„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
Ordinance of the Government of Georgia (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №14 |
|
2022 წლის 17 იანვარი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „იზოლაციისა და კარანტინის წესები“.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მე-11 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ფიზიკური პირი, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებითა და ამ მუხლის 41 და 45 პუნქტებით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა:
ა) არ ექვემდებარება იზოლაციას, ამასთან, ეძლევა ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში (მ. შ. დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას):
ა.ა) ბუსტერდოზით ვაქცინაციის შემთხვევაში;
ა.ბ) პირველადი ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 14 − 90 დღის განმავლობაში;
ა.გ) კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში;
ბ) ექვემდებარება იზოლაციას მკაცრად 8 დღის განმავლობაში, ამასთან, ეძლევა ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მომდევნო 9 − 12 კალენდარული დღის განმავლობაში:
ბ.ა) არავაქცინირებული პირების შემთხვევაში;
ბ.ბ) არასრულად ვაქცინაციის შემთხვევაში;
ბ.გ) პირველადი ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 1 – 14 დღის განმავლობაში;
ბ.დ) პირველადი ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 90 დღეზე მეტი ხანგრძლივობისა და ბუსტერდოზის არმქონე პირების შემთხვევაში;
ბ.ე) კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის შემდგომ პერიოდში.“;
ბ) 41 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.01.2022.
- როდის იქნა მიღებული „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 17.01.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 470230000.10.003.023221.
- რამდენი მუხლისგან შედგება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.01.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №14, 17.01.2022, სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.023221 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.01.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5355948/