⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.08.2010)
გაუქმებულია:

ტყეკაფის გამოყოფის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 28.03.2002
ძალის დაკარგვა 24.08.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნომერი №10/93
სარეგისტრაციო კოდი 390.050.000.12.212.005.222
გამოქვეყნების წყარო სსმ, 32, 05/04/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,345 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2002 მიღება
24.08.2010 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 2
12 13
ტყის კატეგო- რია კვარტლის ნომერი
ფართობი, ჰა მარაგი, კმბ
სულ მ.შ.
ტყეთმოწყობით ფაქტობრივი
ხის N მერქნიანი სახეობა
სამასალე ნახევრად სამსალე
მაჩვენებლები ფართობი
საერთო საექსპლუატაციო
რაოდენობა მარაგი, კბ
სოჭი სულ
№ № მერქნიანი სახეობა
შეშა ფიჩხი
მსხვილი საშუალო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ტყეკაფის გამოყოფის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 59.15pt 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 390.050.000.12.212.005.222 საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება №10/93 2002 წლის 28 მარტი ქ. თბილისი „ტყეკაფის გამოყოფის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ტყის კოდექსის“ XV თავის 74-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის და XXXV თავის 116-ე მუხლის „დ.კ“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს დებულება „ტყეკაფის გამოყოფის წესის შესახებ“. 2. დაევალოს ტყის აღრიცხვისა და ტყითსარგებლობის სამმართველოს (ბატონი ი. ბაბუხადია) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია და გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ დადგენილი წესის შესაბამისად. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ჯაფარიძე დებულება „ტყეკაფის გამოყოფის წესის შესახებ“ თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 „ტყეკაფის გამოყოფის წესის შესახებ“ დებულება (შემდგომ – დებულება) შემუშავებულია საქართველოს ტყის კოდექსის საფუძველზე. ეს დებულება გამოიყენება ტყეკაფის ფონდის ფარგლებში ხე-ტყის დამზადებისას და სავალდებულოა შესასრულებლად სატყეო ორგანიზაციისათვის, აგრეთვე ყველა იმ ორგანიზაციისათვის, იურიდიული და ფიზიკური პირისათვის, რომლებიც ტყის მეურნეობას უძღვებიან.     მუხლი 2🔗 ტყეკაფი გამოიყოფა ხე-ტყის დასამზადებლად 1. მთავარი სარგებლობის (პირწმინდა, თანდათანობითი, ჯგუფურ-ამორჩევითი, ნებით-ამორჩევითი) ჭრით; 2. მოვლითი (განათებითი, გაწმენდითი, გამოხშირვითი, გავლითი, სანიტარიული, სარეკონსტრუქციო) ჭრით; 3. სპეციალური ჭრით.     მუხლი 3🔗 „დებულების“ დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სატყეო ორგანიზაციის დირექტორს. თავი II მოსაჭრელი ხე-ტყის აღრიცხვის სახეები     მუხლი 4🔗 ტყეკაფზე მოსაჭრელი ხე-ტყის ოდენობის (მოცულობის დადგენა წარმოებს; 1. ფართობის მიხედვით – პირწმინდა ჭრის განხორციელების დროს; 2. ჭრაში დანიშნული ხეების მოცულობის მიხედვით (ძირობრივად) – თანდათანობითი, ჯგუფურ-ამორჩევითი, ნებით-ამორჩევითი, გავლითი, სანიტარიული, სარეკონსტრუქციო, სპეციალური, აგრეთვე გაწმენდითი და გამოხშირვითი (როდესაც მოსაჭრელი ხეების 75%-ზე მეტს აქვს 10 სმ – ზე მეტი ტაქსაციური დიამეტრი) ჭრების განხორციელების დროს; 3. მოჭრილი ხეების მასის მიხედვით – განათებითი, აგრეთვე გაწმენდითი, გამოხშირვითი (როდესაც მოსაჭრელი ხეების 75%-მდე რაოდენობის ტაქსაციური დიამეტრი 10 სმ-ზე ნაკლებია) ჭრების განხორციელების დროს. ამ შემთხვევაში ტყის სარგებლობის ბილეთში წინასწარ აღინიშნება დასამზადებლად გათვალისწინებული ხე-ტყის მოცულობის დაახლოებითი ოდენობა სანიმუშო ფართობების ან თვალზომიერი ტაქსაციის მონაცემების მიხედვით. დამზადებული ხე-ტყის ოდენობა შემდგომში ზუსტდება აზომვით. აღრიცხვის აღნიშნული სახე გამოიყენება თოვლისაგან და ქარისაგან მასიურად დაზიანებულ კორომებში და ნახანძრალებში, სადაც ხეების წინასწარი აღრიცხვა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.     მუხლი 5🔗 ყველა სახის აღრიცხვისას მოსაჭრელად გათვალისწინებული ხე-ტყისა და დამზადებული მერქნის ოდენობა განისაზღვრება მკვრივ კუბურ მეტრებში.     მუხლი 6🔗 ტყის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადებისას დადგენილია ზომის შემდეგი ერთეულები: 1. ხე-ტყის დამზადების ნარჩენებისა და ფიჩხის წყობით –კუბურ მეტრებში; 2. წვრილი სორტიმენტებისა და საახალწლო ნაძვის ხეებისა – ცალობით. თავი III ტყეკაფების გამოყოფის მოსამზადებელი სამუშაოები     მუხლი 7🔗 ტყეკაფების გამოყოფამდე სატყეო ორგანიზაციამ უნდა განახორციელოს შემდეგი მოსამზადებელი სამუშაოები: 1. ტყეთმოწყობის, ტყის ფონდის აღრიცხვის და სხვა მასალების მონაცემების ანალიზი; 2. სამუშაოს მოცულობის დადგენა და ისეთი ფართობების გამოვლენა, რომლებიც საჭიროებენ ჭრების განხორციელებას პირველ რიგში (გადაბერებული და დაზიანებული კორომები, ნაკლჭრის და წინა წლის აუთვისებელი ტყეკაფები, აგრეთვე კორომები, რომლებიც ექვემდებარებიან გაწმენდას სპეციალური სარგებლობის მიზნით გადასაცემად); 3. ტყეკაფის გამოყოფის გეგმის შედგენა სატყეოების, ჭრის სახეების და მერქნიანი სახეობების მიხედვით; ტყეკაფის გამოყოფის გეგმას, შესაბამისად მოქმედი ნორმატიული დოკუმენტებისა და ჭრის გეგმისა, ადგენს სატყეოს უფროსი და ამტკიცებს სატყეო ორგანიზაციის დირექტორი ან მთავარი მეტყევე (დანართი 1).     მუხლი 8🔗 ტყეკაფის გამოყოფის სამუშაოების დაწყებამდე ნატურაში (ადგილზე) უნდა განხორციელდეს ტყეკაფის ტაქსაციური მონაცემების დაზუსტების სამუშაოები სათანადო აქტის შედგენით (დანართი 2).     მუხლი 9🔗 თუ ტყეკაფის გამოყოფისას გამოვლინდა არსებითი განსხვავებები ტყეთმოწყობის მონაცემებთან შედარებით (კორომის სიხშირე, ხნოვანება, გაბატონებული მერქნიანი სახეობა, მოზარდის რაოდენობა, ფერდობის დაქანება), რის გამოც კორომში არ შეიძლება დაინიშნოს ჭრა, ამ კორომში ტყეკაფი არ გამოიყოფა, შედგება სათანადო აქტი და ეცნობება საქართველოს სატყეო მეურნეობის და დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტებს, ხოლო სატაქსაციო აღწერაში შეიტანება შესაბამისი შესწორება.     მუხლი 10🔗 ტყეკაფი გამოიყოფა ჭრის დაწყების წინა წელს; სპეციალური და სანიტარიული ჭრისათვის, ქარქცეული, თოვლქცეული და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ხეების მოჭრისათვის ტყეკაფის გამოყოფა დასაშვებია ჭრის განხორციელების წელს.     მუხლი 11🔗 ნატურაში ტარდება ტყეკაფების გამიჯვნა, ამ სამუშაოებს მიეკუთვნება: 1. ვიზირების (სირონების) გაჭრა პირწმინდა ჭრების განხორციელებისას, გარდა იმ გვერდებისა, რომლებიც შემოსაზღვრულია მკვეთრად გამოხატული მიჯნებით (საკვარტალე სირონები, გზები, მდინარეები, უტყეო სივრცეები, არხები და სხვა); 2. ხაზების (საზღვრების) გაზომვა (პირწმინდა ჭრების განხორციელებისას), აგრეთვე მათ შორის კუთხეების გაზომვა, ტყეკაფის მიბმა მყარ ორიენტირებთან; 3. ბოძების დასმა (თანახმად მოქმედი სტანდარტისა) პირწმინდა ჭრების განხორციელებისას ტყეკაფის კუთხეებში, სხვა შემთხვევისას – ტყეკაფის პერიმეტრის მკვეთრად გამოხატულ ადგილებში.     მუხლი 12🔗 ბარის ტყეებში ტყეკაფები გამოიყოფა სწორკუთხოვანი ფორმის. 5 ჰა-მდე სიდიდის არაწესიერი ფორმის სატაქსაციო უბანი ჭრაში ინიშნება მთლიანად. მთის ტყეებში ტყეკაფი გამოიყოფა სატაქსაციო უბნის ფარგლებში.     მუხლი 13🔗 ტყეკაფის გამოყოფისას ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს: ხაზების გაზომვისას – 1 მეტრს 300 მეტრზე, ხოლო კუთხეების გაზომვისას – 30 სეკუნდს.     მუხლი 14🔗 საჭიროების შემთხვევაში ტყეკაფი დაიყოფა ნაკვეთებად (როცა ერთი ტყეკაფიდან ხე-ტყე გაიცემა რამდენიმე მოსარგებლეზე).     მუხლი 15🔗 პირწმინდა ჭრებისათვის ტყეკაფის გამოყოფის დროს აღირიცხება სათესლე ხეები, რომლებიც ჭრას არ ექვემდებარება. სათესლე ხეებზე 1,5 მ სიმაღლეზე საღებავით კეთდება მონიშვნა. აღნიშნული ხეების მოცულობა ტყეკაფზე მოსაჭრელ მარაგში არ შედის, ამის შესახებ აღნიშვნა კეთდება ტყით სარგებლობის ბილეთში. აქვე კეთდება ჩამონათვალი იმ მერქნიანი სახეობებისა, რომლებიც ჭრას არ ექვემდებარება. ჯგუფურ-ამორჩევითი ჭრისათვის ხეების ჭრაში დანიშვნამდე ტერიტორიაზე ფანჯრების თანაბრად განაწილების მიზნით ხდება ნატურაში ფანჯრების ცენტრების მონიშვნა. ფანჯრების ცენტრები მოინიშნება სირონებზე (ვიზირზე), რომლებიც ადგილზე გატარდება ტყეკაფის გრძელი (მთიან პირობებში ზედა) გვერდის პარალელურად. სირონებსა და სირონებზე ფანჯრებს შორის მანძილი შეიძლება იყოს 30, 35, 40, 45, 50 მ მერქნიანი სახეობების, ფერდობთა ექსპოზიციის, დაქანების და მოზარდის მდგომარეობის გათვალისწინებით. ჭრის განხორციელების დროს ფანჯრების გაგანიერების ვადები და რგოლის სიგანე შეირჩევა ჭრის წესის მიხედვით ჭრის განმეორების ჯერადობის შესაბამისად, იმ ვარაუდით, რომ საბოლოო ჯერის დროს მოიჭრება ტყეკაფეზე დარჩენილი 20 სმ-ზე მეტი დიამეტრის ყველა ხე.     მუხლი 16🔗 ტყეკაფის გამოყოფისას კეთდება საველე აბრისი (ნახაზი), 1:10000 მასშტაბის, რომელიც დაიტანება: 1. ტყეკაფის კონტური კვარტლის ტერიტორიაზე, მის მყარ ორიენტირებთან მიბმით. 2. ტყეკაფის ტერიტორიაზე არსებული გზები, ბილიკები, სირონები (თუ ასეთი არსებობს) და ჯგუფურ ამორჩევითი ჭრებისათვის ჭრაში დანიშნული ფანჯრების ცენტრები. 3. სასაზღვრო და სხვა ხაზების რუმბები. 1. ტყეკაფის ბოძების დასმის ადგილი. 2. სანიმუშო ფართობები.     მუხლი 17🔗 ტყეკაფის ფართობის ადგილზე განსაზღვრის (შემოსაზღვრის) შემდეგ ტარდება ხეების ჭრაში დანიშვნა და აზომვა. თავი IV ხეების ჭრაში დანიშვნა და მათი აღრიცხვა     მუხლი 18🔗 პირწმინდა, განათებითი, აგრეთვე გაწმენდითი და გამოხშირვითი ჭრის (როცა 10 სმ-ზე ნაკლები ტაქსაციური დიამეტრის მქონე ხეები შეადგენენ 75%-ზე მეტს), გარდა ყველა სახის ჭრის განსახორციელებლად ტარდება ხეების წინასწარი შერჩევა. 8სმ-ზე მეტი დიამეტრის ხეები იდამღება ფესვის ყელთან და მდგრადი საღებავით ეწერება რიგითი ნომერი. ტყეკაფზე ჭრაში შერჩეულ ხეების თანაბარი გადაადგილებისა და ადვილად გამორჩევის მიზნით თვალის სიმაღლეზე ხეებზე კეთდება მონიშვნა – ქერქის ფენის ჩამოთლით. ხე-ტყის ძირობრივად გაცემისას ხეების აღრიცხვა წარმოებს მკერდის სიმაღლეზე (1,3მ) მათი ტაქსაციური დიამეტრის გაზომვით (ოთხსანტიმეტრიანი სიმსხოს საფეხურებით) მერქნიანი სახეობების და მათი ტექნიკური ვარგისიანობის კატეგორიების მიხედვით. აღრიცხვა ტარდება მთელ ფართობზე (ლიტერში).     მუხლი 19🔗 ტექნიკური ვარგისიანობის (ხარისხის) მიხედვით ხეები იყოფა სამ კატეგორიად: 1. სამასალე - ხეები, რომელთა საქმიანი (სწორი და ჯანსაღი ღერო განტოტვამდე) ნაწილის საერთო სიგრძე ხის ძირის ნაწილში შეადგენს ხის საერთო სიმაღლის ნახევარს და მეტს. ღეროს ქვედა ნაწილში დაზიანებული ხეები, თუ დაზიანება არ ვრცელდება ფესვის ყელიდან 2,5 მეტრზე ზევით, მიეკუთვნება სამასალე კატეგორიას, როცა საქმიანი ნაწილის სიგრძე რჩება არანაკლებ ხის სიმაღლის ნახევრისა. 2. ნახევრად სამასალე – ხეები, რომლებიც ხასიათდებიან 2,5 მეტრიდან ხის სიმაღლის ნახევრამდე სიგრძის საქმიანი ნაწილით; 3. საშეშე – ხეები, რომლებიც ხასიათდებიან 2,5 მეტრზე ნაკლები სიგრძის საქმიანი ნაწილით.     მუხლი 20🔗 ტყეკაფზე ჭრაში დანიშნული ხეების მარაგის განსაზღვრისათვის დგინდება სიმაღლის თანრიგი თითოეული მერქნიანი სახეობისათვის, თუ მისი მარაგი აღემატება მოსაჭრელი მარაგის 10%-ს. ცალ-ცალკე უნდა გაიზომოს სიმსხოს საშუალო საფეხურიდან (დასაშვებია გრადაცია ორ საფეხურში) არანაკლებ 3 ძირი ხის სიმაღლე. სიმაღლის დადგენა უნდა მოხდეს სამოდელო ხეების მოჭრით, ან სიმაღლმზომის საშუალებით. მოსაჭრელი ხეების სიმაღლისა და ტაქსაციური დიამეტრების თანაფარდობით სათანადო ცხრილების გამოყენებით განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების სიმაღლის თანრიგი თითოეული სიმსხოს საფეხურისათვის და დგინდება ტყეკაფის საშუალო თანრიგი მერქნიანი სახეობების მიხედვით. თავი V ტყეკაფების ტაქსაცია და მატერიალურ-ფულადი შეფასება     მუხლი 21🔗 ჭრაში შერჩეული ხეების ტაქსაციური დიამეტრები ტექნიკური ვარგისიანობის კატეგორიების მიხედვით აღირიცხება მერქნიანი სახეობების და სიმაღლის თანრიგების გათვალისწინებით, შეიტანება ტყეკაფის აღრიცხვის უწყისში (დანართი 3) თითოეული ტყეკაფის მიხედვით (სანიტარიული ჭრის დროს დასაშვებია კვარტალის ფარგლებში).     მუხლი 22🔗 პირწმინდა ჭრის, აგრეთვე განათება-გაწმენდის განხორციელებისას (ცალკეულ შემთხვევაში გამოხშირვის დროს), მოსაჭრელი მერქნის ოდენობის წინასწარ დასადგენად გამოიყოფა სანიმუშო ფართობები ტყეკაფის საერთო ფართობის არანაკლებ 3%-სა. სანიმუშო ფართობები ნატურაში გაიმიჯნება და უკეთდება სათანადო წარწერები (სტანდარტების მიხედვით). სანიმუშო ფართობზე მიღებული მონაცემები გადაიყვანება ტყეკაფის მთელ ფართობზე.     მუხლი 23🔗 ტყეკაფების მატერიალური შეფასებისას განისაზღვრება საერთო მარაგი მისი სამასალე და საშეშე მერქნის გამოსავლიანობით. სამასალე მერქანი ნაწილდება სიმსხოს კატეგორიების მიხედვით (მსხვილი, საშუალო, წვრილი). მატერიალური შეფასების მონაცემების და კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი რესურსის ღირებულების საფუძველზე ხდება ტყეკაფის ფულადი შეფასება.     მუხლი 24🔗 მატერიალურ-ფულადი შეფასების უწყისებში მოცულობები სიმსხოს საფეხურების მიხედვით გამოითვლება 0,01 კბმ სიზუსტით, ხოლო საერთო ჯამები მრგვალდება მთელ კბმ-მდე. ზეზეური ხის და ტყის მეორეხარისხოვანი მასალების ფულადი შეფასება გამოიხატება ერთი თეთრის სიზუსტით.     მუხლი 25🔗 ჭრაში დანიშნული ხეების რაოდენობა მერქნიანი სახეობების, სიმსხოს საფეხურებისა და ტექნიკური ვარგისიანობის კატეგორიების მიხედვით აღრიცხვის უწყისიდან გადაიტანება მატერიალურ-ფულადი შეფასების უწყისში; ამასთან, ნახევრად სამასალე ხეები განაწილდება თანაბრად სამასალე და საშეშე ხეებად. თუ მათი რაოდენობა კენტია, ერთი ხე სიმსხოს საფეხურების მიხედვით მორიგეობით დაემატება ხან სამასალე და ხან საშეშე ხეთა რაოდენობას, ხოლო დანარჩენი განაწილდება თანაბრად მათ შორის.     მუხლი 26🔗 თითოეული ტყეკაფისათვის საერთო მარაგი, მერქნის ლიკვიდური მოცულობა, საქმიანი და საშეშე მერქნის გამოსავლიანობა სიმსხოს საფეხურებში და მერქნიანი სახეობის მიხედვით განისაზღვრება შესაბამისი თანრიგის არსებული წესებით დადგენილი სასორტიმენტო ცხრილებით. თავი VI ტყეკაფის გამოყოფისა და ტაქსაციის სამუშაოების შემოწმება     მუხლი 27🔗 ტყეკაფების გამყოფის და ტაქსაციის სამუშაოების შემოწმება ხდება როგორც შესრულების პროცესში, ისე მისი დამთავრების შემდეგ, რითაც დგინდება: 1. გამოყოფილი ტყეკაფის შესატყვისობა მერქნიანი სახეობების მიხედვით მერქნით სარგებლობის დადგენილ ოდენობასთან; 2. მოქმედი ჭრის წესების დაცვა; 3. ნატურაში ჩატარებული სამუშაოებისა და ტექნიკური გაფორმების ხარისხი.     მუხლი 28🔗 სატყეო მეურნეობის მიერ ნატურაში უნდა შემოწმდეს სატყეოების მიერ შესრულებული ტყეკაფების გამოყოფისა და ტაქსაციის სამუშაოები არანაკლებ 25%-სა. სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი პერიოდულად ახორციელებს ტყეკაფების გამოყოფის, ტაქსაციის სამუშაოებისა და ტექნიკური გაფორმების კონტროლს. შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი (დანართი 4).     მუხლი 29🔗 ტყეკაფის გამოყოფისა და ტაქსაციის სამუშაოები ჩაითვლება არადამაკმაყოფილებლად, როცა: ტყეკაფები გამოყოფილია მოქმედი ჭრის წესების დარღვევით; 2. მატერიალური შეფასების უწყისში ცალკეული მერქნიანი სახეობების მონაცემებში ცდომილება 10%-ზე მეტია; 3. ტყეკაფის საექსპლუატაციო ფართობის განსაზღვრისას ცდომილება 5%-ს აღემატება; 4. ნატურაში გამოყოფილი ტყეკაფები არადამაკმაყოფილებლად არის გაფორმებული (საზღვრების უზუსტობა).     მუხლი 30🔗 მატერიალურ-ფულადი შეფასების უწყისში არითმეტიკული შეცდომების აღმოჩენის ან სანიხრე თანრიგის არასწორად დადგენის შემთხვევაში მასალებში შეიტანება საჭირო შესწორებები, ხოლო სიმაღლის თანრიგის არასწორად დადგენის შემთხვევაში, შესაბამისი საველე სამუშაოები განხორციელდება ხელახლა. თავი VII ტყეკაფის ფონდის დოკუმენტაცია     მუხლი 31🔗 ამ დებულების შესაბამისად შედგენილი ტყეკაფების საველე აბრისები, ხე-ტყის აღრიცხვისა და მატერიალურ-ფულადი შეფასების უწყისების ერთი ეგზემპლარი ინახება სატყეოში, მეორე – სატყეო მეურნეობაში. უწყისები შეიძლება შევსებულ იქნეს გადასაღები ქაღალდის გამოყენებით.     მუხლი 32🔗 შემდგომი წლისათვის გამოყოფილი ტყეკაფების ჯუმლი უწყისის მონაცემებს (დანართი 5) სატყეო მეურნეობები წარუდგენენ სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტს, არა უგვიანეს 1 ოქტომბრისა.                                    დანართი 1 ტყეკაფის ფონდის გამოყოფის ყოველწლიური გეგმა სატყეო მეურნეობა ................................... სატყეო ........................... ტყის კატეგო- რია კვარტლის ნომერი უბნის (ლიტერი) ნომერი მერქნიიანი სახეობა ჭრის სახე ექვემდებარება გამოყოფას შენიშვნა ფართობი, ჰა მარაგი სულ მ.შ.ლიკვიდი 1 2 3 4 5 6 7 8 9 დანართი 2 ტყეკაფის გამოყოფამდე ადგილმდებარეობის დათვალიერების აქტი სატყეო მეურნეობა ....................... სატყეო ...................... ჭრის სახე ................................ სატაქსაციო უბნის მონაცემები: შემადგენლობა                 ექსპოზიცია                         დაქანება ტყეთმოწყობით..................................................................................................... ფაქტობრივი ..................................................................................................... ფართობი, ჰა მარაგი, კმბ სიხშირე ბნოვანება ტყეთმოწყობით ფაქტობრივი ტყეთმოწყობით ფაქტობრივი ტყეთმოწყობით ფაქტობრივი ტყეთმოწყობით ფაქტობრივი 1 2 3 4 5 6 7 8 აღმონაცენ-მოზარდის რაოდენობა .............................................................. ტყეთმოწყობით ............................................................... ............................ ფაქტობრივი ............................................................... .................................. რეკომენდაცია (რეკომენდაციაში აღინიშნება აგრეთვე ინფორმაცია მოსაწყობი გზების შესახებ) ................................................................................. .................................. .............................................................................................. .................................. სატყეოს უფროსი ....................................... თანაშემწე ....................................... ტყის მცველი ....................................... წარედგინება სატყეო მეურნეობის დირექციას ტყეკაფის გამოყოფამდე და დირექტორის შესაბამისი მითითების შემდეგ განხორციელდება ტყეკაფის გამოყოფა. დანართი 3 მოსაჭრელი ხე-ტყის აღრიცხვის უწყისი ............................. სატყეო მეურნეობა .......................... სატყეო კვ. № ......... უბანი № ................ ფართობი ..............ჰა, სიმაღლის თანრიგი ................ჭრის სახე .......... აღრიცხვის მეთოდი ....... ხის N მერქნიანი სახეობა დიამეტრი არაში დანიშვნის მიზეზი ხის კატეგორია (აღინიშნება ”+“ – ით) ხის ღეროს მოცულობა, კბმ გარდა ამისა ლიკვიდური მერქანი ვარჯიდან, კბმ შენიშვნა სამასალე ნახევრად სამასალე საშეშე სულ მასალა შეშა ნარჩენი შეშა ფიჩხი სულ მ.შ. სულ მსხვილი საშუალო წვრილი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 შენიშვნა: მე –18 გრაფაში ”+“ ნიშნით აღნიშნება მომხმარებელზე ხე-ტყის გაცემა. დანართი 4 გამოყოფილი ტყეკაფის ჭრის დაწყებამდე შემოწმების აქტი სატყეო მეურნეობა............. სატყეო .................კვარტალი № ......... უბანი № ჭრის სახე ................. ტყეკაფი გამიჯნულია (არ არის გამიჯნული) ............აღრიცხვის სახე ..........ტყეკაფის პირველადი სიხშირე .......... შემოწმებით გამოვლენილი ფაქტობრივი სიხშირე ................................... ტყეკაფის გამოყოფისას დადგენილი სიმაღლის თანრიგი .......................... ტყეკაფის შემოწმებით დადგენილი სიმაღლის თანრიგი ............. ტყეკაფის მასალებში მითითებული სანიხრე თანრიგი ....................... ფაქტობრივი სანიხრე თანრიგი ........................ მატერიალური შეფასება: მაჩვენებლები ფართობი მოსაჭრელ ხეთა რაოდენობა და მარაგი მერქნიანი სახეობების მიხედვით საერთო საექსპლუატაციო წიფელი რაოდენობა მარაგი, კბმ სამასალე საშეშე ნახევრად სამასალე სულ მასალა შეშა ფიჩხი სულ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 გამოყოფის მასალები შემოწმების მასალები სხვაობა გაგრძელება სოჭი სულ რაოდენობა მარაგი, კბ რაოდენობა მარაგი, კბმ სამასალე საშეშე ნახევრად სამასალე სულ მასალა შეშა ფიჩხი სულ სამასალე საშეშე ნახევრად სამასალე სულ მასალა შეშა ფიჩხი სულ 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 დასკვნები, რეკომენდაციები: შემმოწმებლის ხელმოწერა თანამდებობის ჩვენებით დანართი 5 ტყეკაფის აღრიცხვა – შეფასების ჯუმლი უწყისი ............ სატყეო მეურნეობა ............სატყეო კვ.............უბანი (ლიტერი) ......... ფართობი ............ჰა ჭრის სახე ...............ჭრის წელი 200             კორომის შემადგენლობა ............. სიხშირე .............. სიმაღლის თანრიგი ............. სანიხრე თანრიგი ............. მანძილი სამანქანე გზამდე ...............კმ № № მერქნიანი სახეობა სიმ-სხოს საფეხურები ხეთა რაოდენობა გასაცემი მერქნის მოცულობა, კბმ სამასალე ნახევრად სამსალე საშეშე სულ მასალა შეშა სულ ლიკვიდი გარდა ამისა ვარჯიდან სულ სულ მ.შ. შეშა ფიჩხი მსხვილი საშუალო წვრილი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16