ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.02.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-66
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016708
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/02/2022
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.02.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | საგარეჯო |
| 2 | მარნეული |
| 3 | დედოფლისწყარო |
| 4 | გარდაბანი |
| 5 | დმანისი |
| 6 | დუშეთი |
| 7 | მცხეთა |
| 8 | ასპინძა |
| 9 | ახალქალაქი |
| 10 | ახალციხე |
| 11 | გორი |
| 12 | კასპი |
| 13 | ქარელი |
| 14 | წყალტუბო |
| 15 | ვანი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ ბათუმში, გარკვეულ ტერიტორიებზე წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე 2090 კვ.მ გეგმარებითი არეალის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები: №74.06.11.185; №74.06.11.654; №74.06.11.386; №74.06.11.777 და მიმდებარედ არსებული დაურეგისტრირებელი ტერიტორია), ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებსა და დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე სასტუმროს ტიპის სახლებისა და დასასვენებელი სახლების განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმში, გაგარინის ქ. №32-ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 05.25.08.171; 05.25.08.172) წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ ქალაქ ბათუმში, დასახლება მახინჯაურში (ს/კ 05.34.22.121; 05.34.22.555; 05.34.22.554; 05.34.22.312; 05.34.22.530) წარმოდგენილ გეგმარებით ერთეულზე განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-66
2022 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმა.
მუხლი 2🔗
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გეგმაში ქარსაფარი ზოლის ფართობები მოცემულია „მიწის ფონდის განაწილებაზე მიწათმოსარგებლეთა და სავარგულების მიხედვით 2004 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით“ მომზადებული ანგარიშის (შემდგომში – მიწის ბალანსი) შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ინვენტარიზაციის პროცესში, 2004 წლის მიწის ბალანსში აღურიცხავი ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის ფაქტების გამოვლენისას, მათი ინვენტარიზაცია განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗
დაევალოს სსიპ – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის განხორციელება ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი
დანართი
ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმა
N
მუნიციპალიტეტი
ფართობი (ჰა)
განხორციელების პერიოდი
1
საგარეჯო
529
2022 წელი
2
მარნეული
351
სულ: 880
3
დედოფლისწყარო
1093
2023 წელი
4
გარდაბანი
1922
5
დმანისი
53
6
დუშეთი
106
7
მცხეთა
300
8
ასპინძა
140
9
ახალქალაქი
441
10
ახალციხე
196
სულ: 4 251
11
გორი
1497
2024 წელი
12
კასპი
430
13
ქარელი
819
14
წყალტუბო
278
15
ვანი
73
16
თერჯოლა
70
17
ხონი
95
18
ქ. ფოთი
74
19
ზუგდიდის რაიონი
173
20
სენაკი
208
21
ხობი (ქ. ფოთის გარეშე)
668
22
აჭარის ა.რ
662
სულ: 5 047
მთლიანი ფართობი: 10 178 ჰა