პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 40,000.0 ათასი ლარით, მათ შორის:
ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი – 38,081.6 ათასი ლარით;
ბ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი – 5.0 ათასი ლარით;
გ) ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის კომპონენტი – 1,843.2 ათასი ლარით;
დ) კოხლეარული იმპლანტის მქონე ბენეფიციარების რეაბილიტაციის კომპონენტი – 70.0 ათასი ლარი