ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.01.2022
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.142.016284
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/01/2022
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.01.2022 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| დანართი | დანართი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების
დამტკიცების შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება
№2
2022 წლის 28 იანვარი
ქ. ნინოწმინდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების
დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 იანვრის ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ №6 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 06/02/2018წ, 010260030.35.142.016183).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაან აროიანი
დანართი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის (შემდგომში-სამსახური) დანიშნულებას, ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს.
2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის სამართლებრივ მომსახურებას, მერიის ინტერესების დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას.
3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" საქართველოს ორგანული კანონით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. საკუთარი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს მერიას.
5. სამსახურის და ფინანსების წყაროა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.
6. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი.
7. სამსახურის მისამართია ქ. ნინოწმინდა, პუშკინის ქ. №43.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და საჯარო მოსამსახურეებისაგან.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
1. საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული ძირითადი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად იურიდიული სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებს საკრებულოში განსახილველი იმ სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, რომელიც მერიის მიერ არის ინიციირებული;
ბ) კოორდინაციას უწევს საკრებულოში მერის მიერ განსახილველად წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციის შემუშავებას და ამზადებს სათანადო დოკუმენტაციას საკრებულოს სხდომაზე განსახილველად;
გ) შესაბამისი დავალების შემთხვევაში ახორციელებს მერიის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს ;
დ) უზრუნველყოფს სათანადო ღონისძიებების გატარებას მერიის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ცალკეული პროექტისა და საკითხის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად;
ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ წარმოებას მერიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ასევე მერიის თანამშრომელთა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსულ საკითხებზე;
ვ) განიხილავს მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებს, ათანხმებს მათ საქართველოს კანონმდებლობასთან და მერიის სამართლებრივ ინტერესთან შესაბამისობის საკითხს;
ზ) ახორციელებს მერიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების და სხვა ნორმატიული აქტების სისტემატიზაციას და მათ სამართლებრივ ექსპერტიზას;
თ) შეისწავლის მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს, მოსაზრებებს და შესაბამისი რეაგირებისათვის წინადადებებს წარუდგენს მერს;
ი) განიხილავს მოქალაქეთა წერილებსა და საჩივრებს;
კ) ახორციელებს მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენციას და მათი რისკ -ფაქტორების გამოვლენას და ანალიზს.
2. იურიდიული სამსახურის ამოცანებია:
ა) მერისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამართლებრივი აქტების მიღების ინიციატივის განხორციელებაში ხელშეწყობა;
ბ) ცალკეულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების შედგენა;
გ) მერიის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ცალკეულ საკითხებზე რეკომენდაციის მომზადება;
დ) მერიის თანამდებობის პირებისა და სტრუქტურული ერთეულების იურიდიული კონსულტირება;
ე) მონაწილეობა მერიის ბიუჯეტის ფორმირებაში;
ვ) მერიის წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, სხვა სამართალდამცავ ორგანოებსა და დაწესებულებებში;
ზ)მუნიციპალიტეტის მოსახლეობის და დაინტერესებული პირებისთვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაცემა;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 4🔗.
სამსახურის ხელმძღვანელი
1. სამსახურის ხელმძღვანელი არის პროფესიული საჯარო მოხელე, რომელსაც ,, საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი.
2. სამსახურის ხელმძღვანელი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების ხელმძღვანელსა და საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით: საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებასა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს;
ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით გამოსცემს იდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.
3. სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
4. სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის ან/და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას მერის ბრძანების საფუძველზე ასრულებს სამსახურის მოხელე.
მუხლი 5🔗.
სამსახურის ქონება და ფინანსების წყაროები
1. სამსახურის ქონება წარმოადგენს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. სამსახურის დაფინანსების წყაროა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
მუხლი 6🔗.
დასკვნითი დებულება
1. სამსახურის დებულებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
3. სამსახურის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.