⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.09.2023)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.01.2022
ძალის დაკარგვა 01.09.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.023217
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/01/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,289 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.01.2022 მიღება
01.09.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №10 2022 წლის 13 იანვარი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე და „ნორმატიული აქტების შესახებ“ სა­ქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სა­ჯარო სამ­­სა­­ხუ­­რის ბიუროს დე­ბუ­ლე­­ბა. 2.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „საჯარო სამართლის იურიდიუ­ლი პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №181 დად­გენილება. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამსახურის ბიურო (შემდგომში – ბიურო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელების, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღების, შესაბამისი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის საჯაროობის, დადგენილ ვადაში და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩაბარების კონტროლისა და თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის  მონიტორინგის უზრუნველყოფის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელების მიზნით.  2. ბიურო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს   კონ­სტიტუციით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „საჯა­რო სამსახურის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებ­ლო­ბისა და კორუფციის შესახებ“ და საქართველოს სხვა კანონებით, საქართვე­ლოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სხვა სამართლებ­რივი აქტებითა და ამ დებულებით. 3. ბიუროს დებულებასა და საშტა­ტო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორ­ციელებლად, ბიურო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალე­ობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია, სასამართლოში გამოვიდეს მხარედ. 5. ბიუროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმ­დინარე საბანკო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), ბეჭედი, ბლანკი და იური­დიული პირის სხვა ატრიბუტები. 6. ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7. მუხლი 2🔗. ბიუროს მიზნები ბიუროს მიზნებია: ა) საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ძირითადი მიმართულებების განხორციელების უზრუნველყოფა; გ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღების, შესაბამისი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის საჯაროობის, დადგენილ ვადაში დეკლარაციის ჩაბარების კონტროლის უზრუნველყოფა და დეკლარაციების მონიტორინგის განხორციელება. მუხლი 3🔗. ბიუროს ფუნქციები 1. ბიუროს ფუნქციებია: ა) საჯარო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი; ბ) საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისა და მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; გ) საჯარო სამსახურის სფეროში სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური აქტების, ნორმატიული აქტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტების შემუშავება; დ) საჯარო დაწესებულებების მეთოდური დახმარების განხორციელება საჯარო სამსახურის სფეროში არსებული სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციების და ნორმატიული აქტების ერთგვაროვანი შესრულების მიზნით; ე) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის წარმოება; ვ) ადამიანური რესურსების მართვის წლიური გეგმის შემუშავების პროცესში საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულებთან თანამშრომლობა; ზ) მოხელეთა სამსახურში მიღების, შეფასების, კარიერული განვითარების, კარიერის მართვის, პროფესიული განვითარების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ ეთიკის ნორმების დაცვის, აგრეთვე სამსახურიდან გათავისუფლების არსებული პრაქტიკის შესწავლა, მისი განზოგადება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; თ) მოხელეთა თანამდებობების ერთიანი კლასიფიკაციისა და ანაზღაურების სისტემის შესაქმნელად და მისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამის საჯარო დაწესებულებებთან თანამშრომლობა; ი) საჯარო სამსახურში არსებული კვალიფიკაციისა და პროფესიული მომზადების დონის შესწავლა; კ) მოხელეთა პროფესიული განვითარების ერთიანი სტანდარტების შემუშავება  და მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; ლ) საჯარო სამსახურში პროფესიონალიზმისა და პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამის ღონისძიებათა განხორციელება; მ) საჯარო სამსახურის მართვის სრულყოფის მიზნით საჯარო სამსახურის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და განზოგადება, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ნ) სამოხელეო სამართლებრივი დავების ანალიზი და არსებული პრაქტიკის სრულყოფის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ო)  საჯარო სამსახურში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველთა სერტიფიცირება; ჟ) 6 თვეში ერთხელ საჯარო სამსახურის საბჭოსთვის წარსადგენად ბიუროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება; რ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკ­ლარ­აციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციის შედგენა; ს) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკ­ლარაციის შინაარსის საჯაროობის უზრუნველყოფა; ტ) თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომა­რეობის დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის დაუბრკო­ლე­ბელი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; უ) თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგო­­მარეობის დეკლარაციის კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარ­დგენაზე კონტროლის განხორციელება; ფ) იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეეს­ტრის შედგენა და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარ­მოდ­გენა, რომელთათვისაც დეკლარაციის შევსება სავალდებულოა, აგრეთ­ვე რეესტრში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების მომზადება და საქარ­თველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარმოდგენა; ქ) კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებულ სა­მართალდარღვევებზე; ღ) თანა­მდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგის განხორციელება; ყ) დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად და თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონაცემების დაზუს­ტე­ბის, ასევე დეკლარაციების მონიტორინგის განხორციელების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ორგა­ნო­ებიდან და თანამდებობის პირისაგან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა; შ) ყოველი კალენდარული წლის ბოლოს მონიტორინგის შედეგების პროაქტიულად გამოქვეყნება; ჩ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. ბიურო პასუხისმგებელი არ არის თანამდებობის პირთა მიერ წარდგენილი ქონებ­რივი მდგომარეობის დეკლარაციების მონაცემთა სისრულესა და ნამდვი­ლო­ბაზე. 3. ბიუროს უფლება აქვს, დაკისრებული ამოცანების ეფექტიანად განხორციელებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მიიწვიოს შესაბამისი დარ­გის ექსპერტები და სპეციალისტები. მუხლი 4🔗. ბიუროს ხელმძღვანელობა 1. ბიუროს უფროსს თანამდებობაზე 5 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. ბიუროს უფროსი: ა) მართავს და ზედამხედველობს ბიუროს საქმიანობას, წარმოადგენს ბიუროს მესამე პირებთან ურთიერთობაში და პასუხისმგებელია ბიუროს საქმიანობაზე; ბ) შეიმუშავებს და საჯარო სამსახურის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ბიუროს წლიურ სამუშაო გეგმას; გ)  საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საჯარო სამსახურის საბჭოს წარუდგენს ბიუროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს; დ) შეიმუშავებს ბიუროს დებულებისა და საშტატო ნუსხის პროექტებს და დასამტკიცებლად წარმოუდგენს საქართველოს მთავ­რო­ბას; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიმუშავებს ბიუროს ბიუჯე­ტის პროექტს; ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს საშ­ტატო ნუსხით გათვალისწინებულ ბიუროს თანამშრომლებს, შრომით ხელ­შეკ­რულებებს დებს ბიუროს სხვა თანამშრომლებთან, უნაწილებს ფუნქციებს ბიუროს თანამშრომლებს; ზ) ამტკიცებს ბიუროს შინაგანაწესსა და ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს; თ) ზედამხედველობს ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; ი) საჭიროების შემთხვევაში, ახდენს თავისი უფლებამოსილების დე­ლეგ­ირებას ბიუროს თანამშრომელზე; კ) იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში; ლ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების სტანდარტებს; მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჭიროების შემთხვევაში, ბიუროს თანამშრომლებისათვის განსაზღვრავს სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებებსა და შეღავათებს; ნ) ხელს უწყობს  ბიუროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას; ო) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფ­ლე­ბა­მოსილებებს. 3. ბიუროს უფროსი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე გამოსცემს განკარგულებებსა და ბრძანებებს, გასცემს რეკომენდაციებს. 4. ბიუროს უფროსის განკარგულება გამოიცემა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის შემთხვევაში  „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ასევე ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ − „ე​​2“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანამდებობის პირის მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის ან შესაბამისი ცნობის წარდგენისთვის თავის არიდების შემთხვევაში. 5. ბიუროს უფროსის რეკომენდაციები გაიცემა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“, „გ“ – „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით. 6. ბიუროს უფროსის ბრძანება გამოიცემა ბიუროს უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. 7. ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს უფროსი. 8.  ბიუროს უფროსის მოადგილეების ფუნქციებს განსაზღვრავს ბიუროს უფროსი. 9. ბიუროს უფროსის არყოფნისას მისი მოვალეობის შესრულება ეკისრება ბიუროს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოადგილეს. მუხლი 5🔗. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფები ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი; ბ) დეკლარირების უზრუნველყოფის დეპარტამენტი; გ) დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტი; დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ე) ანალიტიკური დეპარტამენტი. მუხლი 6🔗. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები 1. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები განისაზღვრება დებულებებით, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ბიუროს უფროსი. 2. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი: ა) ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს შორის; ბ) აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ განხორციელებულ უფლებამოსილებათა კონტროლს; დ) ბიუროს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ზომების გამოყენების შესახებ. მუხლი 7🔗. ბიუროს დაფინანსება 1. ბიუროს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობ­რივი სახსრები; ბ) შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღ­ე­ბუ­ლი შემოსავლები; დ) გრანტები;                                                       ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლე­ბი. 2. დასახული მიზნების შესასრულებლად ბიურო უფლებამოსილია, განა­ხორციელოს ეკონომიკური საქმიანობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლი­ა­ნად ხმარდება ბიუროს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი გამოყენება რაიმე სხვა მიზნით დაუშვებელია. მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი ბიუროს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მუხლი 9🔗. ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართვე­ლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 10🔗. ბიუროს დებულებაში ცვლილების შეტანა ბიუროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა  ხორ­ციე­ლდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.