⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.02.2023)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 26.01.2022
ძალის დაკარგვა 28.02.2023
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.168.016339
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/01/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 400 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.01.2022 მიღება
28.02.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 ქ. სიღნაღი, ქ. წნორი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ზონა
ნორმ. ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ნორმ. ფასი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2022 წლის 26 იანვარი ქ. სიღნაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის,  „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართის  მიხედვით. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 იანვრის №1 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 02/02/2021, 200140030.35.168.016322). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ჯანიკაშვილი დანართი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დიფერენცირებულია ტერიტორიის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN=IMG X ITL X C X K, სადაც: ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG  – არის ქ. სიღნაღის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,28-ს;  გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც  უდრის 1-ს; დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 104-ს.  2. პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ სიღნაღისა  და  ქალაქ წნორის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 მ​2 მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით: № ზონა IMG ITL C K CN (ლარი) ნორმ. ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ნორმ. ფასი 1 ქ. სიღნაღი, ქ. წნორი 0,28 1 0,24 104 6.9888 3. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ სიღნაღისა და ქალაქ წნორის ტერიტორიაზე დადგენილი ნორმატიული ფასის 50 პროცენტით. 4. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის დასახლებათა არეალში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ სიღნაღისა და ქალაქ  წნორის ტერიტორიაზე დადგენილი ნორმატიული ფასის 25 პროცენტით. 5. დასახლებათა შორის არეალებში გამავალი  საერთაშორისო და შიდა-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქ სიღნაღისა და ქალაქ  წნორის ტერიტორიაზე დადგენილი ნორმატიული ფასის  50 პროცენტით. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება  მე-3 და   მე-4  პუნქტებში აღნიშნული წესი.