„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
470230000.10.003.023208
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/01/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

Ordinance of the Government of Georgia (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №1

2022 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“:

1. მე-4 მუხლის 65 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„65. 2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე ამ მუხლის მე-6 პუნქტის შეზღუდვა არ ვრცელდება ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებსა და ღამის კლუბებზე.“.

2.  მე-5 მუხლის 14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. 2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე ამ მუხლის პირველი პუნქტის შეზღუდვა არ გავრცელდეს ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებსა და ღამის კლუბებზე.“.

3. მე-6 მუხლის 14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14.  დასაშვებია 2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე ელექტრონული მუსიკის მოსასმენი სივრცეებისა და ღამის კლუბების საქმიანობა, „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 7 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი