📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.01.2022
ძალის დაკარგვა 01.01.2023
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.125.016407
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/01/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,269 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.01.2022 მიღება
01.01.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2022 წლის 14 იანვარი ქ. ტყიბული ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №19 დადგენილების მე-17 მუხლის საფუძველზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“  დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტიდან განსახორცილებელი მუნიციპალური სოციალური პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 დეკემბრის №75 დადგენილება (www.matsne.gov.geб 01/01/2019; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.125.016341)ю მუხლი 3🔗 კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას (გ. ჩიხლაძე). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე დანართი 1 ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი ეს წესი განსაზღვრავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან გასაცემი სოციალური დახმარების სახეობებსა და ოდენობას, მოსარგებლეთა (ბენეფიციართა) კატეგორიებსა და მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენ დოკუმენტაციას. ამ პროცესებზე სამეჯმენტო კონტროლს უზრუნველყოფს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური. თავი I მუნიციპალური სოციალური პროგრამის მიმოხილვა, დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები, მათზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის და დახმარების მისაღებად წარმოსადგენი საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 1🔗.  სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების  პროგრამა პროგრამა ითვალისწინებს: 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური და ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსებას: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 100 001 ქულამდე- პაციენტის გადასახდელი თანხის – 70 %;  ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა  ერთიანი ბაზიდან 100 001 ქულიდან 200 000-მდე – პაციენტის გადასახდელი თანხის – 50%; გ) ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტისას და ოჯახი, რომელიც არ იძებნება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში – პაციენტის გადასახდელი თანხის – 40%; 1.1. თანადაფინანსება განისაზღვრება  არანაკლებ 100 (ასი)  და  არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი)  ლარისა; 1.2.გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური და ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსება ბენეფიციარებს გაეწევათ წელიწადში ერთჯერ. 1.3. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №100; გ)კალკულაცია; დ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი გეგმიური ქირურგიული ოპერაცია); ე) დაბადების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში); ვ) შესრულებული ქირურგიული ოპერაციისას ცნობა ან სხვა დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება) სამედიცინო დაწესებულებიდან გადასახდელი დავალიანების (გადავადების) თაობაზე; ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. 1.4. არ ფინანსდება: ა) საზღვარგარეთ გაწეული ქირურგიული ოპერაციის ხარჯები; ბ) ესთეტიკური ქირურგია კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული; გ) კერძო სადაზღვევო კომპანიაში დაზღვეული მოქალაქეების ქირურგიული ოპერაცია; დ) პაციენტის მიერ გადახდილი თანხა. 2. სამედიცინო კვლევის თანადაფინანსებას 2.1 თანადაფინანსება განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის  50%-ით,  მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა. 2.2. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: ა)პირადობის მოწმობის ასლი; ბ)დაბადების მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში); გ)კალკულაცია; დ)სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №100. 2.3. არ ფინანსდება პაციენტის მიერ გადახდილი თანხა. 3. 0-5 წლამდე  ბავშვებისა  და ასაკის პენსიონერების გადაუდებელი  სტაციონალური მომსახურების – პაციენტის გადასახდელი თანხის სრულ გადახდას. 3.1.დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: ა)პირადობის მოწმობის ასლი; ბ)დაბადების მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში); გ)კალკულაცია; დ)სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №100. 3.2. არ ფინანსდება პაციენტის მიერ გადახდილი თანხა. 4. ონკოლოგიურ პაციენტებზე კტ, მრტ და ბიოფსიის დაფინანსებას. 4.1 თანადაფინანსება განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხის  50%-ით,  მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. 4.2. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ)კალკულაცია; გ)სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №100; დ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (არსებობის შემთხვევაში). 4.3. არ ფინანსდება პაციენტის მიერ გადახდილი თანხა. 5. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის, შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის (ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა) შესაბამისად სამკურნალო და საოპერაციო თანადაფინანსებას. 5.1. თანადაფინანსება განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ გადასახდელი თანხით. 6. სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამით სარგებლობის დროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია ბენეფიციარზე სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად გასცემს ადმინისტრაციულ დაპირებას, რომლის გამოყენების ვადა განისაზღვრება გაცემიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით. 7. დაფინანსების გადარიცხვისთვის სამედიცინო დაწესებულებამ შესრულებული სამუშაო უნდა წარმოადგინოს სამედიცინო ჩარევის ჩატარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. მუხლი 2🔗. კომუნალური გადასახადები პროგრამით ისარგებლებენ: 1. 2006 წლიდან შპს „საქნახშირი“ შახტაში დაღუპულთა და დაშავებულთა (რომლებსაც ტრავმის შედეგად მიენიჭათ შშმ პირის სტატუსი) ოჯახები თვეში 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით, წელიწადში 6 თვის განმავლობაში (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, ნოემბერი და დეკემბერი); 1.1. კომუნალური გადასახადის გადახდა განხორციელდება ჯანმრთელობის,  სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის  სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზებიდან. 2. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  მხედველობით პირველი ჯგუფის შშმ პირები ყოველთვიურად 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით; 2.1. კომუნალური გადასახადის გადახდა განხორციელდება ჯანმრთელობის,  სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის არსებული მონაცემთა ბაზებიდან. 2.2. მხედველობით პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსის მინიჭების შემდგომ ჯანმრთელობის,  სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის არსებულ მონაცემთა ბაზაში ჩასართავად დახმარების მთხოვნელმა უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) მხედველობით პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსის ცნობა; გ) აბონენტის ნომერი; დ) ცნობა საცხოვრებელი ადგილისა და ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, რომელთა ოჯახის სარეიტიგო ქულა 100 001 ქულამდეა, ყოველთვიურად 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით. 3.1. კომუნალური გადასახადის გადახდა განხორციელდება ჯანმრთელობის,  სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის  სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზებიდან. 3.2. პროგრამით მოსარგებლეებმა საბიუჯეტო წლის დასაწყისსა (იანვარი) და დასასრულში (დეკემბერი) ჯანმრთელობის,  სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის  სამსახურში უნდა წარმოადგინოს: ა) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; ბ) აბონენტის ნომერი. 4. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის, შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილ სამოქმედო გეგმაში (ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა) მითითებული ოჯახი, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, ყოველთვიურად არაუმეტეს  50 (ორმოცდაათი) ლარისა. მუხლი 3🔗. ომის ვეტერანთა ფულადი დახმარება პროგრამა ითვალისწინებს: 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ, უგზო-უკვლო დაკარგულ და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ მეომართა  და ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პირთა ოჯახების დახმარებას  აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით – თითოეულზე გაიცემა 200 (ორასი) ლარი; 2. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების გამო ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეების დახმარებას ჩერნობილის დღესთან დაკავშირებით (26 აპრილი) – თითოეულზე გაიცემა 200 (ორასი) ლარი; 3. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულის ოჯახის წევრის დახმარებას 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით – თოთოეულზე გაიცემა 400 (ოთხასი) ლარი და სასაჩუქრე კალათი. 4. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 1992-1993 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ, უგზო-უკვლო დაკარგულ და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ მეომართა ოჯახების დახმარებას 26 მაისის (საქართველოს დამოუკიდებლობის დღე) დღესასწაულთან დაკავშირებით – თითოეულზე გაიცემა 500 (ხუთასი) ლარი; 5. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარებას – თითოეულზე  გაიცემა 600 (ექვსასი) ლარი, აგვისტოს თვეში. 6. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ ვეტერანების დახმარებას, 17 ოქტომბერს, ვეტერანის დღესთან დაკავშირებით – თითოეულზე  გაიცემა 200 (ორასი) ლარი. 7. ფულადი დახმარება განხორციელდება ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურში არსებული მონაცემთა ბაზებიდან. მუხლი 4🔗. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა პროგრამის მოსარგებლენი არიან : 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი). 1.1. ფულადი დახმარება განისაზღვრება ყოველთვიურად  თითოეულ ბავშვზე  40 (ორმოცი)ლარი. 1.2.დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: ა) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები და რეგისტრაციის ბარათები; გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი;  დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ან ცნობა საცხოვრებელი ადგილის და ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 1.3. სავალდებულოა დახმარების მიმღები მრავალშვილიანი ოჯახი (ორივე მშობელი და ბავშვები) რეგისტრირებული და ფაქტობრივად  მცხოვრები იყოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 2. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მარტოხელა მშობელი.  2.1. ფულადი დახმარება განისაზღვრება ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით. 2.2. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: ა) ბავშვის ან ბავშვების დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლები; ბ) მარტოხელა მშობლის დამადასტურებელი ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან; გ) ბავშვის რეგისტრაციის ბარათი; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი; ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ან ცნობა საცხოვრებელი ადგილის და ოჯახის შემადგენლობის შესახებ. 3. ოჯახები შვილის შეძენის შემთხვევაში. 3.1. ფულადი დახმარება განისაზღვრება 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 3.2. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: ა) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; გ) არასრულწლოვნის რეგისტრაციის ბარათი; დ) ქალაქის და შესაბამისი სოფლის ამბულატორიის ოჯახის ექიმის ცნობა ბავშვის სამედიცინო აღრიცხვაზე აყვანის და ვაქცინაციის პირველი კურსის დასრულების შესახებ (სამედიცინო უკუჩვენების გათვალისწინებით); ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი. 3.3. სავალდებულოა ახალშობილი და ერთერთი მშობელი იყოს რეგისტრირებული ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მუხლი 5🔗. სოციალური სერვისები-უფასო სასადილო, სოციალური სამრეცხაო 1. სოციალური სერვისი – „უფასო სასადილო“ არის ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ტყიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ფაქტობრივად მცხოვრები  სოციალურად დაუცველი ხანდაზმულების, შშმ პირების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა, რომელიც აუცილებლობას წარმოადგენს მათი არსებობისათვის. 1.1.პროგრამით ისარგებლებენ: ა) ბენეფიციარები, რომლებიც აღრიცხულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 0-დან 65 001-მდეა; ბ) ბენეფიციარები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 001-ზე მეტია და მისი შემოსავალი ნაკლებია საარსებო მინიმუმზე მერი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის ბენეფიციარად რეგისტრაციის შესახებ. 2. ბენეფიციარად რეგისტრაციისთვის განცხადებასთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტაციაა: ა)პირადობის მოწმობის ასლი; ბ)ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. 3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე, თუ: ა) ბენეფიციარმა პირადი განცხადებით მომართა აღნიშნულის შესახებ; ბ) ბენეფიციარი თვის განმავლობაში ათი დღე არ სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით და აღნიშნული არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით; გ) ბენეფიციარი გარდაიცვალა. 4. უფასო კვება განხორციელდება არსებული სიის მიხედვით. 5. სოციალური სერვისი - „სოციალური სამრეცხაო“ მიზნად ისახავს უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მუხლი 6🔗. შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა ფულადი დახმარება და სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამა პროგრამით ისარგებლებენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული: 1. შშმ პირები (0-დან 18 წლამდე). 1.1. ფულადი დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად – თითოეულზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით; 1.2. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ) შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი. 1. ცერებრალური დამბლით დაავადებული (18 წლის ზევით). 3.1. ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვრება თითოეულზე 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 3.2. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ) შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი. 3. შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციარები სარეაბილიტაციო კურსის დასაფინანსებლად.  3.1. ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვრება თითოეულზე არაუმეტეს 1000 ( ერთი ათასი) ლარის ოდენობით. 3.2. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; დ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; ე) შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი; ვ) კალკულაცია. 3.3. სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების შემთხვევაში ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია ბენეფიციარზე სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად გასცემს ადმინისტრაციულ დაპირებას, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება გაცემიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით. 3.4. დაფინანსების გადარიცხვისთვის სამედიცინო დაწესებულებამ შესრულებული სამუშაო უნდა წარმოადგინოს სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. 4. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე  შედგენილი სამოქმედო გეგმის (ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა) შესაბამისად სარეაბილიტაციო კურსის საჭიროების მქონე ბავშვები. 4.1. დაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა (კალკულაციის გათვალისწინებით). მუხლი 7🔗. ჰემოდიალიზი-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა დახმარების პროგრამა პროგრამა გულისხმობს: 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული თირკმლის უკმარისობით დაავადებულთათვის სატრანსპორტო ხარჯის გამოყოფას პროგრამული დიალიზის ჩასატარებლად. 1.1. ფულადი დახმარება განისაზღვროს ყოველთვიურად 180 (ასოთხმოცი) ლარის ოდენობით. 1.2. დახმარების მისაღებად მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:  ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა N100; გ) საბანკო ანგარიშის ნომერი. 2. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქეების მედიკამენტებისთვის  ფულადი დახმარებას. 2.1. ფულადი დახმარება განისაზღვრება კვარტალში ერთხელ თითოეულზე 100(ასი) ლარით. 2.2. თანხის გაცემა მოხდება კვარტალის მეორე თვის 15 რიცხვამდე. მუხლი 8🔗. სასკოლო-საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფა პროგრამით ისარგებლებენ: 1. იძულებით გადაადგილებული პირების (რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე), შახტში დაღუპული და დაშავებულთა (ვისაც ტრავმის შედეგად მიენიჭათ შშმ პირის სტატუსი) და სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება  20 001 ქულას) პირველი-მეექვსე კლასის მოსწავლეები. 2. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის (ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა) შესაბამისად განსაზღვრული ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ სასკოლო-საკანცელარიო ნივთებით უზრუნველყოფას. მუხლი 9🔗. შინმოვლის პროგრამა პროგრამა ითვალისწინებს: 1. შინმოვლის პროგრამაში ჩართული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა და მარტო მცხოვრები ხანდაზმულებისთვის თბილი, უსაფრთხო და ღირსეული პირობების შექმნას, ბენეფიციარების ჰიგიენური და საცხოვრებელი პირობების მოწესრიგებას თვეში 4-ჯერ (სავალდებულო ვიზიტი კვირაში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში კვირაში 2-ჯერ)  და  ყოველთვიურად საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას, გარდა უფასო სასადილოს  ბენეფიციარებისა. 1.1.პროგრამაში ჩასართავად მოქალაქემ განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:   ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. 1.2. განცხადებას შეისწავლის ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური და გადაწყვეტილების მიღების მიზნით ინფორმაციას წარუდგენს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის სოციალური დახმარების გამცემ კომისიას“. მუხლი 10🔗. გარდაცვლილი დევნილის და ომის ვეტერანის სარიტუალო მომსახურეობის  პროგრამა 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დევნილის ან ომის ვეტერანის  სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება გაიცემა - 300 ლარის ოდენობით. 1.1. დახმარების მისაღებად განცხადებასთან ერთად გარდაცვლილის ოჯახის წევრმა უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ)გარდაცვლილი ომის ვეტერანის (დევნილის) სტატუსისა და გარდაცვალების მოწმობის ასლები; გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი. მუხლი 11🔗. საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ხანძრის შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახების დახმარების პროგრამა პროგრამა ითვალისწინებს: 1. სიღატაკის რისკის ქვეშ (არ აქვთ თავშესაფარი) მყოფი ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფას, რომელიც დააკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, თუ ოჯახის ქულა 65 001 ქულამდეა – კომისიის მიერ ფასდება 5 (ხუთი) ქულით; ბ) სამედიცინო დოკუმენტის ფორმა №100 (თუ ოჯახის წევრი ან წევრები არიან მუდმივად მწოლიარე, ან აქვს დარღვეული ფსიქიკური ფუნქცია, თუ ოჯახში არის შშმ პირი ან შშმ პირები) არსებობა კომისიის მიერ ფასდება 4 (ოთხი) ქულით; გ) თუ ბენეფიციარი მარტოხელა მშობელია – კომისიის მიერ ფასდება 4 (ოთხი) ქულით; დ) მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები) თითოეულ ბავშვს კომისია ანიჭებს 1 (ერთი) ქულას. ბენეფიციარის მოთხოვნა საცხოვრისით დაკმაყოფილდება, თუ მას სოციალური დახმარების გამცემი კომისიის მიერ, შეკრებითობის პრინციპით, მიენიჭება მინიმუმ 9 (ცხრა) ქულა. 1.1.საცხოვრისით უზრუნველსაყოფად განცხადებასთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განმცხადებლის და ოჯახის წევრების (არსებობის შემთხვევაში) პირადობის მოწმობის ასლები; ბ) სამედიცინო დოკუმენტი ფორმა №100 („ ბ“ კრიტერიუმის შემთხვევაში); გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; დ) მარტოხელა მშობლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი („გ“ კრიტერიუმის შემთხვევაში); ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები („დ“ კრიტერიუმის შემთხვევაში); ე) ბენეფიციარის ან მისი ოჯახის წევრების მიერ ქონების ფლობის თაობაზე ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. 1.2.საცხოვრისის შესაძენად ფულადი დახმარება განისაზღვრება მაქსიმუმ 8 000 (რვა ათასი) ლარი. 1.3. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის, შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად განსაზღვრული ოჯახისათვის მოხდეს სულადობის გათვალისწინებით საცხოვრისის შეძენა, ფულადი დახმარების მაქსიმალური ზღვარია 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი. 1.4. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საცხოვრისის შეძენისას ანგარიშსწორება მოხდება მოძიებული ბინის მეპატრონის საბანკო ანგარიშზე. 2. ხანძრით (მხოლოდ საცხოვრებელი სახლის, ბინის) დაზარალებული ოჯახების დახმარებას. 2.1. დახმარების მთხოვნელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი ტყიბულის რაიონული სამმართველოს მიერ გაცემული ცნობა ზარალის ოდენობის შესახებ; გ) საბანკო ანგარიშის ნომერი. 2.2. ხანძრით დაზარალებული ოჯახის დახმარება განისაზღვრება მაქსიმუმ 5 000 (ხუთი ათასი) ლარით. 3. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარებას (საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში). 3.1.სოციალური დახმარების გამცემი კომისია განცხადებას განიხილავს „ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტიქიის ან/და შენობა-ნაგებობების ხანდაზმულობის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის“ განფასების აქტის და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა და მაჟორიტარი დეპუტატის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. 3.2. ფულადი დახმარება განისაზღვრება არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა. 4. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად განსაზღვრული  ოჯახებისთვის  საცხოვრისის შეკეთებას, მათ შორის შიდა სამუშაოების შემთხვევაში. 4.1.სოციალური დახმარების გამცემი კომისია საკითხს განიხილავს „ტყიბულის მუნიციპალიტეტში სტიქიის ან/და შენობა-ნაგებობების ხანდაზმულობის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისიის“ განფასების აქტის საფუძველზე. 4.2. ფულადი დახმარება განისაზღვროს არაუმეტეს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარისა. მუხლი 12🔗. ონკო და ლეიკემიით დაავადებული მოქალაქეების ფულადი დახმარება პროგრამით ისარგებლებენ: 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ონკოდაავადებულები, ვისაც ესაჭიროებათ ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნოთერაპია და სხივური თერაპია. 1.1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:  ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; გ) საბანკო ანგარიშის ნომერი. 1.2. ფულადი დახმარება განისაზღვრება წელიწადში ერთჯერ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 2. ლეიკემიით დაავადებული მოქალაქეები. 2.1.დახმარების მისაღებად მოქალაქემ განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:  ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; გ) საბანკო ანგარიშის ნომერი. 2.2. ფულადი დახმარება განისაზღვრება წელიწადში ერთჯერ  500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მუხლი 13🔗. ერთჯერადი სოციალური(ფულადი) დახმარების  პროგრამა პროგრამით ისარგებლებს: 1. ის ბენეფიციარი, რომელსაც  აქვს კრიზისული მდგომარეობა და ვერ სარგებლობს  აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრული სხვა მუნიციპალური სოციალური პროგრამით. 1.1.დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) საბანკო ანგარიშის ნომერი; გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100 (საჭიროების შემთხვევაში); დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან. 1.2. ერთჯერადი  ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 200 (ორასი) ლარით. 1.3. განცხადებას განიხილავს „ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის სოციალური დახმარების გამცემი კომისია“, ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის შესაბამისი მოხელისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლის  ერთობლივი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. მუხლი 14🔗. ეპილეფსიით და პარკინსონიზმით დაავადებულთა დახმარების პროგრამა 1. აღნიშნული პროგრამით დახმარება გაეწევათ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ეპილეფსიით და პარკინსონიზმით დაავადებულ მოქალაქეებს. 1.1. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; გ) საბანკო ანგარიშის ნომერი. 1.2. დახმარება  განისაზღვროს კვარტალურად 100 (ასი) ლარის ოდენობით. 1.3. თანხის გაცემა მოხდება კვარტალის მეორე თვის 15 რიცხვამდე (თებერვალი, მაისი, აგვისტო და ნოემბერი). მუხლი 15🔗. ბავშვთა მხარდაჭერის პროგრამა 1. პროგრამა ითვალისწინებს, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად განსაზღვრული ოჯახებისათვის იმ საჭიროებების მოგვარებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული მუნიციპალური სოციალური პროგრამებით და აუცილებელია ზემოხსენებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 2. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განხილვა  გადაწყვეტილების მიღების მიზნით განხორციელდეს სოციალური დახმარების გამცემი კომისიის სხდომაზე. მუხლი 16🔗. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სატატუსის მქონე პირთა დახმარება პროგრამით ისარგებლებს:  1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლი სტატუსის მქონე პირი. 1.1. დახმარების მისაღებად  ბენეფიციარმა განცხადებასთან უნდა წარმოადგინოს: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) საბანკო ანგარიშის ნომერი; გ) შემაკავებელი და დამცავი ორდერის მოქმედების პირობებში სასამართლოსა და ან/და ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მიერ მინიჭებული სტატუსი (მოქმედების ვადის შესაბამისად). 1.2. ფულადი დახმარების თანხა განისაზღვრება  ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით. თავი II სოციალური დახმარების ორგანიზება და ადმინისტრირება მუხლი 17🔗. სოციალური დახმარების ორგანიზება 1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პროგრამული ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნის, გაცემის და ამ პროცესებზე სამეჯმენტო კონტროლს უზრუნველყოფს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახური (შემდგომში - სამსახური). 2. სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში სამსახურის მიერ მზადდება ბრძანების პროექტი მერისათვის წარსადგენად, გარდა ამ წესის მე-9; მე-11; მე-13 და მე-15  მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევებისა. შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ სამსახური მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად. 3. ამ წესის მე-9; მე-11; მე-13 და მე-15  მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში სამსახური ამოწმებს მერიაში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, შემოწმების შემდეგ სრულყოფილი დოკუმენტაციის არსებობისას განცხადებას განიხილავს სოციალური დახმარების გამცემი კომისია. 4. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბავშვების სრულწლოვანების დადგენა, სარეიტინგო ქულის ცვლილება და ა. შ. მუხლი 18🔗. კომისიის მიერ განცხადების განხილვა 1. კომისია იქმნება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით ამ წესის მე-9; მე-11; მე-13 და მე-15  მუხლებით გათვალისწინებული დახმარების გაცემის საკითხის განხილვის მიზნით (რომლის გადაწყვეტილება ფორმდება კომისიის სხდომის ოქმით), რომელიც შეიმუშავებს შესაბამისი გადაწყვეტილების დოკუმენტის პროექტებს. კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი და კომისიის წევრები.  2. კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიას და უძღვება სხდომას. თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 3. კომისიის მდივანი კომისიის წევრებთან ერთად ხმის უფლებით მონაწილეობს საკითხის განხილვაში, პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის შედგენაზე. მუხლი 19🔗. კომისიის ოქმები 1. კომისიის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება კომისიის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. კომისიის ის წევრი, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას წერილობით წარადგენს თავის მოსაზრებას, რომელიც დაერთვება სხდომის ოქმს. 3. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით. კომისიის სხდომის ოქმების შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია კომისიის მდივანი. მუხლი 20🔗. სოციალური დახმარების გაცემა 1. სოციალური დახმარება გაიცემა და ბენეფიციარები დახმარებას მიიღებენ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით პირად საბანკო ანგარიშზე, საბანკო დაწესებულების მეშვეობით. 2. მოსახლეობის სამკურნალო და საოპერაციო ხარჯებით დახმარების პროგრამით განსაზღვრული დაფინანსება განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით მითითებული სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი ანგარიშსწორების ანგარიშზე. წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი სამედიცინო დაწესებულება.