# ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2017 წლის 14 ივნისის რეგულაცია (EU) 2017/1129
იმ პროსპექტის შესახებ, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს მაშინ, როცა ხდება საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ან ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ დაიშვება რეგულირებულ ბაზარზე, და რომლითაც უქმდება დირექტივა 2003/71/EC

- ტიპი: რეგულაციები
- მიმღები ორგანო: ევროპარლამენტი
- დოკუმენტის ნომერი: №(EU) 2017/1129
- მიღების თარიღი: 14.06.2017
- კონსოლიდირებული რედაქცია: 14.06.2017
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/5370050/0
- წყარო: https://legali.ge/law/5370050/

> ეს არის 14.06.2017 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. საგანი, მოქმედების სფერო და განთავისუფლებები

_თავი I — ზოგადი დებულებები_

1. წინამდებარე რეგულაცია განსაზღვრავს იმ პროსპექტის შედგენის, დამტკიცებისა და გავრცელების მოთხოვნებს, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს მაშინ, როცა ხდება საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ან ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ დაიშვება წევრ სახელმწიფოში მდებარე ან მოქმედ რეგულირებულ ბაზარზე.

2. წინამდებარე რეგულაცია არ ვრცელდება შემდეგი სახის ფასიან ქაღალდებზე:

საინვესტიციო ფონდების მიერ გამოშვებული აქციები, კაპიტალის ფიქსირებული სტრუქტურის მქონე აქციების გამოკლებით;

წევრი სახელმწიფოს ან ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს რეგიონული ან ადგილობრივი ორგანოების, იმ სახელმწიფო საერთაშორისო ორგანოების, რომელთა წევრებიც არიან ერთი ან მეტი წევრი სახელმწიფო, ევროპის ცენტრალური ბანკის ან წევრი სახელმწიფოების ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები;

წილები წევრი სახელმწიფოების ცენტალური ბანკების კაპიტალში;

ის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც უპირობოდ და გამოუხმობადად არიან გარანტირებულები წევრი სახელმწიფოს ან ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს რეგიონული ან ადგილობრივი ორგანოების მიერ;

ფასიანი ქაღალდები, რომლებიც გამოშვებულია სამართლებრივი სტატუსის მქონე გაერთიანებების ან არამომგებიანი ორგანოების მიერ, აღიარებულია წევრი სახელმწიფოს მიერ, იმ დაფინანსების მიღების მიზნებისთვის, რომელიც აუცილებელია მათი არა მოგების მიზნების მისაღწევად;

კაპიტალის არაგასხვისებადი კაპიტალის წილები, რომელთა მთავარი მიზანია მფლობელისთვის ბინის დაკავების უფლების მიცემა, ან უძრავის ქონების ან მისი ნაწილის სხვა ფორმა და იმ შემთხვევაში, როცა აქციების გაყიდვა შეუძლებელია ამ უფლებაზე უარის თქმის გარეშე.

3. ამ აბზაცის მეორე ქვეაბზაცისა და მე-4 მუხლის შეუზღუდავად, წინამდებარე რეგულაცია არ ვრცელდება საზოგადოებისთვის იმ ფასიანი ქაღალდების შეთავაზებაზე, რომელთა საერთო ღირებლება ევროკავშირში 1 000 000 ევროზე ნაკლებია, რაც უნდა გაანგარიშდეს 12 თვიან პერიოდში.

წევრმა სახელმწიფოებმა პროსპექტის შედგენის ვალდებულება წინამდებარე რეგულაციის შესაბამისად არ უნდა გაავრცელონ საზოგადოებისთვის შეთავაზებულ იმ ფასიან ქაღალდებზე, რომლებიც მითითებულია ამ აბზაცის პირველ ქვეაბზაცში. თუმცა, ამ შემთხვევებში, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მოითხოვონ ეროვნულ დონეზე გასაჯაროების სხვა მოთხოვნები იმ მოცულობით, რომლითაც ეს მოთხოვნები არ წარმოადგენენ არათანაზომიერ ან არასაჭირო ტვირთს.

4. მე-3(1) მუხლში მოცემული პროსპექტის გამოქვეყნების ვალდებულება არ ვრცელდება საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შემდეგი სახის შეთავაზებებიდან ერთ-ერთზე:

ფასიანი ქაღალდების შეთავაზება, რომელიც ეხება მხოლოდ კვალიფიციურ ინვესტორებს;

ფასიანი ქაღალდების შეთავაზება, რომელიც ეხება ერთ წევრ სახელმწიფოში 150-ზე ნაკლებ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, კვალიფიციური ინვესტორების გამოკლებით;

ფასიანი ქაღალდების შეთავაზება, რომელთა დენომინაცია ერთეულ ფასიან ქაღალდზე შეადგენს, სულ მცირე, 100 000 ევროს;

ფასიანი ქაღალდების შეთავაზება, რომლებიც ეხება იმ ინვესტორებს, რომლებმაც შეიძინეს ფასიანი ქაღალდები, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს ერთ ინვესტორზე სულ მცირე 100 000 ევროს, თითოეული ცალკეული შეთავაზებისთვის;

უკვე გამოშვებული იმავე კლასის აქციების ჩასანაცვლებლად გამოშვებული აქციები, თუ ამ ახალი აქციების გამოშვება არ მოიხავს გამოშვებული კაპიტალის რაიმე ზრდას;

გაცვლის შესახებ შეთავაზების მეშვეობით შთანთქმასთან დაკავშირებით შეთავაზებული ფასიანი ქაღალდები, იმ პირობით, თუ საზოგადოებისთვის დოკუმენტი ხელმისაწვდომი ხდება 21(2)-ე მუხლში მოცემული ზომების შესაბამისად და ის შეიცავს ინფორმაციას, რომელშიც აღწერილია გარიგება და ემიტენტზე მისი ზემოქმედება;

შერწყმასთან ან დაყოფასთან დაკავშირებით შეთავაზებული, განაწილებული ან გასანაწილებელი ფასიანი ქაღალდები, იმ პირობით, თუ საზოგადოებისთვის დოკუმენტი ხელმისაწვდომი ხდება 21(2)-ე მუხლში მოცემული ზომების შესაბამისად და ის შეიცავს ინფორმაციას, რომელშიც აღწერილია გარიგება და ემიტენტზე მისი ზემოქმედება;

არსებული აქციონერებისთვის იმავე კლასის აქციების ფორმით გადახდილი დივიდენდები, როგორიცაა ის აქციები, რომლებთან მიმართებშიც ხდება ამ დივიდენდების გადახდა, იმ პირობით, თუ ხელმისაწვდომი ხდება დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აქციების რაოდენობასა და ხასიათზე და შეთავაზების მიზეზებზე და დეტალებზე;

ის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც შეთავაზებულია, განაწილებულია ან გასანაწილებელია არსებული ან ყოფილი დირექტორების ან თანამშრომლებისთვის მათი დამსაქმებლის ან აფილირებული საწარმოს მიერ იმ პირობით, თუ ხელმისაწვდომი ხდება დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ფასიანი ქაღალდების რაოდენობისა და ბუნების და შეთავაზების ან განაწილების მიზეზებზე და დეტალებზე;

საკრედიტო დაწესებულების მიერ უწყვეტად ან განმეორებით გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, იმ შემთხვევაში, როცა ევროკავშირში შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების საერთო გაერთიანებული ღირებულება არის არანაკლებ 75 000 000 ევრო ერთი საკრედიტო დაწესებულებაზე, რომელიც იანგარიშება 12 თვიან პერიოდზე, იმ პირობით, თუ ეს ფასიანი ქაღალდები:

არაა სუბორდინირებული, კონვერტირებული ან გაცვლადი; და

არ იძლევა სხვა სახის ფასიანი ქაღალდების გამოწერის ან შეძენის უფლებას და არაა დაკავშირებული ნაწარმოებ ინსტრუმენტებთან.

5. მე-3(3) მუხლში მოცემული პროსპექტის გამოქვეყნების ვალდებულება არ ვრცელდება რეგულირებულ ბაზარზე ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პუნქტის სავაჭროდ დაშვებაზე:

იმავე რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ უკვე დაშვებული ფასიანი ქაღალდებით გასხვისებადი ფასიანი ქაღალდები იმ პირობით, თუ ისინი 12 წლიან პერიოდში წარმოადგენენ იმავე რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ უკვე დაშვებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის 20%-ზე ნაკლებს;

ის აქციები, რომლებიც მიიღება სხვა ფასიანი ქაღალდების კონვერსიის ან გაცვლის ან სხვა ფასიანი ქაღალდებით გადაცემული უფლებების განხორციელების შედეგად იმ შემთხვევაში, როცა შედეგად მიღებული აქციები იმავე კლასისაა, როგორც იმავე რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ უკვე დაშვებული აქციები, იმ პირობით თუ შედეგად მიღებული აქციები 12 თვიან პერიოდში შეადგენენ იმავე რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ უკვე დაშვებული იმავე კლასის აქციების რაოდენობის 20%-ზე ნაკლებს, ამ აბზაცის მეორე ქვეაბზაცის მიხედვით:

ფასიანი ქაღალდები, მიღებული სხვა ფასიანი ქაღალდების, საკუთარი ფულადი სახსრების ან უფლებამოსილი ვალდებულებების შედეგად მარეგულირებელი ორგანოს მიერ დირექტივა 2014/59/EU-ის მუხლებში 53(2), 59(2) ან 63(1) ან (2) მითითებული უფლებამოსილების განხორციელების გამო;

იმავე რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ უკვე გამოშვებული იმავე კლასის აქციების ჩასანაცვლებლად გამოშვებული აქციები იმ შემთხვევაში, თუ ამ აქციების გამოშვება არ მოიცავს გამოშვებული კაპიტალის რაიმე ზრდას;

გაცვლის შესახებ შეთავაზების მეშვეობით შთანთქმასთან დაკავშირებით შეთავაზებული ფასიანი ქაღალდები, იმ პირობით, თუ საზოგადოებისთვის დოკუმენტი ხელმისაწვდომი ხდება 21(2)-ე მუხლში მოცემული ზომების შესაბამისად და ის შეიცავს ინფორმაციას, რომელშიც აღწერილია გარიგება და ემიტენტზე მისი ზემოქმედება;

შერწყმასთან ან დაყოფასთან დაკავშირებით შეთავაზებული, განაწილებული ან გასანაწილებელი ფასიანი ქაღალდები, იმ პირობით, თუ საზოგადოებისთვის დოკუმენტი ხელმისაწვდომი ხდება 21(2)-ე მუხლში მოცემული ზომების შესაბამისად და ის შეიცავს ინფორმაციას, რომელშიც აღწერილია გარიგება და ემიტენტზე მისი ზემოქმედება;

არსებული აქციონერებისთვის უფასოდ შეთავაზებული, განაწილებული ან გასანაწილებელი აქციები, და იმავე კლასის აქციების ფორმით გადახდილი დივიდენდები, როგორც ის აქციები, რომლებთან მიმართებაშიც ხდება ამ დივიდენდების გადახდა, იმ პირობით, თუ ზემოაღნიშნული აქციები იმავე კლასს განეკუთვნება, როგორც იმავე რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ უკვე დაშვებული აქციები და თუ ხელმისაწვდომი ხდება ეს დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აქციების რაოდენობასა და ხასიათზე და შეთავაზების ან განაწილების მიზეზებზე და დეტალებზე;

არსებული ან ყოფილი დირექტორებისთვის ან თანამშრომლებისთვის მათი დამსაქმებლის ან აფილირებული საწარმოს მიერ შეთავაზებული, განაწილებული ან გასანაწილებელი ფასიანი ქაღალდები, იმ პირობით, თუ ზემოაღნიშნული აქციები იმავე კლასს განეკუთვნება, როგორც იმავე რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ უკვე დაშვებული აქციები და თუ ხელმისაწვდომი ხდება ეს დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ფასიანი ქაღალდების რაოდენობასა და ხასიათზე და შეთავაზების ან განაწილების მიზეზებზე და დეტალებზე;

საკრედიტო დაწესებულების მიერ უწყვეტად ან განმეორებით გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, იმ შემთხვევაში, როცა ევროკავშირში შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების საერთო გაერთიანებული ღირებულება არის არანაკლებ 75 000 000 ევრო ერთი საკრედიტო დაწესებულებაზე, რომელიც იანგარიშება 12 თვიან პერიოდზე, იმ პირობით, თუ ეს ფასიანი ქაღალდები:

არაა სუბორდინირებული, კონვერტირებული ან გაცვლადი; და

არ იძლევა სხვა სახის ფასიანი ქაღალდების გამოწერის ან შეძენის უფლებას და არაა დაკავშირებული ნაწარმოებ ინსტრუმენტთან;

სხვა რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ უკვე დაშვებული ფასიანი ქაღალდები შემდეგი პირობებით:

რომ ეს ფასიანი ან იმავე კლასის ფასიანი ქაღალდები უკვე დაიშვა სავაჭროდ ამ სხვა რეგულირებულ ბაზარზე 18 თვეზე მეტი ვადით;

რომ 2005 წლის 1 ივლისის შემდეგ რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ პირველად დაშვებული ფასიანი ქაღალდებისთვის, ამ სხვა რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება ექვემდებარებოდა დირექტივა 2003/71/EC-ის მიხედვით დამტკიცებულ და გამოქვეყნებულ პროსპექტს.

რომ, იმ შემთხვევის გარდა, როცა გამოიყენება პუნქტი (ii), 1983 წლის 30 ივნისის შემდეგ ლისტინგში პირველად დაშვებული ფასიანი ქაღალდებისთვის, ლისტინგის მონცაემები დამტკიცდა საბჭოს დირექტივა 80/390/EEC-ის[17] ან ევროპარლამენტის და საბჭოს[18] დირექტივა 2001/34/EC-ის მოთხოვნების შესაბამისად;

რომ შესრულდა ამ სხვა რეგულირებულ ბაზარზე ვაჭრობის მიმდინარე ვალდებულებები;

რომ ის პირი, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე ფასიანი ქაღალდის სავაჭროდ დაშვებას ამ პუნქტში (j) მოცემული განთავისუფლებით, რეგულირებული ბაზრის იმ წევრი სახელმწიფოს საზოგადოებისთვის, სადაც მოითხოვება სავაჭროდ დაშვება, მუხლ 21(2)-ში მოცემული ზომების შესაბამისად, ხელმისაწვდომს ხდის დოკუმენტს,რომლის შინაარსიც შეესაბამება მე-7 მუხლს, იმის გამოკლებით, რომ მე-7(3) მუცლში მოცემული მაქსიმალური სიგრძე უნდა გაგრძელდეს A4 ფორმატის ქაღალდის ორი დამატებითი გვერდით, რომელიც შედგენილია იმ ენაზე, რომელსაც ეთანხმება რეგულირებული ბაზრის იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო, სადაც დაშვება მოითხოვება; და

რომ პუნქტში (v) მითითებულ დოკუმენტში მითითებულია, თუ სად შეიძლება იქნეს მოპოვებული ყველაზე ბოლოდროინდელი პროსპექტი და სად არის ხელმისაწვდომი ემიტენტის მიერ გასაჯაროების მიმდინარე ვალდებულებების მიხედვით გამოქვეყნებული ფინანსური ინფორმაცია.

ის მოთხოვნები, რომ შედეგად მიღებული აქციები 12 თვიან პერიოდში შეადგენდნენ იმავე რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ უკვე დაშვებული იმავე კლასის აქციების რაოდენობის 20%-ზე ნაკლებს, როგორც ეს მითითებულია პირველი ქვეაბზაცის ბ პუნქტში, არ გამოიყენება ქვემოთ მოცემულ არც ერთ შემთხვევაში:

იმ შემთხვევაში, როცა პროსპექტი შედგა ან წინამდებარე რეგულაციის ან დირექტივა 2003/71/EC-ის მიხედვით იმ ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზებისას ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებისას, რომლებიც იძლევიან წვდომას აქციებზე;

იმ შემთხვევაში, როცა ის ფასიანი ქაღალდები, რომლებიც იძლევიან წვდომას აქციებზე, გამოშვებულია 2017 წლის 20 ივლისამდე;

იმ შემთხვევაში, როცა აქციები კვალიფიცირდებიან, როგორც საერთო პირველადი კაპიტალის აქციები, როგორც ეს განსაზღვრულია ევროპარლამენტის და საბჭოს[19] რეგულაცია (EU) No 575/2013-ში, როგორც იმ დაწესებულების, რომელიც განსაზღვრულია ამ რეგულაციის მე-4(1) მუხლის მე-3 პუნქტში და ისინი მიიღება იმ დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების კონვერსიის შედეგად, რომლებიც გამოშვებულია ამ დაწესებულების მიერ იმ გამომწვევი მოვლენის მოხდენის გამო, რომელიც მოცემულია ამ რეგულაციის 54(1)-ი მუხლის (a) პუნქტში;

იმ შემთხვევაში, როცა აქციები კვალიფიცირებულია, როგორც შესაბამისი საკუთარი ფულადი სახსრები ან შესაბამისი საბაზისო საკუთარი ფულადი სახსრები, როგორც ეს განსაზღვრულია ევროპარლამენტის და საბჭოს[20] დირექტივა 2009/138/EC-ის პირველი კარის მე-6 თავის მე-3 სექციაში, და ეს აქციები მიიღება სხვა ფასიანი ქაღალდების იმ კონვერსიის შედეგად, რომელიც გამოწვეულ იქნა დირექტივა 2009/138/EC-ის პირველი კარის მე-6 თავის მე-4 და მე-5 სექციებში მოცემული გადახდისუნარიანობის კაპიტალის მოთხოვნების ან კაპიტალის მინიმალური მოთხოვნების ან დირექტივა 2009/138/EC-ის მე-3 კარში მოცემული ჯგუფის გადახდისუნარიანობის კაპიტალის მოთხოვნების შესრულების ვალდებულებების შესრულების მიზნებისთვის.

6. მე-4 და მე-5 აბზაცებში მოცემული, პროსპექტის გამოქვეყნების ვალდებულებისგან განთავისუფლებები შეიძლება ერთად გაერთიანდნენ. თუმცა, მე-5 აბზაცის პირველი ქვეაბზაცის ა და ბ პუნქტებში მოცემული განთავისუფლებები არ შეიძლება ერთად გაერთიანდნენ, თუ ეს გამოიწვევს ერთსა და იმავე რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ უკვე დაშვებული იმავე კლასის აქციების რაოდენობის 20%-ზე მეტის 12 თვის განმავლობაში რეგულირებულ ბაზარზე დაუყოვნებლივ ან გადავადებულ სავაჭროდ დაშვებას.

7. კომისია უფლებმაოსილია მიიღოს დელეგირებული აქტები 44-ე მუხლის შესაბამისად, რომლითაც დამატება შედის წინამდებარე რეგულაციაში, იმ დოკუმენტების მინიმალური ინფორმაციული შინაარსის განსაზღვრით, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-4 აბზაცის პუნქტებში (f) და (g) და მე-5 აბზაცის პირველი ქვეაბზაცის პუნქტებში (e) და (f

[https://legali.ge/law/5370050/muxli-1/](https://legali.ge/law/5370050/muxli-1/)

---

## მუხლი 2. განმარტებები

_თავი I — ზოგადი დებულებები_

წინამდებარე რეგულაციის მიზნებისათვის გამოიყენებაშემდეგი განმარტებები:

„ფასიანი ქაღალდები“ ნიშნავს მიმოქცევად ფასიანი ქაღალდებს, როგორც ეს განმარტებულია დირექტივა 2014/65/EU-ის 4(1)-ე მუხლის 44-ე პუნქტში, ფულის ბაზრის ინსტრუმენტების გამოკლებით, როგორც ეს განმარტებულია დირექტივა 2014/65/EU-ის 4(1)-ე მუხლის მე-17 პუნქტში, რომლის დაფარვის ვადა 12 თვეზე ნაკლებია;

„წილობრივი ფასიანი ქაღალდები“ ნიშნავს აქციებს და სხვა მიმოქცევად ფასიან ქაღალდებს, რომლებიც ეკვივალენტურია კომპანიების აქციებისა, აგრეთვე, იმ მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების ნებისმიერ სხვასახეობას, რომლებიც იძლევიან ნებისმიერი ზემოაღნიშნული ფასიანი ქაღალდის შეძენის უფლებას მათი კონვერტაციის ან მათთვის გადაცემული უფლებების განხორციელების შედეგად, იმ პირობით, თუ ამ უკანასკნელი სახის ფასიან ქაღალდებს უშვებს დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით გაცემული აქციების ემიტენტი ან აღნიშნული ემიტენტის ჯგუფს მიკუთვნებული სუბიექტი;

„სასესხი ფასიანი ქაღალდები“ ნიშნავს ყველა იმ ფასიან ქაღალდს, რომლებიც არ არის წილობრივი ფასიანი ქაღალდი;

„საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზება“ ნიშნავს პირებთან ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი საშუალებით კომუნიკაციას, საკმარისი ინფორმაციის წარდგენით შეთავაზების პირობებზე და შესათავაზებელ ფასიან ქაღალდებზე, რათა ინვესტორს მიეცეს საშუალება, გადაწყვეტილება მიიღოს ამ ფასიანი ქაღალდების შეძენაზე ან გამოწერაზე. ეს განმარტება აგრეთვე ვრცელდება ფინანსური შუამავლების მეშვეობით ფასიანი ქაღალდების განთავსებაზე;

„კვალიფიციური ინვესტორები“ ნიშნავს პირებს ან სუბიექტებს, რომლებიც ჩამოთვლილია დირექტივა 2014/65/EU-ის მე-2 დანართის პირველი სექციის პუნქტებში (1-4), და პირებს ან სუბიექტებს, რომლებიც, მოთხოვნის მიხედვით, მიიჩნევიან პროფესიონალ კლიენტებად ამ დანართის მე-2 სექციის მიხედვით, ან აღიარებულნი არიან, როგორც უფლებამოსილი კონტრაგენტები დირექტივა 2014/65/EU-ის 30-ე მუხლის შესაბამისად, თუკი მათ არ აქვთ დადებული შეთანხმება არაპროფესიონალ კლიენტებად მიჩნევის შესახებ ამ დანართის პირველი სექციის მე-4 აბზაცის შესაბამისად. ამ პუნქტის პირველი წინადადების გამოყენების მიზნებისთვის, საინვესტიციო კომპანიებმა და საკრედიტო დაწესებულებებმა ემიტენტის მოთხოვნით თავიანთი კლიენტების კლასიფიცირების შესახებ ინფორმაცია უნდა გადასცენ ემიტენტს მონაცემთა დაცვის შესახებ შესაბამისი კანონების შესაბამისად;

„მცირე და საშუალო მეწარმეები“ ანუ „SME“-ები ნიშნავს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერს:

კომპანიები, რომლებიც თავიანთი ბოლო წლიური ან კონსოლიდირებული ანგარიშების მიხედვით, აკმაყოფილებენ ამ სამიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს: ფინანსური წლის განმავლობაში თანამშრომლების საერთო რაოდენობა შეადგენს 250-ს, საერთო ბალანსი არ აღემატება 43 000 000 ევროს და სუფთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 50 000 000 ევროს;

მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, როგორც ეს განმარტებულია დირექტივა 2014/65/EU-ის მე-4(1) მუხლის მე-13 პუნქტში;

„საკრედიტო დაწესებულება“ ნიშნავს საკრედიტო დაწესებულებას, როგორც ეს განმარტებულია რეგულაცია (EU) No 575/2013-ის მე-4(1) მუხლის პირველ პუნქტში;

„ემიტენტი“ ნიშნავს იურიდიულ პირს, რომელიც უშვებს ფასიან ქაღალდებს ან გამოდის ფასიანი ქაღალდების გამოშვების წინადადებით;

„ოფერენტი“ ნიშნავს იურიდიულ პირს ან იმ პირს, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს ფასიან ქაღალდებს;

„რეგულირებული ბაზარი“ ნიშნავს რეგულირებულ ბაზარს, როგორც ეს განმარტებულია დირექტივა 2014/65/EU-ის მე-4(1) მუხლის 21-ე პუნქტში;

„რეკლამა“ ნიშნავს კომუნიკაციას, რომელსაც გააჩნია ორივე შემდეგი მახასიათებელი₾:

საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების კონკრეტულ შეთავაზებასთან ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებასთან დაკავშირებით;

რომლის მიზანია ფასიანი ქაღალდების პოტენციური გამოწერის ან შეძენის კონკრეტულად ხელშეწყობა;

„რეგულირებული ინფორმაცია“ ნიშნავს რეგულირებულ ინფორმაციას, როგორც ეს განმარტებულია დირექტივა 2004/109/EC-ის მე-2(1) მუხლის ლ პუნქტში;

„რეგისტრაციის წევრი სახელმწიფო“ ნიშნავს:

ევროკავშირში დაფუძნებული ფასიანი ქაღალდების ყველა ემიტენტისთვის, რომლებიც არ არიან მოხსენიებულნი პუნქტში (ii), წევრი სახელმწიფო, სადაც ემიტენტს აქვს თავისი რეგისტრირებული ოფისი;

სასესხო ფასიანი ქაღალდების ნებისმიერი ემისიისთვის, რომელთა დენომინაცია ერთეულ ფასიან ქაღალდზე შეადგენს, სულ მცირე, 1 000 ევროს ან სასესხო ფასიანი ქაღალდების ნებისმიერი ემისიისთვის, რომლებიც იძ₾ლევიან ნებისმიერი მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის შეძენის ან ნაღდი ფულის მიღების უფლებას, მათი კონვერტაციის ან მათთვის გადაცემული უფლებების განხორციელების შედეგად, იმ პირობით, თუ სასესხო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი არ არის დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით გაცემული ფასიანი ქაღალდების ემიტენტი ან ამ უკანასკნელი ემიტენტის ჯგუფს მიკუთვნებული სუბიექტი, წევრი სახელმწიფო, სდაც ემიტენტს აქვს თავისი რეგისტრირებული ოფისი ან სადაც ფასიანი ქაღალდები დაიშვა ან უნდა დაიშვას სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე ან სადაც ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ხდება საზოგადოებისთვის, ემიტენტის, ოფერენტის ან იმ პირის არჩევანით, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას. იგივე ვრცელდება სასესხო ფასიან ქაღალდებზე ევროს გამოკლებით ნებისმიერ ვალუტაში, იმ პირობით, თუ ამ მინიმალური დენომინაციის ღირებულება დაახლოებით 1 000 ევროს ეკვივალენტურია;

მესამე ქვეყანაში დაფუძნებული ფასიანი ქაღალდების ყველა ემიტენტისთვის, რომლებიც არაა ნახსენები (ii) პუნქტში, წევრი სახელმწიფო, სადაც აპირებენ ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის პირველად შეთავაზებას ან სადაც კეთდება პირველი განცხადება რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დასაშვებად, ემიტენტის, ოფერენტის ან იმ პირის არჩევანით, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, მესამე ქვეყანაში ერთ-ერთ ქვემოთ მოცემულ შემთხვევაში დაფუძნებული ემიტენტების შემდგომი არჩევანის შესაბამისად:

იმ შემთხვევაში, როცა რეგისტრაციის წევრი სახელმწიფო არ განისაზღვრა ამ ემიტენტების არჩევანით;

დირექტივა 2004/109/EC-ის მე-2(1) მუხლის პუნქტის (i)(iii) შესაბამისად;

„მასპინძელი წევრი სახელმწიფო“ ნიშნავს წევრ სახელმწიფოს, სადაც მოითხოვება საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება, როცა ის განსხვავდება რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოსგან;

„უფლებამოსილი ორგანო“ ნიშნავს ორგანოს, რომელსაც განსაზღვრავს თითოეული წევრი სახელმწიფო 31-ე მუხლის შესაბამისად, თუ წინამდებარე რეგულაციაში არ არსებობს სხვა მითითება;

„საინვესტიციო ფონდი, დახურული ტიპის ფონდის გამოკლებით“ ნიშნავს საპაიო საინვესტიციო ფონდებს და საინვესტიციო ფონდებს ორივე შემდეგი მახასიათებლებით:

ისინი ახდენენ კაპიტალის მობილიზებას რამდენიმე ინვესტორისთვის, მისი დაბანდების მიზნით ამ ინვესტორთა სასარგებლოდ, განსაზღვრული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად;

მათი აქციები, მფლობელის თხოვნით, უკან შეისყიდება ან გამოისყიდება, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათი აქტივებიდან;

„საინვესტიციო ფონდების აქციები“ ნიშნავს საინვესტიციო ფონდის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებს, რომლებიც წარმოადგენენ ამ ფონდში მონაწილეთა უფლებებსმის აქტივებთან მიმართებაში;

„დამტკიცება“ ნიშნავს პოზიტიურ ქმედებას პროსპექტში მოცემული ინფორმაციის სისრულის, სისტემურობისა და გასაგებობის დეტალური შესწავლის შედეგზე რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ;

„ემისიის წინასწარი პროსპექტი“ ნიშნავს პროსპექტს, რომელიც შეესაბამება მე-8 მუხლის მოთხოვნას და ემიტენტის არჩევანით, აკმაყოფილებს შეთავაზების საბოლოო პირობებს;

„სამუშაო დღეები“ ნიშნავს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს სამუშაო დღეებს, შაბათის, კვირის და უქმე დღეების გამოკლებით, როგორც ეს განსაზღვრულია ამ უფლებამოსილი ორგანოს მიმართ გამოყენებადი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით;

„მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა“ ანუ „MTF“ ნიშნავს მრავალმხრივ სავაჭრო სისტემას, როგორც ეს განმარტებულია დირექტივა 2014/65/EU-ის მე-4(1) მუხლის 22-ე პუნქტში;

„ორგანიზებული სავაჭრო სისტემა“ ანუ „OTF“ ნიშნავს ორგანიზებულ სავაჭრო სისტემას, როგორც ეს განმარტებულია დირექტივა 2014/65/EU-ის მე-4(1) მუხლის 23-ე პუნქტში;

„მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მზარდი ბაზარი“ ნიშნავს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მზარდ ბაზარს, როგორც ეს განსაზღვრულია დირექტივა 2014/65/EU-ის მე-4(1) მუხლის მე-12 პუნქტში;

„მესამე ქვეყნის ემიტენტი“ ნიშნავს მესამე ქვეყანაში დაფუძნებულ ემიტენტს;

„შეთავაზების პერიოდი“ ნიშნავს პერიოდს, რომლის განმავლობაშიც პოტენციურ ინვესტორებს შეუძლიათ შესაბამისი ფასიანი ქაღალდების შესყიდვა ან გამოწერა;

„ხანგამძლე მატარებელი“ ნიშნავს ნებისმიერ ინსტრუმენტს, რომელიც:

შესაძლებლობას აძლევს კლიენტს, შეინახოს ის ინფორმაცია, რომელიც პირადად ამ კლიენტს ეხება, მომავალში მითითებისთვის გამოსაყენებელი ფორმით და იმ ვადით, რომელიც ადეკვატურია ინფორმაციის მიზნებისთვის; და

იძლევა შენახული ინფორმაციის რეპროდუცირების შესაძლებლობა

[https://legali.ge/law/5370050/muxli-2/](https://legali.ge/law/5370050/muxli-2/)

---

## მუხლი 3. პროსპექტის გამოქვეყნების ვალდებულება და განთავისუფლება

_თავი I — ზოგადი დებულებები_

1. 1(4)-ე მუხლის შეუზღუდავად, ფასიანი ქაღალდები მხოლოდ უნდა შეთავაზებულ იქნეს ევროკავშირში საზოგადოებისთვის პროსპექტის წინამდებარე რეგულაციის შესაბამისად გამოქვეყნების შემდეგ.

2. მე-4 მუხლის შეუზღუდავად, წევრ სახელმწიფოს უფლება აქვს, საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზებები გაანთავისუფლოს პირველ აბზაცში მოცემული პროსპექტის გამოქვეყნების ვალდებულებისგან იმ პირობით, თუ:

ეს შეთავაზებები არ ექვემდებარება შეტყობინებას 25-ე მუხლის მიხედვით; და

ევროკავშირში ამ თითოეული შეთავაზების საერთო ღირებულება იმ ფულად ოდენობაზე ნაკლებია, რომელიც გაანგარიშებულია 12 თვიან პერიოდზე, რაც არ უნდა აღემატებოდეს 8 000 000 ევროს.

წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას და ESMA-ს უნდა შეატყობინონ, ისინი იღებენ თუ არა გადაწყვეტილებას, და როგორ, გამოიყენონ განთავისუფლება პირველი ქვეაბზაცის მიხედვით, მათ შორის, ის ფულადი ოდენობა, რომლის ქვევითაც ამ წევრ სახელმწიფოში გამოიყენება განთავისუფლება შეთავაზებებისთვის. მათ აგრეთვე უნდა აცნობონ ევროკომისიას და ESMA-ს ამ ფულად ოდენობაში ნებისმიერი შემდგომი ცვლილების შესახებ.

3. 1(5)-ე მუხლის შეუზღუდავად, ფასიანი ქაღალდები მხოლოდ უნდა დაიშვას იმ რეგულირებულ ბაზარზე, რომელიც მდებარეობს ან მოქმედებს ევროკავშირში, წინამდებარე რეგულაციის შესაბამისად პროსპექტის წინასწარი გამოქვეყნების შემდე

[https://legali.ge/law/5370050/muxli-3/](https://legali.ge/law/5370050/muxli-3/)

---

## მუხლი 4. ნებაყოფლობითი პროსპექტი

_თავი I — ზოგადი დებულებები_

1. იმ შემთხვევაში, როცა ფასიანი ქაღალდების შეთავაზება საზოგადოებისთვის ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება წინამდებარე რეგულაციის მოქმედების სფეროს მიღმაა 1(3)-ე მუხლის მიხედვით, ან თავისუფლდება პროსპექტის გამოქვეყნების ვალდებულებისგან მუხლის 1(4), 1(5) ან 3(2) შესაბამისად, ემიტენტს, ოფერენტს ან იმ პირს, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, უნდა მიეცეს უფლება, ნებაყოფლობით შეადგინოს პროსპექტი წინამდებარე რეგულაციის მიხედვით.

2. ეს ნებაყოფლობით შედგენილი პროსპექტი, დამტკიცებული რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, როგორც ეს არის განსაზღვრული მე-2 მუხლის ნ პუნქტის მიხედვით, განაპირობებს პროსპექტის მიხედვით გათვალისწინებულ ყველა იმ უფლებას და მოვალეობას, რომელიც მოითხოვება წინამდებარე რეგულაციით და ექვემდებარება წინამდებარე რეგულაციის დებულებებს, ამ უფლებამოსილი ორგანოს ზედამხედველობი

[https://legali.ge/law/5370050/muxli-4/](https://legali.ge/law/5370050/muxli-4/)

---

## მუხლი 5. ფასიანი ქაღალდების შემდგომი გადაყიდვა

_თავი I — ზოგადი დებულებები_

1. იმ ფასიანი ქაღალდების შემდგომი გადაყიდვა, რომლებიც ადრე ექვემდებარებოდნენ 1(4)-ე მუხლის (ა-დ) პუნქტებში ჩამოთვლილ, საზოგადოებისთვის შეთავაზებულ ერთ ან მეტ სახეობას, უნდა ჩაითვალოს ცალკე შეთავაზებად და მე-2 მუხლის დ პუნქტში მოცემული განმარტება გამოიყენება იმის განსაზღვრის მიზნით, ეს გადაყიდვა არის თუ არა საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზება. ფასიანი ქაღალდების განთავსება ფინანსური შუამავლების მეშვეობით უნდა დაექვემდებაროს პროსპექტის გამოქვეყნებას, თუკი 1(4)-ე მუხლის (ა-დ) პუნქტებში ჩამოთვლილი ერთ-ერთი განთავისუფლება არ გამოიყენება საბოლოო განთავსებასთან მიმართებაში.

ფასიანი ქაღალდების ნებისმიერი ასეთი შემდგომი გადაყიდვის ან ფინანსური შუამავლების მეშვეობით საბოლოო განთავსებისას რაიმე დამატებითი პროსპექტი არ მოითხოვება მანამ, სანამ ძალაში არსებული პროსპექტი ხელმისაწვდომია მე-12 მუხლის შესაბამისად და ემიტენტი ან ამ პროსპექტის შედგენაზე პასუხისმგებელი პირი თანხმობას აცხადებს მის გამოყენებაზე წერილობითი შეთანხმების მეშვეობით.

2. იმ შემთხვევაში, როცა პროსპექტი ეხება იმ სასესხო ფასიანი ქაღალდების რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, რომლებითაც ვაჭრობა მხოლოდ უნდა მოხდეს რეუგლირებულ ბაზარზე, ან მის კონკრეტულ სეგმენტზე, რომელზეც მხოლოდ კვალიფიციურ ინვესტორებს შეიძლება ჰქონდეთ წვდომა ამ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის მიზნებისთვის, ფასიანი ქაღალდების გადაყიდვა არ უნდა მოხდეს არაკვალიფიციური ინვესტორებისთვის, თუკი პროსპექტი არაა შედგენილი წინამდებარე რეგულაციის მიხედვით, რაც შესაბამისია არაკვალიფიციური ინვესტორებისთვის.

თავი II

პროსპექტის შედგე

[https://legali.ge/law/5370050/muxli-5/](https://legali.ge/law/5370050/muxli-5/)

---

## მუხლი 6. პროსპექტი

_თავი II — პროსპექტის შედგენა_

1. მე-14(2) და მე-18(1) მუხლების შეუზღუდავად, პროსპექტი უნდა შეიცავდეს იმ აუცილებელ ინფორმაციას, რომელიც არსებითია ინვესტორისთვის შემდეგის ინფორმირებული შეფასების მიზნით:

აქტივები და ვალდებულებები, მოგება და ზარალი, ფინანსური მდგომარეობა და ემიტენტის და ნებისმიერი გარანტის პერსპექტივები;

ფასიან ქაღალდებზე დართული უფლებები; და

გამოშვების მიზეზები და მისი გავლენა ემიტენტზე.

ეს ინფორმაცია შეიძლება იცვლებოდეს, ქვემოთ მოცემულიდან რომელიმედან გამომდინარე:

ემიტენტის ხასიათი;

ფასიანი ქაღალდების სახეობა;

ემიტენტის გარემოებები;

საჭიროების შემთხვევაში, იმის მიუხედავად, სასესხო ფასიანი ქაღალდების დენომინაცია ერთეულ ფასიან ქაღალდზე არის თუ არა სულ მცირე 100 000 ევრო ან ამ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა უნდა მოხდეს თუ არა მხოლოდ რეგულირებულ ბაზარზე ან მის კონკრეტულ სეგმენტზე, რომელზეც მხოლოდ კვალიფიციურ ინვესტორებს შეიძლება ჰქონდეთ წვდომა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის მიზნებისთვის.

2. ინფორმაცია პროსპექტში უნდა დაიწეროს და წარდგენილ იქნეს ადვილად გაანალიზებადი, ლაკონური და გასაგები ფორმით, პირველი აბზაცის მე-2 ქვეაბზაცში მოცემული ფაქტორების გათვალისწინებით.

3. ემიტენტს, ოფერენტს ან იმ პირს, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, შეუძლია შეადგინოს პროსპექტი ერთი დოკუმენტის ან ცალკე დოკუმენტების სახით.

მე-8(8) მუხლის და მე-7(1) მუხლის მეორე ქვეაბზაცის შეუზღუდავად, ცალკე დოკუმენტებისგან შემდგარმა პროსპექტმა მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა დაყოს სარეგისტრაციო დოკუმენტაციად, ფასიანი ქაღალდების დოკუმენტად და რეზიუმედ. სარეგისტრაციო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს ემიტენტთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ფასიანი ქაღალდების დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმ ფასიანი ქაღალდების შესახებ, რომელთა შეთავაზება ხდება საზოგადოებისთვის ან რომლებიც უნდა დაშვებულ იქნეს სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზ

[https://legali.ge/law/5370050/muxli-6/](https://legali.ge/law/5370050/muxli-6/)

---

## მუხლი 7. პროსპექტის რეზიუმე

_თავი II — პროსპექტის შედგენა_

1. პროსპექტი უნდა შეიცავდეს რეზიუმეს, რომელიც მოიცავს იმ ძირითად ინფორმაციას, რომელიც ინვესტორებს ესაჭიროებათ ემიტენტის, გარანტისა და იმ ფასიანი ქაღალდების ხასიათის და რისკების გასაგებად, რომელთა შეთავაზება ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება ხდება, და რომელიც უნდა წაკითხულ იქნეს პროსპექტის დანარჩენ ნაწილებთან ერთად ინვესტორების დასახმარებლად ამ ფასიან ქაღალდებში კაპიტალდაბანდების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პირველი ქვეაბზაციდან გამონაკლისის სახით, რეზიუმე არ მოითხოვება იმ შემთხვევაში, როცა პროსპექტი ეხება სავალო ფასიანი ქაღალდების რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას იმ პირობით, თუ:

ამ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა უნდა მოხდეს რეგულირებულ ბაზარზე ან მის კონკრეტულ სეგმენტზე, რომელზეც წვდომაც მხოლოდ კვალიფიციურ ინვესტორებს შეიძლება ჰქონდეთ ამ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის მიზნებისთვის; ან

ამ ფასიანი ქაღალდების დენომინაცია ერთეულ ფასიან ქაღალდზე 100 000 ევროზე ნაკლებია.

2. რეზიუმეს შინაარსი უნდა იყოს ზუსტი, სამართლიანი და მკაფიო და არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი. ის უნდა წაკითხულ იქნეს, როგორც პროსპექტის შესავალი და შეესაბამებოდეს პროსპექტის დანარჩენ ნაწილებს.

3. რეზიუმე უნდა შედგეს ლაკონურად დაწერილი მოკლე დოკუმენტის სახით და მისი მაქსიმალური მოცულობა უნდა იყოს A4 ფორმატის ქაღალდის დაბეჭდილი შვიდი გვერდი. რეზიუმე უნდა:

წარდგენილ იქნეს და განისაზღვროს იმგვარად, რომ მისი წაკითხვა ადვილი იყოს წაკითხვადი ზომის სიმბოლოების გამოყენებით;

დაიწეროს იმ ენაზე და იმ სტილით, რომელიც ხელს უწყობს ინფორმაციის აღქმას, კერძოდ, იმ ენაზე, რომელიც არის მკაფიო, არატექნიკური, ლაკონური და ინვესტორებისთვის გასაგები.

4. რეზიუმე უნდა შედგებოდეს შემდეგი ოთხი სექციისგან:

შესავალი, რომელიც შეიცავს გაფრთხილებებს;

ძირითადი ინფორმაცია ემიტენტზე;

ძირითადი ინფორმაცია ფასიან ქაღალდებზე;

ძირითადი ინფორმაცია საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზებაზე ან/და რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებაზე.

5. მე-4 აბზაცის ა პუნქტში მითითებული სექცია უნდა შეიცავდეს შემდეგს:

სახელი და ფასიანი ქაღალდების ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი (ISIN);

ემიტენტის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის, მისი იურიდიული პირის საერთაშორისო საიდენტიფიკაციო კოდი (LEI);

საჭიროების შემთხვევაში, ოფერენტის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის, მისი LEI, თუ ოფერენტს გააჩნია სამართალსუბიექტობა, ან იმ პირის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას;

იმ უფლებამოსილი ორგანოს ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც ამტკიცებს პროსპექტს და განსხვავების შემთხვევაში, ის უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც დაამტკიცა სარეგისტრაციო დოკუმენტი ან უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტი;

პროსპექტის დამტკიცების თარიღი;

ის უნდა შეიცავდეს შემდეგ გაფრთხილებებს:

რეზიუმე უნდა იკითხებოდეს, როგორც პროსპექტის შესავალი;

ფასიან ქაღალდებში ინვესტირების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა დაეფუძნოს ინვესტორის მიერ პროსპექტის მთლიანობაში გააზრებას;

საჭიროების შემთხვევაში, რომ ინვესტორმა შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ დაკარგოს თავის მიერ დაბანდებული კაპიტალი და იმ შემთხვევაში, როცა ინვესტორის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება ინვესტიციის ოდენობით, იმის შესახებ გაფრთხილება, რომ ინვესტორმა შეიძლება დაკარგოს დაბადებულ კაპიტალზე უფრო მეტი და ამ პოტენციური ზარალის მასშტაბი;

იმ შემთხვევაში, როცა პროსპექტში არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეაქვთ სასამართლოში, მოსარჩელე ინვესტორს, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით, შეიძლება მოუწიოს პროსპექტის თარგმნის ხარჯების გაღება სამართალწარმოების დაწყებამდე;

სამოქალაქო ვალდებულება ეკისრება მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც განსახილველად გამოიტანეს რეზიუმე, მათ შორის, მისი რომელიმე თარგმანი, იმ შემთხვევაში, თუ რეზიუმე არ არის შეცდომაში შემყვანი, არაზუსტი ან შეუსაბამო პროსპექტის შესაბამის ნაწილებთან წაკითხვისას ან იმ შემთხვევაში, როცა ის, პროსპექტის დანარჩენ ნაწილებთან ერთად წაკითხვისას, არ იძლევა საკვანძო ინფორმაციას ინვესტორების დასახმარებლად იმის გადაწყვეტისას, მოახდინონ თუ არა კაპიტალდაბანდება ამ ფასიან ქაღალდებში;

საჭიროების შემთხვევაში, რეგულაცია -ის მე-8(3) მუხლის ბ პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი გაგების შესახებ გაფრთხილება.

6. მე-4 აბზაცის ბ პუნქტში მითითებული სექცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ქვესექციაში, რომლის სათაურია „ვინ არის ფასიანი ქაღალდების ემიტენტი“ უნდა მოცემული იყოს ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მოკლე აღწერილობა, მათ შორის, სულ მცირე, შემდეგი:

მისი ადგილსამყოფელი და სამართლებრივი ფორმა, მისი LEI, კანონმდებლობა, რომლითაც ის მოქმედებს და მისი რეგისტრაციის ქვეყანა;

მისი მთავარი საქმიანობა;

მისი მთავარი აქციონერები, მათ შორის, ის, მას პირდაპირ ფლობენ თუ არაპირდაპირ ან აკონტროლებენ და ვის მიერ;

მისი მთავარი მმართველი დირექტორების ვინაობა;

მისი სავალდებულო აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორის ვინაობა;

ქვესექციით, რომლის სათაურია „რომელიც ძირითადი ფინანსური ინფორმაცია ეხება ემიტენტს“, ძირითადი ისტორიული ფინანსური ინფორმაციის ნაკრები, წარდგენილი იმ პერიოდის თითოეული ფინანსური წლისთვის, რომელიც გათვალისწინებულია ისტორიული ფინანსური ინფორმაციით, და ნებისმიერი შემდგომი შუალედური ფინანსური პერიოდის, რომელსაც თან ახლავს წინა ფინანსური წლის იმავე პერიოდიდან შედარებითი მონაცემები. შედარებითი ბალანსის ინფორმაციის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს წლის დასასრულის ბალანსის ინფორმაციის წარდგენით. ძირითადი ფინანსური ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოიცავდეს შემდეგს:

ფინანსური ინფორმაციის პრო ფორმა;

აუდიტორულ დასკვნაში მოცემული, ისტორიულ ფინანსურ ინფორმაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი კვალიფიკაციის მოკლე აღწერა;

ქვესექციაში, რომლის სათაურია „რომელია ემიტენტის შესაბამისი ძირითადი რისკები“, იმ ყველაზე არსებითი რისკ ფაქტორების მოკლე აღწერა, რომლებიც შეესაბამება ემიტენტს, პროსპექტში მოცემულს, და ამასთან, არ უნდა აღემატებოდეს მე-10 აბზაცში მოცემულ რისკ ფაქტორების საერთო რაოდენობას.

7. მე-4 აბზაცის გ პუნქტში მითითებული სექცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ქვესექციით, რომლის სათაურია „რომელია ფასიანი ქაღალდების ძირითადი კომპონენტები“, იმ ფასიანი ქაღალდების მოკლე აღწერა, რომელთა საზოგადოებისთვის შეთავაზება ან/და რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება ხდება, მათ შორის, სულ მცირე:

მათი სახეობა, კლასი და „ფქსსნ“;

საჭიროების შემთხვევაში, მათი ვალუტა, დენომინაცია, ნომინალური ღირებულება, გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობა და ფასიანი ქაღალდების ვადა;

ფასიან ქაღალდებზე დართული უფლებები;

ფასიანი ქაღალდების შეფარდებითი გადახდის თანმიმდევრობა (...) ემიტენტის კაპიტალის სტრუქტურაში გადახდისუუნარობის შემთხვევაში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების სუბორდინაციის დონის და ინვესტიციაზე პოტენციური ზემოქმედების შესახებ დირექტივა 2014/59/EU-ით დადგენილების შემთხვევაში;

ფასიანი ქაღალდების თავისუფალ მიმოქცევაზე ნებისმიერი შეზღუდვა;

საჭიროების შემთხვევაში, დივიდენდი ან გადახდის პოლიტიკა;

ქვესექციით, რომლის სათაურია „სად მოხდება ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა“, მითითება იმის შესახებ, ფასიანი ქაღალდები ექვემდებარება ან დაექვემდებარება თუ არა რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ ან მრავალმხრივ სავაჭრო სისტემებში სავაჭროდ დაშვების შესახებ გამოყენებას, და ყველა იმ ბაზრის ვინაობა, სადაც ხდება ან უნდა მოხდეს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა;

სადაც არსებობს ფასიან ქაღალდებზე დართული გარანტია, ქვესექციით „არსებობს ფასიან ქაღალდებზე დართული გარანტია?“, შემდეგი ინფორმაცია:

გარანტიის ხასიათისა და მოქმედების სფეროს მოკლე აღწერილობა;

გარანტის მოკლე აღწერა, მისი იურიდიული პირის საერთაშორისო საიდენტიფიკაციო კოდის ჩათვლით;

შესაბამისი ძირითადი ფინანსური ინფორმაცია გარანტორის შესაძლებლობის შესაფასებლად, შეასრულოს გარანტიით გათვალისწინებული თავისი ვალდებულებები; და

გარანტთან დაკავშირებული ყველაზე არსებითი რისკ ფაქტორების მოკლე აღწერა, შემავალი პროსპექტში მე-16(3) მუხლის შესაბამისად, რაც ამავე დროს არ აღემატება მე-10 აბზაცში მოცემულ რისკ ფაქტორების საერთო რაოდენობას;

ქვესექციით, რომლის სათაურია „რომელია ფასიანი ქაღალდების შესაბამისი ძირითადი რისკები?“, ფასიანი ქაღალდების შესაბამისი ყველაზე არსებითი რისკ ფაქტორები, შემავალი პროსპექტში, რაც ამავე დროს არ აღემატება მე-10 აბზაცში მოცემულ რისკ ფაქტორების საერთო რაოდენობას.

იმ შემთხვევაში, როცა ძირითადი საინფორმაციო დოკუმენტის მომზადება მოითხოვება რეგულაცია (EU) No 1286/2014-ით, ემიტენტს, ოფერენტს ან პირს, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, უფლება აქვს ამ აბზაცში მოცემული შინაარსი ჩაანაცვლოს რეგულაცია (EU) No 1286/2014-ის მე-8(3) მუხლის პუნქტებში (c-i) მოცემული ინფორმაციით. იმ შემთხვევაში, როცა გამოიყენება რეგულაცია (EU) No 1286/2014, თითოეულ წევრ სახელმწიფოს, რომელიც მოქმედებს, როგორც რეგისტრაციის წევრი სახელმწიფო წინამდებარე რეგულაციის მიზნით, უფლება აქვს ემიტენტების, ოფერენტების ან იმ პირებისგან, რომლებიც მოითხოვენ რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, მოითხოვოს ამ აბზაცში მოცემული შინაარსის ჩანაცვლება რეგულაცია (EU) No 1286/2014-ის მე-8(3) მუხლის პუნქტებში (c-i) მოცემული, უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებულ პროსპექტებში არსებული ინფორმაციით.

იმ შემთხვევაში, როცა არსებობს შინაარსის ჩანაცვლება მეორე ქვეაბზაცის მიხედვით, მე-3 აბზაცში მოცემული მაქსიმალური სიგრძე უნდა გაგრძელდეს A4ფორმატის ქაღალდის სამი დამატებითი გვერდით. ძირითადი საინფორმაციო დოკუმენტის შინაარსი უნდა შეტანილ იქნეს, როგორც რეზიუმეს განსხვავებული სექცია. ამ სექციის გვერდის ფორმატში მკაფიოდ უნდა მოხდეს მისი, როგორც ძირითადი საინფორმაციო დოკუმენტის შინაარსის იდენტიფიცირება, როგორც ეს მოცემულია რეგულაცია (EU) No 1286/2014-ის მე-8(3) მუხლის პუნქტებში (c-i).

იმ შემთხვევაში, როცა მე-8(9) მუხლის მესამე ქვეაბზაცის მიხედვით, ერთი რეზიუმე მოიცავს იმ რამდენიმე ფასიან ქაღალდს, რომლებიც მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის დეტალებით განსხვავდებიან, როგორიცაა, მაგალითად, ემისიის ფასი ან გადახდის თარიღი, მე-3 აბზაცში მოცემული მაქსიმალური სიგრძე უნდა გაგრძელდეს A4 ფორმატის ქაღალდის ორი დამატებითი გვერდით. თუმცა, იმ შემთხვევაში, როცა ძირითადი საინფორმაციო დოკუმენტის მომზადება მოითხოვება ამ ფასიანი ქაღალდებისთვის რეგულაცია (EU) No 1286/2014-ით და ემიტენტი, ოფერენტი ან პირი, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას,იწყებს ამ აბზაცის მეორე ქვეაბზაცში მითითებული შინაარსის ჩანაცვლებას, თითოეული დამატებითი ფასიანი ქაღალდისთვის მაქსიმალური სიგრძე უნდა გაგრძელდეს A4 ფორმატის სამი დამატებითი გვერდით.

იმ შემთხვევაში, როცა რეზიუმე შეიცავს პირველი ქვეაბზაცის (c) პუნქტში მითითებულ ინფორმაციას, მე-3 აბზაცში მოცემული მაქსიმალური სიგრძე უნდა გაგრძელდეს A4 ფორმატის ერთი დამატებითი გვერდით.

8. მე-4 აბზაცის დ პუნქტში მითითებული სექცია უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ქვესექციაში, რომლის სათაურია „რომელი პირობებით და განრიგით შემიძ₾ლია ამ ფასიან ქაღალდში კაპიტალდაბადების განხორციელება“, საჭიროების შემთხვევაში, ზოგადი პირობები, შეთვაზების პირობები და მოსალოდნელი განრიგი, რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვების დეტალები, განაწილების გეგმა, უშუალო განზავების პროცენტი, რომელიც მიიღება შეთავაზებიდან და ემისიის ან/და შეთავაზების სავარაუდო საერთო ხარჯები, მათ შორის, ემიტენტის ან ოფერენტის მიერ ინვესტორისთვის დაკისრებული სავარაუდო ხარჯები;

თუ ემიტენტისგან განსხვავებულია, ქვესექციაში „ვინ არის ოფერენტი ან/და პირი, რომელიც ითხოვს სავაჭროდ დაშვებას?“, ფასიანი ქაღალდების ოფერენტის ან/და იმ პირის მოკლე აღწერა, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, მათ შორის, მისი ადგილსამყოფელი და სამართლებრივი ფორმა, კანონმდებლობა, რომლითაც ის მოქმედებს და მისი რეგისტრაციის ქვეყანა;

ქვესექციაში, რომლის სათაურია „რატომ მზადდება ეს პროსპექტი?“, შეთავაზების ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვების მიზეზების მოკლე აღწერა, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში:

ამონაგების გამოყენება და სავარაუდო ნეტო ოდენობა;

იმის მითითება, ოფერენტი ექვემდებარება თუ არა ანდერრაითინგის შესახებ შეთანხმებას მყარი ვალდებულების საფუძველზე, იმ ნებისმიერი წილის მითითებით, რომელიც არაა გათვალისწინებული;

შეთავაზებასთან ან სავაჭროდ დაშვებასთან დაკავშირებული მატერიალური ინტერესთა ყველაზე დიდი კონფლიქტის მითითება.

9. მე-6, მე-7 და მე-8 აბზაცებში აღწერილ თითოეულ სექციაში, ემიტენტს უფლება აქვს დაამატოს ის ქვესათაურები, რომლებიც მას საჭიროდ მიაჩნია.

10. რეზიუმეს სექციებში შეტანილი რისკ ფაქტორების საერთო რაოდენობა, მითითებული მე-6 აბზაცის (c) პუნქტში და მე-7 აბზაცის პირველი ქვეაბზაცის პუნქტებში (c)(iv) და (d) არ უნდა აღემატებოდეს 15-ს.

11. რეზიუმე არ უნდა შეიცავდეს ჯვარედინ მითითებებს პროსპექტის სხვა ნაწილებზე ან ინფორმაციას მითითების მეშვეობით.

12. იმ შემთხვევაში, როცა ძირითადი საინფორმაციო დოკუმენტის მომზადება მოითხოვება საზოგადოებისთვის შეთავაზებული ფასიანი ქაღალდებისთვის რეგულაცია (EU) No 1286/2014-ით და რეგისტრაციის წევრი მოითხოვს სახელმწიფო ემიტენტის, ოფერენტის ან იმ პირისგან, რომელიც რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას ითხოვს, ძირითადი საინფორმაციო დოკუმენტის შინაარსის ჩანაცვლებას ამ მუხლის მე-7 აბზაცის მეორე ქვეაბზაცის მეორე წინადადების შესაბამისად, უნდა ჩაითვალოს, რომ იმ პირებმა, რომლებიც იძლევიან რჩევას ფასიანი ქაღალდების შესახებ ან ყიდიანამ ფასიან ქაღალდებს ემიტენტის, ოფერენტის ან იმ პირის სახელით, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, შეთავაზების პერიოდში შეასრულეს ძირითადი საინფორმაციო დოკუმენტის რეგულაცია (EU) No 1286/2014-ის მე-13 მუხლის მიხედვით წარდგენის ვალდებულება, იმ პირობით, თუ ისინი ამის ნაცვლად შესაბამის ინვესტორებს უზრუნველყოფენ პროსპექტის რეზიუმეთი ამ რეგულაციის მე-13 და მე-14 მუხლებში მოცემული დროის განრიგითა და პირობებით.

13. ESMA-მ უნდა შეიმუშავოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების წინასწარი ვერსია მე-6 აბზაცის (b) პუნქტში მითთებული ძირითადი ფინანსური ინფორმაციისა და მე-7 აბზაცის (c)(iii) პუნქტში მითითებული შესაბამისი ძირითადი ფინანსური ინფორმაციის შინაარსის და წარდგენის ფორმატის განსაზღვრის მიზნით, განსხვავებული ტიპის ფასიანი ქაღალდებისა და ემიტენტების გათვალისწინებით და იმის უზრუნველყოფით, რომ წარდგენილი ინფორმაცია არის ლაკონური და გასაგები.

ESMA-მ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს კომისიას 2018 წლის 21 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მიღების უფლებამოსილება, რეგულაციის (EU) No 1095/2010 მე-10-14 მუხლების შესაბამისა

[https://legali.ge/law/5370050/muxli-7/](https://legali.ge/law/5370050/muxli-7/)

---

## მუხლი 8. ემისიის წინასწარი პროსპექტი

_თავი II — პროსპექტის შედგენა_

1. სასესხო ფასიანი ქაღალდებისთვის, მათ შორის, ნებისმიერი ფორმის ვარანტებისთვის, პროსპექტი, ემიტენტის, ოფერენტის ან იმ პირის, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, არჩევანით შეიძლება შედგებოდეს ემისიის წინასწარი პროსპექტისგან, რომელიც შეიცავს აუცილებელ ინფორმაციას ემიტენტის და საზოგადოებისთვის შეთავაზებული ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დასაშვები ფასიანი ქაღალდების შესახებ.

2. ემისიის წინასწარი პროსპექტი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ნიმუში, რომლის სახელწოდებაა „საბოლოო პირობების ფორმა“, რომელიც უნდა შეივსოს თითოეული ცალკეული ემისიისთვის და მიეთითოს ხელმისაწვდომი ოფციები იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა განისაზღვროს შეთავაზების საბოლოო პირობებში;

იმ ვებ-გვერდის მისამართი, სადაც საბოლოო პირობები გამოქვეყნდება.

3. იმ შემთხვევაში, როცა ემისიის წინასწარი პროსპექტი შეიცავს ოფციებს შესაბამისი ფასიანი ქაღალდების დოკუმენტით მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საბოლოო პირობებით უნდა განისაზღვროს, რომელი ოფცია გამოიყენება ცალკეული ემისიის მიმართ, ემისიის წინასწარი პროსპექტის შესაბამის სექციებზე მითითებით ან ამ ინფორმაციის ჩანაცვლებით.

4. საბოლოო პირობები უნდა წარდგენილ იქნეს ცალკე დოკუმენტის ფორმით ან უნდა შეტანილ იქნეს ემისიის წინასწარ პროექტში ან მის რომელიმე დანართში. საბოლოო პირობები უნდა მომზადდეს ადვილად გაანალიზებადი და გასაგები ფორმით.

საბოლოო პირობები მხოლოდ უნდა მოიცავდეს იმ ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება ფასიანი ქაღალდების დოკუმენტს და ის არ უნდა იქნეს გამოყენებული ემისიის წინასწარი პროსპექტის შესავსებად. ამ შემთხვევებში გამოიყენება მე-17(1) მუხლის ბ პუნქტი.

5. იმ შემთხვევაში, როცა საბოლოო პირობები არც ემისიის წინასწარ პროსპექტშია მოცემული და არც- დამატებაში, ემიტენტმა ისინი უნდა გაასაჯაროოს 21-ე მუხლში მოცემული ზომების მიხედვით და ისინი წარუდგინოს რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს შეძლებისდაგვარად სწრაფად, საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზებისას და შესაძლებლობის შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზების ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვების დაწყებამდე.

საბოლოო ტერმინებში უნდა ჩართულ იქნეს გასაგები და მკაფიო განაცხადი, იმის მითითებით:

რომ საბოლოო პირობები მომზადდა წინამდებარე რეგულაციის მიზნით და ისინი უნდა წაკითხულ იქნეს ემისიის წინასწარ პროსპექტთან და მის ნებისმიერ დამატებასთან ერთობლიობაში ყველა შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად;

იმ შემთხვევაში, როცა ემისიის წინასწარი პროსპექტი და მისი ნებისმიერი დამატება ქვეყნდება 21-ე მუხლში მოცემული ზომების შესაბამისად;

რომ ცალკეული ემისიის რეზიუმე დართულია საბოლოო პირობებზე.

6. ემისიის წინასწარი პროსპექტი შეიძლება შედგეს, როგორც ერთი დოკუმენტი ან როგორც ცალკე დოკუმენტები.

იმ შემთხვევაში, როცა ოფერენტი ან ის პირი, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, წარადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტაციას სასესხო ფასიანი ქაღალდებისთვის ან უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას მე-9 მუხლის შესაბამისად, და აირჩევს ემისიის წინასწარი პროსპექტის შედგენას, ემისიის წინასწარი პროსპექტი უნდა შედგებოდეს შემდეგისგან:

სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ან უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტში შემავალი ინფორმაცია;

ინფორმაცია, რომელიც, სხვა შემთხვევაში, შევიდოდა შესაბამისი ფასიანი ქაღალდების დოკუმენტში, საბოლოო პირობების გამოკლებით იმ შემთხვევაში, როცა საბოლოო პირობები არაა ჩართული ემისიის წინასწარ პროსპექტში.

7. ემისიის წინასწარ პროსპექტში შემავალი სხვადასხვა ფასიანი ქაღალდებიდან თითოეულის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს.

8. რეზიუმე მხოლოდ უნდა შედგეს ემისიის წინასწარ პროსპექტში ან დამატებაში საბოლოო პირობების შეყვანამდე, ან წარდგენლ იქნეს, და რომ რეზიუმე უნდა შეესაბამებოდეს ცალკეულ ემისიას.

9. ცალკეული ემისიის რეზიუმე ექვემდებარება იგივე მოთხოვნებს, როგორც საბოლოო პირობები, რომლებიც მოცემულია ამ მუხლში,და ის მათ უნდა დაერთოს.

ცალკეული ემისიის რეზიუმე უნდა აკმაყოფილებდეს მე-7 მუხლის მოთხოვნებს და მასში უნდა წარმოდგენილი იყოს შემდეგი ინფორმაცია:

ძირითადი ინფორმაცია ემისიის წინასწარ პროსპექტში, მათ შორის, ძირითადი ინფორმაცია ემიტენტის შესახებ;

ძირითადი ინფორმაცია შესაბამის საბოლოო პირობებში, მათ შორის, ძირითადი ინფორმაცია, რომელიც არ იყო შეტანილი ემისიის წინასწარ პროსპექტში.

იმ შემთხვევაში, როცა საბოლოო პირობები ეხება რამდენიმე ფასიან ქაღალდებს, რომლებიც განსხვავდებიან მხოლოდ რამდენიმე მცირე რაოდენობის დეტალით, როგორიცაა, მაგალითად, ემისიის ფასი ან გადახდის თარიღი, ინდივიდუალური ემისიის ერთ რეზიუმე შეიძლება დაერთოს ყველა ამ ფასიანი ქაღალდისთვის, იმ პირობით, თუ ის ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს სხვადასხვა ფასიან ქაღალდებზე, მკაფიოდ არის გამოყოფილი.

10. ემისიის წინასწარ პროსპექტში შეტანილი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეივსოს 23-ე მუხლის შესაბამისად.

11. საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზება შეიძლება გაგრძელდეს იმ ემისიის წინასწარი პროსპექტის ვადის ამოწურვის შემდეგ, რომლითაც ის დაიწყო, იმ პირობით, თუ შემდგომი ემისიის წინასწარი პროსპექტი დამტკიცდა და გამოქვეყნდა არაუგვიანეს წინა ემისიის წინასწარი პროსპექტის ძალაში ყოფის უკანასკნელი დღისა. ამ შეთავაზების საბოლოო პირობები უნდა შეიცავდეს მკაფიო გაფრთხილებას მათ პირველ გვერდზე, წინა ემისიის წინასწარი პროსპექტის მოქმედების ბოლო დღის მითითებით და ის, თუ სად გამოქვეყნდება შემდგომი ემისიის წინასწარი პროსპექტი. შემდგომი ემისიის წინასწარი პროსპექტი უნდა მოიცავდეს ან მასში მითითებით ჩართული უნდა იყოს საბოლოო პირობების ფორმა თავდაპირველი ემისიის წინასწარი პროსპექტიდან და მიუთითებდეს იმ საბოლოო პირობებზე, რომლებიც შეთავაზების გაგრძელებას შეესაბამება.

23(2)-ე მუხლის მიხედვით უკან გაწვევის უფლება აგრეთვე ვრცელდება იმ ინვესტორებზე, ვინც თანხმობა განაცხადეს ფასიანი ქაღალდების შეძენაზე ან გამოწერაზე წინა ემისიის წინასწარი პროსპექტის მოქმედების ვადის განმავლობაში, თუკი ეს ფასიანი ქაღალდები მათ უკვე არ მიეწოდა

[https://legali.ge/law/5370050/muxli-8/](https://legali.ge/law/5370050/muxli-8/)

---

## მუხლი 9. უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია

_თავი II — პროსპექტის შედგენა_

1. იმ ემიტენტს, რომლის ფასიანი ქაღალდები დაიშვება სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე ან MTF-ზე, უფლება აქვს ყოველ ფინანსურ წელს შეადგინოს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია იმ უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტის ფორმით, რომელშიც აღწერილია კომპანიის ორგანიზაციული მოწყობა, ბიზნეს საქმიანობა, ფინანსური მდგომარეობა, შემოსავალი და პერსპექტივები, მმართველობა და აქციონერობის სტრუქტურა.

2. იმ ნებისმიერმა ემიტენტმა, რომელიც ირჩევს უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ყოველ ფინანსურ წელს შედგენას, უნდა ის დასამტკიცებლად წარუდგინოს თავისი რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს მე-20 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებში მოცემული პროცედურის შესაბამისად.

მას შემდეგ, რაც ემიტენტმა უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ზედიზედ ორი ფინანსური წლის განმავლობაში დაამტკიცებინა უფლებამოსილ ორგანოს, შემდგომი უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტები შეიძლება წარდგენილ იქნეს უფლებამოსილ ორგანოში წინასწარი თანხმობის გარეშე.

იმ შემთხვევაში, როცა ამის შემდეგ ემიტენტი ვერ წარადგენს ერთი ფინანსური წლის უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, წარდგენის წინასწარი თანხმობის გარეშე სარგებელი იკარგება და ყველა შემდგომი უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია უნდა დასამტკიცებლად წარედგინოს უფლებამოსილ ორგანოს იქამდე, სანამ კვლავ არ შესრულდება მეორე აბზაცში მოცემული პირობა.

ემიტენტმა უფლებამოსილი ორგანოსადმი თავის განცხადებაში უნდა მიუთითოს, უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია წარედგინება დასამტკიცებლად თუ წინასწარი თანხმობის გარეშე.

იმ შემთხვევაში, როცა ამ აბზაცის მეორე ქვეაბზაცში მითითებული ემიტენტი ითხოვს თავისი უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტის შეტყობინებას 26-ე მუხლის შესაბამისად, მან თავისი უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტი უნდა წარადგინოს დასამტკიცებლად, მათ შორის, მისი ის ნებისმიერი შესწორება, რომელიც ადრე იქნა წარდგენილი.

3. იმ ემიტენტებს, რომლებმააც 2019 წლის 21 ივლისამდე სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, შედგენილი კომისიის რეგულაციის (EC) No 809/2004[21] პირველი დანართის შესაბამისად, დაამტკიცებინეს უფლებამოსილ ორგანოს, სულ მცირე, ზედიზედ ორი ფინანსური წლის განმავლობაში და ამის შემდეგ ის, დირექტივა 2003/71/EC-ის მე-12(3) მუხლის შესაბამისად წარადგინეს ან ეს სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ყოველ წელს დაამტკიცებინეს, უნდა მიეცეთ ნებართვა, უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტი 2019 წლის 21 ივლისიდან წარადგინონ წინასწარი თანხმობის გარეშე ამ მუხლის მე-2 აბზაცის მეორე ქვეაბზაცის მიხედვით.

4. დამტკიცებისთანავე ან წინასწარი თანხმობის გარეშე წარდგენისთანავე, უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტი, აგრეთვე, მე-7 და მე-9 აბზაცებში მითითებული მისი შესწორებები უნდა გასაჯაროვდეს დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე, 21-ე მუხლში მოცემული ზომების შესაბამისად.

5. უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია უნდა აკმაყოფილებდეს 27-ე მუხლით განსაზღვრულ ენობრივ მოთხოვნებს.

6. ინფორმაცია შეიძლება გაერთიანდეს მითითებით უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მე-19 მუხლში მოცემული პირობებით.

7. უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენის ან დამტკიცების შემდეგ, ემიტენტს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განაახლოს მასში შემავალი ინფორმაცია, უფლებამოსილ ორგანოში მისი შესწორების წარდგენით. მე-10(3) მუხლის პირველი და მეორე ქვეაბზაცების შესაბამისად, უფლებამოსილ ორგანოში შესწორების წარდგენა დამტკიცებას არ საჭიროებს.

8. უფლებამოსილ ორგანოს ნებისმიერ დროს შეუძლია იმ ნებისმიერი უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შინაარსის, რომელიც წინასწარი თანხმობის გარეშე იქნა წარდგენილი, აგრეთვე, მისი ნებისმიერი შესწორების შინაარსის გადასინჯვა.

უფლებამოსილი ორგანოს მიერ განხილვა შედგება უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტაციასა და მის ნებისმიერ შესწორებაში მოცემული ინფორმაციის სისრულის, სისტემურობისა და გაგებადობის დაწვრილებით შესწავლისგან.

9. იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი ორგანო გადასინჯვის პროცესში აღმოაჩენს, რომ უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ შეესაბამება სისრულის, ყოვლისმომცველობისა და სისტემურობის სტანდარტებს, ან რომ საჭიროა შესწორებები ან დამატებითი ინფორმაცია, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს ემიტენტს.

თხოვნა შესწორების ან დამატებითი ინფორმაციის შესახებ, რომლითაც უფლებამოსილი ორგანო ემიტენტს მიმართავს, ემიტენტმა მხოლოდ უნდა გაითვალისწინოს მომდევნო ფინანსური წლისთვის წარდგენილ შემდეგ უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ემიტენტს სურს უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაციის გამოყენება დასამტკიცებლად გადაგზავნილი პროსპექტის შემადგენელ ნაწილად. ამ შემთხვევაში, ემიტენტმა უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში უნდა შეიტანოს შესწორება არაუგვიანეს 20(6)-ე მუხლში მითითებული განცხადების წარდგენისას.

მეორე ქვეაბზაციდან გამონაკლისის სახით, იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი ორგანო ემიტენტს აცნობებს, რომ შესწორებაზე ან დამატებით ინფორმაციაზე მისი თხოვნა მხოლოდ შეეხება არსებით გამოტოვებას ან არსებით შეცდომას ან არსებით უზუსტობას, რომელიც სავარაუდოდ შეცდომაში შეიყვანს საზოგადოებას ემიტენტის ინფორმირებული შეფასებისთვის აუცილებელ ფაქტებთან და გარემოებებთან დაკავშირებით, ემიტენტმა უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში შესწორება დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე უნდა შეიტანოს.

უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს, რომ ემიტენტმა წარადგინოს შესწორებული უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაციის კონსოლიდირებული ვერსია იმ შემთხვევაში, როცა კონსოლიდირებული ვერსია აუცილებელია ამ დოკუმენტში არსებული ინფორმაციის ყოვლისმომცველობის უზრუნველსაყოფად. ემიტენტს უფლება აქვს, ნებაყოფლობით შეიტანოს თავისი შესწორებული უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაციის კონსოლიდირებული ვერსია შესწორების დანართში.

10. მე-7 და მე-9 აბზაცები მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არ გამოიყენება პროსპექტის შემადგენელ ნაწილად. როცა უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია გამოიყენება პროსპექტის შემადგენელ ნაწილად, მხოლოდ გამოიყენება პროსპექტის შევსების შესახებ 23-ე მუხლი პროსპექტის დამტკიცების თარიღსა და საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზების საბოლოო დასრულების თარიღს შორის პერიოდში, ან გარემოებებიდან გამომდინარე, იმ დროს, როცა იწყება ვაჭრობა რეგულირებულ ბაზარზე (ამ ორი მოვლენიდან იმ დროს, რომელიც უფრო გვიან ხდება).

11. იმ ემიტენტს, რომელიც აკმაყოფილებს მე-2 აბზაცის პირველ ან მეორე ქვეაბზაცში მოცემულ ან ამ მუხლის მე-3 აბზაცში მოცემულ პირობებს, უნდა გააჩნდეს ხშირი ემიტენტის სტატუსი და უნდა ისარგებლოს უფრო სწრაფი დამტკიცების პროცესით 20(6)-ე მუხლის შესაბამისად, იმ პირობით, თუ:

თითოეული უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტის გადაგზავნისას ან დასამტკიცებლად წარდგენისას, ემიტენტმა უფლებამოსილ ორგანოს უნდა მიაწოდოს იმის წერილობითი დადასტურება, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, ყველა რეგულირებული ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც მას მოეთხოვებოდა დირექტივა 2004/109/EC-ით (გამოყენების შემთხვევაში) და რეგულაცია (EU) No 596/2014-ით, წარდგენილ იქნა და გამოქვეყნდა ამ აქტების შესაბამისად უკანასკნელი 18 თვის განმავლობაში ან რეგულირებული ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულების დაწყების შემდგომ პერიოდში (ამ ორიდან იმ პერიოდში, რომელიც უფრო მოკლეა); და

იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი ორგანო იწყებს მე-8 აბზაცში მითითებულ განხილვას, ემიტენტს შესწორება შეაქვს მის უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მე-9 აბზაცის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, როცა ემიტენტი ვერ აკმაყოფილებს რომელიმე ზემოაღნიშნულ პირობას, ხშირი ემიტენტის სტატუსი იკარგება.

12. იმ შემთხვევაში, როცა უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც წარდგენილია უფლებამოსილ ორგანოში ან დამტკიცებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საჯაროვდება, ყველაზე გვიან, ფინანსური წლის დასრულებიდან ოთხი თვის შემდეგ, და ის შეიცავს იმ ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც საჭიროა დირექტივა 2004/109/EC-ის მე-4 მუხლში მითითებულ წლიურ ფინანსურ ანგარიშში, უნდა ჩაითვალოს, რომ ემიტენტმა დააკმაყოფილა ამ მუხლით მოთხოვნილი, წლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული თავისი ვალდებულება.

იმ შემთხვევაში, როცა უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტი ან მისი შესწორება წარდგენილია ან დამტკიცებულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ და გასაჯაროებულია ყველაზე გვიან, ფინანსური წლის დასრულებიდან ექვსი თვის შემდეგ, და ის შეიცავს იმ ინფორმაციას, რომლის გასაჯაროებაც საჭიროა დირექტივა 2004/109/EC-ის მე-5 მუხლში მითითებულ ნახევარი წლის ფინანსურ ანგარიშში, უნდა ჩაითვალოს, რომ ემიტენტმა დააკმაყოფილა ამ მუხლით მოთხოვნილი, ნახევარი წლის ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული თავისი ვალდებულება.

პირველ და მეორე ქვეაბზაცში მითითებულ შემთხვევებში, ემიტენტმა:

უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტში უნდა შეიტანოს ჯვარედინი მითითების ნუსხა, რომელშიც იდენტიფიცირებულია ის, თუ სად შეიძლება ინახოს უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტში ის თითოეული პუნქტი, რომელიც მოითხოვება წლიურ და ნახევარი წლის ფინანსურ ანგარიშებში;

უნდა წარადგინოს უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია დირექტივა 2004/109/EC-ის მე-19(1) მუხლის შესაბამისად და ის ხელმისაწვდომი გახადოს ამ დირექტივის 21(2)-ე მუხლში მითითებული ოფიციალურად დანიშნული მექანიზმისთვის;

უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტში უნდა შეიტანოს თანამდებობრივი ინსტრუქცია იმ პირობების გამოყენებით, რომლებიც მოითხოვება დირექტივა 2004/109/EC-ის მე-4(2) მუხლის გ პუნქტისა და მე-5(2) მუხლის გ პუნქტის მიხედვით.

13. მე-12 აბზაცი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა წინამდებარე რეგულაციის მიზნებისთვის ემიტენტის რეგისტრაციის წევრი სახელმწიფო აგრეთვე არის რეგისტრაციის წევრი სახელმწიფო დირექტივა 2004/109/EC-ის მიზნებისთვის, და იმ შემთხვევაში, როცა უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ენა აკმაყოფილებს ამ დირექტივის მე-20 მუხლში მოცემულ მოთხოვნებს.

14. კომისიამ 2019 წლის 21 იანვრისთვის უნდა მიიღოს დელეგირებული აქტები 44-ე მუხლის შესაბამისად, რათა წინამდებარე რეგულაციაში დამატება შეიტანოს უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტისა და მისი ნებისმიერი შესწორების დაწვრილებით შესწავლისა და განხილვის კრიტერიუმების და ამ დოკუმენტების დამტკიცებისა და წარდგენის პროცედურების, აგრეთვე, იმ პირობების განსაზღვრით, რომლებითაც ხშირი ემიტენტის სტატუსი იკარგებ

[https://legali.ge/law/5370050/muxli-9/](https://legali.ge/law/5370050/muxli-9/)

---

## მუხლი 10. ცალკე დოკუმენტებისგან შემდგარი პროსპექტები

_თავი II — პროსპექტის შედგენა_

1. იმ ემიტენტს, რომელმაც უფლებამოსილ ორგანოს უკვე დაამტკიცებინა სარეგისტრაციო დოკუმენტი, მოეთხოვება მხოლოდ ფასიანი ქაღალდების დოკუმენტისა და რეზიუმეს შედგენა, საჭიროების შემთხვევაში, როცა საზოგადოებისთვის ხდება ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ან როცა ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ დაიშვება რეგულირებულ ბაზარზე. ამ შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდების დოკუმენტი და რეზიუმე ექვემდებარებიან ცალკე დამტკიცებას.

იმ შემთხვევაში, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის დამტკიცების შემდეგ სარეგისტრაციო დოკუმენტში შემავალ ინფორმაციასთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ახალ ფაქტორს, არსებით შეცდომას ან არსებით უზუსტობას, რომელსაც შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს ფასიანი ქაღალდების შეფასებაზე, დასამტკიცებლად უნდა წარდგენილ იქნეს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის დამატება არაუგვიანეს იმავე თარიღისა, როცა ხდება ფასიანი ქაღალდების დოკუმენტისა და რეზიუმეს წარდგენა. თანხმობის უკან გაწვევის უფლება 23(2)-ე მუხლის შესაბამისად ამ შემთხვევაში არ გამოიყენება.

სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და მისი დამატება, საჭიროების შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდების დოკუმენტთან და რეზიუმესთან ერთად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებისთანავე წარმოადგენენ პროსპექტს.

2. დამტკიცებისთანავე, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია უნდა გასაჯაროვდეს დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე და 21-ე მუხლში მოცემული შეთანხმებების შესაბამისად.

3. იმ ემიტენტს, რომელმაც უფლებამოსილ ორგანოს უკვე დაამტკიცებინა უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, ან უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია წარადგინა წინასწარი თანხმობის გარეშე მე-9(2) მუხლის მეორე ქვეაბზაცის მიხედვით, მოეთხოვება მხოლოდ ფასიანი ქაღალდების დოკუმენტისა და რეზიუმეს შედგენა, როცა საზოგადოებისთვის ხდება ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ან როცა ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ დაიშვება რეგულირებულ ბაზარზე.

იმ შემთხვევაში, როცა უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია უკვე დამტკიცებულია, ფასიანი ქაღალდების დოკუმენტი,რეზიუმე და უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ყველა შესწორება, წარდგენილი უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაციის დამტკიცების შემდეგ, ექვემდებარებიან ცალკე დამტკიცებას.

იმ შემთხვევაში, როცა ემიტენტმა წარადგინა უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტი წინასწარი დამტკიცების გარეშე, მთლიანი დოკუმენტი, უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტის შესწორებების ჩათვლით, უნდა დაექვემდებაროს დამტკიცებას, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ეს დოკუმენტები გაყოფილად რჩება.

უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტი, შესწორებული მე-9 მუხლის მე-7 ან მე-9 პუნქტის შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების დოკუმენტთან და რეზიუმესთან ერთად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებისთანავე წარმოადგენენ პროსპექტ

[https://legali.ge/law/5370050/muxli-10/](https://legali.ge/law/5370050/muxli-10/)

---

## მუხლი 11. პროსპექტზე დართული პასუხისმგებლობა

_თავი II — პროსპექტის შედგენა_

1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ პროსპექტში მოცემულ ინფორმაციაზე და მის ნებისმიერ დამატებაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს, სულ მცირე, ემიტენტს ან მის ადმინისტრაციულ, მმართველობით ან საზედამხედველო ორგანოებს, ოფერენტს, იმ პირს, რომელიც ითხოვს სავაჭროდ დაშვებას რეგულირებულ ბაზარზე ან გარანტორს, გარემოებებიდან გამომდინარე. პროსპექტსა და მის ნებისმიერ დამატებაზე პასუხისმგებელი პირების პროსპექტში მკაფიოდ იდენტიფიცირება უნდა მოხდეს მათი გვარ-სახელებით და ფუნქციებითან იურიდიული პირების შემთხვევაში- მათი სახელებით და რეგისტრირებული ოფისებით, აგრეთვე, მათი დეკლარაციებით იმის შესახებ, რომ რამდენადაც მათთვის არის ცნობილი, პროსპექტში შემავალი ინფორმაცია შეესაბამება ფაქტებს და რომ პროსპექტში არ კეთდება რაიმე გამოტოვება, რომელიც სავარაუდოდ გავლენას მოახდენს მის იმპორტზე.

2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათი კანონები, რეგულაციები და ადმინისტრაციული დებულებები სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ გავრცელდეს პროსპექტში არსებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირებზე.

თუმცა, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ არც ერთ პირს არ დაეკისროს რაიმე სამოქალაქო პასუხისმგებლობა მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე ევროკავშირის ზრდის შესახებ პროსპექტის მე-7 მუხლის ან კონკრეტული რეზიუმეს მიხედვით, მე-15(1) მუხლის მეორე აბზაცის, მათ შორის, მისი ნებისმიერი თარგმანის შესაბამისად, თუკი:

ის არ არის შეცდომაში შემყვანი, არაზუსტი ან შეუსაბამო, როცა ის იკითხება პროსპექტის დანარჩენ ნაწილებთან ერთად; ან

ის პროსპექტის დანარჩენ ნაწილებთან ერთად წაკითხვისას იძლევა ძირითად ინფორმაციას, რათა ინვესტორებს დაეხმაროს ფასიან ქაღალდებში კაპიტალდაბანდების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

3. სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ან უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტში მოცემულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს პირველ აბზაცში მითითებულ პირებს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ან უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოიყენება,როგორც დამტკიცებული პროსპექტის შემადგენელი ნაწილი.

პირველი ქვეაბზაცი გამოიყენება დირექტივა 2004/109/EC-ის მე-4 და მე-5 მუხლების შეუზღუდავად იმ შემთხვევაში, როცა ამ მუხლებით გათვალისწინებული ინფორმაცია შეტანილია უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაშ

[https://legali.ge/law/5370050/muxli-11/](https://legali.ge/law/5370050/muxli-11/)

---

## მუხლი 12. პროსპექტის, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის და უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტის მოქმედების ვადა

_თავი II — პროსპექტის შედგენა_

1. პროსპექტის, იქნება ის ერთი დოკუმენტი თუ რამდენიმე ცალკეული დოკუმენტისგან შემდგარი, მოქმედების ვადაა მისი დამტკიცებიდან 12 თვე საზოგადოებისთვის შეთავაზებებისთვის ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებებისთვის, იმ პირობით, თუ ის შეივსება იმ ნებისმიერი დამატებით, რომელიც მოითხოვება 23-ე მუხლის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, როცა პროსპექტი შედგება ცალკე დოკუმენტებისგან, მოქმედების ვადა უნდა დაიწყოს ფასიანი ქაღალდების დოკუმენტის დამტკიცებისას.

2. ადრე დამტკიცებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია მოხმარებისთვის ძალის მქონე უნდა იყოს, როგორც პროსპექტის შემადგენელი ნაწილი, მისი დამტკიცებიდან 12 თვის განმავლობაში.

ამ სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოქმედების ვადის დასრულებამ გავლენა არ უნდა მოახდინოს იმ პროსპექტის მოქმედების ვადაზე, რომლის შემადგენელი ნაწილიც ის არის.

3. უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია მოხმარებისთვის ძალის მქონე უნდა იყოს, როგორც პროსპექტის შემადგენელი ნაწილი, მისი დამტკიცებიდან 12 თვის განმავლობაში, როგორც ეს მითითებულია მე-9(2) მუხლის პირველ ქვეაბზაცში, ან მისი დამტკიცებიდან 12 თვის განმავლობაში, როგორც ეს მითითებულია მე-9(2) მუხლის მეორე ქვეაბზაცში.

ამ სარეგისტრაციო დოკუმენტის მოქმედების ვადის დასრულებამ გავლენა არ უნდა მოახდინოს იმ პროსპექტის მოქმედების ვადაზე, რომლის შემადგენელი ნაწილიც ის არის.

თავი III

პროსპექტის შინაარსი და ფორმა

[https://legali.ge/law/5370050/muxli-12/](https://legali.ge/law/5370050/muxli-12/)

---

## მუხლი 13. მინიმალური ინფორმაცია და ფორმატი

_თავი III — პროსპექტის შინაარსი და ფორმატი_

1. კომისიამ უნდა მიიღოს დელეგირებული აქტები 44-ე მუხლის შესაბამისად, წინამდებარე რეგულაციის შესავსებად პროსპექტის, ემისიის წინასწარი პროსპექტის ფორმატთან და საბოლოო პირობებთან დაკავშირებით და ის ცხრილები, რომლებშიც განსაზღვრულია პროსპექტში შესატანილი კონკრეტული ინფორმაცია, მათ შორის, იურიდიული პირის საერთაშორისო საიდენტიფიკაციო კოდები და ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო საერთაშორისო კოდები, და ინფორმაციის დუბლირების თავიდან აცილებით, როცა პროსპექტი ცალკე დოკუმენტებისგან შედგება.

კერძოდ, პროსპექტის სხვადასხვა ცხრილების განსაზღვრისას, უნდა გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი:

ის სხვადასხვა სახის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ინვესტორების იერ წილობრივ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით, სასესხო ფასიან ქაღალდებთან შედარებით; სისტემური მიდგომა უნდა იქნეს გამოყენებული იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოითხოვება პროსპექტში იმ ფასიანი ქაღალდებისთვის, რომლებსაც აქვთ მსგავსი ეკონომიკური დასაბუთება, კერძოდ, ფასიანი ქაღალდები;

სასესხო ფასიანი ქაღალდების რეგულირებულ ბაზარზე შეთავაზებებისა და სავაჭროდ დაშვებების სხვადასხვა სახეობები და მახასიათებლები;

ემისიის წინასწარ პროსპექტებში გამოყენებული ფორმატი და მოთხოვნილი ინფორმაცია სასესხო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით, მ.შ. ნებისმიერი ფორმის გარანტიები;

საჭიროების შემთხვევაში- ემიტენტის საზოგადოებრივი ხასიათი;

საჭიროების შემთხვევაში- ემიტენტის საქმიანობების კონკრეტული ხასიათი.

მეორე ქვეაბზაცის ბ პუნქტის მიზნებისთვის, პროსპექტის სხვადასხვა ცხრილების შედგენისას, კომისიამ უნდა შეადგინოს ინფორმაციის კონკრეტული მოთხოვნები პროსპექტებისთვის, რომლებიც უკავშირდება იმ სასესხო ფასიანი ქაღალდების რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას:

რომლებითაც ვაჭრობა ხდება მხოლოდ რეგულირებულ ბაზარზე ან მის კონკრეტულ სეგმენტზე, რომელზეც წვდომა მხოლოდ კვალიფიციურ ინვესტორებს შეიძლება ჰქონდეთ ამ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის მიზნებისთვის; ან

ქაღალდების დენომინაცია ერთეულ ფასიან ქაღალდზე არის, სულ მცირე, 100 000 ევრო.

ინფორმაციასთან დაკავშირებული ეს მოთხოვნები უნდა იყოს სათანადო, შესაბამისი ინვესტორების საინფორმაციო მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. კომისიამ 2019 წლის 21 იანვრისთვის უნდა მიიღოს დელეგირებული აქტები წინამდებარე რეგულაციის დამატების 44-ე მუხლის შესაბამისად, იმ ცხრილის შედგენით, რომელშიც განსაზღვრულია უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტში შესატანი მინიმალური ინფორმაცია.

ამ ცხრილმა უნდა უზრუნველყოს, რომ უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შეიცავდეს ყველა აუცილებელ ინფორმაციას ემიტენტის შესახებ, რათა შესაძლებელი იყოს ერთი და იგივე უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაციის თანაბრად გამოყენება საზოგადოებისთვის შემდგომი შეთავაზებისთვის ან წილობრივი ფასიანი ქაღალდების ან სასესხო ფასიანი ქაღალდების რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებისთვის. ფინანსურ ინფორმაციასთან, ოპერაციული საქმიანობისა და ფინანსურ მიმოხილვასთან და პროსპექტებთან და კორპორატიულ მმართველობასთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის მაქსიმალური ჰარმონიზაცია ის ინფორმაციასთან, რომლის გამჟღავნება მოითხოვება დირექტივა 2004/109/EC-ის მე-4 და მე-5 მუხლებში მითითებულ წლიურ და ნახევარი წლის ფინანსურ ანგარიშებში, მათ შორის, მართვის შესახებ ანგარიში და კორპორატიული მმართველობის შესახებ განცხადება.

3. პირველ და მეორე აბზაცებში მითითებული დელეგირებული აქტები უნდა დაემყაროს ფინანსური და არაფინანსური ინფორმაციის სფეროში არსებულ სტანდარტებს, რომლებიც განსაზღვრულია ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) მიერ, და წინამდებარე რეგულაციის დანართებს I, II და II

[https://legali.ge/law/5370050/muxli-13/](https://legali.ge/law/5370050/muxli-13/)

---

## მუხლი 14. გამარტივებული გასაჯაროების რეჟიმი მეორადი ემისიებისთვის

_თავი III — პროსპექტის შინაარსი და ფორმატი_

1. შემდეგ პირებს შეუძლიათ აირჩიონ გამარტივებული პროსპექტის შედგენა მეორადი ემისიების გამარტივებული გასაჯაროების რეჟიმით, საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ან რეგულირებულ ბაზარზე ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვების შემთხვევაში:

ის ემიტენტები, რომელთა ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე ან მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მზარდ ბაზარზე უწყვეტად სულ მცირე 18 თვის განმავლობაში და რომლებიც უშვებენ იმ არსებული ფასიანი ქაღალდებით გასხვისებად ფასიან ქაღალდებს, რომლებიც ადრე იქნა გამოშვებული;

ის ემიტენტები, რომელთა წილობრივი ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე ან მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მზარდ ბაზარზე უწყვეტად, სულ მცირე, 18 თვის განმავლობაში და რომლებიც უშვებენ სასესხო ფასიან ქაღალდებს;

რეგულირებულ ბაზარზე ან მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მზარდ ბაზარზე უწყვეტად ბოლო 18 თვის განმავლობაში დაშვებული ფასიანი ქაღალდების ოფერენტები.

გამარტივებული პროსპექტი შედგება რეზიუმესგან მე-7 მუხლის შესაბამისად, კონკრეტული სარეგისტრაციო დოკუმენტისგან, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ამ აბზაცის პირველი ქვეაბზაცის ა, ბ და გ პუნქტებში მითითებულმა პირებმა, და კონკრეტული ფასიანი ქაღალდების დოკუმენტისგან, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ამ ქვეაბზაცის ა და გ პუნქტებში მითითებულმა პირებმა.

2. მე-6(1) მუხლიდან გამონაკლისის სახით, და მე-18(1) მუხლის შეუზღუდავად, გამარტივებული პროსპექტი უნდა შეიცავდეს იმ შესაბამის დამუშავებულ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რათა ინვესტორს მიეცეს შესაძ₾ლებლობა, გაიგოს:

ემიტენტის პროსპექტები და ემიტენტის და გარანტის ბიზნეს საქმიანობასა და ფინანსურ მდგომარეობაში მომხდარი ის მნიშვნელოვანი ცვლილებები (თუკი მათ ადგილი ჰქონდათ), რომლებიც მოხდა უკანასკნელი ფინანსური წლის დასრულების შემდეგ;

ფასიან ქაღალდებზე დართული უფლებები;

ემისიის მიზეზები და მისი გავლენა ემიტენტზე, მათ შორის, მისი კაპიტალის სტრუქტურაზე, და ამონაგების გამოყენება.

გამარტივებულ პროსპექტში შემავალი ინფორმაცია უნდა დაიწეროს და წარდგენილ იქნეს ადვილად გაანალიზებადი, ლაკონური და გასაგები ფორმით და მან ინვესტორებს უნდა მისცეს ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. მასში აგრეთვე უნდა გათვალისწინებულ იქნეს ის რეგულირებული ინფორმაცია, რომელიც უკვე გასაჯაროვდა დირექტივა 2004/109/EC-ის, საჭიროების შემთხვევაში, და რეგულაცია (EU) No 596/2014-ის მიხედვით.

3. კომისიამ 2019 წლის 21 იანვრისთვის უნდა მიიღოს დელეგირებული აქტები წინამდებარე რეგულაციის დამატების 44-ე მუხლის შესაბამისად, იმ ცხრილების შედგენით, რომლებშიც განსაზღვრულია ის დამუშავებული ინფორმაცია, რომელიც უნდა შეტანილ იქნეს პირვლე აბზაცში მითითებული გასაჯაროების გამარტივებული რეჟიმით.

ცხრილებში, კერძოდ, უნდა შევიდეს შემდეგი₾:

პროსპექტის დამტკიცებამდე 12 თვის განმავლობაში გამოქვეყნებული წლიური და ნახევარი წლის ფინანსური ინფორმაცია;

საჭიროების შემთხვევაში, მოგების პროგნოზირება და სავარაუდო მონაცემები;

პროსპექტის დამტკიცებამდე 12 თვის განმავლობაში რეგულაციით (EU) No 596/2014 გასაჯაროებული შესაბამისი ინფორმაციის მოკლე რეზიუმე;

რისკ ფაქტორები;

წილობრივი ფასიანი ქაღალდებისთვის, საბრუნავი კაპიტალის შესახებ ანგარიში, ანგარიში კაპიტალიზაციისა და დავალიანების შესახებ, ინტერესთა შესაბამისი კონფლიქტების და დაკავშირებული მხარის გარიგებების გასაჯაროება, მსხვილი აქციონერები და საჭიროების შემთხვევაში, ფინანსური ინფორმაციის პროფორმა.

დამუშავებული ინფორმაციის განსაზღვრისას, რომლის შეტანაც უნდა მოხდეს გამარტივებული გასაჯაროების რეჟიმით, კომისიამ უნდა გაითვალისწინოს კაპიტალის ბაზრებზე შემოწირულობების მოგროვების ხელშეწყობის საჭიროება და კაპიტალის ღირებულების შემცირების მნიშვნელობა. ემიტენტებზე ზედმეტი ტვირთის დაკისრების თავიდან ასაცილებლად, დამუშავებული ინფორმაციის განსაზღვრისას კომისიამ უნდა გაითვალისწინოს ის ინფორმაცია, რომლის გასაჯაროება ემიტენტს უკვე მოეთხოვება დირექტივა 2004/109/EC-ით, საჭიროების შემთხვევაში, და რეგულაცია (EU) No 596/2014-ით. კომისიამ აგრეთვე უნდა მოახდინოს დამუშავებული ინფორმაციის დაკალიბრება, რათა მან აქცენტი გააკეთოს იმ ინფორმაციაზე, რომელიც შესაბამისია მეორადი ემისიებისთვის და რომელიც არის თანაზომიერ

[https://legali.ge/law/5370050/muxli-14/](https://legali.ge/law/5370050/muxli-14/)

---

## მუხლი 15. ევროკავშირის ზრდის შესახებ პროსპექტი

_თავი III — პროსპექტის შინაარსი და ფორმატი_

1. შემდეგ პირებს შეუძლიათ აირჩიონ ევროკავშირის ზრდის შესახებ პროსპექტის შედგენა ამ მუხლში მოცემული გამჟღავნების თანაზომიერი რეჟიმით საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზების შემთხვევაში იმ პირობით, თუ მათ არ აქვთ რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდები:

მცირე და საშუალო მეწარმეები;

ემიტენტები, გარდა მცირე და საშუალო მეწარმეებისა, რომელთა ფასიანი ქაღალდებიც ვაჭრობაც ხდება ან უნდა მოხდეს მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მზარდ ბაზარზე იმ პირობით, თუ ამ ემიტენტების საშუალო საბაზრო კაპიტალიზაცია ნაკლებია 500 000 000 ევროზე წინა სამი კალენდარული წლისთვის წლის დასასრულის კოტირებების საფუძველზე;

ემიტენტები, ა და ბ პუნქტებში მითითებული ემიტენტების გამოკლებით, იმ შემთხვევაში, როცა საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზების საერთო ღირებულება ევროკავშირში, რომელიც იანგარიშება 12 თვიან პერიოდზე, არ აღემატება 20 000 000 ევროს, და იმ პირობით, თუ ამ ემიტენტებს არ აქვთ ფასიანი ქაღალდები, რომლებითაც ვაჭრობა ხდება მრავალმხრივ სავაჭრო სისტემებში და რომელთა თანამშრომლების საშუალო რაოდენობა გასული ფინანსური წლის განმავლობაში შეადგენს მაქსიმუმ 499-ს;

ემიტენტების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ოფერენტები, რომლებიც მითითებულია ა და ბ პუნქტებში.

პროპორციული გასაჯაროების რეჟიმით ევროკავშირის ზრდის შესახებ პროსპექტი უნდა იყოს სტანდარტიზებული ფორმატის დოკუმენტი, დაწერილი მარტივი ენით და რომლის შევსებაც ემიტენტებმა ადვილად უნდა შეძლონ. ის უნდა შედგებოდეს მე-7 მუხლზე დამყარებული კონკრეტული რეზიუმის, სარეგისტრაციო დოკუმენტისა და კონკრეტული ფასიანი ქაღალდების დოკუმენტისგან. ევროკავშირის ზრდის შესახებ პროსპექტში ინფორმაცია უნდა წარდგენილ იქნეს სტანდარტიზებული თანმიმდევრობით, მე-2 აბზაცში მითითებული დელეგირებული აქტის შესაბამისად.

2. კომისიამ 2019 წლის 21 იანვრისთვის უნდა მიიღოს დელეგირებული აქტები 44-ე მუხლის შესაბამისად წინამდებარე რეგულაციის შესავსებად, ევროკავშირის ზრდის შესახებ პროსპექტის შემცირებული შინაარსის და სტანდარტიზებული ფორმატის, აგრეთვე, კონკრეტული რეზიუმეს შემცირებული შინაარსისა და სტანდარტიზებული ფორმატის განსაზღვრით.

კონკრეტულმა რეზიუმემ ემიტენტებს არ უნდა დააკისროს რაიმე დამატებითი ტვირთი ან ხარჯები იმდენად, რამდენადაც მან მხოლოდ უნდა მოითხოვოს ის შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც უკვე შეტანილია ევროკავშირის ზრდის შესახებ პროსპექტში. კონკრეტული შინაარსის სტანდარტიზებული ფორმატის განსაზღვრისას, კომისიამ უნდა მოახდინოს მოთხოვნების დაკალიბრება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ის იყოს უფრო მოკლე, ვიდრე მე-7 მუხლით გათვალისწინებული რეზიუმე.

ევროკავშირის ზრდის შესახებ პროსპექტის შემცირებული შინაარსისა და სტანდარტიზებული ფორმატის და თანმიმდევრობის განსაზღვრისას, კომისიამ უნდა მოახდინოს მოთხოვნების დაკალიბრება შემდეგზე აქცენტის გასაკეთებლად:

ინფორმაცია, რომელიც არის არსებითი და შესაბამისი ინვესტორებისთვის საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას;

კომპანიის სიდიდესა და პროსპექტის შედგენის ხარჯებს შორის თანაზომიერების უზრუნველყოფის საჭიროება.

ამ პროცესში, კომისიამ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

იმის უზრუნველყოფის საჭიროება, რომ ევროკავშირის ზრდის შესახებ პროსპექტი მნიშვნელოვნად უფრო მსუბუქი იყოს, ვიდრე სტანდარტული პროსპექტი, ემიტენტებისთვის ადმინისტრაციული ტვირთისა და ხარჯების თვალსაზრისით;

მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის კაპიტალის ბაზრებზე წვდომის გამარტივების და მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ხარჯების მინიმუმამდე შემცირების საჭიროება, ამასთან, ამ კომპანიებში კაპიტალდაბადების მიმართ ინვესტორის ნდობის უზრუნველყოფა,

წილობრივ და სასესხო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ის ინფორმაცია, რომელიც ინვესტორებს სჭირდებათ.

ეს დელეგირებული აქტები უნდა ემყარებოდნენ დანართებს IV და

[https://legali.ge/law/5370050/muxli-15/](https://legali.ge/law/5370050/muxli-15/)

---

## მუხლი 16. რისკ ფაქტორები

_თავი III — პროსპექტის შინაარსი და ფორმატი_

1. პროსპექტში წარმოდგენილი რისკ ფაქტორები უნდა შემოიფარგლოს იმ რისკებით, რომლებიც დამახასიათებელია ემიტენტის ან/და ფასიანი ქაღალდებისთვის და რომლებიც არსებითია ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილების მისაღებად, როგორც ეს დადასტურებულია სარეგისტრაციო დოკუმენტაციის და ფასიანი ქაღალდების დოკუმენტის შინაარსით.

პროსპექტის შედგენისას, ემიტენტმა, ოფერენტმა ან პირმა, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, უნდა შეაფასოს რისკ ფაქტორების არსებითობა მათი ხდომილების ალბათობისა და მათი უარყოფითი ზემოქმედების მოსალოდნელი მასშტაბის საფუძველზე.

თითოეული რისკ ფაქტორი სათანადოდ უნდა აღიწეროს, იმის განმარტებით, როგორც გავლენას ახდენს ის ემიტენტზე ან იმ ფასიან ქაღალდებზე, რომელთა შეთავაზებაც ხდება ან რომლებიც უნდა დაიშვას სავაჭროდ. მეორე ქვეაბზაცით გათვალისწინებული რისკ ფაქტორების არსებითობის შეფასება აგრეთვე შეიძლება გასაჯაროვდეს დაბალი, საშუალო ან მაღალი ხარისხობრივი შკალის გამოყენებით.

რისკ ფაქტორები უნდა წარმოდგენილ იქნეს კატეგორიების შეზღუდული რაოდენობით, მათი ხასიათიდან გამომდინარე. თითოეულ კატეგორიაში, ყველაზე უფრო არსებით რისკ ფაქტორები უნდა ნახსენები იყოს პირველად მეორე ქვეაბზაცით გათვალისწინებული შეფასების მიხედვით.

2. რისკ ფაქტორები აგრეთვე უნდა მოიცავდნენ იმ რისკ ფაქტორებს, რომლებიც წარმოიშვებიან ფასიანი ქაღალდის სუბორდინაციის დონიდან და ფასიანი ქაღალდებისთვის გადახდების მოსალოდნელ ზომაზე ან დროის განრიგზე ზემოქმედებისგან გაკოტრების ან სხვა მსგავსი პროცედურის, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულების ან დირექტივა 2014/59/EU-ის შესაბამისად მისი გადაწყვეტილების ან რესტრუქტურიზაციის შედეგად.

3. იმ შემთხვევაში, როცა ფასიან ქაღალდებზე დართულია გარანტია, პროსპექტი უნდა შეიცავდეს გარანტთან დაკავშირებულ კონკრეტულ და არსებით რისკ ფაქტორებს იმ მასშტაბით, რომლითაც ისინი შეესაბამება გარანტის მიერ ამ გარანტით გათვალისწინებული მისი ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას.

4. რისკ ფაქტორების შესაბამისი და ფოკუსირებული გასაჯაროების ხელშესაწყობად, ESMA-მ უნდა შეიმუშაოს მეთოდური რეკომენდაციები, რათა დაეხმაროს უფლებამოსილ ორგანოებს მათ მიერ რისკ ფაქტორების სპეციფიურობისა და არსებითობის და კატეგორიებში რისკ ფაქტორების პრეზენტირების განხილვაში, მათი ხასიათიდან გამომდინარე.

5. კომისია უფლებამოსილია მიიღოს დელეგირებული აქტები წინამდებარე რეგულაციის დამატების 44-ე მუხლის შესაბამისად, რისკ ფაქტორების სპეციფიურობისა და არსებითობის შეფასებისა და კატეგორიებში რისკ ფაქტორების პრეზენტირების, მათი ხასიათიდან გამომდინარე, კრიტერიუმების განსაზღვრი

[https://legali.ge/law/5370050/muxli-16/](https://legali.ge/law/5370050/muxli-16/)

---

## მუხლი 17. შეთავაზების საბოლოო ფასი და ფასიანი ქაღალდების ოდენობა

_თავი III — პროსპექტის შინაარსი და ფორმატი_

1. იმ შემთხვევაში, როცა საზოგადოებისთვის შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდების შეთავაზების საბოლოო ფასის ან/და ოდენობის, იქნება ის გამოსახული ფასიანი ქაღალდების რაოდენობით თუ გაერთიანებული ნომინალური ოდენობით, შეტანა პროსპექტში შეუძლებელია:

ფასიანი ქაღალდების შესყიდვაზე ან გამოწერაზე თანხმობები შეიძლება უკან იქნეს გაწვეული არანაკლებ ორი სამუშაო დღით, მას შემდეგ, რაც მოხდება შეთავაზების საბოლოო ფასის ან/და საზოგადოებისთვის შესათავაზებელი ფასიანი ქაღალდების ოდენობის წარდგენა; ან

ქვემოთ მოცემული უნდა გასაჯაროვდეს პროსპექტში:

ფასიანი ქაღალდების მაქსიმალური ფასი ან/და მაქსიმალური ოდენობა, იმდენად, რამდენადაც ისინი ხელმისაწვდომია; ან

შეფასების მეთოდები და კრიტერიუმები, ან/და პირობები, რომელთა მიხედვითაც შეთავაზების საბოლოო ფასი უნდა განისაზღვროს, და შეფასების ნებისმიერი მეთოდის განმარტება.

2. შეთავაზების საბოლოო ფასი და ფასიანი ქაღალდების ოდენობა უნდა გადაეგზავნოს რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს და გასაჯაროვდეს 21(2)-ე მუხლში მოცემული ზომების შესაბამისა

[https://legali.ge/law/5370050/muxli-17/](https://legali.ge/law/5370050/muxli-17/)

---

## მუხლი 18. ინფორმაციის გამოტოვება

_თავი III — პროსპექტის შინაარსი და ფორმატი_

1. რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია გასცეს პროსპექტიდან ან მისი შემადგენელი ნაწილებიდან მასში შესატანი გარკვეული ინფორმაციის გამოტოვების ნებართვა იმ შემთხვევაში, როცა ის მიიჩნევს, რომ სრულდება ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი პირობა:

ამ ინფორმაციის გასაჯაროება საჯარო ინტერესების საწინააღმდეგო იქნება;

ამ ინფორმაციის გასაჯაროება სერიოზულად დააზიანებს ემიტენტს ან გარანტს (არსებობის შემთხვევაში), იმ პირობით, თუ ამ ინფორმაციის გამოტოვება, სავარაუდოდ, საზოგადოებას შეცდომაში არ შეიყვანს იმ ფაქტებთან და გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც მნიშვნელოვანია ემიტენტის ან გარანტის, არსებობის შემთხვევაში, და იმ ფასიან ქაღალდებზე დართული უფლებების ინფორმირებული შეფასებისთვის, რომლებსაც პროსპექტი უკავშირდება;

ეს ინფორმაცია მცირედ მნიშვნელოვანია კონკრეტულ შეთავაზებასთან ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებასთან მიმართებაში და ის გავლენას არ მოახდენს ფინანსური მდგომარეობის და ემიტენტის ან გარანტის პერსპექტივების შეფასებაზე (მათი არსებობის შემთხვევაში).

უფლებამოსილმა ორგანომ ESMA-ს ყოველწლიურად უნდა წარუდგინოს ანგარიში იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის გამოტოვების ნებართვაც მან გასცა.

2. ინვესტორებისთვის მიწოდებული სათანადო ინფორმაციის შესაბამისად, გამონაკლის შემთხვევაში ის გარკვეული ინფორმაცია, რომლის შეტანაც მოითხოვება პროსპექტში ან მის შემადგენელ ნაწილებში, შეუფერებელია ემიტენტის ან გარანტის მოქმედების სფეროსთვის ან სამართლებრივი ფორმისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან იმ ფასიანი ქაღალდებისთვის, რომლებსაც ეს პროსპექტი ეხება, ეს პროსპექტი ან მისი შემადგენელი ნაწილები უნდა შეიცავდნენ იმ ინფორმაციას, რომელიც მოთხოვნილი ინფორმაციის ეკვივალენტურია, თუკი ეს ინფორმაცია არსებობს.

3. იმ შემთხვევაში, როცა ფასიანი ქაღალდები გარანტირებულია წევრი სახელმწიფოს მიერ, ემიტენტს, ოფერენტს ან პირს, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, მე-4 მუხლის მიხედვით პროსპექტის შედგენისას უფლება ეძ₾ევა გამოტოვოს ამ წევრ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ინფორმაცია.

4. ESMA-ს უფლება აქვს, ან კომისიის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია იმ შემთხვევების განსაზღვრის მიზნით, როცა შეიძლება ინფორმაციის გამოტოვება პირველი აბზაცის შესაბამისად, პირველ აბზაცში მითითებული, ESMA-ის მიმართ უფლებამოსილი ორგანოების მიერ წარდგენილი ანგარიშების გათვალისწინებით.

კომისიას გადაეცემა პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მიღების უფლებამოსილება, რეგულაციის (EU) No 1095/2010 მე-10-14 მუხლების შესაბამისა

[https://legali.ge/law/5370050/muxli-18/](https://legali.ge/law/5370050/muxli-18/)

---

## მუხლი 19. ჩართვა მითითებით

_თავი III — პროსპექტის შინაარსი და ფორმატი_

1. ინფორმაციის ჩართვა შეიძლება მოხდეს პროსპექტში მითითებით იმ შემთხვევაში, თუ ის ადრე ან ერთდროულად გამოქვეყნდა ელექტრონული ფორმით, შედგა იმ ენაზე, რომელიც აკმაყოფილებს 27-ე მუხლის მოთხოვნებს და იმ შემთხვევაში, როცა ის შედის ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტის შემადგენლობაში:

დოკუმენტები, რომლებიც დაამტკიცა უფლებამოსილმა ორგანომ ან რომლებიც ამავე ორგანოს წარედგინა წინამდებარე რეგულაციის ან დირექტივა 2003/71/EC-ის შესაბამისად;

დოკუმენტები, მითითებული 1(4)-ე მუხლის პუნქტებში ვ-ი და 1(5)-ე მუხლის პირველი ქვეაბზაცის პუნქტებში ე-თ და პუნქტში (კ)(v);

რეგულირებული ინფორმაცია;

წლიური და შუალედური ფინანსური ინფორმაცია;

აუდიტორული ანგარიშები და ფინანსური ანგარიშები;

ევროპარლამენტის და საბჭოს დირექტივა 2013/34/EU-ის მე-5 თავში მითითებული მმართველობის ანგარიშები[22];

დირექტივა 2013/34/EU-ის მე-20 მუხლში მითითებული კორპორატიული მმართველობის შესახებ ანგარიშები;

ანგარიშები აქტივის ან კომპანიის ღირებულების განსაზღვრის შესახებ;

ევროპარლამენტის და საბჭოს დირექტივა 2007/36/EC-ის მე-9ბ მუხლში მითითებული შრომის ანაზღაურების ანგარიშები[23];

წლიური ანგარიშები ან ინფორმაციის ნებისმიერი გასაჯაროება, რომელიც მოითხოვება ევროპარლამენტის და საბჭოს დირექტივა 2011/61/EU-ის 22-ე და 23-ე მუხლებით[24];

მემორანდუმი და სადამფუძნებლო დოკუმენტი.

ეს ინფორმაცია უნდა იყოს ემიტენტისთვის ყველაზე მისაწვდომი ყველაზე ბოლო ინფორმაცია.

იმ შემთხვევაში, როცა დოკუმენტის მხოლოდ გარკვეული ნაწილები ჩართულია მითითებით, პროსპექტში უნდა შეტანილ იქნეს განცხადება იმის შესახებ, რომ არჩართული ნაწილები ან არ არის ინვესტორის შესაბამისი ან არაა გათვალისწინებული პროსპექტის რომელიმე სხვა ნაწილში.

2. ინფორმაციის მითითებით ჩართვისას, ემიტენტებმა, ოფერენტებმა ან პირებმა, რომლებიც ითხოვენ რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, უნდა უზრუნველყონ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. კერძოდ, პროსპექტში უნდა წარმოდგენილ იქნეს ჯვარედინი მითითების ნუსხა, რათა ინვესტორებს მიეცეთ შესაძლებლობა, ადვილად მოახდინონ კონკრეტული ინფორმაციის იდენტიფიცირება, და პროსპექტი უნდა შეიცავდეს ჰიპერბმულებს ყველა იმ დოკუმენტზე, რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას, რომელიც ჩართულია მითითებით.

3. იმ შემთხვევაში, როცა ეს შესაძლებელია, უფლებამოსილი ორგანოსთვის წარდგენილი პროსპექტის პირველად ვერსიასთან ერთად, და ნებისმიერ შემთხვევაში, პროსპექტის განხილვის პროცესში, ემიტენტმა, ოფერენტმა ან პირმა, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, საძიებო ელექტრონულ ფორმატში უნდა წარადგინოს ნებისმიერი ის ინფორმაცია, რომელიც ჩართულია მითითებით პროსპექტში, თუკი ეს ინფორმაცია უკვე არაა დამტკიცებული იმ უფლებამოსილი ორგანოს მიერ ან არაა გადაგზავნილი იმ უფლებამოსილი ორგანოსთვის, რომელიც ამტკიცებს პროსპექტს.

4. ESMA-ს უფლება აქვს ან იმ შემთხვევაში, როცა კომისია ასე მოითხოვს, უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების წინასწარი ვერსია ამ მუხლის პირველ აბზაცში მოცემული დოკუმენტების ნუსხის განახლების მიზნით, ევროკავშირის კანონმდებლობით მოთხოვნილი იმ დამატებითი სახის დოკუმენტების შეტანით, რომლებიც უნდა წარედგინოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან რომელიც უნდა დაამტკიცოს ამავე ორგანომ.

კომისიას გადაეცემა ამ აბზაცის პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მიღების უფლებამოსილება, რეგულაციის (EU) No 1095/2010 მე-10-14 მუხლების შესაბამისად.

თავი IV

პროსპექტის დამტკიცებისა და გამოქვეყნების ღონისძიებე

[https://legali.ge/law/5370050/muxli-19/](https://legali.ge/law/5370050/muxli-19/)

---

## მუხლი 20. პროსპექტის დეტალური შესწავლა და დამტკიცება

_თავი IV — პროსპექტის დამტკიცებისა და გამოქვეყნების ღონისძიებები_

1. პროსპექტი არ უნდა გამოქვეყნდეს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ მის ან მისი ყველა შემადგენელი ნაწილის მე-10 მუხლის შესაბამისად დამტკიცებამდე.

2. უფლებამოსილმა ორგანომ ემიტენტს, ოფერენტს ან იმ პირს, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, უნდა აცნობოს თავისი იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ეხება პროსპექტის დამტკიცებას პროსპექტის წინასწარი ვერსიის წარდგენიდან 10 სამუშაო დღეში.

იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი ორგანო ვერ იღებს გადაწყვეტილებას პროსპექტის შესახებ ამ აბზაცის პირველ ქვეაბზაცში და მე-3 და მე-6 აბზაცებში მოცემულ ვადებში, ეს მიუღებლობა არ უნდა ჩაითვალოს განცხადების დამტკიცებად.

უფლებამოსილმა ორგანომ ESMA-ს უნდა აცნობოს პროსპექტის და მისი ნებისმიერი დანართის დამტკიცების შესახებ შეძლებისდაგვარად სწრაფად და ნებისმიერ შემთხვევაში, არაუგვიანეს ემიტენტის, ოფერენტის ან იმ პირისთვის, რომელიც რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას ითხოვს, ამ დამტკიცების შეტყობინების შემდეგ პირველი სამუშაო დღის დასრულებისა.

3. მე-2 აბზაცის პირველ ქვეაბზაცში მოცემული ვადა უნდა გაგრძელდეს 20 სამუშაო დღემდე იმ შემთხვევაში, როცა საზოგადოებისთვის შეთავაზება მოიცავს იმ ემიტენტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებს, რომელსაც არ აქვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული რაიმე ფასიანი ქაღალდები და რომელსაც საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდები ადრე არ შეუთავაზებია.

20 სამუშაო დღის ვადა გამოიყენება მხოლოდ პროსპექტის წინასწარი ვერსიის თავდაპირველი წარდგენისთვის. იმ შემთხვევაში, როცა აუცილებელია შემდგომი წარდგენები მე-4 აბზაცის შესაბამისად, გამოიყენება მე-2 აბზაცის პირველ ქვეაბზაცში მოცემული ვადა.

4. იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი ორგანო აღმოაჩენს, რომ პროსპექტის წინასწარი ვერსია არ აკმაყოფილებს სისრულის, ყოვლისმომცველობისა და სისტემურობის იმ სტანდარტებს, რომლებიც საჭიროა მის დასამტკიცებლად, ან/და საჭიროა ცვლილებები ან დამატებითი ინფორმაცია:

მან ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ და არაუგვიანეს მე-2 აბზაცის პირველ ქვეაბზაცში მოცემული ვადისა უნდა აცნობოს ემიტენტს, ოფერენტს ან იმ პირს, რომელიც რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ არის დაშვებული, ან მოცემული შემთხვევიდან გამომდინარე, იმ ვადაში, რომელიც გამოიანგარიშება პროსპექტის წინასწარი ვერსიის ან/და დამატებითი ინფორმაციის წარდგენიდან; და

მან მკაფიოდ უნდა განსაზღვროს ის ცვლილებები ან დამატებითი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა.

ამ შემთხვევებში, მე-2 აბზაცის პირველ ქვეაბზაცში მოცემული ვადა შემდეგ გამოიყენება მხოლოდ იმ თარიღიდან, როცა პროსპექტის შესწორებული წინასწარი ვერსია ან მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაცია წარედგინება უფლებამოსილ ორგანოს.

5. იმ შემთხვევაში, როცა ემიტენტს, ოფერენტს ან იმ პირს, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, არ შეუძლია ან არ სურს აუცილებელი ცვლილებების შეტანა ან მე-4 აბზაცის მიხედვით მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციის მიწოდება, უფლებამოსილ ორგანოს აქვს უფლება, უარი თქვას პროსპექტის დამტკიცებაზე და გააუქმოს განხილვის პროცესი. ამ შემთხვევაში, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა აცნობოს ემიტენტს, ოფერენტს ან იმ პირს, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, თავისი გადაწყვეტილების შესახებ და მიუთითოს ამ უარის მიზეზები.

6. მე-2 და მე-4 აბზაცებიდან გამონაკლისის სახით, მე-2 აბზაცის პირველ ქვეაბზაცში და მე-4 აბზაცში მოცემული ვადები უნდა შემცირდეს ხუთ სამუშაო დღემდე იმ პროსპექტისთვის, რომელიც შედგება მე-9(11) მუხლში მითითებული ხშირი ემიტენტების, მათ შორის, იმ ხშირი ემიტენტების მიერ შედგენილი ცალკეული დოკუმენტებისგან, რომლებიც იყენებენ 26-ე მუხლით გათვალისწინებულ შეტყობინების წესს. ხშირმა ემიტენტმა უნდა შეატყობინოს უფლებამოსილ ორგანოს თანხმობის შესახებ განცხადების წარდგენისთვის გათვალისწინებულ თარიღამდე სულ მცირე ხუთი სამუშაო დღით ადრე.

ხშირმა ემიტენტმა უფლებამოსილ ორგანოს უნდა გადაუგზავნოს განცხადება, რომელიც შეიცავს უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტში აუცილებელ ცვლილებებს, საჭიროების შემთხვევაში, ფასიანი ქაღალდების დოკუმენტს და დასამტკიცებლად წარდგენილ რეზიუმეს.

7. უფლებამოსილმა ორგანოებმა თავის ვებ-გვერდებზე უნდა განათავსონ მეთოდური რეკომენდაციები დეტალური შესწავლისა და დამტკიცების პროცესის შესახებ, რათა ხელი შეუწყონ პროსპექტების ეფექტიან და დროულ დამტკიცებას. ეს მეთოდური რეკომენდაციები უნდა მოიცავდეს საკონტაქტო ინფორმაციას დამტკიცების მიზნებისთვის. ემიტენტს, ოფერენტს, პირს, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას ან პირს, რომელიც პასუხისმგებელია პროსპექტის შედგებაზე, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, პირდაპირი კომუნიკაცია და ურთიერთქმედება ჰქონდეს უფლებამოსილი ორგანოს პერსონალთან პროსპექტის დამტკიცების მთელი პროცესის განმავლობაში.

8. ემიტენტის, ოფერენტის ან იმ პირის თხოვნით, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, პროსპექტის დამტკიცება გადასცეს სხვა წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს, ESMA-სთვის წინასწარი შეტყობინებით და ამ უფლებამოსილი ორგანოს თანხმობით. რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ წარდგენილი დოკუმენტაცია, გადაცემის შესახებ თავის გადაწყვეტილებასთან ერთად, ელექტრონული ფორმით უნდა გადაუგზავნოს მეორე წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს თავისი გადაწყვეტილების დღეს. ამ გადაცემის შესახებ უნდა ეცნობოს ემიტენტს, ოფერენტს ან პირს, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თარიღიდან სამ სამუშაო დღეში. მე-2 აბზაცის პირველ ქვეაბზაცში და მე-3 ქვეაბზაცში მოცემული ვადები გამოიყენება იმ თარიღიდან, როცა რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება. რეგულაცია (EU) No 1095/2010-ის 28(4)-ე მუხლი არ ვრცელდება პროსპექტის დამტკიცების გადაცემაზე ამ აბზაცის შესაბამისად. დამტკიცების გადაცემის დასრულებისას, ის უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც გადაეცა პროსპექტის დამტკიცება, უნდა ჩაითვალოს რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოდ ამ პროსპექტისთვის, წინამდებარე რეგულაციის მიზნებისთვის.

9. წინამდებარე რეგულაცია გავლენას არ ახდენს უფლებამოსილი ორგანოს ვალდებულებაზე, რომლის რეგულირებაც გრძელდება მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათი ეროვნული დებულებები უფლებამოსილი ორგანოების პასუხისმგებლობის შესახებ გავრცელდეს მხოლოდ მათი უფლებამოსილი ორგანოს მიერ პროსპექტების დამტკიცებებზე.

10. რეგისტრაციის უფლებამოსილი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ პროსპექტების, იმ დოკუმენტების დამტკიცებისთვის დაწესებული გადასახადების დონე, რომლებიც განკუთვნილია, რომ გახდნენ პროსპექტების შემადგენელი ნაწილები მე-10 მუხლის შესაბამისად, ან პროსპექტების დამატებების დასამტკიცებლად, აგრეთვე, უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტების, მათი შესწორებების და საბოლოო პირობების წარდგენისთვის, უნდა იყოს გონივრული და თანაზომიერი და უნდა გასაჯაროვდეს, სულ მცირე, უფლებამოსილი ორგანოს ვებ-გვერდზე.

11. კომისიამ 2019 წლის 21 იანვრისთვის უნდა მიიღოს დელეგირებული აქტები 44-ე მუხლის შესაბამისად წინამდებარე რეგულაციის შესავსებად, პროსპექტების დეტალური შესწავლის, კერძოდ, მასში მოცემული ინფორმაციის სისრულის, გასაგებობისა და სისტემურობის კრიტერიუმების, და პროსპექტის დამტკიცების პროცედურების განსაზღვრით.

12. ESMA-მ უნდა გამოიყენოს რეგულაცია (EU) No 1095/2010-ით განსაზღვრული თავისი უფლებამოსილებები უფლებამოსილი ორგანოების დეტალური შესწავლისა და დამტკიცების პროცესებთან დაკავშირებით საზედამხედველო კონვერგენციის ხელშესაწყობად, პროსპექტში შემავალი ინფორმაციის სისრულის, გასაგებობისა და სისტემურობის შეფასებისას. ამ მიზნით, ESMA-მ უნდა შეიმუშაოს ის მეთოდური რეკომენდაციები, რომლებიც ეხება უფლებამოსილი ორგანოებს პროსპექტებთან დაკავშირებით ზედამხედველობისა და აღსრულების შესახებ, რაც მოიცავს წინამდებარე რეგულაციის მოთხოვნებისა და ამავე რეგულაციის მიხედვით მიღებული ნებისმიერი დელეგირებული და განმახორციელებელი აქტების შესრულების შესწავლას. კერძოდ, ESMA-მ ხელი უნდა შეუწყოს კონვერგენციას უფლებამოსილი ორგანოს მიერ პროსპექტში მოცემული ინფორმაციის დეტალური შესწავლის ეფექტიანობას, მეთოდებსა და დროის განრიგთან დაკავშირებით, კერძოდ, მე-13 მუხლის შესაბამისად კოლეგა ექსპერტების შეფასებების გამოყენებით.

13. რეგულაცია (EU) No 1095/2010-ის 30-ე მუხლის შეუზღუდავად, ESMA-მ უნდა ორგანიზება გაუკეთოს და განახორციელოს, სულ მცირე, უფლებამოსილი ორგანოების დეტალური შესწავლისა და დამტკიცების პროცედურების ექსპერტთა ერთი შეფასება, მათ შორის, უფლებამოსილ ორგანოებს შორის დამტკიცების შეტყობინებებისა. ექსპერტთა შეფასებამ აგრეთვე უნდა შეაფასოს განსხვავებული მიდგომების ზემოქმედება უფლებამოსილი ორგანოების მიერ დეტალურ შესწავლასა და დამტკიცებასთან დაკავშირებით ემიტენტების მიერ ევროკავშირში კაპიტალის მობილიზების შესაძლებლობაზე. ანგარიში ექსპერტთა შეფასების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს 2022 წლის 21 ივლისისთვის. ექსპერტთა შეფასების კონტექსტში, ESMA-მა უნდა გაითვალისწინოს ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების აქციონერთა ჯგუფის მოსაზრებები ან რჩევა, მითითებული რეგულაცია (EU) No 1095/2010-ის 37-ე მუხლშ

[https://legali.ge/law/5370050/muxli-20/](https://legali.ge/law/5370050/muxli-20/)

---

## მუხლი 21. პროსპექტის გამოქვეყნება

_თავი IV — პროსპექტის დამტკიცებისა და გამოქვეყნების ღონისძიებები_

1. დამტკიცებისთანავე, პროსპექტი უნდა გაასაჯაროოს ემიტენტმა, ოფერენტი ან ის პირი, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას გონივრულ ვადაში, შესაბამისი ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზებამდე ან სავაჭროდ დაშვებამდე და არაუგვიანეს ზემოაღნიშნული შეთავაზების ან დაშვების დაწყებამდე.

იმ კლასის აქციების საზოგადოებისთვის თავდაპირველი შეთავაზების შემთხვევაში, რომელიც პირველადაა დაშვებულია სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე, პროსპექტი უნდა გასაჯაროვდეს შეთავაზების დასრულებამდე სულ მცირე ექვსი დღით ადრე.

2. პროსპექტი, იქნება ის ერთი დოკუმენტი თუ ცალკეული დოკუმენტებისგან შემდგარი, უნდა ჩაითვალოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომად, როცა ის გამოქვეყნდება ელექტრონული ფორმით ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ ვებ-გვერდზე:

ემიტენტის, ოფერენტის ან იმ პირის ვებ-გვერდი, რომელიც ითხოვს სავაჭროდ დაშვებას რეგულირებულ ბაზარზე;

იმ ფინანსური შუამავლების ვებ-გვერდი, რომლებიც განათავსებენ ან ყიდიან ფასიან ქაღალდებს, ანგარისწორების აგენტების ჩათვლით;

რეგულირებული ბაზრის ვებ-გვერდი, იმ შემთხვევაში, როცა მოითხოვება სავაჭროდ დაშვება ან როცა არ მოითხოვება რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება, მრავალმხრივი სავაჭრო სისტემების ოპერატორის ვებ-გვერდი.

3. პროსპექტი უნდა გამოქვეყნდეს ვებ-გვერდის იმსპეციალურ სექციაში, რომელიც ვებ-გვერდზე შესვლისას ადვილად მისაწვდომია. უნდა შესაძლებელი იყოს მისი ჩამოტვირთვა და დაბეჭდვა; ის უნდა იყოს ელექტრონულ საძიებო ფორმატში, რომელშიც ცვლილების შეტანა შეუძლებელია.

ის დოკუმენტები, რომლებიც შეიცავენ მითითებით ჩართულ ინფორმაციას პროსპექტში, დანართები ან/და პროსპექტთან დაკავშირებული საბოლოო პირობები და რეზიუმეს ცალკე ასლი უნდა ხელმისაწვდომი იყოს იმავე სექციაში პროსპექტთან ერთად, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ჰიპერბმულების მეშვეობით.

რეზიუმეს ცალკე ასლზე მკაფიოდ უნდა მიეთითოს ის პროსპექტი, რომელსაც ის უკავშირდება.

4. პროსპექტზე წვდომა არ უნდა დაექვემდებაროს რეგისტრაციის პროცესის დასრულებას, უარის თქმაზე თანხმობას, რომელიც ზღუდავს სამართლებრივ პასუხისმგებლობას ან გადასახადის გადახდას. ის გაფრთხილებები, რომლებშიც აღნიშნულია ის იურისდიქცია (იურისდიქციები), რომელშიც კეთდება შეფასება ან სავაჭროდ დაშვება, არ უნდა ჩაითვალოს ის უარის თქმად, რომელიც ზღუდავს სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

5. რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ საკუთარ ვებ-გვერდზე უნდა გამოაქვეყნოს ყველა დამტკიცებული პროსპექტი ან სულ მცირე, დამტკიცებული პროსპექტების ნუსხა, მათ შორის, ჰიპერბმული ამ მუხლის მე-3 აბზაცში მითითებული სპეციალური ვებგვერდის სექციებზე, აგრეთვე, იმ მასპინძელი წევრი სახელმწიფოს ან სახელმწიფოების ვინაობა, სადაც პროსპექტების შესახებ შეტყობინება ხორციელდება 25-ე მუხლის შესაბამისად. განახლებული ნუსხა, ჰიპერბმულების ჩათვლით, უნდა პერიოდულად განახლდეს და თითოეული პუნქტი ვებ-გვერდზე უნდა დარჩეს, სულ მცირე, ამ მუხლის მე-7 აბზაცში მითითებული დროით.

ამავე დროს, როცა უფლებამოსილი ორგანო ESMA-ს აცნობებს პროსპექტის ან მისი ნებისმიერი დამატების დამტკიცების შესახებ, მან ESMA-ს უნდა მიაწოდოს პროსპექტის და მისი ნებისმიერი დანართის ელექტრონული ასლი, აგრეთვე, ESMA-ს მიერ მისი მე-6 აბზაცში მითითებულ შენახვის მექანიზმში კლასიფიცირებისთვის ან 47-ე მუხლში მითითებული ანგარიშისთვის აუცილებელი მონაცემები.

მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ ინფორმაცია მიღებული ყველა შეტყობინების შესახებ უნდა გამოაქვეყნოს თავის ვებ-გვერდზე 25-ე მუხლის შესაბამისად.

6. ESMA-მ დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე თავის ვებ-გვერდზე უნდა გამოაქვეყნოს უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული ყველა პროსპექტი, მათ შორის, ამ პროსპექტების დამატებები, საბოლოო პირობები და მასთან დაკავშირებული გარიგებები, საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ინფორმაცია მასპინძელი წევრი სახელმწიფო(ებ)ის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ პროსპექტების შესახებ შეტყობინება ხორციელდება 25-ე მუხლის შესაბამისად. გამოქვეყნება უნდა უზრუნველყოფილი იქნეს შენახვის მექანიზმის მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების უფასოდ წვდომას და მოძიების ფუნქციებს.

7. ყველა დამტკიცებული პროსპექტი საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა დარჩეს ელექტრონული ფორმით მათი მე-2 და მე-6 აბზაცებში მითითებულ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებიდან სულ მცირე 10 წლის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში, როცა ჰიპერბმულები გამოიყენება პროსპექტში მითითებით ჩართული ინფორმაციისთვის და პროსპექტთან დაკავშირებული დამატებების ან/და საბოლოო პირობებისთვის, ეს ჰიპერბმულები უნდა ფუნქციონირებდეს პირველ ქვეაბზაცში მითითებული დროით.

8. დამტკიცებული პროსპექტი უნდა შეიცავდეს მკაფიო გაფრთხილებას, რომელშიც მითითებულია პროსპექტის მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღი. გაფრთხილებაში აგრეთვე უნდა მიეთითოს, რომ მნიშვნელოვანი ახალი ფაქტორების, არსებითი შეცდომების ან არსებითი უზუსტობების შემთხვევაში პროსპექტში დამატების შეტანის ვალდებულება არ გამოიყენება, როცა პროსპექტი აღარ არის მოქმედი.

9. იმ შემთხვევაში, როცა პროსპექტი შედგება რამდენიმე დოკუმენტისგან ან/და მასში ჩართულია ინფორმაცია მითითებით, ის დოკუმენტები და ინფორმაცია, რომლებიც შეადგენენ პროსპექტს, შეიძლება გამოქვეყნდეს და გავრცელდეს ცალკე იმ პირობით, თუ ეს დოკუმენტები საჯაროვდება მე-2 აბზაცის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როცა პროსპექტი შედგება ცალკეული დოკუმენტებისგან მე-10 მუხლის შესაბამისად, ამ თითოეულ შემადგენელ დოკუმენტში, მითითებით ჩართული დოკუმენტების გამოკლებით, უნდა მიეთითოს, რომ ის არის პროსპექტის მხოლოდ ერთი ნაწილი, და აგრეთვე უნდა მიეთითოს ის, თუ სად შეიძლება იქნეს მოპოვებული დანარჩენი შემადგენელი დოკუმენტები.

10. იმ პროსპექტის და მისი ნებისმიერი დამატების ტექსტი და ფორმატი, რომელიც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, ყოველთვის უნდა იდენტური იყოს რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებული ორიგინალის.

11. ხანგამძლე მატარებელზე პროსპექტის ასლი უნდა მიეწოდოს ნებისმიერ პოტენციურ ინვესტორს მოთხოვნის შემთხვევაში და უფასოდ, ემიტენტის, ოფერენტის, იმ პირის მიერ, რომელიც რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას ითხოვს ან იმ ფინანსური შუამავლების მიერ, რომლებიც ახდენენ ფასიანი ქაღალდების განთავსებას ან გაყიდვას. იმ შემთხვევაში, როცა პოტენციური ინვესტორი კონკრეტულად დაბეჭდილ ეგზემპლარს ითხოვს, ემიტენტმა, ოფერენტმა, იმ პირმა, რომელიც რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას ითხოვს ან იმ ფინანსური შუამავალმა, რომელიც ახდენს ფასიანი ქაღალდების განთავსებას ან გაყიდვას, უნდა მიაწოდონ პროსპექტის დაბეჭდილი ეგზემპლარი. მიწოდება შემოიფარგლება იმ იურისდიქციებით, რომლებშიც საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ხდება ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაიშვება წინამდებარე რეგულაციით.

12. ESMA-ს შეუძ₾ლია, ან კომისიის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების წინასწარი ვერსია პროსპექტის გამოქვეყნებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დამატებითი განსაზღვრის მიზნით.

კომისიას გადაეცემა პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მიღების უფლებამოსილება, რეგულაციის (EU) No 1095/2010 მე-10-14 მუხლების შესაბამისად.

13. ESMA-მ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების წინასწარი ვერსია იმ მონაცემების განსაზღვრისთვის, რომლებიც აუცილებელია მე-5 აბზაცში მითითებული პროსპექტების კლასიფიცირებისთვის, და პრაქტიკული ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს მონაცემები, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების „ფქსსნ“ და ემიტენტების, ოფერენტებისა და გარანტების იურიდიული პირის საერთაშორისო საიდენტიფიკაციო კოდები იყოს მანქანის მიერ წაკითხვადი.

ESMA-მ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს კომისიას 2018 წლის 21 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მიღების უფლებამოსილება, რეგულაციის (EU) No 1095/2010 მე-10-14 მუხლების შესაბამისა

[https://legali.ge/law/5370050/muxli-21/](https://legali.ge/law/5370050/muxli-21/)

---

## მუხლი 22. რეკლამები

_თავი IV — პროსპექტის დამტკიცებისა და გამოქვეყნების ღონისძიებები_

1. ნებისმიერი ის რეკლამა, რომელიც უკავშირდება ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზებას ან სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე დაშვებას, უნდა შეესაბამებოდეს მე-2-5 აბზაცებში მოცემულ პრინციპებს. მე-2-4 აბზაცები და მე-5 აბზაცის ბ პუნქტი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ემიტენტი, ოფერენტი ან პირი, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, ექვემდებარება პროსპექტის შედგენის ვალდებულებას.

2. რეკლამებში უნდა მიეთითოს, რომ პროსპექტი გამოქვეყნდა ან გამოქვეყნდება და აგრეთვე უნდა მიეთითოს ის, თუ სად შეუძლიათ ან შეძლებენ ინვესტორები მის მიღებას.

3. რეკლამები, როგორც ასეთი, მკაფიოდ უნდა იყოს ამოსაცნობადი. რეკლამაში შემავალი ინფორმაცია არ უნდა იყოს არაზუსტი ან შეცდომაში შემყვანი და ის უნდა შეესაბამებოდეს პროსპექტში შემავალ ინფორმაციას, იმ შემთხვევაში, როცა ის უკვე გამოქვეყნებულია, ან იმ ინფორმაციას, რომლის პროსპექტში ასახვაც მოითხოვება, იმ შემთხვევაში, როცა პროსპექტი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

4. საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვების შესახებ ზეპირსიტყვიერად ან წერილობით გასაჯაროებული ყველა ინფორმაცია, თუნდაც არა სარეკლამო მიზნებისთვის, უნდა შეესაბამებოდეს პროსპექტში შემავალ ინფორმაციას.

5. იმ შემთხვევაში, როცა არსებით ინფორმაციას ასაჯაროებს ემიტენტი ან ოფერენტი ზეპირსიტყვიერად ან წერილობით და ის ეხება ერთ ან მეტ შერჩეულ ინვესტორს, ეს ინფორმაცია, გარემოებებიდან გამომდინარე:

უნდა გასაჯაროვდეს იმ ყველა სხვა ინვესტორის მიმართ, რომლებსაც შეთავაზება ეხება, იმ შემთხვევაში, თუ პროსპექტის გამოქვეყნება არ მოითხოვება მუხლის 1(4) ან (5) შესაბამისად; ან

შეტანილ იქნეს პროსპექტში ან პროსპექტის დამატებაში 23(1)-ე მუხლის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როცა მოითხოვება პროსპექტის გამოქვეყნება.

6. რეკლამების გავრცელების შემთხვევაში, რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, კონტროლი განახორციელოს ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზებასთან ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებასთან დაკავშირებით სარეკლამო საქმიანობის მე-2-4 აბზაცებთან შესაბამისობაზე,

საჭიროების შემთხვევაში, რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს, სადაც ხდება რეკლამების გავრცელება, უნდა დაეხმაროს პროსპექტში მოცემულ ინფორმაციასთან რეკლამების შესაბამისობის შეფასებაში.

32(1)-ე მუხლის შეუზღუდავად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეკლამების დეტალური შესწავლა არ წარმოადგენს ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზების ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვების წინაპირობას, რომელიც უნდა განხორციელდეს რომელიმე მასპინძელ წევრ სახელმწიფოში.

32-ე მუხლში მოცემული ნებისმიერი საზედამხედველო და საგამოძიებო უფლებამოსილების გამოყენება მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ მუხლის განხორციელებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე უნდა ეცნობოს ემიტენტის რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს.

7. მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ დააწესონ მხოლოდ ის გადასახადები, რომლებიც დაკავშირებულია მათი საზედამხედველო ამოცანების შესრულებასთან, ამ მუხლის შესაბამისად. გადასახადების დონე უნდა გასაჯაროვდეს უფლებამოსილი ორგანოების ვებ-გვერდებზე. გადასახადები უნდა იყოს არადისკრიმინაციული, გონივრული და საზედამხედველო ამოცანის პროპორციული. მასპინძელი წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილმა ორგანოებმა არ უნდა დააწესონ რაიმე მოთხოვნა ან ადმინისტრაციული პროცედურა იმ მოთხოვნების ან ადმინისტრაციული პროცედურების გარდა, რომლებიც საჭიროა ამ მუხლის შესაბამისად მათი საზედამხედველო ამოცანების შესასრულებლად.

8. მე-6 მუხლიდან გამონაკლისის სახით, ნებისმიერ ორ უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დადოს ხელშეკრულება, რომლითაც ტრანსასაზღვრო სიტუაციებში სარეკლამო საქმიანობასთან შესაბამისობის კონტროლის განხორციელების მიზნებისთვის, რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა შეინარჩუნოს კონტროლი ამ შესაბამისობაზე. ამ ნებისმიერი შეთანხმების შესახებ უნდა ეცნობოს ESMA-ს. ESMA-მ უნდა გამოაქვეყნოს და რეგულარულად განაახლოს ამ შეთანხმებების ნუსხა.

9. ESMA-მ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების წინასწარი ვერსია იმ დამატებითი დებულებების განსაზღვრის მიზნით, რომლებიც ეხება მე-2-4 მოცემულ რეკლამებს, მათ შორის, იმ დებულებების განსაზღვრის მიზნით, რომლებიც ეხება რეკლამების გავრცელებას და რეგისტრაცის წევრი სახელმწიფოსა და იმ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოებს შორის თანამშრომლობის შესახებ პროცედურების დადგენის მიზნით, სადაც ეს რეკლამები ვრცელდება.

ESMA-მ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს კომისიას 2018 წლის 21 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მიღების უფლებამოსილება, რეგულაციის (EU) No 1095/2010 მე-10-14 მუხლების შესაბამისად.

10. რეგულაცია (EU) No 1095/2010-ის მე-16 მუხლის შესაბამისად, ESMA-მ უნდა შეიმუშაოს ის მეთოდური მითითებები და რეკომენდაციები, რომლებიც ეხება უფლებამოსილ ორგანოებს ამ მუხლის მე-6 აბზაცის მიხედვით განხორციელებულ კონტროლთან დაკავშირებით. ამ მეთოდურ რეკომენდაციებსა და რეკომენდაციებში უნდა გათვალისწინებულ იქნეს იმის უზრუნველყოფის საჭიროება, რომ ამ კონტროლმა არ შეაფერხოს 25-ე მუხლში მოცემული შეტყობინების პროცედურა, და ამასთან, მან მინიმუმამდე უნდა შეამციროს ადმინისტრაციული ტვირთი იმ ემიტენტებზე, რომლებიც ევროკავშირში აკეთებენ ტრანსასაზღვრო შეთავაზებებს.

11. ეს მუხლი არ ზღუდავს ევროკავშირის კანონმდებლობის სხვა მოქმედ დებულებებ

[https://legali.ge/law/5370050/muxli-22/](https://legali.ge/law/5370050/muxli-22/)

---

## მუხლი 23. პროსპექტის დამატებები

_თავი IV — პროსპექტის დამტკიცებისა და გამოქვეყნების ღონისძიებები_

1. ის ყოველი მნიშვნელოვანი ახალი ფაქტორი, არსებითი შეცდომა ან არსებითი უზუსტობა პროსპექტში შეტანილ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ფასიანი ქაღალდების შეფასებაზე და რომელიც წარმოიშვება ან რომელსაც შეამჩნევენ პროსპექტის დამტკიცების მომენტსა და შეთავაზების პერიოდის დასრულების ან რეგულირებულ ბაზარზე ვაჭრობის დაწყების მომენტს შორის პერიოდში (ამ ორიდან რომელიც უფრო გვიან მოხდება) დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე უნდა მოხსენიებულ იქნეს პროსპექტის დამატებაში.

ეს დამატება უნდა დამტკიცდეს იგივენაირად, როგორც პროსპექტი, მაქსიმუმ ხუთ სამუშაო დღეში და გამოქვეყნდეს, სულ მცირე, იმავე შეთანხმებების მიხედვით, რომლებიც გამოყენებულ იქნა 21-ე მუხლის შესაბამისად თავდაპირველი პროსპექტის გამოქვეყნებისას. რეზიუმეში და მის ნებისმიერ თარგმანში უნდა შევიდეს დამატება, საჭიროების შემთხვევაში, დანართში შესატანი ახალი ინფორმაციის გასათვალისწინებლად.

2. იმ შემთხვევაში, როცა პროსპექტი ეხება საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზებას, იმ ინვესტორებს, რომლებიც უკვე დათანხმდნენ ფასიანი ქაღალდების შესყიდვას ან გამოწერას დამატების გამოქვეყნებამდე, აქვთ უფლება, განხორციელებადი დამატების გამოქვეყნებიდან ორ სამუშაო დღეში, უკან გაიწვიოს თავისი თანხმობა, იმ პირობით, თუ მნიშვნელოვანი ახალი ფაქტორი, არსებითი შეცდომა ან არსებითი უზუსტობა, მითითებული პირველ აბზაცში, წარმოიშვა ან შემჩნეულ იქნა შეთავაზების პერიოდის დასრულებამდე ან ფასიანი ქაღალდების მიწოდებამდე (ამ ორი მოვლენიდან რომელიც პირველად მოხდება). ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ემიტენტის ან ოფერენტის მიერ. უკან გაწვევის უფლების საბოლოო თარიღი უნდა მიეთითოს დამატებაში.

დამატებაში უნდა მოცემული იყოს მკაფიო განაცხადი უკან გაწვევის უფლების შესახებ, რომელშიც მკაფიოდ იქნება აღნიშნული:

რომ უკან გაწვევის უფლება მხოლოდ იმ ინვესტორებს ეძლევათ, რომლებიც უკვე დათანხმდნენ ფასიანი ქაღალდების შეძენას ან ხელმოწერას დამატების გამოქვეყნებამდე და იმ შემთხვევაში, როცა ფასიანი ქაღალდები ჯერ არ მიწოდებია ინვესტორებს იმ დროს, როცა მნიშვნელოვანი ახალი ფაქტორი, არსებითი შეცდომა ან არსებითი უზუსტობა წარმოიშვა ან შემჩნეული იქნა;

ის პერიოდი, რომელშიც ინვესტორებს შეუძლიათ განახორციელონ თავიანთი უკან გაწვევის უფლება; და

ვისაც ინვესტორები შეიძლება დაუკავშირდნენ, თუ მათ სურთ თავიანთი უკან გაწვევის უფლების განხორციელება.

3. იმ შემთხვევაში, როცა ფასიან ქაღალდების შეძენა ან გამოწერა ხდება ფინანსური შუამავლის მეშვეობით, ამ ფინანსურმა შუამავალმა ინვესტორებს უნდა აცნობოს დამატების გამოქვეყნების შესაძლებლობის შესახებ, იმ შემთხვევაში და იმ დროს, როცა ის გამოქვეყნდებოდა, და რომ ეს ფინანსური შუამავალი მათ დაეხმარება ამ შემთხვევაში თანხმობის უკან გაწვევის მათი უფლების განხორციელებაში.

ფინანსური შუამავალი უნდა დაუკავშირდეს ინვესტორებს დამატების გამოქვეყნების დღეს.

იმ შემთხვევაში, როცა ფასიანი ქაღალდების შეძენა ან გამოწერა პირდაპირ ემიტენტიდან, ამ ემიტენტმა ინვესტორებს უნდა აცნობოს დამატების გამოქვეყნების შესაძლებლობის და იმის შესახებ, სადაც ის გამოქვეყნდება და რომ ამ შემთხვევაში, მათ შეიძლება ჰქონდეთ თანხმობის უკან გაწვევის უფლება.

4. იმ შემთხვევაში, როცა ემიტენტი ამზადებს დამატებას ემისიის წინასწარ პროსპექტში არსებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც ეხება მხოლოდ ერთ ან რამდენიმე ინდივიდუალურ ემისიას, ინვესტორების უფლება, უკან გაიწვიონ თავისი თანხმობა მე-2 აბზაცის შესაბამისად, მხოლოდ ვრცელდება შესაბამის ემისიაზე (ემისიებზე) და ის არ ვრცელდება ფასიანი ქაღალდების სხვა ნებისმიერ ემისიას ამ ემისიის წინასწარი პროსპექტის ფარგლებში.

5. იმ შემთხვევაში, როცა პირველ აბზაცში მითითებული მნიშვნელოვანი ახალი ფაქტორი, არსებითი შეცდომა ან არსებითი უზუსტობა შეეხება მხოლოდ სარეგისტრაციო დოკუმენტში ან უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტში შემავალ ინფორმაციას და როცა სარეგისტრაციო დოკუმენტი ან უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტი ერთდროულად გამოიყენება რამდენიმე პროსპექტის შემადგენელ ნაწილად, მხოლოდ ერთი დამატება უნდა შედგეს და დამტკიცდეს. ამ შემთხვევაში, დამატებაში უნდა მოხსენიებულ იქნეს ყველა ის პროსპექტი, რომლებსაც ის უკავშირდება.

6. დამტკიცებამდე დამატების დეტალური შესწავლისას, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს, რომ დამატება მოიცავდეს შევსებული პროსპექტის, დანართში არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტის ან უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტის კონსოლიდირებულ ვერსიას იმ შემთხვევაში, როცა ეს კონსოლიდირებული ვერსია აუცილებელია პროსპექტში მოცემული ინფორმაციის გასაგებობის უზრუნველსაყოფად. ეს მოთხოვნა უნდა ჩაითვალოს 20(4)-ე მუხლის მიხედვით დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნად. ემიტენტს უფლება აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში ნებაყოფლობით შეიტანოს შესწორების დანართში შევსებული პროსპექტის, რეგისტრაციის დოკუმენტის ან უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტის კონსოლიდირებული ვერსია.

7. ESMA-მ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების წინასწარი ვერსია სიტუაციების განსაზღვრისთვის იმ შემთხვევაში, როცა პროსპექტში შეტანილ ინფორმაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ახალი ფაქტორი, არსებითი შეცდომა ან არსებითი უზუსტობა მოითხოვს პროსპექტის დანართის გამოქვეყნებას.

ESMA-მ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს კომისიას 2018 წლის 21 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მიღების უფლებამოსილება, რეგულაციის (EU) No 1095/2010 მე-10-14 მუხლების შესაბამისად.

თავი V

ტრანსასაზღვრო შეთავაზებები და რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება და ენების გამოყენე

[https://legali.ge/law/5370050/muxli-23/](https://legali.ge/law/5370050/muxli-23/)

---

## მუხლი 24. ევროკავშირის პროსპექტების დამტკიცების მოქმედების სფერო

_თავი V — ტრანსასაზღვრო შეთავაზებები და რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება და ენების გამოყენება_

1. 37-ე მუხლის შეუზღუდავად, იმ შემთხვევაში, როცა ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზება ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება ხდება ერთ ან მეტ წევრ სახელმწიფოში ან წევრ სახელმწიფოში, რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს გამოკლებით, რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს დამტკიცებული პროსპექტები და მისი ნებისმიერი დანართი ძალაში უნდა იყოს საზოგადოებისთვის შეთავაზების ან სავაჭროდ დასაშვებად ნებისმიერი რაოდენობის მასპინძელ წევრ სახელმწიფოში, იმ პირობით, თუ ESMA-ს და თითოეული მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს 25-ე მუხლის შესაბამისად ატყობინებენ. მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანოებმა არ უნდა დაიწყონ სხვა წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების მიერ დამტკიცებულ დანართებსა და დამატებებთან და საბოლოო პირობებთან დაკავშირებული რაიმე დამტკიცება ან ადმინისტრაციული პროცედურები.

2. იმ შემთხვევაში, როცა მნიშვნელოვანი ახალი ფაქტორი, არსებითი შეცდომა ან არსებითი უზუსტობა წარმოიშვება ან შეიმჩნევა 23(1)-ე მუხლში მოცემულ ვადაში, რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მოითხოვოს, რომ დამატების გამოქვეყნება დამტკიცდეს მე-20(1) მუხლის შესაბამისად. ESMA-ს და მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს აცნობოს ახალი ინფორმაციის საჭიროებ

[https://legali.ge/law/5370050/muxli-24/](https://legali.ge/law/5370050/muxli-24/)

---

## მუხლი 25. პროსპექტების და დამატებების შესახებ შეტყობინება და საბოლოო პირობების გადაცემა

_თავი V — ტრანსასაზღვრო შეთავაზებები და რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება და ენების გამოყენება_

1. რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ, ემიტენტის, ოფერენტის, იმ პირის, რომელიც რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას ითხოვს ან პროსპექტის შედგენაზე პასუხისმგებელი პირის მოთხოვნით და ამ მოთხოვნის მიღებიდან ერთ სამუშაო დღეში, ან იმ შემთხვევაში, როცა მოთხოვნა პროსპექტის წინასწარ ვერსიასთან ერთად გადაიგზავნება, პროსპექტის დამტკიცებიდან ერთ სამუშაო დღეში, უნდა აცნობოს მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს დამტკიცების სერტიფიკატით, რომელიც ადასტურებს, რომ პროსპექტი შედგა წინამდებარე რეგულაციის მიხედვით, და ამ პროსპექტის ელექტრონული ასლით.

საჭიროების შემთხვევაში, პირველ ქვეაბზაცში მითითებულ შეტყობინებას თან უნდა ახლდეს პროსპექტის ან რეზიუმეს თარგმანი, რომელიც შედგენილია ემიტენტის, ოფერენტის, იმ პირის, რომელიც რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას ითხოვს ან პროსპექტის შედგენაზე პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობით.

იგივე პროცედურა უნდა იქნეს გამოყენებული პროსპექტის ნებისმიერი დამატებისთვის.

ემიტენტს, ოფერენტს, პირს, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას ან პირს, რომელიც პასუხისმგებელია პროსპექტის შედგენაზე, უნდა ეცნობოს დამტკიცების სერტიფიკატის შესახებ იმავე დროს, როგორც მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს.

2. მე-18 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებების ნებისმიერი გამოყენების შესახებ უნდა მიეთითოს დამტკიცების სერტიფიკატში, აგრეთვე, მის დასაბუთებაში.

3. რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ ESMA-ს უნდა აცნობოს პროსპექტის ან მისი ნებისმიერი დამატების დამტკიცების სერტიფიკატის შესახებ იმავე დროს, როცა მის შესახებ ეცნობება მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს.

4. იმ შემთხვევაში, როცა ადრე შეტყობინებული ემისიის წინასწარი პროსპექტის საბოლოო პირობები არც ემისიის წინასწარ პროსპექტშია შეტანილი და არც დამატებაში, რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ ისინი ელექტრონულად უნდა გადაუგზავნოს მასპინძელი წევრი სახელმწიფო(ები)ს უფლებამოსილ ორგანოს და ESMA-ს მათი წარდგენიდან შეძლებისდაგვარად სწრაფად.

5. უფლებამოსილმა ორგანოებმა შეტყობინებისთვის ან პროსპექტების და მისი დანართების შეტყობინების მიღებისთვის ან მასთან დაკავშირებული რაიმე საზედამხედველო საქმიანობისთვის არ უნდა დააწესოს გადასახადი არც რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოში და არც მასპინძელ წევრ სახელმწიფო(ებ)ში.

6. ESMA-მ უნდა შექმნას შეტყობინების პორტალი, რომელშიც თითოეულმა უფლებამოსილმა ორგანომ უნდა ატვირთოს ამ მუხლის პირველ აბზაცში და 26(2)-ე მუხლში მითითებული დამტკიცების სერტიფიკატები და ელექტრონული ასლები, და ემისიის წინასწარი პროსპექტების საბოლოო პირობები, ამ მუხლის პირველ, მე-3 და მე-4 აბზაცებში და 26-ე მუხლში მითითებული შეტყობინებებისა და კომუნიკაციების მიზნით.

უფლებამოსილ ორგანოებს შორის ამ დოკუმენტების ყველა გადაცემა უნდა განხორციელდეს ამ შეტყობინების პორტალის მეშვეობით.

7. ESMA-მ უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების წინასწარი ვერსია იმ ტექნიკური მექანიზმების განსაზღვრის მიზნით, რომლებიცაუცილებელია მე-6 აბზაცში მითითებული შეტყობინების პორტალის ფუნქციონირებისთვის.

ESMA-მ ამ მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია უნდა გადაუგზავნოს კომისიას 2018 წლის 21 ივლისისთვის.

კომისიას გადაეცემა პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მიღების უფლებამოსილება, რეგულაციის (EU) No 1095/2010 მე-10-14 მუხლების შესაბამისად.

8. წინამდებარე რეგულაციის გამოყენების ერთიანი პირობების უზრუნველსაყოფად და ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე ტექნიკური განვითარებების გასათვალისწინებლად, ESMA-ს შეუძლია შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების წინასწარი ვერსია დამტკიცების სერტიფიკატის შეტყობინებისთვის, პროსპექტის, მისი ნებისმიერი დამატების და პროსპექტს ან/და რეზიუმეს თარგმანის სტანდარტული ფორმების, ნიმუშებისა და პროცედურების დასადგენად.

კომისიას გადაეცემა პირველ ქვეაბზაცში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების მიღების უფლებამოსილება, რეგულაციის (EU) No 1095/2010 მე-15 მუხლის შესაბამისა

[https://legali.ge/law/5370050/muxli-25/](https://legali.ge/law/5370050/muxli-25/)

---

## მუხლი 26. სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ან უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაციის შეტყობინება

_თავი V — ტრანსასაზღვრო შეთავაზებები და რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება და ენების გამოყენება_

1. ეს მუხლი მხოლოდ ვრცელდება მე-2 მუხლის (m)(ii) პუნქტში მითითებული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა და მე-2 მუხლის (m)(iii) პუნქტში მითითებულ მესამე ქვეყანაში დაფუძნებული ემიტენტების მიმართ იმ შემთხვევაში, როცა ამ დებულებების მიხედვით პროსპექტის დამტკიცებისთვის არჩეული რეგისტრაციის წევრი სახელმწიფო განსხვავდება იმ წევრი სახელმწიფოსგან, რომლის უფლებამოსილმა ორგანომ დაამტკიცა ემიტენტის, ოფერენტის ან იმ პირის მიერ, რომელიც რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას ითხოვს, შედგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტი ან უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტი.

2. იმ უფლებამოსილმა ორგანომ, რომელმაც დაამტკიცა სარეგისტრაციო დოკუმენტი ან უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტი და მისი ნებისმიერი დამატება, ემიტენტის, ოფერენტის, იმ პირის, რომელიც რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას ითხოვს ან ამ დოკუმენტის შედგენაზე პასუხისმგებელი პირის მოთხოვნით, უნდა შეატყობინოს რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს პროსპექტის დამტკიცებისთვის იმ დამტკიცების სერტიფიკატით, რომელიც ადასტურებს, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტი ან უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტი და მისი ნებისმიერი დანართი შედგა წინამდებარე რეგულაციის და ამ დოკუმენტის ელექტრონული ასლის შესაბამისად. ეს შეტყობინება უნდა განხორციელდეს მოთხოვნის მიღებიდან ერთ სამუშაო დღეში ან იმ შემთხვევაში, როცა მოთხოვნის წარდგენა ხდება სარეგისტრაციო დოკუმენტის ან უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტის წინასწარ ვერსიასთან ერთად, ამ დოკუმენტის დამტკიცებიდან ერთ სამუშაო დღეში.

საჭიროების შემთხვევაში, პირველ ქვეაბზაცში მითითებულ შეტყობინებას თან უნდა ახლდეს სარეგისტრაციო დოკუმენტის ან უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტის და მისი ნებისმიერი შესწორების თარგმანი, შედგენილი ემიტენტის, ოფერენტის, პირის, რომელიც რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას ითხოვს ან ამ დოკუმენტების შედგენაზე პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობით.

ემიტენტს, ოფერენტს, პირს, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას ან სარეგისტრაციო დოკუმენტის ან უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტის და მისი ნებისმიერი დამატების შედგენაზე პასუხისმგებელ პირს უნდა ეცნობოს დამტკიცების სერტიფიკატის შესახებ იმავე დროს, როცა რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს პროსპექტის დამტკიცებისთვის.

მე-18 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების ნებისმიერი გამოყენების შესახებ უნდა მიეთითოს სერტიფიკატში, აგრეთვე, მის დასაბუთებაში.

იმ უფლებამოსილმა ორგანომ რომელმაც დაამტკიცა სარეგისტრაციო დოკუმენტი ან უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტი და მისი ნებისმიერი დამატება, ESMA-ს უნდა აცნობოს ამ დოკუმენტების დამტკიცების სერტიფიკატის შესახებ იმავე დროს, როცა ამის შესახებ ეცნობება რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს პროსპექტის დამტკიცებისთვის.

ამ უფლებამოსილმა ორგანოებმა შეტყობინებისთვის ან შეტყობინების, სარეგისტრაციო დოკუმენტების ან უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტების და მისი ნებისმიერი დამატების მიღებისთვის ან მასთან დაკავშირებული რაიმე საზედამხედველო საქმიანობისთვის გადასახადი არ უნდა დააწესოს.

3. მე-2 აბზაცის მიხედვით შეტყობინებული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ან უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსთვის დასამტკიცებლად წარდგენილი პროსპექტის შემადგენელ ნაწილად, პროსპექტის დასამტკიცებლად.

რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ პროსპექტის დამტკიცებისთვის არ უნდა დაიწყოს შეტყობინებულ სარეგისტრაციო დოკუმენტთან ან უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტთან და მის რომელიმე დანართთან დაკავშირებული რაიმე დეტალური შესწავლა ან დამტკიცება, და უნდა დაამტკიცონ მხოლოდ ფასიანი ქაღალდების დოკუმენტი და რეზიუმე, და მხოლოდ შეტყობინების მიღების შემდეგ.

4. მე-2 აბზაცის მიხედვით შეტყობინებული სარეგისტრაციო დოკუმენტი ან უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს დანართს, რომელშიც მოცემულია მე-7(6) მუხლში მითითებული ემიტენტის შესახებ ძირითადი ინფორმაცია. სარეგისტრაციო დოკუმენტის ან უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტის დამტკიცება უნდა მოიცავდეს დანართს.

საჭიროების შემთხვევაში, 27(2)-ე და 27(3)(2)-ე მუხლების შესაბამისად, შეტყობინებას თან უნდა ახლდეს ემიტენტის, ოფერენტის, ან სარეგისტრაციო დოკუმენტის ან უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტის შედგენაზე პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობით შედგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტის ან უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტის დანართის თარგმანი.

რეზიუმეს შედგენისას, ემიტენტმა, ოფერენტმა ან პროსპექტის შედგენაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა მოახდინოს დანართის შინაარსის რეპროდუცირება მე-7(4) მუხლის (b) პუნქტში მითითებულ სექციაში მოცემული რომელიმე ცვლილების გარეშე. რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ პროსპექტის დასამტკიცებლად დეტალურად არ უნდა შეისწავლოს რეზიუმეს ეს სექცია.

5. იმ შემთხვევაში, როცა მნიშვნელოვანი ახალი ფაქტორი, არსებითი შეცდომა ან არსებითი უზუსტობა წარმოიშვება ან შეიმჩნევა 23(1)-ე მუხლში მოცემულ ვადაში და ის უკავშირდება სარეგისტრაციო დოკუმენტში ან უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტში მოცემულ ინფორმაციას, 23-ე მუხლის მიხედვით მოთხოვნილი დამატება დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელმაც დაამტკიცა სარეგისტრაციო დოკუმენტი ან უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტი. ეს დამატება უნდა ეცნობოს რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს პროსპექტის დასამტკიცებლად მისი დამტკიცებიდან ერთ სამუშაო დღეში, ამ მუხლის მე-2 და მე-3 აბზაცებში მოცემული პროცედურით.

იმ შემთხვევაში, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტი ან უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტი ერთდროულად გამოიყენება რამდენიმე პროსპექტის შემადგენელ ნაწილად, როგორც ამას ითვალისწინებს 23(5)-ე მუხლი, დამატება უნდა ეცნობოს იმ თითოეულ უფლებამოსილ ორგანოს, რომელმაც ეს პროსპექტები დაამტკიცა.

6. წინამდებარე რეგულაციის გამოყენების ერთიანი პირობების უზრუნველსაყოფად და ფინანსურ ბაზრებზე ტექნიკური განვითარებების გასათვალისწინებლად, ESMA-ს შეუძლია შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების წინასწარი ვერსია სარეგისტრაციო დოკუმენტთან, უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტთან, მისი ნებისმიერ დანართთან და მის თარგმანთან დაკავშირებით თანხმობის სერტიფიკატის შეტყობინების სტანდარტული ფორმების, ნიმუშებისა და პროცედურების დადგენის მიზნით.

კომისიას გადაეცემა პირველ ქვეაბზაცში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების მიღების უფლებამოსილება, რეგულაციის (EU) No 1095/2010 მე-15 მუხლის შესაბამისა

[https://legali.ge/law/5370050/muxli-26/](https://legali.ge/law/5370050/muxli-26/)

---

## მუხლი 27. ენის გამოყენება

_თავი V — ტრანსასაზღვრო შეთავაზებები და რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება და ენების გამოყენება_

1. იმ შემთხვევაში, როცა საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ხდება ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება მოითხოვება მხოლოდ რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოში, პროსპექტი უნდა შედგეს იმ ენაზე, რომელსაც რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო ეთანხმება.

2. იმ შემთხვევაში, როცა ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზება ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება მოითხოვება ერთ ან მეტ წევრ სახელმწიფოში, რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს გამოკლებით, პროსპექტი უნდა შედგეს იმ ენაზე, რომელსაც ეთანხმებიან ამ წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოები, ან იმ ენაზე, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება საერთაშორისო ფინანსების სფეროში, ემიტენტის, ოფერენტის ან იმ პერსონის არჩევანით, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას.

თითოეული მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მოითხოვოს, რომ მე-7 მუხლში მითითებული რეზიუმე ხელმისაწვდომი იყოს მის ოფიციალურ ენაზე ან სულ მცირე, მის ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე ან იმ სხვა ენაზე, რომელსაც ეთანხმება ამ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო, თუმცა, ის არ საჭიროებს პროსპექტის რომელიმე სხვა ნაწილის თარგმნას.

რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ დეტალური შესწავლისა და დამტკიცების მიზნით, პროსპექტი უნდა შედგეს ან იმ ენაზე, რომელსაც ეს ორგანო ეთანხმება, ან იმ ენაზე, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება საერთაშორისო ფინანსების სფეროში, ემიტენტის, ოფერენტის ან ინ პირის არჩევით, რომელიც რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას ითხოვს.

3. იმ შემთხვევაში, როცა ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზება ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება მოითხოვება ერთზე მეტ წევრ სახელმწიფოში, მათ შორის, რეგისტრაციის წევრ სახელმწიფოში, პროსპექტი უნდა შედგეს იმ ენაზე, რომელსაც ეთანხმება რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო და აგრეთვე უნდა ხელმისაწვდომი იყოს იმ ენაზე, რომელსაც ეთანხმებიან თითოეული მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები ან იმ ენაზე, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება საერთაშორისო ფინანსების სფეროში, ემიტენტის, ოფერენტის ან იმ პერსონის არჩევანით, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას.

თითოეული მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ უნდა მოითხოვოს, რომ მე-7 მუხლში მითითებული რეზიუმე ხელმისაწვდომი იყოს მის ოფიციალურ ენაზე ან სულ მცირე, მის ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე ან იმ სხვა ენაზე, რომელსაც ეთანხმება ამ წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო, თუმცა, ის არ საჭიროებს პროსპექტის რომელიმე სხვა ნაწილის თარგმნას.

4. ინდივიდუალური ემისიის საბოლოო პირობები და რეზიუმე უნდა შედგეს იმავე ენაზე, რომელზეც დამტკიცებული ემისიის წინასწარი პროსპექტი.

როცა 25(4)-ე მუხლის შესაბამისად, საბოლოო პირობები ეგზავნება მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს, ან თუ ერთზე მეტი მასპინძელი წევრი სახელმწიფოა- მასპინძელი წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს, შემდეგი ენობრივი წესები ვრცელდება საბოლოო პირობებსა და მათზე დართულ რეზიუმეზე:

საბოლოო პირობებზე დართული ინდივიდუალური ემისიის რეზიუმე უნდა ხელმისაწვდომი იყოს მასპინძელი წევრი სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე ან სულ მცირე, ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე ან იმ სხვა ენაზე, რომელსაც ეთანხმება მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო, მე-2 აბზაცის მეორე ქვეაბზაცის შესაბამისად ან მე-3 აბზაცის მეორე ქვეაბზაცის შესაბამისად, გარემოების მიხედვით;

იმ შემთხვევაში, როცა ემისიის წინასწარი პროსპექტი უნდა ითარგმნოს მე-2 ან მე-3 აბზაცის შესაბამისად, გარემოების მიხედვით, მასზე დართული ინდივიდუალური ემისიის საბოლოო პირობები და რეზიუმე უნდა დაექვემდებაროს თარგმნის იმავე მოთხოვნებს, რომელსაც ემისიის წინასწარი პროსპექტი.

5. იმ შემთხვევაში, როცა პროსპექტი ეხება სასესხო ფასიანი ქაღალდების რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას და რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება მოითხოვება ერთ ან მეტ წევრ სახელმწიფოში, პროსპექტები უნდა შედგეს ან იმ ენაზე, რომელსაც რეგისტრაციისა და მასპინძელი წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოები ეთანხმებიან, ან იმ ენაზე, რომელიც ჩვეულებრივ გამოიუენება საერთაშორისო ფინანსების სფეროში, ემიტენტის, ოფერენტის ან იმ პირის არჩევანით, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე დაშვებას, იმ პირობით, თუ ან:

ამ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა უნდა მოხდეს რეგულირებულ ბაზარზე ან მის კონკრეტულ სეგმენტზე, რომელზეც წვდომაც მხოლოდ კვალიფიციურ ინვესტორებს შეიძლება ჰქონდეთ ამ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის მიზნებისთვის; ან

ამ ფასიანი ქაღალდების დენომინაცია ერთეულ ფასიან ქაღალდზე არის, სულ მცირე, 100 000 ევრო.

თავი VI

კონკრეტული წესები მესამე ქვეყნებში დაფუძნებულ ემიტენტებთან დაკავშირებ

[https://legali.ge/law/5370050/muxli-27/](https://legali.ge/law/5370050/muxli-27/)

---

## მუხლი 28. ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზება ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება, რომელიც ხდება წინამდებარე რეგულაციის შესაბამისად შედგენილი პროსპექტით

_თავი VI — კონკრეტული წესები მესამე ქვეყნებში დაფუძნებულ ემიტენტებთან დაკავშირებით_

იმ შემთხვევაში, როცა მესამე ქვეყნის ემიტენტი აპირებს ევროკავშირში საზოგადოებას შესთავაზოს ფასიანი ქაღალდები ან ითხოვოს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დაშვება წინამდებარე რეგულაციის მიხედვით შედგენილი პროსპექტით ევროკავშირში დაფუძნებულ რეგულირებულ ბაზარზე, მან მისი პროსპექტის დამტკიცება, მე-20 მუხლის მიხედვით, უნდა მოიპოვოს მისი რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსგან.

პირველი ქვეაბზაცის მიხედვით პროსპექტის დამტკიცებისთანავე, ის წარმოშობს წინამდებარე რეგულაციით პროსპექტით გათვალისწინებულ ყველა უფლებას და მოვალეობას და პროსპექტი და მესამე ქვეყნის ემიტენტი ექვემდებარებიან წინამდებარე რეგულაციის ყველა დებულებას რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს ზედამხედველობი

[https://legali.ge/law/5370050/muxli-28/](https://legali.ge/law/5370050/muxli-28/)

---

## მუხლი 29. ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზება ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება, რომელიც ხდება მესამე ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი პროსპექტით

_თავი VI — კონკრეტული წესები მესამე ქვეყნებში დაფუძნებულ ემიტენტებთან დაკავშირებით_

1. მესამე ქვეყნის ემიტენტის რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზებისთვის ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებისთვის დაამტკიცოს პროსპექტი, რომელიც შედგენილია მესამე ქვეყნის ემიტენტის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და რომელიც ამავე კანონმდებლობას ექვემდებარება, იმ პირობით, თუ:

ამ მესამე ქვეყნის კანონმდებლობით დაწესებული საინფორმაციო მოთხოვნები წინამდებარე რეგულაციით გათვალისწინებული მოთხოვნების ექვივალენტურია; და

რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს დადებული აქვს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები მესამე ქვეყნის ემიტენტის შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან 30-ე მუხლის შესაბამისად.

2. მესამე ქვეყნის ემიტენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზების ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვების შემთხვევაში, წევრ სახელმწიფოში (რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს გამოკლებით) გამოიყენება 24-ე, 25-ე და 27-ე მუხლებში მოცემული მოთხოვნები.

3. კომისია უფლებამოსილია მიიღოს დელეგირებული აქტები 44-ე მუხლის შესაბამისად, წინამდებარე რეგულაციაში დამატების შესატანად ეკვივალენტურობის ზოგადი კრიტერიუმების დადგენით, მე-6, მე-7, მე-8 და მე-13 მუხლებში მოცემული მოთხოვნების საფუძველზე.

ზემოაღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე, კომისიას შეუძლია მიიღოს განმახორციელებელი გადაწყვეტილება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მესამე ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დაწესებული საინფორმაციო მოთხოვნები წინამდებარე რეგულაციით გათვალისწინებული მოთხოვნების ეკვივალენტურია. ეს განმახორციელებელი გადაწყვეტილება უნდა მიღებულ იქნეს 45(2)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისა

[https://legali.ge/law/5370050/muxli-29/](https://legali.ge/law/5370050/muxli-29/)

---

## მუხლი 30. მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობა

_თავი VI — კონკრეტული წესები მესამე ქვეყნებში დაფუძნებულ ემიტენტებთან დაკავშირებით_

1. 29-ე მუხლის და საჭიროების შემთხვევაში, 28-ე მუხლის მიზნით, წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა დადონ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები მესამე ქვეყნების საზედამხედველო ორგანოებთან მესამე ქვეყნების საზედამხედველო ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლის და იმ ვალდებულებების აღსრულების შესახებ, რომლებიც გამომდინარეობენ წინამდებარე რეგულაციით მესამე ქვეყნებში, თუკი ეს მესამე ქვეყანა, კომისიის მიერ ევროპარლამენტის და საბჭოს[25] დირექტივა (EU) 2015/849-ის მე-9 მუხლის მიხედვით მიღებული, ძალაში არსებული დელეგირებული აქტის შესაბამისად, არ არის იმ იურისდიქციების ნუსხაში, რომლებსაც გააჩნიათ იმ ფულის გათეთრებასთან და ტერორისტული რეჟიმების დაფინანსებასთან ბრძოლის საკუთარი სტრატეგიების უკმარისობა, რომლებიც მნიშვნელოვან საფრთხეებს უქმნიან ევროკავშირის ფინანსურ სისტემას. ამ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებმა, სულ მცირე, უნდა უზრუნველყონ ინფორმაციის ეფექტიანი გაცვლა, რაც უფლებამოსილ ორგანოებს აძლევს წინამდებარე რეგულაციის მიხედვით თავიანთი მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას.

უფლებამოსილმა ორგანომ ESMA-ს და დანარჩენ უფლებამოსილ ორგანოებს უნდა აცნობოს იმ შემთხვევაში, როცა ის გამოდის ამ შეთანხმების დადების წინადადებით.

2. 29-ე მუხლისა და საჭიროების შემთხვევაში, 28-ე მუხლის მიზნით, ESMA-მ ხელი უნდა შეუწყოს და მოახდინოს უფლებამოსილ ორგანოებსა და მესამე ქვეყნის შესაბამის საზედამხედველო ორგანოებს შორის თანამშრომლობაზე შეთანხმებების შემუშავება.

საჭიროების შემთხვევაში, ESMA-მ აგრეთვე უნდა ხელი შეუწყოს და მოახდინოს უფლებამოსილ ორგანოებს შორის მესამე ქვეყნების საზედამხედველო ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის გაცვლა, რომელიც შეიძლება შესაბამისი იყოს 38-ე და 39-ე მუხლების მიხედვით ზომების მისაღებად.

3. უფლებამოსილმა ორგანოებმა მესამე ქვეყნების საზედამხედველო ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლის შესახებ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები უნდა დადოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გამჟღავნებული ინფორმაცია ექვემდებარება პროფესიული საიდუმლოების იმ გარანტიებს, რომლებიც, როგორც მინიმუმ, 35-ე მუხლში მოცემული გარანტიების ექვივალენტურია. ინფორმაციის ეს გაცვლა განკუთვნილი უნდა იყოს ამ უფლებამოსილი ორგანოების ამოცანების შესასრულებლად.

4. ESMA-ს უფლება აქვს, ან კომისიის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია პირველ აბზაცში მითითებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების მინიმალური შინაარსის განსაზღვრისთვის, და ამ მიზნით გამოსაყენებელი სანიმუშო დოკუმენტი.

კომისიას გადაეცემა პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მიღების უფლებამოსილება, რეგულაციის (EU) No 1095/2010 მე-10-14 მუხლების შესაბამისად.

თავი VII

ESMA და უფლებამოსილი ორგანოე

[https://legali.ge/law/5370050/muxli-30/](https://legali.ge/law/5370050/muxli-30/)

---

## მუხლი 31. უფლებამოსილი ორგანოები

_თავი VII — ESMA და უფლებამოსილი ორგანოები_

1. თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს ერთი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება წინამდებარე რეგულაციიდან გამომდინარე მოვალეობების შესრულებაზე და წინამდებარე რეგულაციის დებულებების გამოყენების უზრუნველყოფაზე. წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას, ESMA-ს და სხვა წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს შესაბამისად უნდა აცნობონ.

უფლებამოსილი ორგანო უნდა დამოუკიდებელი იყოს ბაზრის მონაწილეებისგან.

2. წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, თავის უფლებამოსილ ორგანოს მისცენ მესამე მხარეებისთვის დამტკიცებული პროსპექტებისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოქვეყნების ამოცანების დელეგირების ნებართვა.

ამოცანების ნებისმიერი ასეთი დელეგირება უნდა განხორციელდეს კონკრეტული გადაწყვეტილებით, რომელშიც მოცემული იქნება შემდეგი ინფორმაცია:

შესასრულებელი ამოცანები და ის პირობები, რომლებშიც ისინი უნდა განხორციელდეს;

პუნქტი, რომელიც მოცემულ მესამე მხარეს ავალდებულებს იმოქმედოს და ორგანიზდეს ისე, რომ თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი და უზრუნველყოს დელეგირებული ამოცანების შესრულებისას მოპოვებული ინფორმაციის არასამართლიანად გამოყენების ან კონკურენციის თავიდან აცილება; და

უფლებამოსილ ორგანოსა და იმ მესამე მხარეს შორის დადებული ყველა ის შეთანხმება, რომლის მიმართაც ხდება ამოცანების დელეგირება.

წინამდებარე რეგულაციის შესრულების ზედამხედველობასა და პროსპექტის დამტკიცებაზე საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება პირველი აბზაცის შესაბამისად განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოს.

წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას, ESMA-ს და სხვა წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს უნდა აცნობოს ამოცანების დელეგირებაზე ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ, როგორც ეს მითითებულია მეორე ქვეაბზაცში, ამ დელეგირების მარეგულირებელი ზუსტი პირობების ჩათვლით.

3. აბზაცები 1 და 2 არ ზღუდავენ წევრი სახელმწიფოს შესაძლებლობას, ცალკე სამართლებრივი და ადმინისტრაციული ზომები შეიმუშაოს ევროპის ზღვისიქითა ტერიტორიებისთვის, რომელთა საგარეო ურთიერთობებზეც ეს წევრი სახელმწიფო აგებს პასუხ

[https://legali.ge/law/5370050/muxli-31/](https://legali.ge/law/5370050/muxli-31/)

---

## მუხლი 32. უფლებამოსილი ორგანოების უფლებამოსილებები

_თავი VII — ESMA და უფლებამოსილი ორგანოები_

1. წინამდებარე რეგულაციის მიხედვით თავიანთი მოვალეობების შესასრულებლად, უფლებამოსილ ორგანოებს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით უნდა გააჩნდეთ, სულ მცირე, შემდეგი საზედამხედველო და საგამოძიებო უფლებამოსილებები, რათა:

ემიტენტებს, ოფერენტებს ან იმ პირებს, რომლებიც ითხოვენ რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, მოსთხოვონ პროსპექტში დამატებითი ინფორმაციის შეტანა, საჭიროების შემთხვევაში, ინვესტორის დასაცავად;

ემიტენტებს, ოფერენტებს ან იმ პირებს, რომლებიც ითხოვენ რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, და იმ პირებს, რომლებიც მათ აკონტროლებენ ან მათ მიერ კონტროლდებიან, მოსთხოვონ დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარდგენა;

ემიტენტის აუდიტორებს და მმართველებს, ოფერენტს ან პირს, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, აგრეთვე, იმ ფინანსურ შუამავლებს, რომლებსაც დავალებული აქვთ საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზება ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვების თხოვნა, მოსთხოვონ ინფორმაციის წარდგენა;

შეაჩეროს ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზება ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება მაქსიმუმ 10 თანმიმდევრული სამუშაო დღით ნებისმიერ ერთ შემთხვევაში, როცა არსებობს გონივრული ეჭვი, რომ წინამდებარე რეგულაცია დაირღვა;

აკრძალოს ან შეაჩეროს რეკლამები ან მოითხოვოს ემიტენტების, ოფერენტების ან იმ პირებისგან, რომლებიც ითხოვენ რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, ან შესაბამისი ფინანსური შუამავლებისგან რეკლამების შეჩერება ან შეწყვეტა მაქსიმუმ 10 თანმიმდევრული სამუშაო დღით ნებისმიერ ერთ შემთხვევაში, როცა არსებობს გონივრული ეჭვი, რომ წინამდებარე რეგულაცია დაირღვა;

აკრძალოს ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზება ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება იმ შემთხვევაში, როცა ისინი აღმოაჩენენ, რომ წინამდებარე რეგულაცია დაირღვა ან როცა არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ის დაირღვეოდა;

შეაჩეროს ან მოითხოვოს შესაბამისი რეგულირებული ბაზრებისგან, მრავალმხრივი სავაჭრო სისტემებისგან ან ორგანიზებული სავაჭრო სისტემებისგან რეგულირებულ ბაზარზე ვაჭრობის შეჩერება მაქსიმუმ 10 თანმიმდევრული სამუშაო დღით ნებისმიერ ერთ შემთხვევაში, როცა არსებობს გონივრული ეჭვი, რომ წინამდებარე რეგულაცია დაირღვა;

აკრძალოს რეგულირებულ ბაზარზე, მრავალმხრივ სავაჭრო სისტემებში ან ორგანიზებულ სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა იმ შემთხვევაში, როცა ისინი აღმოაჩენენ, რომ წინამდებარე რეგულაცია ირღვევა;

გაასაჯაროოს ის ფაქტი, რომ ემიტენტი, ოფერენტი ან ის პირი, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, ვერ ახერხებს თავისი ვალდებულებების შესრულებას;

შეაჩეროს დასამტკიცებლად წარდგენილი პროსპექტის დეტალური შესწავლა ან შეაჩეროს ან შეზღუდოს ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზება ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვება იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი ორგანო იყენებს აკრძალვის ან შეზღუდვის დაწესების უფლებამოსილებას ევროპარლამენტის და საბჭოს[26] რეგულაცია (EU) No 600/2014-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, სანამ ეს აკრძალვა ან შეზღუდვა შეწყდება;

უარი თქვას გარკვეული ემიტენტის, ოფერენტის ან იმ პირის მიერ, რომელიც რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას ითხოვს, შედგენილი ნებისმიერი პროსპექტის დამტკიცებაზე მაქსიმუმ ხუთი წლით იმ შემთხვევაში, როცა ემიტენტს, ოფერენტს ან იმ პირს, რომელიც რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას ითხოვს, განმეორებით და ძლიერ აქვს დარღვეული წინამდებარე რეგულაცია;

გაასაჯაროოს ან ემიტენტისგან მოითხოვოს გაასაჯაროოს ყველა ის არსებითი ინფორმაცია, რომელსაც შეიძლება ზემოქმედება ჰქონდეს საზოგადოებისთვის შეთავაზებული ან რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული აქციების შეფასებაზე, ინვესტორთა დაცვის ან ბაზრის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად;

შეაჩეროს ან შესაბამისი რეგულირებული ბაზრის, მრავალმხრივი სავაჭროს სისტემებისგან ან OTF-ისგან (...) მოითხოვოს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის შეჩერება იმ შემთხვევაში, როცა ის მიიჩნევს, რომ ემიტენტის მდგომარეობა ისეთია, რომ ვაჭრობა ინვესტორთა ინტერესებს დააზიანებდა;

ადგილობრივი დათვალიერებების ან გამოძიებების ჩატარება ადგილებზე, ფიზიკური პირების პირადი საცხოვრებელი ადგილების გამოკლებით,და ამ მიზნით შენობა-ნაგებობებში შესვლა ნებისმიერი ფორმით დოკუმენტებზე და სხვა მონაცემებზე წვდომის მოსაპოვებლად იმ გონივრული ეჭვის არსებობისას, რომ დათვალიერების ან გამოძიების საგანთან დაკავშირებული ეს დოკუმენტები და სხვა მონაცემები შეიძლება შესაბამისი იყოს წინამდებარე რეგულაციის დარღვევის დასადასტურებლად.

შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით დადგენილი აუცილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია სთხოვოს შესაბამის სასამართლო ხელისუფლების ორგანოს, მიიღოს გადაწყვეტილება პირველ ქვეაბზაცში მითითებული უფლებამოსილებების გამოყენების შესახებ.

იმ შემთხვევაში, როცა პროსპექტის დამტკიცებაზე უარი ითქვა პირველი ქვეაბზაცის (k) პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილმა ორგანომ უნდა აცნობოს ESMA-ს, რომელმაც შემდეგ უნდა აცნობოს სხვა წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს.

რეგულაცია -ის 21-ე მუხლის შესაბამისად, ESMA უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს პირველი ქვეაბზაცის (EU) No 1095/2010 პუნქტში მითითებულ ადგილობრივ დათვალიერებებში იმ შემთხვევაში, როცა ეს დათვალიერებები ერთობლივად ორი ან მეტი უფლებამოსილი ორგანოების მიერ ხორციელდება.

2. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ პირველ აბზაცში მითითებული თავისი ფუნქციები და უფლებამოსილებები ერთ-ერთი შემდეგი გზით:

პირდაპირ;

სხვა ორგანოებთან თანამშრომლობით;

მათი პასუხისმგებლობით, ამ ორგანოებისთვის დელეგირებით;

უფლებამოსილი სასამართლო ხელისუფლების ორგანოსთვის მიმართვით.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ზომების ამოქმედება, რათა უფლებამოსილ ორგანოებს გააჩნდეთ თავიანთი მოვალეობების შესრულებისთვის აუცილებელი ყველა საზედამხედველო და საგამოძიებო უფლებამოსილება.

4. წინამდებარე რეგულაცია არ ზღუდავს მსხვილი პაკეტის ნასყიდობის შესახებ საჯარო შეთავაზებების, გაერთიანებაზე გარიგებების და იმ სხვა გარიგებების შესახებ იმკანონებს და რეგულაციებს, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ კომპანიების ფლობაზე ან აკონტროლებენ კომპანიების ფლობას და ახდენენ დირექტივა 2004/25/EC-ის ტრანსპოზიციას და რომლებიც წინამდებარე რეგულაციის მოთხოვნების გარდა სხვა მოთხოვნებსაც აწესებენ.

5. პირი, რომელიც ინფორმაციას ხელმისაწვდომს ხდის უფლებამოსილი ორგანოსთვის წინამდებარე რეგულაციის შესაბამისად, არ უნდა ჩაითვალოს კონტრაქტით ან რაიმე საკანონმდებლო, მარეგულირებელი ან ადმინისტრაციული დებულებით ინფორმაციის გამჟღავნებაზე დაკისრებული რომელიმე შეზღუდვის დამრღვევად, და უნდა დაექვემდებაროს ამ შეტყობინებასთან დაკავშირებული რაიმე სახის პასუხისმგებლობას.

6. აბზაცები 1-3 არ ზღუდავენ წევრი სახელმწიფოების შესაძლებლობას, დააწესონ ცალკე სამართლებრივი და ადმინისტრაციული ზომები ზღვისიქითა ევროპული ტერიტორიებისთვის, რომელთა საგარეო ურთიერთობებზეც ეს წევრი სახელმწიფოა პასუხისმგებელ

[https://legali.ge/law/5370050/muxli-32/](https://legali.ge/law/5370050/muxli-32/)

---

## მუხლი 33. თანამშრომლობა უფლებამოსილ ორგანოებს შორის

_თავი VII — ESMA და უფლებამოსილი ორგანოები_

1. წინამდებარე რეგულაციის მიზნებისთვის უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან და ESMA-სთან. მათ დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე უნდა გაცვალონ ინფორმაცია და ითანამშრომლონ საგამოძიებო, ზედამხედველობისა და სააღსრულებო საქმიანობის საკითხებში.

იმ შემთხვევაში, როცა წევრი სახელმწიფოების 38-ე მუხლის შესაბამისად ირჩევენ განსაზღვრონ სისხლის სამართლებრივი სანქციები წინამდებარე რეგულაციის დარღვევებისთვის,მათ უნდა უზრუნველყონ, რომ შესაბამისი ზომები არის ამოქმედებული, რათა უფლებამოსილ ორგანოებს გააჩნდეთ ყველა აუცილებელი უფლებამოსილება მათ იურისდიქციაში სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობისთვის, რათა მიიღონ კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია სისხლის სამართლის გამოძიებასთან ან საქმის წარმოებასთან, რომელიც დაწყებულია წინამდებარე რეგულაციის შესაძლო დარღვევებისთვის, და იგივე უზრუნველყონ სხვა უფლებამოსილი ორგანოების და ESMA-სთვის, მათი იმ ვალდებულების შესასრულებლად, რომელიც უკავშირდება ერთმანეთთან და ESMA-სთან თანამშრომლობას წინამდებარე რეგულაციის მიზნებისთვის.

2. უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია უარი თქვას რეაგირება მოახდინოს ინფორმაციის მოთხოვნაზე ან მოითხოვოს გამოძიებასთან თანამშრომლობა მხოლოდ ქვემოთ მოცემულ ერთ-ერთ გამონაკლის შემთხვევაში:

იმ შემთხვევაში, როცა თხოვნის შესრულება სავარაუდოდ უარყოფითად იმოქმედებს მის საკუთარ გამოძიებაზე, სააღსრულებო საქმიანობაზე ან სისხლის სამართლის გამოძიებაზე;

იმ შემთხვევაში, როცა სასამართალო წარმოება უკვე დაიწყო იმავე მოქმედებებთან მიმართებაში და იმავე პირთა წინააღმდეგ შესაბამისი წევრი სახელმწიფოს ორგანოებში;

იმ შემთხვევაში, როცა საბოლოო განაჩენი უკვე გამოტანილია ამ პირებთან მიმართებაში იმავე მოქმედებებისთვის შესაბამის წევრ სახელმწიფოში.

3. უფლებამოსილმა ორგანოებმა, მოთხოვნისას, დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდონ წინამდებარე რეგულაციის მიზნებისთვის მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაცია.

4. უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს დახმარება სხვა წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსგან ადგილობრივ დათვალიერებასთან ან გამოძიებებთან დაკავშირებით.

მომთხოვნმა უფლებამოსილმა ორგანომ უნდა აცნობოს ESMA-ს პირველ ქვეაბზაცში მოცემული ნებისმიერი თხოვნა. ტრანსსასაზღვრო გავლენის მქონე ადგილობრივი დათვალიერების ან გამოძიებისას, ESMA-მ, ერთ-ერთი უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განახორციელოს დათვალიერების ან გამოძიების კოორდინაცია.

იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი ორგანო მიიღებს სხვა წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსგან თხოვნას ადგილობრივი დათვალიერების ან გამოძიების ჩატარების შესახებ, მას უფლება აქვს განახორციელოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედება:

თავად ჩაატაროს ადგილობრივი დათვალიერება ან გამოძიება;

უფლება მისცეს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელმაც წარადგინა თხოვნა, მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ დათვალიერებაში ან გამოძიებაში;

უფლება მისცეს იმ უფლებამოსილ ორგანოს, რომელმაც წარადგინა თხოვნა, თავად განახორციელოს ადგილობრივი დათვალიერება ან გამოძიება;

დანიშნოს აუდიტორები ან ექსპერტები ადგილობრივი დათვალიერების ან გამოძიების ჩასატარებლად;

საზედამხედველო საქმიანობებთან დაკავშირებული კონკრეტული ამოცანები გაუზიაროს დანარჩენ უფლებამოსილ ორგანოებს.

5. უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ ESMA-ს მიმართონ იმ სიტუაციების განსახილველად, როცა თანამშრომლობის, კერძოდ, ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნაზე უარი ითქვა ან არ მოხდა გონივრულ ვადაში რეაგირება. ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 258-ე მუხლის შეუზღუდავად, ESMA-ს, ამ აბზაცის პირველ წინადადებაში მითითებულ სიტუაციებში, შეუძლია იმოქმედოს რეგულაცია (EU) No 1095/2010-ის მე-19 მუხლით გადაცემული უფლებამოსილების მიხედვით.

6. ESMA-ს უფლება აქვს, ან კომისიის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა შეიმუშაოს მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია იმ ინფორმაციის განსაზღვრისთვის, რომელიც უნდა გაიცვალოს უფლებამოსილ ორგანოებს შორის პირველი აბზაცის მიხედვით.

კომისიას გადაეცემა პირველ ქვეაბზაცში მითითებული მარეგულირებელი ტექნიკური სტანდარტების მიღების უფლებამოსილება, რეგულაციის (EU) No 1095/2010 მე-10-14 მუხლების შესაბამისად.

7. ESMA-ს შეუძლია შეიმუშაოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების წინასწარი ვერსია უფლებამოსილ ორგანოებს შორის თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის სტანდარტული ფორმების, ნიმუშებისა და პროცედურების დასადგენად.

კომისიას გადაეცემა პირველ ქვეაბზაცში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების მიღების უფლებამოსილება, რეგულაციის (EU) No 1095/2010 მე-15 მუხლის შესაბამისა

[https://legali.ge/law/5370050/muxli-33/](https://legali.ge/law/5370050/muxli-33/)

---

## მუხლი 34. თანამშრომლობა ESMA-სთან

_თავი VII — ESMA და უფლებამოსილი ორგანოები_

1. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ ESMA-სთან წინამდებარე რეგულაციის მიზნებისთვის, რეგულაციის (EU) No 1095/2010 შესაბამისად.

2. უფლებამოსილმა ორგანოებმა შეუფერხებლად უნდა მიაწოდონ ESMA-ს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მისი მოვალეობების შესასრულებლად, რეგულაციის (EU) No 1095/2010 35-ე მუხლის შესაბამისად.

3. ამ მუხლის გამოყენების ერთიანი პირობების უზრუნველსაყოფად, ESMA-ს უფლება აქვს, შეიმუშავოს განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების სამუშაო ვერსია ინფორმაციის გაცვლის პროცედურებისა და ფორმების განსაზღვრის მიზნით, როგორც ეს მითითებულია მე-2 აბზაცში.

კომისიას გადაეცემა პირველ ქვეაბზაცში მითითებული განმახორციელებელი ტექნიკური სტანდარტების მიღების უფლებამოსილება, რეგულაციის (EU) No 1095/2010 მე-15 მუხლის შესაბამისა

[https://legali.ge/law/5370050/muxli-34/](https://legali.ge/law/5370050/muxli-34/)

---

## მუხლი 35. პროფესიული საიდუმლოება

_თავი VII — ESMA და უფლებამოსილი ორგანოები_

1. წინამდებარე რეგულაციით უფლებამოსილ ორგანოებს შორის გაცვლილი ყველა ინფორმაცია, რომელიც ეხება ბიზნეს საქმიანობას ან საექსპლუატაციო პირობებს და სხვა ეკონომიკურ ან პირად ურთიერთობებს, უნდა ჩაითვალოს კონფიდენციალურად და დაექვემდებაროს პროფესიული საიდუმლოების მოთხოვნებს, იმ შემთხვევის გარდა, როცა უფლებამოსილი ორგანო კომუნიკაციის დროს აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება გასაჯაროვდეს ან ეს გასაჯაროება აუცილებელია სამართალწარმოებების მიზნით.

2. პროფესიული საიდუმლოების ვალდებულება ვრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც მუშაობს ან ვისაც უმუშავია უფლებამოსილი ორგანოსთვის ან იმ მესამე მხარისთვის, რომლისთვისაც უფლებამოსილ ორგანოს დელეგირებული აქვს მისი უფლებამოსილება. პროფესიულ საიდუმლოებას დაქვემდებარებული ინფორმაცია არ შეიძლება გაუმჟავნდეს რომელიმე სხვა პირს ან ორგანოს, გარდა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული დებულებების ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მეშვეობი

[https://legali.ge/law/5370050/muxli-35/](https://legali.ge/law/5370050/muxli-35/)

---

## მუხლი 36. მონაცემთა დაცვა

_თავი VII — ESMA და უფლებამოსილი ორგანოები_

წინამდებარე რეგულაციის ფარგლებში პერსონალური მონაცემების გადამუშავებასთან დაკავშირებით, უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ თავიანთი ამოცანები წინამდებარე რეგულაციის მიზნით, რეგულაცია (EU) 2016/679-ის შესაბამისად.

წინამდებარე რეგულაციის ფარგლებში ESMA-ის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით, ის უნდა აკმაყოფილებდეს რეგულაცია (EC) No 45/2001-ის მოთხოვნებ

[https://legali.ge/law/5370050/muxli-36/](https://legali.ge/law/5370050/muxli-36/)

---

## მუხლი 37. უსაფრთხოების წინასწარი ზომები

_თავი VII — ESMA და უფლებამოსილი ორგანოები_

1. იმ შემთხვევაში, როცა მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს გააჩნია მკაფიო და დადასტურებადი საფუძვლები იმის სავარაუდოდ, რომ ხარვეზები დაუშვა ემიტენტმა, ოფერენტმა ან პირმა, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, ან ფინანსურმა შუამავლებმა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზებაზე, ან რომ ამ პირებმა დაარღვიეს წინამდებარე რეგულაციით გათვალისწინებული თავიანთი ვალდებულებები, მათ ეს მიგნებები განსახილველად უნდა გადაუგზავნონ რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილორგანოს და ESMA-ს.

2. იმ შემთხვევაში, როცა რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების მიუხედავად, ემიტენტი, ოფერენტი ან ის პირი, რომელიც ითხოვს რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებას, ან საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების შეთავაზებაზე პასუხისმგებელი ფინანსური შუამავლები აგრძელებენ წინამდებარე რეგულაციის დარღვევას, მასპინძელი წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ, რეგისტრაციის წევრი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოსა და ESMA-ის ინფორმირების შემდეგ უნდა მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა ინვესტორების დასაცავად და კომისიას და ESMA-ს დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე აცნობოს ამის შესახებ.

3. იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი ორგანო არ ეთანხმება სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებულ რომელიმე ზომას, მას შეუძლია ამ საკითხზე ESMA-ს ყურადღება მიიქციოს. ESMA-ს უფლება აქვს, იმოქმედოს მისთვის რეგულაცია (EU) No 1095/2010-ის მე-19 მუხლით გადაცემული უფლებამოსილებების შესაბამისად.

თავი VIII

ადმინისტრაციული სახდელები და სხვა ადმინისტრაციული ზომე

[https://legali.ge/law/5370050/muxli-37/](https://legali.ge/law/5370050/muxli-37/)

---

## მუხლი 38. ადმინისტრაციული სახდელები და სხვა ადმინისტრაციული ზომები

_თავი VIII — ადმინისტრაციული სახდელები და სხვა ადმინისტრაციული ზომები_

1. 32-ე მუხლის მიხედვით უფლებამოსილი ორგანოების საზედამხედველო და საგამოძიებო უფლებამოსილიებების და წევრი სახელმწიფოების იმ უფლების შეუზღუდავად, რომელიც უკავშირდება სისხლის სამართლის სანქციების გათვალისწინებას და დაწესებას, წევრმა სახელმწიფოებმა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით უნდა გაითვალისწინონ უფლებამოსილი ორგანოებისთვის ადმინისტრაციული სახდელების დაწესებისა და იმ სხვა შესაბამისი ადმინისტრაციული ზომების მიღების უფლებამოსილების ქონა, რომლებიც იქნება ეფექტური, თანაზომიერი და გადამარწმუნებელი. ეს ადმინისტრაციული სახდელები და სხვა ადმინისტრაციული ზომები, სულ მცირე, უნდა გავრცელდეს შემდეგზე:

შემდეგი მუხლების დარღვევები: 3, 5, 6, 7(1)-(11), 8, 9, 10, 11(1) და (3), 14(1) და (2), 15(1), 16(1), (2) და (3), 17, 18, 19(1)-(3), 20(1), 21(1)-(4) და (7)-(11), 22(2)-(5), 23 (1), (2), (3) და (5), და 27;

გამოძიებაში თანამშრომლობის ვერ განხორციელება ან შესაბამისობის უზრუნველყოფა ან 32-ე მუხლით გათვალისწინებული დათვალიერების ან მოთხოვნის შეუსრულებლობა.

წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება, არ განსაზღვრონ წესები პირველ ქვეაბზაცში მითითებული ადმინისტრაციული სახდელები იმ შემთხვევაში, როცა ამ ქვეაბზაცის პუნქტებში (a) ან (b) მითითებული დარღვევები უკვე ექვემდებარება სისხლის სამართლის სანქციებს მათ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში 2018 წლის 21 ივლისისთვის. იმ შემთხვევაში, როცა წევრი სახელმწიფოები ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მან დეტალურად უნდა აცნობონ კომისიას და ESMA-ს თავიანთი სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისი ნაწილები.

2018 წლის 21 ივლისისთვის, წევრმა სახელმწიფოებმა კომისიას და ESMA-ს დეტალურად უნდა აცნობონ პირველ და მეორე ქვეაბზაცში მითითებული წესები. მათ კომისიას და ESMA-ს დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ მასში შეტანილი ნებისმიერი შემდგომი ცვლილების შესახებ.

2. წევრმა სახელმწიფოებმა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით უნდა უზრუნველყონ, რომ უფლებამოსილ ორგანოებს გააჩნდეთ უფლებამოსილება, დააწესონ, სულ მცირე, შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები და სხვა ადმინისტრაციული ზომები პირველი აბზაცის ა პუნქტში ჩამოთვლილ დარღვევებთან დაკავშირებით:

საჯარო განცხადება, რომელშიც მითითებულია პასუხისმგებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, და დარღვევის ხასიათი 42-ე მუხლის შესაბამისად;

ბრძანება, რომელიც პასუხისმგებელი ფიზიკური ან იურიდიული პირისგან ითხოვს იმ მოქმედების შეწყვეტას, რომელიც დარღვევას წარმოადგენს;

მაქსიმალური ადმინისტრაციული ფინანსური სანქციები, რომლებიც, სულ მცირე, ორჯერ აღემატება მიღებული მოგებების ან თავიდან არიდებული ზარალის ოდენობას დარღვევის გამო, იმ შემთხვევაში, როცა მათი განსაზღვრა შესაძლებელია;

იურიდიული პირის შემთხვევაში, სულ მცირე, 5 000 000 ევროს ღირებულების მაქსიმალური ადმინისტრაციული ფინანსური სანქციები, ან იმ წევრ სახელმწიფოებში, სადაც ვალუტა არ არის ევრო, შესაბამისი ღირებულება ეროვნულ ვალუტაში 2017 წლის 20 ივლისს, ან ამ იურიდიული პირის საერთო წლიური ბრუნვის 3% მართვის ორგანოს მიერ დამტკიცებული ბოლო ხელმისაწვდომი ფინანსური ანგარიშების მიხედვით.

იმ შემთხვევაში, როცა იურიდიული პირი არის მშობელი საწარმო ან მშობელი საწარმოს შვილობილი საწარმო, რომელსაც მოეთხოვება მოამზადოს ფინანსური ანგარიშები დირექტივა 2013/34/EU-ის შესაბამისად, შესაბამისი საერთო წლიური ბრუნვა უნდა იყოს საერთო წლიური ბრუნვა ან შემოსავლის შესაბამისი სახეობა ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით საბუღალტრო სფეროში, საბოლოო მშობელი საწარმოს მართვის ორგანოს მიერ დამტკიცებული ბოლო ხელმისაწვდომი კონსოლიდირებული ანგარიშების მიხედვით;

ფიზიკური პირის შემთხვევაში, სულ მცირე 700 000 ევროს ოდენობის მაქსიმალური ადმინისტრაციული ფინანსური სანქციები ან იმ წევრ სახელმწიფოებში, სადაც ვალუტა ევრო არ არის, შესაბამისი ღირებულება ეროვნულ ვალუტაში 2017 წლის 20 ივლისს.

3. წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ გაითვალისწინონ დამატებითი სანქციები ან ზომები ან ადმინისტრაციული ფინანსური სანქციების წინამდებარე რეგულაციით გათვალისწინებულზე უფრო მაღალი დონეებ

[https://legali.ge/law/5370050/muxli-38/](https://legali.ge/law/5370050/muxli-38/)

---

## მუხლი 39. საზედამხედველო უფლებამოსილების და სანქციების დაკისრების უფლებამოსილებების განხორციელება

_თავი VIII — ადმინისტრაციული სახდელები და სხვა ადმინისტრაციული ზომები_

1. უფლებამოსილმა ორგანოებმა ადმინისტრაციული სახდელებისა და სხვა ადმინისტრაციული ზომების სახეობისა და დონის განსაზღვრისას უნდა გაითვალისწინონ ყველა შესაბამისი გარემოება, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში:

დარღვევის სიმძიმე და ხანგრძლივობა;

დარღვევაზე პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობის ხარისხი;

დარღვევაზე პასუხისმგებელი პირის ფინანსური სიძლიერე, როგორც ამას აჩვენებს პასუხისმგებელი იურიდიული პირის საერთო ბრუნვა ან პასუხისმგებელი ფიზიკური პირის წლიური მოგება და წმინდა აქტივები;

დარღვევის გავლენა საცალო ინვესტორის ინტერესებზე;

დარღვევებზე ან მესამე მხარეებისთვის ზარალზე პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებული მოგებების, თავიდან არიდებული ზარალის მნიშვნელობა, რომელიც მიღებულია ამ დარღვევიდან, მანამ, სანამ მათი განსაზღვრა შესაძლებელია;

დარღვევაზე პასუხისმგებელი პირის უფლებამოსილ ორგანოსთან თანამშრომლობის დონე, ამ პირის მიერ უკანონოდ მიღებული მოგების ან თავიდან არიდებული ზარალის დაბრუნების უზრუნველყოფის საჭიროების შეუზღუდავად;

დარღვევაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ჩადენილი წინა დარღვევები;

დარღვევაზე პასუხისმგებელი პირის მიერ დარღვევის შემდეგ მიღებული ზომები მისი განმეორების თავიდან ასაცილებლად.

2. 38-ე მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული სახდელების და სხვა ადმინისტრაციული ზომების დაწესებასთან დაკავშირებული თავიანთი უფლებამოსილებების განხორციელებისას, უფლებამოსილმა ორგანოებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ იმის უზრუნველსაყოფად,რომ მათი საზედამხედველო უფლებამოსილებები და ადმინისტრაციული სანქციები და სხვა ის ადმინისტრაციული ზომები, რომლებსაც ისინი აწესებენ, იყოს ეფექტიანი და შესაბამისი წინამდებარე რეგულაციის ფარგლებში. მათი უნდა მოახდინონ თავიანთი მოქმედების კოორდინაცია დუბლირებისა და გადაფარვების თავიდან ასაცილებლად თავიანთი საზედამხედველო და საგამოძიებო უფლებამოსილებების განხორციელებისას და ადმინისტრაციული სახდელებისა და სხვა ადმინისტრაციული ზომების დაწესებისას ტრანსსასაზღვრო შემთხვევებშ

[https://legali.ge/law/5370050/muxli-39/](https://legali.ge/law/5370050/muxli-39/)

---

## მუხლი 40. გასაჩივრების უფლება

_თავი VIII — ადმინისტრაციული სახდელები და სხვა ადმინისტრაციული ზომები_

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ წინამდებარე რეგულაციით მიღებული გადაწყვეტილებების სათანადოდ დასაბუთება და სასამართლო დაწესებულებაში გასაჩივრების უფლებისადმი დაქვემდებარება.

მე-20 მუხლის მიზნებისთვის, გასაჩივრების უფლება აგრეთვე გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილ ორგანოს არ არც დამტკიცების გადაწყვეტილება აქვს მიღებული და არც უარი აქვს ნათქვამი თანხმობის შესახებ განცხადებაზე, და არც არ აქვს მოთხოვნილი ცვლილებები ან დამატებითი ინფორმაცია მე-20 მუხლის პუნქტებში 2, 3 და 6 მოცემულ ვადებში ამ განცხადებასთან დაკავშირები

[https://legali.ge/law/5370050/muxli-40/](https://legali.ge/law/5370050/muxli-40/)

---

## მუხლი 41. დარღვევების შესახებ ანგარიშგება

_თავი VIII — ადმინისტრაციული სახდელები და სხვა ადმინისტრაციული ზომები_

1. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ ეფექტიანი მექანიზმები, რათა წაახალისონ და შესაძლებელი გახადონ წინამდებარე რეგულაციის რეალური ან შესაძ₾ლო დარღვევების შესახებ მათ წინაშე ანგარიშგება.

2. პირველ აბზაცში მითითებული მექანიზმები, სულ მცირე, უნდა შეიცავდნენ შემდეგს:

სპეციალური პროცედურები რეალური ან შესაძლო დარღვევების შესახებ ანგარიშების მისაღებად და შემდგომი ზომები, მათ შორის, ამ ანგარიშებისთვის უსაფრთხო საკომუნიკაციო არხების შექმნა;

შესაბამისი დაცვა იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც მუშაობენ შრომითი ხელშეკრულებით და რომლებიც იტყობინებიან დარღვევების შესახებ, სულ მცირე, რეპრესალიების, დისკრიმინაციის და თავიანთი დამსაქმებლის ან მესამე მხარეების მიერ სხვა სახის უსამართლო მოპყრობის წინააღმდეგ;

როგორც იმ პირის, რომელიც დარღვევების შესახებ იტყობინება, ისე იმ ფიზიკური პირის ვინაობისა და პერსონალური მონაცემების დაცვა, რომელიც სავარაუდოდ პასუხისმგებელია დარღვევაზე, პროცედურის ყველა ეტაპზე, თუკი ეს დარღვევა არ მოითხოვება შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით შემდგომი გამოძიების ან შემდგომი სასამართლო წარმოებების კონტექსტში.

3. წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ უზრუნველყონ მატერიალური წახალისების ფორმები იმ პირებისთვის, რომლებიც სთავაზობენ იმ შესაბამის ინფორმაციას წინამდებარე რეგულაციის რეალური თუ პოტენციური დარღვევების შესახებ, რომელიც უნდა გაიცეს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით იმ შემთხვევაში, როცა ამ პირებს არ გააჩნიათ სხვა წინასწარ არსებული სამართლებრივი ან სახელშეკრულებო მოვალეობები, რომლებიც უკავშირდება ამ ინფორმაციის შეტყობინებას, და იმ პირობით, თუ ეს ინფორმაცია არის ახალი და თუ ის იწვევს ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი სახდელის დაწესებას, ან სხვა ადმინისტრაციული ზომის მიღებას წინამდებარე რეგულაციის დარღვევისთვის.

4. წევრმა სახელმწიფოებმა იმ საქმიანობაში ჩართული დამსაქმებლებისგან, რომლებიც რეგულირდება ფინანსური მომსახურებების მიზნებისთვის, უნდა მოითხოვონ შესაბამისი პროცედურების ამოქმედება მათი თანამშრომლებისთვის რეალური ან პოტენციური დარღვევების შეტყობინების შესახებ შიდა დონეზე კონკრეტული, დამოუკიდებელი და ავტონომიური არხის მეშვეობი

[https://legali.ge/law/5370050/muxli-41/](https://legali.ge/law/5370050/muxli-41/)

---

## მუხლი 42. გადაწყვეტილებების გამოქვეყნება

_თავი VIII — ადმინისტრაციული სახდელები და სხვა ადმინისტრაციული ზომები_

1. გადაწყვეტილება, რომლითაც წესდება ადმინისტრაციული სახდელი ან სხვა ადმინისტრაციული ზომა წინამდებარე რეგულაციის დარღვევაზე, უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა გამოქვეყნონ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე მაშინვე, როგორც კი ამ გადაწყვეტილებას დაქვემდებარებულ პირს ეცნობება ამ გადაწყვეტილების შესახებ. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, სულ მცირე, უნდა შევიდეს ინფორმაცია დარღვევის სახეობისა და ხასიათის და პასუხისმგებელი პირების ვინაობის შესახებ. ეს ვალდებულება არ ვრცელდება იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებითაც წესდება საგამოძიებო ხასიათის მქონე ზომები.

2. იმ შემთხვევაში, როცა სამართლის სუბიექტების ვინაობის ან ფიზიკური პირების ვინაობის ან პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებას უფლებამოსილი ორგანო ამ მონაცემების გამოქვეყნების თანაზომიერებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური შეფასების შედეგად მიიჩნევს არათანაზომიერად, ან იმ შემთხვევაში, როცა ეს გამოქვეყნება საფრთხეს შეუქმნიდა ფინანსური ბაზრების სტაბილურობას ან მიმდინარე გამოძიებას, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უფლებამოსილმა ორგანოებმა განახორციელონ ერთ-ერთ ქვემოთ მოცემული მოქმედება:

სანციის ან ზომის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნების გადავადება იმ მომენტამდე, როცა არ გამოქვეყნების მიზეზები არსებობას წყვეტენ;

გამოაქვეყნონ სანქციის ან ზომის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება ანონიმურად, იმ ფორმით, რომელიც შეესაბამება შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, იმ შემთხვევაში, როცა ეს ანონიმური გამოქვეყნება უზრუნველყოფს შესაბამისი პერსონალური მონაცემების ეფექტიან დაცვას;

არ გამოაქვეყნოს სანქციის ან ზომის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, როცა პუნქტებში ა და ბ მოცემული ოფციები არასაკმარისად მიიჩნევა იმის უზრუნველსაყოფად, რომ:

ფინანსური ბაზრების სტაბილურობას საფრთხე არ დაემუქროს;

ამ გადაწყვეტილებების გამოქვეყნების თანაზომიერება იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებიც უმნიშვნელო ხასიათის მქონედ მიიჩნევა.

სანქციის ან ზომის შესახებ გადაწყვეტილების ანონიმურად გამოქვეყნების შემთხვევაში, როგორც ეს მითითებულია პირველი ქვეაბზაცის ბ პუნქტში, შესაბამისი მონაცემების გამოქვეყნება შეიძლება გადავადდეს გონივრული ვადით იმ შემთხვევაში, როცა ხდება იმის გათვალისწინება, რომ ამ ვადაში ანონიმური გამოქვეყნების მიზეზები ჯერ კიდევ იარსებებს.

3. იმ შემთხვევაში, როცა გადაწყვეტილება სანქციის ან ზომის დაკისრების შესახებ ექვემდებარება შესაბამისი სასამართლო ან სხვა ორგანოების წინაშე გასაჩივრებას, უფლებამოსილმა ორგანოებმა თავიანთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაუყოვნებლივ უნდა გამოაქვეყნონ ეს ინფორმაცია და ნებისმიერი შემდგომი ინფორმაცია ამ გასაჩივრების შედეგის შესახებ. ამის გარდა, აგრეთვე უნდა გამოქვეყნდეს ის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომლითაც უქმდება წინა გადაწყვეტილება სანქციის ან ზომის დაკისრების შესახებ.

4. უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ნებისმიერი გამოქვეყნებული ინფორმაცია, ამ მუხლის შესაბამისად, დარჩეს მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზე მისი გამოქვეყნებიდან სულ მცირე ხუთი წლის ვადით. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში შემავალი პერსონალური მონაცემები უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე უნდა იქნეს შენახული მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დაცვის შესაბამისი წესების მიხედვი

[https://legali.ge/law/5370050/muxli-42/](https://legali.ge/law/5370050/muxli-42/)

---

## მუხლი 43. ESMA-სთვის სანქციების შესახებ ანგარიშგება

_თავი VIII — ადმინისტრაციული სახდელები და სხვა ადმინისტრაციული ზომები_

1. უფლებამოსილმა ორგანომ ყოველწლიურად ESMA-ს უნდა მიაწოდოს გაერთიანებული ინფორმაცია 38-ე მუხლის მიხედვით დაკისრებული ყველა ადმინისტრაცილი სანქციისა და სხვა ადმინისტრაციული ზომის შესახებ. ESMA-მ ეს ინფორმაცია უნდა გამოაქვეყნოს წლიურ ანგარიშში.

იმ შემთხვევაში, როცა წევრი სახელმწიფოები ირჩევენ, 38(1)-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრონ სისხლის სამართლის სანქციები ამ აბზაცში მითითებული დებულებების დარღვევებისთვის, მათმა უფლებამოსილმა ორგანოებმა ESMA-ს ყოველწლიურად უნდა მიაწოდონ ანონომიური და გაერთიანებული მონაცემები ყველა დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიების და დაკისრებული სისხლის სამართლის სანქციების შესახებ. ESMA-მ მონაცემები სისხლის სამართლებრივი სანქციების შესახებ უნდა გამოაქვეყნოს წლიურ ანგარიშში.

2. იმ შემთხვევაში, როცა უფლებამოსილი ორგანო ასაჯაროებს ადმინისტრაციულ სანქციებს, სხვა ადმინისტრაციულ ზომებს ან სისხლის სამართლებრივ სანქციებს, მან პარალელურად მათ შესახებ უნდა შეატყობინოს ESMA-ს.

3. უფლებამოსილმა ორგანოებმა ESMA-ს უნდა აცნობონ ყველა დაკისრებული, მაგრამ გამოუქვეყნებელი ადმინისტრაციული სანქციის ან სხვა ადმინისტრაციული ზომის შესახებ, 42(2)-ე მუხლის პირველი ქვეაბზაცის (c) პუნქტის შესაბამისად, მათ შორის, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სარჩელისა და მისი შედეგის შესახებ. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უფლებამოსილმა ორგანოებმა მიიღონ ინფორმაცია და საბოლოო განჩინება დაკისრებულ ნებისმიერ სისხლის სამართლის სანქციასთან დაკავშირებით, და ის ESMA-ს გადაუგზავნონ. ESMA-მ უნდა აწარმოოს მისთვის შეტყობინებული სანქციების ცენტრალური მონაცემთა ბაზა მხოლოდ უფლებამოსილ ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლის მიზნებისთვის. მონაცემთა ამ ბაზაზე წვდომა უნდა ჰქონდეთ მხოლოდ უფლებამოსილ ორგანოებს და ის უნდა განახლდეს უფლებამოსილი ორგანოების მიერ უზრუნველყოფილი ინფორმაციის საფუძველზე.

თავი IX

დელეგირებული და განმახორციელებელი აქტე

[https://legali.ge/law/5370050/muxli-43/](https://legali.ge/law/5370050/muxli-43/)

---

## მუხლი 44. დელეგირების განხორციელება

_თავი IX — დელეგირებული და განმახორციელებელი აქტები_

1. ევროკომისიას დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება ენიჭება ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

2. 2017 წლის 20 ივლისიდან კომისიას განუსაზღვრელი ვადით უნდა გადაეცეს იმ დელეგირებული აქტების მიღების უფლებამოსილება, რომელიც მითითებულია მუხლებში 1(7), 9(14), 13(1) და (2), 14(3), 15(2), 16(5), 20(11) და 29(3).

3. ევროპარლამენტს ან საბჭოს ნებისმიერ დროს შეუძლია გააუქმოს იმ უფლებამოსილების დელეგირება, რომლებიც მითითებულია მუხლებში 1(7), 9(14), 13(1) და (2), 14(3), 15(2), 16(5), 20(11) და 29(3) გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებით დასრულდება ამ გადაწყვეტილებაში მითითებული უფლებამოსილების დელეგირება. ეს ძალაში უნდა შევიდეს გადაწყვეტილების ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მომდევნო დღეს ან მოგვიანებით, როგორც ეს მითითებულია ამ გადაწყვეტილებაში. გადაწყვეტილება გავლენას არ ახდენს უკვე მოქმედი დელეგირებული აქტების მოქმედებაზე.

4. დელეგირებული აქტის მიღებამდე, კომისიამ კონსულტაცია უნდა გაიაროს თითოეული წევრი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ექსპერტებთან უკეთესი კანონშემოქმედებითი საქმიანობის შესახებ ინსტიტუტთაშორისი შეთანხმებაში მოცემული პრინციპების შესაბამისად.

5. დელეგირებულ აქტის მიღებისთანავე, კომისიამ იმავდროულად უნდა შეატყობინოს ევროპარლამენტსა და საბჭოს აღნიშნულის შესახებ.

6. დელეგირებული აქტი, მიღებული შემდეგი მუხლების შესაბამისად: 1(7), 9(14), 13(1) და (2), 14(3), 15(2), 16(5), 20(11) და 29(3) ძალაში შედის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპარლამენტი ან საბჭო არ გამოხატავს წინააღმდეგობას ამ აქტის შესახებ შეტყობინებიდან სამი თვის ვადაში ან თუ ამ ვადის ამოწურვამდე როგორც ევროპარლამენტი, ისე საბჭო აცნობებენ კომისიას, რომ ისინი ამას არ ეწინააღმდეგებიან. ევროპარლამენტისა და საბჭოს ინიციატივით ეს პერიოდი უნდა გაგრძელდეს სამი თვი

[https://legali.ge/law/5370050/muxli-44/](https://legali.ge/law/5370050/muxli-44/)

---

## მუხლი 45. საკომიტეტო პროცედურა

_თავი IX — დელეგირებული და განმახორციელებელი აქტები_

1. კომისიას დახმარება უნდა გაუწიოს ევროპის ფასიანი ქაღალდების კომიტეტმა, რომელიც შექმნილია კომისიის გადაწყვეტილებით 2001/528/EC[27]. ეს კომიტეტი უნდა იყოს კომიტეტი რეგულაციის (EU) No 182/2011 მნიშვნელობით.

2. იმ შემთხვევაში, როცა მითითება კეთდება ამ აბზაცზე, გამოიყენება რეგულაცია (EU) No 182/2011-ის მე-5 მუხლი.

თავი X

დასკვნითი დებულებე

[https://legali.ge/law/5370050/muxli-45/](https://legali.ge/law/5370050/muxli-45/)

---

## მუხლი 46. ძალადაკარგულად გამოცხადება

_თავი X — დასკვნითი დებულებები_

1. დირექტივა 2003/71/EC ცხადდება ძალადაკარგულად 2010 წლის 21 ივლისიდან, გარდა შემდეგის:

დირექტივა 2003/71/EC-ის მე-4(2) მუხლის პუნქტები (a) და (g), რომლებიც გაუქმებულია 2017 წლის 20 ივლისიდან; და

დირექტივა 2003/71/EC-ის 1(2)-ე მუხლის პუნქტი (h) და მე-3(2) მუხლის პირველი ქვეაბზაცის პუნქტი (e), რომლებიც გაუქმებულია 2018 წლის 21 ივლისიდან.

2. მითითებები დირექტივა 2003/71/Ec-ზე უნდა განიმარტოს, როგორც მითითებები წინამდებარე რეგულაციაზე და უნდა ინტერპრეტირებულ იქნეს წინამდებარე რეგულაციის მე-6 დანართში მოცემული კორელაციის ცხრილის შესაბამისად.

3. იმ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული პროსპექტების, რომელიც ახდენს დირექტივა 2003/71/EC-ის ტრანსპოზიციას 2019 წლის 21 ივლისამდე, ამ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით რეგულირება გრძელდება მათი მოქმედების ვადის დასრულებამდე ან 2019 წლის 21 ივლისიდან 12 თვის გასვლამდე (ამ ორიდან რომელიც პირველად მოხდება

[https://legali.ge/law/5370050/muxli-46/](https://legali.ge/law/5370050/muxli-46/)

---

## მუხლი 47. ESMA-ს ანგარიში პროსპექტების შესახებ

_თავი X — დასკვნითი დებულებები_

1. 21(6)-ე მუხლში მითითებული მექანიზმის მეშვეობით გასაჯაროებული დოკუმენტების საფუძველზე, ESMA-მ ყოველ წელს უნდა გამოქვეყნოს ანგარიში, რომელიც შეიცავს სტატისტიკას დამტკიცებული პროსპექტების შესახებ და შეტყობინებულია ევროკავშირში, და ტენდენციების ანალიზი, შემდეგის გათვალისწინებით:

ემიტენტების სახეობები, კერძოდ, მე-15(1) მუხლის პუნქტებში (a)-(d) მითითებული პირების კატეგორიები; და

ემისიების სახეობები, კერძოდ, შეთავაზებების საერთო ღირებულება, მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების სახეობები, ვაჭრობის ადგილის და დენომინაციების სახეობები.

2. პირველ აბზაცში ნახსენები ანგარიში, კერძოდ, უნდა მოიცავდეს შემდეგს:

იმ მოცულობის ანალიზი, რომლითაც მე-14 და მე-15 მუხლებში მითითებული გასაჯაროების რეჟიმები და მე-9 მუხლში მითითებული უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტი გამოიყენება მთელს ევროკავშირში;

სტატისტიკა ემისიის წინასწარი პროსპექტების და საბოლოო პირობების შესახებ, და ცალკე დოკუმენტებად ან ერთ დოკუმენტად შედგენილი პროსპექტების შესახებ;

სტატისტიკა საზოგადოებისთვის ფასიანი ქაღალდების საშუალო და საერთო ღირებულების შესახებ წინამდებარე რეგულაციის მიხედვით, იმ კომპანიების მიერ, რომელთა ფასიანი ქაღალდები არ არის საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული, იმ კომპანიების მიერ, რომელთა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაც ხდება მრავალმხრივ სავაჭრო სისტემებში, მათ შორის, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მზარდი ბაზრები, და კომპანიები, რომელთა ფასიანი ქაღალდები დაიშვება რეგულირებულ ბაზარზე სავაჭროდ. საჭიროების შემთხვევაში, ეს სტატისტიკა იძლევა ჩაშლილ მონაცემებს საზოგადოებისთვის თავდაპირველ შეთავაზებებსა და შემდგომ შეთავაზებებს შორის, და წილობრივ ფასიან ქაღალდებს და სასესხო ფასიან ქაღალდებს შორის.

სტატისტიკა 25-ე და 26-ე მუხლების შეტყობინების პროცედურებზე, მათ შორის, წევრი სახელმწიფოს მიხედვით შეტყობინებული დამტკიცების სერტიფიკატების რაოდენობის ჩაშლა პროსპექტებთან, სარეგისტრაციო დოკუმენტებთან და უნივერსალურ სარეგისტრაციო დოკუმენტებთან დაკავშირები

[https://legali.ge/law/5370050/muxli-47/](https://legali.ge/law/5370050/muxli-47/)

---

## მუხლი 48. გადასინჯვა

_თავი X — დასკვნითი დებულებები_

1. 2022 წლის 21 ივლისამდე კომისიამ ანგარიში უნდა წარუდგინოს ევროპარლამენტსა და კომისიას წინამდებარე რეგულაციის გამოყენების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო წინადადებების თანხლებით.

2. ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა შეფასდეს, პროსპექტის რეზიუმე, მე-14 და მე-15 მუხლებში მოცემული გასაჯაროების რეჟიმები და მე-9 მუხლში მითითებული უნივერსალური სარეგისტრაციო დოკუმენტი შესაბამისობას ინარჩუნებს თუ არა მათი ასახული განსახორციელებელი მიზნების თვალსაზრისით. კერძოდ, ანგარიშში უნდა შევიდეს შემდეგი:

პირების ევროკავშირის ზრდის შესახებ პროსპექტების რაოდენობა მე-15(1) მუხლის (a)-(d) პუნქტებში მითითებულ თითოეულ ოთხ კატეგორიაში და ამ თითოეული რაოდენობის და იმ პირების მიერ ვაჭრობის ადგილების არჩევის ტენდენციის ევოლუციის ანალიზი, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გამოიყენონ ევროკავშირის ზრდის შესახებ პროსპექტი;

იმის ანალიზი, ევროკავშირის ზრდის შესახებ პროსპექტში ამყარებს თუ არა სწორ ბალანსს ინვესტორის დაცვასა და იმ პირებისთვის ადმინისტრაციული ტვირთის შემცირებას შორის, რომლებსაც აქვთ მისი გამოყენების უფლებამოსილება.

3. მე-2 აბზაცში მითითებული ანალიზის საფუძველზე, ანგარიშში უნდა შეფასდეს ის, წინამდებარე რეგულაციის რომელიმე შესწორება აუცილებელია თუ არა უფრო მცირე ზომის კომპანიების მიერ კაპიტალის მობილიზების დამატებითი ხელშეწყობის მიზნით, ამასთან, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ინვესტორთა დაცვის საკმარისი დონე, მათ შორის, ის, საჭიროა თუ არა შესაბამის ზღვრულ მნიშვნელობებში შესწორების შეტანა.

4. ამის გარდა, ანგარიშში უნდა შეფასდეს, იურიდიული პირის საერთაშორისო საიდენტიფიკაციო კოდები და ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო საერთაშორისო კოდები შეიძლება თუ არა ემიტენტების მიერ, კერძოდ, კონკრეტულ მცირე და საშუალო მეწარმეებში მოპოვებულ იქნეს გონივრულ ფასად და გონივრულ დროში. ანგარიშში უნდა გათვალისწინებულ იქნეს მუხლში 20(13) მითითებული ექსპერტთა შეფასების შედეგებ

[https://legali.ge/law/5370050/muxli-48/](https://legali.ge/law/5370050/muxli-48/)

---

## მუხლი 49. ძალაში შესვლა და გამოყენება

_თავი X — დასკვნითი დებულებები_

1. წინამდებარე რეგულაცია ძალაში შედის მისი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს.

2. 44(2)-ე მუხლის შეუზღუდავად, წინამდებარე რეგულაცია გამოიყენება 2019 წლის 21 ივლისიდან, გარდა 1(3)-ე და 3(2)-ე მუხლებისა, რომლებიც გამოიყენება 2018 წლის 21 ივლისიდან და 1(5)-ე მუხლის პირველი ქვეაბზაცის პუნქტები (a), (b) და (c) და 1(5)-ე მუხლის მეორე ქვეაბზაცი, რომლებიც გამოიყენება 2017 წლის 20 ივლისიდან.

3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები 2019 წლის 21 ივლისისთვის მუხლების 11, 20(9), 31, 32 და 38-43 მოთხოვნების შესასრულებლად.

წინამდებარე რეგულაცია მთლიანობაში სავალდებულოა წევრი სახელმწიფოებისათვის და ის გამოიყენება უშუალოდ ყველა წევრ სახელმწიფოში.

შედგენილია სტრასბურგში, 2017 წლის 14 ივნისს.

ევროპარლამენტის სახელით

თავმჯდომარე

ა. ტაჯანი

საბჭოს სახელით

თავმჯდომარე

ჰ. დალი

დანართი I

პროსპექტი

რეზიუმე

დირექტორების, უფროსი მენეჯმენტის, მრჩეველებისა და აუდიტორების ვინაობა

მიზანს წარმოადგენს კომპანიის წარმომადგენლების და კომპანიის შეთავაზებასა ან სავაჭროდ დაშვებაში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირება; ესენი არიან პროსპექტის შედგენაზე პასუხისმგებელი და ფინანსური ანგარიშების აუდიტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები.

სტატისტიკური მონაცემებისა და მოსალოდნელი გეგმა-გრაფიკის შეთავაზება

მიზანს წარმოადგენს ძირითადი ინფორმაციის უზრუნველყოფა ნებისმიერი შეთავაზების ჩატარების და ამ ჩატარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თარიღების განსაზღვრის შესახებ.

სტატისტიკური მონაცემების შეთავაზება

მეთოდი და მოსალოდნელი გეგმა-გრაფიკი

ძირითადი ინფორმაცია

მიზანს წარმოადგენს ძირითადი ინფორმაციის შეჯამება კომპანიის ფინანსური მდგომარეობის, კაპიტალიზაციისა და რისკ ფაქტორების შესახებ. თუ დოკუმენტში შემავალი ფინანსური ანგარიშები ხელახლაა განცხადებული კომპანიის ჯგუფის სტრუქტურაში ან ბუღალტრული აღრიცხვის პოლიტიკაში არსებითი ცვლილებების ასახვის მიზნით, შერჩეული ფინანსური მონაცემები აგრეთვე ხელახლა უნდა განცხადდეს.

შერჩეული ფინანსური მონაცემები

კაპიტალიზაცია და დავალიანება (მხოლოდ წილობრივი ფასიანი ქაღალდებისთვის)

შეთავაზების მიზეზები და ამონაგების გამოყენება

რისკ ფაქტორები

ინფორმაცია კომპანიის შესახებ

მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის წარდგენა კომპანიის ბიზნეს ოპერაციების, მის მიერ წარმოებული პროდუტების ან შეთავაზებული მომსახურებების და იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც ბიზნეს საქმიანობაზე ახდენენ გავლენას. აგრეთვე გამიზნულია ინფორმაციის წარდგენა კომპანიის ქონების, დანადგარისა და აღჭურვილობის ადეკვატურობისა და შესაბამისობის შესახებ, აგრეთვე მისი გეგმები მომავალში სიმძლავრის გაზრდას ან შემცირებასთან დაკავშირებით.

კომპანიის ისტორია და განვითარება

ბიზნესის ზოგადი მიმოხილვა

ორგანიზაციული სტრუქტურა

ქონება, დანადგარი და მოწყობილობა

ოპერაციული და ფინანსური მიმოხილვა და პერსპექტივები

მიზანს წარმოადგენს მმართველობის მიერ იმ ფაქტორების განმარტების წარმოდგენა, რომლებმაც გავლენა მოახდინეს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე და ოპერაციების შედეგებზე იმ ისტორიული პერიოდებისთვის, რომლებსაც ითვალისწინებენ ფინანსური ანგარიშები, და მმართველობის მიერ იმ ფაქტორებისა და ტენდენციების შეფასება, რომლებიც, როგორც მოსალოდნელია, არსებით გავლენას მოახდენენ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობასა და ოპერაციების შედეგებზე მომავალში.

საოპერაციო შედეგები

ლიკვიდურობა და საკუთარი ფონდები

კვლევა და განვითარება, პატენტები და ლიცენზიები, და ა.შ.

ტენდენციები

დირექტორები, უფროსი მენეჯმენტი და თანამშრომლები

მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის უზრუნველყოფა კომპანიის დირექტორებისა და მმართველების შესახებ, რაც ინვესტორებს დაეხმარება მათი გამოცდილების, კვალიფიკაციისა და ანაზღაურების დონეების, აგრეთვე, კომპანიის შიგნით მათი ურთიერთობის შეფასებაში.

დირექტორები და უფროსი მენეჯმენტი

გასამრჯელო

საბჭოს საქმიანობები

თანამშრომლები

წილის ფლობა

მსხვილი აქციონერები და დაკავშირებული მხარის გარიგებები

მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის წარდგენა მსხვილ აქციონერებთან და იმ სხვა მხარეებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება აკონტროლებდნენ ან გავლენა ჰქონდეთ კომპანიაზე. ის აგრეთვე უზრუნველყოფს ინფორმაციას იმ გარიგებებთან დაკავშირებით, რომლებიც კომპპანიამ დადო კომპანიასთან აფილირებულ პირთან, და იმის შესახებ, ამ გარიგებების პირობები კომპანიისთვის სამართლიანია თუ არა.

მსხვილი აქციონერები

დაკავშირებული მხარის გარიგებები

ექსპერტებისა და მრჩევლების ინტერესები

ფინანსური ინფორმაცია

მიზანს წარმოადგენს იმის განსაზღვრა, რომელი ფინანსური ანგარიშები უნდა შევიდეს დოკუმენტში, აგრეთვე, მოცული პერიოდები, ფინანსური ანგარიშების ხანდაზმულობა და ფინანსური ხასიათის სხვა ინფორმაცია. ის სააღრიცხვო და აუდიტის ჩატარების პრინციპები, რომელთა ფინანსური ანგარიშების მომზადებისა და აუდიტის ჩატარებისას გამოყენებაზეც თანხმობა იქნება ნათქვამი, განისაზღვრება საერთაშორისო სააღრიცხვო და აუდიტის ჩატარების სტანდარტების შესაბამისად.

კონსოლიდირებული ანგარიშები და სხვა ფინანსური ინფორმაცია

მნიშვნელოვანი ცვლილებები

შეთავაზების და სავაჭროდ დაშვების დეტალები

მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის უზრუნველყოფა ფასიანი ქაღალდების შეთავაზებასა და სავაჭროდ დაშვებასთან, ფასიანი ქაღალდების განაწილების გეგმასთან და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეთავაზება და სავაჭროდ დაშვება

განაწილების გეგმა

ბაზრები

იმ ფასიანი ქაღალდების მფლობელები, რომლებიც ყიდიან

განზავება (მხოლოდ წილობრივი ფასიანი ქაღალდებისთვის)

ემისიის ხარჯები

დამატებითი ინფორმაცია

მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის წარდგენა, რომლის უმეტესობა არის კანონით დადგენილი ხასიათის, რომელიც პროსპექტში სხვაგან არ არის გათვალისწინებული.

სააქციო კაპიტალი

მემორანდუმი და სადამფუძნებლო დოკუმენტი

მატერიალური ხელშეკრულებები

გაცვლის კონტროლი

გაფრთხილება საგადასახადო შედეგების შესახებ

დივიდენდები და ანგარიშსწორების აგენტები

ექსპერტების განცხადება

ექსპონირებული დოკუმენტები

სუბსიდიარული ინფორმაცია

დანართი II

სარეგისტრაციო დოკუმენტაცია

დირექტორების, უფროსი მენეჯმენტის, მრჩეველებისა და აუდიტორების ვინაობა

მიზანს წარმოადგენს კომპანიის წარმომადგენლების და კომპანიის შეთავაზებასა ან სავაჭროდ დაშვებაში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირება; ესენი არიან პროსპექტის შედგენაზე პასუხისმგებელი და ფინანსური ანგარიშების აუდიტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები.

ძირითადი ინფორმაცია ემიტენტის შესახებ

მიზანს წარმოადგენს ძირითადი ინფორმაციის შეჯამება კომპანიის ფინანსური მდგომარეობის, კაპიტალიზაციისა და რისკ ფაქტორების შესახებ. თუ დოკუმენტში შემავალი ფინანსური ანგარიშები ხელახლაა განცხადებული კომპანიის ჯგუფის სტრუქტურაში ან ბუღალტრული აღრიცხვის პოლიტიკაში არსებითი ცვლილებების ასახვის მიზნით, შერჩეული ფინანსური მონაცემები აგრეთვე ხელახლა უნდა განცხადდეს.

შერჩეული ფინანსური მონაცემები

კაპიტალიზაცია და დავალიანება (მხოლოდ წილობრივი ფასიანი ქაღალდებისთვის)

ემიტენტთან დაკავშირებული რისკ ფაქტორები

ინფორმაცია კომპანიის შესახებ

მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის წარდგენა კომპანიის ბიზნეს ოპერაციების, მის მიერ წარმოებული პროდუტების ან შეთავაზებული მომსახურებების და იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც ბიზნეს საქმიანობაზე ახდენენ გავლენას. აგრეთვე გამიზნულია ინფორმაციის წარდგენა კომპანიის ქონების, დანადგარისა და აღჭურვილობის ადეკვატურობისა და შესაბამისობის შესახებ, აგრეთვე მისი გეგმები მომავალში სიმძლავრის გაზრდას ან შემცირებასთან დაკავშირებით.

კომპანიის ისტორია და განვითარება

ბიზნესის ზოგადი მიმოხილვა

ორგანიზაციული სტრუქტურა

ქონება, დანადგარები და მოწყობილობა

ოპერაციული და ფინანსური მიმოხილვა და პერსპექტივები

მიზანს წარმოადგენს მმართველობის მიერ იმ ფაქტორების განმარტების წარმოდგენა, რომლებმაც გავლენა მოახდინეს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე და ოპერაციების შედეგებზე იმ ისტორიული პერიოდებისთვის, რომლებსაც ითვალისწინებენ ფინანსური ანგარიშები, და მმართველობის მიერ იმ ფაქტორებისა და ტენდენციების შეფასება, რომლებიც, როგორც მოსალოდნელია, არსებით გავლენას მოახდენენ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობასა და ოპერაციების შედეგებზე მომავალში.

საოპერაციო შედეგები

ლიკვიდურობა და საკუთარი ფონდები

კვლევა და განვითარება, პატენტები და ლიცენზიები, და ა.შ.

ტენდენციები

დირექტორები, უფროსი მენეჯმენტი და თანამშრომლები

მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის უზრუნველყოფა კომპანიის დირექტორებისა და მმართველების შესახებ, რაც ინვესტორებს დაეხმარება მათი გამოცდილების, კვალიფიკაციისა და ანაზღაურების დონეების, აგრეთვე, კომპანიის შიგნით მათი ურთიერთობის შეფასებაში.

დირექტორები და უფროსი მენეჯმენტი

გასამრჯელო

საბჭოს საქმიანობები

თანამშრომლები

წილის ფლობა

მსხვილი აქციონერები და დაკავშირებული მხარის გარიგებები

მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის წარდგენა მსხვილ აქციონერებთან და იმ სხვა მხარეებთან დაკავშირებით, რომლებიც შეიძლება აკონტროლებდნენ ან გავლენა ჰქონდეთ კომპანიაზე. ის აგრეთვე უზრუნველყოფს ინფორმაციას იმ გარიგებებთან დაკავშირებით, რომლებიც კომპპანიამ დადო კომპანიასთან აფილირებულ პირთან, და იმის შესახებ, ამ გარიგებების პირობები კომპანიისთვის სამართლიანია თუ არა.

მსხვილი აქციონერები

დაკავშირებული მხარის გარიგებები

ექსპერტებისა და მრჩევლების ინტერესები

ფინანსური ინფორმაცია

მიზანს წარმოადგენს იმის განსაზღვრა, რომელი ფინანსური ანგარიშები უნდა შევიდეს დოკუმენტში, აგრეთვე, მოცული პერიოდები, ფინანსური ანგარიშების ხანდაზმულობა და ფინანსური ხასიათის სხვა ინფორმაცია. ის სააღრიცხვო და აუდიტის ჩატარების პრინციპები, რომელთა ფინანსური ანგარიშების მომზადებისა და აუდიტის ჩატარებისას გამოყენებაზეც თანხმობა იქნება ნათქვამი, განისაზღვრება საერთაშორისო სააღრიცხვო და აუდიტის ჩატარების სტანდარტების შესაბამისად.

კონსოლიდირებული ანგარიშები და სხვა ფინანსური ინფორმაცია

მნიშვნელოვანი ცვლილებები

დამატებითი ინფორმაცია

მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის წარდგენა, რომლის უმეტესობა არის კანონით დადგენილი ხასიათის, რომელიც პროსპექტში სხვაგან არ არის გათვალისწინებული.

სააქციო კაპიტალი

მემორანდუმი და სადამფუძნებლო დოკუმენტი

მატერიალური ხელშეკრულებები

ექსპერტების განცხადება

ექსპონირებული დოკუმენტები

სუბსიდიარული ინფორმაცია

დანართი III

ფასიანი ქაღალდების დოკუმენტი

დირექტორების, უფროსი მენეჯმენტის, მრჩეველებისა და აუდიტორების ვინაობა

მიზანს წარმოადგენს კომპანიის წარმომადგენლების და კომპანიის შეთავაზებასა ან სავაჭროდ დაშვებაში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირება; ესენი არიან პროსპექტის შედგენაზე პასუხისმგებელი და ფინანსური ანგარიშების აუდიტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები.

სტატისტიკური მონაცემებისა და მოსალოდნელი გეგმა-გრაფიკის შეთავაზება

მიზანს წარმოადგენს ძირითადი ინფორმაციის უზრუნველყოფა ნებისმიერი შეთავაზების ჩატარების და ამ ჩატარებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თარიღების განსაზღვრის შესახებ.

სტატისტიკური მონაცემების შეთავაზება

მეთოდი და მოსალოდნელი გეგმა-გრაფიკი

ძირითადი ინფორმაცია ემიტენტის შესახებ

მიზანს წარმოადგენს ძირითადი ინფორმაციის შეჯამება კომპანიის ფინანსური მდგომარეობის, კაპიტალიზაციისა და რისკ ფაქტორების შესახებ. თუ დოკუმენტში შემავალი ფინანსური ანგარიშები ხელახლაა განცხადებული კომპანიის ჯგუფის სტრუქტურაში ან ბუღალტრული აღრიცხვის პოლიტიკაში არსებითი ცვლილებების ასახვის მიზნით, შერჩეული ფინანსური მონაცემები აგრეთვე ხელახლა უნდა განცხადდეს.

კაპიტალიზაცია და დავალიანება (მხოლოდ წილობრივი ფასიანი ქაღალდებისთვის)

ინფორმაცია სამუშაო კაპიტალის შესახებ (მხოლოდ წილობრივი ფასიანი ქაღალდებისთვის)

შეთავაზების მიზეზები და ამონაგების გამოყენება

რისკ ფაქტორები

ძირითადი ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების შესახებ

მიზანს წარმოადგენს ძირითადი ინფორმაციის წარდგენა საზოგადოებისთვის შესათავაზებელი ან/და სავაჭროდ დასაშვები ფასიანი ქაღალდების შესახებ.

იმ ფასიანი ქაღალდების სახეობის და კლასის აღწერილობა, რომელთა შეთავაზება ხდება საზოგადოებისთვის ან/და რომლებიც სავაჭროდ დაიშვება

გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ვალუტა

ფასიანი ქაღალდების შეფარდებითი უფროსობა ემიტენტის კაპიტალის სტრუქტურაში ემიტენტის გადახდისუუნარობის შემთხვევაში, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაცია ფასიანი ქაღალდების სუბორდინაციის დონის და ინვესტიციაზე პოტენციური ზემოქმედების შესახებ დირექტივა 2014/59/EU-ით დადგენილების შემთხვევაში.

დივიდენდის გადახდის პოლიტიკა, გადასახდელ პროცენტთან დაკავშირებული დებულებები ან საბაზისო ფასიანი ქაღალდის აღწერა, მათ შორის, ის მეთოდი, რომელიც გამოიყენება საბაზისო ფასიანი ქაღალდის და განაკვეთის დასაკავშირებლად, და მითითება იმ შემთხვევაში, როცა საბაზისო ფასიანი ქაღალდის ადრინდელი და სამომავლო შესრულების და მისი ცვალებადობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება შეიძლება

ფასიან ქაღალდებზე დართული ნებისმიერი უფლების აღწერა, მათ შორის, ამ უფლებების ნებისმიერი შეზღუდვების, და ამ უფლებების განხორციელების პროცედურა

ექსპერტთა ინტერესები

მიზანს წარმოადგენს იმ გარიგებასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა, რომელიც კომპანიამ დადო დასაქმებულ ექსპერტებთან ან მრჩევლებთან შესაძლო სამომავლო გარემოებების საფუძველზე.

შეთავაზებისა და სავაჭროდ დაშვების დეტალები

მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის უზრუნველყოფა ფასიანი ქაღალდების შეთავაზებასა და სავაჭროდ დაშვებასთან, ფასიანი ქაღალდების განაწილების გეგმასთან და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეთავაზება და სავაჭროდ დაშვება

განაწილების გეგმა

ბაზრები

ფასიანი ქაღალდების გაყიდვა მფლობელები

განზავება (მხოლოდ წილობრივი ფასიანი ქაღალდებისთვის)

ემისიის ხარჯები

დამატებითი ინფორმაცია

მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის წარდგენა, რომლის უმეტესობა არის კანონით დადგენილი ხასიათის, რომელიც პროსპექტში სხვაგან არ არის გათვალისწინებული.

გაცვლის კონტროლი

გაფრთხილება საგადასახადო შედეგების შესახებ

დივიდენდები და ანგარიშსწორების აგენტები

ექსპერტების განცხადება

ექსპონირებული დოკუმენტები

დანართი IV

სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ევროკავშირის ზრდის შესახებ პროსპექტისთვის

პასუხისმგებლობა სარეგისტრაციო დოკუმენტაციაზე

მიზანს წარმოადგენს ემიტენტისა და მისი წარმომადგენლების და კომპანიის შეთავაზებაში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირება; ესენი არიან სარეგისტრაციო დოკუმენტის შედგენაზე პასუხისმგებელი პირები.

სტრატეგია, შესრულება და ბიზნესგარემო

მიზანს წარმოადგენს ინფორმირება განვითარებასა და სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით კომპანიის სტრატეგიისა და მიზნების შესახებ, და ინფორმაციის მიწოდება კომპანიის საქმიანი ოპერაციების, მის მიერ წარმოებული პროდუქტების ან უზრუნველყოფილი მომსახურებების, მისი ინვესტიციების და იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ ბიზნეს საქმიანობაზე. ამის გარდა, უნდა ჩართულ იქნეს კომპანიის შესაბამისი რისკ ფაქტორები და ტენდენციის შესახებ სათანადო ინფორმაცია.

კორპორატიული მმართველობა

მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის უზრუნველყოფა კომპანიის დირექტორებისა და მმართველების შესახებ, რაც ინვესტორებს დაეხმარება მათი გამოცდილების, კვალიფიკაციისა და ანაზღაურების დონეების, აგრეთვე, კომპანიის შიგნით მათი ურთიერთობის შეფასებაში.

ფინანსური ანგარიშები და შესრულების შეფასების მთავარი ინდიკატორები

მიზანს წარმოადგენს იმის განსაზღვრა, რომელი ფინანსური ანგარიშები და შესრულების შეფასების ძირითადი ინდიკატორები უნდა შევიდეს დოკუმენტში, რომელიც მოიცავს ბოლო ორ ფინანსურ წელს (წილობრივი ფასიანი ქაღალდებისთვის) ან ბოლო ფინანსურ წელს (სასესხო ფასიანი ქაღალდებისთვის) ან ისეთ უფრო მოკლე პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ემიტენტი მუშაობს.

ოპერაციული და ფინანსური განხილვა (მხოლოდ კომპანიების მიერ გამოშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდებისთვის, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაცია აღემატება 200 000 000 ევროს).

მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის წარდგენა ფინანსური მდგომარეობის და ოპერაციის შედეგების შესახებ, თუ დირექტივა 2013/34/EU-ის მე-19 და 29-ე მუხლების შესაბამისად ისტორიული ფინანსური ინფორმაციით გათვალისწინებული პერიოდებისთვის წარდგენილი და მომზადებული ანგარიშები არაა შეტანილი ევროკავშირის ზრდის შესახებ პროსპექტში.

ინფორმაცია აქციონერების შესახებ

მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის წარდგენა სამართალწარმოებებისა და საარბიტრაჟო წარმოებების, ინტერესთა კონფლიქტების და შესაბამისი მხარის გარიგებების, აგრეთვე, სააქციო კაპიტალის შესახებ.

დანართი V

ფასიანი ქაღალდების დოკუმენტი ევროკავშირის ზრდის შესახებ პროსპექტისთვის

პასუხისმგებლობა ფასიანი ქაღალდების დოკუმენტზე

მიზანს წარმოადგენს ემიტენტისა და მისი წარმომადგენლების და კომპანიის შეთავაზებასა ან სავაჭროდ დაშვებაში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირება; ესენი არიან პროსპექტის შედგენაზე პასუხისმგებელი პირები.

საბრუნავი კაპიტალის შესახებ ანგარიში და კაპიტალიზაციისა და დავალიანების შესახებ ანგარიში (მხოლოდ კომპანიების მიერ გამოშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდებისთვის, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაცია აღემატება 200 000 000 ევროს).

მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის წარდგენა ემიტენტის კაპიტალიზაციის და დავალიანების და იმის შესახებ, საბრუნავი კაპიტალი საკმარისია თუ არა ემიტენტის მიმდინარე მოთხოვნებისთვის, ან თუ არა, რა წინადადებით გამოდის ემიტენტი საჭირო დამატებითი სამუშაო კაპიტალის უზრუნველსაყოფად.

ფასიანი ქაღალდების პირობები

მიზანს წარმოადგენს ძირითადი ინფორმაციის წარდგენა ფასიანი ქაღალდების პირობებთან დაკავშირებით, და ფასიან ქაღალდებზე დართული ნებისმიერი უფლების აღწერილობის წარდგენა. ამის გარდა, უნდა ჩართულ იქნეს ფასიანი ქაღალდების შესაბამისი რისკ ფაქტორები.

შეთავაზებისა და მოსალოდნელი განრიგის დეტალები

მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის წარდგენა შეთავაზებასთან და საჭიროების შემთხვევაში, მრავალმხრივ სავაჭრო სისტემებში სავაჭროდ დაშვებასთან დაკავშირებით, მათ შორის, შეთავაზების საბოლოო ფასი და ფასიანი ქაღალდების ოდენობა (იქნება ეს ფასიანი ქაღალდების რაოდენობით თუ გაერთიანებული ნომინალური ოდენობით), რომლებიც შეთავაზებული იქნება, შეთავაზების მიზეზები, ფასიანი ქაღალდების განაწილების გეგმა, შეთავაზების ამონაგების გამოყენება, ემისიის და შეთავაზების ხარჯები, და განზავება (მხოლოდ წილობრივი ფასიანი ქაღალდებისთვის).

ინფორმაცია გარანტის შესახებ

მიზანს წარმოადგენს ფასიანი ქაღალდების გარანტის შესახებ ინფორმაციის წარდგენა, საჭიროების შემთხვევაში, მათ შორის, ძირითადი ინფორმაცია ფასიან ქაღალდებზე დართული გარანტიის, რისკ ფაქტორების შესახებ და გარანტის შესაბამისი ფინანსური ინფორმაცია.

დანართი VI

კორელაციის ცხრილი

(მითითებულია 46-ე მუხლში)

დირექტივა 2003/71/EC

წინამდებარე რეგულაც

[https://legali.ge/law/5370050/muxli-49/](https://legali.ge/law/5370050/muxli-49/)

---

## მუხლი 33. —

_თავი X — დასკვნითი დებულებები_

[1] ოფიციალური ჟურნალი C 195, 2.6.2016, გვ. 1.

[2] ოფიციალური ჟურნალი C 177, 18.5.2016, გვ. 9.

[3]ევროპარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის პოზიცია (რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ჟურნალში) და საბჭოს 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება.

[4] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003 წლის 4 ნოემბრის დირექტივა 2003/71/EC იმ პროსპექტების შესახებ, რომლებიც უნდა გამოქვეყნდეს ფასიანი ქაღალდების საზოგადოებისთვის შეთავაზებისას ან სავაჭროდ დაშვებისას, რომლითაც შესწორება შედის დირექტივა 2001/34/EC-ში (ოფიციალური ჟურნალი L 345, 31.12.2004, გვ. 64).

[5]ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 24 ნოემბრის დირექტივა 2010/73/EU, რომლითაც შესწორება შედის დირექტივა 2003/71/EC-ში გამოსაქვეყნებელი პროსპექტის შესახებ, როცა ხდება ფასიანი ქაღალდების შეთავაზება საზოგადოებისთვის ან სავაჭროდ დაშვება, და დირექტივა 2004/109/Ec-ში იმ ემიტენტების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებული გამჭვირვალობის მოთხოვნების ჰარმონიზაციის შესახებ, რომელთა ფასიანი ქაღალდები დაიშვება სავაჭროდ რეგულირებულ ბაზარზე (ოფიციალური ჟურნალი L 327, 11.12.2010, გვ. 1).

[6]ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 21 დეკემბრის დირექტივა 2004/25/EC მსხვილი პაკეტის ნასყიდობის შესახებ საჯარო შეთავაზების შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 142, 30.4.2004, გვ. 12).

[7] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 15 მაისის დირექტივა 2014/59/EU, რომლითაც იქმნება საკრედიტო დაწესებულებებისა და საინვესტიციო კომპანიის აღდგენისა და გადაწყვეტილების ჩარჩო და შესწორება შედის  საბჭოს დირექტივა 82/891/EEC-ში, და ევროპარლამენტის და საბჭოს დირექტივებში 2001/24/EC, 2002/47/EC, 2004/25/EC, 2005/56/EC, 2007/36/EC, 2011/35/EU, 2012/30/EU და 2013/36/EU, და რეგულაციებში (EU) No 1093/2010 და (EU) No 648/2012 (ოფიციალური ჟურნალი L 173, 12.6.2014, გვ. 190).

[8] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 26 ნოემბრის რეგულაცია (EU) No 1286/2014  საცალო ვაჭრობისათვის დაფასოებული და დაზღვევაზე დამყარებული საინვესტიციო პროდუქტები (PRIIPs) (ოფიციალური ჟურნალი L 352, 9.12.2014, გვ. 1).

[9] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 15 დეკემბრის დირექტივა 2004/109/EC იმ ემიტენტების შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებული გამჭვირვალობის მოთხოვნების ჰარმონიზაციის შესახებ, რომელთა ფასიანი ქაღალდები დაიშვება სავაჭროდ რეგულირებულ ბაზრობაზე და რომლითაც შესწორება შედის დირექტივა 2001/34/EC-ში (ოფიციალური ჟურნალი L 390, 31.12.2004, გვ. 38).

[10] ევროპარლამენტის და საბჭოს 2014 წლის 16 აპრილის რეგულაცია (EU) No 596/2014 ბაზრის წესების ბოროტად გამოყენება/დარღვევის შესახებ (ბაზრის წესების ბოროტად გამოყენების რეგულაცია), რომლითაც უქმდება ევროპარლამენტის და საბჭოს დირექტივა 2003/6/EC და კომისიის დირექტივები 2003/124/EC, 2003/125/EC და 2004/72/EC (ოფიციალური ჟურნალი L 173, 12.6.2014, გვ. 1).

[11] ევროპარლამენტის და საბჭოს 2014 წლის 15 მაისის დირექტივა 2014/65/EU ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრების შესახებ, რომლითაც შესწორება შედის დირექტივა 2002/92/EC-ში და დირექტივა 2011/61/EU-ში (ოფიციალური ჟურნალი L 173, 12.6.2014, გვ. 349).

[12] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 24 ნოემბრის რეგულაცია (EU) No 1095/2010, რომელიც აფუძნებს ევროპის საზედამხედველო ორგანოს (ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიას), შესწორება შეაქვს გადაწყვეტილება No 716/2009/EC-ში და აუქმებს კომისიის გადაწყვეტილება 2009/77/EC-ს (ოფიციალური ჟურნალი L 331, 15.12.2010, გვ. 84).

[13]ევროპარლამენტისა და საბჭოს 2016 წლის 27 აპრილის რეგულაცია (EU) 2016/679 ფიზიკური პირების დაცვის შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით და ამ მონაცემების თავისუფალი მიმოქცევის შესახებ, რომლითაც უქმდება დირექტივა 95/46/EC (ოფიციალური ჟურნალი L 119, 4.5.2016, გვ. 1).

[14]ევროპარლამენტისა და საბჭოს 2000 წლის 18 დეკემბრის რეგულაცია (EC) No 45/2001 პირების დაცვის შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით ევროგაერთიანების დაწესებულებისა და ორგანოების მიერ და ამ მონაცემების თავისუფალი მიმოქცევის შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 8, 12.1.2001, გვ. 1).

[15]ოფიციალური ჟურნალი L 123, 12.5.2016, გვ. 1.

[16] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2011 წლის 16 თებერვლის რეგულაცია (EU) No 182/2011, რომელიც ადგენს წევრი სახელმწიფოების მიერ კომისიის განმახორციელებელ უფლებამოსილებათა გამოყენების კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებულ წესებსა და საერთო პრინციპებს (ოფიციალური ჟურნალი L 55, 28.2.2011, გვ. 13).

[17] საბჭოს 1980 წლის 17 მარტის დირექტივა 80/390/EEC, რომელიც ახდენს იმ ლისტინგის დეტალების შედგენის, დაწვრილებით შესწავლისა და გავრცელების მოთხოვნებს, რომლებიც უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალური საფონდო ბირჟის ლისტინგში ფასიანი ქაღალდების დასაშვებად
(ოფიციალური ჟურნალი L 100, 17.4.1980, გვ. 1).

[18] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001 წლის 28 მაისის დირექტივა 2001/34/EC ოფიციალური საფონდო ბირჟის ლისტინგში ფასიანი ქაღალდების დაშვებისა და ამ ფასიანი ქაღალდების შესახებ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის შესახებ
(ოფიციალური ჟურნალი L 184, 6.7.2001, გვ. 1).

[19]ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის რეგულაცია (EU) No 575/2013 საკრედიტო დაწესებულებებისა და საინვესტიციო კომპანიებისთვის პრუდენციულ მოთხოვნებზე, რომლითაც შესწორება შედის რეგულაცია (EU) No 648/2012-ში (ოფიციალური ჟურნალი L 176, 27.6.2013, გვ. 1).

[20] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 25 ნოემბრის დირექტივა 2009/138/EC დაზღვევისა და გადაზღვევის საქმიანობის წამოწყებისა და განხორციელების შესახებ (გადახდისუნარიანობა II) (ოფიციალური ჟურნალი L 335, 17.12.2009, გვ. 1).

[21] კომისიის 2004 წლის 29 აპრილის რეგულაცია (EC) No 809/2004, რომელიც ახორციელებს ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2003/71/EC-ს იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც შედის პროსპექტში, აგრეთვე ამ პროსპექტების ფორმატთან, მითითებით გაერთიანებასთან და გამოქვეყნებასთან და რეკლამების გავრცელებასთან დაკავშირებით (ოფიციალური ჟურნალი L 149, 30.4.2004, გვ. 1).

[22] ევროპარლამენტის და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის დირექტივა 2013/34/EU გარკვეული სახის კომპანიების წლიური ფინანსური ანგარიშების, კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშების და მასთან დაკავშირებული ანგარიშების შესახებ, რომლითაც შესწორება შედის ევროპარლამენტის და საბჭოს დირექტივა 2006/43/EC-ში და რომლითაც უქმდება საბჭოს დირექტივები 78/660/EEC და 83/349/EEC (ოფიციალური ჟურნალი L 182, 29.6.2013, გვ. 19).

[23]ევროპარლამენტის და საბჭოს 2007 წლის 11 ივლისის დირექტივა 2007/36/EC საფონდო ბირჟის ლისტინგში სავაჭროდ დაშვებული კომპანიების აქციონერების გარკვეული უფლებების განხორციელების შესახებ (ოფიციალური ჟურნალი L 184, 14.7.2007, გვ. 17).

[24] ევროპარლამენტის და საბჭოს 2011 წლის 8 ივნისის დირექტივა 2011/61/EU ალტერნატიული საინვესტიციო ფონდის მმართველების შესახებ, რომლითაც შესწორება შედის დირექტივებში 2003/41/EC და 2009/65/EC და რეგულაციებში (EC) No 1060/2009 და (EU) No 1095/2010 (ოფიციალური ჟურნალი L 174, 1.7.2011, გვ. 1).

[25] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2015 წლის 20 მაისის დირექტივა (EU) 2015/849 ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნებისთვის ფინანსური სისტემის გამოყენების პრევენციის შესახებ, რომლითაც შესწორება შედის ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაცია (EU) No 648/2012-ში და რომლითაც უქმდება ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა 2005/60/EC და კომისიის დირექტივა 2006/70/EC (ოფიციალური ჟურნალი L 141, 5.6.2015, გვ. 73).

[26]ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 15 მაისის რეგულაცია (EU) No 600/2014 ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრების შესახებ, რომლითაც შესწორება შედის რეგულაცია (EU) No 648/2012-ში (ოფიციალური ჟურნალი L 173, 12.6.2014, გვ. 84).

[27] კომისიის 2001 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება 2001/528/EC, რომელიც აფუძნებს ევროპის ფასიანი ქაღალდების კომიტეტს (ოფიციალური ჟურნალი L 191, 13.7.2001, გვ. 45

[https://legali.ge/law/5370050/muxli-33-5/](https://legali.ge/law/5370050/muxli-33-5/)
