„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.138.016453
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/01/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2022 წლის 20 იანვარი

ქ. ახალციხე

 

„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ახალციხის მუნიციპალიტეტის  2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის  24 დეკემბრის №7 დადგენილებით (matsne. gov. ge; 28/12/2021, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.138.016447) დამტკიცებულ დანართში:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქ/პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) ის პირები, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ან აღნიშნულ ბაზაში მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა აღემატება 200 000-ს, ერთჯერადად დაუფინანსდებათ სამედიცინო მომსახურება 50%-მდე:

2. მე-2 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს „ი“  ქ/პუნქტი შემდეგი რედაქციით:

ი) გადახდილი სამედიცინო მომსახურების საფასურის ანაზღაურების შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

4. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილ უნდა იქნას მომსახურების მიღებიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში, მაგრამ, არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა.

5. მე-11 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი:

4. 2022 წელს, წინამდებარე მუხლით სარგებლობისთვის, განცხადებით მომართვას არ საჭიროებენ – ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 14 დეკემბერის №26 დადგენილების, „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ მე-11 მუხლის, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მოსარგებლე პირები.

6.  მე-18 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია;

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: უხუცესი/მისი ოჯახის წევრი ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი) ან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებული უხუცესის მონაცემების შესახებ;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) უხუცესის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) უხუცესის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

ე) ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ლომიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.01.2022.
როდის იქნა მიღებული „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.01.2022. მიმღები ორგანო — ახალციხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.35.138.016453.
რამდენი მუხლისგან შედგება „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.01.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 დეკემბრის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №7, 20.01.2022, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.138.016453 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.01.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5359289/