“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის
ბრძანება №156
2002 წლის 25 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №280 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართვე ლოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ო” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, არსებული საშტატო რიცხოვნობისა და სამინისტროსათვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში, შეიქმნას სპეციალურ დავალებათა სამმართველო და აღნიშნულის გათვალისწინებით, „საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
ა) მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:
ე) სპეციალურ დავალებათა სამმართველო.“
ვ) ინსპექციის ბუღალტერია“.
ბ) მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი:
1. სპეციალურ დავალებათა სამმართველო:
ა) საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის დავალების საფუძველზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებზე, ახორციელებს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მისი ორგანოების რიგგარეშე კომპლექსურ, საფინანსო-სამეურნეო და თემატურ შემოწმებებს;
ბ) საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის დავალების საფუძველზე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და მისი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის რთული სპეციფიკის ფაქტებზე ახორციელებს დისციპლინურ (სამსახურებრივი მოკვლევა) დევნას;
გ) დისციპლინური (სამსახურებრივი მოკვლევა) დევნისა და შემოწმებების პროცესში მოპოვებული მასალების საფუძველზე , თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აანალიზებს სამართალდარღვევათა გამომწვევ მიზეზებსა და ხელშემწყობ პირობებს.
2. სპეციალურ დავალებათა სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექციის დებულებით და იმ სამართლებრივი აქტებით, რომლითაც განსაზღვრულია გენერალური ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ დისციპლინური (სამსახურებრივი მოკვლევა) დევნისა და შემოწმებების ჩატარების წესი.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ძნელაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.03.2002.
- როდის იქნა მიღებული “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ”?
- “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ” მიღებულია 25.03.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №156. სარეგისტრაციო კოდი — 200.250.000.11.114.005.218.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ”-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.03.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 29 სექტემბრის №343 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ”, №156, 25.03.2002, სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.114.005.218 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.03.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/53530/