1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გეგმურ ამბულატორიულ შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად. ამასთან, დაუშვებელია მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვაუჩერ(ებ)ით ბენეფიციარმა ისარგებლოს რამდენიმეჯერ ერთი საანგარიშგებო თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირველად პაციენტის გამოკვლევა მოხდა „ეჭვი ფილტვის ტუბერკულოზზე/კონტაქტების გამოკვლევისთვის“ არსებული ვაუჩერის ფარგლებში და დასაბუთებული ეჭვი იქნა მიტანილი ფილტვგარეშე ტუბერკულოზზე, რის შემდეგაც პაციენტის გამოკვლევა გრძელდება ერთ-ერთი შესაბამისი ვაუჩერით.

2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებლები ვალდებულნი არიან მომსახურების მიწოდებისას იხელმძღვანელონ შესაბამისი ეროვნული გაიდლაინებითა და ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ფარგლებში შემუშავებული მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოებით პაციენტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებლები ვალდებულნი არიან ცენტრის მიერ და/ან დონორული დაფინანსებით მიწოდებული ტესტსისტემებითა და სახარჯი მასალით უზრუნველყონ პაციენტების სკრინინგი აივ-ინფექციაზე/შიდსზე და C ჰეპატიტზე. C ჰეპატიტის ტესტსისტემების და სახარჯი მასალების გადაცემა ხორციელდება სჯდ ცენტრების მეშვეობით, ხოლო აივ-ინფექცია შიდსის ტესტსისტემების გადაცემა ცენტრის მიერ ხორციელდება უშუალოდ სერვისების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებზე პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი მოთხოვნების საფუძველზე.

4. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) სპეციფიკურ სამედიცინო მომსახურებაზე (ამბულატორიულ ფთიზიატრიულ, შესაბამის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებზე, გარდა ტუბერკულოზის სპეციფიკური ლაბორატორიული კვლევებისა) და DOT მომსახურებაზე მოსარგებლეთათვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ამასთან, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ფარგლებში მიმწოდებლად დარეგისტრირებულ იმ საწარმოებს, რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, მიეცეთ უფლება, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, შეისყიდონ შესაბამისი მომსახურება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101
მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ბ) პროგრამის მე-3 მუხლის „ა” ქვეპუნქტით (გარდა მე-3 მუხლის „ა.ე” ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მიწოდებაში მონაწილე სამედიცინო პერსონალისთვის – ფთიზიატრის, ბავშვთა ფთიზიატრის, ექთნის/DOT ექთნის (გარდა „პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის სოფლის ექიმის კომპონენტით გათვალისწინებული სოფლის ექთნის პუნქტზე არსებული პერსონალისა) ანაზღაურება განისაზღვროს – არანაკლებ 600 ლარის ოდენობით ექიმისთვის და არანაკლებ 470 ლარის ოდენობით – ექთნისთვის თვეში;

გ) მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელს დადგენილი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული მედიკამენტების განაწილებისა და ხარჯვის შესახებ;

დ) მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელს დადგენილი ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული პაციენტების შესახებ, მათი მკურნალობის მონიტორინგის ამსახველი დოკუმენტაცია და ასევე სხვა დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა ამბულატორიულ მკურნალობაში ჩართული პაციენტების მკურნალობისადმი დამყოლობის ამაღლების მიზნით შექმნილი ფულადი წახალისების სქემის სამართავად;

ე) მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელს, დადგენილი ფორმით, მიაწოდოს ინფორმაცია ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო პერსონალისათვის განკუთვნილი რესპირატორების, ასევე პაციენტებისათვის აივ-ინფექცია/შიდსზე სკრინინგისათვის საჭირო ტესტების და ნახველის შესაგროვებელი კონტეინერების მოთხოვნისა და ხარჯვის შესახებ.

5. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი ვალდებულია, ინფორმირებული იყოს ცენტრის მიერ კონტაქტების კვლევისთვის განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესახებ და უზრუნველყოს დადგენილი წესით ინფორმაციის გაცვლა მუნიციპალურ სჯდ ცენტრებთან გეოგრაფიული პრინციპით.

6. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეპიდკვლევა ხორციელდება „ტუბერკულოზის ეპიდზედამხედველობა“ – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 17 თებერვლის №01-53/ო ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) შესაბამისად.

7. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლაბორატორიული მომსახურებისთვის მასალის ტრანსპორტირების სქემას განსაზღვრავს ცენტრი.

8. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხარისხის კონტროლს ახორციელებს სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“ ცენტრთან შეთანხმებული წესით.

9. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ზედამხედველობა ხორციელდება გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევათა ზედამხედველობის წესის შესაბამისად.

10. პროგრამის მე-3 მუხლის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურებას არ ექვემდებარება პროგრამის სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში იმავე დიაგნოზით ან მისი გართულებით 30 კალენდარული დღის განმავლობაში რეჰოსპიტალიზაციის შემთხვევა, გარდა A15.0-A15.3 (A15.0 ფილტვის ტუბერკულოზი, დადასტურებული ბაქტერიოსკოპიით – კულტურის გაზრდით ან მის გარეშე; A15.1 ფილტვის ტუბერკულოზი, დადასტურებული მხოლოდ კულტურის გაზრდით; A15.2 ფილტვის ტუბერკულოზი, დადასტურებული ჰისტოლოგიურად; A15.3 ფილტვის ტუბერკულოზი, დადასტურებული დაუზუსტებელი მეთოდებით); A16.0-A16.2 (A16.0 ფილტვის ტუბერკულოზი, ბაქტერიოლოგიურად და ჰისტოლოგიურად ნეგატიური; A16.1 ფილტვის ტუბერკულოზი, რომლის ბაქტერიოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევა არ ჩატარებულა; A16.2 ფილტვის ტუბერკულოზი, ბაქტერიოლოგიური და ჰისტოლოგიური დადასტურების აღნიშვნის გარეშე) ICD-10 კოდებისა.

11. პროგრამის მე-3 მუხლის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისას ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში პაციენტის გადაყვანისას, როდესაც ადგილი აქვს მკურნალობის საჭიროებით განხორციელებულ რეფერალს, სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებას მიიღებს ორივე დაწესებულება (მკურნალობის დაწყება/მკურნალობის დასრულება) დანართი 6.2-ით განსაზღვრული ღირებულების 30%/70% წილობრივი მოცულობით.

12. პროგრამის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით მიღებული მონაცემების პირველადი დამუშავება და დადგენილი ფორმით ცენტრისათვის მიწოდება.

13. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლები ვალდებულნი არიან განახორციელონ ჯანდაცვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ტუბერკულოზის ელექტრონულ მოდულში პროგრამის მოსარგებლეების, მათთვის ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებისა და გაწეული მკურნალობის თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვა.

14. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირველი და მე-2 რიგის მედიკამენტების მიწოდება ცენტრის მიერ ხორციელდება „ტუბერკულოზის მართვისა“ და „პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელ იმ სამედიცინო დაწესებულებებსა (მ.შ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურზე) და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც უშუალო ზედამხედველობის ქვეშ უზრუნველყოფენ მედიკამენტების მიწოდებას ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობაში ჩართული პაციენტებისათვის.

15. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რესპირატორების და ნახველის შესაგროვებელი კონტეინერების გადაცემა ცენტრის მიერ ხორციელდება „ტუბერკულოზის მართვისა“ და „პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის სოფლის ექიმის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელ იმ სამედიცინო დაწესებულებებსა (მ.შ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურზე) და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც უშუალოდ აწვდიან ანტიტუბერკულოზურ სამედიცინო სერვისებს.

16. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული პირველი და მე-2 რიგის მედიკამენტების, ასევე რესპირატორებისა და ნახველის შესაგროვებელი კონტეინერების თაობაზე მოთხოვნასა და ხარჯვის თაობაზე საანგარიშგებო ფორმებს სერვისების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებიდან ცენტრში წარადგენს სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“.

17. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, პენიტენციური დაწესებულებების და სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ ლაბორატორიების მიერ კვლევებისათვის გახარჯული რეაგენტებისა და სახარჯი მასალების თაობაზე ინფორმაციის წარდგენა უნდა განხორციელდეს სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ მიერ განმახორციელებელთან ყოველთვიურად.

18. პროგრამის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსარგებლეებისთვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელმა სამედიცინო დაწესებულებამ შესრულებულ სამუშაოსთან ერთად სააგენტოში წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გაცემული დოკუმენტი, სადაც დადასტურებული იქნება მომსახურების მიმწოდებლის მიერ საანგარიშო ფორმაში ბენეფიციარების შესახებ დაფიქსირებული მონაცემები.

დანართი 6.1

ერთეულის ღირებულებები

№

მომსახურების დასახელება

ერთეულის ღირებულება

(ლარი)

ამბულატორიული მომსახურება

1

ფილტვის ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევა/კონტაქტები (გამოკვლევა – ერთეულის ღირებულება)

1.1

რისკის ჯგუფების სკრინინგი აქტიურ ტუბერკულოზზე

83

1.2

რისკის ჯგუფების სკრინინგი ლატენტურ ტუბერკულოზზე (კვანტიფერონით)

34

1.3

რისკის ჯგუფების სკრინინგი ლატენტურ ტუბერკულოზზე (მანტუს გამოყენებით)

37

1.4

ბავშვი (18 წლამდე)

91

2

ფილტვგარეთა ტუბერკულოზის სავარაუდო შემთხვევა (გამოკვლევა – ერთეულის ღირებულება)

2.1

ტუბერკულოზური პლევრიტი

312

2.2

ძვალ-სახსრის ტუბერკულოზი

207

2.3

ურო-გენიტალური ტუბერკულოზი

148

2.4

ქალის გენიტალური ტუბერკულოზი

308

2.5

პერიფერიული ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი

172

2.6

აბდომინალური ტუბერკულოზი

134

3

ამბულატორიული მკურნალობა (ერთი თვის ვაუჩერი, გარდა 3.2; 3.5; 3.12 და 3.13-ისა, რომელიც არის ერთი შემთხვევის ვაუჩერი)

3.1

სენსიტიური ტუბერკულოზი (ორივე ფაზა)

91

3.2

ფილტვის ტუბერკულოზის მკურნალობის შემდგომი მონიტორინგი (სენსიტიური და რეზისტენტული TB) 6 თვეში ერთხელ 2 წლის განმავლობაში

34

3.3

ლატენტური TB-ის მკურნალობის დაწყება (2 წლამდე ასაკის ბავშვთა და დოლუტეგრავირის შემცველი ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე მყოფ აივ-ინფიცირებულ პირთათვის)

37

3.4

ლატენტური TB-ის მკურნალობა (ლევოფლოქსაცინით)

47

3.5

ლატენტური TB-ის მკურნალობა იზონიაზიდი + რიფაპენტინი

73

3.6

ლატენტური TB-ის მკურნალობის შემდგომი მონიტორინგი (წელიწადში ერთხელ)

34

3.7

რეზისტენტული ტუბერკულოზი (საინექციო) (ინტენსიური ფაზა მაქსიმუმ 7თვე)

310

3.8

რეზისტენტული ტუბერკულოზი (საინექციო) (გაგრძელების ფაზა მაქსიმუმ 13 თვე)

122

3.9

მულტირეზისტენტული TB-ის მკურნალობა (პერორალური) პირველი ფაზა

222

3.10

მულტირეზისტენტული TB-ის მკურნალობა (პერორალური) მეორე ფაზა − მაქსიმუმ 18 თვე

194

3.11

მონორეზისტენტული ტუბერკულოზი

91

3.12

ფთიზიატრის ვიზიტი ბინაზე

34.50

3.13

ლაბორატორიის ექთნის/ექთნის ვიზიტი ბინაზე

20.50

4

სტაციონარული მომსახურება – ქირურგიული ოპერაციები (ერთეულის მაქსიმალური ღირებულება)

4.1

ფილტვის ტუბერკულოზის ქირურგიული მკურნალობა (პულმონექტომია)

2895

4.2

აბდომინური ქირურგიული მკურნალობა

1370

4.3

ძვალ-სახსრის ტუბერკულოზის ქირურგიული მკურნალობა

4346

4.4

საშარდე სისტემის ტუბერკულოზის ქირურგიული მკურნალობა

2400

4.5

თორაკოსკოპიული მინიინვაზიური ოპერაციები ტუბერკულოზის დროს

1647

4.6

ოპერაციები ლიმფურ კვანძებზე

1261

4.7

ოპერაციები მამაკაცთა სასქესო სისტემის ტუბერკულოზის დროს

905

4.8

სარქვლოვანი ბრონქობლოკაცია

3000

4.9

ოპერაციები ქალთა სასქესო სისტემის ტუბერკულოზის დროს

2008

5

ჯინექსპერტის აპარატზე ნახველის კვლევის ღირებულება

10

დანართი 6.2

თერაპიული სტაციონარული მომსახურების ერთეულის ღირებულებები

ჯგუფი

ICD-10

დასახელება

დიაგნოზის მეთოდი

ერთეულის ღირებულება (ლარი)

1

A15.0-A15.3

A15.0 ფილტვის ტუბერკულოზი, დადასტურებული ბაქტერიოსკოპიით – კულტურის გაზრდით ან მის გარეშე; A15.1 ფილტვის ტუბერკულოზი, დადასტურებული მხოლოდ კულტურის გაზრდით; A15.2 ფილტვის ტუბერკულოზი, დადასტურებული ჰისტოლოგიურად; A15.3 ფილტვის ტუბერკულოზი, დადასტურებული დაუზუსტებელი მეთოდებით

ბაქტერიულად დადასტურებული სენსიტიური მოზრდილი

4597

2

A15.0-A15.3

ბაქტერიულად დადასტურებული სენსიტიური ბავშვი

2938

3

A15.0-A15.3

ბაქტერიულად დადასტურებული რეზისტენტული მოზრდილი

7617

4

A15.0-A15.3

ბაქტერიულად დადასტურებული რეზისტენტული ბავშვი

6107

5

A16.0-A16.2

A16.0 ფილტვის ტუბერკულოზი, ბაქტერიოლოგიურად და ჰისტოლოგიურად ნეგატიური; A16.1 ფილტვის ტუბერკულოზი, რომლის ბაქტერიოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევა არ ჩატარებულა; A16.2 ფილტვის ტუბერკულოზი, ბაქტერიოლოგიური და ჰისტოლოგიური დადასტურების აღნიშვნის გარეშე

ბაქტერიულად დაუდასტურებელი და კლინიკურად დადასტურებული სენსიტიური/რეზისტენტული მოზრდილი

2209

6

A16.0-A16.2

ბაქტერიულად დაუდასტურებელი და კლინიკურად დადასტურებული სენსიტიური/რეზისტენტული ბავშვი

2508

7

A15.4-A15.9
A16.3-A16.9

A15.4 გულმკერდშიდა ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი, დადასტურებული ბაქტეროლოგიურად და ჰისტოლოგიურად; A15.5 ხორხის, ტრაქეისა და ბრონქების ტუბერკულოზი, დადასტურებული ბაქტეროლოგიურად და ჰისტოლოგიურად; A15.6 ტუბერკულოზური პლევრიტი, დადასტურებული ბაქტეროლოგიურად და ჰისტოლოგიურად; A15.7 პირველადი რესპირაციული ტუბერკულოზი, დადასტურებული ბაქტერიოლოგიურად და ჰისტოლოგიურად; A15.8 სხვა რესპირაციული ტუბერკულოზი, დადასტურებული ბაქტერიოლოგიურად და ჰისტოლოგიურად; A15.9 დაუზუსტებელი ლოკალიზაციის რესპირაციული ტუბერკულოზი, დადასტურებული ბაქტერიოლოგიურად და ჰისტოლოგიურად; A16.3 გულმკერდშიდა ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი, ბაქტერიოლოგიური და ჰისტოლოგიური დადასტურების აღნიშვნის გარეშე; A16.4 ხორხის, ტრაქეისა და ბრონქების ტუბერკულოზი, ბაქტერიოლოგიური და ჰისტოლოგიური დადასტურების აღნიშვნის გარეშე; A16.5 ტუბერკულოზური პლევრიტი, ბაქტერიოლოგიური და ჰისტოლოგიური დადასტურების აღნიშვნის გარეშე; A16.7 პირველადი რესპირატორული ტუბერკულოზი ბაქტერიოლოგიური და ჰისტოლოგიური დადასტურების აღნიშვნის გარეშე; A16.8 სხვა რესპირაციული ტუბერკულოზი, ბაქტერიოლოგიური და ჰისტოლოგიური დადასტურების აღნიშვნის გარეშე; A16.9 დაუზუსტებელი ლოკალიზაციის რესპირატორული ტუბერკულოზი, ბაქტერიოლოგიური და ჰისტოლოგიური დადასტურების აღნიშვნის გარეშე

ბაქტერიოლოგიურად და ჰისტოლოგიურად დადასტურებელი სენსიტიური მოზრდილი; ბაქტერიულად დაუდასტურებელი და კლინიკურად დადასტურებული სენსიტიური მოზრდილი

1587

8

A15.4-A15.9
A16.3-A16.9

ბაქტერიოლოგიურად და ჰისტოლოგიურად დადასტურებელი სენსიტიური ბავშვი; ბაქტერიულად დაუდასტურებელი და კლინიკურად დადასტურებული სენსიტიური ბავშვი

2144

9

A15.4-A15.9
A16.3-A16.9

ბაქტერიოლოგიურად და ჰისტოლოგიურად დადასტურებელი რეზისტენტული მოზრდილი; ბაქტერიულად დაუდასტურებელი და კლინიკურად დადასტურებული რეზისტენტული მოზრდილი

6742

10

A15.4-A15.9
A16.3-A16.9

ბაქტერიოლოგიურად და ჰისტოლოგიურად დადასტურებელი რეზისტენტული ბავშვი; ბაქტერიულად დაუდასტურებელი და კლინიკურად დადასტურებული რეზისტენტული ბავშვი

2706

11

A17.0-A17.9

A17.0 ტუბერკულოზური მენინგიტი (G01*); A17.1 მენინგეური ტუბერკულომა (G07 *); A17.8 ნერვული სისტემის სხვა ლოკალიზაციის ტუბერკულოზი; A17.9 ნერვული სისტემის ტუბერკულოზი, დაუზუსტებელი (G99,8*)

მოზრდილი

7820

12

A17.0-A17.9

ბავშვი

15034

13

A18.0-A18.8
A19

A18.0 ძვლებისა და სახსრების ტუბერკულოზი; A18.1 შარდ-სასქესო სისტემის ტუბერკულოზი; A18.2 ტუბერკოლოზური პერიფერიული ლიმფადენოპათია; A18.3 ნაწლავების, პერიტონეუმისა და მეზენტერიული ჯირკვლების ტუბერკულოზი; A18.4 კანისა და კანქვეშა ქსოვილის ტუბერკულოზი; A18.5 თვალის ტუბერკულოზი; A18.6 ყურის ტუბერკულოზი; A18.7 თირკმელზედა ჯირკვლების ტუბერკულოზი (E 35.1); A18.8 სხვა, დაზუსტებული ორგანოების ტუბერკულოზი; A19 მილიარული ტუბერკულოზი

3289

14

ZO3.0

ZO3.0 დაკვირვება, როცა ეჭვია ტუბერკულოზზე

806

დანართი 6.3 − პილოტური პროექტი „შედეგზე დაფუძნებული დაფინანსება და ინტეგრირებული მკურნალობის მოდელი ტუბერკულოზის მართვის ამბულატორიულ დონეზე

1. ტერმინთა განმარტებები:

ამ დანართში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ფულადი წახალისების მიმღები – პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ჩართულია პილოტურ პროექტში, ამავე დაწესებულების მენეჯერი, ექიმი ფთიზიატრი/პულმონოლოგი, DOT ექთანი (ქალაქი/რაიონი) ან სოფლის ექთანი, ოჯახის ექიმი (ქალაქი/რაიონი) ან სოფლის ექიმი;

ბ) ფულადი წახალისების გამცემი – სააგენტო;

გ) DOT − მკურნალობა უშუალო მეთვალყურეობით;

დ) ინტეგრირებული ტუბერკულოზის კაბინეტი − ტუბერკულოზის კაბინეტი, რომელიც განთავსებულია პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელ ზოგად სამედიცინო ქსელში;

ე) სპეციალიზებული ტუბერკულოზის კაბინეტი − ტუბერკულოზის კაბინეტი, რომელიც არ არის განთავსებული პირველადი ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებელ ზოგად სამედიცინო ქსელში;

ვ) მულტიდისციპლინური გუნდი (შემდგომში − გუნდი) − პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების დონეზე შექმნილი სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც შედგება დაწესებულების მენეჯერის, ექიმი ფთიზიატრის/პულმონოლოგის, ოჯახის ექიმის ან სოფლის ექიმის, DOT ექთნისგან ან სოფლის ექთნისგან;

ზ) მიზნობრივი ჯგუფი − ფულადი წახალისების მიმღები;

თ) მკურნალობის დონე − ტუბერკულოზის ამბულატორიული მკურნალობის დონე;

ი) ინდიკატორი − ამბულატორიულ მკურნალობაზე მყოფი ფილტვის ტუბერკულოზის მქონე რეგისტრირებული პაციენტების DOT-ის შესრულება.

2. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი:

ა) ფულადი წახალისების გაცემა განხორციელდება კვარტალურად, უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით;

ბ) ფულადი წახალისების გაცემა განხორციელდება კვარტალურად, ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად (ინდიკატორი − DOT შესრულება);

გ) ფულადი წახალისების გაცემა განხორციელდება მხოლოდ იმ პაციენტების მიხედვით, რომლებიც სერვისის მიმწოდებელთან მომსახურებას მიიღებენ არანაკლებ 15 დღის განმავლობაში;

დ) ფულადი წახალისება გაიცემა შემდეგი წესით:

დ.ა) მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ ინდიკატორის ≥85% შესრულების შემთხვევაში, ფულადი წახალისება გაიცემა სრული მოცულობით, ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

დ.ბ) მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ ინდიკატორის 71-85%-მდე შესრულების შემთხვევაში, ფულადი წახალისება გაიცემა 50%-ის ოდენობით, ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

დ.გ) მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების მიერ ინდიკატორის ≤70% შესრულების შემთხვევაში, ფულადი წახალისება არ გაიცემა;

დ.დ) იმ შემთხვევაში, თუ ტუბერკულოზის მკურნალობის ამბულატორიულ რეჟიმზე მყოფი პაციენტი მკურნალობის გასაგრძელებლად მოთავსდება სტაციონარში და მას ამბულატორიული მკურნალობის პერიოდში ჰქონდა სრული დამყოლობა, ფულადი წახალისების მოცულობა გაიცემა ამბულატორიაში თვის განმავლობაში გატარებული არანაკლებ 15-დღიანი მკურნალობის გათვალისწინებით;

დ.ე) პაციენტი ითვლება ქალაქის პაციენტად, თუ DOT სერვისს იღებს ქალაქის/რაიონის დონეზე, ხოლო ითვლება სოფლის პაციენტად, თუ DOT სერვისს იღებს სოფლად.

ე) ფულადი წახალისების ოდენობა განისაზღვრება შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

ფულადი წახალისების მოცულობა 1 პაციენტზე თვეში (ლარი, დარიცხული)

დაწესებულების

ტიპი

პაციენტი

სულ ფულადი

წახალისების

ოდენობა (ლარი)

დაწესებულება

მენეჯერი

ფთიზიატრი

ოჯახის

ექიმი

DOT ექთანი/

სოფლის

ექთანი

სოფლის ექიმი

ინტეგრირებული

ქალაქი

60.83

7.58

6.74

17.36

14.41

14.74

სოფელი

68.26

7.58

6.74

17.36

14.74

21.84

სპეციალიზებული

ქალაქი

37.30

3.12

2.08

17.36

14.74

3. პროექტის ბიუჯეტი:

ა) პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 100 000 ლარს, მათ შორის, პროექტის ადმინისტრირების ბიუჯეტი შეადგენს 21 000 ლარს;

ბ) დაფინანსება განხორციელდება გლობალური ფონდის მიერ, „ტუბერკულოზის ყველა ფორმის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მდგრადობის უზრუნველყოფა“ − პროექტის ფარგლებში.

4. პროექტის განხორციელების მექანიზმი:

ა) სააგენტოსგან მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ცენტრის (გლობალური ფონდის გრანტის მიმღები) მიერ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ბ) სააგენტო გააფორმებს ხელშეკრულებას ამ დანართის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებთან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5. პილოტურ პროექტში ჩართული პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები:

№

რეგიონი

ტუბ. კაბინეტი

დაწესებულების ტიპი

1

შიდა ქართლი

შპს „მედალფა“ (კასპი)

ინტეგრირებული

2

იმერეთი

შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ (სამტრედია)

ინტეგრირებული

3

გურია

შპს „მედალფა“ (ლანჩხუთი)

ინტეგრირებული

4

ქვემო ქართლი

შპს „ჯეო ჰოსპიტალს“ (გარდაბანი)

ინტეგრირებული

5

ქვემო ქართლი

სს „რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო“

სპეციალიზებული

6

სამეგრელო-ზემო სვანეთი

შპს „ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანება“

ინტეგრირებული

7

სამეგრელო-ზემო სვანეთი

სს „ევექსის კლინიკები“- ხობის კლინიკა

ინტეგრირებული

8

შიდა ქართლი

შპს „გორმედი“

ინტეგრირებული

9

სამეგრელო-ზემო სვანეთი

შპს „ზუგდიდის რეგიონალური ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფო“

სპეციალიზებული

10

თბილისი

სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“

სპეციალიზებული

6. ანგარიშგება და მონიტორინგი:

ა) ფულადი წახალისების ანგარიშგების/ანაზღაურების მექანიზმები, ანგარიშგებისათვის აუცილებელი ფორმები და მათი შევსების წესი განისაზღვრება სააგენტოს მიერ;

ბ) ანგარიშგება ხორციელდება კვარტალურად;

გ) მონიტორინგი ხორციელდება განმახორციელებლის მიერ შერჩევის პრინციპით კვარტალურად.

7. პროექტში მონაწილე სუბიექტების უფლება-მოვალეობები:

ა) პროექტის ადმინისტრირებაში მონაწილე განმახორციელებელი დაწესებულება (სააგენტო) ვალდებულია:

ა.ა) უზრუნველყოს სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება ამ დანართის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებთან;

ა.ბ) უზრუნველყოს ფულადი წახალისების გაცემა ამ დანართის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

ბ) ამ დანართის მე-5 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულების მენეჯერი ვალდებულია:

ბ.ა) უზრუნველყოს გუნდის შექმნა, ფუნქციების გადანაწილება და მუშაობა;

ბ.ბ) ხელი შეუწყოს ინტერვენციის განხორციელებას, მათ შორის:

ბ.ბ.ა) გუნდში ფუნქციების განსაზღვრას გუნდის წევრების პროფესიული კომპეტენციების ფარგლებში;

ბ.ბ.ბ) პაციენტის მართვის ინდივიდუალური გეგმის შემუშავებასა და მონიტორინგის ინსტრუმენტების დანერგვას;

ბ.ბ.გ) ტუბსაწინააღმდეგო წამლების გვერდითი მოვლენების მართვას ოჯახის ექიმებისა და სპეციალისტების მიერ;

გ) მოახდინოს დროული ანგარიშგება;

დ) უზრუნველყოს, ქვეყანაში მოქმედი გაიდლაინების შესაბამისად, სპეციალისტებისა და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო ყველა კვლევის ჩატარება პაციენტისთვის საკუთარი დაწესებულების რესურსით ან სხვა დაწესებულებაში სერვისის შესყიდვის გზით (პირობა ვრცელდება ინტეგრირებული ტუბერკულოზის კაბინეტის შემთხვევაში);

ე) დააკონტრაქტოს გუნდში ჩართული პერსონალი (ფთიზიატრი, DOT ექთანი და/ან სოფლის ექთანი, ოჯახის ექიმი და სოფლის ექიმი) და განუსაზღვროს ფულადი წახალისების ანაზღაურება ამ დანართის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

8. დამატებითი პირობები:

ა) სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, მომსახურების მიწოდებისას იხელმძღვანელონ „ტუბერკულოზის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის პირობებით, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოებითა და შესაბამისი ეროვნული გაიდლაინებით პაციენტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში;

ბ) წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს;

გ) იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი და ამ სერვისით სარგებლობს სხვა დაწესებულებაში, სამედიცინო დაწესებულების მხრიდან პაციენტისთვის უნდა მოხდეს შეთავაზება ტუბერკულოზის მკურნალობის პერიოდში საყოველთაო ჯანდაცვის სერვისი მიიღოს იგივე დაწესებულებაში, სადაც სარგებლობს ტუბერკულოზის სერვისით. თუ პაციენტი არ დათანხმდება ამ სქემას, ფულადი წახალისების მოცულობა დაითვლება სპეციალიზებული დაწესებულების ტარიფით (პირობა ვრცელდება ინტეგრირებული ტუბერკულოზის კაბინეტის შემთხვევაში);

დ) იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არ არის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლე და არის დაზღვეული კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ, ფულადი წახალისების მოცულობა დაითვლება სპეციალიზებული დაწესებულების ტარიფით. (პირობა ვრცელდება ინტეგრირებული ტუბერკულოზის კაბინეტის შემთხვევაში);

ე) იმ შემთხვევაში, თუ ფთიზიატრს ანაცვლებს სხვა რაიონის სპეციალისტი, რომელიც ამ პროექტის განმახორციელებელ დაწესებულებასთან ხელშეკრულებით ურთიერთობაშია, დაწესებულების ხელმძღვანელობა ამ ფთიზიატრს ჩართავს გუნდის შემადგენლობაში და აუნაზღაურებს შესაბამის ფულად წახალისებას.

დანართი №7

აივ-ინფექციის/შიდსის მართვა

(პროგრამული კოდი 27 03 02 0