,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2022 წლის 28 იანვარი დაბა სტეფანწმინდა |
1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება გაიცემა ახალშობილთა ოჯახებისთვის:
ა). პირველი შვილის დაბადებაზე – 500 ლარი;
ბ). მეორე შვილის დაბადებაზე – 600 ლარი;
გ). მესამე შვილის დაბადებაზე – 700 ლარი;
დ). მეოთხე შვილის დაბადებაზე – 1000 ლარი;
ე). მეხუთე შვილის დაბადებაზე – 1500 ლარი;
ვ). მეექვსე და ყოველი შემდგომი შვილის დაბადებაზე დაემატოს 500 ლარი;
ზ). ტყუპი შვილის დაბადებაზე – 1000 ლარი“;
2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები სოციალური შემწეობის მიმღები, ობოლი, მრავალშვილიანი ოჯახისა და სკოლის მედალოსანი სტუდენტების სწავლის დაფინანსება აკრედიტებულ/ავტორიზებულ სასწავლებლებში, აგრეთვე იმ ოჯახების, სადაც ორი და მეტი სტუდენტია, დაფინანსებას მიიღებენ სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ბოლო სამი წელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებსა და გიმნაზიაში, ხოლო სტუდენტების ასაკი არ აღემატება 28 წელს.“;
3. დადგენილების პირველის მუხლით დამტკიცებული დანართის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სოციალური შემწეობის მიმღებ, ობოლ და მრავალშვილიანი ოჯახის სტუდენტებს სწავლის საფასური თითოეულ სტუდენტს დაუფინანსდება 80%-ით ( ყოველწლიური სწავლის საფასურის 2250 ლარის 80%), ხოლო სკოლის ოქროს მედალოსან სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება 100%- ით (სწავლის საფასური 2250 ლარი). აგრეთვე იმ ოჯახებს, სადაც არის ორი და მეტი სტუდენტი ან ოქროს მედალოსანი, რომლებიც მიიღებენ სახელმწიფო დაფინასებას, სწავლის საფასურით თითოეული სტუდენტი დაფინანსდება დარჩენილი თანხის 80%-ით, ხოლო ოქროს მედალოსანი100%- ით გაიცეს ყოველწლიური ფულადი დახმარება სკოლის ოქროს მედალოსანზე სტუდენტობის პერიოდში 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ვერცხლის მედალოსანზე 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი დამადასტურებული დოკუმენტის- მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე.“;
4. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართის მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დახმარება გაიცემა უდედმამო 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ.“;
5. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ა. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა. ჰემოდიალეზზე მყოფ პაციენტებს ყოველთვიურად მიეცემათ დახმარება 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.01.2022.
- როდის იქნა მიღებული „,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 28.01.2022. მიმღები ორგანო — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 090020020.35.151.016332.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.01.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 28 თებერვლის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №2, 28.01.2022, სარეგისტრაციო კოდი 090020020.35.151.016332 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5370461/