„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.12.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №80
სარეგისტრაციო კოდი 300280000.16.009.016517
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 22,501 სიტყვა · ~113 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
მარტივი სამუშაო
სარემონტო სამუშაო, რომლის შესრულებაც არ საჭიროებს ძირითადი საშუალებების ნაწილობრივ ან სრულ შეცვლას/დამონტაჟებას, ასევე, ისეთი სამუშაო, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ მომხმარებლის/მომხმარებლების სისტემასთან მიერთების წერტილში საჭირო სამუშაოებით, აღრიცხვის კვანძის მონტაჟის, შეცვლის, შეკეთების ან/და ადგილზე შემოწმების ჩათვლით
მუხლი 3
რთული სამუშაო
ისეთი სამუშაო, რომელიც არ განეკუთვნება მარტივი სამუშაოს კატეგორიას, მათ შორის, ისეთი სამუშაო, რომლის შედეგადაც ხდება გამანაწილებელი ქსელის (სისტემის) ძირითადი საშუალებების შეცვლა/დამონტაჟება ან მშენებლობა/რეკონსტრუქცია
მუხლი 3
აბონენტი
უნიკალური ნომრის მქონე, გამანაწილებელი ქსელის გაცემის პუნქტი, რომლის მეშვეობით ხდება, კონკრეტული ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგება, ასევე აღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებული ინფორმაციის, მათ შორის აღრიცხვის კვანძის, მისაერთებელი სიმძლავრის,  მიმწოდებლის (რომელიც სარგებლობს პუნქტით) და მისი შესაბამისი მომხმარებლის მონაცემების, ასევე სხვა ამ პუნქტთან  დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური მონაცემების აღრიცხვა და შენახვა. 2. წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში.
მუხლი 3
დამატებითი მეტამონაცემები (15)
მომხმარებლის წნევის საფეხური სიმძლავრე,  კუბ.მ/სთ
თვითმმართველ ქალაქებში სხვა მუნიციპალიტეტებში
დაბალი წნევა 0-6
6-დან -10 60
10-დან -16 60
16-დან -25 65
25-დან -40 65
40-დან -65 65
65-დან -100 70
6 დან -10 10
10 დან -16 10
16 დან -25 10
25 დან -40 10
40 დან -65 10
65 დან -100 10
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ბუნებრივი გაზის ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 94% 31.08.2018 ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონი 94% 20.12.2019 „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ 92% 28.06.2021 „მომსახურების ხარისხის წესების“ დამტკიცების შესახებ საერთო სტანდარტი 89% 28.06.2021 სატრანსპორტო საშუალებასთან დაშვების და დაშვებასთან დაკავშირებული დავების განხილვის დებულების დამტკიცების შესახებ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება 89% 28.01.2021

დოკუმენტის ტექსტი

„ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №80 2021 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის და 81-ე მუხლის  საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: 1. დამტკიცდეს „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესები“. 2. ბუნებრივი გაზის განაწილების სისტემის ოპერატორები ვალდებულნი არიან 2022 წლის პირველ მაისამდე, მათი სალიცენზიო არეალის გათვალისწინებით, აღწერონ ის პირდაპირი მომხმარებლები ან ობიექტ(ებ)ი, რომელიც ბუნებრივი გაზით მარაგდება პირდაპირი მომხმარებლის ქსელიდან და არ ჯდება მსხვილი მომხმარებლის კატეგორიაში და აცნობონ მათ ბუნებრივი გაზით მომარაგების პირობების შესახებ. 3. ეს დადგენილება გარდა პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესებისა“ ამოქმედდეს კომისიის მიერ „ბუნებრივი გაზის მსხვილი მომხმარებლის კრიტერიუმებისა და სტატუსის განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ დადგენილების ამოქმედებისთანავე. 4. ამ დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესები“ ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესები კარი I. მომარაგება თავი I.ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო და მიზნები 1. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს ბუნებრივი გაზის განაწილებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ სისტემის ოპერატორს (შემდგომში – სისტემის ოპერატორი), მიმწოდებელსა და საბოლოო მომხმარებელს (შემდგომში – მომხმარებელი) შორის. ასევე სისტემის ოპერატორსა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის ურთიერთობებს. 2. წესები ადგენს სისტემის ოპერატორის მიერ განაწილების საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურების პირობებსა და პროცედურებს, გამანაწილებელ ქსელთან მიერთების და სიმძლავრის გაზრდის პირობებს, მიმწოდებელსა და სისტემის ოპერატორებს შორის ურთიერთობებს, მათ შორის გამანაწილებელ ქსელთან დაშვებასთან დაკავშირებულ პირობებს. წესები ასევე ადგენს გამანაწილებელი ქსელის უსაფრთხოებისთვის საჭირო საოპერაციო მოთხოვნებს, გამანაწილებელი ქსელის ოპერირების პროცედურებს ჩვეულებრივ და საგანგებო რეჟიმებში, გაუმართაობის პირობებში, ფორსმაჟორულ სიტუაციებში და სხვა სახის შეფერხებების დროს, ასევე გამანაწილებელი ქსელის ოპერირებისა და განვითარების დაგეგმვისა და გამანაწილებელი ქსელის ოპერირებასა და მართვასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს. ასევე, ბუნებრივი გაზით მომარაგების მზადყოფნის კუთხით, მომხმარებლების ქსელისა და დანადგარების (მომხმარებლის შიდა ქსელის) შემოწმებისა და ზედამხედველობის პირობებს. 3. წესების მიზანია: ა) სისტემის ოპერატორის მომსახურება იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი, მომხმარებელზე ორიენტირებულ, მარტივ, გამჭვირვალე და სამართლიან პირობებზე დაყრდნობით; ბ) წესების მოთხოვნათა დაცვით, გამანაწილებელ სისტემასთან, სისტემით მოსარგებლეების არადისკრიმინაციული და შეუზღუდავი დაშვებით უზრუნველყოს, ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირება და კონკურენციის ხელშეწყობა; გ) სისტემის ოპერატორის, მიმწოდებლებისა და მომხმარებლების უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა და მათი შესრულების უზრუნველყოფა; დ) განაწილების საქმიანობისთვის ხელსაყრელი პირობების განსაზღვრა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გამანაწილებელი ქსელის სწორი ექსპლუატაცია, ოპტიმალურად განვითარება და ქსელის გაფართოების საჭირო პირობების შექმნა; ე) ბუნებრივი გაზით უსაფრთხოდ მომარაგებისთვის პირობების განსაზღვრა. მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებები 1. ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი, სისტემის ოპერატორი და მომხმარებელი ვალდებულნი არიან დაიცვან წესებში მოცემული ნორმები. წესების შესრულება სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის განაწილებას, გატარებას, მიწოდებას ან/და მოხმარებას. დაუშვებელია ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება. 2. მომხმარებელს არ მოეთხოვება მიიღოს ისეთი პირობა ან/და მომსახურება, რომელიც პირდაპირ არ არის განსაზღვრული წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით.  3. წესებით განსაზღვრული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით. 4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ბუნებრივი გაზის განაწილების, გატარების ან/და მომარაგების დროს ურთიერთობა აწარმოოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, დაუშვებელია, მხარეებს შორის ურთიერთობა განხორციელდეს ან ანგარიშსწორებისას უპირატესობა მიენიჭოს არასახელმწიფო ენაზე შედგენილ დოკუმენტს ან უცხოურ ვალუტას. 5. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოოს, მხოლოდ ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ბოლო ვადის მითითების შემდეგ. მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება 1. წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა) მარტივი სამუშაო – სარემონტო სამუშაო, რომლის შესრულებაც არ საჭიროებს ძირითადი საშუალებების ნაწილობრივ ან სრულ შეცვლას/დამონტაჟებას, ასევე, ისეთი სამუშაო, რომელიც შემოიფარგლება მხოლოდ მომხმარებლის/მომხმარებლების სისტემასთან მიერთების წერტილში საჭირო სამუშაოებით, აღრიცხვის კვანძის მონტაჟის, შეცვლის, შეკეთების ან/და ადგილზე შემოწმების ჩათვლით; ბ) რთული სამუშაო – ისეთი სამუშაო, რომელიც არ განეკუთვნება მარტივი სამუშაოს კატეგორიას, მათ შორის, ისეთი სამუშაო, რომლის შედეგადაც ხდება გამანაწილებელი ქსელის (სისტემის) ძირითადი საშუალებების შეცვლა/დამონტაჟება ან მშენებლობა/რეკონსტრუქცია; გ) აბონენტი – უნიკალური ნომრის მქონე, გამანაწილებელი ქსელის გაცემის პუნქტი, რომლის მეშვეობით ხდება, კონკრეტული ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგება, ასევე აღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებული ინფორმაციის, მათ შორის აღრიცხვის კვანძის, მისაერთებელი სიმძლავრის,  მიმწოდებლის (რომელიც სარგებლობს პუნქტით) და მისი შესაბამისი მომხმარებლის მონაცემების, ასევე სხვა ამ პუნქტთან  დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური მონაცემების აღრიცხვა და შენახვა. 2. წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში. მუხლი 4🔗. ვადების ათვლა ამ   წესებში  მითითებული  ვადების  ათვლა  ხდება  იმავე  წესითა  და  პირობებით,  როგორც  ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. სამუშაო დღე – გულისხმობს კალენდარულ დღეს, რომელიც არ წარმოადგენს შაბათს, კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს. მუხლი 5🔗. მომარაგების ძირითადი პრინციპები 1. სისტემის ოპერატორი შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებას ახდენს მიმწოდებლის მოთხოვნის შესაბამისად (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). 2. მიმწოდებელი განსაზღვრავს იმ პირს, რომელიც აბონენტის ნომერზე ყიდულობს და მოიხმარს ბუნებრივი გაზს (ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის წესების (შემდგომში -„საცალო ბაზრის წესები“) პირობების შესაბამისად). სისტემის ოპერატორი არ არის პასუხისმგებელი მიმწოდებლის მოთხოვნით, აბონენტის ნომერზე პირის მომხმარებლად რეგისტრაციაზე. მიმწოდებელი პასუხისმგებელია, მისი მოთხოვნის შესაბამისად, პირის შესაბამის აბონენტის ნომერზე მომხმარებლად რეგისტრაციით, ბუნებრივი გაზის მიწოდებით წარმოქმნილ შედეგებზე, მათ შორის ამ მოთხოვნის შესრულებამდე რეგისტრირებული მომხმარებლის და მასთან გაფორმებული მიწოდების ხელშეკრულების გაუქმებაზე. 3. წესების შესაბამისად დაუშვებელია, მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება თუ უცნობია ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი. მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება უნდა მოხდეს მიმწოდებლის მითითების შესაბამისად და იგი პასუხისმგებელი არ არის მისი მოთხოვნის/მითითების შეუსაბამო ბუნებრივი გაზის მოხმარებაზე (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). 4. ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება სისტემის ოპერატორისთვის, მიმწოდებლისთვის და მომხმარებლისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს სისტემის ოპერატორის, მიმწოდებლისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს განაწილების, გატარების, მომარაგების ან/და ქსელთან მიერთების დროს. 5. წესებით დადგენილი პირობები წარმოადგენს ბუნებრივი გაზის განაწილების ან/და ქსელთან მიერთების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დაუშვებელია ხელშეკრულების მხარისთვის ისეთი ვალდებულების დაკისრება, რაც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ან დაშვებული წესებით. აღნიშნული ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილობა გავლენას არ ახდენს ხელშეკრულების სხვა დებულებების ნამდვილობაზე. 6. სისტემის ოპერატორის მიერ, ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის (მათ შორის მიმწოდებლისთვის ან მომხმარებლისთვის) უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, განაწილების მომსახურების საჯაროდ გამოქვეყნებული ხელშეკრულების სტანდარტული პირობების გამოყენებით. 7. მომხმარებელი უფლებამოსილია უსასყიდლოდ მიიღოს ბუნებრივი გაზით  მომარაგების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია და აღრიცხვის მონაცემები, ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომხმარებლის შესახებ მონაცემები მიაწოდოს მიმწოდებელს. 8. ორგანიზებულ ბაზარზე მოვაჭრე მსხვილი მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მომარაგების დაწყების/შეწყვეტის, ბუნებრივი გაზის შესყიდვის და ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე ანგარიშსწორების პირობები და პროცედურები რეგულირდება ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებითა და საცალო ბაზრის წესებით.  წესების მიზნებისთვის, 35-ე მუხლში მოცემულია სპეციალური ნორმები, რომელიც არეგულირებს სისტემის ოპერატორსა და ორგანიზებულ ბაზარზე მოვაჭრე მსხვილ მომხმარებლის შორის არსებულ ურთიერთობებს. თავი II. მომსახურების საერთო პირობები მუხლი 6🔗. მომსახურების ცენტრები 1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია იქონიოს სულ მცირე, ერთი მომსახურების ცენტრი ყველა იმ თვითმმართველ ქალაქში/მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციულ ერთეულში), სადაც ახორციელებს განაწილების საქმიანობას, მომხმარებლების განთავსებისა და მათი მიმართვიანობის შესაბამისად. 2. მომხმარებელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს სისტემის ოპერატორს იურიდიულ მისამართზე და მომსახურების ცენტრებში (სამუშაო საათებში), ასევე სატელეფონო ცხელი ხაზის და ელექტრონული საშუალებით ან ვებგვერდის მეშვეობით – 24 საათის განმავლობაში. მომხმარებელი, ასევე უფლებამოსილია სისტემის ოპერატორს მიმართოს სსიპ „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარებით, კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს აღნიშნული განცხადებების კატეგორიებს. ასეთ შემთხვევაში, განცხადება მიღებულად ჩაითვლება სსიპ  „იუსტიციის სახლის“ მიერ ამ განცხადების შესაბამისად, მიმწოდებლისთვის ან სისტემის ოპერატორისათვის გადაგზავნის მომენტიდან. 3. მომსახურების ცენტრში მომხმარებლის ვიზიტის განხორციელების მიზნით  შესაძლებელი უნდა იყოს წინასწარ ჩაწერა ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, სისტემის ოპერატორის მიერ წინასწარ განსაზღვრული განრიგის შესაბამისად და აღნიშნული განრიგი უნდა იყოს დაცული. 4. მომსახურების ცენტრის ადგილმდებარეობის განსაზღვრისას სისტემის ოპერატორმა უნდა მიიღოს გონივრული ზომები საიმისოდ, რომ მომსახურების ცენტრი იყოს მარტივად ამოსაცნობი, მათ შორის შესაბამისი ვიზუალური ნიშნებით. 5. სისტემის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს მის მომსახურების ცენტრებში იმ წარმომადგენელთა შესაბამისი ნიშნით იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ მომხმარებელთან. მომხმარებელს ასევე უნდა მიეცეს სისტემის ოპერატორის მომსახურების ცენტრების იდენტიფიცირების შესაძლებლობა (მათ შორის, ვიზუალური ნიშნებით). მუხლი 7🔗. მომხმარებლის მიმართვაზე რეაგირება 1. სისტემის ოპერატორმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ამასთან, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის (უარის) შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა გაეგზავნოს დასაბუთებული პასუხი, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე არ არის აუცილებელი დასაბუთებული პასუხის გაცემა, თუ: ა) ამ მოთხოვნაზე მოხდა სათანადო რეაგირება, რასაც მომხმარებელი ადასტურებს შესაბამის აქტზე ან/და ხელშეკრულებაზე ხელმოწერით; ბ) განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდა  ტექსტური შეტყობინებით, ამ მუხლის მე-3 პუნქტის პირობის შესრულების შემთხვევაში. 2. მატერიალური ან ელექტრონული ფორმით შეტანილ განაცხადზე განმცხადებელს დასაბუთებული პასუხი უნდა გაეგზავნოს იმავე ფორმით, რა ფორმითაც მოხდა აღნიშნული განაცხადის მიღება, თუ განმცხადებლის მიერ პასუხის სხვა ფორმა არ არის მოთხოვნილი. 3. განცხადებაში მოცემული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მოკლე ინფორმაციას, განცხადების რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს, ასევე: ა) მომხმარებლის რეგისტრაციის (ან შეცვლის) შემთხვევაში – აბონენტის ნომერს, რეგისტრირებული მომხმარებლის სახელსა და გვარს (ან დასახელებას). ამასთან, ეს ინფორმაცია რეგისტრირებულ მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს მიუხედავად იმისა ეს მოქმედება ვისი მოთხოვნით შესრულდა; ბ) აქტის შედგენის  შემთხვევაში – აქტის ნომერსა და შედგენის თარიღს; გ) მრიცხველის დაყენების შემთხვევაში – მრიცხველის ჩვენებასა და თარიღს; დ) ხელშეკრულების/შეთანხმების გაფორმების საჭიროების შემთხვევაში – მომსახურებაზე შეთავაზებულ ღირებულებას, შესრულების ვადასა და ვებგვერდზე განთავსებული სტანდარტული პირობების საიდენტიფიკაციო მონაცემებს და ელექტრონულ მისამართს; ე) ქსელური მომსახურების შემთხვევაში (წესების IV, V და VI თავით განსაზღვრულ მომსახურების შემთხვევებში) – გაზმომარაგების დაწყებისთვის შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დოკუმენტის მიწოდების აუცილებლობის შესახებ ინფორმაციას (დოკუმენტის მიუწოდებლობის შემთხვევაში). 4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეიმუშაოს და მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა მოთხოვნის შესახებ განცხადების წესების შესაბამისი ტიპური ფორმები, მომხმარებელთაგან მრავალგზის შესული განცხადებების მიხედვით. 5. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნილი ფორმით (ელექტრონულად ან მატერიალურად) მიაწოდოს მას ინფორმაცია მის მიერ წესების შესაბამისად დარიცხული საფასურის შესახებ, მათ შორის გაანგარიშებისას გამოყენებული მეთოდის, დარიცხული მოცულობისა და ამ მეთოდის სამართლებრივი საფუძვლის მითითებით. 6. მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, თუ სისტემის ოპერატორი მიმწოდებლისგან მიიღებს ისეთ მოთხოვნას, რომელიც ეხება მომხმარებლის განცხადების შესრულებას, იგი ვალდებულია განიხილოს და მოახდინოს რეაგირება ამ მოთხოვნაზე, წესებისა და საცალო ბაზრის წესების პროცედურებისა და პირობების შესაბამისად. სისტემის ოპერატორი, ვალდებულია ერთი დღის ვადაში გადაუგზავნოს შესაბამის მიმწოდებელს მომხმარებლის ისეთი მოთხოვნა, რომლის შესრულებაც დამოკიდებულია ამ მიმწოდებელზე. მუხლი 8🔗. ელექტრონული ფორმით მომხმარებლის ინფორმირება 1. თუ ეს წესები მომსახურების სხვა პირობას არ ითვალისწინებს, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომხმარებელს ან/და განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ბუნებრივი გაზით მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტის/აღდგენის  შესახებ – სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ; ბ) განაცხადის რეგისტრაციის ნომრის, თარიღისა და კომისიის ელექტრონულ ჟურნალში რეგისტრაციის ნომრის შესახებ – სისტემის ოპერატორის მიერ განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს განაცხადის მიღებისთანავე; გ) განაცხადზე საპასუხო წერილის გაგზავნის ან რეაგირების შესახებ – სისტემის ოპერატორის მიერ განმცხადებლის ინფორმირება უნდა მოხდეს საპასუხო წერილის ან რეაგირების ფაქტის რეგისტრაციისთანავე; დ) ბუნებრივი გაზით მომარაგების გეგმური წყვეტის დროისა და ხანგრძლივობის შესახებ –  სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამის არეალში რეგისტრირებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს გეგმურ წყვეტამდე, წესების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის პირობების შესაბამისად; ე) სისტემის ოპერატორის მიერ ბუნებრივი გაზით მომარაგების არაგეგმური წყვეტის (გათიშვის) შემთხვევაში, როდესაც აღდგენის სამუშაოები საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას (რომლის შედეგადაც ხდება გამანაწილებელი ქსელის ძირითადი საშუალებების შეცვლა/დამონტაჟება ან მშენებლობა/რეკონსტრუქცია), გათიშვის  ზუსტი  მიზეზისა  და  მომარაგების  აღდგენის  სავარაუდო დროის შესახებ – შესაბამის არეალში არსებული მომხმარებლის ინფორმირება უნდა მოხდეს მომარაგების აღდგენისათვის გასატარებელი მოქმედებებისათვის რთული სამუშაოების კატეგორიის მინიჭებისთანავე. 2. ქსელური მომსახურების შემთხვევებში (წესების IV, V და VI თავით განსაზღვრულ მომსახურების შემთხვევებში) სისტემის ოპერატორი ვალდებულია განაცხადის რეგისტრაციის და განაცხადზე რეაგირების (დასრულების) შესახებ ტექსტური შეტყობინებებით, ასევე აღნიშნული მომსახურებით გათვალისწინებულ შუალედურ ტექსტურ შეტყობინებით, სხვა ინფორმაციასთან ერთად, მომხმარებელს აცნობოს გაზმომარაგების დაწყებისთვის, შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დოკუმენტის მიწოდების აუცილებლობის შესახებ (დოკუმენტის სისტემის ოპერატორისთვის მიუწოდებლობის შემთხვევაში). 3. სისტემის ოპერატორის მიერ ტექსტური შეტყობინება მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, მომხმარებლის/განმცხადებლის მიერ მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერ(ებ)ზე ან/და ელექტრონულ მისამართ(ებ)ზე. წესების მიზნებისთვის, შეტყობინება მიღებულად ითვლება შეტყობინების გაგზავნის ფაქტის ტექნიკური საშუალებით დადასტურების მომენტიდან. შეტყობინების არმიღება არ ათავისუფლებს მომხმარებელს/განმცხადებელს წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისაგან. 4. მომხმარებელს/განმცხადებელს უფლება აქვს, საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე მოითხოვოს: ა) მიღებული შეტყობინების განმეორებით გაგზავნა; ბ) ნომრისა და ელექტრონული მისამართის შეცვლა – ახალი ნომრის/ელექტრონული მისამართის გაგზავნით, ასევე განაცხადის საშუალებით; გ) ტექსტური შეტყობინების შინაარსის დაზუსტება ან/და განმარტება – ცხელი ხაზის მეშვეობით ან განაცხადის საშუალებით. 5. ტექსტური სერვისებით სარგებლობისას, რომელი ელექტრონული ფორმითაც მომხმარებელს ეგზავნება აღნიშნული ტექსტური შეტყობინება, იმავე ფორმით უნდა შეეძლოს მომხმარებელს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სერვისებით სარგებლობა. 6. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა უზრუნველყოს კომისიის მიერ განსაზღვრული საშუალების, მომსახურების კოდის მეშვეობით. ამ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების კოდი შეიძლება წარმოადგენდეს ციფრების, სიმბოლოების და ასოების კომბინაციას, რომელთა გამოყენებით მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სისტემის ოპერატორისგან და მიმწოდებლისაგან მოითხოვოს ინფორმაცია ან სხვა სახის მომსახურების გაწევა კომისიის გადაწყვეტილებით დადგენილი წესითა და პირობებით. ამასთან, კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილებით განსაზღვროს ამ მომსახურებით სარგებლობის მისამართი/ნომერი, შეთავაზებული პირობები და მათი რიგითობა. 7. მომხმარებელი უფლებამოსილია თანხმობა განაცხადოს სხვა მომსახურე პირთან ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებაზე, რა დროსაც სისტემის ოპერატორმა ამ პირს უნდა შესთავაზოს შესაბამისი ვებსერვისი და პარამეტრები, საიდანაც შესაძლებელი იქნება ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება.  ამ პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება არ ათავისუფლებს სისტემის ოპერატორს მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონულ მისამართზე ინფორმაციის გაგზავნის წესებით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან. 8. როდესაც მომხმარებელი მიმწოდებელს ან სისტემის ოპერატორს მიაწვდის საკონტაქტო ნომერს ან ელექტრონულ მისამართს, ან მოითხოვს ამ მონაცემების განახლებას, შესაბამისად, სისტემის ოპერატორი ან მიმწოდებელი ვალდებულია, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს მიმწოდებელს (რომელიც ახორციელებს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მიწოდებას) ან სისტემის ოპერატორს. 9. სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებლისთვის გაგზავნილ ტექსტურ შეტყობინებაში ან/და მის დანართებში, უნდა მიეთითოს, ინტერაქციული მომსახურების ნომერი ან/და ელექტრონული მისამართი. 10. ამ მუხლის პირობების გათვალისწინებით, მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, მიმწოდებელმა უნდა მისცეს სისტემის ოპერატორს ამ მომხმარებლის დარიცხვასთან, ანგარიშსწორებასთან, გაგზავნილ შეტყობინებასთან და სხვა სახის ბუნებრივი გაზის მიწოდების მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მოთხოვნილი ფორმით. 11. სისტემის ოპერატორი ასევე უფლებამოსილია, მომხმარებელს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია განაწილების საქმიანობასთან.  მუხლი 9🔗. მომარაგების ხარისხის შემოწმების მოთხოვნაზე რეაგირება მომხმარებლის მიერ მომარაგების ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმების მოთხოვნის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი  ვალდებულია, უზრუნველყოს ადგილზე შემოწმება მიმართვიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. ამასთან, თუ მომსახურების გასაწევად საჭიროა მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე შესვლა, მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს სისტემის ოპერატორის  წარმომადგენლების დაშვება მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე წინასწარ შეთანხმებულ დროს. მუხლი 10🔗. მომარაგების გეგმური/არაგეგმური წყვეტა და მომხმარებელთა ინფორმირება 1. გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ბუნებრივი გაზით მომარაგების დროებითი გეგმური ან არაგეგმური წყვეტის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს იმ მომხმარებელთა ჯგუფს რომელზეც ვრცელდება აღნიშნული წყვეტა. წყვეტის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელთა ჯგუფს უნდა მიეწოდოს ამ მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით. 2. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზით მომარაგების დროებითი შეწყვეტა შესაძლოა მოხდეს მხოლოდ საჯარო ინტერესის დაცვის აუცილებლობით გამოწვეულ შემთხვევაში, მათ შორის, ბუნებრივი გაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობით ან/და ქსელის მოვლა-პატრონობასთან ან ახალი ობიექტის ქსელთან მიერთებით გამოწვეული ტექნიკური საჭიროებიდან გამომდინარე, რაც სისტემის ოპერატორის მიერ სათანადოდ აღირიცხება შესაბამის ჟურნალებში. 3. სისტემის ოპერატორის მიერ ბუნებრივი გაზის მიწოდება შეიძლება შეწყდეს მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე, მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც ეს აუცილებელია, ბუნებრივი გაზის სისტემაში ქსელთან მიერთებულ ობიექტებში განვითარებული ავარიული შემთხვევების ან უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების თავიდან ასაცილებლად, აღმოსაფხვრელად, ან ბუნებრივი გაზის დატაცების/უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში. მიუხედავად ამისა, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დაუყოვნებლივ  აცნობოს შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მომხმარებელსა და მიმწოდებელს, წესებით  გათვალისწინებული პირობების დაცვით. 4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომარაგების გეგმურ წყვეტამდე სარემონტო სამუშაოების შესახებ, ტექსტური შეტყობინებით აცნობოს შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს სამუშაოების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 1 კალენდარული დღით ადრე. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შეტყობინებაში ზუსტად მიუთითოს სამუშაოების დაწყების დრო და ხანგრძლივობა. იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი სამუშაოების შედეგად მომარაგება უწყდება თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში სისტემის ოპერატორმა ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მედიასაშუალებებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თუ სისტემის ოპერატორი ვერ ახერხებს გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებლის წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვას, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა უნდა გადავადდეს. ამასთან, თუ სისტემის ოპერატორისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ვერ ხდება მომხმარებელთა წინასწარ ინფორმირების ვადის დაცვა, მომხმარებელთა ინფორმირება უნდა მოხდეს მოსალოდნელი წყვეტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე. 5. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შესაძლო მოკლე ვადაში აღმოფხვრას არაგეგმური წყვეტა. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგების აღდგენა საჭიროებს რთული სამუშაოების შესრულებას, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, რთული სამუშაოს კატეგორიის მინიჭებისთანავე, შესაბამის არეალში არსებულ მომხმარებლებს აცნობოს ტექსტური შეტყობინებით, გათიშვის ზუსტი მიზეზი და მომარაგების აღდგენის სავარაუდო დრო. იმ შემთხვევაში, თუ მომარაგება შეუწყდა თვითმმართველ ქალაქში არანაკლებ 3000 მომხმარებელს, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტში არანაკლებ 500 მომხმარებელს, ზემოაღნიშნულ ვადაში სისტემის ოპერატორმა, ასევე უნდა გაავრცელოს შესაბამისი ინფორმაცია მის ვებგვერდზე. თავი III. განაწილების ქსელით მომსახურების ძირითადი პრინციპები მუხლი 11🔗. სისტემის ოპერატორის ვალდებულებები 1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომსახურება გაუწიოს ყველა  მომხმარებელს და მიმწოდებელს წესების შესაბამისად. სისტემის ოპერატორი ვალდებულია  მიმწოდებლებს მოემსახუროს არადისკრიმინაციულობის პრინციპით და ყველა ჩააყენოს თანაბარ მდგომარეობაში მომსახურების გაწევისას. 2. სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია გამანაწილებელი სისტემის  გამართულ მუშაობაზე. განაწილების ქსელში მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდორიზაციისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების კონტროლზე პასუხისმგებლობა ეკისრება სისტემის ოპერატორს. გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ხარისხი, წნევა, სუნი და სხვა მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედ წესებსა და კანონმდებლობით დადგენილ ნორმებსა და სტანდარტებს. 3. განაწილების საქმიანობა არის საჯარო ინტერესის სფეროსთვის მიკუთვნებული საქმიანობა, სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს, როგორც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება, უსაფრთხო და საიმედო მომარაგება, ისე გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია-მართვა, მოვლა-პატრონობა,  განვითარება  და  მასთან  დაკავშირებულ  სხვა საქმიანობების სათანადოდ შესრულება, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი  სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და ამ სისტემებთან თავისუფალი დაშვების უზრუნველსაყოფად. 4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია: ა) მომსახურება გაუწიოს ყველა სისტემით  მოსარგებლეს წესების შესაბამისად; ბ) სისტემით მოსარგებლეებს მომსახურება გაუწიოს არადისკრიმინაციულობის პრინციპზე დაყრდნობით;  გ) უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, წესებისა და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად; დ) ექსპლუატაცია გაუწიოს, მართოს, მოუაროს და კომისიასთან შეთანხმებული გეგმის ფარგლებში განავითაროს გამანაწილებელი ქსელი; ე) ანგარიშსწორებისათვის მოაწყოს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი და უზრუნველყოს მისი გამართული მუშაობა; ვ) უზრუნველყოს გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის მომარაგების  ერთიანი ბაზის შექმნა, მისი მართვა და მუდმივი განახლება ინფორმაციის სათანადოდ დამუშავების საფუძველზე; ზ) პერიოდულად აიღოს მომხმარებლის მრიცხველის ჩვენება და მიღებული ინფორმაცია  დაუყოვნებლივ ასახოს ბუნებრივი გაზის მომარაგების ერთიან ბაზაში და ეს ინფორმაცია გადასცეს შესაბამის მიმწოდებელს (ამ წესებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით); თ) „საცალო ბაზრის წესების“ შესაბამისად შეასრულოს მიმწოდებლის მოთხოვნა კონკრეტული მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების, მიწოდების შეწყვეტის ან აღდგენის თაობაზე; ი) მომხმარებლისთვის მიმწოდებლის შეცვლის პროცესში იმოქმედოს „საცალო ბაზრის წესების“ მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად; კ) მიმწოდებელს მიაწოდოს წესებითა და „საცალო ბაზრის წესებით“ განსაზღვრული ინფორმაცია; ლ)  დაუყოვნებლივ აცნობოს კომისიას მიმწოდებლის მიერ განაწილების მომსახურების გადაუხდელობის შედეგად უზრუნველყოფის მოთხოვნის ან ამ პირობის დამძიმების (უზრუნველყოფის თანხის გაზრდის) შესახებ; მ) დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება გადამცემი სისტემის ოპერატორის შეტყობინებაზე ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის ან/და წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ; ნ) დაიცვას ტექნიკური და უსაფრთხოების დადგენილი ნორმები; ო) ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ტექნიკური რეგლამენტისა და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის (დარღვევების) აღმოჩენისა და ამ დარღვევის შესაძლო შედეგებზე მომხმარებელთა წერილობითი ფორმით ინფორმირების მიზნით, ამ წესების შესაბამისად, აწარმოოს მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების, ხელსაწყოებისა და მათი ქსელთან მიერთების საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებთან, ასევე, ამ დანადგარების შესაბამის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან (მათ შორის, სამონტაჟო-საექსპლუატაციო დოკუმენტაციასთან) შესაბამისობის სისტემატური შემოწმება და განახორციელოს სათანადო რეაგირება; პ) უზრუნველყოს წესებით და ლიცენზიის პირობებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების სათანადოდ შესრულება. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, მიმწოდებლის მიერ მომარაგების დაწყების ან მომარაგების აღდგენის შესახებ, სისტემის ოპერატორს უნდა წარედგინოს წესებითა და საცალო ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით. პროცედურების დარღვევით წარდგენილი მოთხოვნის ან წესებთან შეუსაბამო მოთხოვნის შესრულება დაუშვებელია. სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნის დახარვეზვების შემთხვევაში იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს არგუმენტირებული პასუხი მიმწოდებელს. ასეთ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრება სისტემის ოპერატორს და ის ვალდებულია დაასაბუთოს დახარვეზების მიზეზები. 6. მომხმარებელი ვალდებულია, ახალი ან გარემონტებული (შეკეთებული) გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციაში გაშვებამდე უზრუნველყოს აღნიშნული გაზის ხელსაწყოების მიერთების ტექნიკური შემოწმება სისტემის ოპერატორის მეშვეობით. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოს ახალი ან გარემონტებული (შეკეთებული) გაზის ხელსაწყოების მიერთების ტექნიკური შემოწმება. 7. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ხოლო ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვალდებულია შეამოწმოს  მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარებისა და მოწყობილობების შესაბამისობა ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან. მუხლი 12🔗. პასუხისმგებლობა გამანაწილებელი ქსელის გამართულ მუშაობაზე 1. გამანაწილებელი ქსელის, გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელია სისტემის ოპერატორი. 2. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია განახორციელოს  მომხმარებლის ბუნებრივი გაზის დანადგარების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება ბუნებრივი გაზის მოხმარებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხზე გარემოების დაზუსტების მიზნით ან უსაფრთხოების პირობების დარღვევის შესახებ საფუძვლიანი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. არაგეგმური შემოწმებისას სისტემის ოპერატორი ვალდებულია განახორციელოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოქმედებები. 3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომხმარებელს წინასწარ აცნობოს არაგეგმური შემოწმების სავარაუდო თარიღი და პერიოდი. მომხმარებელი ვალდებულია დაუშვას სისტემის ოპერატორის წარმომადგენელი მის მფლობელობაში არსებულ ქსელთან, დანადგარებთან და სხვა სახის ხელსაწყოებთან. ამასთან, მომხმარებელს უნდა შეეძლოს შემმოწმებლის იდენტიფიცირება შესაბამისი დოკუმენტის, ფორმისა და მომხმარებლისთვის სხვა წინასწარ ცნობილი საშუალებების მეშვეობით. სისტემის ოპერატორის მიერ ჩატარებული შემოწმებაზე მომხმარებელი და მიმწოდებელი უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ წერილობითი განმარტება. 4. როდესაც  სისტემის ოპერატორის  მიერ  წესებით განსაზღვრული  მოქმედება ვერ  სრულდება მომხმარებლის მიზეზით, მათ შორის ობიექტზე მისი არყოფნის, უარის ან/და მომხმარებლის შიდა ქსელის გაუმართაობის, ასევე ამ მომხმარებლის ობიექტზე ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების აშკარა დაუცველობით, ასეთ შემთხვევაში, წესების მიზნებისთვის სისტემის ოპერატორის მიმართ განსაზღვრული ვალდებულებები ითვლება შესრულებულად, მომხმარებლისთვის შესაბამისი აქტის წარდგენის თარიღიდან, ხოლო მომხმარებლის ადგილზე არყოფნის ან უარის შემთხვევაში, შესაბამისი აქტის ამ მომხმარებლისათვის გაგზავნის თარიღიდან. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებლისთვის მომარაგების შეწყვეტის პირობასა და პროცედურაზე. მუხლი 13🔗. მომარაგების შეწყვეტა 1. სისტემის ოპერატორის მიერ, ამ მუხლით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, კომისიის წინასწარი ნებართვის გარეშე იკრძალება მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა. 2. სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, კანონმდებლობისა და წესებში მოცემული ნორმების დაცვით, შეწყვიტოს მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება, თუ: ა) მომხმარებლის მიერ დროულად არ არის გადახდილი გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის, ან/და წესებით გათვალისწინებული სხვა სახის საფასური (ამ წესების, მათ შორის მე-14 მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად); ბ) მომხმარებლის მიერ ირღვევა გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ტექნიკურ პირობაში მოცემული მოთხოვნები; გ) საჭიროა გეგმური ან არაგეგმური სარემონტო სამუშაოების ჩატარება; დ) მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ განზრახ არ დაუშვებს სისტემის ოპერატორის წარმომადგენელს ბუნებრივი გაზის მრიცხველთან. მომარაგების წინამდებარე საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში მომხმარებელი წინასწარ, 3 სამუშაო დღით ადრე მაინც უნდა იყოს გაფრთხილებული წერილობითი  ფორმით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით). მომხმარებლის მიერ სისტემის ოპერატორის წარმომადგენლის ბუნებრივი გაზის მრიცხველთან არდაშვებად მიიჩნევა მომხმარებლის მიერ წარმომადგენლის საქმიანობისთვის აშკარა ხელის შეშლა. 3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება და შეწყვიტოს ბუნებრივი გაზით მომარაგება, თუ: ა) საფრთხე ემუქრება პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან მის ქონებას; ბ) ადგილი აქვს ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების წესების მოთხოვნების დარღვევას. დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, მომხმარებელს ასევე შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად; გ) არსებობს მიმწოდებლის მოთხოვნა  მომარაგების შეწყვეტის შესახებ (თუ ეს წესები ან/და საცალო ბაზრის წესები ითვალისწინებს მითითებული საფუძვლით მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტას); დ) ადგილი აქვს ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებას; ე) მომხმარებელი ითხოვს მომარაგების შეწყვეტას – აღნიშნულის შესახებ  სისტემის ოპერატორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შესაბამის მიმწოდებელს; ვ) გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გაცემულია სათანადო დავალება ბუნებრივი გაზით მომარაგების შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ. 4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია უარი განაცხადოს მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, როდესაც მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემა, მათ შორის, ქსელი გაუმართავია ან/და მის გაზის ხელსაწყოებს (გათბობის აგრეგატი, წყალგამაცხელებელი, გაზქურა და სხვა ხელსაწყოები, რომლებიც მოიხმარენ ბუნებრივ გაზს) არ გააჩნია წარმოების დეკლარაცია შესაბამისობის შესახებ ან შესაბამისობის სერტიფიკატი და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია (ხელსაწყოს ტექნიკური მახასიათებლები, მისი მონტაჟისა და ექსპლუატაციის ტექნიკური პირობები და სხვა ინფორმაცია), აგრეთვე, თუ აშკარაა, რომ მომხმარებლის გაზის ხელსაწყოების გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს გაზმომარაგების სისტემაზე ან/და სისტემის ოპერატორის შესაძლებლობაზე, სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება ამ ან/და სხვა მომხმარებლებს. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეწყვიტოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება  წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.    5. სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების გამო ბუნებრივი გაზით მომარაგება შეწყვეტილ  მომხმარებლებს, ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენისთვის, მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარდა, მოსთხოვოს  მომხმარებლის მიერ დაზიანებული  აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, მრიცხველისა და მის ელემენტების) რემონტის ან გამოცვლის ხარჯების გადახდა. 6. უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის გამო, ბუნებრივი გაზით მომარაგება შეწყვეტილი  (ქსელიდან ჩახსნილი) მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენისთვის,  სისტემის ოპერატორს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთებისთვის, უფლება აქვს მოითხოვოს მომარაგების აღდგენის საფასური. 7. თუ ბუნებრივი გაზის მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებას ან/და საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლეს ან გამოიწვევს მომხმარებლისთვის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს დარიცხულ დავალიანებასთან მიმართებაში და აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდება სისტემის ოპერატორის წარმომადგენლისათვის, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, გაითვალისწინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესების ან/და სიცოცხლის საფრთხის შეუქმნის შემთხვევაში, არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში, უნდა შედგეს შესაბამისი ოქმი და გადაეცეს მომხმარებელს წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს წესების 33-ე მუხლში მოცემული პირობები. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესი, ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესების ან/და სიცოცხლის საფრთხის შექმნის შემთხვევაზე, ასევე ვრცელდება ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შემთხვევაზე. 9. მომხმარებლის სხვა მისამართზე გადასვლის ან  სისტემის ოპერატორის მიერ მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, საბოლოო ანგარიშსწორების შედეგად წარმოქმნილი, ამ მომხმარებელზე მის მიერ დარიცხული, გადაუხდელი თანხა მოსთხოვოს ან/და დაარიცხოს გადახდაზე პასუხისმგებელ პირს ან დარიცხული დავალიანება გადაიტანოს ამ მომხმარებლის სხვა მისამართზე (სისტემის ოპერატორს დავალიანების გადატანის უფლება აქვს მხოლოდ მის არეალში ამ მომხმარებლის სხვა მისამართზე). სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომხმარებელს, მის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადაურიცხოს, ვალდებულების გასწორების შედეგად დარჩენილი თანხა, შესაძლოდ მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა მომსახურების შეწყვეტის ან საბანკო ანგარიშის წარდგენის თარიღიდან. 10. მომარაგების მიმწოდებლის მოთხოვნით შეწყვეტის შემთხვევაში, მომარაგება აღდგება წესების მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის პირობების შესაბამისად.  მუხლი 14🔗. საფასურის დარიცხვა, ეტაპობრივი გადახდა და მომარაგების აღდგენა 1. მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად სისტემის ოპერატორის მიერ, შეძლებისდაგვარად ერთსა და იმავე დროს, მის მიერ შემუშავებული გეგმის შესაბამისად. 2. შესაბამის საანგარიშო პერიოდში, მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის, ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე დარიცხვა შეიძლება განხორციელდეს, სისტემის ოპერატორის ბუნებრივი გაზის მომარაგების  ერთიანი ბაზის მონაცემების საფუძველზე. 3. სისტემის ოპერატორს ბუნებრივი გაზის მომარაგების ერთიან ბაზაში მონაცემები შეჰყავს, ამ წესების შესაბამისად გამანაწილებელი ქსელის მიღებისა და გაცემის პუნქტებში ბუნებრივი გაზის გადადინების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვისა და დამუშავების შემდეგ (მათ შორის, ბუნებრივი გაზის მოხმარების, ბუნებრივი გაზის მოხმარების პირობითი დარიცხვისა და გატარების შემდეგ). 4. მომხმარებელზე მომსახურების ღირებულების დარიცხვა ხორციელდება ქვითრის მეშვეობით „საცალო ბაზრის“ წესების მე-15 – მე-17 მუხლებით დადგენილი წესით. 5. მომხმარებელზე სისტემის ოპერატორის მიერ დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში. სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებელთან ფინანსური ანგარიშსწორება დაუშვებელია ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული პირობის დაუცველად. 6. სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებლისთვის წესების შესაბამისად დარიცხული თანხის ამოღება ხორციელდება მიმწოდებლის მეშვეობით, თუ ეს თანხა წესების შესაბამისად, აისახა ქვითარში. 7. მიმწოდებლის მიერ მომხმარებლის მომარაგების აღდგენის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ ამ მომხმარებელს მომარაგება შეწყვეტილი აქვს სხვა მიმწოდებლის ან სისტემის ოპერატორის მიერ დარიცხული საფასურის გადაუხდელობის გამო, ამ მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენა დაუშვებელია დავალიანების გადახდის ან გადახდაზე შეთანხმების ან იმ მიმწოდებლის თანხმობის გარეშე, რომლის მოთხოვნის შედეგადაც მოხდა მომარაგების შეწყვეტა, გარდა ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. 8. სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებელზე დარიცხული დავალიანების გადახდის განწილვადება შეიძლება მოხდეს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებით, რაც უნდა გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულებით. 9. დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული  მომხმარებლების მომარაგება სისტემის ოპერატორმა უნდა აღადგინოს, საცალო ბაზრის წესებით გათვალისწინებულ ვადაში.  სისტემის ოპერატორი ვალდებულია ამავე ვადაში განახორციელოს მომარაგების აღდგენა და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის მიმწოდებელს, თუ მომხმარებელი ითხოვს მისი მოთხოვნის საფუძველზე შეწყვეტილი მომარაგების აღდგენას. 10. მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენას ახორციელებს მხოლოდ სისტემის ოპერატორი, ბუნებრივი გაზის მრიცხველის, ასევე, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის (შიდა ქსელის), მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების, ხელსაწყოებისა და მათი ქსელთან მიერთების სათანადო წესით შემოწმების შემდეგ. მუხლი 15🔗. მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასური 1. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, წესების მოთხოვნების დაცვით ქვითარში ასახული თანხის გადაუხდელობის, მათ შორის მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების, ასევე უსაფრთხოების წესების დარღვევის ან ამ მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ქსელიდან გათიშულ მომხმარებელს, ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენისათვის, დაარიცხოს ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასური (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის და 27-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). 2. ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასურს განსაზღვრავს სისტემის ოპერატორი. ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასური შეიძლება დადგინდეს, ამ მოქმედებისთვის გამოყენებული მეთოდის ხარჯისა და სირთულის მიხედვით. ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასურის განსაზღვრის შესახებ აქტის ამოქმედებისთვის, სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე განთავსება სავალდებულოა. 3. ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასური წარმოადგენს სისტემის ოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებულ დამატებით შემოსავალს, რომელიც გათვალისწინებულ იქნება გამანაწილებელ ქსელზე მომსახურების ტარიფების გაანგარიშებისას. 4. ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასურის დარიცხვა დაუშვებელია, თუ ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა არ გამომდინარეობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებებიდან, ხოლო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების უკანონოდ შეწყვეტის ან/და სხვა ფაქტორის გამო არასწორად დარიცხვის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასწოროს დარიცხვის მონაცემები, მოახდინოს გადაანგარიშება და უფასოდ აღადგინოს მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება. მუხლი 16🔗. ფორსმაჟორი 1. ამ მუხლის მიზნებისთვის, ფორსმაჟორს წარმოადგენს ისეთი დაუძლეველი ძალა, როგორიცაა:  მიწისძვრა,  წყალდიდობა,  ეპიდემია, სახელმწიფო გადატრიალება, საგანგებო მდგომარეობა და სხვა, რომლებიც არ არის დამოკიდებული საწარმოზე და არ ექვემდებარება მის კონტროლს, გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი, შეუძლებელი იქნებოდა მისი თავიდან აცილება და რომელთა გამოც საწარმო ვერ ასრულებს წესებით გათვალისწინებულ პირობებს. ფორსმაჟორი უნდა დადასტურდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ და გამოცხადებული უნდა იყოს მასობრივი  ინფორმაციის საშუალებებით. 2. ფორსმაჟორის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორმა მომხმარებლებს, რომელთა მრიცხველი დამონტაჟებულია მათ დაცულ ტერიტორიაზე (მათ შორის, საცხოვრებელ ბინაში), უნდა მისცეს მრიცხველის ჩვენების, ასევე მრიცხველის ჩვენების ფოტოსურათის, საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინების და ელ. ფოსტის საშუალებებით) წარდგენის შესაძლებლობა. მომხმარებლის მიერ აღნიშნული შესაძლებლობის გამოუყენებლობის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობა დაიანგარიშოს შესაბამისი მომხმარებლის მიერ, წინა წლის, ანალოგიურ თვეში მოხმარებული ბუნებრივი გაზის ოდენობის მიხედვით (იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებიდან გასულია ერთ წელზე ნაკლები, დარიცხვა ხორციელდება მოხმარებული ბუნებრივი გაზის საშუალო თვიური ოდენობით). განსხვავება რეალურ და დარიცხულ მოხმარებას შორის უნდა გასწორდეს (გადაანგარიშდეს) მომხმარებლის მრიცხველის რეალური ჩვენების სისტემის ოპერატორის მიერ აღებისთანავე. ამასთან:  ა) სისტემის ოპერატორი ვალდებულია, წინასწარ, 2 სამუშაო დღით ადრე აცნობოს კომისიას, ამ პუნქტის გამოყენების გადაწყვეტილების შესახებ (შეტყობინება უნდა შეიცავდეს ამ პუნქტის გამოყენების აუცილებლობის შესახებ დასაბუთებას, ტერიტორიულ არეალსა  და მოქმედების  სავარაუდო პერიოდს);  ბ) სისტემის ოპერატორი ვალდებულია როგორც ინდივიდუალური ტექსტური შეტყობინებით, ისე მასობრივი საშუალებების გამოყენებით, ყოველთვიურად,   აცნობოს მომხმარებლებს ამ პუნქტით განსაზღვრული პირობების გამოყენების შესახებ. ასევე, მიუთითოს ის ელექტრონული საშუალებები (ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი), რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი იქნება მომხმარებლის მიერ მრიცხველის ჩვენების გაგზავნა;  გ) მომხმარებელი უფლებამოსილია, სისტემის ოპერატორს გაუგზავნოს მრიცხველის ჩვენება, რომელიც დაფიქსირდება წინა ქვითარში მოცემული მრიცხველის ჩვენების აღების თარიღიდან ერთი თვის თავზე, ხოლო სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ტექსტური შეტყობინებით ინდივიდუალურად მოითხოვოს  დამატებითი მტკიცებულების გადაგზავნა. დამატებითი მტკიცებულების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია   გამოიყენოს პირობითი დარიცხვის მეთოდი. თავი IV. ქსელური მომსახურებები და ქსელთან მიერთებები მუხლი 17🔗. ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება 1. გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომელიც არ არის მიერთებული გამანაწილებელ ქსელთან და კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად არ ხდებოდა მისი ბუნებრივი გაზით მომარაგება, აგრეთვე, როდესაც ადგილი აქვს უძრავი ქონების გაყოფას (აბონენტის გაყოფას) და არსებობს გამოყოფილი ქონების მესაკუთრის მიერ ობიექტის მიერთების მოთხოვნა. 2. გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის (საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის) მიერთების წესები და მოთხოვნები ასევე ვრცელდება იმ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენაზე, რომელსაც ბუნებრივი გაზი აღარ მიეწოდება და ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ობიექტზე მომხმარებელს გამანაწილებელი ქსელიდან არ მოუხმარია ბუნებრივი გაზი და არც მიუმართავს სისტემის ოპერატორისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის მოთხოვნით (იმავე პერიოდში). 3. ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთება ხდება მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი სისტემის ოპერატორისთვის ახალი ობიექტის მიერთების საფასურის გადახდის პირობით, ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად. 4. ახალი ობიექტის (დაბალი წნევის (<0,005მპა) ახალი მომხმარებლის) გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური ვრცელდება სისტემის ოპერატორის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელი ქსელიდან 300 მეტრის რადიუსში (გარდა კომისიის მიერ განსაზღვრული არაგაზიფიცირებული ტერიტორიული საზღვრებისა). 5. ამ წესების მიზნებისთვის კომისია გადაწყვეტილებით ამტკიცებს (განსაზღვრავს) დასახლებათა ჩამონათვალს, რომლებზეც არ ვრცელდება მიერთების საფასური. 6. ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური დგინდება მისაერთებელ წნევასა და სიმძლავრეზე შეთავაზებული პაკეტების მიხედვით (დანართი №1). მიერთების საფასური წარმოადგენს ერთჯერად გადასახადს და მისი გადახდა ახალი მომხმარებლის მიერ ხდება მხოლოდ ამ წესებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 7. გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური არ ვრცელდება: ა) იმ საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიეწოდება ან წარსულში მიეწოდებოდა ბუნებრივი გაზი (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის კუთვნილი ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენაზე, თუ აღნიშნული მომხმარებელი ბუნებრივი გაზით მარაგდებოდა არა სისტემის ოპერატორის, არამედ მისი ან სხვა პირის კუთვნილი გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით); ბ) გაზდანადგარების დროებით მიერთებაზე (ამ წესების მე-20 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში). 8. თუ მომხმარებლის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელიც მარაგდებოდა ბუნებრივი გაზით, გაიყო ან მის ადგილზე განვითარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, გამოყოფილი უძრავი ქონების/მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე ვრცელდება ახალი ობიექტის მიერთების წესი, შესაბამისი საფასური და პროცედურები, მიუხედავად იმისა, თუ რა სიმძლავრით იყო მიერთებული თავდაპირველი ქონება გამანაწილებელ ქსელთან. წესების მიზნებისთვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს შენობას, რომელიც შედგება მინიმუმ სამი  ბინისგან, ხოლო ბინა წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრების საგანს, რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად. 9. იმ შემთხვევაში, თუ გამანაწილებელ ქსელთან ხდება ისეთი ახალი ობიექტის  მიერთება, რომელზეც ვრცელდება გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური, ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფს მხოლოდ შესაბამისი სისტემის ოპერატორი. ამ შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ყველა საჭირო სამუშაო და ხარჯი (სრული ტექნოლოგიური ციკლი), მათ შორის, გამანაწილებელი ქსელის გაყვანა, მიერთებისათვის საჭირო საშუალებების შეძენა, მიერთების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები, მის შესრულებასთან დაკავშირებული თანხმობის ან ნებართვის მოპოვება და აღრიცხვის კვანძის მოწყობა, ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების ჩათვლით. ახალი მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე ქსელის მოწყობას (შიდა ქსელი) უზრუნველყოფს ახალი მომხმარებელი, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 10. დაბალი წნევით ახალი ობიექტის მიერთებისას საყოფაცხოვრებო მომხმარებლის (მოთხოვნილი სიმძლავრით – 0-6 კუბ.მ/სთ) გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შემთხვევაში (რომელზეც ვრცელდება გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური), თუ „გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადში მოთხოვნილია შიდა ქსელის მოწყობა, სისტემის ოპერატორი ამ მუხლის მე-9 პუნქტში ჩამოთვლილ სამუშაოებთან ერთად ასევე ვალდებულია უზრუნველყოს ამ ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობა (სისტემის ოპერატორის მიერ დამტკიცებული სტანდარტული პირობით) და ბუნებრივი გაზის მოხმარების ერთი ხელსაწყოს დაერთება ახალი მომხმარებლის მიერ მითითებულ ადგილზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ადგილი აქვს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მოთხოვნას). მიერთების შედეგად მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიამდე შექმნილი გამანაწილებელი ქსელი, მათ შორის, აღრიცხვის კვანძი (მიუხედავად მრიცხველის მდებარეობისა) და სხვა საშუალებები წარმოადგენს სისტემის ოპერატორის საკუთრებას, ხოლო მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე მოწყობილი ქსელი (შიდა ქსელი) წარმოადგენს მომხმარებლის საკუთრებას. 11. ახალი ობიექტის გამანაწილებელი ქსელთან მიერთების პროცესი არ არის დამოკიდებული მომხმარებლის შიდა ქსელის მოწყობის პირობასთან ან ამ პირობის შეცვლასთან. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ახალი ობიექტის ქსელთან მიერთება განახორციელოს შეუფერხებლად, მიუხედავად იმისა მომხმარებელი დამატებით მოითხოვს თუ არა შიდა ქსელის მოწყობას ან უარს იტყვის მის მოწყობაზე (მათ შორის, მოხმარების ერთი ან მეტი წერტილის მოწყობაზე), ან ხელს უშლის შიდა ქსელის სამუშაოების შესრულებას რაიმე ფორმით. 12. იმ ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისას, რომელზე ვრცელდება გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური, სისტემის ოპერატორს ეკრძალება მოსთხოვოს ახალი მომხმარებელს მიერთების უზრუნველყოფისათვის საჭირო საშუალებების შეძენა ან/და გამანაწილებელ ქსელთან მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო სამუშაოების წარმოება, მასთან დაკავშირებული საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების ან რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის მიღებაში მონაწილეობა. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) არ არის ვალდებული სისტემის ოპერატორს წარუდგინოს რაიმე სახის დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია, განაცხადში მოცემული ინფორმაციის გარდა. 13. გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების პროცესში სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მიერთების მსურველთან (განმცხადებელთან) ურთიერთობა აწარმოოს მხოლოდ ერთი უფლებამოსილი პირის მეშვეობით. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აღნიშნული პირის საკონტაქტო მონაცემები განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს, ამ წესების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების დამტკიცების შესახებ შეტყობინებასთან ერთად. 14. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისა და შესაბამის აბონენტის ნომერზე  მომხმარებლების რეგისტრაციის შემდეგ სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ამ მომხმარებლებს  მომსახურება გაუწიოს კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად და მათ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალურად. 15. გამანაწილებელ ქსელთან მიერთებულ ახალ მომხმარებელს არ მოეთხოვება აბონენტად რეგისტრაციის მიზნით სპეციალური განაცხადით მიმართვა. 16. თუ ადგილი აქვს ისეთი სახის მიერთების მოთხოვნას, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური, საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგების სისტემის მოწყობა ან/და არსებულ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს სისტემის ოპერატორსა და მიერთების მსურველს (განმცხადებელს) შორის ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიერთების მსურველი თავად (ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს. შეუთანხმებლობის მიუხედავად, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მიერთების ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) მიერთების წერტილს; ბ) მიერთების წნევის საფეხურს; გ) მისაერთებელ პიკურ სიმძლავრეს (განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად). 17. იმ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი თავად უზრუნველყოფს საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს (საკუთარი ან სხვა პირის მეშვეობით), იგი ვალდებულია სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალიწინებული მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია არ შეასრულოს ქსელთან შეჭრის სამუშაოები და შესაბამისად, ახლად შექმნილი ქსელი არ მიუერთოს გამანაწილებელ ქსელს. 18. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი თავად (თვითონ ან სხვა პირის მეშვეობით) უზრუნველყოფს მიერთებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებს: ა) მიერთების მსურველი ვალდებულია: ა.ა) სრულად დაიცვას მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული მოთხოვნები; ა.ბ) წინასწარ წერილობით (ელექტრონული ან მატერიალური ფორმით) აცნობოს სისტემის ოპერატორს  მიერთების სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესახებ, ხელი არ შეუშალოს მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას და შეასრულოს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე სისტემის ოპერატორის წერილობითი მითითებები; ა.გ) ობიექტის მიერთების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განაცხადით მიმართოს სისტემის ოპერატორს  აღრიცხვის კვანძის მოწყობის და ქსელთან შეჭრის სამუშაოების განხორციელების მოთხოვნით. ამასთან, იგი ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასურის“ 50 პროცენტი, მის მიერ თითოეულ ობიექტზე განაცხადით მოთხოვნილი სიმძლავრისა და ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის რაოდენობის მიხედვით (დანართით №2, განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად). დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების თარიღიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. ბ) სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მომართვის შემდეგ, განსაზღვრულ ვადაში განახორციელოს, განაცხადით მოთხოვნილი აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ქსელთან შეჭრის სამუშაოები ამ წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად. 19. მიერთების ტექნიკური პირობის მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს 12 თვეზე ნაკლები. დაუშვებელია სისტემის ოპერატორის მიერ მიერთების ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა მისი მოქმედების ვადის განმავლობაში. 20. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული მიერთების ტექნიკური პირობის მომზადებისას სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიერთების წერტილი და ამ მიერთებისათვის საჭირო სხვა მოთხოვნები განსაზღვროს ტექნიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იმგვარად, რომ მიერთების მსურველისთვის (განმცხადებლისთვის) არსებულ გამანაწილებელ ქსელთან მიერთება დაკავშირებული იყოს შესაძლო მცირე ხარჯთან. 21. ამ წესების მიზნებისათვის, დაუშვებელია დაბალი წნევის გამანაწილებელ ქსელთან 100 კუბ.მ/სთ მეტი მისაერთებელი სიმძლავრით ახალი ობიექტის მიერთება. 22. მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საშუალებების მშენებლობა ან/და ახალი ობიექტის გაზიფიცირება, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და გამანაწილებელ ქსელთან შეჭრის სამუშაოების შესრულება უნდა უზრუნველყოს სისტემის ოპერატორმა. სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობა მიერთების მსურველის მიერ მითითებულ მშენებლობის პერიოდში. 23. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასური განისაზღვრება დანართით №2, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით.  მუხლი 18🔗. ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პროცედურები 1. საცხოვრებელი ადგილის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის, ასევე უძრავი ქონების (აბონენტის) გაყოფის შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთებას, პირმა (ან პირთა ჯგუფმა) „გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნის შესახებ“ განაცხადით (რომელიც წარმოადგენს ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებზე მიერთების მოთხოვნას) წერილობით (ელექტრონული ან მატერიალური ფორმით) უნდა მიმართოს სისტემის ოპერატორს. განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს განაცხადი და ამ წესების პირობების დაცვით გააგზავნოს ტექსტური შეტყობინება განაცხადში მითითებულ ძირითად ან ალტერნატიულ ნომერზე და ელექტრონულ მისამართზე – განაცხადის რეგისტრაციის ნომრის და თარიღის მითითებით, ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაზმომარაგების დაწყებისთვის აუცილებელია, მომხმარებლის შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დოკუმენტის წარდგენა (გარდა ამ წესების მე-17 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამასთან,  თუ მოთხოვნილი მიერთება არ შეესაბამება ამ წესებით გათვლისწინებულ ახალი ობიექტის მიერთების განსაზღვრებას, დაუშვებელია მისი განხილვა ამ წესების მე-17 და მე-18 მუხლების საფუძველზე და სისტემის ოპერატორი ვალდებულია წინასწარ გადახდილი მიერთების საფასური დაუბრუნოს განმცხადებელს ხარვეზის დადგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 2. მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასურის 50% (გარდა ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ხოლო დარჩენილი თანხა გადაიხადოს (თუ მხარეები წერილობით არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე), ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების ან ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მრიცხველის ექსპლუატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღიდან 10 სამუშაო დღეში. 3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი განცხადების დამტკიცების ან ხარვეზის შესახებ გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებით (განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე). ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს ხარვეზის დადგენის მიზეზების შესახებ მოკლე ინფორმაციას. თუ 5 სამუშაო დღეში მიერთების მსურველს არ ეცნობება პასუხი, განაცხადი დამტკიცებულად ჩაითვლება და სისტემის ოპერატორი ვალდებულია ახალი ობიექტის ქსელთან მიერთება განახორციელოს ამ წესების მე-17 და მე-18 მუხლით გათვალისწინებული პირობებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიერთება არ არის მოთხოვნილი კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის განაცხადით. 4. განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია: ა) დაუყოვნებლივ მიანიჭოს მიერთების მსურველს აბონენტის ნომერი და აცნობოს მას განაცხადის დამტკიცებისა და აბონენტის ნომრის შესახებ, ტექსტური შეტყობინებით (განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე). თუ 5 სამუშაო დღის გასვლის შემდეგ მიერთების მსურველს არ ეცნობება პასუხი, მიერთების მსურველი უფლებამოსილია მოითხოვოს აბონენტის ნომრის მინიჭება, ხოლო სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ მიანიჭოს აბონენტის ნომერი და აცნობოს მიერთების მსურველს. ბ) ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების განაცხადზე თანდართული, მიერთების მსურველის მიერ ხელმოწერილი მიწოდების ხელშეკრულება გადაუგზავნოს შესაბამის მიმწოდებელს და აცნობოს ახალი ობიექტის აბონენტის ნომერი და მომარაგების დაწყების სავარაუდო თარიღი. მიმწოდებელი ვალდებულია იმოქმედოს საცალო ბაზრის წესების შესაბამისად და ამ შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, აცნობოს სისტემის ოპერატორს ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში, მიწოდების მზადყოფნის ან განაცხადის დაკმაყოფილების თაობაზე დასაბუთებული უარი (დასაბუთებული უარი ასევე უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს). უარის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია იმოქმედოს, იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია საცალო ბაზრის წესებით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველი განაცხადში, აფიქსირებს სურვილს ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის შესახებ, განაცხადისა და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილების დადგენისთანავე, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორს. ასეთ შემთხვევაში, ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება განხორციელდება ამ წესების მე-5 მუხლის მე-8 პუნქტისა და 35-ე მუხლის პირობების შესაბამისად. 6. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, დაადგინოს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნის შესახებ განაცხადში ხარვეზი (მხოლოდ წესებით გათვალისწინებული შემთხვევაში) და დატოვოს ის განუხილველად; ასეთ შემთხვევაში მოთხოვნილი მიერთება განხორციელდება მხოლოდ ახალი განაცხადის წარდგენის შემთხვევაში. ხარვეზის დადგენა შესაძლებელია, თუ: ა) განაცხადი არ არის სრულყოფილი ან შევსებულია შეცდომით (მათ შორის,  თუ ის არ არის შევსებული კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის დაცვით); ბ) თუ მიერთების მსურველი განაცხადში, აფიქსირებს სურვილს ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის შესახებ, თუმცა განაცხადში მოცემული ინფორმაციით ვერ აკმაყოფილებს მსხვილი მომხმარებლისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს. 7. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებას: ა) მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, სისტემის ოპერატორს  მიმართოს ერთობლივი განაცხადით და ამ განაცხადის წარდგენამდე, წინასწარ სრულად  გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური; ბ) წესების მე-17 მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების შესახებ მოთხოვნა შესაძლებელია განხილულ იქნეს, მხოლოდ სისტემის ოპერატორისთვის მშენებლობის „ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასურის“ განმცხადებლების მიერ სრულად, წინასწარ გადახდის შემთხვევაში. 8. 0-6 კუბ.მ/სთ სიმძლავრის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შემთხვევაში სისტემის ოპერატორი, მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებულია მოახდინოს მიერთების საფასურის განწილვადება 17 თვეზე. შესაბამისად, მიერთების მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია მიერთების საფასური გადაიხადოს ყოველთვიურად, 17 თვეზე თანაბარწილად.  მათ შორის პირველი გადასახადი – განაცხადის წარდგენამდე, ხოლო დარჩენილი თანხა – ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებიდან 16 თვის განმავლობაში. 9. მიერთების მსურველი თავისუფლდება მიერთების საფასურის წინასწარ გადახდის ვალდებულებისგან, თუ ამ საფასურის გადახდის ვალდებულებას წერილობით იკისრებს ადმინისტრაციული ორგანო. ასეთ შემთხვევაში სისტემის ოპერატორს უფლება არ აქვს დაადგინოს განაცხადზე ხარვეზი, მიერთების საფასურის წინასწარ გადაუხდელობის საფუძვლით. 10. განაცხადის დამტკიცება სისტემის ოპერატორს  აკისრებს ვალდებულებას, გამანაწილებელ ქსელთან ახალი მიერთების მსურველს (განმცხადებელს) გაუწიოს მომსახურება შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად; უზრუნველყოს იგი მის კუთვნილ ტერიტორიამდე ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით (მომსახურების სრული ტექნოლოგიური ციკლით), ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო გამანაწილებელ ქსელთან ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობები. 11. ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პერიოდი განსაზღვრულია №1 დანართში. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი მოიცავს პერიოდს სისტემის ოპერატორის მიერ განაცხადის მიღებიდან ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომარაგების დაწყებამდე არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 კალენდარული დღით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ახალ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების დრო (2 საათიანი ინტერვალით). ამასთან: ა) იმ შემთხვევაში, თუ ახალი მომხმარებელი არ იმყოფება ადგილზე, მისი შიდა ქსელი არ არის მზად გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისათვის ან/და შიდა ქსელის მოწყობა ვერ ხდება მომხმარებლის მიზეზით, სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეადგინოს მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტი და დალუქოს იგი ჩაკეტილ მდგომარეობაში.  ასევე, სისტემის ოპერატორმა, მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტის შედგენის და მომარაგების დაწყებისათვის საჭირო პროცედურის შესახებ (მათ შორის, შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის აუცილებლობის შესახებ – ასეთი დოკუმენტის მიუწოდებლობის შემთხვევაში), დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების თარიღად ჩაითვლება მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი; ბ) ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების თარიღისთვის, მიმწოდებლისგან მიწოდების დაწყების დაკმაყოფილების თაობაზე შეტყობინების არ არსებობის შემთხვევაში (ხოლო, მსხვილი მომხმარებლის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის მოთხოვნის შემთხვევაში – ბაზრის ოპერატორისგან სათანადო შეტყობინების არ არსებობის შემთხვევაში), სისტემის ოპერატორი ვალდებულია ახალი ობიექტის  მიერთების სამუშაოების დასრულებისთანავე, შეადგინოს მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტი და დალუქოს იგი ჩაკეტილ მდგომარეობაში (ასეთ შემთხვევაში გაზით მომარაგების დაწყების თარიღად ჩაითვლება მრიცხველის ექსპლოატაციაში გაშვების აქტის შედგენის თარიღი). ასევე, მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის მომხმარებელს მიწოდების ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობის, ასევე  მიერთების დასრულების შესახებ ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (ასევე, შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის აუცილებლობის შესახებ – ასეთი დოკუმენტის მიუწოდებლობის შემთხვევაში) ხოლო, მსხვილი მომხმარებლის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის მოთხოვნის შემთხვევაში, აცნობოს მას ბაზრის ოპერატორისგან შეტყობინების აუცილებლობის შესახებ. გ) თუ მომხმარებლის შიდა ქსელი მზად არის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისთვის – სისტემის ოპერატორმა მომხმარებლის შიდა ქსელი უნდა მიუერთოს გამანაწილებელ ქსელს, დაიწყოს მომხმარებლის გაზმომარაგება და ტექსტური შეტყობინებით აცნობოს მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ, აღნიშნული ფაქტის დადგომისთანავე. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბუნებრივი გაზით მომარაგება დაიწყება ახალი მომხმარებლის წერილობით (ელექტრონული ან მატერიალური ფორმით) მოთხოვნისა და შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, შიდა ქსელთან მინიმუმ ერთი გაზდანადგარის დაერთებით) წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში (დამატებითი თანხის გადახდის გარეშე), ხოლო, თუ მომხმარებელმა ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების მოთხოვნით სისტემის ოპერატორს  მიმართა მიერთების დასრულებიდან 6 თვის შემდეგ – ობიექტზე გაზმომარაგება უნდა დაიწყოს 10 სამუშაო დღის ვადაში. სისტემის ოპერატორმა მომხმარებელს ტექსტური შეტყობინებით უნდა აცნობოს  ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ, აღნიშნული ფაქტის დადგომისთანავე; 13. ამ წესების მე-17 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობის სამუშაოების შესრულების მიზნით, სისტემის ოპერატორი ვალდებულია,  მიერთების პერიოდში, არაუმეტეს 5 და არანაკლებ 2 კალენდარული დღით ადრე მაინც, განმცხადებელს ტექსტური შეტყობინებით აცნობოს ობიექტზე მისვლის და სამუშაოების შესრულების დრო (2 საათიანი ინტერვალით). მიერთების სამუშაოები არ ჩაითვლება დასრულებულად, თუ სისტემის ოპერატორის მიზეზით არ მოხდება შიდა ქსელის ერთი წერტილის მოწყობა. 14. ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პერიოდის გაანგარიშებისას არ გაითვალისწინება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილების ან ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდი (რომლის გარეშეც დაუშვებელია მოთხოვნილი მიერთებისათვის საჭირო საპროექტო, სამშენებლო ან/და სამონტაჟო სამუშაოების წარმოება). აღნიშნული ფაქტის დადგომის შესახებ სისტემის ოპერატორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს განმცხადებელს (მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან განაცხადში მითითებული საშუალებით წერილობით – ელექტრონული ან მატერიალური ფორმით). ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე სახის თანხმობის ან ნებართვის გაცემის ვადის გადაცილება/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება იწვევს მიერთებისათვის განსაზღვრული ვადის დინების შეჩერებას გადაცილების/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელების პერიოდით. ვადის დინება არ შეჩერდება, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანხმობის ან ნებართვის დადგენილ ვადაში გაუცემლობა/ადმინისტრაციული წარმოების გაგრძელება გამოწვეულია სისტემის ოპერატორის არასწორი (არასათანადო) მოქმედების ან უმოქმედობის შედეგად. 15. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მიმართოს კომისიას ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნით, თუ არსებობს ობიექტური გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის სისტემის ოპერატორს  ახალი ობიექტის მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებაში. სისტემის ოპერატორის მოთხოვნა ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის თაობაზე შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე (გარდა ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ დაცულია ამ პუნქტში მოცემული პირობები და პროცედურები. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დაიცვას შემდეგი მოთხოვნები: ა) ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: განაცხადს და ამ განაცხადის განხილვა-შესრულების პროცესის მოკლე აღწერას; ხელის შემშლელი კონკრეტული გარემოებ(ებ)ის დასაბუთებასა და შესაბამის მტკიცებულებებს; მიერთების საპროგნოზო ვადას (კონკრეტული პრობლემ(ებ)ის გადასაჭრელად საჭირო პერიოდით); ბ) ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა, კომისიაში გაგზავნასთან ერთად, ასევე უნდა გაეგზავნოს მიერთების მსურველს (განმცხადებელს); გ)  კომისიას ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის – ვადის გაზრდის მოთხოვნა უნდა წარედგინოს ახალი ობიექტის მიერთების განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე. 16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული წესით სისტემის ოპერატორის მიერ კომისიისათვის ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის განსაზღვრული ვადის გაზრდის მოთხოვნით მიმართვისას, მიერთების უზრუნველყოფის სამუშაოების დროულად დასრულების ან განმცხადებლის მიერ განაცხადის გაუქმების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია შესაძლო მოკლე ვადაში (დასრულებიდან/განაცხადის გაუქმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა), წერილობით (ელექტრონული ან მატერიალური ფორმით) აცნობოს კომისიას აღნიშნულის შესახებ. 17. ახალი მომხმარებლის მიერ „გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურის“ ან „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის აღრიცხვის კვანძისმოწყობისა და შეჭრის საფასურის“ განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან/და სისტემის ოპერატორთან საფასურის გადახდის განწილვადების შესახებ გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის ქვითარში და ამ მიზნით შესაბამისი მოთხოვნა წარუდგინოს მიმწოდებელს,   წესების მე-14 მუხლის შესაბამისად. 18. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სისტემის ოპერატორის მიერ მიერთების მსურველს ტექსტური შეტყობინება უნდა მიეწოდოს ელექტრონული ფორმით, მიერთების მსურველის მიერ მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერ(ებ)ზე ან/და ელექტრონულ მისამართ(ებ)ზე; ამ წესების მიზნებისთვის, შეტყობინება მიღებულად ითვლება შეტყობინების გაგზავნის ფაქტის ტექნიკური საშუალებით დადასტურების მომენტიდან. იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინების გაგზავნა დასტურდება, შეტყობინების არმიღება არ ათავისუფლებს მიერთების მსურველს ამ წესებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისაგან. 19. ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე უნდა შედგეს ახალი ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც განაცხადში ასახული მონაცემების გარდა უნდა აღინიშნოს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი, ქარხნული ნომერი, კორექტორის ტიპი და პროგრამულად შეყვანილი მაკორექტირებელი პარამეტრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მომხმარებელი ვალდებულია დაესწროს, ხოლო მიმწოდებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ აქტის შედგენაზე დასწრება. სისტემის ოპერატორი ვალდებულია წინასწარ აცნობოს მხარეებს აქტის შედგენის თარიღი და დრო. 20. დაუშვებელია დაინტერესებული პირის გამოუცხადებლობის მიზეზით ახალი ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის გადავადება. ასეთ შემთხვევაში სისტემის ოპერატორის მიერ აქტში უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი პირის გამოუცხადებლობის შესახებ და, შესაბამისად, მომხმარებელს ან მიმწოდებელს (აქტის შედგენაზე დასწრების მოთხოვნის შემთხვევაში) გაეგზავნოს აქტის ასლი დაზღვეული წერილით. მუხლი 19🔗. მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდა 1. მომხმარებელი ვალდებულია სისტემის ოპერატორს  აცნობოს მის მიერ გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის მოთხოვნის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, მიმართოს სისტემის ოპერატორს „მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადით (განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია). სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს განაცხადი და გააგზავნოს ტექსტური შეტყობინება განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე- განაცხადის რეგისტრაციის ნომრისა და თარიღის მითითებით. 2. მომხმარებლის მიერ „ბუნებრივი გაზის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია წესების  მე-17 და მე-18 მუხლებით, თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. შესაბამისად, სისტემის ოპერატორის მიერ, დაცული უნდა იყოს მომხმარებლის მომსახურებისა და ინფორმირების პირობა, მათ შორის გაზმომარაგების დაწყებისთვის შიდა ქსელის  მზადყოფნის დოკუმენტის წარდგენის აუცილებლობის შესახებ. 3. მომხმარებელი ვალდებულია, „ბუნებრივი გაზის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადის წარდგენამდე გადაიხადოს განაცხადში ასახული ბუნებრივი გაზის მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის საფასურის 50%. დარჩენილი თანხის გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს სამუშაოების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ მხარეები წერილობითი ფორმით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) არ შეთანხმდნენ საფასურის გადახდის სხვა პირობებზე. 4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დაადგინოს განაცხადის და მასში არსებული მოთხოვნის სრულყოფილება და განმცხადებელს დაუყოვნებლივ აცნობოს პასუხი, ტექსტური შეტყობინებით (განაცხადში მითითებულ ძირითად და ალტერნატიულ ნომერზე ან ელექტრონულ მისამართზე). ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს ხარვეზის დადგენის მიზეზების შესახებ მოკლე ინფორმაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი (მოთხოვნა) მიღებულად ჩაითვლება. განაცხადში ხარვეზის დადგენის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომხმარებელს დაუბრუნოს მის მიერ გადახდილი საფასური 5 სამუშაო დღის ვადაში, განაცხადში მითითებულ ანგარიშზე. 5. თუ მომხმარებელი ბუნებრივი გაზის ფაქტობრივ მოხმარებას (სიმძლავრეს) გაზრდის მიერთების ტექნიკური პირობით (მიერთების განაცხადით) გათვალისწინებულ მისაერთებელ სიმძლავრეზე მეტით, ისე რომ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრის მისაწოდებლად საჭიროა ამ მომხმარებელთან დამაკავშირებელი გამანაწილებელი ქსელის ან/და სხვა მოწყობილობების (მათ შორის, არსებული აღრიცხვის კვანძის რეკონსტრუქცია) შეძენა, მშენებლობა და დამონტაჟება, ასეთ შემთხვევაში სისტემის ოპერატორის მიერ უნდა მოხდეს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მიწოდებისთვის საჭირო ქსელის მოწყობა-რეკონსტრუქცია (სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურება). ამასთან, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს ბუნებრივი გაზის მოხმარების დასაშვები სიმძლავრის გაზრდის საფასური, რომელიც იანგარიშება შემდეგნაირად: ა) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრის მისაღებად საჭიროა გამანაწილებელი ქსელის რეკონსტრუქცია, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს დანართი №1-ით დამტკიცებული იმ შეთავაზებული პაკეტის საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის გაზრდილ (მოთხოვნილ) მისაერთებელ სიმძლავრეს; ბ) თუ გაზრდილი (მოთხოვნილი) სიმძლავრის მისაღებად საჭიროა მხოლოდ აღრიცხვის კვანძის (ასევე, საჭიროების შემთხვევაში, წნევის რეგულატორის) შეცვლა-რეკონსტუქცია, მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს დანართი №2-ით დამტკიცებული იმ შეთავაზებული პაკეტის საფასური, რომელიც შეესაბამება მომხმარებლის გაზრდილ (მოთხოვნილ) მისაერთებელ სიმძლავრეს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში,  სისტემის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის ბუნებრივი გაზის სისტემის მოწყობა (ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყება) იმ ვადაში, რაც გათვალისწინებულია დანართით №1 და დანართით №2. 7. თუ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილია ისეთი წნევის საფეხური ან სიმძლავრე, რომელზეც არ ვრცელდება სიმძლავრის გაზრდის საფასური, ასეთ შემთხვევაში, პროცესი უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ წესების მე-17 მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც ხდება, ისეთი ახალი ობიექტის მიერთება, რომელზეც არ ვრცელდება გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური). მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ ხორციელდება ამ მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის სამუშაოების საფასური განისაზღვრება დანართით №2, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით. 8. გამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდად არ განიხილება ამ ობიექტის მისაერთებელი სიმძლავრის 10%-ის ფარგლებში გადაცილება, თუ სისტემის ოპერატორის მიერ, მინიმალური მოხმარების აღრიცხვის მიზნით მოწყობილ იქნა დამატებითი მრიცხველი. 9. ბუნებრივი გაზის მოხმარების სიმძლავრის (მოცულობის) გაზრდა დასტურდება იმავე წესით, რომლითაც მოხდა გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობის შემუშავებისას მომხმარებლის მისაერთებელი სიმძლავრისა და ბუნებრივი გაზის დასაშვები მოცულობის განსაზღვრა. მუხლი 20🔗. ქსელთან დროებითი მიერთება 1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთება, მისი დანადგარების  საყოფაცხოვრებო, სამშენებლო ან სარემონტო მიზნით გამოყენებისათვის, ასევე, მოძრავი ან სეზონური ობიექტის ფუნქციონირებისათვის (მიერთების მილსადენის, გაზდანადგარებისა და მოწყობილობების სამონტაჟო-საექსპლუატაციო და სხვა ტექნიკური მახასიათებლების ტექნიკურ რეგლამენტსა და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემთხვევაში). 2. ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში (წესების  მე-17 და მე-18 მუხლებით), თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. შესაბამისად, სისტემის ოპერატორის მიერ, დაცული უნდა იყოს მომხმარებლის მომსახურებისა და ინფორმირების პირობა, მათ შორის გაზმომარაგების დაწყებისთვის შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დოკუმენტის წარდგენის აუცილებლობის შესახებ. 3. გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთება შეიძლება განხორციელდეს სტანდარტული (სრული ტექნოლოგიური ციკლით) ან არასტანდარტული (ტექნიკური პირობის საფუძველზე, ურთიერთშეთანხმებით) პირობით. 4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია განსაზღვროს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს გამანაწილებელ ქსელთან დროებითი მიერთების სტანდარტული პირობები და მომსახურების ღირებულება. 5. დროებითი მიერთების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, გარდა დროებითი მიერთების სამშენებლო ან სარემონტო მიზნით გამოყენების შემთხვევისა. ასეთ დროს დროებითი მიერთების ვადა შეიძლება გაიზარდოს. 6. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, სტანდარტული პირობით დროებითი მიერთებისათვის განსაზღვროს მომსახურების განსხვავებული ღირებულება წნევის, სიმძლავრის, ასევე, შესასრულებელი სამუშაოს ადგილის მიხედვით ან/და სხვა კრიტერიუმით. ამასთან, სისტემის ოპერატორის მიერ ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის (მომხმარებლისთვის) უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით. 7. სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების მსურველი   „დროებითი მიერთების მოთხოვნის“ შესახებ სტანდარტული ფორმის განაცხადით მიმართავს სისტემის ოპერატორს  და წინასწარ იხდის სისტემის ოპერატორის  მიერ ამ მომსახურების საჯაროდ შეთავაზებული საფასურს. ამასთან, სტანდარტული პირობის არსებობა არ ართმევს მომხმარებელს უფლებას, განაცხადით მოითხოვოს არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთება, შესაბამისი ტექნიკური პირობის საფუძველზე. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადს თან უნდა ერთოდეს მიერთების მსურველის მიერ ხელმოწერილი ბუნებრივი გაზის მიწოდების ხელშეკრულება. 9. სისტემის ოპერატორი  2 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს სტანდარტული პირობით მიერთების მსურველის განაცხადს და იღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნის სრული ტექნოლოგიური ციკლით დაკმაყოფილების შესახებ. 10. სისტემის ოპერატორი ვალდებულია განაცხადოს დასაბუთებული უარი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე, როდესაც მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემა, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელი გაუმართავია ან/და გაზდანადგარებს (გათბობის აგრეგატი, წყალგამაცხელებელი, გაზქურა ან/და სხვა დანადგარები, რომლებიც მოიხმარენ ბუნებრივ გაზს) არ გააჩნია შესაბამისი წარმოების დეკლარაცია შესაბამისობის შესახებ ან შესაბამისობის სერტიფიკატი და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია (ხელსაწყოს ტექნიკური მახასიათებლები, მისი მონტაჟისა და ექსპლუატაციის ტექნიკური პირობები და სხვა ინფორმაცია), აგრეთვე, თუ აშკარაა, რომ დანადგარების გამოყენება უარყოფითად იმოქმედებს ბუნებრივი გაზით მომარაგების სისტემაზე ან/და სისტემის ოპერატორის შესაძლებლობაზე, სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება მას ან/და სხვა მომხმარებლებს. 11. სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების სრული ტექნოლოგიური ციკლი მოიცავს  დროებითი მიერთებისათვის საჭირო ყველა მომსახურებას, მასალას, ქსელის მოწყობის, ნებართვების მოპოვების, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და მომარაგების დაწყების ჩათვლით. 12. არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების  მსურველი  სისტემის ოპერატორს მიმართავს დროებითი მიერთების ტექნიკური პირობის გაცემის მოთხოვნით. 13. სისტემის ოპერატორი 10 სამუშაო დღის ვადაში  განიხილავს არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების მსურველის განაცხადს და გასცემს დროებითი მიერთების ტექნიკურ პირობას, რომელიც შეიცავს არსებულ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების წერტილს, მისაერთებელი წნევის საფეხურს და სიმძლავრეს. 14. არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების სამუშაოების ურთიერთშეთანხმებით შესრულების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორსა და მომხმარებელს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც ზუსტად  განისაზღვრება მხარეთა ვალდებულებები, შესასრულებელი სამუშაო და ამ სამუშაოს შედეგად შექმნილ აქტივებზე საკუთრების/მფლობელობის საკითხი. 15. არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთების შემთხვევაში, თუ მიერთების სამუშაოები მოიცავს არსებული გამანაწილებელი ქსელის გაძლიერებას, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია დროებითი მიერთების მსურველს მოსთხოვოს  ქსელის გაძლიერებისთვის აუცილებელი  ხარჯების სრულად ანაზღაურება. 16. არასტანდარტული პირობით დროებითი მიერთებისას, დროებითი მიერთების მოთხოვნილი ვადა თუ აღემატება 3 კალენდარულ თვეს, დროებითი მიერთების ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომხმარებელი უფლებამოსილია, თვითონ მოაწყოს აღრიცხვის კვანძი ან მოითხოვოს სისტემის ოპერატორის მიერ აღრიცხვის კვანძის მოწყობის მომსახურება. ტექნიკური პირობით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების მოთხოვნით განცხადებით  მიმართავს სისტემის ოპერატორს და აღრიცხვის კვანძის სისტემის ოპერატორის მიერ მოწყობის მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე გადაიხდის წესების  №2 დანართით  შესაბამისი პაკეტისათვის განსაზღვრულ საფასურს. 17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას, სისტემის ოპერატორი აღრიცხვის კვანძს მოაწყობს და  მომარაგებას დაიწყებს წესების №2 დანართით  განსაზღვრულ ვადაში. 18. დროებითი მიერთების ვადის ამოწურვისას, თუ მხარეები ელექტრონულად ან მატერიალურად არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, სისტემის ოპერატორი ვალდებულია   გამანაწილებელ ქსელთან დროებით მიერთებულ მომხმარებელს მოსთხოვოს წესებით დადგენილი გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასური, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში შეუწყვიტოს მომხმარებელს მომარაგება. გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების საფასურის გადახდის შემთხვევაში ამ მომხმარებლის მე-17 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე პასუხისმგებელია სისტემის ოპერატორი. 19. სტანდარტული პირობით დროებითი მიერთების საფასური სისტემის ოპერატორისთვის წარმოადგენს განაწილების საქმიანობასთან დაკავშირებულ დამატებით შემოსავალს, რომელიც გათვალისწინებულ იქნება განაწილების ტარიფის გაანგარიშებისას მუხლი 21🔗. ობიექტის მომარაგების აღდგენა 1.  წესების  შესაბამისად, აბონენტის რომლის ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგების წერტილი (სისტემის ოპერატორის გაცემის წერტილი) გაუქმებულია, მომარაგების აღდგენას სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურების პირობით, უზრუნველყოფს სისტემის ოპერატორი (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). 2. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ობიექტის მომარაგების აღდგენაზე  მოითხოვოს საფასურის გადახდა, წესების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. 3. თუ ობიექტი, ბუნებრივი გაზით მარაგდებოდა არა სისტემის ოპერატორის, არამედ მისი ან სხვა პირის კუთვნილი ბუნებრივი გაზის ქსელის მეშვეობით – ასეთ შემთხვევაში ბუნებრივი გაზით მომარაგება უნდა აღდგეს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წესების მე-17 მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული, ახალი ობიექტის მიერთების პირობებისა და პროცედურების შესაბამისად. 4. სისტემის ოპერატორის მიერ ობიექტისთვის მომარაგების შეწყვეტა, არ ათავისუფლებს სისტემის ოპერატორს ამ ობიექტის მიმართ წესებით განსაზღვრული უფლებამოვალეობისგან, თუ ეს წესი პირდაპირ სხვა პირობას არ ითვალისწინებს. თავი V.  სხვა ქსელური მომსახურებები მუხლი 22🔗. სარეზერვო კვებით უზრუნველყოფა და მომხმარებლის დამხმარე ფართის   მომარაგება 1. მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია მისი სარეზერვო კვებით უზრუნველყოფა (აღნიშნული საჭიროებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას) და სამუშაოები უნდა შესრულდეს ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. სარეზერვო კვების გამოყენების შემთხვევაში უნდა ჩაიკეტოს ძირითადი მომარაგების წყარო. 2. საერთო საკუთრებაში არსებული ფართში სათავსოების ან/და სხვა დანიშნულების ობიექტების, ან/და დანადგარების ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის, რაც მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) მოთხოვნის შესაბამისად უნდა განხორციელდეს განცალკევებულად შესაძლებელია მიერთდეს ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. 3. სისტემის ოპერატორს შეუძლია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს, აბონენტის სარეზერვო კვებით უზრუნველყოფისათვის ან დამხმარე ფართის მიერთებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში, ტექნიკური პირობის საფუძველზე, ურთიერთშეთანხმებით მიერთებისას (წესების  მე-17 და მე-18 მუხლებით), თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. შესაბამისად, სისტემის ოპერატორის მიერ, დაცული უნდა იყოს მომხმარებლის მომსახურებისა და ინფორმირების პირობა, მათ შორის გაზმომარაგების დაწყებისთვის შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დოკუმენტის წარდგენის აუცილებლობის შესახებ. მუხლი 23🔗. მომხმარებლის მომარაგების სქემის რეკონსტრუქცია (ინდ. აღრიცხვის კვანძის გადატანა/მომარაგების სქემის შეცვლა) 1. მომხმარებლის მოთხოვნით შესაძლებელია გამანაწილებელი ქსელის, მათ შორის აღრიცხვის კვანძის გადატანა რეკონსტრუქცია. აღნიშნული საჭიროებს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებას სისტემის ოპერატორთან. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადის განხილვა და დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია ახალი მომხმარებლის მიერთების შემთხვევაში (წესების  მე-17 და მე-18 მუხლებით), თუ ამ მუხლით მომსახურების სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. შესაბამისად, სისტემის ოპერატორის მიერ, დაცული უნდა იყოს მომხმარებლის მომსახურებისა და ინფორმირების პირობა, მათ შორის გაზმომარაგების დაწყებისთვის შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დოკუმენტის წარდგენის აუცილებლობის შესახებ. 3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ერთჯერადად მოსთხოვოს მომხმარებელს ამ მოთხოვნის უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება, წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთან, მომხმარებლის მოთხოვნა შეიძლება შესრულდეს სტანდარტული ან არასტანდარტული პირობით. 4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია განსაზღვროს და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს გამანაწილებელი  ქსელის, მათ შორის აღრიცხვის კვანძის გადატანა რეკონსტრუქციის სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურების, სტანდარტული და არასტანდარტული პირობები, მომსახურების ვადა და ღირებულება. იგი უფლებამოსილია, განსაზღვროს სტანდარტული პირობით მომსახურების  განსხვავებული ფასები სამუშაოს შესრულების ვადის, წნევის, სიმძლავრის, მოხმარების ტიპის, ასევე, შესასრულებელი სამუშაოს ადგილის მიხედვით ან/და სხვა კრიტერიუმით. ამასთან, სისტემის ოპერატორის მიერ ერთი და იმავე მომსახურების შეთავაზება სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირისთვის (მომხმარებლისთვის) უნდა განხორციელდეს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით. 5. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შეასრულოს მომხმარებლის მოთხოვნა, საჯაროდ გამოცხადებული სტანდარტული ან არასტანდარტული პირობის შესაბამისად, შესაბამისი განაცხადით მომხმარებლის მიმართვის შემთხვევაში ან სტანდარტულ პირობაზე 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო არასტანდარტულ პირობაზე 10 სამუშაო დღის ვადაში, მიიღოს გადაწყვეტილება მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ – უარი უნდა იყოს დასაბუთებული. მუხლი 24🔗. მომხმარებლის კუთვნილი უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობა (ქვეაბონენტის მიერ დროებითი სარგებლობა) 1. პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილის სხვა პირზე დროებით სარგებლობაში გადაცემის ან ამ ნაწილზე მოხმარების მიზნობრიობის შეცვლის შემთხვევაში, დროებითი მფლობელის (პირდაპირი მფლობელის) აბონენტად რეგისტრაცია (ასეთი მოთხოვნის არსებობისას), წესებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის შემდეგ, რომლითაც შესაძლებელი იქნება სისტემის ოპერატორის მიერ ამ აბონენტის ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური მოხმარების განსაზღვრა. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, დროებითი მფლობელის გაზგაყვანილობისა და აღრიცხვის კვანძის მოწყობა არ წარმოადგენს სისტემის ოპერატორის ვალდებულებას, მიუხედავად ამისა, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, წესების მოთხოვნების შესაბამისად, შეადგინოს მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების შესახებ აქტი. ამასთან, სისტემის ოპერატორის მიერ დაცული უნდა იყოს მომხმარებლის მომსახურებისა და ინფორმირების პირობა, მათ შორის გაზმომარაგების დაწყებისთვის შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დოკუმენტის წარდგენის აუცილებლობის შესახებ. 2. მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების ნაწილის დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ მის მიერ ბუნებრივი გაზის მიღება წარმოებს მესაკუთრის კუთვნილი ბუნებრივი გაზის ქსელის გავლით, რომლის შემდეგაც ხდება ბუნებრივი გაზის ქსელის სხვადასხვა აბონენტებზე განშტოება, ამ მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის შესყიდვა ხდება განშტოებამდე დამონტაჟებულ საკონტროლო მრიცხველზე, ამ მომხმარებლისთვის აღნიშნული მრიცხველი წარმოადგენს საანგარიშსწორებო მრიცხველს და მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურს იხდის  ამ საანგარიშსწორებო მრიცხველის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისად მიმწოდებელი ან/და სისტემის ოპერატორი წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულნი არიან: ა) თითოეულ მომხმარებელს გაუწიონ მომსახურება, მოქმედი კანონმდებლობისა და წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; ბ) მომხმარებელთან ანგარიშსწორება აწარმოონ ინდივიდუალურად, ასევე ინდივიდუალურად საფასური დაარიცხონ ბუნებრივი გაზის მოხმარების შესაბამისად; გ) საკონტროლო (საანგარიშსწორებო) მრიცხველსა და თითოეული აბონენტის ინდივიდუალური მრიცხველების ჯამს შორის ტექნიკური დანაკარგით გამოწვეული სხვაობა, გადაანაწილონ მომხმარებლების მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის პროპორციულად; დ) მომხმარებელთა შორის, დარიცხვასთან დაკავშირებით დავის შემთხვევაში, შეისწავლონ საკითხი და დააფიქსიროს მისი პოზიცია; ე) საჭიროების შემთხვევაში, მოახდინონ მონაცემების კორექტირება მომხმარებლების  საკონტროლო (საანგარიშსწორებო) და ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენებზე დაყრდნობით, მოქმედი კანონმდებლობისა და წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად; ვ) მომხმარებლის მიერ დარიცხული დავალიანების დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ბუნებრივი გაზის მიწოდებას შეწყვეტს საანაგარიშსწორებო მრიცხველზე (შეწყვეტის შესახებ წინასწარი ინფორმირების შემდეგ), თუ სისტემის ოპერატორის მიერ ვერ ხდება აღნიშნული მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზით მომარაგების ინდივიდუალურად შეწყვეტა. 3. თუ ერთ შენობაში განთავსებულია ორი ან მეტი დამოუკიდებელი სუბიექტი (პირი), რომელთა ინდივიდუალური გამრიცხველიანება ტექნიკურად შეუძლებელია ან მიზანშეუწონელია, მხოლოდ კომისიის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, აღნიშნულ პირებთან დადებული მატერიალური ან ელექტრონული ფორმის ხელშეკრულების საფუძველზე, დაარეგისტრიროს ისინი აბონენტად. ინდივიდუალურ აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ, მათ მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის გაანგარიშება განხორციელდება საერთო ხარჯის აღმრიცხველი მრიცხველის მეშვეობით. ასეთ შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია: ა) დროულად წარადგინოს კომისიაში ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება; ბ) თითოეული პირი აიყვანოს ინდივიდუალურ აბონენტად და მომსახურება განახორციელოს წესებითა და მათთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.  მუხლი 25🔗. სისტემის ოპერატორის მიერ სხვისი კუთვნილი ქსელის მეშვეობით მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება 1. პირი, რომელიც არ არის სისტემის ოპერატორი, მაგრამ ფლობს ბუნებრივი გაზის ქსელს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ვალდებულია, სხვა მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით, ითმინოს მისი ქსელით სარგებლობა და გაატაროს ბუნებრივი გაზი. 2. თუ მხარეები არ შეთანხმდნენ სხვა პირობებზე, ბუნებრივი გაზის გატარების გამო ქსელით სარგებლობისა და თმენისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა, ასევე, აღნიშნული ქსელისა და მისი შემადგენელი მოწყობილობის ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. სისტემის ოპერატორსა და ქსელის მფლობელს შორის შეთანხმებამ არ უნდა გამოიწვიოს მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მომარაგების გაუარესება, მათ შორის, განაწილების საქმიანობასთან დაკავშირებული რომელიმე მომსახურების ან/და ბუნებრივი გაზის საფასურის გაძვირება. 4. სისტემის ოპერატორს უფლება არა აქვს სხვისი კუთვნილი ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, ქსელის მფლობელს გადაუხადოს იმაზე მეტი, რასაც ითვალისწინებს კომისია ტარიფის დადგენისას, იგივე წნევისა და ანალოგიური ტექნიკური მონაცემების გამანაწილებელი ქსელის მონაკვეთზე ბუნებრივი გაზის განაწილების მომსახურებისათვის. 5. მომხმარებლის (ან მომხმარებელთა) კუთვნილი ქსელიდან ბუნებრივი გაზის სხვა მომხმარებლებისათვის განშტოებით მიწოდების შემთხვევაში, თითოეული მომხმარებლის განშტოებაზე მოწყობილი უნდა იყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს ინდივიდუალური მრიცხველები. ამასთან, აღნიშნული ინდივიდუალური მრიცხველების გარდა, მოცემულ განშტოებამდე (წესებით განსაზღვრული წესით) უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი და დამონტაჟდეს საკონტროლო მრიცხველი. 6. ეს მუხლი არ ვრცელდება სისტემის ოპერატორებს შორის ბუნებრივი გაზის გატარების ურთიერთობებზე. თავი VI. მომხმარებლების შიდა ქსელი და ზედამხედველობა მუხლი 26🔗. მომხმარებლის შიდა ქსელის მზადყოფნა 1. ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ასევე ისეთი ქსელური მომსახურების შესრულების შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს მომხმარებლის შიდა ქსელის რეკონსტრუქციას ბუნებრივი გაზით მომარაგებისთვის სავალდებულოა კვალიფიციური პირის მიერ, მომხმარებლის გაზმომარაგების სისტემის (შიდა ქსელის, მათ შორის, მის მფლობელობაში არსებული გაზდანადგარების ან მოწყობილობების) გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის დადასტურება. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყება უნდა განხორციელდეს სისტემის ოპერატორის მიერ, წესების მე-14 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაცვით. 2. კვალიფიციური პირის მიერ მომზადებული შიდა ქსელის მზადყოფნის დადასტურების დოკუმენტი შესაძლებელია მომზადდეს, როგორც დანართი 3-ში მოცემული ფორმის, ასევე სხვა უფლებამოსილი პირის მიერ, სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. 3. შიდა ქსელის მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებამდე სისტემის ოპერატორი ვალდებულია, არ მიაწოდოს მომხმარებელს ბუნებრივი გაზი. 4. თუ შიდა ქსელის მონტაჟს (მოწყობას) ან რეკონსტრუქციას ახორციელებს სისტემის ოპერატორი, იგი პასუხისმგებელია სამუშაოების დროულად (შეთანხმებულ ვადაში) და სათანადოდ შესრულებაზე – შესაბამისად, მომხმარებლის შიდა ქსელის მზადყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის მომზადებასა და მომხმარებლისთვის წარდგენაზე. 5. ბუნებრივი გაზის მოხმარებაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი. მომხმარებელი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს, რომ ბუნებრივი გაზის დანადგარებით სარგებლობამ არ შეუქმნას საფრთხე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, არ დააზიანოს საკუთრება, არ გამოიწვიოს გამანაწილებელი ქსელის ან მისი შემადგენელი ნაწილების მწყობრიდან გამოსვლა და არ მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა სხვა მომხმარებლების ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე; ბ) საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მისი შიდა ქსელის (მათ შორის, გაზსადენების სისტემისა და გაზის მომხმარებელი დანადგარების) უსაფრთხო ექსპლუატაცია და საჭიროების შემთხვევაში მისი რეკონსტრუქცია/ცვლილება განახორციელოს მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული კვალიფიციური პირების მეშვეობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 27🔗. მომხმარებლების ქსელისა და დანადგარების შემოწმება და ზედამხედველობა 1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემის (მომხმარებლის შიდა ქსელის), მათ შორის, მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის, გაზდანადგარების ან მოწყობილობების გამართულობა, ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ რეგლამენტთან და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემოწმებით, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად (ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად). აღნიშნული შემოწმება მიზნად ისახავს ტექნიკურ რეგლამენტთან და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის (დარღვევების) აღმოჩენასა და ამ დარღვევის შესაძლო შედეგებზე მომხმარებელთა წერილობით ინფორმირებას. 2. სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებლების გაზმომარაგების სისტემის, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელის გამართულობისა და გაზდანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ტექნიკურ რეგლამენტთან და უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შემოწმება უნდა განხორციელდეს გეგმურად, შესაბამისი მომხმარებელთა ჯგუფის შემოწმების სავარაუდო პერიოდზე 3 თვით ადრე მაინც გაფრთხილების შემდეგ. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ზემოაღნიშნული შემოწმების გეგმა განსაზღვროს ყოველწლიურად (ყოველი კალენდარული წლის პირველ მარტამდე) და უზრუნველყოს მისი საჯაროობა ამ წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. 3. გამონაკლის შემთხვევაში (შესაბამისი საფუძვლის, მათ შორის, მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) შესაძლებელია განხორციელდეს მომხმარებლის არაგეგმური შემოწმება. არაგეგმური შემოწმებისას სისტემის ოპერატორი ვალდებულია განახორციელოს ამ წესების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოქმედებები. 4. სისტემის ოპერატორის წარმომადგენელი, შემმოწმებელი (ან შემმოწმებელთა ჯგუფი), ვალდებულია წერილობით განუმარტოს მომხმარებელს დარღვევის არსი, შესაძლო შედეგები, ხარვეზის გამოსწორების შესაძლო ვარიანტები (მათ შორის, თუ რა ტიპის ხელსაწყოთია შესაძლებელი გაუმართავი ხელსაწყოს ჩანაცვლება) და მომხმარებელთან ურთიერთშეთანხმებით განსაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად (აღნიშნული ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს). შემოწმებისას უნდა შედგეს შესაბამისი აქტი, რომელშიც მოცემული იქნება შემოწმების შედეგები და ვადა დარღვევის გამოსასწორებლად. 5. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ქსელიდან ჩახსნას ის დანადგარი ან ხელსაწყო, რომლის ექსპლუატაციაც არ აკმაყოფილებს ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებს, ტექნიკური რეგლამენტის ან/და უსაფრთხოების ნორმებს. ამასთან, თუ შეუძლებელია აღნიშნული დანადგარის, ხელსაწყოს ან გაუმართავი ქსელის სისტემიდან (ან ქსელიდან) ჩახსნა და, დარღვევის სიმძიმიდან (უსაფრთხოებიდან) გამომდინარე, აშკარაა, რომ მომხმარებელს არ შეიძლება განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად (ბუნებრივი გაზის მიწოდების პირობით), მაშინ სისტემის ოპერატორს ხარვეზის გამოსწორებამდე უფლება აქვს შეუწყვიტოს ამ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია მომხმარებელს მოეთხოვოს ქსელიდან ჩახსნისა და მიერთების ღირებულების გადახდა ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენისათვის. 6. მომხმარებელი ვალდებულია გამოასწოროს გამოვლენილი ხარვეზი ან მოხსნას შესაბამისი ხელსაწყო ან დანადგარი შემოწმების აქტით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო სისტემის ოპერატორი ვალდებულია შემოწმების აქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ ხელმეორედ შეამოწმოს მომხმარებლის მფლობელობაში არსებული გაზმომარაგების სისტემა, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელი, გაზდანადგარები, ხელსაწყოები და მათი ქსელთან მიერთება. 7. შემოწმების აქტში მოცემული ხარვეზის ამავე აქტით განსაზღვრულ ვადაში გამოუსწორებლობის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეწყვიტოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება გამოვლენილი დარღვევის გამოსწორებამდე. 8. ამ მუხლში მოცემულ გაზმომარაგების სისტემაში, მათ შორის, მომხმარებლის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის ქსელში, ხელსაწყოებში ან/და დანადგარებში, არ იგულისხმება აღრიცხვის კვანძი (მათ შორის, მრიცხველი), ასევე, მისი შეცვლა ან შეკეთება. თუ შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევის გამოსწორებისათვის საჭიროა აღრიცხვის კვანძის (მათ შორის, მრიცხველის) მოხსნა ან/და ბრჯენების ხელმეორედ დაყენება, დაუშვებელია მომხმარებელს მოეთხოვოს ამ მოქმედების განხორციელებისთვის რაიმე სახის საფასურის ან თანხის გადახდა. 9. ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზით მომარაგების თვითნებური აღდგენა განიხილება ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებად. თავი VII. მომარაგებისა და ქსელის მართვის პრინციპები მომხმარებელთან მიმართებაში მუხლი 28🔗. მომარაგების პირობა და გამანაწილებელი ქსელის გაფართოება 1. გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის წნევა, სუნი და სხვა მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედ ტექნიკურ ნორმებს და სტანდარტებს. ბუნებრივი გაზით მომარაგებისას სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია ბუნებრივი გაზის იმ პარამეტრებზე, რომლის გამოსწორება ან შეცვლა შესაძლებელია მის მიერ. 2. წესების შესაბამისად სისტემის ოპერატორი ვალდებულია საკუთრებაში იქონიოს ან  ფლობდეს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელს და მის შემადგენელ ბუნებრივი გაზის დანადგარებს, მათ შორის, გაზომვის საშუალებებს (მრიცხველებს) და სხვა სახის გაზმოწყობილობებს მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიამდე, ამასთან, იგი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება. სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს აღრიცხვის სისტემების მოწყობა და გამართული ფუნქციონირება ისე, რომ საანგარიშსწორებო მრიცხველი წარმოადგენდეს მის საკუთრებას. 3. სისტემის ოპერატორის გამანაწილებელი ქსელის გაფართოება, რეკონსტრუქცია, შეკეთება, მისი შემადგენელი ბუნებრივი გაზის დანადგარების ან/და მოწყობილობების დამონტაჟება-მიერთება, ექსპლუატაციიდან გამოყვანა ან ჩართვა, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სისტემის ოპერატორის მიერ. 4. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია სისტემის ოპერატორისთვის ბუნებრივი გაზის მრიცხველის შესაძენად, ასევე, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის, კეთილმოწყობის, ან/და გამანაწილებელი ქსელის გაფართოებისთვის – მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ თანხის უკან დაბრუნება ან შემდგომში მისი ანგარიშსწორებისას გაქვითვა (ეს პუნქტი არ ვრცელდება, თუ მომხმარებლის მიერ თანხა გადახდილია, წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად). მუხლი 29🔗. აღრიცხვის კვანძის მოწყობა 1. მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მოხმარება უნდა აღირიცხებოდეს ინდივიდუალურად (გარდა წესების 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით და  წესებით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა შემთხვევისა), ამ მიზნით სისტემის ოპერატორი ვალდებულია მოაწყოს აღრიცხვის კვანძი, შესაბამისად, შეიძინოს, დაამონტაჟოს და შეაკეთოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში ბუნებრივი გაზის მოცულობის  კორექტორი, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, ბუნებრივი გაზის დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავენ მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან. 2. საჭიროების შემთხვევაში სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, ხოლო წესებით გათვალისწინებულ მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია, მოხსნას, შეაკეთოს, დაამოწმოს და შეცვალოს აღრიცხვის კვანძი (მათ შორის ბუნებრივი გაზის მრიცხველი ან/და კორექტორი). ასევე, სხვა სახის მისი კუთვნილი მოწყობილობები, მათ შორის, დანადგარები, რომლებიც აღრიცხვიანობისთვის არის საჭირო. 3. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია მომხმარებელს დაარიცხოს აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე გაწეული ხარჯი (მათ შორის მრიცხველისა და სხვა დანადგარებისა თუ საშუალებების შეძენისა და მოწყობის ხარჯი), მხოლოდ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. 4. ბუნებრივი გაზის მრიცხველი, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის მოწყობილობები დაცული უნდა იყოს მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან ხელყოფა. 5. აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება, ასევე სისტემის ოპერატორს შეეძლოს, წესების შესაბამისად, დაუბრკოლებლად განახორციელოს სხვა სახის სამუშაოები. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მოაწყოს, წესებით განსაზღვრული, მრავალფუნქციური ელექტრონული  აღრიცხვის სისტემა (მათ შორის, ჭკვიანი მრიცხველი). 6. მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების უზრუნველსაყოფად სისტემის ოპერატორის მიერ სამუშაოების დაწყებამდე, მომხმარებელი ვალდებულია აცნობოს სამუშაოს შესრულების ადგილზე მისთვის ცნობილი ნებისმიერი ხელშემშლელი ან/და სხვა უარყოფითი გარემოების შესახებ. 7. ბუნებრივი გაზის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან (ტერიტორიის გარეთ), თუ ტექნიკური რეგლამენტით  სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული. 8. თუ აუცილებლობიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის დასაყენებლად და გაზგაყვანილობის გასაყვანად მოსახერხებელი ადგილი ისე, რომ სისტემის ოპერატორის წარმომადგენელს დღის განმავლობაში საშუალება მიეცეს მოაწყოს აღრიცხვის კვანძი და გაზგაყვანილობა, ჩაატაროს მისი ტესტირება, შეკეთება, შემოწმება და რეგულარულად მოახდინოს მრიცხველის ჩვენების აღება. 9. სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის მოწყობაზე (მათ შორის ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაყენებაზე), ბრჯენის ტექნიკურად სწორად დადებასა და შესაბამისი აქტის (მათ შორის ელექტრონული) შედგენაზე, რომელშიც დაფიქსირდება სისტემის ოპერატორის წარმომადგენლის და, მომხმარებლის  სახელი და გვარი, ამასთან: ა) დაზიანებული აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის ბუნებრივი გაზის დანადგარებისა და მოწყობილობების აღდგენას, შეცვლასა და დამონტაჟებას უზრუნველყოფს სისტემის ოპერატორი თავისი ხარჯით, გარდა ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) აღრიცხვის კვანძის ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, სხვა სახის ბუნებრივი გაზის დანადგარებისა და მოწყობილობების დაზიანების შემთხვევაში სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს ზიანის ანაზღაურება, თუ დამტკიცდება, რომ აღრიცხვის კვანძის დაზიანება გამოწვეულია ამ მომხმარებლის ქმედებით; გ) მომხმარებელი პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, ბუნებრივი გაზის დანადგარების და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე. (ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიის გარეთ მოწყობილი აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევებზე). 10. თუ მომხმარებელს სისტემის ოპერატორისაგან ბუნებრივი გაზი მიეწოდება ამ მომხმარებლის მფლობელობაში მყოფი გაზმარეგულირებელი ნაგებობის საშუალებით, ბუნებრივი გაზის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) გაზმარეგულირებელი ნაგებობის შემავალ გაზსადენზე. მუხლი 30🔗. ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმება და აღრიცხვასთან დაკავშირებული დავა 1. მომხმარებელსა და მიმწოდებელს ან/და სისტემის ოპერატორს შორის წარმოშობილი დავების სწრაფად გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი მხარის მოთხოვნისთანავე უნდა მოხდეს შეხვედრა. სადავო საკითხის გადაწყვეტის, რაიმე საკითხზე შეთანხმების ან სხვა ფაქტის დაფიქსირების მიზნით, სისტემის ოპერატორის წარმომადგენელი ვალდებულია შეადგინოს აქტი, რომელზეც ხელს აწერენ მხარეები. 2. თუ მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მრიცხველი არასწორად (ცდომილებით) აღრიცხავს ბუნებრივი გაზის მოხმარებას ან ბუნებრივი გაზის მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ჩაასწოროს მონაცემები და კორექტირებული მონაცემები მიაწოდოს მიმწოდებელს მომხმარებელთან ანგარიშსწორებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა თუ მიმწოდებლის მიერ ვერ ხდება, სადავო პერიოდზე მის მიერ შესყიდული ბუნებრივი გაზის მონაცემების კორექტირება (ამ მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად).    3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია შესაბამის მიმწოდებელს გადასცეს საცალო ბაზრის წესებით გათვალისწინებული ინფორმაცია, იმავე წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად. 4. ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაზიანების ან მრიცხველის არასწორი წაკითხვის გამო დავის წარმოშობის შემთხვევაში სისტემის ოპერატორმა მომხმარებელთან ერთად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში, უნდა უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძის ადგილზე შემოწმება და შესაბამისი აქტის შედგენა. 5. წესების მიზნებისათვის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმებაში იგულისხმება  აღრიცხვის საშუალების (მრიცხველის) ვიზუალური დათვალიერება, საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა მეთოდების საშუალებით ფაქტობრივი ცდომილების განსაზღვრა, მისი დამოწმება, საექსპერტო  გაზომვა ან/და აღნიშნული გაზომვის საშუალების შეფასებისთვის საჭირო სხვა მოქმედებები. 6. მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მოხმარების აღრიცხვის კვანძის მოწყობას, მათ შორის ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნას, დამოწმებას ან/და დამონტაჟებას უზრუნველყოფს სისტემის ოპერატორი. გაწეული მომსახურების ხარჯების გადახდა მომხმარებელს ან მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ წესებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. 7. ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეიძლება მოიხსნას შემდეგ შემთხვევებში: ა) მრიცხველს გასული აქვს დამოწმების ან/და გეგმური შემოწმების ვადა – მრიცხველის დამოწმების ან მისი გამოცვლის მიზნით; ბ) მრიცხველი არ აღრიცხავს ბუნებრივი გაზის მოხმარებას – მრიცხველის გამოცვლის მიზნით; გ) ადგილზე დაკვირვებისას (ქრონომეტრაჟის ჩატარებისას) მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება ამ მრიცხველისთვის დასაშვებ საპასპორტო ცდომილებას – ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით; დ) ბრჯენის არარსებობის ან მისი მთლიანობის დარღვევის ან/და მრიცხველში შეღწევის აშკარა კვალის არსებობის შემთხვევაში (აღრიცხვიანობის სიზუსტის დარღვევის შესაძლებლობის შემთხვევაში) – ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით; ე) მრიცხველის კონსტრუქციის მთლიანობის ხელყოფის შემთხვევაში (აღრიცხვიანობის სიზუსტის დარღვევის შესაძლებლობის შემთხვევაში) – ლაბორატორიული შემოწმების ან/და მრიცხველის გამოცვლის მიზნით; ვ) მრიცხველის შეცვლის მიზნით (უფრო გამართული ან მაღალი აღრიცხვის სტანდარტის ან/და ფუნქციების მრიცხველის მონტაჟის შემთხვევაში). 8. მომხმარებელს ან მიმწოდებელს არ შეიძლება დაეკისროს ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმების საფასურის გადახდა, თუ ბუნებრივი გაზის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი ან შემოწმების ვადა გადაცილებულია. 9. ბუნებრივი გაზის მრიცხველის დამოწმება ხორციელდება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის მიხედვით. 10. სისტემის ოპერატორის მიერ ბუნებრივი გაზის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმური შემოწმება შეიძლება მოხდეს მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მოთხოვნისთანავე აცნობოს შესაბამის მიმწოდებელსა და მომხმარებელს დაგეგმილი შემოწმების შესახებ. მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე ბუნებრივი გაზის მრიცხველის არაგეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მომხმარებელი, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-12 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ასევე იმ შემთხვევებში, თუ წესებით ან/და მოქმედი კანონმდებლობით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეადგინოს შესაბამისი აქტი. 11. სისტემის ოპერატორის მიერ ბუნებრივი გაზის მრიცხველის სიზუსტის არაგეგმური შემოწმება ასევე შეიძლება მოითხოვოს მიმწოდებელმაც. სისტემის ოპერატორი ვალდებულია იმოქმედოს წესების შესაბამისად. მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე ბუნებრივი გაზის მრიცხველის არაგეგმურ შემოწმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს იხდის მიმწოდებელი, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-12 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, ასევე, იმ შემთხვევებში, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული. 12. ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეიძლება შემოწმდეს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ, დაინტერესებული პირის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილება არ შეესაბამება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას, მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის სათანადოდ მოწყობის ხარჯებს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის დამოწმებისა და დამონტაჟების საფასურს, გადაიხდის სისტემის ოპერატორი. 13. დაინტერესებულ პირს  (მათ შორის, მომხმარებელს) განაცხადის საფუძველზე შეუძლია სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს საექსპერტო  გაზომვის ჩატარება აღრიცხვიანობის სიზუსტის დადგენის ნებისმიერ ეტაპზე. ასეთ შემთხვევაში სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აღნიშნული მოთხოვნის შესრულებისათვის საჭირო მოქმედების დაწყებამდე მომხმარებელს (მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში – ასევე მიმწოდებელს) წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით), მისცეს განმარტება საექსპერტო (ოფიციალური) გაზომვის ჩატარებასთან დაკავშირებული პროცედურებისა და შესაძლო ხარჯების შესახებ, რომელიც შეიძლება მას დაეკისროს ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით  პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. 14. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს მიმწოდებლისა და მომხმარებლის ან/და მათი წარმომადგენლების ბუნებრივი გაზის მრიცხველის შემოწმებაზე დასწრება მრიცხველის შემოწმების ადგილისა და ზუსტი დროის შეტყობინებით. სისტემის ოპერატორმა აღნიშნული შემოწმების შესახებ მიმწოდებელსა და მომხმარებელს წინასწარ უნდა აცნობოს 3 სამუშაო დღით ადრე მაინც. 15. თუ მიმწოდებლის მიერ ვერ ხდება სადავო პერიოდზე შესყიდული ბუნებრივი გაზის მონაცემების კორექტირება, მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის ან მრიცხველის არასწორად წაკითხვის შემთხვევაში დავა გადაწყდება შემდეგი წესით: ა) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას ან მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული მომხმარებლის საზიანოდ, მიმწოდებელი ვალდებულია აუნაზღაუროს მომხმარებელს ის ზიანი, რომელიც მომხმარებელს მიადგა მრიცხველის გაუმართაობის ან ჩვენების არასწორად წაკითხვის გამო, შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია დაუბრუნოს მომხმარებელს ზედმეტად გადახდილი თანხა ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილ შემოწმების თარიღამდე, ხოლო მრიცხველის შეცდომით წაკითხვის შემთხვევაში – არასწორად დარიცხული კუბური მეტრების შესაბამისად. ამასთან, თავის მხრივ სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აუნაზღაუროს მიმწოდებელს ის ზიანი, რომელიც მიადგა მას მომხმარებლისთვის ზედმეტად დარიცხული თანხის უკან დაბრუნების შედეგად (მათ შორის, ზედმეტად შესყიდული ბუნებრივი გაზის და დარიცხული განაწილების მომსახურების საფასური). ბ) იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილება აღემატება მის დაშვებულ საპასპორტო ცდომილებას მომხმარებლის სასარგებლოდ ან მრიცხველის ჩვენება არასწორად იქნა წაკითხული მომხმარებლის სასარგებლოდ, მიმწოდებელი და სისტემის ოპერატორი ვალდებულნი არიან, დადგენილი ცდომილების შესაბამისად ჩაასწორონ მომხმარებლის მონაცემები, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღიდან მოთხოვნილი შემოწმების თარიღამდე, ხოლო მრიცხველის შეცდომით წაკითხვის შემთხვევაში – არასწორად დარიცხული კუბური მეტრების მიხედვით. შესაბამისად, მომხმარებელმა მიმწოდებლის მეშვეობით, სისტემის ოპერატორს უნდა გადაუხადოს მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება (აანაზღაუროს ზიანი)  მიწოდების ხელშეკრულების ბუნებრივი გაზის ფასად. 16. ამ მუხლის შესაბამისად, სისტემის ოპერატორს ეკისრება მიმწოდებლისთვის იმ ზარალის ანაზღაურება, რაც გამოწვეულ იქნა ბუნებრივი გაზის მრიცხველის გაუმართაობის ან ბუნებრივი გაზის მრიცხველის ჩვენების არასწორად წაკითხვის შემთხვევაში. 17. თუ მომხმარებლის ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილებით აღრიცხვის დაწყების თარიღის დადგენა შეუძლებელია, გადაანგარიშება მოხდება ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბოლოს წინა ჩვენების აღებასა და მოთხოვნილ შემოწმებას შორის პერიოდზე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა. 18. ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილების განსაზღვრა და ცდომილების კოეფიციენტით დარიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ამ მრიცხველის შემოწმების შედეგების საფუძველზე. 19. ბუნებრივი გაზის მრიცხველის მათ შორის, ბრჯენების ან და სხვა სახის დაცვის საშუალების  უნებლიე დაზიანების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს სისტემის ოპერატორს აღნიშნულის შესახებ (განცხადებით ან ზეპირად, მათ შორის, სატელეფონო შეტყობინებით). სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შეტყობინების მიღებისთანავე დააფიქსიროს შეტყობინების მიღება და დაუყოვნებლივ განახორციელოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგებისათვის საჭირო ქმედებები და პროცედურები (წესებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად). 20. თუ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა (ბუნებრივი გაზის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის განსაზღვრა შეუძლებელია (ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაზიანების შემთხვევაში), რაოდენობის განსაზღვრა სისტემის ოპერატორის მიერ უნდა მოხდეს, ყველაზე ზუსტი მეთოდის გამოყენებით (მათ შორის, ქსელში არსებული აღრიცხვის კვანძისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით), ხოლო, ასეთი მეთოდით გაანგარიშების შეუძლებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს ბუნებრივი გაზის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება აღრიცხვიანობის მოწესრიგების პერიოდში მის მიერ სამი კალენდარული თვის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის საშუალო თვიური მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ პუნქტში მოცემული პირობით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს. ამასთან, თუ კორექტირებამდე: ა) მომხმარებლის მიერ გადახდილია მეტი (დარიცხულია მეტი) – მიმწოდებელი ვალდებულია დაუბრუნოს მომხმარებელს ზედმეტად გადახდილი თანხა – არასწორად დარიცხული კუბური მეტრების შესაბამისად. ამასთან, თავის მხრივ სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აუნაზღაუროს მიმწოდებელს არასწორად დარიცხვით მიყენებული ზიანი (მათ შორის, ზედმეტად შესყიდული ბუნებრივი გაზის და დარიცხული განაწილების მომსახურების საფასური); ბ) მომხმარებლის მიერ გადახდილია ნაკლები (დარიცხულია ნაკლები) – მომხმარებლის მონაცემები უნდა ჩასწორდეს არასწორად დარიცხული კუბური მეტრების მიხედვით. შესაბამისად, მომხმარებელმა მიმწოდებლის მეშვეობით, სისტემის ოპერატორს უნდა გადაუხადოს მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება (აანაზღაუროს ზიანი) მიწოდების ხელშეკრულების ბუნებრივი გაზის ფასად. 21. სისტემის ოპერატორი და მიმწოდებელი შეიძლება შეთანხმდნენ, ამ მუხლით გათვალისწინებული დარიცხვის შედეგად, გამანაწილებელ ქსელში მიღებული ფაქტობრივი მოცულობების კორექტირებაზე. 22. ბუნებრივი გაზის მრიცხველის შეცვლის მიზნით მოხსნის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნისთანავე დაამონტაჟოს სხვა მრიცხველი, ან იმოქმედოს ამ მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად. 23. ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის ან/და დაზიანების (გაუმართაობის) გამოვლენის შემთხვევაში, როდესაც მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა არ წარმოებს ბუნებრივი გაზის მრიცხველის საშუალებით, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე, მხოლოდ მომხმარებლის წერილობითი (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) თანხმობის შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება გადასახდელი, რომელიც გამოითვლება მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ თვეს. ამ პუნქტით განსაზღვრული, მომხმარებლის თანხმობა საჭირო არ არის, თუ მომხმარებელთან ინდივიდუალური მრიცხველი დამონტაჟდება მისი მოხსნიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში. მიმწოდებლის თანხმობა არ არის სავალდებულო ამ პუნქტში მოცემული შეთანხმების ნამდვილობისთვის. 24. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები სხვა წესს არ ითვალისწინებს, ამ მუხლში მოცემული პირობები და დარიცხვის წესი არ ვრცელდება უკანონოდ მოხმარების შემთხვევებზე. მუხლი 31🔗. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარება და მისი აღკვეთის საშუალებები 1. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება გამანაწილებელ ქსელთან მოწყობილობების თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი ბუნებრივი გაზის მიწოდების თვითნებური აღდგენა, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, ბუნებრივი გაზის დატაცება, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის მოხმარება (გარდა წესებით განსაზღვრული შემთხვევებისა). 2. ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების გამოვლენის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი წესების  შესაბამისად ვალდებულია, შეუწყვიტოს ბუნებრივი გაზით მომარაგება შესაბამის მომხმარებელს. ამ შემთხვევაში ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა შესაძლებელია მომხმარებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცნობილია, რომ ამ მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებას ან/და საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლეს დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში). ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესების ან სიცოცხლის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც არ უნდა იყოს 3 თვეზე მეტი და იმოქმედოს წესების 33-ე მუხლის პირობების შესაბამისად. 3. სისტემის ოპერატორი ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი და დაუყოვნებლივ გადაუგზავნოს მისი ასლი შესაბამის მიმწოდებელს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4. პირის მიერ გამანაწილებელ ქსელთან ბუნებრივი გაზის მოწყობილობების თვითნებურად მიერთების, ბუნებრივი გაზის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), ბუნებრივი გაზის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, ბუნებრივი გაზის დატაცების, მათ შორის, ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე ბუნებრივი გაზის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება. უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს, ყველაზე ზუსტი მეთოდის გამოყენებით (მათ შორის, ქსელში არსებული აღრიცხვის კვანძისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით), ამასთან გასათვალისწინებელია  შესაბამისი აქტის საფუძველზე რაოდენობის განსაზღვრის შემდეგი წესი: ა) იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საერთო მოცულობის დადგენა შესაძლებელია, სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება. ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის ან ბუნებრივი გაზის მრიცხველის ცდომილების დადგენა შესაძლებელია, მაგრამ უცნობია ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საერთო მოცულობის გამოთვლა მოხდება სისტემის ოპერატორის წარმომადგენლის მიერ მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) უკანასკნელი შემოწმების ან ბოლო ჩვენების ჩაწერის თარიღიდან (ათვლის თარიღად გამოიყენება უფრო გვიან შედგენილი დოკუმენტის თარიღი), მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა; გ) იმ შემთხვევაში, როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, დარღვევის პერიოდის განმავლობაში მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა გამოითვლება, მომხმარებლის გაზის დანადგარების ან/და ხელსაწყოების დადგმული სიმძლავრეების (დღე-ღამეში 6-საათიანი პერიოდის) წარმადობის დაანგარიშების საფუძველზე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ ქვეპუნქტის მიხედვით დარიცხვის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. დ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დადგენა ან მომხმარებელი განზრახ უშლის ხელს სისტემის ოპერატორის წარმომადგენლებს ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დადგმული სიმძლავრეების დადგენას, სისტემის ოპერატორს უფლება აქვს მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობა განსაზღვროს მომხმარებელთან შემავალი გაზსადენის გამტარუნარიანობისა და არსებული საშუალო თვიური წნევის მონაცემთა გათვალისწინებით, ერთი თვის პერიოდში ბუნებრივი გაზის უწყვეტად მოხმარების პირობებში. 5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დადგმული სიმძლავრის გამოყენებით დარიცხვის მეთოდის ნაცვლად გამოყენებულ იქნა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარიცხვის მეთოდი და მომხმარებელი სისტემის ოპერატორს ელექტრონულად ან მატერიალურად მიაწოდებს, გონივრულ ვადაში (დარიცხვის აქტის გაცნობიდან არაუმეტეს 3 თვისა), დასაბუთებულ არგუმენტაციას სისტემის ოპერატორის წარმომადგენელის არდაშვებასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დარიცხვა უნდა განხორციელდეს კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლის ბუნებრივი გაზის დანადგარების დადგმული სიმძლავრის შესაბამისად, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული პირობების მიხედვით. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დარიცხვა უნდა მოხდეს დარიცხვის პერიოდზე სისტემის ოპერატორის მიერ შესყიდული ბუნებრივი გაზის დანაკარგის და განაწილების მომსახურების ჯამური ღირებულებით. 7. ამ მუხლში მოცემული მომხმარებლის ბუნებრივი გაზის დანადგარების დადგმული სიმძლავრის ჯამის განსაზღვრისას, გამოიყენება მის მფლობელობაში მყოფი მხოლოდ ის ბუნებრივი გაზის დანადგარები, რომლებიც მიერთებულია ქსელთან ან მზად არის ქსელთან  მისაერთებლად და იმყოფება მუშა მდგომარეობაში. 8. მომხმარებელს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა სისტემის ოპერატორის მომსახურებით, გარდა სისტემის ოპერატორისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციისა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად  სისტემის ოპერატორის მიერ დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი. 9. დაუშვებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა, თუ აშკარად სახეზე არ არის ბუნებრივი გაზის დატაცების, სხვისი ქონების უნებართვოდ (თვითნებურად) დაუფლების ფაქტი. 10. უკანონოდ მოხმარების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორს უფლება აქვს მომხმარებელს ასევე დაარიცხოს წესების შესაბამისად მისთვის გაგზავნილი დაზღვეული წერილის ღირებულება. 11. მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმების შემთხვევაში, თუ მრიცხველის შემოწმების ოქმში არ იქნა მრიცხველით თაღლითობის ან მისი განზრახ თაღლითურად  გამოყენების შესაძლებლობების ან კონკრეტული ქმედების არსებობის შეფასება, წესების მიზნებისათვის დაუშვებელია გამოყენებულ იქნეს ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარებისთვის გათვალისწინებული წესები და პროცედურები (მათ შორის, უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრის მეთოდები). 12. სისტემის ოპერატორს უფლება აქვს იმ დრომდე არ გაუწიოს მომსახურება იმ პირს, რომელიც უკანონოდ სარგებლობდა მომსახურებით და ამის გამო ერიცხება დავალიანება, სანამ არ იქნება დაფარული დავალიანება ან მიღწეული შეთანხმება დავალიანების სრულად გადახდაზე, მათ შორის, დავალიანების განაწილვადებაზე. მუხლი 32🔗. დავის პერიოდში ბუნებრივი გაზით მომარაგება 1. დაუშვებელია მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა მოთხოვნის წაყენებისა და ამ მოთხოვნის შესრულებისათვის გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე (წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით), წესებით  განსაზღვრული პროცედურების დაცვის გარეშე ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, მომარაგება უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ. 2. ბუნებრივი გაზის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის დავის არსებობა ხელს არ უშლის ამ მიმწოდებელთან არსებული ხელშეკრულების შეცვლის, შეწყვეტის, ასევე სხვა მიმწოდებელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებასა და მის მიერ ბუნებრივი გაზით მომარაგების პირობას (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება შეწყვეტილი აქვს ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის შედეგად, ასეთ შემთხვევაში მომარაგება უნდა აღდგეს წესების მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის პირობების შესაბამისად. 3. მომხმარებლის მიერ, შეცვლილი გარემოებების ან პირობების მიღების (დათანხმების) მიზნით, დაუშვებელია სისტემის ოპერატორის მიერ მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა ან შეწყვეტით დამუქრება ან/და სხვა არამართლზომიერი ქმედებით მომხმარებლის ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს მასზე და აფიქრებინოს, რომ ამ მოთხოვნის მიუღებლობით მას ან მის ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. 4. სისტემის ოპერატორი პასუხისმგებელია წესებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოუყენებლობისგან დამდგარ შედეგებზე. კომისიაში სისტემის ოპერატორსა და მომხმარებელს შორის წარმოქმნილი დავის განხილვის შემთხვევაში, კომისია განსაზღვრავს დავალიანების გადანაწილების ვადას. 5. დაუშვებელია სისტემის ოპერატორის მიერ მის მიერ დარიცხული დავალიანების გადახდის მოთხოვნით, მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა, თუ ამ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, გასულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებლის მხრიდან მოხდა მოთხოვნის არსებობის აღიარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით დადგენილი წესით). შესაბამისად, დაუშვებელია ბუნებრივი გაზის შეწყვეტისა და წესებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა მექანიზმის გამოყენება აღნიშნული დავალიანების აღიარების მიზნით. თავი VIII. განსაკუთრებული საჭიროებები და მათი მომსახურების პირობები მუხლი 33🔗. მოწყვლადი მომხმარებლის დაცვა 1. წესების  მე-13 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების ან 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თუ ბუნებრივი გაზის მომარაგების შეწყვეტა გამოიწვევს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებას ან/და საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლეს ან ამ მომხმარებლის არათანაზომიერად დიდ ხარჯებს, დასარიცხ ან დარიცხულ თანხასთან მიმართებაში), სისტემის ოპერატორი ვალდებულია, გაითვალისწინოს ეს გარემოება და განსაზღვროს დარიცხული დავალიანების გადახდისა და ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადა (გონივრული ვადა), რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესების ან/და სიცოცხლის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. აღნიშნული პუნქტის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მომხმარებელმა, ან მომხმარებლის ობიექტით მოსარგებლე პირმა, ორგანიზაციამ, ადმინისტრაციულმა ორგანომ ან სხვა პირმა ვისთვისაც ცნობილია აღნიშნული გარემოება უნდა შეატყობინოს სისტემის ოპერატორს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ამ მომხმარებლისთვის შეუტყობინებლობის შედეგად ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა. 2. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სისტემის ოპერატორის მიერ, მომარაგების შეწყვეტის დამატებითი ვადის განსაზღვრის შემთხვევაში, მის მიერ უნდა შედგეს შესაბამისი აქტი, რომელიც ელექტრონულად უნდა გაეგზავნოს მომხმარებელსა და შესაბამის მიმწოდებელს, ხოლო ამ აქტის მიმწოდებლისთვის ან მომხმარებლისთვის ელექტრონულად გაგზავნის შეუძლებლობის შემთხვევაში – აქტი უნდა გაიგზავნოს დაზღვეული წერილით. 3. უკანონო მოხმარებისას, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფაქტის დაფიქსირების შემდგომ პერიოდზე, აღრიცხვიანობის მოწესრიგებამდე მოხმარებული ბუნებრივი გაზის დარიცხვა არ უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების შემთხვევაში, არამედ წესების  30-ე მუხლის პირობების შესაბამისად. მუხლი 34🔗. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები 1. ეს წესები თანაბრად ვრცელდება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში, თუ იგი ბუნებრივი გაზით მარაგდება ამ უძრავი ქონების მესაკუთრის ქსელის მეშვეობით, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მოითხოვოს წერილობით (მატერიალური ან  ელექტრონული ფორმით) გაფორმებული შეთანხმება, საკონტროლო და ინდივიდუალური მრიცხველებს შორის წარმოქმნილი სხვაობის ანაზღაურების (დარიცხვის) შესახებ. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მიიღოს (გაითვალისწინოს) მოცემული შეთანხმება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება წესებით განსაზღვრულ პირობებს. 3. სისტემის ოპერატორისთვის ბუნებრივი გაზის მრიცხველი ხელმისაწვდომი უნდა იყოს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მუშაობის პერიოდში, ხოლო ნებისმიერი გონივრული-მიზეზობრივი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში – ნებისმიერ დროს. 4. თუ მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა (ბუნებრივი გაზის მრიცხველის საშუალებით) გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ წარმოებდა ან/და ამ პერიოდზე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის განსაზღვრა შეუძლებელია (ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძის  დაზიანების შემთხვევაში), არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ბუნებრივი გაზის აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს, ყველაზე ზუსტი მეთოდის გამოყენებით (მათ შორის, ქსელში არსებული აღრიცხვის კვანძისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით), ხოლო, ასეთი მეთოდით გაანგარიშების შეუძლებლობის შემთხვევაში, დაეკისრება საფასური, რომელიც გამოითვლება: მოწესრიგებული აღრიცხვიანობის პერიოდში (დაკვირვების პერიოდი) მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის საშუალო მოხმარებიდან. ამასთან, დაკვირვების პერიოდის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს აღურიცხავად მოხმარების პერიოდზე ნაკლები (ამ მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონური ცვლილებების გათვალისწინებით). დაკვირვების პერიოდი შემოსაზღვრული უნდა იყოს მრიცხველის რეალური ჩვენებებით. ამ პუნქტში მოცემული პირობით დარიცხვა ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს 40 კალენდარულ დღეს. ეს პუნქტი არ ვრცელდება ამ წესებით განსაზღვრულ უკანონო მოხმარების შემთხვევაზე. ამასთან, თუ კორექტირებამდე: ა) მომხმარებლის მიერ გადახდილია მეტი (დარიცხულია მეტი) – მიმწოდებელი ვალდებულია დაუბრუნოს მომხმარებელს ზედმეტად გადახდილი თანხა – არასწორად დარიცხული კუბური მეტრების შესაბამისად. ამასთან, თავის მხრივ სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აუნაზღაუროს მიმწოდებელს არასწორად დარიცხვით მიყენებული ზიანი (მათ შორის, ზედმეტად შესყიდული ბუნებრივი გაზის და დარიცხული განაწილების მომსახურების საფასური); ბ) მომხმარებლის მიერ გადახდილია ნაკლები (დარიცხულია ნაკლები) – მომხმარებლის მონაცემები უნდა ჩასწორდეს არასწორად დარიცხული კუბური მეტრების მიხედვით. შესაბამისად, მომხმარებელმა მიმწოდებლის მეშვეობით, სისტემის ოპერატორს უნდა გადაუხადოს მის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება (აანაზღაუროს ზიანი) მიწოდების ხელშეკრულების ბუნებრივი გაზის ფასად. 5. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების შემთხვევაში: ა) როდესაც კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით; ბ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალენდარული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მაქსიმალური მუშა სიმძლავრის მიხედვით, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული ბუნებრივი გაზის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული ბუნებრივი გაზის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები; გ) მაქსიმალური მუშა სიმძლავრე უნდა გაიზომოს მომხმარებლის ნორმალური ტექნოლოგიური ციკლის მაქსიმალური მოხმარების პირობებში ან მუშა მდგომარეობაში მყოფი დანადგარების დადგმული სიმძლავრეების ჯამით. 6. ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენა შეუძლია მხოლოდ სისტემის ოპერატორის უფლებამოსილ წარმომადგენელს. მუხლი 35🔗. მსხვილი მომხმარებელი 1. ეს წესები თანაბრად ვრცელდება მსხვილ მომხმარებელზე, მიუხედავად იმისა ვაჭრობს თუ არა ეს  მომხმარებელი ორგანიზებულ ბაზარზე, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. სისტემის ოპერატორის მიერ მსხვილი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება შეიძლება განხორციელდეს ბაზრის ოპერატორის ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით გათვალისწინებული სათანადო შეტყობინების საფუძველზე. 3. თუ მსხვილმა მომხმარებელმა განაცხადა ბუნებრივი გაზის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის შესახებ, აღნიშნული უნდა შესრულდეს სისტემის ოპერატორის მიერ, ბაზრის ოპერატორისგან შესაბამისი შეტყობინების მიღებისთანავე. ასეთ შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია აღნიშნული შეტყობინების მიღებისთანავე (თუ აღნიშნული შეტყობინება ორგანიზებულ ბაზარზე გადასვლის სხვა თარიღს ითვალისწინებს – გადასვლის დღეს), აიღოს მრიცხველის ჩვენება და დაფიქსირებული ჩვენება, ამ აღრიცხვის კვანძის სხვა მონაცემებთან ერთად გაუგზავნოს ბაზრის ოპერატორს, გადაცემის სისტემის ოპერატორს, ბაზრის ოპერატორს და აღნიშნულ მომხმარებელს. 4. მსხვილი მომხმარებლის მიერ ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის  შემთხვევაში, ბუნებრივი გაზით მომარაგების და მომსახურების შეწყვეტის პირობები და პროცედურები რეგულირდება შესაბამისი ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებითა და განაწილების ხელშეკრულებით. 5. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია,  მსხვილი მომხმარებლის მიერ ამ წესებით გათვალისწინებული საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, შეუწყვიტოს ამ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგება, თუ სისტემის ოპერატორის მიერ დაცულია ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობისას, ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებითა და განაწილების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადაუხდელობაზე, ბუნებრივი გაზის მომარაგების შეწყვეტის პირობები და პროცედურები. მუხლი 36🔗. ბუნებრივი გაზის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მცირე საწარმოდ განსაზღვრის პროცედურა 1. ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი ამ მუხლით დადგენილი წესით ყოველწლიურად ახორციელებს  დაბალი წნევით ქსელთან მიერთებულ მის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მცირე საწარმოდ განსაზღვრას/მცირე საწარმოს სტატუსის გაუქმებას. 2. წესების მიზნებისთვის, საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და მსხვილი მომხმარებლისა), რომელიც არ არის მოცემული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სისტემის ოპერატორისთვის მიწოდებულ სიაში (I და II კატეგორიის საწარმოების სიაში) – წარმოადგენს მცირე საწარმოს, თუ იგი ასევე აკმაყოფილებს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების პარამეტრებს. 3. ბუნებრივი გაზის  სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, გასული წლის მდგომარეობით საწარმოების შესაბამისი კატეგორიის შესახებ ინფორმაციის სისტემის ოპერატორისთვის მიწოდებიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, გადახედოს არსებული მომხმარებლების სტატუსს და განსაზღვროს შესაბამისი მომხმარებელი მცირე საწარმოდ ან მიიღოს გადაწყვეტილება მომხმარებლისთვის მცირე საწარმოს სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით. ამასთან, სისტემის ოპერატორი, იმ საწარმოებთან მიმართებით ვისაც შეუცვალა ან მიანიჭა ახალი სტატუსი, ვალდებულია: ა) მცირე საწარმოს სტატუსის განსაზღვრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელსა და შესაბამის მიმწოდებელს სტატუსის განსაზღვრისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ამ ახალი სტატუსის ამოქმედებამდე ორი თვისა; ბ) მცირე საწარმოს სტატუსის გაუქმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელსა და შესაბამის მიმწოდებელს სტატუსის გაუქმებისთანავე (მათ შორის მსხვილი მომხმარებლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში), მაგრამ გაუქმებამდე არაუგვიანეს ორი თვისა. 4. იმ მომხმარებლისთვის, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ იქნა მცირე საწარმოდ (მიენიჭა ახალი სტატუსი), ახალი სტატუსი ამოქმედდება და ამ მომხმარებელზე მცირე საწარმოსთვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები გავრცელდება, მცირე საწარმოდ განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრიდან (მაგრამ, სისტემის ოპერატორის მიერ ახალი სტატუსის მინიჭების შესახებ მომხმარებლის ინფორმირებიდან არანაკლებ 2 თვისა). 5. იმ მომხმარებელს, რომლის მიმართაც ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მცირე მომხმარებლის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, მცირე მომხმარებლის სტატუსი უუქმდება და მასზე მცირე საწარმოსთვის განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები აღარ გავრცელდება აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების  მომდევნო კალენდარული წლის პირველი იანვრიდან (მაგრამ, სისტემის ოპერატორის მიერ ახალი სტატუსის მინიჭების შესახებ მომხმარებლის ინფორმირებიდან არანაკლებ 2 თვისა). 6. თუ მცირე საწარმო აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ასევე, მსხვილი მომხმარებლის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, შესაბამისი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება მომხმარებლისთვის მცირე საწარმოს სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით და აღნიშნულის შესახებ  ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელსა და შესაბამის მიმწოდებელს. ამ მომხმარებელზე მცირე საწარმოსთვის განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები აღარ გავრცელდება აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მომხმარებლის ინფორმირებიდან 2 თვის შემდეგ. 7. ახალი მომხმარებლის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის ან/და წნევის საფეხურის შეცვლის, უძრავი ქონების დროებითი ფლობის, ან კანონიერი მფლობელის შეცვლის შემთხვევაში, მომხმარებლის მიმართ მცირე საწარმოს სტატუსის  განსაზღვრა (არის თუ არა მცირე საწარმო) უნდა განხორციელდეს მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე და მასზე ახალი სტატუსი ამოქმედდება ამ მუხლის მე-4, მე-5 ან მე-6 პუნქტის პირობებისა და პროცედურების შესაბამისად. ამასთან, ახალი სტატუსის ამოქმედებამდე, ამ მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომხმარებლის შემთხვევაში – საჯარო მომსახურების მიმწოდებელი ან თავისუფალი მიმწოდებელი (მომხმარებლის მიერ ხელმოწერილი მიწოდების ხელშეკრულების შესაბამისად) და მასზე ვრცელდება მცირე საწარმოს სტატუსი; ბ) საშუალო წნევის ქსელზე მიერთებული არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის, საბიუჯეტო ორგანიზაციის, მსხვილი მომხმარებლის ან/და I და II კატეგორიის საწარმოების შემთხვევაში („ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის I და II ზომითი კატეგორიის საწარმოების შემთხვევაში) – თავისუფალი მიმწოდებელი (მომხმარებლის მიერ ხელმოწერილი მიწოდების ხელშეკრულების შესაბამისად). 8. იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი აკმაყოფილებს ან აღარ აკმაყოფილებს მცირე საწარმოს ან მსხვილი მომხმარებლის პირობებსა და კრიტერიუმებს, სტატუსის შეცვლა და მისი ამოქმედება ამ მუხლით განსაზღვრულ ვადაზე ადრე შესაძლებელია, თუ სისტემის ოპერატორი, არსებული მიმწოდებელი და მომხმარებელი შეთანხმდებიან ახალი სტატუსის ამოქმედების თარიღზე. მომხმარებლის მიერ შეთავაზებულ თარიღზე უარი უნდა იყოს გონივრული და დასაბუთებული (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 9. მომხმარებელს, რომელსაც მიენიჭა ახალი სტატუსი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, ამ ახალი სტატუსის ამოქმედებამდე გააფორმოს, შესაბამის მიმწოდებელთან ბუნებრივი გაზის მიწოდების ახალი ხელშეკრულება   საცალო ბაზრის წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ახალი სტატუსიდან გამომდინარე, არსებული მიმწოდებელი მოკლებულია ბუნებრივი გაზის მიწოდების უფლებამოსილებას ამ სტატუსის მომხმარებლისთვის, ახალი სტატუსის ამოქმედებიდან მის მომარაგებას უზრუნველყოფს ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი. ასეთ შემთხვევაში, ამ მომხმარებლის ინფორმირება და მისი ბუნებრივი გაზით მომარაგება განხორციელდება ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მიერ საცალო ბაზრის წესების  IV თავის შესაბამისად. 10. სისტემის ოპერატორები ვალდებულნი არიან აწარმოონ, მათ ქსელთან მიერთებული მცირე საწარმოების ელექტრონული რეესტრი. ასევე, უზრუნველყონ მათ ქსელთან მიერთებული მცირე საწარმოების რეესტრში ასახული ინფორმაციის მუდმივი განახლება და ინფორმაციის რეალურ დროში ურთიერთგაცვლა. 11. მცირე საწარმოების რეესტრი თითოეული მომხმარებლისათვის უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) დასახელებასა და საიდენტიფიკაციო კოდს; ბ) შესაბამისი სისტემის ოპერატორის მიერ მცირე საწარმოდ განსაზღვრის ან/და გაუქმების თარიღებს; გ) მისაერთებელ სიმძლავრეს ქსელთან მიერთების წერტილების მიხედვით, ასევე სხვა სისტემის ოპერატორის ქსელთან მიერთების წერტილების მიხედვით მისაერთებელი სიმძლავრის შესახებ; დ) არსებული მისაერთებელი სიმძლავრის შესახებ შესაბამისი მოთხოვნის განხილვის დაწყებისა და აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების თარიღებს. 12. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული, მომხმარებლის სტატუსის გადახედვისას, ასევე შეამოწმოს,  აკმაყოფილებს თუ არა მომხმარებელი მსხვილი მომხმარებლის კრიტერიუმებს, მის ხელთ არსებული მცირე საწარმოების რეესტრის მონაცემების საფუძველზე. თავი IX. მიმწოდებელსა და სისტემის ოპერატორს შორის ურთიერთობები მუხლი 37🔗.  გამანაწილებელ ქსელთან მიმწოდებლების დაუბრკოლებლად დაშვება 1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის კონკურენტული გარემო. შესაბამისად, იგი პასუხისმგებელია ყველა მიმწოდებლებისათვის მომხმარებლებზე ბუნებრივი გაზის მიწოდებისათვის შეუფერხებელი და მიმზიდველი გარემოს შექმნასა და უზრუნველყოფაზე. 2. დაუშვებელია ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების არათანაბარ პირობებში ჩაყენება. 3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიმწოდებლების დაუბრკოლებლად დაშვება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს მიწოდების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისათვის სათანადო პირობების შექმნა და მიმწოდებლის მითითების შესრულება ბუნებრივი გაზის მომარაგებასთან დაკავშირებით წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის პირობების შესაბამისად. მუხლი 38🔗. განაწილების მომსახურების ხელშეკრულება 1. წესების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული  მომსახურება, მიმწოდებლის ქსელთან დაშვებისა და მიწოდების საქმიანობის განხორციელების მიზნით, შეიძლება შესრულდეს განაწილების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებთან მიერთების საფუძველზე. ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს ამტკიცებს კომისია. 2. მიმწოდებელი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით, დადოს სათანადო ხელშეკრულებები ყველა სისტემის ოპერატორთან, შესაბამის სალიცენზიო არეალებში არსებული მომხმარებლებისათვის მიწოდების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულის შესასრულებლად სისტემის ოპერატორს უნდა გაუგზავნოს, გამანაწილებელ ქსელში  მიწოდების საქმიანობის შესახებ შეტყობინება და მოითხოვოს განაწილების მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება, მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზით მომარაგების მოთხოვნამდე ან მიაწოდოს აღნიშნული შეტყობინება მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების მოთხოვნასთან ერთად. 3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, გააფორმოს მიმწოდებელთან განაწილების  მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებს, სანამ მხარეების მიერ არ იქნება მიღებული სხვა გადაწყვეტილება. გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიმწოდებლის განაცხადი არასრულყოფილია (არ შეესაბამება ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს). სისტემის ოპერატორი ვალდებულია სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს განაცხადის ხარვეზის შესახებ. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ახალი განაცხადით მიმართოს სისტემის ოპერატორს. 4. გამანაწილებელ ქსელში მიწოდების საქმიანობის შეტყობინება, ქსელში დაშვებისა და მიწოდების საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნასთან ერთად უნდა შეიცავდეს: ა) განმცხადებლის (მიმწოდებლის) საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო რეკვიზიტებს; ბ) გამანაწილებელ ქსელში მიწოდების საქმიანობის დაწყების სავარაუდო თარიღსა და ინფორმაციას ქსელში მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის საპროგნოზო მოცულობების შესახებ; გ) სისტემის ოპერატორის მომსახურების საფასურის გადახდის მეთოდის შესახებ (ამ წესების 39-ე მუხლის შესაბამისად, გადასახდელი თანხის გადანაწილების ან დეპოზიტით უზრუნველყოფის პირობის შესახებ); დ) ბუნებრივი გაზის გადაცემის ხელშეკრულებას. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მოცემული მონაცემები დამოკიდებულია შესაბამის მიმწოდებელსა და მომხმარებლებთან გაფორმებული ბუნებრივი გაზის მიწოდების ხელშეკრულებასა და მომხმარებლის (მომხმარებლების) ბუნებრივი გაზის მოხმარების სიმძლავრესა და მოცულობებზე. აღნიშნული მონაცემების ცვლილება არ საჭიროებს გამანაწილებელი ქსელში მიწოდების საქმიანობის შეტყობინების ან განაწილების მომსახურების ხელშეკრულებაში ასახული მონაცემების ცვლილებას. – აღნიშნული ინფორმაციის განახლება ხდება სისტემის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე. 6. გამანაწილებელ ქსელში მიწოდების საქმიანობის შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის შემდეგ, მიუხედავად იმისა, გაფორმდება თუ არა ცალკე განაწილების ხელშეკრულება, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად წარდგენილ შეტყობინებაში მოცემული პირობების საფუძველზე, განახორციელოს ბუნებრივი გაზის განაწილება და იმოქმედოს განაცხადში მოცემული მოთხოვნებისა და წესებით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების დაცვით. სისტემის ოპერატორის მიერ, ამ მუხლის  მე-3 პუნქტით გათვალისწინებული, გამანაწილებელ ქსელში  მიწოდების საქმიანობის შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის შემდეგ, ამ შეტყობინების გამგზავნი მიმწოდებელი ითვლება, განაწილების მომსახურების ხელშეკრულებაზე სტანდარტულ პირობებზე მიერთებულად და უფლებამოსილია სისტემის ოპერატორისგან მოითხოვოს ამ სამართალურთიერთობის წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) დადასტურება. 7. სისტემის ოპერატორს უფლება არ აქვს უარი უთხრას შესაბამის დაინტერესებულ პირს მის მფლობელობაში არსებულ ქსელთან დაშვებასა და განაწილების მომსახურების ხელშეკრულების გაფორმებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უარი უკავშირდება სისტემით სარგებლობის საფასურის გადაუხდელ თანხას. 8. სისტემის ოპერატორს ბუნებრივი გაზის განაწილების საფასური აუნაზღაურდება მის მფლობელობაში არსებული გამანაწილებელ ქსელში ფაქტობრივად განაწილებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის შესაბამისად, კომისიის მიერ ამ მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის მიხედვით. მუხლი 39🔗. განაწილების მომსახურების საფასურის ავტომატური გადარიცხვა და მიმწოდებლის მიერ დეპოზიტის წარდგენა 1. მიმწოდებელი პასუხისმგებელია სისტემის ოპერატორისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურებაზე. ამ მუხლის მიზნებისთვის, მიმწოდებლის მიერ ანაზღაურების ვალდებულება არ ვრცელდება სისტემის ოპერატორის ან/და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უშუალოდ მომხმარებელზე დარიცხულ თანხებზე (მათ შორის, ახალი ობიექტის მიერთების, ჩაჭრა-აღდგენის, უკანონო მოხმარების და სხვა ამ წესების შესაბამისად უშუალოდ მომხმარებელზე დარიცხულ თანხებზე). 2. მიმწოდებელი ვალდებულია განაწილების მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველსაყოფად სისტემის ოპერატორს წარუდგინოს დეპოზიტი, ამ მუხლის პირობების დაცვით. ამასთან, დეპოზიტი უნდა იყოს მიმწოდებლის მიერ სისტემის ოპერატორისთვის წინა ზამთრის 3 თვის განმავლობაში გადახდილი მომსახურების საფასურის საშუალო თვიურ ოდენობა, ხოლო მითითებულ პერიოდზე მონაცემის არქონის შემთხვევაში, დეპოზიტის ოდენობა განისაზღვრება მომდევნო ზამთრის პერიოდზე მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის საპროგნოზო მოცულობების შესაბამისად. მიმწოდებელი და სისტემის ოპერატორი უფლებამოსილი არიან, განაწილების მომსახურების ხელშეკრულების დადებისას გაითვალისწინონ სისტემის ოპერატორის მომსახურების საფასურის საპროგნოზო ოდენობა. 3. მიმწოდებელი უფლებამოსილია, უარი თქვას ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დეპოზიტის წარდგენაზე და აირჩიოს მომხმარებლისგან მიღებული თანხების ავტომატურად გადანაწილებით ანგარიშსწორების წესი. ასეთ შემთხვევაში იგი ვალდებულია, კომერციულ ბანკსა და ნებისმიერ სხვა პირთან, რომელიც ოპერირებას უწევს კომისიის მიერ დამტკიცებული ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის წესებით გათვალისწინებულ გადახდის საშუალებას, დადოს (იქონიოს) ისეთი შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურიდან მიმწოდებლისათვის გადასახდელი ბუნებრივი გაზის ფასის ან კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის, სისტემის ოპერატორისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურებების საფასურების გამიჯვნას და მიმწოდებლის, სისტემის ოპერატორის  და გადამცემი სისტემის ოპერატორის საბანკო ანგარიშებზე ასახვას, მომხმარებლის მიერ გადახდისთანავე. მიმწოდებელი პასუხისმგებელია მომხმარებლისგან მიღებული თანხების ავტომატურად გადანაწილებით ანგარიშსწორების წესის დაცვაზე და მისი შეუსრულებლობა წარმოადგენს კომისიის მიერ დადგენილი პირობების უხეშ დარღვევას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება კომერციული ბანკისა და იმ პირისთვის, რომელიც ოპერირებას უწევს კომისიის მიერ დამტკიცებული ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის წესებით გათვალისწინებულ გადახდის საშუალებას, რათა, მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის არასრულად გადახდის შემთხვევაში, თავდაპირველად დაიფაროს გადამცემი სისტემის ოპერატორისა და სისტემის ოპერატორის მომსახურების საფასური. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ გადახდილი მომსახურების საფასური საკმარისი არ არის სისტემის ოპერატორისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის მომსახურების საფასურის დასაფარად, სისტემის ოპერატორისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის საბანკო ანგარიშებზე უნდა აისახოს პროპორციულად შემცირებული თანხები. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა აღემატება მიმდინარე დარიცხვის პერიოდზე მასზე დარიცხულ მომსახურების საფასურს, ზედმეტად გადახდილი თანხა აისახება მიმწოდებლის ანგარიშზე, რომელიც, თავის მხრივ, დადებითი ბალანსის სახით ასახავს მას მომხმარებლის ანგარიშზე, კომისიის მიერ დამტკიცებული ბუნებრივი გაზის საცალო ბაზრის წესების შესაბამისად. 6. სისტემის ოპერატორი და მიმწოდებელი უფლებამოსილნი არიან შეთანხმდნენ განაწილების მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფის ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისგან განსხვავებულ პირობაზე. 7. მომხმარებლის მიერ, სისტემის ოპერატორისთვის უშუალოდ გადასახდელი თანხის საანგარიშსწორებო ქვითრის მეშვეობით გადახდის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, აღნიშნული თანხა, მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართოს სისტემის ოპერატორის ანგარიშზე. ამასთან, თუ მომხმარებლის მიერ გადახდილი  საფასური საკმარისი არ არის სისტემის ოპერატორისა და მიმწოდებლის მომსახურების საფასურის სრულად დასაფარად, თავდაპირველად უნდა დაიფაროს სისტემის ოპერატორისთვის გადასახდელი თანხა,  თუ მომხმარებელი გადახდის დანიშნულებაში სხვა რიგითობას არ მიუთითებს. მიმწოდებლის მიერ აღნიშნული თანხის სისტემის ოპერატორისთვის გადაუხდელობის შემთხვევაში, ამ ვალდებულების შესრულებაზე ვრცელდება იგივე პირობები, რაც ამ წესებით განსაზღვრულია მიმწოდებლის მიერ სისტემის ოპერატორის მომსახურების საფასურის გადაუხდელობაზე. 8. მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დეპოზიტის ოდენობის ხელახალი გაანგარიშება, ხოლო სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შეამციროს დეპოზიტი, მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ ზამთრის პერიოდში სისტემის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურების საშუალო თვიური ოდენობა შემცირდება თავდაპირველ ოდენობასთან შედარებით 10 პროცენტით ან მეტით. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, გაზარდოს დეპოზიტის ოდენობა, თუ მომსახურების საფასურის საშუალო თვიური ოდენობა გაიზრდება თავდაპირველ ოდენობასთან შედარებით 10 პროცენტით ან მეტით. სისტემის ოპერატორის მიერ დეპოზიტის გაზრდა უნდა მოხდეს მიმწოდებლის წინასწარი ინფორმირებითა და ამ პირობის შესრულებისთვის მინიმუმ 10 სამუშაო დღის ვადის განსაზღვრით. 9. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მიმწოდებლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომსახურების საფასური აინაზღაუროს მიმწოდებლის მიერ წარდგენილი დეპოზიტის მეშვეობით. 10. მიმწოდებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეცვალოს სისტემის ოპერატორისათვის დეპოზიტის სახით წარდგენილი თანხა საბანკო გარანტიით ან საბანკო გარანტიის სანაცვლოდ სისტემის ოპერატორს დეპოზიტის სახით წარუდგინოს თანხა. 11. სისტემის ოპერატორსა და მიმწოდებელს შორის დადებული განაწილების მომსახურების ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის  ან/და შეწყვეტის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორთან ანგარიშსწორების შემდეგ, მოთხოვნიდან  არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მიმწოდებელს დაუბრუნოს წარდგენილი დეპოზიტი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უარი თქვას საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებაზე. 12. ამ მუხლის პირობების გათვალისწინებით, მიმწოდებელი ვალდებულია, ყოველთვიურად გადაუხადოს სისტემის ოპერატორს მომსახურების საფასური, გასული ერთი თვის პერიოდში მომხმარებლისთვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობის შესაბამისად, თუ მხარეები ანგარიშსწორების სხვა პირობებზე არ შეთანხმდებიან. ამასთან, სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მიმწოდებელს ყოველთვიურად წარუდგინოს, გასული კალენდარული თვის ანგარიში, საანგარიშო თვის, მომდევნო თვის 5 რიცხვამდე, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია, სრულად აუნაზღაუროს სისტემის ოპერატორს ანგარიშით მოთხოვნილი თანხა – ანგარიშის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 13. მიმწოდებლის მიერ განაწილების მომსახურების გადაუხდელობის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორმა მიმწოდებელს უნდა განუსაზღვროს დავალიანების გადახდის გონივრული ვადა, ხოლო, ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში: ა) თუ მიმწოდებელს აქვს წარდგენილი დეპოზიტი ან საბანკო გარანტია, რომელიც ფარავს სისტემის ოპერატორის მიერ გაწეულ მომსახურებაზე გადასახდელ თანხას – სისტემის ოპერატორი მომსახურების საფასურის დეპოზიტიდან ან საბანკო გარანტიიდან ანაზღაურების შემთხვევაში, მიმწოდებლისგან მოითხოვოს, განსაზღვრულ ვადაში, ახალი დეპოზიტის წარდგენა; ბ) თუ მიმწოდებელს არ აქვს წარდგენილი დეპოზიტი ან დეპოზიტის უზრუნველსაყოფად, საბანკო გარანტია, ან აღნიშნული ნაკლებია სისტემის ოპერატორის მიერ გაწეულ მომსახურებისთვის გადასახდელ თანხაზე – სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მიმწოდებლის, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის,   ბირჟის ოპერატორის და მარეგულირებელი კომისიის 10 სამუშაო დღით ადრე ინფორმირების შემდეგ, შეუწყვიტოს ამ მიმწოდებელს განაწილების მომსახურება (განაწილების მომსახურების გადაუხდელობის შედეგად). ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელთა ინფორმირება და მათი ბუნებრივი გაზით მომარაგება განხორციელდება ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მიერ საცალო ბაზრის წესების  IV თავის შესაბამისად. 14. ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ განაწილების მომსახურების გადაუხდელობის ან მოთხოვნილი დეპოზიტის შედეგად, მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებლისთვის მომსახურების აღდგენა შეიძლება მოხდეს, სისტემის ოპერატორის მომსახურებაზე გადასახდელი თანხის გადახდის ან გადახდის პირობებზე შეთანხმების შემთხვევაში, ხოლო ამ მიმწოდებლის მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება მოხდება, მიწოდების ხელშეკრულების შესრულებისა და მიმწოდებლის შეცვლის საცალო ბაზრის წესების  V თავის შესაბამისად. მუხლი 40🔗. მიმწოდებლის მიერ მომსახურების  ანაზღაურების პრინციპები მიმწოდებელმა უნდა შეასრულოს ენერგეტიკულ საწარმოებთან მიმართებაში ყველა ის ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა მომხმარებლის ბუნებრივი გაზით სტაბილურად მომარაგების უზრუნველსაყოფად მოქმედი კანონმდებლობისა და წესების შესაბამისად. თავი X. ინფორმაციის საჯაროობა და ანგარიშგება მუხლი 41🔗. ღია (საჯარო) ინფორმაცია 1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია,  ვებგვერდზე ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია: ა) არსებული და დაგეგმილი მომსახურების სახეების და შეღავათების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) განაწილების მომსახურებასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ; გ) აბონენტის/მომხმარებლის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ (თუ კომისიის აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ამ ქვეპუნქტში მითითებული პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ აბონენტის ნომერზე რეგისტრირებული მომხმარებლისთვის); დ) გასული წლის (წლების) საქმიანობის ანგარიში, ასევე მომავალი წლის სამუშაო გეგმისა და საინვესტიციო პროგრამის შესახებ; ე) ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენის საფასური და ამ საფასურის განსაზღვრის შესახებ აქტი. 2. სისტემის ოპერატორი დამატებით ვალდებულია მომსახურების ცენტრებში (ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებასთან ერთად), ასევე ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია: ა) არსებული და დაგეგმილი მომსახურების სახეების და შეღავათების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) აბონენტის/მომხმარებლის ბრუნვის ისტორიის და განცხადებებზე რეაგირების შესახებ (თუ კომისიის აქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ამ ქვეპუნქტში მითითებული პირადი ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ აბონენტის ნომერზე რეგისტრირებული მომხმარებლისთვის); გ) ინფორმაციის გავრცელების მედიასაშუალებების ჩამონათვალი (იმ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულის მითითებით, რომლის შესახებაც იქნება ინფორმაცია გავრცელებული), ბუნებრივი გაზით მომარაგების გეგმური და არაგეგმური წყვეტებისა და აღდგენის, ასევე წნევის დასაშვები ნორმებიდან გადახრის (ცვალებადობის) შესახებ ჟურნალის ჩანაწერები; დ) აკრედიტებული ლაბორატორიების ჩამონათვალი (ნუსხა) მათი მისამართის მითითებით; ე) საპროექტო-სამშენებლო ორგანიზაციების (საწარმოების) ჩამონათვალი (ნუსხა) მათი მისამართის და საკონტაქტო ნომრების მითითებით (ამ საწარმოების მოთხოვნის შემთხვევაში); ვ) მომხმარებელთა შემოწმების გეგმა-გრაფიკი (შესაბამის უბნებზე გეგმიური შემოწმების სავარაუდო ვადების მითითებით). 3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ამ მუხლში მოცემული ინფორმაცია განათავსოს (გამოაცხადონ) ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე (მათ შორის, ვებგვერდზე), ისე რომ არ მოხდეს სხვა პირის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება; გამოცხადებული ინფორმაციის განახლება უნდა მოხდეს, მისი მიღებიდან უმოკლეს ვადაში (არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა) – ბოლო განახლების დროისა და თარიღის მითითებით. 4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მომსახურების ცენტრებში ხელმისაწვდომი გახადოს ეს წესები. ასევე ყველა ის აქტი თუ დოკუმენტი, რომელიც ეხება მომსახურებისა და ანგარიშსწორების საკითხებს. თავი XI. ფაქტის დაფიქსირება და მონაცემთა შენახვა მუხლი 42🔗. აქტის შედგენის წესი 1. ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით სისტემის ოპერატორის წარმომადგენელი ვალდებულია ადგილზე შეადგინოს შესაბამისი აქტი. აქტის შედგენა სავალდებულო არ არის მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის შედეგად მომარაგების შეწყვეტის და, შესაბამისად, აღდგენის შემთხვევებში. 2. წესების შესაბამისად აქტი შესაძლებელია შედგეს წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით). 3. აქტს სისტემის ოპერატორის  მიერ უნდა მიენიჭოს ნომერი და მისი აღრიცხვა უნდა განხორციელდეს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში. 4. აქტში უნდა აღინიშნოს: ა) გარემოება, რომლის დაფიქსირების მიზნითაც დგება აქტი; ბ) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი; აბონენტის ნომერი და რეგისტრირებული მომხმარებლის სახელი და გვარი (ან დასახელება იურიდიული პირის შემთხვევაში); საკითხის გადასაწყვეტად სხვა საჭირო ცნობები. 5. აქტს ხელს აწერენ მისი შემდგენელი და მომხმარებელი (თუ ეს წესები ან/და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლის დასწრების პირობას). ასევე, თუ არიან მოწმეები, აქტს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქტი შედგენილი იქნება ელექტრონულად. 6. აქტს სათანადო ჩანაწერის საფუძველზე შეიძლება დაერთოს დარღვევის ან სხვა ფაქტის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულებები. იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის აქტის ხელმოწერაზე, კეთდება სათანადო ჩანაწერი. პირს, რომელმაც უარი თქვა აქტის ხელმოწერაზე, უფლება აქვს აქტს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი. 7. თუ ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონული ფორმით შედგენილ აქტზე მომხმარებლის ან მოწმის მიერ ხელის მოწერა ან ამ აქტზე არ ხდება მომხმარებლის ან/და მოწმეების მიერ ახსნა-განმარტების  მიბმა, აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ აქტის შედგენიდან ერთი კვირის ვადაში მიაწოდონ აქტის შემდგენს მათი პოზიცია წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით), რაც ჩაითვლება ელექტრონული ფორმით შედგენილი აქტის დანართად. 8. მომხმარებლის მიერ წესებით  ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, აქტში დამატებით აღინიშნება: ა) დარღვევის არსი, თარიღი და ადგილი; ბ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში, მათი ვინაობა და მისამართი; გ) მომხმარებლის ახსნა-განმარტება (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში); დ) მომხმარებლის კუთვნილი გაზდანადგარების დადგმული სიმძლავრე (აუცილებლობის შემთხვევაში); ე) აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა – უკანონო მოხმარების შემთხვევაში; ვ) მოხდა თუ არა დარღვევის ადგილზე გამოსწორება. 9. ბუნებრივი გაზის მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების აქტში დამატებით აღინიშნება: ა) ბუნებრივი გაზის მრიცხველის ტიპი და ნომერი, ჩვენება შემოწმების მომენტში და ბუნებრივი გაზის მრიცხველის კორექტორის პარამეტრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ბ) მრიცხველზე დადებული ბრჯენის (ბრჯენების) ნომრები, ბრჯენების დადების ადგილისა და მთლიანობის მითითებით; აღრიცხვის მექანიზმისა და მისი დამცავი ხუფის მდგომარეობა (მთლიანობა); გ) დამოწმების ვადა, სიზუსტის კლასი და მრიცხველის მაკორექტირებელი ხელსაწყოს მონაცემები (დასახელება და საქარხნო ნომერი); დ) კორექტორის ტიპი, ქარხნული ნომერი და პროგრამულად შეყვანილი პარამეტრები, ასევე წნევის, ტემპერატურის, სიმკვრივის პარამეტრების და სხვა მონაცემები (ასეთი მრიცხველის შემთხვევაში); ე) გაზდანადგარის დატვირთვისას მრიცხველსა და შემოწმების ხელსაწყოს შედარების მაჩვენებლები; ასევე მრიცხველის გამართულობის და აღრიცხვის კვანძის მოწყობის ჰერმეტულობის შესახებ მონაცემები; ვ) აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა. 10. ბუნებრივი გაზის მრიცხველის დაყენების ან მოხსნის შემთხვევაში, აქტში დამატებით აღინიშნება: ა) შესაბამისი ბუნებრივი გაზის მრიცხველის (მრიცხველების) ტიპი (ნომინალის მითითებით) ტექნიკური მახასიათებლები (გაზომვის დიაპაზონი), საქარხნო (საინვენტარიზაციო) ნომერი, დამზადების (გამოშვების) წელი და ჩვენება; ბ) არსებული კორექტორის ტიპი, ქარხნული ნომერი და პროგრამულად შეყვანილი პარამეტრები, ასევე წნევის, ტემპერატურის, სიმკვრივის პარამეტრების და სხვა მონაცემები (ასეთი მრიცხველის შემთხვევაში); გ) მრიცხველზე დადებული ბრჯენის (ბრჯენების) ნომრები ბრჯენების დადების ადგილის მითითებით; მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში ასევე უნდა აღინიშნოს ბრჯენის მთლიანობისა და აღრიცხვის მექანიზმისა და მისი დამცავი ხუფის მდგომარეობის (მთლიანობის) შესახებ; დ) მრიცხველის მოხსნამდე და დაყენების შემდეგ გაზდანადგარის დატვირთვისას მრიცხველსა და შემოწმების ხელსაწყოს შედარების მაჩვენებლები; ასევე მრიცხველის გამართულობის და აღრიცხვის კვანძის მოწყობის ჰერმეტულობის შესახებ; ე) მრიცხველის მოხსნისა და დალუქვის შემთხვევაში – ბრჯენის ნომერი, რომლითაც დაილუქა მოხსნილი მრიცხველი ცალკე პაკეტში; ვ) განმარტება, თუ რა გარემოებათა გამო მოიხსნა ან/და დაყენდა ბუნებრივი გაზის მრიცხველი; ზ) მრიცხველის მოხსნისა და დროებითი მრიცხველის არდაყენების შემთხვევაში მრიცხველის გარეშე მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვაზე მომხმარებლის თანხმობის, უარის ან თანხმობის არარსებობის შესახებ; თ) ლაბორატორიის დასახელება, სადაც ჩატარდება შემოწმება (ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში); ი) მრიცხველის მოხსნამდე და მისი დამონტაჟების შემდეგ აღრიცხვის კვანძის (მრიცხველის და აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა დანადგარებისა თუ მოწყობილობების) ვიზუალური დათვალიერების შედეგები და მდგომარეობა. 11. თუ სხვადასხვა გარემოებათა გამო, საჭიროა მომხმარებელთან არსებული ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნა, იგი უნდა ჩაიდოს ცალკე პაკეტში და დაილუქოს იმგვარად, რომ პაკეტის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს მრიცხველის ხელყოფა. დალუქული პაკეტის ხელშეუხებლობა, ბრჯენის გარდა ასევე დამოწმებულ უნდა იქნეს დაინტერესებული პირების  ხელმოწერით, ისე რომ დალუქული პაკეტის გახსნამ გამოიწვიოს ამ ხელმოწერის (წარწერის) დაზიანება. საჭიროების შემთხვევაში, ბუნებრივი გაზის მრიცხველი შესამოწმებლად სისტემის ოპერატორის მიერ გადაიგზავნება აქტთან ერთად, დაინტერესებული პირის მოთხოვნით შესაბამის ლაბორატორიაში. 12. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ესწრება ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტის ან/და უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, ან არ გააჩნია ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონულად შედგენილი აქტის გაგზავნა, შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით. 13. ბუნებრივი გაზის ორი ან მეტი მრიცხველით აღრიცხვის შემთხვევაში, აქტი უნდა შედგეს ბუნებრივი გაზით მომარაგების შესაბამის კვების წყაროზე არსებულ ბუნებრივი გაზის მრიცხველზე. 14. აქტის შედგენის პროცესს შეიძლება დაესწრონ ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლები, რაც უნდა დადასტურდეს მათ მიერ აქტზე ხელის მოწერით. 15. მატერიალური აქტი უნდა შედგეს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მომხმარებელს, მეორე – სისტემის ოპერატორს; ხოლო ბუნებრივი გაზის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში, მატერიალური აქტი უნდა შედგეს სამ ეგზემპლარად – ასეთ შემთხვევაში, მესამე ეგზემპლარი გაიგზავნება ლაბორატორიაში ბუნებრივი გაზის მრიცხველთან ერთად. 16. დაუშვებელია აქტის საფუძველზე რაიმე სახის მოქმედების განხორციელება, თუ ეს აქტი შედგენილია წესებით გათვალისწინებული პირობების ან/და პროცედურების დარღვევით. 17. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მის მიერ შედგენილი აქტი და ტექნიკურად გაუმართაობის მიზეზით მოხსნილი ბუნებრივი გაზის მრიცხველი შეინახოს შესაბამისი აქტის შედგენის თარიღიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მრიცხველი გაუმართაობის გამოსწორების შემდეგ დამონტაჟებულ იქნა  მომხმარებელთან), ხოლო დარიცხვასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში – დავის დასრულებამდე. მუხლი 43🔗. ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მომსახურების შესახებ მონაცემთა შეგროვება 1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აწარმოოს წესებით გათვალისწინებული  პროცესების აღრიცხვა, მიმდინარე პროცესების მაკონტროლებელი პროგრამების/ჟურნალების მეშვეობით. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს, აღნიშნული პროცესების მაკონტროლებელ ელექტრონული პროგრამებში ან ჟურნალებში იდენტიფიცირება, საიდენტიფიკაციო ნომრის ან რეგისტრაციის ნომრის ან სხვა ფორმის საშუალებით. 2. სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეინახოს: ა) ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შესახებ მტკიცებულებები – 3 წლის განმავლობაში; ბ) ყველა ჟურნალი და ელექტრონული ჩანაწერი, რომლის საფუძველზე განხორციელდა კომისიაში პერიოდული ანგარიშგების წარდგენა (მათ შორის, ერთიან ანგარიშგების ფორმებში  მონაცემების ასახვა)  – არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.  კარი II.  გამანაწილებელი  ქსელის  ექსპლუატაცია-განვითარება თავი XII. ექსპლუატაცია-განვითარების ზოგადი პირობები მუხლი 44🔗.ზოგადი პირობები 1. კარი II ადგენს გამანაწილებელი ქსელის დაგეგმვის, ოპერატიული მართვისა და აღრიცხვიანობის წესებსა და პირობებს. 2. ამ კარში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კომისიის 2018 წლის 31 აგვისტოს №22 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ქსელის წესებში“ (შემდგომში – ქსელის წესები). თავი XIII. გამანაწილებელი ქსელში მიღებისა და გაცემის პუნქტების აღწერა მუხლი 45🔗. მიღებისა და გაცემის პუნქტების აღწერის ერთიანი სისტემა 1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია აწარმოოს ბუნებრივი გაზის მიღებისა და გაცემის პუნქტების აღრიცხვა და თითოეულ პუნქტს მიანიჭოს უნიკალური ნომერი. გამანაწილებელ ქსელში არსებული მიღებისა და გაცემის პუნქტების შესახებ ინფორმაცია უნდა აისახოს ბუნებრივი გაზის მომარაგების ერთიან ბაზაში. ამასთან, წესების პირობების დაცვით, სისტემის ოპერატორი დამოუკიდებელია გაცემის პუნქტების აღრიცხვის, შესაბამისი ნომრის მინიჭების, ან გაუქმებასთან დაკავშირებით, იმ პირობით, რომ არ უნდა დაიკარგოს ობიექტთან მიმართებაში მომარაგების სქემისა და გაცემის პუნქტების აღრიცხვიანობის შესახებ ინფორმაცია. 2. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელ ქსელში მომარაგების ერთიანი ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება ინფორმაციის სათანადოდ დამუშავებისა და შესწავლის საფუძველზე; ბუნებრივი გაზის მომარაგების ერთიან ბაზაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა, ასევე მოცემული უნდა იყოს სრული ინფორმაცია სისტემის ოპერატორის მფლობელობაში არსებულ გამანაწილებელი ქსელში ბუნებრივი გაზის მიღების, განაწილების, გატარების და მოხმარების მოცულობების შესახებ. აღნიშნული ბაზის საფუძველზე ხდება ობიექტის და მის მომარაგებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება-იდენტიფიცირება. ბუნებრივი გაზის მომარაგების ერთიანი ბაზა თავის მხრივ ასევე წარმოადგენს გაცემის პუნქტების რეესტრს. ბუნებრივი გაზის მომარაგების ერთიან ბაზაში არსებული მონაცემების მიმწოდებლისათვის ხელმისაწვდომობის პირობები მოცემულია საცალო ბაზრის წესებში. 3. ბუნებრივი გაზის გაცემის პუნქტს, აღრიცხვის მიზნით ენიჭება აბონენტის ნომერი, რომელიც უნდა იყოს უნიკალური და ახდენდეს გამანაწილებელი ქსელის იმ გაცემის პუნქტის იდენტიფიცირებას, საიდანაც ბუნებრივი გაზით მარაგდება ერთი კონკრეტული ობიექტი. ასევე გაცემის პუნქტისთვის მინიჭებულ ამ აბონენტის ნომერთან უნდა იყოს დაკავშირებული-აღრიცხული, მომარაგებული ობიექტის ბუნებრივი გაზით მომარაგებასთან დაკავშირებული ტექნიკურ-ეკონომიკური ინფორმაცია. კერძოდ: ა) უძრავი ქონების (ობიექტის), რომლის მომარაგებაც ხდება ამ პუნქტის მეშვეობით, მისამართი და საკადასტრო კოდი (არსებობის შემთხვევაში); ბ) უძრავი ქონების მომმარაგებელი ქსელის დამისამართება და ინდივიდუალური მრიცხველის ნომერი; გ) მომხმარებელი (ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე ამხანაგობა), რომელიც სარგებლოს ამ ობიექტზე ბუნებრივი გაზის მოხმარებით და მისი საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები; დ) გადახდაზე პასუხისმგებელი პირი, მისი  საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები; ე) ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს ამ აბონენტის ნომერზე რეგისტრირებული მომხმარებლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას; ვ) აბონენტის სტატუსი აქტიური ან არა აქტიური (თუ ობიექტზე ბუნებრივი გაზის მოხმარება არ ხდება 6 თვის განმავლობაში); ზ) მაქსიმალური საათობრივი მოხმარება; თ) და სხვა ინფორმაცია, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს განაწილებისა და მიწოდების საქმიანობასთან; 4. როდესაც ობიექტის ურთიერთდაკავშირებული შიდა ქსელი მარაგდება ორი ან ორზე მეტი გაცემის პუნქტიდან, ამ გაცემის პუნქტებს უნდა ჰქონდეთ საერთო (მომარაგებული ობიექტისთვის) და თითოეული გაცემის პუნქტის მაიდენტიფიცირებელი ნომერი, რომლის მეშვეობითაც მოხდება ამ გაცემის პუნქტის დანიშნულების (ძირითადი ან სარეზერვო) და სხვა ტექნიკური მახასიათებლების აღწერა იდენტიფიცირება. 5. გაცემის პუნქტისთვის მინიჭებული აბონენტის ნომერი უნდა შედგებოდეს ციფრებისაგან და თითოეული ციფრი შეიძლება ატარებდეს აბონენტის მომარაგების სქემის დამისამართების შესახებ ინფორმაციას. ბუნებრივი გაზის გაცემის პუნქტზე მინიჭებული ნომრის (აბონენტის ნომრის) შეცვლა, აღნიშნულ ნომერთან დაკავშირებული მონაცემების ცვლილების საფუძველზე, მათ შორის ობიექტის მისაერთებელი სიმძლავრის, მომხმარებლად ან მიმწოდებლად რეგისტრირებული პირის შეცვლის შემთხვევაში დაუშვებელია. 6. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, მიღებისა და გაცემის პუნქტების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის ამ პუნქტების ნომრის, მომხმარებლის, მიმწოდებლების და სხვა მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაცია შეინახოს არანაკლებ 15 წლის განმავლობაში. 7. ობიექტი (მსხვილი მომხმარებლის გარდა), რომელიც ბუნებრივი გაზით მარაგდება გადაცემის სისტემის ოპერატორის ქსელიდან ან გადაცემის სისტემის ოპერატორის ქსელზე მიერთებული სხვა მომხმარებლის (ან აბონენტის)  ქსელიდან, წარმოადგენს განაწილების სისტემის ოპერატორის აბონენტს (განაწილების საქმიანობის არეალის შესაბამისად). ამასთან, ამ ობიექტის აღრიცხვის კვანძი უნდა იყოს სისტემის ოპერატორის მფლობელობაში და მისი ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე პასუხიმსმგებლობა ეკისრება, შესაბამის განაწილების სისტემის ოპერატორს. თავი XIV. ხელშეკრულებები დაკავშირებული სისტემების ოპერატორებს შორის მუხლი 46🔗. დაკავშირებული სისტემების ოპერატორებს შორის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული მოთხოვნები 1. დაკავშირებული სისტემების ურთიერთკავშირების, ინფორმაციის ეფექტიანად გაცვლისა და ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით, დაკავშირებული სისტემების ოპერატორებმა უნდა გააფორმონ ხელშეკრულებები (დაკავშირების ხელშეკრულება). 2. დაკავშირების ხელშეკრულება სულ მცირე უნდა მოიცავდეს: ა) ბუნებრივი გაზის ნაკადის კონტროლის წესებს; ბ) ბუნებრივი გაზის ოდენობის ნომინაციის და მიკუთვნების პროცესის წესებს; გ) ფორსმაჟორულ შემთხვევებში კომუნიკაციების პროცედურებს; დ) საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაციას; ე) მონაცემთა გაცვლის პირობებს; ვ) ავარიულ სიტუაციებში გაზის ნაკადის შეწყვეტის/შეზღუდვის და კომუნიკაციის საკითხებს. 3. დაკავშირების ხელშეკრულება უნდა შედგეს ორ ეგზემპლარად და ხელმოწერილი უნდა იყოს ორივე დაკავშირებული სისტემის ოპერატორის მიერ. მუხლი 47🔗. დაკავშირების წერტილის ოპერატიული მართვა და ექსპლუატაცია 1. დაკავშირების წერტილებისთვის, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებენ გამანაწილებელ ქსელებს, გაზის ნაკადის კონტროლზე პასუხისმგებელია გამცემი სისტემის ოპერატორი, თუ დაკავშირების ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 2. დაკავშირების წერტილის ოპერირება, ექსპლუატაცია და მოდიფიცირება უნდა განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. თუ არსებობს დაკავშირებული სისტემის ოპერატორის ბუნებრივი გაზის დანადგარებისთვის ზიანის მიყენების საფრთხე, დაკავშირებული სისტემის ოპერატორის ბუნებრივი გაზის დანადგარზე სამუშაოს წარმოების შესახებ უნდა ეცნობოს მეორე დაკავშირებული სისტემის ოპერატორს, სამუშაოების დაწყებამდე სულ მცირე სამი სამუშაო დღით ადრე. ნებისმიერი ასეთი სამუშაო უნდა შესრულდეს უსაფრთხოების ნორმების დაცვით და კანონმდებლობით განსაზღვრული კვალიფიკაციის მქონე პირების მიერ. 3. დაკავშირებული სისტემების ოპერატორები ვალდებულნი არიან ერთმანეთს შეუთანხმონ მათ მფლობელობაში არსებული ტექნიკური აღჭურვილობისა და მოწყობილობების საექსპლუატაციო და სამშენებლო სამუშაოები. მუხლი 48🔗. მონაცემთა გაცვლა დაკავშირებული სისტემის ოპერატორებს შორის 1. დაკავშირებული სისტემის ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია დაკავშირების წერტილში ბუნებრივი გაზის აღრიცხვაზე, ვალდებულია ქსელის წესების XIII თავის შესაბამისად მასთან დაკავშირებული სისტემის ოპერატორს მიაწოდოს ინფორმაცია ამ წერტილის მეშვეობით მასზე გაცემული გაზის საათობრივ ოდენობებზე. 2. მონაცემთა გაცვლის პერიოდები, ვადები და გრაფიკები უნდა განისაზღვროს მხარეთა მიერ ისე, რომ მოხდეს ბუნებრივი გაზით უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი მომარაგების გამარტივება ორივე დაკავშირებული სისტემის ოპერატორისთვის. თავი XV. გამანაწილებელი ქსელის განვითარება მუხლი 49🔗. განვითარების გეგმა 1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ყოველწლიურად შეიმუშაოს  გამანაწილებელი ქსელის განვითარების გეგმა. განვითარების გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გამანაწილებელი ქსელის იმ ძირითადი ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც უნდა აშენდეს ან გაუმჯობესდეს მომდევნო 5 წლის განმავლობაში. 2. საინვესტიციო პროექტების განსაზღვრის მიზნით, სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაეყრდნოს დასაბუთებულ  დაშვებებს სამომავლო მიერთებებთან, ბუნებრივი გაზის წლიურ მოხმარებასთან, პიკურ საათობრივ მოხმარებასა და სხვა შესაბამის მაჩვენებლებთან დაკავშირებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ყველა დაშვება უნდა: ა) იყოს სახელმწიფო ენერგეტიკულ პოლიტიკასთან შესაბამისობაში; ბ) იყოს განსაზღვრული სულ მცირე ამ მუხლის პირველი პუნქტში მოცემული პერიოდის თითოეულ წელზე; გ) განსხვავდებოდეს მომხმარებელთა სულ მცირე  ისეთი ჯგუფების მიხედვით, როგორიცაა: საყოფაცხოვრებო მომხმარებლები, ელექტროენერგიის მწარმოებლები, ავტოგაზგასამართი სადგურები და სხვა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები. 4. გამანწილებელი სისტემის ოპერატორები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ მასთან დაკავშირებული სისტემების ოპერატორებთან, მათი ქსელის განვითარების გეგმების თანხვედრის უზრუნველყოფის მიზნით. 5. განვითარების გეგმების შინაარსი, მიზნები, კომისიაში წარდგენისა და კომისიის მიერ მათი განხილვის წესი და ვადები განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული ინვესტიციების შეფასების წესით. 6. კომისიასთან შეთანხმებული განვითარების გეგმა უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი სისტემის ოპერატორის ვებგვერდზე. მუხლი 50🔗. განვითარების გეგმის განხორციელების მონიტორინგი 1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა უზრუნველყოს განვითარების გეგმით გათვალისწინებული თითოეული პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკებისა და მათი ბიუჯეტის ეფექტიანად შესრულება. 2. განვითარების გეგმის პროექტთან ერთად სისტემის ოპერატორმა კომისიას უნდა წარუდგინოს მოცემული დროისთვის შეთანხმებული გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოთა მიმდინარეობის წლიური ანგარიში. სისტემის ოპერატორმა უნდა დაასაბუთოს ბიუჯეტში და გეგმა-გრაფიკში არსებული გადახვევები, შეაფასოს მათი ზეგავლენა და აღწეროს მათი უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით გატარებული ზომები. თავი XVI. სისტემის ოპერატორის მომსახურებები და ვალდებულები მუხლი 51🔗. გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვა და ექსპლუატაცია 1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ფლობდეს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელს და მის შემადგენელ მოწყობილობა-დანადგარებს, მათ შორის, გაზომვის საშუალებებს  და სხვა სახის მოწყობილობებს მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიამდე. 2. სისტემის ოპერატორი ვალდებულია გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვა განახორციელოს: ა) მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის ამ წესებისა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული უსაფრთხოების პირობების დაცვით, დაკავშირებული სისტემის ოპერატორებთან გაფორმებული დაკავშირების ხელშეკრულებით და მომხმარებლების უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგების მიზნით მასზე დაკისრებული  ვალდებულებების შესაბამისად; ბ) ისე, რომ შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფილი იყოს მომარაგების საიმედოობა და  შემცირებული იყოს გაზმომარაგების წყვეტების უარყოფითი გავლენა მომხმარებლებზე და დაკავშირებულ სისტემებზე; გ) ეფექტიანად და გარემოზე მინიმალური უარყოფითი ზეგავლენით. 3. გამანაწილებელი ქსელის უსაფრთხოების და საიმედოობის შენარჩუნების, მისი  ეფექტიანად ოპერირების მიზნით, სისტემის ოპერატორი ვალდებულია: ა) პერიოდულად განსაზღვროს გამანაწილებელი ქსელის ტექნიკური მდგომარეობა დისტანციური დიაგნოსტიკური ხელსაწყოების გამოყენებით ან/და ქსელის ადგილზე შემოწმების გზით; ბ) განსაზღვროს საექსპლუატაციო ღონისძიებები გამანაწილებელი ქსელის და მისი შემადგენელი ნაწილების შემოწმების აქტების საფუძველზე და გამოიყენოს გამანაწილებელი ქსელის მართვის საუკეთესო პრაქტიკა; გ) უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაცია და განახლება მისი ნაწილების მწყობრიდან გამოსვლის ან მომსახურების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით; დ) გამოიყენოს სენსორები და მონაცემთა გადამცემი მოწყობილობები, რეალურ დროში  სისტემის მონიტორინგისთვის, თუ ეს აუცილებელია სისტემის ეფექტური მონიტორინგისთვის; ე) გამოიყენოს დისტანციური მართვის სისტემები კრიტიკული  მოწყობილობებისთვის, გამანაწილებელი ქსელის უსაფრთხოების მიზნით; ვ) კანონმდებლობის, მათ შორის ამ წესების მოთხოვნების შესაბამისად გამოიყენოს გაზომვის მოწყობილობები ბუნებრივი გაზის ნაკადის უწყვეტ რეჟიმში გასაზომად; ზ) შეიმუშაოს საწარმოო ნორმები, სტანდარტები და პროცედურები გამანაწილებელი ქსელის ზედამხედველობასთან, ექსპლუატაციასთან და ოპერატიულ მართვასთან დაკავშირებით; თ) მოთხოვნის შემთხვევაში მესამე მხარეს მიაწოდოს ინფორმაცია გამანაწილებელი ქსელის მდებარეობის/განლაგების, ასევე მის სიახლოვეს სამუშაოების შესრულების დროს უსაფრთხოების ზომების შესახებ. 4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია განსაზღვროს მომსახურებები (მომსახურების ტიპი, ოდენობა ან/და სიმძლავრე), რომელიც საჭიროა განაწილების საქმიანობის ეფექტიანად გაწევისთვის და შეისყიდოს ეს მომსახურებები. 5. სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია შეისყიდოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემდეგი ტიპის მომსახურებები: ა) საოპერაციო ბუნებრივი გაზი, რომელიც საჭიროა გამანაწილებელი ქსელის ოპერატიული მართვისთვის, მათ შორის გაზის წინასწარი გათბობისათვის, საკომპრესორო სადგურის მუშაობისათვის, ასევე ბუნებრივი გაზი, რომელიც საჭიროა ქსელში დანაკარგების კომპენსირებისათვის; ბ) მოთხოვნის მართვის მომსახურება, რაც გულისხმობს მომხმარებლების გაზის მოხმარებაში ცვლილების შეტანის მოთხოვნის უფლებას. 6. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ითანამშრომლოს დაკავშირებული სისტემის ოპერატორებთან და გონივრულობის ფარგლებში მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მათი სისტემების უსაფრთხო და საიმედო ოპერირების გამარტივების მიზნით. 7. სისტემის ოპერატორის (ან მისი დაქირავებული პირის) მხოლოდ კანონმდებლობით განსაზღვრული კვალიფიკაციის მქონე პერსონალს აქვს უფლება აწარმოოს საოპერაციო, აღდგენითი და სამშენებლო სამუშაოები. 8. გამანაწილებელ ქსელთან სამუშაოების წარმოების დროს, სისტემის ოპერატორი ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს მომხმარებელზე, დაკავშირებულ სისტემებზე და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მოხდენის რისკი. 9. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ჰყავდეს საავარიო ბრიგადები, გამანაწილებელ ქსელთან ავარიების შემდეგ ქსელის უსაფრთხო და საიმედო მუშაობის უმოკლეს ვადებში აღდგენის, მომხმარებლებზე და მიერთებულ სისტემებზე ავარიების უარყოფითი ზეგავლენის მინიმიზაციის მიზნით. სისტემის ოპერატორი ვალდებულია ავარიებზე აწარმოოს შესაბამისი დოკუმენტაცია. 10. სისტემის ოპერატორი ვალდებულია აწარმოოს და შეინახოს გამანაწილებელი ქსელის დეტალური ტექნიკური დოკუმენტები, რომელიც შეეხება მის გეოგრაფიულ მდებარეობას, გეგმებს/გრაფიკებს, ტექნიკური აღჭურვილობის სპეციფიკაციებს და უსაფრთხოების წესებს. 11. გამანაწილებელი ქსელის დაზიანების და ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით სისტემის ოპერატორი ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში უფასოდ მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია პირს, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს გამანაწილებელი ქსელის სიახლოვეს და საჭიროების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია უფასოდ განახორციელოს სამუშაოების ზედამხედველობა. 12. სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეიმუშაოს განსაკუთრებულ (ავარიულ) სიტუაციებში გასატარებელი პროცედურები და პერიოდულად განახორციელოს საცდელი შემოწმება ავარიების სალიკვიდაციო ღონისძიებების ეფექტიანობის და მისი გაუმჯობესების მიზნით. მუხლი 52🔗. ბუნებრივი გაზის ხარისხი და წნევა 1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია გაანაწილოს მხოლოდ ოდორიზებული ბუნებრივი გაზი. 2. ბუნებრივი გაზის გამცემი ურთიერთდაკავშირებული სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაკავშირების წერტილში ბუნებრივი გაზის შესაბამის დაკავშირების ხელშეკრულებაში განსაზღვრული წნევით მიწოდებაზე. ამავდროულად, მიწოდების წნევა არ უნდა აჭარბებდეს დადგენილი ტექნიკური წნევის ლიმიტებს. 3. გამონაკლის შემთხვევებში, და როდესაც აღნიშნული საჭიროა მომხმარებლების გაზით მომარაგების უზრუნველყოფისთვის, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავშირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მინიმალურ მისაწოდებელ წნევაზე უფრო მაღალი წნევის გაზის მიღება. ამ შემთხვევაში, დაკავშირებული სისტემის ოპერატორი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ მიაწოდოს ბუნებრივი გაზი მოთხოვნილი წნევით. აღნიშნული შემთხვევის გონივრული ალბათობის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისმა დაკავშირებული სისტემის ოპერატორებმა უნდა უზრუნველყონ მისი გათვალისწინება ქსელის განვითარების დაგეგმვის დროს. 4. დაბალი წნევის მომხმარებლებთან მისაწოდებელი წნევის ქვედა ზღვარი, რომლის მიწოდებაც გარანტირებული უნდა იყოს სისტემის ოპერატორის მიერ შეადგენს 180 მმ.წყ.სვ.-ს. თავი XVII. ბუნებრივი გაზის აღრიცხვა მუხლი 53🔗. ბუნებრივი გაზის აღრიცხვის პრინციპები 1. აღრიცხვის კვანძის შემადგენელი მოწყობილობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის ამ წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. აღრიცხვა უნდა განხორციელდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამოწმებული გაზომვის მოწყობილობ(ებ)ის საშუალებით. 3. ბუნებრივი გაზის ოდენობის (სტ.მ³) და თბოუნარიანობის გაზომვა უნდა განხორციელდეს სტანდარტულ პირობებისთვის. ამ მიზნებისთვის ტემპერატურის და წნევის სტანდარტული მნიშვნელობებია 20°C ტემპერატურა და 0.101325 მგპა წნევა. 4. მომხმარებელთა ჯგუფზე საერთო ტემპერატურული კორექციის კოეფიციენტის განსაზღვრა და ამ კოეფიციენტის გამოყენებით მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვა მომხმარებელზე (ან მომხმარებლებზე) დაუშვებელია, გარდა კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული გამონაკლისებისა, რომლითაც დგინდება ასევე ამ გამონაკლისების მოქმედების პერიოდი. მუხლი 54🔗. პასუხისმგებლობა ბუნებრივი გაზის აღრიცხვაზე 1. აღრიცხვის კვანძის დადგენილ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და კონტროლი ევალება სისტემის ოპერატორს. 2. ბუნებრივი გაზის აღრიცხვის მიზნით სისტემის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს გაზომვის მონაცემების აღება, შეგროვება და დადასტურება. 3. სისტემის ოპერატორი ვალდებულია შექმნას გაზომვის მოწყობილობების მონაცემთა ბაზა და განახორციელოს მისი მართვა. მონაცემთა ბაზა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) გაზომვის მოწყობილობების დასახელებას, ტიპს/მოდიფიკაციას, საქარხნო ნომერს, სიზუსტის კლასსა და საიდენტიფიკაციო კოდს; ბ) გაზომვის თითოეული მოწყობილობის მონტაჟის თარიღს; გ) გაზომვის თითოეული მოწყობილობის ექსპლუატაციაში მიღების/გაშვების თარიღსა და შესაბამის დოკუმენტებს; დ) იმ მიერთებული ობიექტის დასახელებას, რომლის ანგარიშსწორებაშიც მონაწილეობს აღნიშნული გაზომვის მოწყობილობა; ე) გაზომვის თითოეული მოწყობილობის დაზიანების, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების ისტორიას; ვ) შესაბამისი აკრედიტებული ორგანოს მიერ გაცემულ გაზომვის მოწყობილობების ყველა დამოწმების დამადასტურებელ დოკუმენტს; ზ) გაზომვის მოწყობილობების შემოწმების აქტებს. 4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეინახოს გაზომვის ელექტრონული ან მატერიალური ჩანაწერები. 5. ყველა ოპერაცია, რომელიც გავლენას ახდენს გაზომვის მონაცემებზე, უნდა განხორციელდეს დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. 6. აღრიცხვის კვანძის ან მისი ნაწილის დემონტაჟის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი ვალდებულია შეინახოს აღნიშნული კვანძის კალიბრაციის სერტიფიკატები სულ მცირე 1 წლის განმავლობაში. შესაბამისი მხარეების მოთხოვნის შემთხვევაში, სისტემის ოპერატორმა, 15 სამუშაო დღის ვადაში უნდა მიაწოდოს მათ ზემოაღნიშნული დოკუმენტები. მუხლი 55🔗. ძირითადი მოთხოვნები აღრიცხვის კვანძის მოსაწყობად 1. აღრიცხვის კვანძი აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი მოწყობილობებით: ა) დაბალი წნევის აღრიცხვის კვანძები: ა.ა) ბუნებრივი გაზის მრიცხველით; ბ) საშუალო და მაღალი წნევის აღრიცხვის კვანძები: ბ.ა) ბუნებრივი გაზის მრიცხველით; ბ.ბ) გაზის მოცულობის გარდამქმნელ მოწყობილობით (მოცულობის ელექტრონული კორექტორით); ბ.გ) ტელემეტრიის საშუალებებით (მხოლოდ მსხვილი მომხმარებლებისთვის). 2. გაზის მოცულობის გარდამქმნელი მოწყობილობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს მუდმივი ელექტროენერგიის წყაროთი. 3. გაზომვის მონაცემების განახლება გაზის მოცულობის გარდამქმნელ მოწყობილობაში უნდა განხორციელდეს ავტომატურად, ქრომატოგრაფიდან უწყვეტად მიღებული მონაცემებით (არსებობის შემთხვევაში) ან სისტემის ოპერატორის მიერ, წინასწარ დადგენილი ინტერვალებით, შესაბამისი მხარის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით. 4. გაზის მოცულობის გარდამქმნელ მოწყობილობას უნდა ჰქონდეს საათური გაზომვის მონაცემების არანაკლებ ერთი კალენდარული თვის განმავლობაში შენახვის ფუნქცია (მონაცემთა რეგისტრატორში). 5. ბუნებრივი გაზის ოდენობის განსაზღვრისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი გაზომვის მეთოდები და შესაბამისი მოწყობილობები: ა) დაბალი წნევის აღრიცხვის კვანძებისთვის – ატმოსფერული წნევით კორექტირების მეთოდი, რომელიც გულისხმობს მრიცხველიდან აღებული მოცულობის გადამრავლებას წნევით კორექტირების კოეფიციენტზე (PK) (აღნიშნული კოეფიციენტი კომისიის გადაწყვეტილებით მტკიცდება თითოეული დასახლებული პუნქტისთვის). Vსტ = Vმ * PK ხოლო K=( Pატმ+ Pმ)/0.101325 სადაც:        Vსტ  – მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის, სტ.მ³;        Vმ    – მრიცხველიდან წაკითხული ოდენობა, მ³;        Pმ    – მრიცხველში გასული ბუნებრივი გაზის ჭარბი წნევა მგპა,    Pატმ – მრიცხველის განთავსების ადგილას ატმოსფერული წნევის საშუალო წლიური  მნიშვნელობა, მგპა. ბ) საშუალო და მაღალი წნევის აღრიცხვის კვანძებისთვის: ბ.ა) წნევის, ტემპერატურის და კუმშვადობის კოეფიციენტის (ptz) მეთოდის (მოცულობითი კვანძი) გამოყენების შემთხვევაში აღრიცხვის კვანძი უნდა მოიცავდეს გაზის მოცულობით მრიცხველს, ტემპერატურის გადამწოდს, წნევის გადამწოდს და მოცულობის ელექტრონულ კორექტორს; ბ.ბ) სიმკვრივის მეთოდის (მოცულობითი კვანძი) გამოყენების შემთხვევაში აღრიცხვის კვანძი უნდა მოიცავდეს გაზის მოცულობით მრიცხველს, საოპერაციო პირობებისთვის სიმკვრივის გამზომ უჯრედს, სტანდარტული პირობებისთვის სიმკვრივის გამზომ უჯრედს და მოცულობის ელექტრონულ კორექტორს. 6. საშუალო და მაღალი წნევის აღრიცხვის კვანძის მახასიათებლების განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმებია: ა) საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძი უნდა იყოს ავტომატიზებული და გააჩნდეს ელექტრონული მონაცემთა დამუშავების მოწყობილობები (გაზის მოცულობის გარდამქმნელი მოწყობილობები), რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ბოლო ერთი თვის საათური და დღიური მონაცემების შენახვას. ბ) მსხვილი მომხმარებლების შემთხვევაში საათური და დღიური აღრიცხვის მონაცემები ტელემეტრიის საშუალებით უნდა იგზავნებოდეს აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში; გ) თუ გამზომი მოწყობილობა მაქსიმალური ნაკადით (Qmax) ვერ ახერხებს მინიმალური ხარჯების განსაზღვრას (სეზონური გავლენის გამო) აუცილებელია მოეწყოს დამატებითი მრიცხველი უფრო დაბალი მაქსიმალური ნაკადით (Qmax) პირველი მრიცხველის დამოუკიდებლად და პარალელურად; დ) თუ Q ≥ 5 000 (მ³/სთ), დამატებით  უნდა მოეწყოს იდენტური პარამეტრების მეორე გამზომი მოწყობილობა ერთმანეთის დამოუკიდებლად და პარალელურად (ერთი აქტიური, მეორე მოლოდინის რეჟიმში). 7. ყველა აღრიცხვის კვანძს უნდა მიენიჭოს სპეციალური საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი). 8. აღრიცხვის კვანძის აღრიცხვიანობის ზედა ზღვარი არ უნდა იყოს მიერთების სიმძლავრეზე ნაკლები. 9. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს იმგვარად, რომ გაზომვის მოწყობილობაში გაიაროს მშრალმა და გასუფთავებულმა გაზმა ლამინარული (არატურბულენტური) დინებით. 10. აღრიცხვის კვანძის სწორი მონაკვეთების სიგრძეები გაზის მრიცხველამდე და მრიცხველის შემდეგ უნდა შეესაბამებოდეს გაზომვის მოწყობილობების ქარხანა-დამამზადებლის მოთხოვნებს. 11. აღრიცხვის კვანძის კარადების/სათავსოების მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს გაზომვის მოწყობილობების ქარხანა დამამზადებლის მიერ მითითებულ პარამეტრებს, უზრუნველყოფდეს მათ დაცვას დაზიანების, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის, ტენიანობის, მტვრისა და სხვა არასასურველი ეფექტებისგან. 12. აღრიცხვის კვანძი უნდა იყოს ისეთი მოწყობის (დიზაინის), რომ მაქსიმალურად იყოს დაცული არასანქცირებული ჩარევისაგან. 13. აღრიცხვის კვანძი და მის შემადგენელი ნაწილები, რომლებმაც შესაძლებელია გავლენა იქონიონ ბუნებრივი გაზის აღრიცხვის სისწორეზე, უნდა იყოს დალუქული. 14. გაზის აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემის და გაზომვის მოწყობილობების დამიწება უნდა მოხდეს უსაფრთხო გარემოში იმგვარად რომ არ გამოიწვიოს გამზომი და საკომუნიკაციო მოწყობილობების გაუმართაობა. 15. გამზომი მოწყობილობა აღჭურვილი უნდა იყოს ბეჭდით და ფირნიშით ყველა მონაცემით (Qmax, Qmin, Pmax, იმპულსები/მ³, ა.შ.). მუხლი 56🔗. აღრიცხვის კვანძის შემოწმება 1. სისტემის ოპერატორს უფლება აქვს განახორციელოს აღრიცხვის კვანძის გეგმური და საკონტროლო შემოწმება მისი სტრუქტურული  გამართულობისა (ვიზუალურად) ან/და გაზომვის მოწყობილობების სწორად ფუნქციონირების შემოწმების მიზნით. შემოწმების შემდეგ უნდა შედგეს შესაბამისი შემოწმების აქტი. 2. აღრიცხვის კვანძების შემოწმება ასევე შეიძლება განხორციელდეს კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე. 3. აღრიცხვის კვანძის ვიზუალური შემოწმებისას უნდა განხორციელდეს შემდეგი სამუშაოები: ა) გაზომვის მოწყობილობების ვიზუალური დათვალიერება; ბ) გაზომვის მოწყობილობების მთლიანობის შემოწმება; გ) გაზომვის მოწყობილობების და მომჭერების ხუფზე ლუქების მთლიანობის შემოწმება; დ) გაზომვის მოწყობილობების მიერთების სქემის შემოწმება; ე) გაზომვის მოწყობილობების პასპორტის არსებობის შემოწმება. 4. სისტემის ოპერატორი ვალდებულია განახორციელოს აღრიცხვის კვანძის და მათში დამონტაჟებული მოწყობილობის სათანადო ფუნქციონირების შემოწმება სულ მცირე შემდეგი მეთოდებით: ა) ადგილზე ვიზუალური შემოწმება; ბ) მიწოდებული ბუნებრივი გაზის ოდენობის არსებითი ცვლილებების შემოწმება სტატისტიკური ანალიზის გამოყენებით; გ) საშუალო და მაღალი წნევის მრიცხველებისთვის: გ.ა) ავტომატიზებული გაზომვის შემოწმება, ავტომატიზებული გაზომვებისა და დროთა განმავლობაში გეგმიური (ვიზუალური წაკითხვით აღებული) გაზომვების მონაცემების შედარებით (არსებობის შემთხვევაში); გ.ბ) გაზომვის საშუალებით გამოვლენილი დიაგნოსტიკური შეტყობინებების ანალიზი; გ.გ) აშკარა შეფერხების დადგენის მიზნით, მრიცხველის გამტარუნარიანობის შემოწმება; გ.დ) წნევისა და ტემპერატურის მნიშვნელობების მყისიერი შემოწმება, კონტროლისა და სარეზერვო მოწყობილობების მიერ გაზომილ მნიშვნელობებთან შედარება. 5. განაწილების სისტემაზე მიერთებული სუბიექტი, თუ ფლობს ინფორმაციას გაზომვის მოწყობილობის დაზიანების შესახებ, იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ სისტემის ოპერატორს. 6. სისტემის ოპერატორი ვალდებულია აღრიცხვის კვანძის შემოწმება განახორციელოს დაინტერესებულ მხარეებთან ერთად. ამ მიზნით სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაინტერესებულ მხარეებს შეატყობინოს შემოწმების ადგილი და დრო. დაინტერესებულ პირთა გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სისტემის ოპერატორს, რომ განახორციელოს შემოწმება. მუხლი 57🔗.აღრიცხვის მონაცემების დადასტურება და აღრიცხვის ანგარიშის გაცემა 1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია განახორციელოს აღრიცხვის მონაცემების დადასტურება (გადამოწმების ღონისძიებების ჩატარება), რაც გულისხმობს გაზომვის მონაცემების დაზუსტებას. 2. სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს აღრიცხვის მონაცემების დადასტურებას პრიორიტეტულობის მიხედვით. თანაბარი პრიორიტეტულობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ მონაცემების დადასტურებას, რომელზეც ბოლო 12 თვეში ფიქსირდება მოხმარების შემცირება. 3. აღრიცხვის მონაცემების სისრულისა და დიაგნოსტიკური შეტყობინების (შეტყობინება რომლის საფუძველზეც ეჭვქვეშ დგება მონაცემების სისწორე) არარსებობის დროს, გაზის აღრიცხვის ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით უნდა მოხდეს გაზომილი მონაცემების ავტომატური დადასტურება. 4. თუ გარკვეული მიზეზების გამო შეუძლებელია გაზომვის მონაცემების ავტომატური დადასტურება, შეიძლება გამოყენებული იყოს ნახევრად ავტომატიზებული დადასტურება. 5. ბუნებრივი გაზის აღრიცხვის ანგარიში არის დოკუმენტი, რომელიც აჯამებს საანგარიშო თვის განმავლობაში თითოეული დღისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადასტურებულ გაზომვის მონაცემებს, თითოეული აღრიცხვის კვანძისთვის. 6. სისტემის ოპერატორმა მომხმარებლებს უნდა წარუდგინოს აღრიცხვის ანგარიში ყოველთვიურად, ხოლო მსხვილი მომხმარებლების შემთხვევაში ასევე უნდა მიაწოდოს ყოველდღიური გაზომვის მონაცემები. მუხლი 58🔗. მრავალფუნქციური აღრიცხვის სისტემები 1. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მოაწყოს დანერგოს მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის გაზის სისტემა, მხოლოდ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში. 2. მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის (ე.წ. „ჭკვიანი“ მრიცხველის) კატეგორიას განეკუთვნება ის მრიცხველები, რომლებსაც გააჩნიათ უნარი დაამყარონ ორმხრივი ელექტრონული კომუნიკაცია ელექტროენერგიის მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის და ხელი შეუწყონ მომხმარებლის ენერგომოხმარების ოპტიმიზაციას. 3. მომხმარებელი უფლებამოსილია, არსებული აღრიცხვის კვანძის ნაცვლად, სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობა. 4. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მოთხოვნით წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) მიმართოს შესაბამის სისტემის ოპერატორს. 5. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასური დადგენილია წესების დანართით №2, შეთავაზებული პაკეტების მიხედვით. 6. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია, განაცხადის  წარდგენამდე  წინასწარ გადაიხადოს ჭკვიანი მრიცხველის საფასურის 50 პროცენტი (დანართით №2, განსაზღვრული შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად). დარჩენილი თანხის გადახდა  მომხმარებლის მიერ უნდა მოხდეს ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის თარიღიდან 10 დღის განმავლობაში. 7. ჭკვიანი მრიცხველის მოწყობის საფასურის განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის ან სისტემის ოპერატორსა და მომხმარებელს შორის საფასურის  გადახდის განწილვადების შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია გადასახდელი თანხა ასახოს ამ მომხმარებლის  ქვითარში და ამ მიზნით შესაბამისი მოთხოვნა წარუდგინოს მიმწოდებელს,   წესების მე-14 მუხლის შესაბამისად. 8. სისტემის ოპერატორი ვალდებულია განათავსოს საკუთარ ვებგვერდზე იმ მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველების ჩამონათვალი, ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც შეტანილია საქართველოში დაკანონებულ გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში და ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის დასამონტაჟებლად. 9. მრავალფუნქციურ აღრიცხვის სისტემას უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური შესაძლებლობები: ა) ფაქტობრივი მოხმარებისა და მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად მიწოდება  მომხმარებლისთვის; ბ) გააჩნდეს მომხმარებელთან დისტანციურად კომუნიკაციის ინტერფეისი;  გ) წაკითხვა განახორციელოს არანაკლებ 12 საათში ერთხელ (საათობრივი მონაცემების); დ) უზრუნველყოს ორმხრივი კომუნიკაცია კონტროლისთვის (მათ შორის, პროგრამის განახლების/შეკეთებისა და თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია); ე) აღჭურვილი უნდა იყოს ზუსტი მერიდიანული დროის სისტემით და გარანტირებული ელექტრო კვებით. ვ) გააჩნდეს დისტანციურად გაზმომარაგების გამორთვის უნარი; ზ) გააჩნდეს მონაცემების უსაფრთხო კომუნიკაციის დაცვის უნარი; თ) გააჩნდეს არასანქცირებული ჩარევის დადგენის ფუნქცია; ი) შეტყობინების გაგზავნის უნარი (მათ შორის, ნორმაზე მეტი მოხმარებისა და აღრიცხვიანობის მოშლის შემთხვევაში). 10. მრავალფუნქციური აღრიცხვის სისტემების შემადგენლობაში შედის: ა) მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის მოწყობილობები; ბ) საკომუნიკაციო მოწყობილობები; გ) საკომუნიკაციო ქსელები; დ) ბუნებრივი გაზის გაზომვის მოწყობილობები. 11. მრავალფუნქციური აღრიცხვის სისტემები ბუნებრივი გაზის აღრიცხვის მონაცემებს იღებს: ა) მონაცემთა შეკრებისა და გადაცემის მოწყობილობებისგან; ბ) ბუნებრივი გაზის გაზომვის მოწყობილობებიდან. 12. მრავალფუნქციური აღრიცხვის კვანძი დისტანციურად უნდა გადასცემდეს აღრიცხვის (გაზომვის) მონაცემებს სისტემის ოპერატორს, რომლის უზრუნველყოფაზეც სისტემის ოპერატორი თავადაა პასუხისმგებელი. 13. მრავალფუნქციური აღრიცხვის სისტემები მართვის ყველა დონეზე დაცული უნდა იყოს ინფორმაციის არასანქცირებული ჩარევისა და მისი თვითნებური ცვლილებისგან როგორც ცალკეული ელემენტების დალუქვის გზით, ასევე პროგრამული საშუალებებით. თავი XVIII. დასკვნითი დებულებები მუხლი 59🔗. გარდამავალი დებულებები 1.  სისტემის ოპერატორი ვალდებულია, წესების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში, 22-ე  მუხლით და წესებით გათვალისწინებული სხვა მომსახურების პირობა და ყველა ხელშეკრულება შესაბამისობაში მოიყვანოს  წესებთან. 2. გამანაწილებელ  ქსელთან  მიერთებული  მომხმარებლები, რომლებსაც აღრიცხვის კვანძი (რომელიც გამოიყენება ანგარიშსწორებისთვის), საკუთრებაში  ჰქონდათ  წესების  ამოქმედებამდე,  ვალდებული  არიან გამანაწილებელი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით აღნიშნული აღრიცხვის კვანძი მფლბელობაში გადასცენ სისტემის ოპერატორს. სისტემის ოპერატორი ვალდებულია, კომისიასთან წინასწარ შეთანხმებული პირობით, შესთავაზოს მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმება და განუსაზღვროს მათ გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები. ამასთანავე, მათ აღრიცხვის კვანძის გადაცემამდე უნდა უზრუნველყონ მისი დაცვა არასანქციონირებული ჩარევისგან და სისტემის ოპერატორის შეუზღუდავი დაშვება აღრიცხვის კვანძთან. ამ პუნქტის მოთხოვნების შესრულების მიზნით: ა) სისტემის ოპერატორი ვალდებულია, 2022 წლის 1 ოქტომბრამდე, კომისიას წარუდგინოს იმ მომხმარებელთა სია, რომელთა საკუთრებაში არსებული აღრიცხვის კვანძი, არ არის სისტემის ოპერატორის მფლობელობაში (წერილობითი ფორმის დაცვით) და გამოიყენება მომხმარებელთან ანგარიშსწორებისთვის; ბ) სისტემის ოპერატორი ვალდებულია, 2022 წლის 1 ნოემბრამდე, შესთავაზოს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მოცემულ მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმება მათ საკუთრებაში არსებული აღრიცხვის კვანძების სისტემის ოპერატორისთვის მფლობელობაში გადაცემის შესახებ; გ) სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შეწყვიტოს იმ მომხმარებელთა ბუნებრივი გაზით მომარაგება, რომელიც ამ პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების მიუხედავად, ექსპლუატაციას უწევს მათ საკუთრებაში არსებულ საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძებს, ამ ხელშეკრულების გაფორმების ვადის გასვლიდან, დამატებითი გონივრული ვადის განსაზღვრისა და ამ დამატებითი ვადის გასვლის შემთხვევაში, მომარაგების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების შემდეგ. 3. წესების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, სისტემის ოპერატორს განესაზღვროს ვადა 2024 წლის 1 იანვრამდე. ამასთანავე, 2022 წლის პირველ ოქტომბრამდე, სისტემის ოპერატორებმა კომისიას უნდა წარუდგინონ ინფორმაცია იმ თვითმმართველ ქალაქში/მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მომსახურების ცენტრების შესახებ, სადაც ახორციელებენ განაწილების საქმიანობას, ხოლო არაუგვიანეს 2023 წლის პირველ იანვრამდე კი – წესების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესრულებისთვის საჭირო, შემუშავებული გეგმა-გრაფიკი შესათანხმებლად. 4. სისტემის ოპერატორს, დროებითი მიერთებისა და მომხმარებლის მომარაგების სქემის რეკონსტრუქციის სტანდარტული პირობების და მომსახურების ღირებულების განსაზღვრის შესახებ, წესების მე-20 მუხლის მე-4 – მე-7, მე-9 და მე-11 პუნქტებით, ასევე 23-ე მუხლის მე-3-მე-5 განსაზღვრული პირობების დანერგვისთვის ვადა განესაზღვროს  2023 წლის 1 იანვრამდე. 5. სისტემის ოპერატორებს, არსებული ბაზების მოდიფიცირებისა და წესების 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული  მომარაგების ერთიანი ბაზის შექმნის მიზნით, განესაზღვროთ ვადა 2023 წლის 1 იანვრამდე. 6. მიმწოდებელი ვალდებულია, 2022 წლის 1 ოქტომბრამდე დააკმაყოფილოს 39-ე მუხლის მე-2, მე-3 ან მე-6 პუნქტით განსაზღვრული განაწილების მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ ერთ-ერთი მოთხოვნა, იმ სისტემის ოპერატორთან მიმართებაში, ვის სალიცენზიო არეალში არსებულ მომხმარებელზეც ახდენს ბუნებრივი გაზის მიწოდებას. მიმწოდებელი ასევე ვალდებულია, ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადამდე, კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია შესაბამისი მტკიცებულებებით, მიწოდების საქმიანობის (სისტემის ოპერატორის არეალის მიხედვით), ამ არეალში განაწილების მომსახურების უზრუნველყოფის და ამ მომსახურების ანგარიშსწორების სისტემის ოპერატორთან არსებული მომსახურების პირობის შესახებ. 7. პირდაპირი მომხმარებელი ან ობიექტი, რომელიც ამ წესის ამოქმედებამდე ბუნებრივი გაზით მარაგდებოდა პირდაპირი მომხმარებლის ქსელიდან და არ ჯდება მსხვილი მომხმარებლის კატეგორიაში, ამ წესების ამოქმედების შემდეგ ითვლება განაწილების სისტემის ოპერატორის აბონენტად (განაწილების საქმიანობის არეალის შესაბამისად), მიუხედავად იმისა, თუ ვის კუთვნილი ქსელიდან მარაგდება ეს ობიექტი. 8. სისტემის ოპერატორი ვალდებულია მოახდინოს ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული პირების აღრიცხვის კვანძის მფლობელობაში გადატანა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის პირობების და პროცედურების შესაბამისად. დანართი №1 გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური 1. გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური განისაზღვრება მოთხოვნილი სიმძლავრისა და მისაერთებელი ობიექტის ადგილმდებარეობის  მიხედვით: ა) გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური: მომხმარებლის წნევის საფეხური სიმძლავრე კუბ.მ/სთ ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების ვადა (სამუშაო დღე) ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური დღგ-ის ჩათვლით (ლარი) თვითმმართველ ქალაქებში სხვა მუნიციპალიტეტებში დაბალი წნევა 0-6 60                  800                  400  6-დან -10 60               2,000               1,800  10-დან -16 60               3,000               2,800  16-დან -25 65               3,200               3,000  25-დან -40 65               3,800               3,500  40-დან -65 65              12,000             11,500  65-დან -100 70              13,000             12,500 ბ) 0-6 კუბ.მ/სთ სიმძლავრის ახალი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასურის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტით განწილვადების შემთხვევაში, მიერთების საფასური განისაზღვრება არსებულ მიერთების საფასურზე  თვითმმართველ ქალაქებში 50 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში 25 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით; გ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნისას, თითოეული ახალი ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური განისაზღვრება ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფასურზე წესების დანართი №2-ით განსაზღვრული საფასურის (შეთავაზებული პაკეტის  საფასურის) დამატებით; დ) ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების მოთხოვნისას გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი – ვადა განისაზღვრება მიერთების მსურველ(ებ)ის მიერ, ერთობლივი განაცხადით მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველ(ებ)ის მიერ ერთობლივი განაცხადით მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრე აღემატება 100 კუბ.მ/სთ, მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი – ვადა შეადგენს 70 სამუშაო დღეს. დანართი №2 მშენებლობის ტექნიკურიზე დამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური 1. მშენებლობის ტექნიკურიზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური: მომხმარებლის წნევის საფეხური სიმძლავრე,  კუბ.მ/სთ აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის  ვადა  (სამუშაო  დღე) მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის  აღრიცხვის კვანძის  მოწყობისა და  შეჭრის საფასური  (ლარი, დღგ-ის ჩათვლით) დაბალი წნევა 0-6 10 300 6 დან -10 10 450 10 დან -16 10 750 16 დან -25 10 900 25 დან -40 10 1400 40 დან -65 10 8300 65 დან -100 10 9000 საშუალო წნევა 0 -100 15 14000 100 დან -160 20 14250 160 დან -250 20 14500 250 დან -400 20 15000 400 დან –650 20 17000 650 დან -1000 20 17500 1000 დან –1600 20 18000 1600 დან -2600 20 20000 2600 დან -4000 20 23000 4000 დან -6400 20 25000 2. თუ აღრიცხვის კვანძი ითვალისწინებს 0-6 კუბ.მ/სთ ჭკვიანი მრიცხველის მოწყობას, მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური შეადგენს 800 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). 3. გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასურით ერთობლივად ორი ან ორზე მეტი ახალი ობიექტის მიერთების შემთხვევაში, წინამდებარე დანართით დადგენილი საფასური მოიცავს საერთო ფართის ქსელისა და აღრიცხვის კვანძის ან 0-6 კუბ.მ/სთ ჭკვიანი მრიცხველის მოწყობას.“. დანართი №3 შესაბამისობის აქტი N ​1 (მომხმარებლის შიდა ქსელის გაზმომარაგებისთვის მზადყოფნის შესახებ) აქტის შედგენის თარიღი ---/----------/----- 1. ინფორმაცია მომხმარებელზე: 1.1. აბონენტის ნომერი: ----------------------------------------- 1.2. სახელი: ----------------------- გვარი: ------------------- პირადი N:----------------- 1.2.1. იურიდიული პირის შემთხვევაში: საიდენტიფიკაციო კოდი: ------------------- სახელწოდება: ---------------------------------------------- 1.3. ტელეფონის ნომერი: --------------------------------------- 1.4. მისამართი --------------------------------------------------------------------------------------- 1.5. საკადასტრო კოდი: ----------------------------------------- 1.6. მოხმარების მიზანი: ☐   საყოფაცოხვრებო; ☐ არასაყოფაცხოვრებო. 2. ინფორმაცია აქტის შემდგენზე: 2.1. საიდენტიფიკაციო კოდი:---------------------------------- 2.2. სახელწოდება: ------------------------------------------------------------------------- 2.3. მისამართი:----------------------------------------------------------------------------- 2.4. აკრედიტაციის მოწმობის ნომერი და მოქმედების ვადა: ------------------------ 2.5. აქტის შემდგენი ფიზიკური პირის სახლი: -----------------  გვარი:-------------- 2.6. პირადი ნომერი: ----------------------------- 2.7. თანამდებობა: -------------------------------------------------------------------------- 2.8. კვალიფიკაცია: ------------------------------------------------------------------------ 2.9. ტელეფონის ნომერი: -------------------------------------------------------- 3. ინფორმაცია შიდა ქსელის შესახებ: 3.1. საკვამლე-სავენტილაციო არხების მოწყობის პირობები და აღწერილობა: -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 3.2. ინფორმაცია გამოყენებულ მასალებზე ინფორმაცია შემსრულებელზე  N  გამოყენებული მასალები და მისი ტიპები მწარმოებელი სიგრძე მ. დიამეტრი შედუღება / შეერთების მეთოდები დანიშნულება საექსპლუატაციო დათვალიერების პერიოდულობა ვარგისიანობა-ექსპლუატაციის ვადები (მათ შორის სიმტკიცეზე გამოცდის ვადები) იურიდიული პირი ფიზიკური პირი სახელწოდება საიდენტ. N სახელი/გვარი პირადი N / ტელეფონი N კვალიფიკაცია 3.3. ინფორმაცია შიდა ქსელზე არსებულ დანადგარებზე ინფორმაცია შემსრულებელზე  N  დამონტაჟებული გაზსადენი მწარმოებელი გაზდანადგარის მონტაჟის ადგილი დანადგარის სიმძლავრე დანიშნულება ვარგისიანობა-ექსპლუატაციის ვადები საექსპლუატაციო დათვალიერების პერიოდულობა იურიდიული პირი ფიზიკური პირი სახელწოდება საიდენტ. N სახელი/გვარი პირადი N / ტელეფონი N კვალიფიკაცი ა 3.4. გაზის მოწყობილობებისათვის ბუნებრივი გაზის მოხმარების მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა (მ​3/სთ) მინიმალური: -------- მაქსიმალური: -------- 3.5. სიმტკიცესა და ჰერმეტულობაზე შიდა ქსელის შემოწმების შედეგები: --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 4. მომხმარებლის შიდა ქსელი მზად არის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის: დიახ ☐  ; არა ☐ (არას მონიშვნის შემთხვევაში გთხოვთ მიუთითოთ მიზეზი) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 5. თანდართული დოკუმენტაცია: 5.1. შიდა ქსელის საინჟინრო დოკუმენტაცია (ნახაზი) ☐  /პროექტი (საჭიროების შემთხვევაში)  ☐   5.2. შესაბამისობის აქტის შემდგენი პირის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ☐  5.3. გაზის მოწყობილობების წარმოების დეკლარაცია შესაბამისობის შესახებ ☐  ან შესაბამისობის სერტიფიკატი ☐  5.4. გაზის ხელსაწყოების/დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის საჭირო ტექნიკური მონაცემების ამსახველი დოკუმენტაცია/პასპორტი☐    რაოდენობა:_______; 5.5. შიდა ქსელის მოწყობის/მოდიფიცირების სამუშაოების შემსრულებელი ფიზიკური პირების კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები ☐    რაოდენობა:_______; 6. აქტის შედგენის შემდეგ ჩატარებული სამუშაოები​2: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 7. დამატებითი ინფორმაცია: -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                    აქტის შემდგენი პირის ხელმოწერა: -----------------------------------------------          მომხმარებლის ხელმოწერა: --------------------------------------------------------- ​1 ფორმიდან მონაცემების ამოღება დაუშვებელია. აქტის შემდგენი უფლებამოსილია საჭიროებისამებრ ფორმას დაამატოს ახალი ველები და ინფორმაცია. ​2 აღნიშნული ველი ივსება შიდა ქსელის არაარსებითი ცვლილების შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს ბუნებრივი გაზის მილსადენის ნაწილის შეცვლას ან განახლებას, ახალი ან გარემონტებული გაზდანადგარის მიერთებას, საავარიო სამუშაოებს ან/და გაზდანადგარის შეკეთებას. კომისიის წევრიგიორგი ფრუიძეკომისიის წევრიმაია მელიქიძეკომისიის წევრიგიორგი ფანგანისაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია