საქართველოს ეროვნული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება მოქმედი ტექნიკური რეგულირება
მიღების თარიღი 15.04.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნომერი №69
სარეგისტრაციო კოდი 300.400.000.12.216.005.257
გამოქვეყნების წყარო სსმ, 42, 02/05/2002
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.04.2002 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| პროდუქციის დასახელება | სამანიპულაციო ნიშნის ნომერი გოსტ 14192-ის მიხედვით |
| 1. თევზი და მისი გადამუშავებით მიღებული პროდუქტები გაცივებული | 6 2 |
| 2. თევზი და მისი გადამუშავებით მიღებული პროდუქტები გაყინული | 6 2 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.400.000.12.216.005.257
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის
თავმჯდომარის ბრძანება №69
2002 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
„სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული სტანდარტი სსტ 46: 2002 ”თევზი და მისი გადამუშავებით მიღებული პროდუქტები. ნიშანდება და შეფუთვა“,
2. მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოღების თარიღად განისაზღვროს 2002 წლის 1 ივნისი.
ბ. შოშიტაიშვილი
საქართველოს ეროვნული სტანდარტი
თევზი და მისი გადამუშავებით მიღებული პროდუქტები.
ნიშანდება და შეფუთვა
1. გამოყენების სფერო
წინამდებარე სტანდარტი ვრცელდება თევზზე და მისი გადამუშავებით მიღებულ პროდუქტებზე (კონსერვებისა და პრესერვების გარდა), რომელიც შეფუთულია სამომხმარებლო და სატრანსპორტო ტარაში და ადგენს მოთხოვნებს ნიშანდების და შეფუთვის მიმართ.
2. ნორმატიული მითითებები
წინამდებარე სტანდარტში გამოყენებულია მითითებები შემდეგ ნორმატიულ დოკუმენტებზე:
გოსტ 1341- 84 პერგამენტი. ტექნიკური პირობები
გოსტ 1760 – 86 პერგამენტისებრი. ტექნიკური პირობები
გოსტ 1868 – 88 თოკები ტექნიკური და სამრეწველო. ტექნიკური პირობები
გოსტ 2226 – 88 ტომრები ქაღალდის. ტექნიკური პირობები
გოსტ 3282 – 74 მავთული ფოლადისა დაბალნახშირბადოვანი ზოგადი დანიშნულების. ტექნიკური პირობები
გოსტ 3560 – 73 ლენტი ფოლადისა შესაფუთი. ტექნიკური პირობები
გოსტ 5717-91 ქილები მინისა კონსერვებისათვის. ტექნიკური პირობები
გოსტ 5981 – 88 ქილები მეტალისა კონსერვებისათვის. ტექნიკური პირობები
გოსტ 7420 – 89 მუყაო გოფრირებული მუყაოს ბრტყელი ფენებისათვის. ტექნიკური პირობები
გოსტ 7730 – 89 აფსკი ცელულოზის. ტექნიკური პირობები
გოსტ 8273 – 75 ქაღალდი შესახვევი. ტექნიკური პირობები
გოსტ 8777 – 80 კასრები ხისა ჩასასხმელი თხევადულისა და მშრალტარიანი. ტექნიკური პირობები
გოსტ 10354 – 82 აფსკი პოლიეთილენის. ტექნიკური პირობები
გოსტ 13356 – 84 ყუთები ხისა თევზის მრეწველობის პროდუქციისათვის. ტექნიკური პირობები
გოსტ 13516 – 86 ყუთები გოფრირებული მუყაოსაგან. ტექნიკური პირობები
გოსტ 14192 – 77 ტვირთების ნიშანდება
გოსტ 17308 – 88 კანაფი. ტექნიკური პირობები
გოსტ 17527 – 86 შეფუთვა. ტერმინები და განმარტებანი
გოსტ 18251 – 87 ლენტი წებოიანი ქაღალდისა. ტექნიკური პირობები
გოსტ 19317 – 73 ტომრები ქსოვილისა პროდუქტებისათვის. ტექნიკური პირობები
გოსტ 20477 – 86 ლენტი პოლიეთილენისა მწებვარე შრით. ტექნიკური პირობები
3. განმარტებანი
შენახვის ვადა – პერიოდი, რომლის განმავლობაში კვების პროდუქტი ინარჩუნებს ნორმატულ და (ან) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში მითითებულ ყველა თვისებას შენახვის დადგენილი პირობების დაცვით.
ვარგისობის ვადა – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც კვების პროდუქტი დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის გამოსადეგია.
სასაქონლო ნიშანი – აღნიშვნა, რომელიც განსასხვავებს ერთი იურიდიული ან ფიზიკური პირის კვების პროდუქტებს სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირების მსგავსი კვების პროდუქტებისაგან.
ეტიკეტი – პროდუქტისა და მისი დამამზადებლის ნებისმიერი მხატვრული ან აღწრილობითი დახასიათება დაბეჭდილი ტრაფარეტის, შტამპის, რელიეფის სახით შეფუთვის ერთეულზე, ფურცელსადებსა ან იარლიყზე. რომელიც თან ახლავს ან დამაგრებულია საქონლის თითოეულ ერთეულზე.
საკვები პროდუქციის ხარისხი – მახასიათებლების ერთობლიობა, რომლებიც განაპირობებენ საკვები პროდუქტების სამომხმარებლო თვისებებს და უზრუნველყოფენ ადამიანის უსაფრთხოებას.
კვებითი ღირებულება – საკვები პროდუქტების თვისებათა ერთობლიობა, რომელიც აკმაყოფილებს ადამიანის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს და უზრუნველყოფს ენერგიითა და ძირითადი საკვები ნივთიერებებით.
ენერგეტიკული ღირებულება – ადამიანის ორგანიზმში ფიზიოლოგიური ფუნქციების უზრუნველსაყოფად საკვები პროდუქტების საკვები ნივთიერებებისაგან გამოთავისუფლებული ენერგიის რაოდენობა (კკალ; კჯ).
განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტები – პროდუქტები, რომლებიც არ ექვემდებარება სიცივის გარეშე შენახვას, ხოლო შენახვის მაქსიმალური ვადა, პროდუქტის სახეობის მიხედვით, შეადგენს 6-72 სთ-ს არა უმეტეს 60C ტემპერატურული რეჟიმის პირობებში.
საინვენტარო ტარა – მრავალჯერადი ტარა, რომელიც ეკუთვნის კონკრეტულ საწარმოს და ექვემდებარება მოცემულ საწარმოში დაბრუნებას.
4. ნიშანდება
4.1. ნიშანდების შინაარსი
4.1.1. საქართველოს ტერიტორიაზე სარეალიზაციო პროდუქციის ნიშანდება ხდება ქართულ ენაზე, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანისას – ქართულთან ერთად ერთ-ერთ საერთაშორისო ან დამკვეთის ენაზე.
4.1.2. ნიშანდება შეიცავს შემდეგ სტრუქტურულ ელემენტებს:
– საწარმო-დამამზადებლის დასახელებას და ადგილმდებარეობას;
– საწარმოოს სასაქონლო ნიშანს;
– პროდუქტის დასახელებას (დასახელება კონკრეტულად და უტყუარად უნდა ახასიათებდეს პროდუქტს, უნდა განასხვავებდეს მოცემულ პროდუქტს სხვა პროდუქტებისაგან, გამორიცხავდეს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას).
ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც არომატიზებული შესაბოლი (საშაშხე) პრეპარატებით, დაუშვებელია სახელდება ”შებოლილი“;
– სარეწი რაიონებისადმი კუთვნილებას;
– თევზის სიგრძეს და მასას (მსხვილი, საშუალო ან პატარა);
– დანაწევრების სახეს (უთავო, გამოშიგნული, ნაფრთეული, პატარა ნაჭრები);
დამუშავების სახეს (გაცივებული, დამარილებული, გამოყვანილი, შებოლილი, გაყინული);
– დამარილების დონეს (ნაკლებად მარილიანი, საშუალოდ მარილიანი, ძლიერ მარილიანი);
– ხარისხს (ხარისხის არსებობისას) და კატეგორიას (გაყინული თევზის ფილესათვის);
– ნორმატიული დოკუმენტის აღნიშვნას;
– ნეტოს მასას;
– დამზადების თარიღს (რიცხვი, თვე, წელი);
– ტექნოლოგიური პროცესის დამთავრების რიცხვს, თვესა და საათს (განსაკუთრებულად მალფუჭებადი პროდუქციისათვის).
სამომხმარებლო ტარის ნიშანდება დამატებით შეიცავს:
– გამოყენების წესს;
– შემადგენლობას (ნედლეული და მასალები);
– შენახვის პირობებსა და ვადებს;
– ვარგისობის ვადას;
– კევებითი დანამატების აღნიშვნასა და დასახელებას;
– შეფუთვაში ვაკუუმის არსებობას;
– ინფორმაციულ მონაცემებს 100 გ პროდუქტის კვებითი და ენერგეტიკული ღირებულების შესახებ: ცილები, ცხიმები, ვიტამინები B1, B2, PP, (მგ), A, D2, D3, (მ.ე.), კალორიულობა (კკალ) და სხვა მონაცემები პროდუქციის ასორტიმენტიდან გამომდინარე, კვების პროდუქტების კვებითი და ენერგეტიკული ღირებულების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების წესის შესაბამისად. s
თევზის პროდუქტების სამომხმარებლო ტარაზე, რომელიც გამოყენებამდე საჭიროებს დამატებით დამუშავებას, კეთდება წარწერა მომზადების წესის მითითებით.
– 4.1.3. ნიშანდების სტრუქტურული ელემენტები, გარდა ”საწარმო-დამამზადებლის დასახელებისა და ადგილმდებარეობისა“, ”პროდუქტის დასახელებისა“, ”ხარისხისა (ხარისხების არსებობისას) ან კატეგორიისა“, ”ნორმატიული დოკუმენტის (შესაფუთი პროდუქციაზე) აღნიშვნისა“, ”დამზადების თარიღისა (რიცხვი, თვე, წელი)“, ”ტექნოლოგიური პროცესის (განსაკუთრებულად მალფუჭებადი პროდუქციისათვის) დამთავრების რიცხვის, თვისა და საათისა“, ”შენახვის პირობებისა და ვადებისა“, ”კვებითი დანამატების აღნიშვნისა ან დასახელებისა“, ”შეფუთვაში ვაკუუმის არსებობისა“, ”ინფორმაციული მონაცემებისა 100 გ პროდუქტის კვებითი და ენერგეტიკული ღირებულების შესახებ“ აღინიშნება აუცილებლობისას, შესაფუთი პროდუქციის თავისებურების და შემკვეთთან შეთანხმების მიხედვით.
ყუთებზე კულინარული ნაწარმით, ნახევარფაბრიკატებით, რომლებიც დამზადებულია სავაჭრო ქსელისათვის და განსაკუთრებულად მალფუჭებად პროდუქტებზე, აღინიშნება ”შენახვის პირობები და ვადები“.
4.1.4 სატრანსპორტო ტარაზე აღინიშნება სამანიპულაციო ნიშნები გოსტ 14192-ის მიხედვით. შესაფუთი პროდუქციის მიხედვით სამანიპულაციო ნიშნების გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს დანართში მითითებულ ნიშნებს.
4.1.5 სატრანსპორტო პაკეტებით პროდუქციის გადაზიდვისას მათზე ხდება სატრანსპორტო ნიშანდება გოსტ 14192-ის შესაბამისად.
4.2 ნიშანდების განლაგება
4.2.1 პროდუქციიდან კასრებზე ნიშანდება ხდება ტარის დამახასიათებელი ნიშანდებისაგან თავისუფალ ძირზე.
25 დმ3 და ნაკლები ტევადობის კასრების ნიშანდება შეიძლება მოხდეს ორივე ძირზე.
4.2.2 პროდუქციიანი კასრების ნიშანდება შესაძლებელია პოლიმერული მასალების, ლითოგრაფიული შავი თუნუქის, მეტალური, ხის (მათ შორის ფანერის) ან სხვა მასალისაგან დამზადებული იარლიყებით, რომლებსაც ამაგრებენ პოლიეთილენისა და მეტალის კასრების სახელურებთან და ხის კასრების ზედა ძირზე.
4.2.3 ყუთებზე ნიშანდება ხდება ორივე ტორსულ ან გვერდით კედლებზე.
ნიშანდება შეიძლება მოხდეს ყუთის ერთ ტორსულ ან გვერდით კედელზე.
ყუთებზე, რომლებშიც მოთავსებულია გაცივებული პროდუქცია, შესაძლებელია დამაგრდეს იარლიყი პ. 4.2.2-ის შესაბამისად.
4.2.4 ფიცრის ან გოფრირებული მუყაოს ყუთებზე, რომლებშიც მოთავსებულია გამოყვანილი, გამომშრალი, შებოლილი, გაყინული ან სხვა არატენიანი პროდუქცია, აფსკის პარკებში, მინის ან პოლიმერული მასალების ქილებში და შეკვრებად შეფუთულ პროდუქციაზე შესაძლებელია დაწებდეს ეტიკეტები.
ეტიკეტები შეიძლება დაწებდეს ყუთის ერთ-ერთ გვერდზე, ამასთან მეორე ეტიკეტს დებენ ყუთის შიგნით.
4.2.5 მეტალის კონტეინერებზე, მეტალური და პოლიმერული მასალების ლოტებზე და სხვა სახის საინვენტარო ტარაზე ნიშანდება კეთდება გვერდით კედლებზე.
საინვენტარო ტარის ნიშანდება შესაძლებელია ეტიკეტების დაწებებით პ. 4.2.4-ის შესაბამისად ან იარლიყის დამაგრებით პ. 4.2.2-ის შესაბამისად.
4.2.6 ტომრების, ფუთების, დასტების, კალათებისა და დანარჩენი ტარის, რომლებშიც მოთავსებულია პროდუქცია, ნიშანდებისათვის იყენებენ პოლიმერული, ხის (მათ შორის ფანერის) და სხვა მასალებისაგან დამზადებულ იარლიყებს.
იარლიყები ტარაზე მყარად უნდა იყოს დამაგრებული მავთულით, კანაფით ან სხვა მასალით.
4.2.7 ტომრებზე, რომლებშიც მოთავსებულია არატენიანი პროდუქცია (გამოყვანილი, გაყინული და სხვა თევზი), ნიშანდება შესაძლებელია აღინიშნოს უხეში ტილოს ან სხვა მასალისაგან დამზადებულ იარლიყზე. იარლიყის ერთი ბოლო უნდა იყოს ჩადებული ტომრის ყელში და გაკერილი ერთდროულად.
ნიშანდება შესაძლებელია აღინიშნოს უშუალოდ ტომრებზე.
4.2.8 ქაღალდის ტომრებზე, რომლებშიც მოთავსებულია პროდუქცია, იარლიყის ნაცვლად შესაძლებელია დაწებდეს ეტიკეტები.
4.2.9 დასტებზე, პოლიმერული მასალებისაგან დამზადებულ პაკეტებზე, მეტალურ ქილებზე, ხუფებზე მინის ქილებისათვის ნიშანდება ხდება ნიმუშის შესაბამისად.
ფოლგის ყალიბებზე აწებებენ ეტიკეტს.
დასტებზე, პაკეტებზე პოლიმერული მასალისაგან დამზადებულ პაკეტებსა და მინის ქილებზე შეიძლება დაწებდეს ეტიკეტი.
პაკეტებში ასეთივე ეტიკეტს დებენ აფსკური მასალის ფენებს შორის ან სპეციალურ ჯიბეში (გამონაკლისს წარმოადგენს ავტომატურ დანადგარებზე შეფუთული პაკეტები, სადაც წინასწარ ხდება შეფუთვა).
4.3 ნიშანდების შესრულების წესები
4.3.1 ნიშანდება უნდა იყოს მკაფიო და ადვილად წასაკითხი, ის შეიძლება შესრულდეს:
– მდგრადი საღებავით, რომელიც არ ითხუპნება და არ ჩამოირეცხება წყლის, მარილხსნარის, ცხიმის მოქმედებით;
– დადაღვით სპეციალური შტამპებით;
– ჩაჭყლეტით სპეციალური შტამპებით და საღებავების წასმით ჩაჭყლეტილ ნიშნებზე ან შტამპებით ჩაჭყლეტით საღებავის გარეშე;
– ტიპოგრაფიული გზით დასტებზე, მუყაოს და ქაღალდის ეტიკეტებზე ან კომპოსტერით ქაღალდის ეტიკეტებზე დასაშვებია იმ მონაცემების შევსება შტამპებით, რომლებიც აკლია;
– ფლექსოგრაფიული ან ბეჭდვის სხვა საშუალებით –აფსკური მასალის პაკეტებსა და ტომრებზე;
– კომბინირებული წესით – მდგრადი საღებავით, რომლებიც არ ითხუპნება და არ ჩამოირეცხება წყლის, მარილხსნარისა და ცხიმის მოქმედებით და შტამპებით ჩაჭყლეტით;
– ტვიფრით პრესფორმებში;
– მეტალური ქილებისა და ხუფების ლითოგრაფირებით.
4.3.2 ნიშანდებისათვის გამოყენებული საღებავი ნებადართული უნდა იყოს კვების პროდუქტებთან კონტრაქტისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
4.3.3 იარლიყების, ეტიკეტების, დასტებისა და კოლოფების ზომები, ფორმა და მხატვრული გაფორმება შესრულებულ უნდა იყოს პროდუქციისათვის საუკეთესო სასაქონლო სახის მიცემის გათვალისწინებით და უნდა შეესაბამებოდეს ნიმუშს.
5. შეფუთვა
5.1 ზოგადი მოთხოვნები
5.1.1 პროდუქციის შესაფუთად გამოყენებული ტარა უნდა იყოს გამძლე, სუფთა, მშრალი, ტარა უნდა პასუხობდეს ნორმატიული დოკუმენტის მოთხოვნებს.
5.1.2 საკვები პროდუქციის შესაფუთად გამოყენებული ტარა და შესაფუთი მასალა დამზადებული უნდა იყოს მასალისაგან, რომელიც კვების პროდუქტებთან კონტრაქტისათვის ნებადართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
5.1.3 ტრანსპორტირებისა და შენახვისას ტარა და შეფუთვა უნდა უზრუნველყოფდეს პროდუქციის დაცულობასა და ხარისხს.
5.1.4 თითოეულ შესაფუთ ერთეულში უნდა იყოს ერთი დასახელების, ხარისხის, სიგრძისა და მასის, დანაწევრების სახის, დამზადების თარიღის პროდუქცია.
ერთდროულად შეიძლება შეიფუთოს გაყინული ვირთევზა, პიკშა, საიდა.
პირველი, მეორე, მესამე ჯგუფის წვრილი თევზის ჩაწყობა ხდება სახეობის განურჩევლად.
5.2 შეფუთვა სამომხმარებლო ტარაში.
5.2.1 პროდუქციას ფუთავენ შემდეგი სახის სამომხმარებლო ტარაში:
მინის ქილებში გოსტ 5717-ის მიხედვით (თევზი ცივად შებოლილი, დამარილებული, სანებლიანი, მარინადში ჩადებული, პატი);
მეტალის ქილებში გოსტ 5981-ის მიხედვით (თევზი ცივად შებოლილი, დამარილებული, სანელებლიანი, მარინადში ჩადებული);
პოლიმერულ პაკეტებში ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით (თევზი გაყინული, შებოლილი, მარილიანი, გამოყვანილი, თევზი გაუყინავი სპეციალური დანაწევრებით);
მუყაოსა და კომბინირებული მასალების შეკვრაში ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით (თევზი გაყინული, შებოლილი, მარილიანი, გამოყვანილი);
ფოლგის ფორმებში, პოლიმერული მასალის ჭიქებში ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით;
5.2.2 დასაშვებია შეფუთვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებადართულ სხვა სახის სამომხმარებლო ტარაში ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით.
5.2.3 გაყინული, შებოლილი, გამოყვანილი, გამხმარ-დამარილებული პროდუქციის შესაფუთად განკუთვნილი შეკვრის შიგა ზედაპირი უნდა იყოს დაფარული პარაფინით, ან სხვა ტენგაუმტარი მასალით.
გაყინული პროდუქტი, რომელიც იფუთება შიგა დაფარვის არმქონე შეკვრაში, წინასწარ უნდა იყოს გახვეული პერგამენტში გოსტ 1341-ის მიხედვით, ან პერგამენტისებრში გოსტ 1760-ის მიხედვით, ან ცელულოზის აფსკში გოსტ 7730-ის მიხედვით, ან სხვა ტენგაუმტარ მასალაში, ან შეფუთული პოლიმერულ პაკეტებში ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით.
5.2.4 შებოლილი, გამოყვანილი პროდუქციის შესაფუთ შეკვრას გვერდებზე უნდა ჰქონდეს 10-დან 12 მმ-მდე დიამეტრის ორ-ორი ხვრელი, პაკეტებს უნდა ჰქონდეთ პერფორაცია.
ცხლად შებოლილი გაყინული თევზის შესაფუთად დასაშვებია გამოყენებულ იქნეს პაკეტები ნახვრეტების გარეშე.
5.2.5 პოლიმერული პაკეტები, პროდუქციის დაცულობის უზრუნველსაყოფად, უნდა იყოს თერმულად შედუღებული ან შეკრული სხვა მეთოდით.
5.2.6 მუყაოს შეკვრები უნდა იყოს დახურული.
5.3 შეფუთვა ყუთებში, კალათებში
5.3.1 პროდუქციას ფუთავენ:
გოფრირებულ მუყაოს ყუთებში გოსტ 13516-ის ან სხვა ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით (თევზი გაყინული, შებოლილი, გამოყვანილი, გამხმარ-დამარილებული, გამომშრალი და სამომხმარებლო ტარაში);
ხის ყუთებში გოსტ 13356-ის მიხედვით (თევზი გაცივებული, გაყინული, დამარილებული, სანელებლიანი, მარინადში ჩადებული, შებოლილი, გამოყვანილი, გამხმარ-დამარილებული, გამომშრალი და სამომხმარებლო ტარაში);
პოლიმერულ ყუთებში ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით (თევზი გაცივებული, გაყინული, დამარილებული, შებოლილი, გამოყვანილი, გამხმარ-დამარილებული, გამომშრალი და სამომხმარებლო ტარაში, გარდა ქილებისა სპეციალურად დანაწევრებული გაუყინავი თევზისა);
კალათებში ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით (თევზი გამოყვანილი, გამხმარი და სხვა);
მეტალის ყუთებში ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით (გაცივებული, დამარილებული, შებოლილი თევზი, გაუყინავი თევზი სპეციალურად დანაწევრებული და სამომხმარებლო ტარაში, გარდა ქილებისა);
5.3.2 გაყინულ პროდუქციას ფუთავენ რკალიდან გაფორმებულ მუყაოს ყუთებში.
ადგილობრივი რეალიზაციისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ყუთები რკალის გარეშე.
5.3.3 გაყინული პროდუქციის ბლოკები შეფუთული უნდა იყოს აფსკის ტომარა-სადებში ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით ან გახვეული ანტიადგეზიურ ქაღალდში ან პერგამენტში, პერგამენტისებრში ან სხვა ტენგაუმტარ მასალაში.
გაყინულ ბლოკებს შორის შეიძლება ჩაიდოს შესახვევი ქაღალდი გოსტ 8273-ის მიხედვით.
გაყინული პროდუქციის ბლოკები მანქანა-დანადგარების მეშვეობით ყუთებში შეიძლება ჩაიწყოს საფენების გარეშე.
ტომარა-სადების თავი უნდა იყოს შემოკეცილი ან დამაგრებული მოსაჭერებით.
5.3.4 გაყინული პროდუქციის შესაფუთად განკუთვნილ ხისა და პოლიმერულ ყუთებში შიგნით და ხუფის ქვეშ ჩაფენილი უნდა იყოს პერგამენტი, პერგამენტისებრი ან სხვა შესაფუთი მასალა.
5.3.5 ცხლად და ცივად შებოლილი, გამოყვანილი, გამხმარ-დამარილებული თევზის შესაფუთი ყუთების ტორსულ კედელს უნდა ჰქონდეს 25-30 მმ-იანი დიამეტრის 2-3 ნახვრეტი.
ხის ყუთებს ტორსულ გვერდზე შეიძლება ჰქონდეს ღრეჩო.
ცხლად შებოლილი გაყინული თევზი შეიძლება შეიფუთოს უნახვრეტო ყუთებში.
5.3.6 ცხლად და ცივად შებოლილი, გამოყვანილი, გამხმარ-დამარილებული თევზის ჩაწყობისას ყუთებში შიგნიდან, ტორსული გვერდების გარდა, ჩაფენილი უნდა იყოს პერგამენტი, პერგამენტისებრი, ცელულოზის აფსკი ან შესახვევი ქაღალდი.
5.3.7 დამარილებული თევზის შეფუთვისას ყუთებში ჩაფენილი უნდა იყოს პერგამენტი, პერგამენტისებრი, ცელულოზის, პოლიეთილენის აფსკი გოსტ 10354-ის მიხედვით ან სხვა ტეგნაუმტარი მასალა.
5.3.8 გაცივებული, გაუყინავი სპეციალურად დანაწევრებული თევზის შესაფუთ ყუთებს უნდა ჰქონდეს ძირზე ნახვრეტები, ხოლო ხის ყუთებს უნდა ჰქონდეს არა უმეტეს 5 მმ დიამეტრის ღრეჩო წყლის ჩასადენად.
5.3.9 თევზსა და სამომხმარებლო ტარას ყუთებში ჩააწყობენ მჭიდრო, სწორ რიგებად. წვრილი თევზებისათვის გამოიყენება სწორ ფენებად ურიგო ჩაწყობა.
5.3.10 მინის ქილებს ფუთავენ ტარაში, რომელშიც პროდუქციის დაცულობის უზრუნველმყოფ საფენებად იყენებენ გოფრირებულ მუყაოს, ბურბუშელას ან სხვა შესაფუთ მასალას.
5.3.11 პროდუქციიანი ხის ყუთები ჩაჭედილი უნდა იყოს ლურსმნებით.
5.3.12 რკალით აღჭურვილ გოფრირებულ ყუთზე შემოკრული უნდა იყოს მავთული გოსტ 3282-ის მიხედვით, ან მეტალის ლენტი გოსტ 3560-ის მიხედვით, ან პოლიმერული მასალის ლენტი, ან გაკრული მწებვარე შრიანი პოლიეთილენის ლენტი გოსტ 20477 –ის მიხედვით, ან წებოიანი ქაღალდის ლენტი გოსტ 18251-ის მიხედვით.
ურკალო გოფრირებული მუყაოს ყუთები, რომლებშიც მოთავსებულია შეფუთული პროდუქცია, უნდა იყოს შეკრული ფოლადის მავთულით, გაკრული 50-100 მმ სიგანის ქაღალდის წებოიანი ლენტით გოსტ 18251-ის მიხედვით, ან მწებვარე შრიანი პოლიეთილენის ლენტით ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით ან მწებვარე სინთეზური ლენტით სიგრძივ სარქველზე. ლენტის ბოლოები უნდა სცილდებოდეს ყუთის კედლის დასაწებებელი ნაწიბურს 50-60 მმ-ით.
ადგილობრივი რეალიზაციისათვის შესაკრავად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტექნიკური ან საყოფაცხოვრებო თოკი გოსტ 1868-ის მიხედვით, ან კანაფი გოსტ 17308-ის მიხედვით.
5.4. შეფუთვა კასრებში
5.4.1 პროდუქციას ფუთავენ:
ხის კასრებში გოსტ 8777-ის მიხედვით (გაცივებული, დამარილებული, სანელებლებიანი, მარინადში ჩადებული თევზი);
მოხმარებული ხის კასრებში ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით (გაცივებული, დამარილებული, სანელებლიანი, მარინადში ჩადებული თევზი);
პოლიეთილენის კასრებში ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით (დამარილებული თევზი).
5.4.2. მშრალტარიან კასრებს (გაცივებული თევზის შესაფუთად) ძირზე უნდა ჰქონდეს ნახვრეტი წყლის ჩასადენად.
5.4.3. დამარილებული თევზის შესაფუთად იყენებენ ჩამოსხმულ და მშრალტარიან კასრებს.
მარილწყლიანი თევზის შეფუთვისას მშრალტარიან კასრებში იყენებენ პოლმერული მასალის ტომარსადენებს ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით.
5.4.4. კასრებში თევზს ხელით ან ვიბრატორის საშუალებით აწყობენ ნაყარად.
კასრებში წვრილი თევზის ჩაწყობა შეიძლება ნაყარად რიგების მიხედვით გასწორებით და შემდგომი შემჭიდროვებით.
5.5. შეფუთვა ტომრებში, ფუთებში, ტილოებში
5.5.1 პროდუქციას ფუთავენ:
ქსოვილის ტომრებში გოსტ 19317-ის მიხედვით (გაყინული თევზი, გამოყვანილი, გამხმარი თევზი, ზვიგენის გამხმარი ფარფლი);
შესაფუთ ჭილობის ან ტილოს ფუთებში ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით (გაყინული თევზი);
ოთხ, ექვსშრიან ქაღალდის ტომრებში გოსტ 2226-ის მიხედვით (გამხმარი, გამოყვანილი თევზი);
ჭილობის დიდ ტომრებში ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით (გამოყვანილი, გამხმარი თევზი);
5.5.2 ფუთებად შეფუთვისას:
გაყინულ თართისებრ თევზს ახვევენ ორ ფენა ჭილობებში ან შესაფუთ ტილოებში. ფენებს შორის შუასადებად გამოიყენება შესაფუთი მასალა – მუყაო გოსტ 7420-ის მიხედვით ან ორი-ოთხი ფენა შესახვევი ქაღალდი გოსტ 8273-ის მიხედვით;
გაყინულ ზვიგენს წინასწარ აწყობენ პოლიმერული მასალის ტომარა-სადებში ნორმატიული დოკუმენტის მიხედვით;
ფუთებს მყარად კერავენ კანაფით გოსტ 17308-ის მიხედვით, გაყინულ თართისებრთა თევზს ირგვლივ შემოუწყობენ ლაფანს, ფანერას ან თხელ ფიცრებს. ფუთებს შეკრავენ თოკით გოსტ 1868-ის მიხედვით.
რეფრიჟერატორიანი ვაგონით ან სექციით ტრანსპორტირებისას გაყინული თართისებრი თევზი შეიძლება შეფუთული იყოს შემოსაფენი მასალის (ლაფანი, ფანერი, ან თხელი ფიცარი) გარეშე, მაგრამ ფუთები აუცილებლად უნდა იყოს შეკრული თოკით.
5.5.3. გამოყვანილ და გამომშრალ თევზს ტომრებში აწყობენ კონებად, ნაყარად ან ცალობით, ზვიგენის გამხმარ ფარფლს კი – კომპლექტებად.
5.5.4 ტომრები უნდა გაიკეროს მანქანით ან ხელით სელის ძაფით გოსტ 14961-ის მიხედვით, ან კანაფით გოსტ 17308-ის მიხედვით, ან ბამბის ძაფით გოსტ 6309-ის მიხედვით, ან კაპრონის ძაფით გოსტ 15897-ის მიხედვით.
ტომარა-სადები უნდა იყოს თავმოკრული ან გაკერილი გარე ტომარასთან ერთად.
დანართი
სამანიპულაციო ნიშნების გამოყენება შესაფუთი პროდუქციის მიხედვით
პროდუქციის დასახელება
სამანიპულაციო ნიშნის ნომერი გოსტ 14192-ის მიხედვით
სამანიპულაციო ნიშნის დასახელება გოსტ 14192-ის მიხედვით
1. თევზი და მისი გადამუშავებით მიღებული პროდუქტები გაცივებული
6
2
„მალფუჭებადი ტვირთი“
„დაიცავით გახურებისაგან“
„ზედა არ გადააბრუნოთ“
2. თევზი და მისი გადამუშავებით მიღებული პროდუქტები გაყინული
6
2
„მალფუჭებადი ტვირთი“
„დაიცავით გახურებისაგან“
„ზედა არ გადააბრუნოთ“
3. თევზი და მისი გადამუშავებით მიღებული პროდუქტები: დამარილებული, სანელებლებიანი, მარინადში ჩადებული
თევზი და მისი გადამუშავებით მიღებული პროდუქტები: დამარილებული, სანელებლებიანი, მარინადში ჩადებული, დაფასოებული მინის ქილებში
6
6
1
„მალფუჭებადი ტვირთი“
„ზედა არ გადააბრუნოთ“
„მალფუჭებადი ტვირთი“
„ფრთხილად, მსხვრევადია“
„ზედა არ გადააბრუნოთ“
4.თევზი და მისი გადამუშავებით მიღებული პროდუქტები: ცივად ან ცხლად შებოლილი, ზურგიელი ცივად შებოლილი, თევზი გამოყვანილი, გამხმარ-დამარილებული
თევზი და ზურგიელი ცივად შებოლილი, დაფასოებული მინის ქილებში
6
3
6
1
„მალფუჭებადი ტვირთი“
„დაიცავით სინესტისაგან“
„ზედა არ გადააბრუნოთ“
„მალფუჭებადი ტვირთი“
„ფრთხილად, მსხვრევადია“
„ზედა არ გადააბრუნოთ“