად მოქმედი ვაუჩერების შემდეგი ლიმიტებისა:
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ლიმიტი
1.
ქ. თბილისი
110
2.
ქ. რუსთავი
7
3.
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
18
4.
მცხეთის მუნიციპალიტეტი
20
5.
ქ. ქუთაისი
54
6.
ხონის მუნიციპალიტეტი
10
7.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
8
8.
ქ. ბათუმი
6
9.
თელავის მუნიციპალიტეტი
18
10.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
10
11.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
8
12.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
8
13.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
16
14.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
8
15.
გორის მუნიციპალიტეტი
10
16.
ხაშურის მუნიციპალიტეტი
20
სულ
331
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების შემთხვევაში, ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №2 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.
მუხლი 7🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს ზრუნვის სააგენტო.
დანართი 2.8
მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანა
ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია მიუსაფარ ბავშვთა მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და ინტეგრაცია, ასევე, უსაფრთხო საცხოვრებლით (თავშესაფრით) უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
ქვეპროგრამის ღონისძიებებია:
ა) მობილური ჯგუფის (ფსიქოლოგი, მძღოლი, თანასწორ-განმანათლებელი) მომსახურებით უზრუნველყოფა:
ა.ა) ყოველდღიურად, მაგრამ არაუმეტეს კვირაში 40 საათისა, სამიზნე ჯგუფის ბავშვების პოტენციური ყოფნის/მუშაობის ადგილებში ვიზიტების განხორციელება;
ა.ბ) სამიზნე ჯგუფის ბავშვების შესახებ შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება/ვიზიტების განხორციელება;
ა.გ) ბავშვებთან კონტაქტში შესვლა, ბავშვის საჭიროებების იდენტიფიცირება, კონსულტირება;
ა.დ) საჭიროების შემთხვევაში – ამბულატორიული ან სტაციონარული მომსახურების ორგანიზება;
ა.ე) ბავშვის პირადი ჰიგიენის ნივთებით უზრუნველყოფა და მისი დაცვის ხელშეწყობა;
ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიური მომსახურება;
ა.ზ) ბავშვის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაციის მოძიება/მოწესრიგება;
ა.თ) ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის მოძიება და სოციალური გარემოს შეფასება, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ა.თ.ა) ბიოლოგიური ოჯახის საჭიროებების შეფასების მიზნით მეურვეობა-მზრუნველობის სოციალურ მუშაკთან ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკთან გადამისამართება;
ა.ი) მობილური ჯგუფის საქმიანობას კოორდინაციას უწევს ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკი.
ბ) დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:
ბ.ა) ყოველდღიურ მომსახურებას ორჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
ბ.ბ) საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას, ასევე ამბულატორიული ან სტაციონარული მომსახურების ორგანიზებას;
ბ.გ) პირადი ჰიგიენის დაცვის ხელშეწყობას;
ბ.დ) ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდებას/ორგანიზებას;
ბ.ე) კრიზისული სიტუაციების მართვას;
ბ.ვ) ბენეფიციართათვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმების შემუშავებას/განხორციელებას;
ბ.ზ) ბენეფიციართა აკადემიური საჭიროებების გამოვლენისა და მათი დაკმაყოფილების ხელშეწყობას (ფორმალურ საგანამანათლებლო პროცესში ჩართვის ხელშეწყობას);
ბ.თ) არაფორმალური განათლების მიწოდებას;
ბ.ი) ბენეფიციარის კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფას;
ბ.კ) ბენეფიციარებისათვის დროის სწორი ორგანიზების, ეფექტური კომუნიკაციის, არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და კონფლიქტების არაძალადობრივი გზით მოგვარებისა და სხვა ყოფითი უნარ-ჩვევების სწავლებას;
ბ.ლ) ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში, ბავშვთა მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობას;
ბ.მ) მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების დღის ცენტრში ტრანზიციის ხელშეწყობას.
გ) სადღეღამისო თავშესაფრის მომსახურება, რაც მოიცავს:
გ.ა) ბავშვის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას (კვება, ჰიგიენა, უსაფრთხოება, თავშესაფარი, განათლება, ჯანმრთელობა, მზრუნველი გარემო);
გ.ბ) პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზებას;
გ.გ) ყოველდღიურ მომსახურებას არანაკლებ ოთხჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
გ.დ) კრიზისული სიტუაციების მართვას – სპეციფიკური საჭიროებების გამოვლენა, კრიზისის რისკების დაძლევაში დახმარება, ბავშვის ფსიქოსოციალური მდგომარეობის სტაბილიზაცია;
გ.ე) ბენეფიციართათვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ღონისძიებების (შესაბამისი სპეციალისტების ჩართვით) დაგეგმვას/განხორციელებასა და მომზადებას სხვა ალტერნატიულ გარემოში (მათ შორის, ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან/მზრუნველთან) მათ განსათავსებლად;
გ.ვ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;
გ.ზ) ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ჩართვის ხელშეწყობას;
გ.თ) ყოველდღიური, ყოფითი უნარების სწავლებას (თვითმოვლა და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვას);
გ.ი) ფსიქოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფას;
გ.კ) ბავშვის ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავებას, მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფას;
გ.ლ) ბავშვის ინტერესების, მიდრეკილებებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით პროფესიული და სახელობო უნარ-ჩვევების განვითარებაში დახმარებას, სამუშაოს მოძიებისა და დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას;
გ.მ) კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას;
გ.ნ) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს;
გ.ო) ბენეფიციარის სურვილის შემთხვევაში, ბავშვთა მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობას;
გ.პ) ბენეფიციართა ჯგუფურ დასვენებას საქართველოს კურორტებზე ან/და დიდი ქალაქებიდან მოშორებულ სარეკრეაციო ზონაში მდებარე დასახლებებში, წელიწადში არანაკლებ ერთდროულად 3 დღისა და ჯამურად არანაკლებ 12 დღის განმავლობაში;
გ.ჟ) მინდობით აღზრდის ქვეპროგამაში/მცირე საოჯახო ტიპის სახლში ტრანზიციის ხელშეწყობა.
მუხლი 3🔗. მეურვეობისა და მზრუნველობის ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის უფლებამოსილებები
მეურვეობისა და მზრუნველობის ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის უფლებამოსილებებია:
ა) შეაფასოს იდენტიფირებული ბავშვის ოჯახის საჭიროებები;
ბ) ოჯახის გაძლიერების მიზნით გადაამისამართოს ბენეფიციარი საჭირო მომსახურებებში/უწყებებში;
გ) ჩაატაროს სოციალური მუშაობა, მიაწოდოს ინფორმაცია ძალადობის ფორმების შესახებ;
დ) ბენეფიციარების მშობლებს/მზრუნველებს დაეხმაროს მშობლობის უნარ-ჩვევების შეძენა/განვითარებაში;
ე) საჭიროების შესაბამისად, ბენეფიციარები/მშობლები/მზრუნველები ჩართოს სხვადასხვა პროგრამებში/ქვეპროგრამებში;
ვ) იმ შემთხვევაში, თუ მაძიებლის ანკეტის გახსნიდან 12 თვის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს მიუხედავად, ბავშვი კვლავ იმყოფება ქუჩაში, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე უფროს სოციალურ მუშაკთან კოორდინაციით მიმართოს სასამართლოს მშობლის უფლებების შეზღუდვის/ჩამორთმევის მიზნით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, განუსაზღვროს მას მზრუნველობის შესაბამისი ფორმა.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი
1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით იდენტიფიცირებული 18 წლამდე ასაკის მიუსაფარი ბავშვები, ასევე ის მიუსაფარი ბავშვები, რომლებიც არიან ამ ქვეპროგრამის ბენეფიციარები, იღებენ ზოგად განათლებას და არიან არასრული საშუალო ან საშუალო განათლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები (მე-9 და მე-12 კლასები) სასწავლო წლის დასრულების მომდევნო თვის 1 რიცხვამდე.
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მიმწოდებელთან პირის მოთავსებისა და გაყვანის საკითხები რეგულირდება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებების ხანგრძლივობა
1. დღის ცენტრის მომსახურების შემთხვევაში, ჩარიცხვის თარიღიდან არაუმეტეს 18 თვე ზედიზედ (2021 წლის 1 იანვრიდან);
2. თავშესაფრის შემთხვევაში, ჩარიცხვის თარიღიდან არა უმეტეს 24 თვე ზედიზედ (2021 წლის 1 იანვრიდან);
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის გაგრძელების აუცილებლობის შემთხვევაში, სოციალური მუშაკის არგუმენტირებული დასკვნის საფუძველზე საკითხი უნდა განიხილოს მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭომ.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 200 000 ლარით.
2. ამ დანართის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელი მობილური ჯგუფები ფინანსდებიან გლობალური ბიუჯეტის პრინციპით. ერთი მობილური ჯგუფის მომსახურებისთვის თვეში ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს 4 000 ლარს, იმ შემთხვევაში, თუ მობილური ჯგუფი თვის განმავლობაში ფუნქციონირებს არასრული შემადგენლობით, მომსახურების ანაზღაურება ხდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ფაქტობრივი ხარჯის შესაბამისად, მაგრამ კალენდარულ წელიწადში არაუმეტეს 2 შემთხვევისა და ერთჯერადად ზედიზედ არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონკრეტული მობილური ჯგუფისთვის მომსახურება ანაზღაურებას არ ექვემდებარება. მომსახურების მიმწოდებელმა მობილური ჯგუფის არასრული შემადგენლობით მომსახურების მიწოდების მიზეზების შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა აცნობოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. მომსახურება მიმწოდებელს აუნაზღაურდება მომსახურების მიწოდების შემდეგი თვის 10 რიცხვამდე. ამასთან, მობილური ჯგუფის მომსახურების ანაზღაურების აუცილებელი პირობაა მიმწოდებლის მიერ არაუგვიანეს მიწოდების თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოში ანგარიშის წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის მიხედვით. ამასთან, მობილური ჯგუფის მიერ თვის განმავლობაში გაწეული მომსახურების ანაზღაურებისას მიმწოდებლის მიერ ზრუნვის სააგენტოში ანგარიშის წარდგენის ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, მობილური ჯგუფის მიერ შესაბამისი თვის განმავლობაში გაწეული მომსახურება ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
3. ამ დანართის მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი. ვაუჩერზე თვეში ასანაზღაურებელი თანხა, დღის ცენტრის და თავშესაფრის შემთხვევაში, გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვეში ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე. ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის ბოლომდე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლისა და უფლებამოსილი უფროსი სოციალური მუშაკის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მონაცემები მომსახურების თვეში დაწესებულების მომსახურებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობის შესახებ. დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს ზრუნვის სააგენტო. ამასთან, წარდგენილი ვაუჩერის ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
4. ამ დანართის მე-2 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურებისთვის ერთ ბენეფიციარზე გათვალისწინებული დღიური ანაზღაურების ოდენობა შეადგენს:
ა) დღის ცენტრის მომსახურების შემთხვევაში – 12 ლარს;
ბ) თავშესაფრის მომსახურების შემთხვევაში – 25 ლარს;
ბ.ა) თავშესაფარის შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისათვის, რომელიც განსაზღვრულია „მინდობით აღზრდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №01-72/ნ ბრძანების N2 დანართით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად – 35 ლარს;
გ) ამასთან, მომსახურების თვეში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები დღის ცენტრში ანაზღაურდება დღეში 6 ლარით, თავშესაფარში – დღეში 12 ლარით, მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი მომსახურების ლიმიტით განსაზღვრული ადგილების 50%-ისა. ამავდროულად, მიმწოდებლის მიერ მიწოდებული მომსახურებისთვის დღეში ასანაზღაურებელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ქ. თბილისში მოქმედ თითოეულ თავშესაფარში – არაუმეტეს 15 და დღის ცენტრში – არაუმეტეს 20 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას, ქ. ქუთაისში მოქმედ თითოეულ თავშესაფარში – არაუმეტეს 10 და დღის ცენტრში – არაუმეტეს 20 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას, ქ. რუსთავში მოქმედ თითოეულ თავშესაფარში – არაუმეტეს 15 და დღის ცენტრში – არაუმეტეს 22 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას, ქ. ბათუმში – დღის ცენტრში – არაუმეტეს 30 ბენეფიციარის მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობას.
5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ყოველთვიურად ზრუნვის სააგენტოში წარდგენა ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
მუხლი 7🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
1. ამ დანართის მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №2 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.
2. სამიზნე ჯგუფთან მომუშავე მობილური ჯგუფები განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) ქ თბილისში – 4 მობილური ჯგუფი;
ბ) ქ. რუსთავში – 1 მობილური ჯგუფი;
გ) ქ. ქუთაისში – 2 მობილური ჯგუფი;
დ) ქ. ბათუმში – 2 მობილური ჯგუფი.
მუხლი 8🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს ზრუნვის სააგენტო.
დანართი 2.9
განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანა
ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია განვითარების მძიმე და ღრმა (ფიზიკური/ ინტელექტუალური/ფსიქიკური) შეფერხების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია, მათი ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ოჯახის მხარდაჭერა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
ქვეპროგრამის ღონისძიებები მოიცავს:
ა) ბენეფიციარის ჩარიცხვიდან 30 დღის განმავლობაში ინდივიდუალური მომსახურების გეგმის (გრძელვადიანი და მოკლევადიანი გაზომვადი მიზნებით) შედგენა, რომელიც ბავშვის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით უნდა მოიცავდეს ბენეფიციარისთვის/მშობლისათვის მორალური და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, სოციალური, თვითმოვლის და კომუნიკაციური უნარების გაძლიერებას და სოციალურ ინტეგრაციაში ხელშეწყობას;
ბ) ბავშვის შეფასება და მომსახურების მიწოდება ბინაზე ან საჭიროების შემთხვევაში, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შემუშავებული ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შესაბამისად ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს მომვლელისა და განვითარების სპეციალისტის მომსახურებას (გარდა რთული ქცევის მქონე ბენეფიციარებისა). საჭიროების შემთხვევაში გეგმის შესაბამისად განსაზღვრული მულტიდისციპლინური გუნდის სათანადო სპეციალისტ(ებ)ის (მათ შორის საჭიროებისამებრ: ოკუპაციური თერაპევტის, ფიზიკური თერაპევტის, მეტყველების სპეციალისტის, ფსიქოლოგის, პედიატრის) მომსახურებას. თვეში მომსახურება გულისხმობს არაუმეტეს 44 საათს. ამასთან, მომსახურების ფარგლებში:
ბ.ა) განვითარების სპეციალისტი მულტიგუნდთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს:
ბ.ა.ა) ბენეფიციარის შეფასებას და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავებას/განხორციელებას;
ბ.ა.ბ) ბენეფიციართა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას;
ბ.ა.გ) ბენეფიციარის და ოჯახის წევრებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას და მხარდაჭერას;
ბ.ა.დ) ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით საჭირო უნარების განვითარებას და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას;
ბ.ა.ე) ბავშვის და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.
ბ.ბ) მომვლელი მულტიგუნდთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს:
ბ.ბ.ა) ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს;
ბ.ბ.ბ) ბენეფიციარის მოვლას და დახმარება სკვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში.
გ) რთული ქცევის მქონე ბენეფიციარებსათვის ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან ერთად ქცევის თერაპევტის ან/და პროგრამის ხელმძღვანელის – ფსიქოლოგის მიერ გამოვლენილი საჭიროებების შემთხვევაში, რომელიც დადასტურებულია არგუმენტირებული, ხელმოწერილი დასკვნით და ინფორმაციით, რომ მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციას შესაძლებლობა აქვს გაუფორმოს ხელშეკრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამის ბენეფიციარებზე ინდივიდუალური ზრუნვის განხორციელებას;
დ) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ზრუნვის დრო და ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს შრომის კანონმდებლობას და გაწერილი უნდა იყოს ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში;
ე) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნტით გათვალისწინებულ ხელშკრულებით დასაქმებულ პირს ზედამხედველობას უწევს შემთხვევის მართვის მენეჯერი, არის დამოუკიდებელი ქცევის თერაპევტი ან სუპერვიზორი და კონსულტანტი რთული ქცევის მართვის საკითხებში, რომელსაც არის პროფესიით ფსიქოლოგი, აქვს დამოუკიდებელი პრაქტიკა რთული ქცევის მქონე ბავშვებთან და მოზარდებთან და მეთოდოლოგიურად ეყრდნობა ქცევის გამოყენებით ანალიზს და შეუძლია რთული ქცევის მართვაზე პროფესიული ზედამხედველობის განხორციელება.
ვ) შემთხვევის მართვის მენეჯერი უზრუნველყოფს:
ვ.ა) რთული ქცევის ფუნქციურ შეფასებას;
ვ.ბ) რთული ქცევის შეფასებას;
ვ.გ) ბენეფიციარის განვითარების შეფასებასა და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შედგენას;
ვ.დ) ბენეფიციარის ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას;
ვ.ე) ბენეფიციართან მომუშავე სპეციალისტებისთვისა და ოჯახის წევრებისთვის რეკომენდაციების მიწოდებასა და მხარდაჭერას;
ვ.ვ) ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით საჭირო უნარების განვითარებას და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას;
ვ.ზ) ბავშვის და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას;
ვ.თ) ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირების ჩართვის საჭიროების განსაზღვრას;
ვ.ი) ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირების სამუშაო საათების დადგენას;
ვ.კ) ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირების სუპერვიზიას;
ვ.ლ) ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი პირებისთვის სამუშაო რეკომენდაციების გაცემას; სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიისა და ტექნიკების მონიტორინგს;
ვ.მ) ქცევის ფუნქციის დადგენის და/ან შემზღუდავი/შემაფერხებელი ტექნიკების გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში კონსულტანტი BCBA-ის ჩართვას.
ზ) კონსულტანტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები მოიცავს სამუშაო აღწერილობა მოიცავს:
ზ.ა) ბავშვთან/მოზარდთან მომუშავე მულტიდიციპლინარული გუნდის (კანონიერი წარმომადგენელი, შემთხვევის მართვის მენეჯერი, განვითარების სპეციალისტები და/ან ქცევითი თერაპევტი) და პროგრამის ხელმძღვანელის კონსულტირებას რთული ქცევის ფუნქციურ შეფასებაში;
ზ.ბ) ქცევის ფუნქციური ანალიზისთვის საჭირო ჩანაწერების ფორმების შემუშავებაში პროგრამის სპეციალისტების კონსულტირებას;
ზ.გ) ქცევის ფუნქციური ანალიზის გაკეთება ბავშვთან/მოზარდთან მომუშავე სპეციალისტების ჩანაწერების საფუძველზე;
ზ.დ) პროგრამის სპეციალისტების (ფსიქოლოგი/განვითარების სპეციალისტი/ქცევითი თერაპევტი) მიერ ბავშვის/მოზარდის განვითარების საფეხურის საფუძველზე პროგრამის ხელმძღვანელისა და შემთხვევის მართვის მენეჯერის კონსულტირება კრიზისული ინტერვენციის გეგმის შემუშავებაში.
თ) კონსულტანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
თ.ა) რთული ქცევის მქონე ბავშვებთან/მოზარდებთან მინიმუმ 4 წლიანი მუშაობის გამოცდილება ბუნებრივ გარემოში (სკოლა, სახლი, დღის ცენტრი) ქცევის გამოყენებითი ანალიზის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით;
თ.ბ) ბავშვების/მოზარდების ოჯახებთან მუშაობისა და პირველადი ფსიქო-სოციალური დახმარების გაწევის გამოცდილება;
თ.გ) ოჯახის წევრებისა და ბავშვთან მომუშავე სპეციალისტების სუპერვიზიისა და სწავლების გამოცდილება ქოუჩინგის მეთოდით;
თ.დ) BCBA (The Board Certified Behavior Analyst) -ის ხარისხი ან BCBA-ის სასერტიფიკატო კურსის მონაწილე, რომელიც ამჟამად ახორციელებს პრაქტიკას BCBA-ის სუპერვიზიით’
ი) საჭიროებისა და შესაბამისი დიაგნოზის (შარდისა და/ან განავლის შეუკავებლობა) არსებობის შემთხვევაში – ერთჯერადი შემწოვი საფენებით უზრუნველყოფა.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი
1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნებიან 7-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ დახმარებას და ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია/შეუსაბამოა მათი სკოლაში სიარული ან დღის ცენტრის მომსახურებაში ჩართვა, გარდა ამ დანართის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა, თანდართული ლიმიტების გათვალისწინებით:
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ლიმიტი
ქ. თბილისი
60
თელავის მუნიციპალიტეტი
10
ზუგდიდი მუნიციპალიტეტი
10
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
10
ბორჯომი
10
სულ
100
2. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამიზნე ჯგუფის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ზრუნვის სააგენტოს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
ა) კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი;
ბ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი − ფორმა №IV-50/2, რომელშიც დიაგნოზის პუნქტში (15.1 ან 15.2) აღნიშნული უნდა იყოს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD10)-ით განსაღვრული ის ნოზოლოგი(ებ)ი, რომლის საფუძველზეც აღინიშნება ორგანოთა სისტემ(ებ)ის მაღალი ხარისხის ფუნქციური დარღვევები და რომელიც იწვევს განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხებას. ამასთან, „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“ დადგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 17 მარტის №62/ნ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-17 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრული აქვს სხვა პირის მუდმივი დახმარების საჭიროება). მომსახურებაში ჩართვისათვის პირველადად მიმართვის შემთხვევაში, თუ შშმ ბავშვს აღნიშნული სტატუსი ერთჯერადად 18 წლამდე გადამოწმების გარეშე დადგენილი აქვს წელიწადზე მეტი ხანგრძლივობის ვადით ადრე და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტში − ფორმა №IV-50/2 არსებული ჩანაწერი დიაგნოზისა და მომსახურების საჭიროების დასაბუთების შესახებ, არ არის საკმარისი ამ ქვეპროგრამის მომსახურებაში ჩასართავად, აღნიშნულ ფორმასთან ერთად შესაძლებელია წარმოდგენილი იქნეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), რომელშიც მითითებული იქნება ყველა ის მოთხოვნა, რაც განსაზღვრულია სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის − ფორმა №IV-50/2 -სთვის ამავე ქვეპუნქტის შესაბამისად. ამასთან, შესაბამისი დიაგნოზთან (შარდის ან/და განავლის შეუკავებლობა) ერთად ზემოაღნიშნულ დოკუმენტაციაში მითითებული უნდა იყოს ბავშვის ერთჯერადი შემწოვი საფენების საჭიროება (რომელიც ინახება ორგანიზაციაში);
ვ) რთული ქცევის მქონე ბენეფიციარის შემთხვევაში ქცევის თერაპევტის ან/და პროგრამის ხელმძღვანელის – ფსიქოლოგის ხელმოწერილი დასკვნა.
3. მიმწოდებელი უზრუნველყოფს:
ა) ბავშვის პირველად შეფასებას და ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფისადმი კუთვნილების დადგენას;
ბ) პირველადი შეფასების ზრუნვის სააგენტოში წარდგენას არაუგვიანეს პირის კანონიერი წარმომადგენლის/მინდობით აღმზრდელის/უფლებამოსილი პირის მიერ მიმწოდებლისთვის მიმართვისა და ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღისა, ზრუნვის სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით.
4. ზრუნვის სააგენტო უზრუნველყოფს სოციალური მუშაკის მომართვის და დასკვნის საფუძველზე, ბავშვის პროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ყოველი თვის 5 რიცხვის ჩათვლით. პროგრამაში ჩართვის უპირატესობით სარგებლობენ მომსახურების მაძიებლები შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების ბავშვები;
ბ) მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები;
გ) განცხადების წარდგენის დღისთვის „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 120 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვები;
დ) განცხადების თარიღის რიგითობის მიხედვით.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 500 000 ლარით.
2. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული მომსახურების დაფინანსებისათვის, არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში. მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ ბენეფიციარის საჭიროებათა შეფასების და ბავშვის ინდივიდუალური მომსახურების გეგმის გადახედვის საფუძველზე მატერიალიზებული ვაუჩერის მოქმედების ვადა შეიძლება გაგრძელდეს ავტომატურად, მათ შორის წინა წელს ამავე ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებზე. ამასთან, კომპონენტის ფარგლებში, ბინაზე მოვლის დაფინანსებული მომსახურების ლიმიტი ერთი ბენეფიციარისთვის თვეში ყველა შემთხვევაში ითვალისწინებს მომვლელისა და განვითარების სპეციალისტის და საჭიროების შემთხვევაში მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტ(ებ)ის (მათ შორის საჭიროებისამებრ: ოკუპაციური თერაპევტის, ფიზიკური თერაპევტის, მეტყველების სპეციალისტის, ფსიქოლოგის, პედიატრის) მომსახურებას, სულ – არაუმეტეს 44 საათისა (გარდა რთული ქცევის მქონე ბენეფიციარებისა).
3. ვაუჩერი ფინანსდება არაუგვიანეს მომსახურების გაწევის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია, მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოწარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ წინა თვეში ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, წინა თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების სახეობების, ჯერადობისა და მომსახურების ჩატარების ადგილის მითითებით, რაც დადასტურებული უნდა იყოს ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით. დოკუმენტის ფორმას განსაზღვრავს ზრუნვის სააგენტო. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
4. მომსახურება ანაზღაურდება ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი შესრულებული სამუშაოს მიხედვით. ამასთან, ჯამურად გადასარიცხი თანხის ოდენობა გამოიანგარიშება ჩატარებული საათების რაოდენობის ნამრავლით 10 ლარზე, მაგრამ არაუმეტეს 440 ლარისა. ერთჯერადი შემწოვი საფენების საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში, თითოეული ბენეფიციარის ამ პროდუქტით უზრუნველყოფა საფენების ღირებულებისა და რაოდენობის შესაბამისად, ანაზღაურდება დამატებით, მაგრამ არაუმეტეს 50 ლარისა.
5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი დამატებითი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა, ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
6. ზედიზედ 60 დღის მანძილზე ვაუჩერის გამოუყენებლობა იწვევს ვაუჩერის ავტომატურად გაუქმებას, გარდა მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების დროებით შეჩერების შემთხვევებისა, რაზეც მიმწოდებელი მინიმუმ ერთი თვით ადრე წერილობით აცნობებს ბენეფიციარის კანონიერ წარმომადგენელს/მინდობით აღმზრდელს, ზრუნვის სააგენტოს და სამინისტროს. ამ შემთხვევაში, უნდა მოხდეს ბენეფიციარის პროგრამაში ხელახლა ჩართვა ყველა აუცილებელი პროცედურის გავლით. აღნიშნული შეზღუდვის, ისევე როგორც ქვეპროგრამაში მონაწილეობის სხვა პარამეტრებისა და ინდივიდუალური გეგმის შესახებ, ბენეფიციარის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/მინდობით აღმზრდელი ინფორმირებული უნდა იყოს მომსახურების მიმწოდებლის მიერ. ვაუჩერის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტო.
7. ქვეპროგრამის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ზრუნვის განმახორციელებელი ერთი პირის ანაზღაურება შეადგენს სამუშაო დღეებში საათში 10 ლარს (არაუმეტეს დღეში 18 საათისა), ხოლო არასამუშაო დღეებში – საათში 12 ლარს (არაუმეტეს დღეში 18 საათისა). მომსახურება ანაზღაურდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით მომდევნო თვის 10 რიცხვამდე ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით წარდგენილი ანგარიშის შესაბამისად.
8. მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის მართვის მენეჯერისა და კონსულტანტის მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურდება ზრუნვის სააგენტოს მიერ განსაზღვრული ფორმით, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი წარუდგენს ზრუნვის სააგენტოს ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოს შესაბამისად. ამასთან, ერთი ბენეფიციარისათვის შემთხვევის მართვის მენეჯერის მიერ შესრულებული სამუშაო, რომელიც შეადგენს თვეში ოთხ საათს ფინანსდება საათში 80 ლარით, ხოლო კონსულტანტის მიერ განხორციელებული პროფესიული ზედამხედველობა, რომელიც შეადგენს თვეში ოთხ საათს ფინანსდება საათში 100 ლარით.
9. 18 წლის ასაკის მიღწევამდე მომსახურება წყდება, თუკი:
ა) მოხდა ბავშვის ჩართვა ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში (გარდა შინ სწავლების შემთხვევისა) ან დღის ცენტრის პროგრამაში – დღის ცენტრის ვაუჩერის მოქმედების თვიდან;
ბ) ბავშვი გადავიდა პალიატიურ ზრუნვაში – აღნიშნულ ზრუნვაში გადასვლის დღიდან ან იმყოფება სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ზედიზედ 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით, 30 დღის გასვლის შემდეგ;
გ) ბავშვი გადავიდა სააღმზრდელო დაწესებულებაში – დაწესებულებაში გადასვლის დღიდან;
დ) კანონიერი წარმომადგენლის სურვილით;
ე) საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზეზით, როდესაც ახალი საცხოვრებელი სცილდება მომსახურების არეალს.
10. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების თაობაზე, მიმწოდებელი დაუყოვნებლივ ატყობინებს ზრუნვის სააგენტოს.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №2 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს ზრუნვის სააგენტო.
დანართი 2.10
მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურების ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანა
ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ბავშვის ოჯახთან მიახლოებულ გარემოში აღზრდის ღონისძიებაა, რომლის მიზანია მზრუნველობამოკლებული მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების ოჯახთან მიახლოებულ გარემოში განთავსების გზით ოჯახთან მიახლოებულ პირობებში მოვლისა და აღზრდის უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
ქვეპროგრამის ღონისძიებებია:
ა) 24-საათიანი მომსახურების მიწოდება სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) სათანადო კვებით უზრუნველყოფა;
გ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფა;
დ) მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომელშიც შედიან ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, პედიატრი, ბავშვის მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შემუშავება და მისი შესრულებისა და პერიოდული გადასინჯვის უზრუნველყოფა;
ე) მომსახურების ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, ყოველდღიური ზრუნვა და შესაძლებლობის გათვალისწინებით, სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა და შესაბამისი უნარების განვითარება;
ვ) სათანადო სამედიცინო ზრუნვის განხორციელება;
ზ) საჭიროების შემთხვევაში – ჯანდაცვის დაწესებულებაში ბავშვის დინამიკური მეთვალყურეობის უზრუნველყოფა და საჭიროებისამებრ, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა, ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გაუთვალისწინებელი მომსახურების) მიღების ორგანიზება;
თ) ბავშვის ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში აღზრდის უზრუნველყოფა და ბავშვის მდგომარეობასა და განვითარებაზე შესაბამისი მეთვალყურეობის დაწესება;
ი) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს;
კ) საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფა;
ლ) ბენეფიციარის დახმარება კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი
ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია:
ა) სახელმწიფო ზრუნვის მომსახურებებში მცხოვრები მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდაში განთავსება ვერ ხერხდება;
ბ) მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვები, რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში შენარჩუნება, შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდაში განთავსება ვერ ხერხდება;
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 350 000 ლარით.
2. სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის მომსახურების დაფინანსების ოდენობა შეადგენს დღეში 70 ლარს.
3. ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მცირე საოჯახო ტიპის სახლის მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების თვეში ფუნქციონირებად მცირე საოჯახო ტიპის სახლში შეუვსებელი, ლიმიტით განსაზღვრული ადგილები ანაზღაურდება დღეში 35 ლარით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
5. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
6. სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლში ბენეფიციარის ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება რეგიონული საბჭოების მიერ.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია სამინისტროში ამ დადგენილების №2 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს ზრუნვის სააგენტო.
დანართი 2.11
მზრუნველობა მოკლებული ბავშვების რეინტეგრაციის ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანა
ქვეპროგრამა ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრული ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებისა და ოჯახურ გარემოში აღზრდის ხელშემწყობი ღონისძიებაა, რომლის მიზანია სახელმწიფო ზრუნვის, 24 საათიანი სხვადასხვა მომსახურებიდან (მინდობით აღზრდა, ლიცენზირებული სააღმზრდელო დაწესებულება) არასრულწლოვნების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება და ოჯახის გაძლიერება.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
ქვეპროგრამის ღონისძიებებია:
ა) ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის ხელშეწყობა;
ბ) ბავშვის ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, მის ინდივიდუალურ განვითარებასა და საჭიროებებზე ორიენტირებული ზრუნვის უზრუნველყოფა;
გ) ბავშვის ფსიქოსოციალურ მხარდაჭერასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების ხელშეწყობა;
დ) ბიოლოგიური ოჯახის მხარდაჭერა, კანონიერი წარმომადგენლის მიერ ბავშვის ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით;
ე) ძალადობისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
ვ) ინდივიადუალური განვითარების გეგმით გათვალისწინებული სხვა აქტივობების განხორციელება.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი
ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფია სახელმწიფო ზრუნვის სისტემის სხვადასხვა მომსახურებებიდან (მინდობით აღზრდა, ლიცენზირებული სააღზრდელო დაწესებულება) ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებული 18 წლამდე ასაკის (18 თვის შესრულების ჩათვლით) ბავშვი.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 000 000 ლარით.
2. რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა და პრინციპები განისაზღვრება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების შესაბამისად.
3. რეინტეგრაციის შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და გაცემის საკითხები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესითა და პირობებით.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს ზრუნვის სააგენტო.
დანართი 2.12
სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანა
ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ამ კატეგორიის ახალგაზრდების დამოუკიდებელ ცხოვრებას უმაღლესი ან პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობით. ახალგაზრდა მომავალი ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით უზრუნველყოფილია სტაბილური, უსაფრთხო საცხოვრებლით, აქვს შესაძლებლობა მიიღოს პროფესიული/უმაღლესი განათლება, შეძლოს კარიერული განვითარება, რათა კონკურენტუნარიანი გახდეს შრომის ბაზარზე.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს მომსახურების მომწოდებლის მიერ შემდეგი ღონისძიებების განხორციელებას:
ა) უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფა ერთ ოთახში ერთად არა უმეტეს 3 ბენეფიციარისათვის, ხოლო ერთ შენობაში არაუმეტეს 6 ბენეფიციარისა;
ბ) 25 ბენეფიციარზე ერთი მომსახურების სოციალური მუშაკის/ახალგაზრდული მუშაკის/სოციალური პედაგოგის მომსახურებით უზრუნველყოფა;
გ) საჭიროების შემთხვევაში – ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზება;
დ) ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლება;
ე) სოციალური უნარების განვითარების ხელშეწყობა;
ვ) მოტივაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერება, ნებელობითი ფუნქციების, კომუნიკაციის უნარებისა და ემოციური ინტელექტის განვითარების ხელშეწყობა;
ზ) პროფესიული კონსულტირება, კარიერის დაგეგმვის, სამუშაოს ძიებისა და დასაქმების უნარების განვითარების (CV-ის და სამოტივაციო წერილის წერა, გასაუბრებისთვის მომზადება) ხელშეწყობა;
თ) დროის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის დაგეგმვის ტექნიკის სწავლება;
ი) ბენეფიციარის ჩართულობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებიდან გამომდინარე, ინდივიდუალური გეგმის მომზადება;
კ) წახალისების მექანიზმის დანერგვა;
ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელშეწყობა.
2. ბენეფიციარის მომსახურების ადგილზე არყოფნის შემთხვევაში (დასასვენებლად ქალაქგარეთ გასვლა, ექსკურსია და სხვ.) ქვეპროგრამა ითვალისწინებს მომსახურების მომწოდებლის მიერ:
ა) ბენეფიციარის სამგზავრო ხარჯებით უზრუნველყოფას;
ბ) დასვენებისათვის/ქალაქგარეთ გასვლისათვის საჭირო ხარჯებით, მათ შორის, კვების, ყოველდღიური და საცხოვრებლის დაქირავებისათვის თანხით უზრუნველყოფას.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი
1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული (სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი სკოლა-პანსიონი, მცირე საოჯახო ტიპის სახლები, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარები. ჩარიცხვის დროს პრიორიტეტი ენიჭება მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების ბენეფიციარებს, ასევე, მინდობით აღზრდის ქვეპროგრამის მოსარგებლე, რომელიც არის იმ უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რომელიც არ მდებარეობს მინდობით აღმზრდელის საცხოვრებელ ქალაქში) 18-იდან 21 წლამდე (21 წლის შესრულების თვის ჩათვლით) ახალგაზრდა. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარს არ შესრულებია 21 წელი და დაასრულა სწავლა, მომსახურება უგრძელდება არაუმეტეს 3 თვის ვადისა. ქვეპროგრამაში ჩართვისათვის ახალგაზრდა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში იმყოფებოდა მინიმუმ 1 (ერთი) წლის განმავლობაში და მომსახურების დატოვებიდან არ არის გასული 24 თვეზე მეტი;
ბ) არ არსებობს ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების შესაძლებლობა (უსახლკარობა, საფრთხის შემცველი საცხოვრისი, მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებული მშობლები/ოჯახის წევრი, ოჯახში ძალადობა და სხვ);
გ) აქვს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარები და განათლების მიღების მოტივაცია. აქვს ქვეპროგრამაში ჩართვაზე სააგენტოს უფლებამოსილი პირის – სოციალური მუშაკის და მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის ადმინისტრაციის რეკომენდაცია შესაბამისი ფორმით, რომელიც მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
დ) არის უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, ან არის აბიტურიენტი (აქვს შესაბამისი დოკუმენტი ან/და სოციალური მუშაკის დასკვნა, რითაც დასტურდება, რომ ბენეფიციარი ემზადება უმაღლეს ან პროფესიულ სასწავლებლში ჩასაბარებლად).
2. ქვეპროგრამაში ჩარიცხვის/ამორიცხვის/ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭო, სოციალური მუშაკის დასკვნისა და მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე.
3. ბენეფიციარის ქვეპროგრამაში ჩართვისთანავე ფორმდება სამმხრივი ხელშეკრულება 6 თვის ვადით, სადაც გაწერილია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციისა და ბენეფიციარის მოვალეობები, ასევე, ქვეპროგრამით სარგებლობის დამატებითი პირობები. ხელშეკრულების ფორმას ამტკიცებს სააგენტო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. ბენეფიციარსათვის მომსახურების მიწოდება:
ა) უწყდება შემდეგ შემთხვევებში:
ა.ა) მიაღწია ქვეპროგრამით განსაზღვრულ ზღვრულ ასაკს;
ა.ბ) საკუთარი სურვილით წყვეტს ხელშეკრულებას;
ა.გ) გაუჩინარების შემთხვევაში (არაუმეტეს 20 დღე);
ა.დ) შექმნა ოჯახი;
ა.ე) მიატოვა სწავლა (არაუმეტეს ერთი სემესტრისა);
შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი – აკადემიური შვებულების სტატუსით, არაუმეტეს ერთი სემესტრისა;
ა.ვ) დაარღვია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები;
ა.ზ) ან სხვა გარემოება (მაგ.: სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა და სხვ.).
5. ბენეფიციარისათვის მომსახურების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭო, მეურვეობისა და მზრუნველობის ტერიტორიული ორგანოსათვის მომსახურების მოიწოდებლის მიერ მიწოდებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების დადგომიდან არაუგვიანეს 14 დღის გამავლობაში.
6. მომსახურება წყდება მეურვეობისა და მზრუნველობის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღიდან.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 210 000 ლარით.
2. მომსახურებაში ბენეფიციარის დაფინანსების ოდენობა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირისათვის (ახალგაზრდისათვის) შეადგენს თვეში 900 ლარს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე პირისათვის – თვეში 600 ლარს.
3.ქვეპროგრამის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის მიმღებია სამინისტროს მიერ ქვეპროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული ორგანიზაცია.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის რეგისტრაციის წესი და პირობები დგინდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (ბენეფიციარის ჩარიცხვის ან ამორიცხვის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე). ვაუჩერით დაფინანსებული მომსახურების ასანაზღაურებელი თანხა გამოიანგარიშება ბენეფიციარის მიერ თვის განმავლობაში მიღებული მომსახურების დღეების ნამრავლით 30 ლარზე – შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შემთხვევაში, 20 ლარზე – შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის არმქონე პირის შემთხვევაში. მიმწოდებელი ვალდებულია, არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
6. ქვეპროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს ზრუნვის სააგენტო.
დანართი 2.13
სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანები
ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდამჭერი ღონისძიებაა, რომლის მიზანია სახელმწიფო ზრუნვის მომსახურებებიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
ქვეპროგრამის ღონისძიებებია სამიზნე ჯგუფის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი
1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს მიეკუთვნება:
ა) 18-21 წლამდე ახალგაზრდა (21 წლის შესრულების თვის ჩათვლით), რომელიც სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში იმყოფებოდა მინიმუმ 1 (ერთი) წლის განმავლობაში და დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყების მიზნით სახელმწიფო ზრუნვის მომსახურებას ტოვებს ან/და მომსახურების დატოვებიდან არ არის გასული 12 თვეზე მეტი და გამოხატავს სურვილს ჩაერთოს სამინისტროს მიერ შეთავაზებულ დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებში;
ბ) პროგრამის დანართ 2.12-ით („სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა“) მოსარგებლე სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდა, რომელიც აღარ არის პროგრამის დანართი 2.12-ით განსაზღვრული მომსახურების მიმღები, ჯერ არ შესრულებია 21 წელი, იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას და გამოხატავს სურვილს, ჩაერთოს სამინისტროს მიერ შეთავაზებულ დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებში.
2. კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ზრუნვის სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის უფროსი, ბენეფიციარის მიმართვის საფუძველზე. ვაუჩერი შესაძლებელია, გაიცეს 6-ჯერ (არაუმეტეს ერთჯერადად 2 თვის ვაუჩერისა).
3. ტერიტორიული ერთეულის უფლებამოსილი პირი ამოწმებას ბენეფიციარის სახელმწიფო ზრუნვაში ცხოვრებასთან დაკავშირებულ და სხვა საჭირო ინფორმაციას.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 40 000 ლარით.
2. ამ ქვეპროგრამის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე მისაწოდებელი საქონლის (კვების პროდუქტების) ღირებულება ერთჯერადად არ უნდა აღემატებოდეს 200 ლარს (2 თვის ვაუჩერი).
3. მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად:
ა) გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც განკუთვნილია მიწოდებული საქონლის დაფინანსებისათვის;
ბ) საქონლის მიმწოდებელი სააგენტოს არაუგვიანეს საქონლის მიწოდების შემდეგი თვის 10 რიცხვის ჩათვლით წარუდგენს ვაუჩერს (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის მიწოდების თვის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, საქონლის მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით არაუმეტეს 5 სამუშაო დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერების ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში წარდგენილი ვაუჩერები დაფინანსებას არ ექვემდებარება;
გ) ვაუჩერი გაიცემა ბენეფიციარზე, რომელიც უზრუნველყოფს ვაუჩერის მიღებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ჩათვლით მიმწოდებელთან ვაუჩერის განაღდებას. ამასთან, ერთ ბენეფიციარზე ამ პროგრამის ფარგლებში ზრუნვის სააგენტოს მიერ შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 6 ვაუჩერი;
დ) საქონლის მიმწოდებელი დასაქონლებული ვაუჩერით თითოეულ ბენეფიციარზე გაცემული კვების პროდუქტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ღირებულების თაობაზე ინფორმაციას აწვდის ზრუნვის სააგენტოს არაუგვიანეს ვაუჩერის დასაქონლების თვის შემდეგი თვის 10 რიცხვის ჩათვლით;
ე) ერთი ვაუჩერი ითვალისწინებს საკვები პროდუქტების დაფინანსებას ბენეფიციარზე გაცემული კვების პროდუქტების ფაქტობრივი ჯამური ღირებულების შესაბამისად, არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით;
ვ) გაცემული ვაუჩერის გამოუყენებლობა მისი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ჩათვლით პერიოდში იწვევს ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას;
ზ) ვაუჩერი გაიცემა სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ტერიტორიული ერთეულის უფროსის გადაწყვეტილებით (არაუგვიანეს ზრუნვის სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თვიდან მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით) ბენეფიციარზე, რომელიც უზრუნველყოფს არაუგვიანეს საქონლის მიღების მიმდინარე თვის 10 რიცხვის ჩათვლით საქონლის მიმწოდებლისათვის ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის გადაცემას;
თ) საქონლის მიმწოდებელი დასაქონლებული ვაუჩერით თითოეულ ბენეფიციარზე გაცემული კვების პროდუქტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ღირებულების თაობაზე ინფორმაციას აწვდის ზრუნვის სააგენტოს არაუგვიანეს ვაუჩერის შესაბამისი თვის ტალონის დასაქონლების თვის 15 რიცხვის ჩათვლით;
ი) საქონლის მიმწოდებელია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში ამ დადგენილების №2 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი საქონლის მიმწოდებლად რეგისტრირებული პირ(ებ)ი;
კ) კვების მატერიალიზებული ვაუჩერი ანაზღაურებას ექვემდებარება ამ დადგენილების №2 დანართის №2.1 დანართით („კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა“) გათვალისწინებულ მიმწოდებლებთან;
ლ) საქონლის მიმწოდებელი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს არაუგვიანეს საქონლის მიწოდების შემდეგი თვის 10 რიცხვის ჩათვლით წარუდგენს ვაუჩერს, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას საქონლის მიწოდების თვის შემდგომი თვის ამოწურვამდე. ამასთან, საქონლის მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევით არაუმეტეს 5 კალენდარული დღით დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერების ანაზღაურებისას ყოველ დაგვიანებულ კალენდარულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 კალენდარულ დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერები დაფინანსებას არ ექვემდებარება;
მ) საქონლის მიმწოდებელი დასაქონლებული ვაუჩერით თითოეულ ბენეფიციარზე გაცემული კვების პროდუქტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და ღირებულების თაობაზე ინფორმაციას აწვდის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს არაუგვიანეს ვაუჩერის დასაქონლების თვის შემდეგი თვის 10 რიცხვის ჩათვლით;
ნ) გაცემული ვაუჩერის გამოუყენებლობა მისი მიღებიდან 20 კალენდარული დღის ჩათვლით პერიოდში იწვევს ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს ზრუნვის სააგენტო.
დანართი №2.14
ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის მომსახურების ქვეპროგრამა
მუხლი 1🔗. ქვეპროგრამის ამოცანები
ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალური ცენტრის მომსახურების ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ბავშვის სოციალური განვითარების ხელშემწყობი ქვეპროგრამაა, რომლის მიზანია დაკმაყოფილდეს იმ ბავშვების კომპლექსური მოთხოვნილებები, რომლებიც საჭიროებენ სპეციალიზებულ, ხანგრძლივ, კომპლექსურ სამედიცინო მოვლას და სოციალურ მხარდაჭერას.
მუხლი 2🔗. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფი
1. ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფილიალის თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში მყოფი მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომელებსაც გარდა მზრუნველისა, ესაჭირეობათ ხანგრძლივი კვალიფიციური სამედიცინო/საექთნო მოვლა, ამასთან, უნდა აკმაყოფილებდნენ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან სულ ცოტა ორ პუნქტს: ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია (ტრაქეოსტომიით), დიალიზი, ჟანგბადზე დამოკიდებული 24 სთ განმავლობაში, სრული პარენტერალური კვება, მხოლოდ ზონდით კვება, ტრაქეოსტომის არსებობა, იმუნოდეფიციტი, ბოლო 6 თვის განმავლობაში ყოველდღიური მორეციდივე გულყრა-კრუნჩხვები, რომელიც საჭიროებს მედიკამენტოზურ ჩარევას, თუ ბავშვის სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველყოფა შეუძლებელია არასამედიცინო პირობებში და ბავშვის ზრუნვის დაწესებულებაში დატოვება მის სიცოცხლეს/ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.
მუხლი 3🔗. ქვეპროგრამის ღონისძიებები
1. ქვეპროგრამის ძირითად ღონისძიებებში შედის:
ა) 24-საათიანი მომსახურების მიწოდებას ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) სათანადო კვებით უზრუნველყოფას;
გ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;
დ) ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით ფსიქოლოგიური, განვითარების, განათლებისა სოციალური და სხვა საჭირეობების დაკმაყოფილებას;
ე) მოვლის სერვისს დაავადების (ნოზოლოგიის) და ფუნქციონალური შესაძლებლობების მიხედვით. პერსონალური (ასაკი, სქესი, ეროვნება და სხვა), ფსიქოლოგიური, სოციალური და ფინანსური მახასიათებლების, ასევე, პიროვნების წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ჩვევების გათვალისწინებით;
ვ) სტიგმის თავის არიდების მიზნით, ბენეფიციარის/ინდივიდის ღირსებისა და თვითგანვითარების წახალისებას;
ზ) მულტიდისციპლინური გუნდის (ცენტრის ექიმი-პედიატრი, ექთანი-მენეჯერი, ექთანი, ოკუპაციური თერაპევტი, ცენტრისა და მეურვეობა მზრუნველბის ორგანოს სოციალური მუშაკი, ბავშვის მომვლელი/ძიძა, საჭიროებისამებრ: ფიზიკური თერაპევტი/რეაბილიტოლოგი, მეტყველების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, დიეტოლოგი და სხვა მოწვეული სპეციალისტი, მათ შორის ზრუნვის დაწესებულების წარმომადგენელი) მიერ მოვლის დაგეგმვის, გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების პროცესში ჩართვას;
თ) რეაბილიტაციას, ფიზიოთერაპიას, თამაშის თერაპიას, ასევე, სხვა მომსახურებებს, რომელთაგანაც მნიშვნელოვანია პალიატიური ზრუნვა და საგანმანათლებლო მომსახურება, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო, სათამაშო და სხვადასხვა თერაპიებს;
ი) ბენეფიციარის საჭიროებების გათვალისწინებით, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ინდივიდუალური მოვლის გეგმის შემუშავებას მომსახურებაში ჩარიცხვიდან ერთი კვირის ვადაში და მინიმუმ 3 თვეში ერთხელ მის გადახედვას, ბავშვის ასაკისა და საჭიროებების გათვალისწინებით, შესაძლოა ინდივიადუალური მოვლის გეგმის გადახედვა მოხდეს უფრო ხშირად;
კ) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს;
ლ) საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას;
მ) ბენეფიციარის დახმარებას კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში.
მუხლი 4🔗. ქვეპროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 250 000 ლარით.
2. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების ღირებულება, შეადგენს თითოეულ ბენეფიციარზე დღეში 240 ლარს.
3. მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება არამატერიალიზებული ვაუჩერი.
4. ვაუჩერის თვეში ასანაზღაურებელი თანხა გაიანგარიშება დღიური დაფინანსების ოდენობის ნამრავლით მომსახურების მიღების თვის კალენდარულ დღეთა რაოდენობაზე (მომსახურებაში გადაყვანის ან გამოყვანის თვეს – შესაბამის თვეში ამ ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურების დღეების რაოდენობაზე), მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს მომსახურების გაწევის მომდევნო თვის 5 რიცხვის ჩათვლით (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ვადა ემთხვევა არასამუშაო დღეს, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა), ზრუნვის სააგენტოს წარუდგინოს მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი, დათარიღებული და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ბენეფიციარის მიერ მომსახურების მიღების თვეში შესაბამისი მომსახურებით სარგებლობის მონაცემები, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას მომსახურების მიწოდების თვის მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით. ამასთან, მომსახურების მიმწოდებლის მიერ ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველ დაგვიანებულ სამუშაო დღეზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას გამოაკლდება ასანაზღაურებელი თანხის 10%. 5 სამუშაო დღეზე მეტი დღის დაგვიანების შემთხვევაში, წარდგენილი ვაუჩერის ტალონი დაფინანსებას არ ექვემდებარება.
5. გაწეული მომსახურების დაფინანსების აუცილებელი პირობა შეიძლება იყოს მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ზრუნვის სააგენტოში წარდგენა ზრუნვის სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ფორმით.
6. მომსახურებაში ბენეფიციარის გადაყვანის/გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება რეგიონული საბჭოების მიერ მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 5🔗. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი
ამ დანართის მე-3 მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია ზრუნვის სააგენტოში ამ დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით რეგისტრირებული პირი.
მუხლი 6🔗. ქვეპროგრამის განმახორციელებელი
ქვეპროგრამას განახორციელებს ზრუნვის სააგენტო
დანართი №2.15
ბავშვთა ადრეული ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისთვის საჭირო კრიტერიუმები (დიაგნოზების კოდები ICD-10-ის მიხედვით):
კლასი 1. ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადებები:
A81.1 ქვემწვავე მასკლეროზირებელი პანენცეფალიტი
კლასი 2. სიმსივნეები:
C71.6 ნათხემის ავთვისებიანი სიმსივნე
კლასი 3. სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები და იმუნური მექანიზმით მიმდინარე ზოგიერთი დარღვევები
D53.0 ცილა დეფიციტური ანემიები
D82.1 დი ჯორჯის სინდრომი
კლასი 4. ენდოკრინული სისტემის, კვლევებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოვლენილი დაავადებები
E00.0 თანდაყოლილი იოდდეფიციტური სინდრომი, ნევროლოგიური ფორმა
E00.1 თანდაყოლილი იოდდეფიციტური სინდრომი, მიქსედემური ფორმა
E00.2 თანდაყოლილი იოდდეფიციტური სინდრომი, შერეული ფორმა
E00.9 თანდაყოლილი იოდდეფიციტური სინდრომი, დაუზუსტებელი
E03.0 თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი დიფუზური ჩიყვით
E03.1 თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი ჩიყვის გარეშე
E22.0 აკრომეგალია და ჰიპოფიზური გიგანტიზმი
E23.0 ჰიპოპიტუიტარიზმი
E26.8 ჰიპერალდოსტერონიზმის სხვა ფორმები
E34.8 სხვა დაზუსტებული ენდოკრინული მოშლილობები
E70.0 კლასიკური ფენილკეტონურია
E70.2 თიროზინის მეტაბოლიზმის დარღვევები
E71.0 „ნეკერჩხლის სიროფის” ავადმყოფობა
E71.1 განშტოებულჯაჭვიანი ამინომჟავების მეტაბოლიზმის სხვა დარღვევები
E71.3 ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმის დარღვევები
E72.0 ამინომჟავების ტრანსპორტის დარღვევები
E72.1 გოგირდშემცველი ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევები
E72.2 შარდოვანას ციკლის მეტაბოლიზმის დარღვევები
E72.3 ლიზინისა და ჰიდროქსილიზინის მეტაბოლიზმის დარღვევები
E72.5 გლიცინის მეტაბოლიზმის დარღვევები
E74.0 გლიკოგენის დაგროვების ავადმყოფობა
E74.2 გალაქტოზის მეტაბოლიზმის დარღვევები
E75.0 GM2 განგლიოზიდოზი
E75.1 სხვა განგლიოზიდოზები
E75.2 სხვა სფინგოლიპიდოზები
E75.3 სფინგოლიპიდოზი, დაუზუსტებელი
E75.4 ნეირონების ლიპოფუსცინოზი
E75.5 ლიპიდების დაგროვებით მიმდინარე სხვა ავადმყოფობები
E76.3 მუკოპოლისაქარიდოზი, დაუზუსტებელი
E77.0 ლიზოსომური ფერმენტების პოსტტრანსლაციური მოდიფიკაციის დეფექტები
E77.1 გლიკოპროტეინის დაშლის დეფექტები
E78.8 ლიპოპროტეინების მეტაბოლიზმის სხვა დარღვევები
E79.1 ლეშ-ნიჰენის სინდრომი
E83.0 სპილენძის მეტაბოლიზმის დარღვევები.
კლასი 5. ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები
F70- F79 გონებრივი ჩამორჩენილობა
F80 – F89 ფსიქოლოგიური განვითარების დარღვევები
F90-F98 ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დაწყებული ქცევისა და ემოციური აშლილობანი.
კლასი 6. ნერვული სისტემის დაავადებები
G11.8 სხვა მემკვიდრული ატაქსიები
G12.0 ბავშვთა სპინური კუნთოვანი ატროფია, ტიპი I (ვერდნიგ-ჰოფმანის)
G24.1 იდიპათიური ოჯახური დისტონია
G24.8 სხვა დისტონიები
G31.8 ნერვული სისტემის სხვა დაზუსტებული დეგენერაციული ავადმყოფობები
G40.1 ლოკალიზებული (ადგილობრივი) (პარციული) სიმპტომური ეპილეფსია და ეპილეფსიური სინდრომები მარტივი პარციული გულყრებით
G40.2 ლოკალიზებული (კეროვანი) (პარციული) სიმპტომურიეპილეფსია და ეპილეფსიური სინდრომები რთული პარციული გულყრებით
G40.3 გენერალიზებული იდიოპათიური ეპილეფსია და ეპილეფსიური სინდრომები
G40.4 გენერალიზებული ეპილეფსიისა და ეპილეფსიური სინდრომების სხვა ფორმები
G40.8 ეპილეფსიის სხვა დაზუსტებული ფორმები
G40.9 ეპილეფსია, დაუზუსტებელი
G60.0 მემკვიდრული მოტორული და სენსორული ნეიროპათია
G70.0 Myasthenia gravis
G71.0 კუნთოვანი დისტროფია
G71.1 მიოტონიური დაზიანებები
G71.2 თანდაყოლილი მიოპათიები
G80.0 სპასტიური ცერებრული დამბლა
G80.1 სპასტიური დიპლეგია
G80.2 ბავშვთა ჰემიპლეგია
G80.8 ბავშვთა ცერებრული დამბლის სხვა სახეები
G80.9 ბავშვთა ცერებრული დამბლა, დაუზუსტებელი
G81.9 ჰემიპლეგია, დაუზუსტებელი
G82.2 პარაპლეგია
G82.5 კვადრიპლეგია
G83.0 ზედა კიდურების დიპლეგია
G83.1 ქვედა კიდურის მონოპლეგია
G83.2 ზედა კიდურის მონოპლეგია
G83.8 დამბლის სხვა დაზუსტებული პარალიზური სინდრომები
G83.9 დამბლის სინდრომი, დაუზუსტებელი
G90.1 ოჯახური დისავტონომია (რაილი-დეის)
G91 ჰიდროცეფალია (G91.0- G91.9)
G92 ტოქსიკური ენცეფალოპათია
G93.1 თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში
G93.4 ენცეფალოპათია, დაუზუსტებელი
G93.8 თავის ტვინის სხვა დაზუსტებული დაზიანებები
G95.0 სირინგომიელია და სირინგობულბია
კლასი 7. თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები
H47.0 მხედველობის ნერვის ავადმყოფობები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში
კლასი 8. სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები
I61 ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა (I61.0- I61.9)
კლასი 9. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
K44.9 დიაფრაგმული თიაქარი გაუვალობის ან განგრენის გარეშე
K91.2 პოსტოპერაციული მალაბსორბცია, რომელიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში კლასი
კლასი 10. კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები
L91.8 კანის სხვა ჰიპერტროფიული დაზიანებები
კლასი 11. ძვალ – კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილების დაავადებები
M08. იუვენილური ართრიტები (M08.0 – M08.4)
M21.1 ვარუსული დეფორმაცია, რომელიც არ არის კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში
M21.5 შეძენილი ბრჭყალისებრი მტევანი, ხელმრუდობა, ღრუიანი (მაღალი თაღით) ტერფი და ტერფმრუდობა
M61.0 მაოსიფიცირებელი მიოზიტი, ტრავმული
M61.1 მაოსიფიცირებელი მიოზიტი, პროგრესული
კლასი 12. პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობები
P02.8 ნაყოფისა და ახალშობილის დაზიანებები, გამოწვეული
ქორიონისა და ამნიონის სხვა ანომალიებით
P02.9 ნაყოფისა და ახალშობილის დაზიანებები, გამოწვეული ქორიონისა და ამნიონის ანომალიებით, დაუზუსტებელი
P04.3 ნაყოფისა და ახალშობილის დაზიანებები, გამოწვეული დედის მიერ ალკოჰოლის გამოყენების გამო
P14.0 ერბის დამბლა, გამოწვეული სამშობიარო ტრავმით
P14.1 კლუმპკეს დამბლა, გამოწვეული სამშობიარო ტრავმით
P14.3 მხრის წნულის სხვა სამშობიარო ტრავმები
P35.1 თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსული ინფექცია
P52.2 ნაყოფის და ახალშობილის პარკუჭშიდა (არატრავმული) სისხლჩაქცევა, III ხარისხის
P91.2 ახალშობილთა ცერებრული ლეიკომალაცია
P91.9 ახალშობილთა ტვინის დარღვევა, დაუზუსტებელი
P94.2 თანდაყოლილი ჰიპოტონუსი
P96.1 წამლისმიერი აბსტინენციის სიმპტომები ახალშობილებში, განპირობებული დედის ნარკომანიით P96.2 აბსტინენციის სიმპტომები ახალშობილებისთვის სამკურნალწამლო საშუალებების შეყვანის შემდეგ
კლასი 13. თანდაყოლილი მანკები, დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები
Q00.0 ანენცეფალია
Q01 ენცეფალოცელე (Q01.0- Q01.9)
Q02 მიკროცეფალია
Q03.1 მაჟანდისა და ლუშკას ხვრელის ატრეზია
Q03.9 თანდაყოლილი ჰიდროცეფალია, დაუზუსტებელი
Q04.0 კორძიანი სხეულის თანდაყოლილი ანომალია
Q04.2 ჰოლოპროზენცეფალია
Q04.3 თავის ტვინის სხვა რედუქციული დეფორმაციები
Q04.4 სეპტურ-ოპტიკური დისპლაზია
Q04.6 თანდაყოლილი ცერებრული კისტები
Q04.9 თავის ტვინის თანდაყოლილი ანომალია, დაუზუსტებელი
Q05 Spina bifida (Q05.0- Q05.9)
Q06.2 დიასტემატომიელია
Q07.0 არნოლდ-კიარის სინდრომი
Q07.9 ნერვული სისტემის თანდაყოლილი ანომალია, დაუზუსტებელი
Q11.1 ანოფთალმის სხვა სახე
Q11.2 მიკროფთალმი
Q14.0 მინისებრი სხეულის თანდაყოლილი ანომალია
Q15.8 თვალის სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ანომალიები
Q26.8 მსხვილი ვენების სხვა თანდაყოლილი ანომალიები
Q35.1 მაგარი სასის ნაპრალი, ცალმხრივი
Q35.3 რბილი სასის ნაპრალი, ცალმხრივი
Q35.5 მაგარი სასის ნაპრალი რბილი სასის ნაპრალით, ცალმხრივი
Q35.7 ნაქის ნაპრალი
Q35.9 სასის ნაპრალი, დაუზუსტებელი, ცალმხრივი
Q36.0 ტუჩის ნაპრალი, ორმხრივი
Q36.1 ტუჩის ნაპრალი, შუა
Q36.9 ტუჩის ნაპრალი, ცალმხრივი
Q37. სასის ნაპრალი ტუჩის ნაპრალთან ერთად (Q37.00 Q37.9)
Q43.0 მეკელის დივერტიკული
Q66.8 ტერფების სხვა თანდაყოლილი დეფორმაციები
Q67.3 პლაგიოცეფალია
Q68.8 სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ძვალ-კუნთოვანი დეფორმაციები
Q71.6 კიბორჩხალის მარწუხისებრი ხელი
Q71.0 ზედა კიდურ(ებ)ის თანდაყოლილი სრული არარსებობა
Q72.0 ქვედა კიდურ(ებ)ის თანდაყოლილი სრული არარსებობა
Q73.0 დაუზუსტებელი კიდურ(ებ)ის თანდაყოლილი არარსებობა
Q73.1 ფოკომელია, დაუზუსტებელი, კიდურ(ებ)ის
Q73.8 დაუზუსტებელი კიდურ(ებ)ის სხვა რედუქციული დეფექტები
Q74.3 თანდაყოლილი მრავლობითი ართროგრიპოზი
Q74.8 კიდურ(ებ)ის სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ანომალიები
Q75.1 ქალა-სახის დიზოსტოზი
Q75.4 სახე-ქვედა ყბის დიზოსტოზი
Q76.4 ხერხემლის სხვა თანდაყოლილი ანომალიები, რომლებიც არ არის დაკავშირებული სკოლიოზთან
Q77.0 აქონდროგენეზია
Q77.1 სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაბალი აღნაგობა
Q77.3 წერტილოვანი ქონდროდისპლაზია
Q77.4 აქონდროპლაზია
Q77.5 დისტროფიული დისპლაზია
Q77.8 სხვა ოსტეოქონდროდისპლაზია ლულოვანი ძვლებისა და ხერხემლის ზრდა-განვითარების დეფექტებით
Q77.9 ოსტეოქონდროდისპლაზია ლულოვანი ძვლებისა და ხერხემლის ზრდა-განვითარების დეფექტებით, დაუზუსტებელი
Q78.0 არასრული ოსტეოგენეზი
Q78.1 პოლიოსტური ფიბროზული დისპლაზია
Q78.9 ოსტეოქონდროდისპლაზია, დაუზუსტებელი
Q79.0 თანდაყოლილი დიაფრაგმული თიაქარი
Q79.3 გასტროშიზი
Q79.4 „ჩამოვარდნილი მუცლის” სინდრომი
Q79.6 ელერს-დანლოს სინდრომი
Q80.4 ნაყოფის იქთიოზი [„ნაყოფი-არლეკინი”]
Q80.8 სხვა თანდაყოლილი იქთიოზი
Q82.1 პიგმენტური ქსეროდერმა
Q85.0 ნეიროფიბრომატოზი (არაავთვისებიანი)
Q85.1 ტუბეროზული სკლეროზი
Q85.8 სხვა ფაკომატოზები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში
Q86.0 ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი (დიზმორფია)
Q87.0 თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები უპირატესად სახის დაზიანებით
Q87.1 თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები დაკავშირებული უპირატესად ქონდარა ზრდასთან
Q87.2 თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები უპირატესად კიდურების დაზიანებით
Q87.3 თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები, გამოხატული გიგანტიზმით
Q87.4 მარფანის სინდრომი
Q87.8 სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ანომალიების სინდრომები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში
Q89.7 მრავლობითი თანდაყოლილი ანომალიები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში
Q89.8 სხვა დაზუსტებული თანდაყოლილი ანომალიები
Q89.9 თანდაყოლილი ანომალიები, დაუზუსტებელი
Q90 დაუნის სინდრომი (Q90.0- Q90.9)
Q91 ედვარდსის სინდრომი და პატაუს სინდრომი (Q91.0 – Q91.7)
Q92 აუტოსომბის ნაწილობრივი ტრისომიები და სხვა ტრისომიები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q92.0- Q92.9)
Q93 აუტოსომების მონოსომიები და დელეციები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q93.0- Q93.9)
Q95 ბალანსირებული გარდაქმნები და სტრუქტურული მარკერები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q95.0 – Q95.9)
Q96 ტერნერის სინდრომი (Q96.0 – Q96.9)
Q97 სასქესო ქრომოსომების სხვა დარღვევები, ქალის ფენოტიპი, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q97.0 – Q97.9)
Q98 სასქესო ქრომოსომების სხვა დარღვევები, კაცის ფენოტიპი, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q98.0 – Q98.9)
Q99 სხვა ქრომოსომული დარღვევები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში (Q99.0 – Q99.9)
კლასი 14. სიმპტომები, ნიშნები და ნორმიდან გადახრილი კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემები, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა კლასიფიკაციებში
R47.0 დისფაგია და აფაზია
R56.0 კონვულსიები ცხელების დროს
R56.8 დაუდგენელი და სხვა კონვულსიები
R62.0 განვითარების ეტაპების დაყოვნება
R62.8 მოსალოდნელი ნორმული ფიზიოლოგიური განვითარების სხვა დარღვევები
R62.9 მოსალოდნელი ნორმული ფიზიოლოგიური განვითარების დარღვევა, დაუზუსტებელი
კლასი 15. დაზიანება, მოწამვლა და გარე მიზეზების ზემოქმედებები
S12.0 კისრის პირველი მალის მოტეხილობა
S12.1 კისრის მეორე მალის მოტეხილობა
S12.2 კისრის სხვა დაზუსტებული მალის მოტეხილობა
S12.8 კისრის სხვა ნაწილების მოტეხილობა
S12.9 კისრის მოტეხილობა, დაუზუსტებელი ნაწილი
S14.3 მხრის წნულის ტრავმა
S14.1 ზურგის ტვინის კისრის ნაწილის სხვა და დაუზუსტებელი ტრავმები
S22.0 გულმკერდის მალის მოტეხილობა ხერხემლის გულმკერდის ნაწილის მოტეხილობა, რომელიც სხვაგვარად არ არის დაზუსტებული
S24.1 ზურგის ტვინის გულმკერდის ნაწილის სხვა და დაუზუსტებელი ტრავმა
S32.0 წელის მალის მოტეხილობა
S32.1 გავის მოტეხილობა
S32.2 კუდუსუნის მოტეხილობა
S34.1 ზურგის ტვინის წელის ნაწილის სხვა ტრავმა
Z45.3 იმპლანტირებული სასმენი (კოხლეარული) მოწყობილობის დაყენება და რეგულაცია.
დანართი 2.16
ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისთვის საჭირო კრიტერიუმები (დიაგნოზების კოდები ICD-10-ის მიხედვით):
განვითარების ზოგადი აშლილობანი F84
F84.2 რეტის სინდრომი
ბავშვთა ცერებრული დამბლა G 80
G 80.0 სპასტიური ცერებრული დამბლა
G 80.1 სპასტიური დიპლეგია
G 80.2 ბავშვთა ჰემიპლეგია
G 80.3 დისკინეზური ცერებრული დამბლა
G 80.4 ატაქსიური ცერებრული დამბლა
G 80.8 ბავშვთა ცერებრული დამბლის სხვა სახეები (შერეული სინდრომები)
G 80.9 ბავშვთა ცერებრული დამბლა დაუზუსტებელი.
სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომები G12.
G 12.0 ბავშვთა სპინური კუნთოვანი ატროფია, ტიპი I (ვერდნიგ-ჰოფმანის)
G 12.1 სხვა მემკვიდრული სპინური კუნთოვანი ატროფიები:
ბავშვთა პროგრესული ბულბარული დამბლა (ფაციო-ლონდეს)
სპინური კუნთოვანი ატროფია:
- მოზრდილთა ფორმა,
- ბავშვთა ფორმა, ტიპი II
- დისტალური
- იუვენალური ფორმა ტიპი III (კუგელბერგ-ველანდერის)
- სკაპალურ-პერონეული ფორმა
G 12.2 მოტორული ნეირონის ავადმყოფობა:
მოტორული ნეირონის ოჯახური ავადმყოფობა
გვერდითი სკლეროზი:
- ამიოტროფული
- პირველადი
- პროგრესული
- ბულბარული დამბლა
- სპინური კუნთოვანი ატროფია:
G 12.8 სხვა სპინური კუნთოვანი ატროფიები და მონათესავე სინდრომები
G 12.9 სპინური კუნთოვანი ატროფია, დაუზუსტებელი.
კუნთების პირველადი დაზიანებები G 71
G 71.0 კუნთოვანი დისტროფია
G 71.1 მიოტონური დაზიანებები
G 71.2 თანდაყოლილი მიოპათიები
G 71.9 დაუზუსტებელი
ჰემიპლეგია G 81
G 81.0 დუნე ჰემიპლეგია
G 81.1 სპასტიკური ჰემიპლეგია
G 81.9 ჰემიპლეგია დაუზუსტებელი
პარა და ტეტრაპლეგია, G 82
G 82.0 დუნე პარაპლეგია
G 82.1 სპასტიკური პარაპლეგია
G 82.2 პარაპლეგია დაუზუსტებელი
G 82.3 დუნე ტეტრაპლეგია
G 82.4 სპასტიკური ტეტრაპლეგია
G 82.5 ტეტრაპლეგია დაუზუსტებელი
ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი ავადმყოფობების შედეგები G 09
გამოიყენება იმ მდგომარეობათა შემთხვევებში, როდესაც „შედეგი“ მოიცავს მოგვიანებით ეფექტებს ან დაავადების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ განვითარებულ მდგომარეობებს.
სისხლძარღვოვანი დაავადებების შედეგები I69
I69.0 სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის შედეგები
I69.1 ინტრაცერებრული სისხლჩაქცევის შედეგები
I69.2 სხვა არატრამვული ინტრაკრანიალური სისხლჩაქცევის შედეგები
I69.3 ტვინის ინფარქტის შედეგები
I69.4 ინსულტის შედეგები
I69.8 სხვა დაუზუსტებელი ცერებროვასკულარული ავადმყოფობის შედეგები.
ანთებითი პოლინეიროპათიები G 61
G 61.0 გიიენ-ბარეს სინდრომი
G 61.1 შრატისმიერი ნეირიპათია
G 61.8 სხვა ანთებითი პოლინეიროპათიები
G 61.9 ანთებითი პოლინეიროპათია, დაუზუსტებელი
პერიფერიული ნერვული სისტემის სამშობიარო ტრავმის შედეგები P14
P14.0 ერბის დამბლა, გამოწვეული სამშობიარო ტრავმით
P14.1 კლიმპკეს დამბლა, გამოწვეული სამშობიარო ტრავმით
P14.2 დიაფრაგმის ნერვის დამბლა, გამოწვეული სამშობიარო ტრავმით
P14.3 მხრის წნულის დამბლა, გამოწვეული სამშობიარო ტრავმით
P14.8 პერიფერიული ნერვული სისტემის სხვა ნაწილების სამშობიარო ტრავმა
P14.9 პერიფერიული ნერვული სისტემის სამშობიარო ტრავმა, დაუზუსტებელი
R62.0 განვითარების ეტაპების დაყოვნება.