1. ქვეპროგრამის ძირითად ღონისძიებებში შედის:

ა) 24-საათიანი მომსახურების მიწოდებას ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) სათანადო კვებით უზრუნველყოფას;

გ) ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას;

დ) ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით ფსიქოლოგიური, განვითარების, განათლებისა სოციალური და სხვა საჭირეობების დაკმაყოფილებას;

ე) მოვლის სერვისს დაავადების (ნოზოლოგიის) და ფუნქციონალური შესაძლებლობების მიხედვით. პერსონალური (ასაკი, სქესი, ეროვნება და სხვა), ფსიქოლოგიური, სოციალური და ფინანსური მახასიათებლების, ასევე, პიროვნების წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ჩვევების გათვალისწინებით;

ვ) სტიგმის თავის არიდების მიზნით, ბენეფიციარის/ინდივიდის ღირსებისა და თვითგანვითარების წახალისებას;

ზ) მულტიდისციპლინური გუნდის (ცენტრის ექიმი-პედიატრი, ექთანი-მენეჯერი, ექთანი, ოკუპაციური თერაპევტი, ცენტრისა და მეურვეობა მზრუნველბის ორგანოს სოციალური მუშაკი, ბავშვის მომვლელი/ძიძა, საჭიროებისამებრ: ფიზიკური თერაპევტი/რეაბილიტოლოგი, მეტყველების სპეციალისტი, ფსიქოლოგი, დიეტოლოგი  და სხვა მოწვეული სპეციალისტი, მათ შორის ზრუნვის დაწესებულების წარმომადგენელი) მიერ მოვლის დაგეგმვის, გადაწყვეტილების მიღებისა და  განხორციელების პროცესში ჩართვას;

თ) რეაბილიტაციას, ფიზიოთერაპიას, თამაშის თერაპიას, ასევე, სხვა მომსახურებებს, რომელთაგანაც მნიშვნელოვანია პალიატიური ზრუნვა და საგანმანათლებლო მომსახურება, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო, სათამაშო და სხვადასხვა თერაპიებს;

ი) ბენეფიციარის საჭიროებების გათვალისწინებით, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ  ინდივიდუალური მოვლის გეგმის შემუშავებას მომსახურებაში ჩარიცხვიდან ერთი კვირის  ვადაში და მინიმუმ 3 თვეში ერთხელ მის გადახედვას, ბავშვის ასაკისა და საჭიროებების გათვალისწინებით, შესაძლოა ინდივიადუალური მოვლის გეგმის გადახედვა მოხდეს უფრო ხშირად;

კ) ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის ხელშეწყობას, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მის ინტერესებს;

ლ) საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას;

მ)  ბენეფიციარის დახმარებას კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესშ