საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.05.2002
ძალის დაკარგვა 28.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №353
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.289
გამოქვეყნების წყარო სსმ, 48, 20/05/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,508 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.05.2002 მიღება
28.06.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:"\#Gremy_m Cond";} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:"Acad Nusx Geo";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"#Gremy_m Cond","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Acad Nusx Geo","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 45.0pt .5in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.289 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №353 2002 წლის 16 მაისი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ „პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დროებითი დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. რ. გილიგაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების დროებითი დებულება     მუხლი. 1. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულება (შემდგომ – სამკურნალო დაწესებულება) არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო ქვედანაყოფი. დაწესებულება ახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გადაყვანილი მსჯავრდებულებისა და პატიმრების სასწრაფო და გეგმიურ სამედიცინო მომსახურებას.  2. სამკურნალო დაწესებულების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, “პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონი, “ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ნორმატიული აქტები. 3. სამკურნალო დაწესებულება აღჭურვილია სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით, სამეურნეო ნაგებობებითა და დამხმარე სათავსოებით, ტრანსპორტით. სამკურნალო დაწესებულებას აქვს ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. 4. სამკურნალო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, სამკურნალწამლო საშუალებებით, მედიკამენტებით, კვების პროდუქტებითა და სხვა აუცილებელი საშუალებებით მომარაგება ხორციელდება ცენტრალიზებული წესით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.     მუხლი 2🔗. სამკურნალო დაწესებულების ამოცანები და ფუნქციები 1. სამკურნალო დაწესებულების ამოცანებია: ა) მსჯავრდებულთა და პატიმართა მკურნალობა; ბ) მსჯავრდებულთა და პატიმართა კლინიკო-დიაგნოსტიკური გამოკვლევების ჩატარება; გ) მსჯავრდებულთა და პატიმართა სამედიცინო რეაბილიტაცია; დ) მსჯავრდებულთა და პატიმართა სამედიცინო-ამბულატორიული მომსახურება; 2. სამკურნალო დაწესებულების ფუნქციებია: ა) მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება გაუწიოს დაწესებულებაში ჰოსპიტალიზირებულ ავადმყოფებს;  ბ) იმ ღონისძიებათა დაგეგმვა და ცხოვრებაში გატარება, რომლებიც ხელს შეუწყობს სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცესების, დაწესებულების მუშაობის მაჩვენებლების გაუმჯობესებას; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით, სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ამყარებს და აფართოებს კავშირებს სამედიცინო დაწესებულებებთან, სამთავრობო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ;  დ) სამედიცინო ტექნოლოგიური პროცესების დამოუკიდებელი დაგეგმვა და განხორციელება – მკურნალობის სტანდარტებისა და ხარისხის სავალდებულო დაცვით;     მუხლი 3🔗. სამკურნალო დაწესებულების უფლებანი და მოვალეობანი 1. სამკურნალო დაწესებულება უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო სამედიცინო საბაზო პროგრამის განხორციელებაში, აწარმოოს კანონით ნებადართული სამედიცინო მომსახურების სახეები; ბ) აწარმოოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, მონაწილეობა მიიღოს და ჩაატაროს სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები, სიმპოზიუმები, გამოფენები; გ) მოამზადოს მედიცინის მუშაკები საკუთარ ბაზაზე ან მიავლინოს ისინი კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჯანდაცვის პროფილის სასწავლებლებში სათანადო ხარჯების ანაზღაურებით; დ) წარადგინოს დროებით ან მუდმივად შრომისუნარდაკარგული პირები საექიმო-შრომით კომისიაზე, შეზღუდული შესაძლებლობის ჯგუფის განსაზღვრის მიზნით; ე) წარადგინოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ სამედიცინო კომისიაზე მძიმე და განუკურნებელი სენით დაავადებული ავადმყოფები, დაავადების სიმძიმის გამო პატიმრობიდან ვადაზე ადრე განთავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად დადგენილი წესით; ვ) იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობის ნებართვით სარეჟიმო, ოპერატიული მოთხოვნების მკაცრი დაცვით, უზრუნველყოს მძიმე ან ძნელად სადიაგნოსტიკო ავადმყოფების დროებით გადაყვანა საერთო პროფილის საავადმყოფოში, იმ მკურნალობის ან ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების მიზნით, რისი საშუალებაც დაწესებულებას არ გააჩნია. ზ) გარკვეული სამუშაოების ჩატარების მიზნით მოიწვიოს სხვა სამკურნალო დაწესებულებიდან ექიმი-სპეციალისტი ან მიავლინოს დაწესებულების სპეციალისტი; 2. სამკურნალო დაწესებულება ვალდებულია: ა) შეასრულოს სახელმწიფო შეკვეთა, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს მსჯავრდებულებსა და პატიმრებს; ბ) უზრუნველყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებები სამედიცინო კონსულტაციებით. გაანალიზოს სისტემაში არსებული ავადობის, სიკვდილიანობის, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები, ჩაატაროს კლინიკური და პათოლოგ-ანატომიური კონფერენციები. მიღებული მონაცემების საფუძველზე სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტთან ერთად შეიმუშაოს მითითებები და რეკომენდაციები სამედიცინო ნაწილებისათვის; გ) სამედიცინო ნაწილების პერსონალის მოთხოვნით უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ კონსულტაციების ჩატარება; დ) უზრუნველყოს სამედიცინო მომსახურება თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურითა და ხელსაწყოებით, სამკურნალწამლო საშუალებებითა და მედიკამენტებით, სხვა შესაბამისი ინვენტარით; ე) დადგენილი წესით დროულად მიაწოდოს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს ინფორმაცია, სამკურნალო დაწესებულებაში სიკვდილიანობის, უბედური და განსაკუთრებული შემთხვევის, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციისა და ინფექციურ დაავადებათა შესახებ; ვ) სამკურნალო დაწესებულებაში განახორციელოს ავადმყოფთა შინაგანაწესის დაცვისათვის აუცილებელი სარეჟიმო ღონისძიებები; ზ) დაწესებულების ნორმალური სანიტარიული მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით, სისტემატურად ჩაატაროს ჰიგიენური ხასიათის ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებანი (დაწესებულების ყოველდღიური და ყოველკვირეული გენერალური დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების დროული გატანა და ა.შ.). მკაცრი კონტროლი დააწესოს სასმელი წყლისა და კვების პროდუქტების ვარგისიანობაზე. სისტემატურად შეამოწმოს მსჯავრდებულთათვის მიცემული საკვების ხარისხი და ოდენობა, მათი მომზადების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები; თ) საავადმყოფოს შიდა ინფექციის გამოვლენის ან გავრცელების შემთხევაში განახორციელოს აუცილებელი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებანი კერის ლიკვიდაციის მიზნით;     მუხლი 4🔗. სამკურნალო დაწესებულების სტრუქტურა: 1. სამკურნალო დაწესებულების სტრუქტურაშია: ა) მიმღები; ბ) სამკურნალო განყოფილებები; გ) ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის პალატები; დ) სამკურნალო-დიაგნოსტიკური კაბინეტები; ე) კლინიკური, ბიოქიმიური, ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიები; ვ) სამედიცინო არქივი; ზ) პროზექტურა; თ) ადმინისტრაციულ-სამეურნეო ნაწილი; ი) აფთიაქი; 2. სამკურნალო დაწესებულებაში ფუნქციონორებს სამედიცინო საბჭო, სამკურნალო-მაკონტროლებელი კომისია, პათოლოგ-ანატომიური კონფერენცია, საექიმო-შრომითი კომისია, თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციები და შრომითი შინაგანაწესი, სამკურნალო დაწესებულებისა და თანამშრომელთა მუშაობის პერსპექტიული გეგმა (კვარტალური, წლიური), ავადმყოფთა ქცევის წესები;     მუხლი 5🔗. სამკურნალო დაწესებულების მართვა 1. სამკურნალო დაწესებულების მუშაობას ხელმძღვანელობენ დაწესებულების დირექტორი და მთავარი ექიმი; 2. სამკურნალო დაწესებულების დირექტორი ინიშნება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე; 3. სამკურნალო დაწესებულების მთავარ ექიმს და სამედიცინო პერსონალს ნიშნავს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, მათ თანამდებობრივ სტატუსს, შრომის ანაზღაურების პირობებს და წესს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი; 4. სამკურნალო დაწესებულების დირექტორი: ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მართავს დაწესებულების საქმიანობას და განაგებს მის ქონებას; ბ) სარეჟიმო პირობების გათვალისწინებით, დაწესებულების სარეჟიმო-უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს, აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს. გ) აკონტროლებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებას, სამსახურეობრივი დისციპლინის მდგომარეობას. დ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფას, რომლებიც საჭიროა დაწესებულების ამოცანების შესასრულებლად; ე) პერიოდულად ისმენს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე; ვ) დირექტორი სასჯალაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ; ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ვიზას ადებს დაწესებულებაში მომზადებულ დოკუმენტებს; 5. სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი: ა) უზრუნველყოფს პაციენტებისთვის მაღალკვალიფიციური სტაციონარული დახმარების ორგანიზაციას; ბ) სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცესების დახვეწა-განვითარებისათვის შეიმუშავებს დაწესებულების მუშაობის პერსპექტიულ წლიურ გეგმას, ატარებს ქმედით ღონისძიებებს მათ შესასრულებლად. განიხილავს და ამტკიცებს სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუშაობის კვარტალურ და წლიურ პერსპექტიულ გეგმებს; გ) ორგანიზაციას უწევს და ატარებს დილის საექიმო და პათოლოგიურ-ანატომიურ კონფერენციებს, კონსილიუმებს, სამედიცინო საბჭოს სხდომებს, სამკურნალო განყოფილებებში გეგმიურ და ღამის საექიმო შემოვლებს, არეგულირებს და აკონტროლებს ავადმყოფთა სამკურნალო დაწესებულებაში მიღებისა და გაწერის საკითხებს; დ) სამედიცინო საბჭოზე განსახილველად წარადგენს ავადმყოფთა დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის, უეცარი სიკვდილის, არაკვალიფიციური სამედიცინო დახმარების შემთხვევებს. მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს; ე) ანალიზს უკეთებს და სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს დადგენილ ვადაში წარუდგენს სამედიცინო დაწესებულების მუშაობის, კვარტალურ-წლიურ მაჩვენებლებს და ანგარიშს. ყოველკვარტალურად, ინფორმაციას აწვდის სამინისტროს ხელმძღვანელობას დაწესებულების სამედიცინო ტექნიკით, სამკურნალწამლო საშუალებებით მომარაგების საქმეში არსებული მდგომარეობის შესახებ, წარადგენს მოთხოვნას არსებული დეფიციტის მითითებით; ვ) ატარებს ღონისძიებებს დაწესებულების ნორმალური სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით. ხელმძღვანელობს დაწესებულებაში ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას; ზ) აკონტროლებს სამედიცინო დოკუმენტაციის სააღრიცხვო ჟურნალების წარმოებას, არქივში მათი შენახვის წესსა და ვადებს; თ) უზრუნელყოფს დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის მივლინებას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ჯანდაცვის პროფილის სასწავლებლებსა და სამედიცინო დაწესებულებებში;  ი) სისტემატიურად აწვდის ინფორმაციას სასჯელაღსრულების დაწესებულებების სამედიცინო ნაწილების თანამშრომლებს, დაავადებათა მკურნალობის, პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის ახალი მეთოდების, შესაბამისი ორგანოების მიერ შემუშავებულ მეთოდურ წერილებსა და რეკომენდაციების შესახებ; კ) უზრუნველყოფს კავშირს სამკურნალო დაწესებულებასა და სამედიცინო ნაწილებს შორის, ამ მიზნით სისტემატურად მიავლენს სამკურნალო დაწესებულების ექიმ-სპეციალისტებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენის მიზნით. მსჯავრდებულთა და პატიმართა გამაჯანსაღებელი, სანიტარი ულ-ჰიგიენური ღონისძიებათა შემუშავებისა და რეალიზაციისათვის. ლ) შეიმუშავებს შინაგანაწესს, რომლითაც განისაზღვრება სამკურნალო დაწესებულების განყოფილების გამგეების, პასუხისმგებელი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მოვალეობანი; მ) უფლებამოსილია დააყენოს საკითხი სამედიცინო პერსონალის წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;     მუხლი 6🔗. სამკურნალო დაწესებულების დაფინანსება 1. სამკურნალო დაწესებულება წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციას და ფინანსდება იუსტიციის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 2. კანონმდებლობის შესაბამისად, სამკურნალო დაწესებულებას უფლება აქვს მიიღოს შემოწირულობანი და დახმარებები. 3. სამკურნალო დაწესებულების ხარჯთა ნუსხასა და საშტატო განრიგს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.     მუხლი 7🔗. სამკურნალო დაწესებულების ლიკვიდაცია სამკურნალო დაწესებულების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებანი ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.