⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.07.2023)
გაუქმებულია:

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.01.2022
ძალის დაკარგვა 01.07.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-8/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016938
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/01/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 197 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2022 მიღება
01.07.2023 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-8/ნ 2022 წლის 31 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო –  ემბლემა თანდართული სახით. 2. ემბლემა  წარმოადგენს  მეწამული არშიით შემოსაზღვრულ ჰერალდიკურ   ფარს, რომლის ვერცხლის ველის შუაში გამოსახულია მეწამული ოთკუთხედებით შედგენილი სტილიზებული სამედიცინო ჯვარი. 3. ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა და აშ.) ხდება სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების გამოყენების წესები, შესაძლებელია, დაზუსტდეს სააგენტოს დირექტორის გადაწყვეტილებით. 4. სააგენტო უზრუნველყოფს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარებას. 5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. . საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი