საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2020) შეთანხმება

მიღების თარიღი 05.11.2021
ძალაში შესვლა 08.12.2021
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობის სახელით    (ხელმოწერილია)
ნომერი №24/55
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016676
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2022
matsne.gov.ge 626 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.11.2021 მიღება
08.12.2021 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით    (ხელმოწერილია) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2015)“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 20.04.2016 „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2019)“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 30.07.2020 საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2017) შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 30.04.2018 „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2019)“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე საქართველოს პარლამენტის დადგენილება 90% 16.09.2020 „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 22.08.2023

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2020) შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2020) შეთანხმება საქართველოს მთავრობა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა  საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების სულისკვეთებით, ესწრაფვიან რა, განამტკიცონ და გააღრმავონ მეგობრული ურთიერთობები პარტნიორული ფინანსური თანამშრომლობით, აცნობიერებენ რა, რომ ამ ურთიერთობების შენარჩუნება ამ შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს, მიზნად ისახავენ რა, ხელი შეუწყონ საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოს დაცვისთვის შესაბამის განვითარებას, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს 2020 წლის 17 აგვისტოს №103/2020 და 2020 წლის 11 სექტემბრის №119/2020 ვერბალური ნოტებით გამოხატულ თანხმობებზე დაყრდნობით შეთანხმდნენ შემდეგზე: p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal { margin:0cm; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-famil2:'Times New Roman',serif; }.MsoChpDefault { font-size:10.0pt; }div.WordSection1 {page:WordSection1;} მუხლი 1🔗 (1) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მთავრობას, ან ორივე მთავრობის მიერ ერთობლივად შესარჩევ სხვა მიმღებ მხარეს, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) მიიღოს შემდეგი თანხები: 1. მაქსიმუმ 5,237,625.90 (სიტყვიერად: ხუთი მილიონ ორას ოცდაჩვიდმეტი ათას ექვსასოცდახუთი ევრო და ოთხომცდაათი ცენტი) ევროს ოდენობის გრანტი პროექტისათვის „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება – საქართველო“ მიმდინარე პროექტისთვის თანხის გაზრდის მიზნით, თუ შემოწმების შედეგად დადგინდა პროექტის დაფინანსების მიზანშეწონილობა და დადასტურდა, რომ ის აკმაყოფილებს გრანტით ხელშეწყობის განსაკუთრებულ წინაპირობებს. ასეთ პროექტებს განეკუთვნება ქალის საზოგადოებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიმართული ღონისძიება, თვითდახმარებაზე ორიენტირებული სიღარიბის დაძლევის ღონისძიება, საშუალო საწარმოებისათვის განკუთვნილი საკრედიტო საგარანტიო ფონდი ან გარემოსდაცვითი ან სოციალური ინფრასტრუქტურის პროექტი. (2) ეს შეთანხმება ვრცელდება ასევე შესაბამის შემთხვევაში დამატებით გამოყოფილ გრანტებზე პირველ მუხლში დასახელებული პროექტის მომზადებისა და საჭირო ზედამხედველობისთვის, ასევე თანხის გაზრდის შემთხვევაში და მომავალში მის შემდგომ პროექტებზე, თუ ორივე მთავრობა გამოხატავს ხელშეწყობის გაგრძელების სურვილს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თანხმობები შემდგომი პროექტებისთვის და პროექტის თანხის გაზრდისთვის განხორციელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან შეტყობინების გზით, წინამდებარე შეთანხმებაზე მკაფიო მითითებით. ასეთ შემთხვევებში იმოქმედებს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისგან განსხვავებული ვადები, რომლებიც ცალკე იქნება მითითებული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის შეტყობინებაში. მუხლი 2🔗 (1) პირველ მუხლში აღნიშნული თანხების გამოყენება, მათი გამოყოფის პირობები, ასევე შემსრულებლისათვის პროექტის განხორციელების დაკისრების პროცედურა განისაზღვრება რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და გრანტების მიმღებ მხარეებს შორის დასადები ხელშეკრულებებით, რომლებიც რეგულირდება გერმანიაში მოქმედი კანონმდებლობით. (2) პირველ მუხლში აღნიშნული თანხების გამოყოფაზე თანხმობა უქმდება, თუ 2021 წლის 31 დეკემბრამდე არ გაფორმდება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებები. პირველი მუხლის პირველ პუნქტში დასახელებული თანხის ნაწილზე, რომელიც შეადგენს 2,450,000.00 ევროს, ვრცელდება განსხვავებული ვადა და მისთვის ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს 2022 წლის 31 დეკემბერამდე. იმ შემთხვევაში, თუ მოცემულ ვადებში ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებები დაიდება იმ თანხის მხოლოდ ნაწილზე, რომელზეც გაცემულია თანხმობა, თანხმობის გაუქმების აღნიშნული დებულება შეეხება მხოლოდ თანხების იმ ნაწილს, რომელთა მიმართებაშიც არ დადებულა აღნიშნული ხელშეკრულებები.  (3) საქართველოს მთავრობა, იმ შემთხვევაში, თუ იგი თავად არ არის გრანტის მიმღები, უზრუნველყოფს თანხის დაბრუნების თაობაზე რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის შესაძლო პრეტენზიების დაკმაყოფილებას, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით დასადები საგრანტო ხელშეკრულებების საფუძველზე.  მუხლი 3🔗 (1) საქართველოს მთავრობა ათავისუფლებს რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს ყოველგვარი პირდაპირი გადასახადისაგან, რომლებიც საქართველოში წარმოიშვება პირველი მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ პროექტთან ან მე-2 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებასთან დაკავშირებით.  მუხლი 4🔗 (1) ეს შეთანხმება ძალაში შედის იმ დღიდან, როდესაც საქართველოს მთავრობა აცნობებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ. განმსაზღვრელია შეტყობინების მიღების დღე.  (2) გაეროს ქარტიის 102-ე მუხლის თანახმად ამ შეთანხმების დარეგისტრირება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში განხორციელდება დაუყოვნებლივ მისი ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს მთავრობის მხრიდან. შეთანხმების მეორე მხარეს გაეგზავნება შეტყობინება რეგისტრაციის განხორციელების შესახებ გაეროს სარეგისტრაციო ნომრის მითითებით გაეროს სამდივნოს დასტურის შემდეგ.  (3) წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს გააუქმოს იგი დიპლომატიური გზებით. ხელშეკრულების გაუქმება ძალაში შევა შეტყობინებიდან თორმეტი თვის გასვლის შემდეგი თვის პირველ რიცხვში.    (4) სადავო საკითხები წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეების მიერ დარეგულირდება მეგობრულ ატმოსფეროში კონსულტაციების ან მოლაპარაკებების ფარგლებში.  შესრულებულია თბილისში, 2021 წლის 5 ნოემბერს ორ დედნად, თითოეული ქართულ და გერმანულ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.  საქართველოს მთავრობის სახელით    (ხელმოწერილია) გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal { margin:0cm; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-famil2:'Times New Roman',serif; }.MsoChpDefault { font-size:10.0pt; }div.WordSection1 {page:WordSection1;} .