„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
010220020.16.009.016518
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №1

2022 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 28/12/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.16.009.016430) დამტკიცებულ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულებაში“ (შემდგომში – დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 20. ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი

1. ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:

ა) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში რეგულირებული საწარმოების შესახებ მონაცემთა ბაზების წარმოება;

ბ) ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის შესახებ მონაცემთა ბაზების წარმოება;

გ) ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგი და ზედამხედველობა კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის პრინციპების დაცვის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, შესაბამისი ეფექტიანი მარეგულირებელი მექანიზმების შექმნისთვის წინადადებების შემუშავება და კომისიისთვის წარდგენა;

დ) საწარმოთა ელექტრონული პორტალის სისტემატური განახლება და განვითარება, მისი სათანადო ფუნქციონირებისა და რეგულირებული საწარმოების მიერ ინფორმაციის დადგენილი წესით წარმოდგენის უზრუნველყოფა;

ე) რეგულირებულ საწარმოთა ანგარიშგებისა და სხვა უწყებებიდან და წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და შესაბამისი დასკვნების მომზადება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი, კონკურენციასთან დაკავშირებული მოთხოვნების აღსრულების მიზნით, შესაბამისი წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;

ზ) მონაცემთა ანალიზის შედეგად, ენერგეტიკულ ბაზრებზე გამოვლენილ ტენდენციებსა და ხარვეზებზე რეაგირება, მათ შორის, სათანადო რეკომენდაციების მომზადება; საჭიროებისამებრ, რეგულირებული საწარმოების ადგილზე შემოწმება, ბაზრის კვლევისა და სხვა ღონისძიებების განხორციელება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;

ი) ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით ენერგეტიკული ბაზრების ცალკეულ სეგმენტებში არსებული პრობლემების/ხარვეზების იდენტიფიცირება და მათ აღმოფხვრასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ზომების მიღება/რეკომენდაციების მომზადება;

კ) ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო გამოცდილების კვლევა/ანალიზი და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კომისიისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;

ლ) კანონის შესაბამისად, ენერგეტიკული ბაზრის შესახებ ანგარიშის პროექტების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;

მ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;

ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;

ო) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.

2. ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტში იქმნება ბაზრის სტრუქტურული ანალიზის სამმართველო, რომელიც ასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“-„კ“ ქვეპუნქტებითა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში „ლ“–„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს.“.

 

2. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი

1. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:

ა) კომისიის ადამიანური რესურსების მართვა;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;

გ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და პროცედურების შესახებ დასაქმებულთა პერიოდული ინფორმირება;

დ) ადამიანური რესურსების დადგენილი წესით შერჩევის უზრუნველყოფა;

ე) საშტატო თანამდებობისა და არასაშტატო პოზიციებისთვის სამუშაო აღწერილობების შემუშავება;

ვ) დასაქმებულთა პირადი საქმეების წარმოება, ადმინისტრირება და ელექტრონულ პროგრამაში ინტეგრირება;

ზ) დასაქმებულთა პროფესიული საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი კვალიფიკაციისა და ცნობიერების ამაღლების პროცესის კოორდინირება;

თ) დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცესის ადმინისტრირება  და მის შესახებ ანგარიშგება;

ი) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, მიღებული სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია და კომპეტენციის ფარგლებში მათ შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;

კ) შრომის შინაგანაწესის შემუშავება და დასაქმებულთა მიერ მის შესრულებაზე ზედამხედველობა;

ლ) გენდერული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;

მ) კომისიაში სტაჟირებისა და პრაქტიკისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ნ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;

ო) კომისიის ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა, მისი სისტემური ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი კომისიის საქმისწარმოების წესის შესაბამისად;

პ) კომისიის საიდუმლო ხასიათის დოკუმენტაციის საქმისწარმოება; საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, შესაბამის კონფიდენციალურ ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;

ჟ) კომისიაში შემოსულ კორესპონდენციაზე ადმინისტრაციული წარმოებისთვის განსაზღვრული ვადების დაცვის უზრუნველმყოფი ღონისძიებებისა და  მონიტორინგის განხორციელება;

რ) კომისიის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სისტემატიზებული სახით განთავსება კომისიის შიდა ელექტრონულ რესურსზე;

ს) კომისიის სხდომებისა და აპარატის სამუშაო თათბირების ორგანიზება;

ტ) კომისიის საჯარო სხდომების ოქმების წარმოება;

უ) კომისიის საარქივო საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

ფ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების უზრუნველყოფა;

ქ) კომისიის სამართლებრივი აქტების უწყებრივი რეესტრის წარმოება;

ღ) კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების დადგენილი წესით სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისა და ოფიციალურად გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

ყ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება; უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანილი მონაცემების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

შ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.

2. ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტში იქმნება ორი სამმართველო:

ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;

ბ) საქმისწარმოების სამმართველო.

3. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, ხოლო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში – „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციასა და უფლებამოსილებას.

4. საქმისწარმოების სამმართველო ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ო“-„ყ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, ხოლო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში – „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციასა და უფლებამოსილებას.”.

 

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიმაია მელიქიძე
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.01.2022.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 27.01.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.16.009.016518.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.01.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 დეკემბრის №79 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №1, 27.01.2022, სარეგისტრაციო კოდი 010220020.16.009.016518 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5367668/