„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №36 |
|
2022 წლის 26 იანვარი ქ. თბილისი |
1. „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №1
სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა
ა) ნანა ზამთარაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე − კომისიის თავმჯდომარე;
ბ) მერაბ ჩალათაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ქეთევან ლომიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის გეოლოგიური ფონდების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი − კომისიის მდივანი;
დ) ირაკლი ნადარეიშვილი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსი;
ე) შორენა იოსებიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი;
ვ) გოჩა ფირცხელიანი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის უფროსი;
ზ) ნინო ჯაფარიძე – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი;
თ) მერაბ გაფრინდაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი;
ი) დავით ლომიტაშვილი – სსიპ − კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე;
კ) ნიკა ბოჭორიშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის საბადოთა დამუშავების ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, სამთო ინჟინერი, დოქტორი;
ლ) არჩილ მაღალაშვილი – სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო და გეომეცნიერებების დეპარტამენტის დირექტორი, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, ასოციირებული პროფესორი;
მ) გიორგი მელიქაძე – თსუ მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი;
ნ) ნინო ჩიქოვანი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის მიწის რესურსების დაცვის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;
ო) ვახტანგ ცინცაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი;
პ) ნოდარ ფოფორაძე – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი;
ჟ) დავით ბლუაშვილი – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ასოციირებული პროფესორი.“.
2. „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დებულების“ (დანართი №2):
ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლილი საბადოების, აგრეთვე მათი დამუშავების პროცესში დამატებით გამოვლენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცება და სახელმწიფო ბალანსზე აყვანა, აგრეთვე ბალანსიდან ჩამოწერა ხდება სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის გამოცემის ერთადერთი საფუძველია კომისიის დასაბუთებული დადებითი დასკვნა.“;
ბ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თითოეული განხილული მარაგების ანგარიშისათვის კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებულ კომისიის წევრების ანაზღაურებას, კომისიის მდივნის წარდგინების საფუძველზე, უზრუნველყოფს სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
2. დადგენილება გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.01.2022.
- როდის იქნა მიღებული „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.01.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №36. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.10.003.023245.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.01.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №36, 26.01.2022, სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.023245 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.01.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5365514/