საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისათვის ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვის გაცემისა და გამოყენების წესის” დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 25.03.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.216
გამოქვეყნების წყარო სსმ, 31, 01/04/2002
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.03.2002 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| 1 | 2 |
| გასვლის თარიღი a)Date of departure შემოსვლის თარიღი b) Date of arrival | დატვირთვის ადგილი a)Place of loading გადმოტვირ- თვის ადგ b) Place of unloading |
| a) b) a) b) a) b) a) b) a) b) a) b) a) b) a) b) | a) b) a) b) a) b) a) b) a) b) a) b) a) b) a) b) |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისათვის ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვის გაცემისა და გამოყენების წესის” დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.216
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების
მინისტრის ბრძანება №25
2002 წლის 25 მარტი
ქ. თბილისი
„საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისათვის ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვის გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს კანონების „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ მე-6 მუხლის, „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ მე-5, მე-8 და 24-ე მუხლებისა და ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის ECMT/CH(2001)9FINAL რეზოლუციის „სახელმძღვანელო სამთავრობო მოხელეების და გადამზიდველთათვის ECMT მრავალმხრივი კვოტების გამოყენების თაობაზე“ საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისათვის ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვის გაცემისა და გამოყენების წესი“.
2. ამ ბრძანების მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკრგულად ჩაითვალოს :
ა) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 27 ნოემბრის №45 ბრძანება „საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებში ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემისა და გამოყენების წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ბ) საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 2000 წლის 13 აპრილის №22 ბრძანება „ევროპის ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული მომსახურების ტარიფის დამტკიცების შესახებ“.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყენებისთანავე.
მ. ადეიშვილი
საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისათვის ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვის გაცემისა და გამოყენების
წ ე ს ი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. „საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისათვის ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვის გაცემისა და გამოყენების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს კანონების „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ მე-6 მუხლის „ტრანსპორტის და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ მე-5, მე-9 და 24-ე მუხლების და ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის ECMT/CH(2001)9FINAL რეზოლუციის „სახელმძღვანელო სამთავრობო მოხელეების და გადამზიდველთათვის ECMT მრავალმხრივი კვოტების გამოყენების თაობაზე“ საფუძველზე.
2. წესი განსაზღვრავს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების განხორციელებისათვის ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვის გაცემისა და გამოყენების პირობებს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებანი
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალება – ECMT წევრ ქვეყანაში რეგისტრირებული მოტორიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ან ავტოსატრანსპორტო საშუალებათა შესახსრებული კომბინაცია (მისაბმელთან და/ან ნახევარმისაბმელთან ერთად), რომელშიც საწევარი მაინც არის რეგისტრირებული წევრ ქვეყანაში, და რომელიც იმყოფება საწარმოს საკუთრებაში ან მის სარგებლობაში ქირავნობისა და ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე და გამოიყენება ტვირთების გადასატანად;
ბ) აღრიცხვის წიგნაკი – აღრიცხვის ფურცლების კრებული, რომელშიც ქრონოლოგიურად, თითოეული რეისის შესაბამისად აღირიცხება დატვირთული და დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ განხორციელებული ავტოსატრანსპორტო სამუშაო;
გ) ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია (შემდგომში – ECMT) – სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია;
დ) ECMT მრავალმხრივი ნებართვა (შემდგომში – ნებართვა) – დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ნებართვის მფლობელს განახორციელოს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები;
ე) კვოტა – ECMT მინისტრთა საბჭოს მიერ განსაზღვრული ნებართვის რიცხვი, რომელიც გამოეყოფა ECMT-ის წევრ ქვეყანას ან განაწილებული ნებართვების სრული რაოდენობა;
ვ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა – დატვირთული ან დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით ECMT სხვადასხვა წევრ ქვეყნებში განლაგებულ ორ პუნქტს შორის, მათ შორის ერთი ან რამდენიმე ქვეყნის გავლით (ტრანზიტი) განხორციელებული გადაზიდვა;
ზ) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი რეზიდენტი პირი;
თ) ნებართვის მფლობელი - რეზიდენტი პირი, რომელსაც ამ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად მინიჭებული აქვს უფლება განახორციელოს საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები;
ი) შიდა გადაზიდვა – ერთი და იმავე ქვეყნის ორ პუნქტს შორის განხორციელებული გადაზიდვა (დატვირთვა და გადმოტვირთვა) ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც არ არის რეგისტრირებული ამ ქვეყანაში.
მუხლი 3🔗. ნებართვის გამცემი ორგანო, ნებართვის მიღების საფუძვლები
1. ნებართვის გამცემი ორგანოა – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია, რომელიც ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს:
ა) ნებართვის გაცემას;
ბ) უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოებას;
გ) კანონით დადგენილი წესით ზედამხედველობას და კონტროლს ნებართვების მფლობელების მიერ ნებართვების გამოყენებასა და პირობების დაცვაზე;
დ) აღრიცხვის წიგნაკის წარმოებასა და გაცემას.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც გადაზიდვა ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახსრებული კომბინაციის გამოყნებით და მისაბმელი ან ნახევარმისაბმელი არ იმყოფება საწარმოს საკუთრებაში ან სარგებლობაში და რეგისტრირებულია ECMT სხვა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე, ნებართვა გაიცემა იმ ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელშიც არის რეგისტრირებული საწევარი.
3. ნებართვის მიღებისათვის ნებართვის მაძიებელმა საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს წერილობითი განცხადება.
4. განცხადება ნებართვის მიღების თაობაზე უნდა შეიცავდეს:
ა) საწარმოს საფირმო სახელწოდებას, ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელსა და გვარს, ინდივიდუალური მეწარმის სახელს, გვარს, საცხოვრებელ ადგილს;
ბ) მითითებას, თუ რომელი სახეობის ნებართვის მიღებას მოითხოვს ნებართვის მაძიებელი.
5. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების საკუთრების ან/და ქირავნობის ან ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ქირავნობის ან ლიზინგის ხელშეკრულების შემთხვევაში – ხელშეკრულება ან დამოწმებული ამონაწერი ამგვარი ხელშეკრულებიდან (თარიღის, ხელშეკრულების მოქმედების ვადის და ავტოსატრანსპორტო საშუალებით იდენტიფიკაციის მითითებით);
ბ) ”მწვანე“, ”უფრო მწვანე და უსაფრთხო“ და ”ევრო 3 უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილებისათვის, მათი მისაბმელებისათვის (ნახევარმისაბმელებისათვის) ხმაურისა და გამონაბოლქვის, ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის და გზისთვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატები;
გ) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების მომსახურების შესაბამისობის სერტიფიკატი;
დ) ლიცენზირებული დაწესებულების მიერ გაცემული საავტომობილო გადაზიდვების ორგანიზების სფეროში პროფესიული კომპეტენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 4🔗. ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა
1. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას სანებართვო განცხადების წარდგენიდან 5 დღის განმავლობაში.
2. სანებართვო განცხადების განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ნებართვის მაძიებელს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში.
3. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციას შეუძლია ნებართვის გაცემაზე უარი განაცხადოს;
ა) თუ წარმოდგენილი დოკუმენტი არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) თუ ნებართვის მაძიებელს გაუქმებული ჰქონდა ნებართვა დარღვევების გამო და გაუქმებიდან არ გასულა 1 წელი;
გ) ნებართვების რაოდენობის შეზღუდვის გამო;
დ) საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციისათვის ყოველწლიური რეგულირების საფასურის გადაუხდელობის გამო.
4. ნებართვის გაცემაზე უარი წერილობით უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა შეიცავდეს უარის თქმის საფუძველს.
5. თუ რომელიმე სახეობის ნებართვის მიღებაზე მაძიებელთა რაოდენობა აღემატება კვოტებიდან გამომდინარე გამოყოფილი ნებართვების რაოდენობას, მისი გაცემისას უპირატესი უფლება ენიჭება იმ მაძიებელს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს შემდეგი პრიორიტეტების გათვალისწინებით
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეა;
ბ) ეწევა ამ სახის საქმიანობას უფრო ხანგრძლივი პერიოდით.
მუხლი 5🔗. ნებართვის გამოყენების პირობები
1. ნებართვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ. აღნიშნული ნებართვა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შიდა გადაზიდვებში.
2. ნებართვის გადაცემა მესამე მხარისათვის აკრძალულია.
3. ნებართვის მფლობელს უნდა გააჩნდეს აღრიცხვის წიგნაკი (დანართი N1). აღრიცხვის წიგნაკი შევსებული უნდა იქნეს ნებართვის მფლობელის სახელზე და მისი გადაცემა სხვა პირზე აკრძალულია.
4. აღრიცხვის წიგნაკს ენიჭება ნებართვის ნომერი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ქვენომერი, თუ პირველი წიგნაკი მთლიანად შევსებულია და გაიცემა ახალი აღრიცხვის წიგნაკი.
5. ნებართვა, აღრიცხვის წიგნაკი და შესაბამისად ”მწვანე“, ”უფრო მწვანე და უსაფრთხო“ და ”ევრო 3 უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილისათვის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის და გზისათვის ვარგისობის ტესტის სერტიფიკატები უნდა ინახებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ბორტზე და მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს კომპეტენტურ მაკონტროლებელ პირებს.
6. შევსებული აღრიცხვის ფურცლები უნდა ინახებოდეს აღრიცხვის წიგნაკში ერთი თვის განმავლობაში შევსების დღიდან. ამ ვადის გასვლისას ნებართვის მფლობელი ვალდებულია წარადგინოს შევსებული აღრიცხვის ფურცლები საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციაში წლიური ნებართვის შემთხვევაში ერთი თვის განმავლობაში, ხოლო მოკლევადიანი ნებართვის შემთხვევაში – ვადის გასვლისთანავე. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ მიღებული ინფორმაცია შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ ნებართვების გამოყენების კონტროლის მიზნით.
მუხლი 6🔗. ნებართვების სახეები
1. ნებართვების მოქმედების ვადის მიხედვით იყოფა:
ა) ერთწლიანი;
ბ) მოკლევადიანი (30-დღიანი).
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად ნებართვების სახეებია:
ა) „მწვანე“ სატვირთო ავტომობილებისათვის;
ბ) „უფრო მწვანე და უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილებისათვის;
გ) „ევრო 3 უსაფრთხო“ სატვირთო ავტომობილებისათვის.
3. ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში ნებართვის გაცემა ხორციელდება იმავე წესით.
4. ნებართვები ფორმდება სპეციალურ ბლანკებზე, რომლებიც კვოტებიდან გამომდინარე მიეწოდება ნებართვის გამცემ ორგანოს ECMT სამდივნოს მიერ.
5. ნებართვის ბლანკი განეკუთვნება მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, რომლის აღრიცხვა, შენახვა, გაცემა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7🔗. ნებართვის გაუქმების საფუძველი
1. ნებართვის გაუქმების საფუძველია:
ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნა;
ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია);
გ) ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის გამოყენების წესების დარღვევა;
დ) ნებართვის გამოყენება იმ გადამზიდველის მიერ, რომელზეც ის არ იყო გაცემული;
ე) ნებართვის მფლობელის მიერ საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციისათვის საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მიერ დადგენილი რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობა ან გადახდის ვადების დარღვევა.
ვ) საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციისათვის მისი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიუწოდებლობა.
ზ) საავტომობილო ტრანსპორტის დარგში კანონმდებლობის მოთხოვნების სისტემატური (სამი და მეტი) დარღვევა.
2. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ იღებს 10 დღის ვადაში იმ დღიდან, რაც მისთვის ცნობილი გახდა ნებართვის გაუქმების საფუძველი. გადაწყვეტილება ნებართვის გაუქმების შესახებ საფუძვლების მითითებით წერილობით უნდა ეცნობოს ნებართვის მფლობელს.
3. გადაწყვეტილება ნებართვის გაუქმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ნებართვის დაკარგვის შემთხვევაში ნებართვის მფლობელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციას, რომელიც თავის მხრივ აცნობებს ECMT სამდივნოს.
5. ნებართვები, რომლებიც ჩაბარებულია ნებართვის მფლობელის მიერ ან გაუქმებულია ადმინისტრაციის მიერ, შეიძლება ხელმეორედ გაიცეს სხვა ნებართვის მაძიებელზე ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადის დასრულებამდე, წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ნებართვა უნდა გაუქმდეს დადგენილი წესით, ხოლო ნებართვის მაძიებელზე უნდა გაიცეს სარეზერვო ნებართვა.
6. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ ნებართვის გაუქმების და სარევიზიო ნებართვის გაცემის შესახებ უნდა აცნობოს ECMT –ს გენერალურ მდივანს.
მუხლი 8🔗. რეგულირების საფასური
ნებართვის მფლობელი სახელმწიფო რეგულირებისათვის საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციას უხდის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗. უწყებრივი სანებართვო რეესტრი
1. უწყებრივ სანებართვო რეესტრს აწარმოებს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია.
2. რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) ნებართვის მფლობელის შესახებ (საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები, ადგილსამყოფელი, ინდივიდუალური მეწარმის სახელი, გვარი და მისი საცხოვრებელი ადგილი, ასევე – მისი საფირმო სახელწოდების, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფლის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ);
ბ) ნებართვის ნომერი და გაცემის თარიღი;
გ) ნებართვის მოქმედების ვადა;
დ) ნებართვის გაუქმებასთან, ნებართვის დუბლიკატის გაცემასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
3. ნებისმიერ პირს უფლება აქვს გაეცნოს და წერილობით მოითხოვოს ნებართვათა რეესტრის მონაცემები.
დანართი №1
ქვეყანა საქართველო
(Country) GEORGIA
აღრიცხვის წიგნაკი № _____
Logbook №
აღრიცხვის წიგნაკი
LOGBOOK
საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებისათვის
For international transport of goods
ECMT ნებართვისათვის № ________________________________________
Under ECMT License №
გადამზიდველი _________________________________________________
Carrier სახელწოდება (Name)
______________________________________________________________
იურიდიული მისამართი (Home or business address)
_______________________________________________________________
გაცემულია _________________ თარიღი _________________
Issued at On
(გაცემის ადგილი და თარიღი)
ECMT ნებართვის № _______
გასვლის თარიღი
a)Date of departure
შემოსვლის თარიღი
b) Date of arrival
დატვირთვის ადგილი
a)Place of loading
გადმოტვირ-
თვის ადგ
b) Place of unloading
დატვირთვის ქვეყანა
a)Country of loading
გადმოტვირთ-ვის ქვეყანა
b) Country of unloading
ქვეყნის სარეგისტ. №
№/ Country of registration
მთლიანი წონა (ტონა)
Gross weigt (tonnes) (to one decimal place)
კილომეტრაჟი გასვლისას
Number of km at departure/
კილომეტრაჟი შემოსვლისას Number of km at arrival
განსაკუთ-რებული შენიშვნე-
ბი
Special remarks
1
2
3
4
5
6
7
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)
a)
b)