„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ლიჰის დაუშვებელი დანაყოფების თაობაზე წერილობითი შეთანხმების მოთხოვნის შესახებ“ შეთანხმება
მიღების თარიღი 12.01.2022
ძალაში შესვლა 12.01.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №35-99
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016673
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/01/2022
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| საქართველოს მთავრობის სახელით | ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით |
| ____________________________ | ____________________________ |
| შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე | ელჩი კელი კ. დეგნანი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების წევრთა ოჯახის წევრების ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის შესახებ“ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩილეს რესპუბლიკის მთავრობას შორის
ორდინალური პასპორტის მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეადმისიის შესახებ“ შეთანხმებისა და „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის რეადმისიის შესახებ შეთანხმების შესრულების წესის შესახებ” საიმპლემენტაციო ოქმის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე „საქართველოს მთავრობასა და გრენადას მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ლიჰის დაუშვებელი დანაყოფების თაობაზე წერილობითი შეთანხმების მოთხოვნის შესახებ“ შეთანხმება
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა
და
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას
შორის
ლიჰის დაუშვებელი დანაყოფების თაობაზე
წერილობითი შეთანხმების მოთხოვნის შესახებ
საქართველოს მთავრობა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა („მთავრობები“),
მხედველობაში იღებენ რა, ორი მთავრობის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებს 1961 წლის უცხოური დახმარების შესახებ აქტითა და იარაღის ექსპორტის კონტროლის შესახებ აქტით, ან მათგან გამომდინარე კანონმდებლობით გათვალისწინებული, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გრანტის საფუძველზე გაცემული დახმარების თაობაზე,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი I
საქართველოს მთავრობა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა თანხმდებიან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან წინასწარ თანხმობის გარეშე საქართველოს მთავრობამ არ უნდა უზრუნველყოს 1961 წლის უცხოური დახმარების შესახებ აქტითა და იარაღის ექსპორტის კონტროლის შესახებ აქტით, ან მათგან გამომდინარე კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული დახმარების გაცემა საქართველოს უსაფრთხოების ძალების ნებისმიერი დანაყოფის მიმართ, რომლის თაობაზეც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დიპლომატიური არხების მეშვეობით ეცნობა საქართველოს, რომ აღნიშნულ დანაყოფს აკრძალული აქვს ამგვარი დახმარების მიღება 1961 წლის უცხოური დახმარების შესახებ აქტის 620M ნაწილით, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ლიჰის კანონი“.
მუხლი II
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ორივე მთავრობის მიერ ხელმოწერის დღიდან და ძალაში რჩება, თუ მისი შეწყვეტა არ განხორციელდა წინამდებარე შეთანხმების III მუხლის შესაბამისად.
მუხლი III
წინამდებარე შეთანხმებაში, ორმხრივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები. წინამდებარე შეთანხმების მოქმედება შესაძლოა შეწყდეს ნებისმიერ დროს, თითოეული მთავრობის მიერ მეორე მთავრობისათვის 90 (ოთხმოცდაათი) დღით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის საფუძველზე.
აღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელმომწერები, რომლებიც საკუთარი მთავრობების მიერ აღჭურვილნი არიან სათანადო უფლებამოსილებით, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2022 წლის 12 იანვარს, ორ დედნად, ქართულ და ინგლისურ ენებზე. თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტურია.
საქართველოს მთავრობის
სახელით
ამერიკის შეერთებული შტატების
მთავრობის სახელით
____________________________
____________________________
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე
ელჩი კელი კ. დეგნანი