⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2023)
გაუქმებულია:

დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2022 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.01.2022
ძალის დაკარგვა 01.01.2023
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.152.016442
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/01/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,395 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.01.2022 მიღება
01.01.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ინაშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2022 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების დამტკიცების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 2022 წლის 17 იანვარი ქ. დუშეთი დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის  2022 წლის  პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესების  დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”  საქართველოს ორგანული კანონის  61-ე  მუხლის პირველი, მე-2 პუნქტების,  24-ე მუხლის  მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2022 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესები“,  დანართის   შესაბამისად. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების მომენტიდან  ძალადაკარგულად ჩაითვალოს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 იანვრის №1 დადგენილება - “დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2021 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” (matsne.gov.ge, 22/01/2021,  ს/კ  010250050.35.152.016413). მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ინაშვილი დანართი დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების  სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის 2022 წლის პროგრამებისა და პროგრამებში მონაწილეობის წესები მუხლი 1🔗. ზოგადი  დებულებები 1. ეს პროგრამები განსაზღვრავს დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას. 2. პროგრამების მიზანია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას კვალიფიციური და სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების მიღებაში, სოციალური პირობების გაუმჯობესებაში. მუხლი 2🔗. სოციალური პროგრამების დასახელება 1. ეკონომიკურად გაჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება. 2. მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა. 3. სარიტუალო მომსახურება. 4. უფასო სასადილოს  დაფინანსება. 5. ერთჯერადი სოციალური დახმარება. 6. სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება. 7. დევნილთა  სოციალური დახმარება. 8. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ყოველთვიური ფინანსური დახმარება. 9. შინ მოვლის პროგრამა. 10. საქართველოს წითელი ჯვრის ხელშეწყობის პროგრამა. მუხლი 3🔗. პროგრამების განხორციელებაზე პასუხისმგებელი სამსახური 1. საორგანიზაციო     ნაწილში – დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – ,,სამსახური“).   2. საფინანსო ნაწილში – დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური. მუხლი 4🔗. დახმარების  გაცემის  პერიოდულობა მოქალაქეებს დახმარება გაეწევათ თითოეული პროგრამის ფარგლებში წელიწადში ერთხელ, ხოლო მე-15 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში - თვეში ერთხელ. მუხლი 5🔗. ანგარიშსწორების  ფორმა ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების  ფორმით,  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 6🔗. პროგრამების  საჯაროობა ინფორმაცია პროგრამებისა და მათი განხორციელების შესახებ  ხელმისაწვდომია ყველასათვის, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. ინფორმაცია ასევე განთავსდება  დუშეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე. მუხლი 7🔗. მომსახურების დაფინანსების წესი 1. დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეებისათვის დახმარების ეფექტიანად და მოწესრიგებულად გაწევის მიზნით, მერის ბრძანებით იქმნება შესაბამისი კომისია, რომელსაც თავმჯდომარეობას უწევს მერი. კომისია იღებს გადაწყვეტილებას დახმარების გაწევისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი თანხის ოდენობის განსაზღვრაზე. 2. კომისიის წევრები უნდა იყვნენ მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეები, ასევე, შეიძლება მოწვეულნი იქნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, სამედიცინო სფეროს სპეციალისტები, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 3. კომისიის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით ესწრება მერის წარმომადგენელი ან მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი იმ ადმინისტრაციული ერთეულიდან, საიდანაც  წარდგენილია განცხადება დახმარების თხოვნის თაობაზე. 4.  კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს       კომისიას და უძღვება მის სხდომებს,  ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - მერის მოვალეობის შემსრულებელი. 5. კომისიის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ მაინც. 6. წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, კომისია იღებს გადაწყვეტილებას მოქალაქეებისათვის  საჭირო  დახმარების   ან   დახმარებაზე უარის   თქმის  თაობაზე. 7.  კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 8. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების  ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 9. კომისიის სხდომის შემდეგ დგება შესაბამისი ოქმი, სადაც აისახება მიღებული გადაწყვეტილებები. ოქმს ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე კომისიის ყველა წევრი. 10. კომისიის ყველა ოქმი საბოლოო სახით ინომრება და იკინძება. მის შედგენაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კომისიის მდივანს. 11. ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების (ოქმის) საფუძველზე, მერი გამოსცემს ბრძანებას ბენეფიციარისთვის შესაბამისი დახმარების გაწევის თაობაზე,  რომელიც თანდართულ მასალებთან ერთად გადაეგზავნება მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს. მუხლი 8🔗. ეკონომიკურად  გაჭირვებულ მოქალაქეთა   სამედიცინო დაწესებულებაში სტაციონარული  და  ამბულატორიული მომსახურების   დაფინანსება 1. ამ მუხლით დაფინანსდება შემდეგი სამედიცინო მომსახურების სახეები: ა)  სამედიცინო კვლევები; ბ) ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა. 2. სამედიცინო კვლევები დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება: ა) ონკოდაავადებების მქონე მოქალაქეებისათვის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მოქალაქეებისათვის, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ პირთათვის, რომელთაც  მინიჭებული აქვთ  0-დან   100 000-მდე სარეიტინგო ქულა -  არაუმეტეს 600 (ექვსასი) ლარისა; ბ) დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ყველა სხვა კატეგორიის მოქალაქისათვის -  არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა.          3. ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობის ღირებულება დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება: ა) 500 ლარის ჩათვლით – 100% -მდე; ბ) 501 ლარიდან 1000 ლარის ჩათვლით – 70%-მდე; გ) 1001 ლარიდან 3000 ლარის ჩათვლით – 55%-მდე; დ) 3001 ლარიდან 5000 ლარის ჩათვლით - 35%-მდე; ე) 5001 ლარიდან ზემოთ 25%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 3000  ლარისა. 4. დაუნის სინდრომით, აუტიზმით, ცერებრალური დამბლით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სამედიცინო კვლევებისა და ამბულატორიული მკურნალობის    ნაწილობრივი დაფინანსების შემთხვევაში დაუფინანსებელი ნაწილი, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არაანაზღაურებადი სამედიცინო კვლევები და ამბულატორიული მკურნალობა  აუნაზღაურდებათ მაქსიმუმ 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო სტაციონარული მკურნალობა ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით. 5. შაქრიანი დიაბეტი I ტიპი, 0-18 წლამდე ბავშვთა რეაბილიტაციისთვის (საკურორტო და სხვა მომსახურება)  1000 ლარი, აგრეთვე აუტიზმის სპექტრის მქონე პირთათვის 0-18 წლამდე ერთჯერადად 1000 ლარი (სხვა მომსახურეობა). 6. საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე 5 წლამდე ასაკის ბავშვებსა და 80 წელს გადაცილებულ მოხუცებს ამბულატორიული და სტაციონალური მკურნალობის თანადაფინანსების თანხა შეიძლება აუნაზღაურდეთ 100%-ით, მაგრამ არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა. 7. წარმოდგენილი ანგარიშ/ფაქტურის, ასევე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით წარმოდგენილი დოკუმენტის შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე დაუფინანსებელი ნაწილიდან განისაზღვრება  გადასარიცხი   თანხის ოდენობა. 8. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არაანაზღაურებადი ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა დაფინანსდება დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 9. მოქალაქეზე (ბენეფიციარი) დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებისათვის გაიცემა საგარანტიო წერილი, რომელსაც იგი წარადგენს სამკურნალო   დაწესებულებაში. საგარანტიო წერილი გაიცემა იმ ბენეფიციარზეც, რომელიც განცხადების დაწერის მომენტში გადის სტაციონარულ მკურნალობას. 10. საგარანტიო წერილი გაიცემა იმ პირობით, რომ სამედიცინო დაწესებულება ბენეფიციარის მომსახურების გაწევას  დაიწყებს დოკუმენტის შედგენიდან  60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტაციას წარმოადგენს მომსახურების დასრულებიდან მაქსიმუმ 2 (ორი) თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საგარანტიო წერილში მითითებული თანხა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღარ ანაზღაურდება. 11. მოქალაქეს,  რომელსაც უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი სასწრაფო-სამედიცინო  მომსახურება  მერიის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის გარეშე და არ შეუძლია სამედიცინო მომსახურების დავალიანების დაფარვა, ჩატარებული მომსახურებიდან არაუგვიანეს 60 (სამოცი) კალენდარული დღისა დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში  თანხა შეიძლება გადაერიცხოს შესაბამისი სამკურნალო დაწესებულების ანგარიშზე.   თანხა განისაზღვრება  მე-8  მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 12. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება: ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე; ბ) ესთეტიკურ ქირურგიაზე, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებულ მკურნალობაზე; გ) სანატორიულ - კურორტულ მკურნალობაზე, გარდა მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; დ) ორგანოების ტრანსპლანტაციის, აგრეთვე ეგზოპროტეზირების ხარჯებზე. 13.  წარსადგენი დოკუმენტები: ა) ბენეფიციარის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის წერილობითი განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ;  ID ბარათი ან პასპორტი) ასლი; გ)  შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ანგარიშ/ფაქტურა, კალკულაცია, ფორმა № IV-100/ა და საყოველთაო დაზღვევით ნაწილობრივი დაფინანსების შემთხვევაში საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტიდან წარმოდგენილი მიმართვის  ასლი დაფინანსების შესახებ; დ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – შშმ პირებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ შესაბამისი დოკუმენტი, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირთათვის ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ; ე)  მე-8 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – ცნობა სამკურნალო დაწესებულებიდან ჩატარებული მკურნალობის შესახებ, დავალიანების მითითებით. მუხლი 9🔗. მოსახლეობის  მედიკამენტებით უზრუნველყოფა 1. მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად აფთიაქებში თანხის გადარიცხვის წესით 200 (ორასი)  ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრები, რომელთაც  მინიჭებული აქვთ  0-დან   100 000-მდე სარეიტინგო ქულა. 2. მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად აფთიაქებში თანხის გადარიცხვის წესით 500 (ხუთასი)  ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან ონკოდაავადებების მქონე მოქალაქეები - ქიმიოთერაპიისათვის  წამლების შესაძენად. 3. მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად აფთიაქებში თანხის გადარიცხვის წესით 200 (ორასი)  ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან ვეტერანის მოწმობის მიხედვით დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (კოდი–417) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები, მათთან გათანაბრებული პირები, უცხო სახელმწიფოთა ტერიტორიაზე მებრძოლები. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის  საბრძოლო  მოქმედების შემდგომ  დაღუპულ მებრძოლთა  ოჯახები. 4. დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილ უნდა იქნეს: ა) მოქალაქის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის წერილობითი განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლისა და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათის ან პასპორტის) ასლი; გ) ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა); დ) აფთიაქიდან ანგარიშ/ფაქტურა (სასაქონლო ზედნადები); ე) მე-9 მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით –  ამონაწერი სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ვ)  მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში, დამატებით – ვეტერანის მოწმობის ასლი. მუხლი 10🔗. სარიტუალო მომსახურება 1. ვეტერანის მოწმობის მიხედვით, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (კოდი–417) გარდაცვლილი მებრძოლის  სარიტუალო მომსახურება ანაზღაურდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 250 ლარის ოდენობით. 2. მუნიციპალიტეტის მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) დაკრძალვის ხარჯების გამღები პირის განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათი ან პასპორტი) ასლი; გ) გარდაცვლილი ვეტერანის  გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ)  საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები. მუხლი 11🔗. უფასო  სასადილო 1. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოთი მომსახურება ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე 130 (ას ოცდაათი) პირის დღეში ერთხელ (გარდა კვირა დღისა) სამკომპონენტიანი სადილით უფასო კვებას. 2. უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა უფასო სასადილოს მომხმარებელთა კონტინგენტი განისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტით. შენიშვნა: უფასო კვების ობიექტის ფუნქციონირებას ახორციელებს ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“. მუხლი 12🔗. ერთჯერადი სოციალური დახმარება 1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს 50 (ორმოცდაათი) ლარიდან 150 (ას ორმოცდაათი) ლარამდე. გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „დ - ი“ და“მ-ჟ“ ქვეპუნქტებით და მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. 2. ერთჯერადი სოციალური  დახმარება გაეწევათ: ა) ეკონომიკურად გაჭირვებული  მოქალაქეებს (ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის დახასიათებით); ბ) ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემების მქონე მოქალაქეებს, კერძოდ: დიაბეტით, ეპილეფსიით, პარკინსონიზმით დაავადებულებს, ონკოლოგიურ ავადმყოფებს, I და II ჯგუფის ინვალიდებს, უსინათლოებს; გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომელთაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება; დ) მოქალაქეებს, რომლებმაც ითავეს მარტოხელა გარდაცვლილის  დაკრძალვა – 400 (ოთხასი) ლარი; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებულ უხუცესებს, რომელთაც შეუსრულდათ ასი და მეტი წელი  –  500 (ხუთასი)  ლარი; ვ)  ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ პირველი  და მეორე შვილი (შეძენიდან ორი თვის ვადაში) – 200 (ორასი) ლარი, პირველი მშობიარობიდან ტყუპების შეძენის შემთხვევაში თითოეულ შვილზე 200  (ორასი) ლარი; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მრავალშვილიან (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახებს -  300 (სამასი) ლარი; თ)  მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით – 500 (ხუთასი) ლარი; ი) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების დროს   დაღუპულ  მებრძოლთა  ოჯახებს (აფხაზეთი) - 200  (ორასი)   ლარი - (2 ივლისს);   კ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის   საბრძოლო   მოქმედების   ვეტერანებსა  და  მათთან გათანაბრებულ  პირებს -100  (ასი)  ლარი - (8 აგვისტოს); ლ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს -100  (ასი)  ლარი - (სააღდგომოდ); მ) ცელიაკით დაავადებულ პირებს - 1000 (ათასი) ლარი ერთჯერადად წელიწადში ერთხელ, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაბამისად; ნ) ახალდაქორწინებული წყვილები, რომელთაც მინიჭებული აქვთ 65 000 და  ნაკლები სარეიტინგო ქულა და ქორწინებამდე არანაკლებ 3 თვით ადრე რეგისტრირებული არიან დუშეთის მუნიციპალიტეტში - 550 ლარი; ო) სტუდენტები, რომლებიც ობოლი არიან, დედით ან/და მამით, ან რომელიმე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება და ამავდროულად მინიჭებული აქვთ 65 000 და  ნაკლები სარეიტინგო ქულა,  საქართველოში სწავლის საფასური არაუმეტეს 1000 ლარისა; პ) სტუდენტები, რომელთაც მინიჭებული აქვთ 65 000 და  ნაკლები სარეიტინგო ქულა და   ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგისტრირებული არიან დუშეთის მუნიციპალიტეტში და მათი სწავლის კრედიტქულა შეადგენს: (პ.ა) 81- 90 - მდე გაიცეს 400 ლარი; (პ.ბ )91-95  -მდე  გაიცეს 500 ლარი;  ( პ.გ ) 96-100 ქულის ჩათვლით - 600 ლარი. შენიშვნა: დაინტერესებულმა პირმა დუშეთის მუნიციპალიტეტს უნდა მიმართოს შეფასებიდან არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში. ჟ) ჟანგბადის აპატარით (კონცენტრატორით) მოსარგებლე პირთათვის წელიწადში   ქირის ღირებულების ანაზღაურება  არაუმეტეს  300 ლარისა. 3. განსაკუთრებულ შემთხვევებში (გარდაცვალების ან/და უბედური შემთხვევის დროს), კომისიას უფლება ენიჭება გაზარდოს აღნიშნული თანხა 2000 (ორი ათასი)  ლარამდე,  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის  მოხსენებითი   ბარათის   საფუძველზე. 4.  მერიაში წარსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“, „ი“, „კ“  და „ლ“ ქვეპუნქტებისა; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ; ID ბარათი ან პასპორტი) ასლი; გ) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები; დ) ამონაწერი სარეიტინგო ქულათა რაოდენობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოდან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის  „გ“, „დ“, „ე“, ,,ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“ „ლ“ „მ“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისა; ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის შემთხვევაში, მოქალაქემ, რომელმაც ითავა მარტოხელა გარდაცვლილის დაკრძალვა,  მერიაში დამატებით უნდა წარადგინოს – გარდაცვლილის გარდაცვალების მოწმობის ასლი, რომელსაც დაერთვება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი; ვ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში – ცნობა სამოქალაქო რეესტრიდან  ბავშვის დაბადების რიგითობის შესახებ; ზ)  ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში –  ყველა შვილის დაბადების მოწმობის  ასლი; თ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, ასევე  ფორმა № IV-100/ა; ი) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, ასევე - ქორწინების მოწმობა; კ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, ასევე, მშობლების ან/და მშობლის გარდაცვალების მოწმობა ან მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილება და ცნობა სასწავლებლიდან; ლ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შემთხვევაში, ასევე ცნობა სასწავლებლიდან და სტუდენტის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტი; მ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ასევე  ფორმა № IV-100/ა და ჟანგბადის აპარატის ქირავნობის ხელშეკრულება. მუხლი 13🔗. სტიქიური  უბედურებების შედეგად  დაზარალებული მოსახლეობის  დახმარება 1. ამ მუხლის შესაბამისად, დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით, სტიქიით (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა, დიდთოვლობა და ა.შ), ასევე სხვა მძიმე გარემოებათა გამო დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადად 1 000 (ერთი ათასი ) ლარამდე. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში (საცხოვრებელი სახლის დანგრევის ან მთლიანად განადგურებისას) კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი თანხა, მაგრამ არაუმეტეს  3 000  (სამი ათასი) ლარისა. 3. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მ;  ID ბარათი ან პასპორტი) ასლი; გ) სტიქიით მიყენებული ზარალის შესაფასებლად მუნიციპალიტეტის მერიაში  შექმნილი კომისიის დასკვნა; დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შემთხვევაში შსს-ს „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის“ მიერ შედგენილი აქტი, ან დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი (ხანძრისა და სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლის დანგრევის ან მთლიანად განადგურებისას დადასტურების შესახებ), არსებობის შემთხვევაში, ხანძრის ან სტიქიური მოვლენის ამსახველი შესაბამისი ფოტო ან ვიდეომასალით; ე) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები. მუხლი 14🔗. დევნილთა სოციალური დახმარება ამ მუხლის   შესაბამისად   სოციალური  დახმარება გაეწევათ დუშეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს (დევნილები) წელიწადში ერთხელ  100 (ასი) ლარის ოდენობით. მუხლი 15🔗. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ყოველთვიური ფინანსური დახმარება 1. თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომლებიც ჩართულნი არიან დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში,  მიიღებენ ყოველთვიურ დახმარებას. 2. დახმარება გაიცემა თვეში ერთხელ 100 (ასი) ლარის ოდენობით. 3. ამ  მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა დახმარების მიღების მიზნით მერიაში უნდა წარადგინოს: ა)  წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ)  განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ)  ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № 100/ა), რომელიც გაცემულია იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურება; ე)  საბანკო ანგარიშის ნომერი; ვ) მოსარგებლის დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით. 5. ამ  მუხლით გათვალისწინებული დახმარების შეწყვეტის საფუძველია ქრონიკული დიალიზის გაგრძელების არარსებობის დადასტურება. მუხლი 16🔗. შინ მოვლის პროგრამა შინ მოვლის პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ ხანდაზმულ, ავადმყოფ, სოციალურად დაუცველ  და დემენციით დაავადებულ ბენეფიციარებს (რომელთაც განსაზღვრავენ – იურიდიული პირი „დიაკვნის ევანგელიურ-ლუთერანული საზოგადოება საქართველოში„ და დუშეთის მერიის „ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური“ ერთობლივად სპეციალური პროგრამის შესაბამისად). მუხლი 17🔗. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ხელშეწყობის პროგრამა 1. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობის ხელშეწყობას დუშეთის მუნიციპალიტეტში,  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველთა და სხვა სამიზნე ჯგუფების ერთობლივად დახმარების მიზნით. 2. ამ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა აღწერა განისაზღვრება დუშეთის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის დადებული შეთანხმებით.