ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8 და მე-12 – მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.01.2022
ძალის დაკარგვა 29.07.2022
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016599
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 28/01/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12, მე-15, მე-16 ნაწილებითა და 125<sup>4</sup> მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა–ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.07.2022
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8 და მე-12 – მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2022 წლის 26 იანვარი
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8 და მე-12 – მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8 და მე-12 – მე-16 ნაწილების, 2093 მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების, 2341 მუხლის, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240-ე მუხლის, 2401 მუხლის, 242-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების, 243-ე მუხლის 21 ნაწილის, 252-ე მუხლის, 268-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილების, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 271-ე მუხლის პირველი ნაწილის, 272-ე მუხლის, 273-ე მუხლის, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის, 282-ე მუხლის, 283-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილების, 286-ე მუხლის, 287-ე მუხლის, 288-ე მუხლის, 2882 მუხლის, 2883 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 2884, 2886, 2887, 290-ე, 2904, 2905 მუხლების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8 და მე-12 – მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა–ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
(დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის)
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნიმუში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული ფორმით, დანართი №2-ის შესაბამისად.
(დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის)
მუხლი 3🔗
საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8 და მე-12 – მე-16 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმი შეადგინოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადმა სტრუქტურულმა ერთეულმა – ზედამხედველობის სამსახურმა.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი შენგელია
დანართი № 1
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8 და მე-12 – მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გასაჩივრების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
ეს წესი, მოქმედი სამართლებრივი აქტების მიხედვით, განსაზღვრავს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8 და მე-12 – მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენის, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შენახვის, მისი შედგენის/გამოწერის, ჩაბარების, აღრიცხვა–ანგარიშგების, გასაჩივრების ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების (მისი არსებობისას) გამოტანის/გასაჩივრების, ასევე, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას ელექტრონული საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების სამართლებრივ მექანიზმებს.
მუხლი 2🔗.
ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შინაარსი და მისი შედგენა
1. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს საჯარიმო ქვითრის ფორმას, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არის მკაცრი აღრიცხვის ფორმა.
3. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელე ელექტრონულად და იგი ფიქსირდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ელექტრონულად დაფიქსირებული პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად. სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი, რომელსაც აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს.
4. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება მის შემდგენელ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურში, ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
5. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის პირველ გვერდზე შეიტანება:
ა) პირველ პუნქტში – შედგენის თარიღი;
ბ) მე-2 პუნქტში – შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი;
გ) მე-3 პუნქტში – სამართალდამრღვევის პირადი №, სახელი და გვარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სამართლებრივი ფორმა და სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი და სხვა ინფორმაცია;
დ) მე-4 პუნქტში – სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი;
ე) მე-5 პუნქტში – პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის _ _ _ _ ნაწილით;
ვ) მე-6 პუნქტში – ჯარიმის ოდენობა _ _ _ _ ლარი;
ზ) მე-7 პუნქტში – საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი;
თ) მე-8 პუნქტში – მოწმე, ან სხვა მონაწილე, სტატუსი/ხელმოწერა;
ი) მე-9 პუნქტში – ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა;
კ) მე-10 პუნქტში – შემდგენლის ხელმოწერა;
ლ) მე-11 პუნქტში – შენიშვნა.
6. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდზე შეიტანება შემდეგი ტექსტი:
ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ. გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება საჯარიმო ქვითრის შემდგენელ იურიდიულ პირს (მისამართი: ქალაქი ქუთაისი, შოთა რუსთაველის გამზირი №3).
ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 100 ლარის ოდენობით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგება უნდა განხორციელდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურისათვის სპეციალურად შექმნილი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
მუხლი 3🔗.
საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8 და მე-12 –მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას გამოწერილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება
1. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8 და მე-12–მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტების ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებისას მოქმედებს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2904–2906 მუხლები.
2. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას ელექტრონული საჯარიმო ქვითარი საჯაროდ ქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე www.kutaisi.zs.gov.ge.
3. ელექტრონული საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ოფიციალურ ვებგვერდზე www.kutaisi.zs.gov.ge გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.
4. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: ოფიციალურ ვებგვერდზე www.kutaisi.zs.gov.ge სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება იმ სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ნომრების სრული სია, რომლებიც მითითებულია შესაბამის ელექტრონულ საჯარიმო ქვითრებში − ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებში.
5. ოფიციალურ ვებგვერდზე www.kutaisi.zs.gov.ge ელექტრონულ საჯარიმო ქვითართან ერთად, ასევე, თავსდება შესაბამისი ბმული, სადაც დადგენილი წესების დაცვით შესაძლებელია კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ნახვა.
6. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებგვერდიდან www.kutaisi.zs.gov.ge ავტომატურად წაიშლება მისი გამოქვეყნებიდან 90 კალენდარული დღის გასვლისთანავე, ხოლო ამ პერიოდის გასვლამდე ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებგვერდიდან იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურებისთანავე.
7. შესაბამისი სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის შენახვის წესი და ვადები რეგულირდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ.
მუხლი 4🔗.
დაჯარიმების შესახებ დადგენილების (ელექტრონული საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას შეღავათით სარგებლობა
საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8 და მე-12 – მე-16 ნაწილებით გათვალისწინებულ ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, დაჯარიმების შესახებ დადგენილების (ელექტრონული საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას, მოქმედებს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2905 მუხლით დადგენილი წესი.
მუხლი 5🔗.
საურავის დარიცხვა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერა
1. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღეში დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს, ამ ვადის გასვლის შემდეგ, დაერიცხება საურავი 100 ლარის ოდენობით საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი იღებს დადგენილებას საურავის დარიცხვის შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
მუხლი 6🔗.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენილების ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრება
1. პირს, ვის მიმართაც არის გამოტანილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დადგენილება ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება, მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია იგი გაასაჩივროს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერთან.
2. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე, შეაჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
3. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2883 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების, ან გაპროტესტების დროს დადგენილება აღსრულდება საჩივრის, ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ.
მუხლი 7🔗.
ვადების ათვლა
ამ წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 94-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, საქართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“ მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნები.
მუხლი 8🔗.
დასკვნითი დებულება
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი № 2
ნიმუში
ელექტრონული საჯარიმო ქვითარი № 000000 ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდი
ბ. ა.
1. შედგენის თარიღი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
2. შემდგენლის თანამდებობა: სახელი და გვარი
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
3. სამართალდამრღვევის პირადი № _ _ _ _ _ _ _ _
სახელი და გვარი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი (იურიდიული პირის შემთხვევაში): _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
მისამართი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
და სხვა ინფორმაცია: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
4. სამართალდარღვევის ჩადენის
ადგილი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
დრო: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
არსი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
5. პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის _ _ _ _ _ _ _ _ _ ნაწილით.
6. ჯარიმის ოდენობა: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ლარი
7. საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი:
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
8. მოწმე ან სხვა მონაწილე: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
სტატუსი, ხელმოწერა: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
9. სამართალდამრღვევი: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
(ხელმოწერა, ხელმოწერაზე ან საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა)
10. შემდგენლის ხელმოწერა: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
11. შენიშვნა: _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები: ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა–განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) გასაჩივრების 10 დღიანი ვადის შესახებ. გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელ იურიდიულ პირს (მისამართი: ქალაქი ქუთაისი, შოთა რუსთაველის გამზირი №3).
ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრული 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 100 ლარის ოდენობით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125–ე მუხლის მე–8 და მე–12 – მე–16 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სემგს-ს რეგისტრაციის №
შტრიხკოდის ადგილი