„ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ნოებრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.125.016405
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/01/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2022 წლის 14 იანვარი

ქ. ტყიბული

 

 

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ნოებრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა:

მუხლი 1
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ნოებრის №22 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-ში (www. Matsne.gov.ge, 01.12.2017 წ, 010250040.35.125.016243) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1.  დანართის მე-18  მუხლის მე-3  პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის  მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არცერთი მოადგილე არ არის არჩეული ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების საკითხი რეგულირდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

2. დანართის  51-ე  მუხლის მე-4  პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ინფორმირებას უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ნოებრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.01.2022.
როდის იქნა მიღებული „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ნოებრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ნოებრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 14.01.2022. მიმღები ორგანო — ტყიბულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 010250040.35.125.016405.
რამდენი მუხლისგან შედგება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ნოებრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ნოებრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ნოებრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.01.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 ნოებრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1, 14.01.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.125.016405 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.01.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5354408/