საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№04/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.018112
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/01/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №04/ნ

2022 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №48/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კასპის კოლეჯის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №48/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 26/03/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017906) დამტკიცებულ წესდებაში  შეტანილ იქნეს ცვლილება და წესდების:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კასპის კოლეჯი (შემდგომ – კოლეჯი) არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კოლეჯის ხელმძღვანელი პირი არის კოლეჯის დირექტორი (შემდგომ – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი