“ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 1999 წლის 8 სექტემბრის №6 დადგენილებით დამტკიცებულ “ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესსა და მეთოდოლოგიაში” დამატების და ცვლილების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.14.011.005.281
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის (სემეკ)
დადგენილება № 8
2002 წლის 7 მაისი
ქ. თბილისი
სემეკ-ის 1999 წლის 8 სექტემბრის № 6 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესსა და მეთოდოლოგიაში“ დამატების და ცვლილების შეტანის შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და 43-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ დაადგინა:
1. სემეკ-ის 1999 წლის 8 სექტემბრის №6 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესსა და მეთოდოლოგიაში“ შევიდეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
ა. დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესსა და მეთოდოლოგიას“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:
„მუხლი 111 . ბუნებრივი გაზის დანაკარგები
1. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების ქსელში დანაკარგების დასაშვებ სიდიდეს, რომელიც ტარიფში იქნება გათვალისწინებული, გადაწყვეტილებით ამტკიცებს სემეკ-ი.
2. ბუნებრივი გაზის დანაკარგების დადგენა ხდება შემდეგი მახასიათებლების გათვალისწინებით:
ა) გაზსადენის სიგრძე;
ბ) ბუნებრივი გაზის წნევა;
გ) გაზმარეგულირებელი პუნქტების ჩამკეტი მოწყობილობების და გაზმომმარაგებელი სისტემის აღრიცხვიანობის მდგომარეობა;
დ) გაზსადენში გატარებული გაზის მოცულობა;
ე) ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასი.
3. დანაკარგების დადგენა ხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი მონაცემებისა და ექსპერტული შეფასების საფუძველზე.“;
ბ. მე-19 მუხლში შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატება :
ბ.ა. მე-19 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. ტარიფების კორექტირება სავალუტო კურსის და ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასის ცვლილებათა მიხედვით“;
ბ.ბ. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მეორე აბზაცის ბოლო ორი წინადადების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტარიფის კორექტირება ხდება იმ შემთხვევაში, თუ ვალუტის კურსის ცვლილება აღემატება 5%-ს.“;
ბ.გ. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის მეორე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასის ცვლილების შესაბამისად შეიძლება მიწოდების, ტრანსპორტირების, განაწილების და მოხმარების ტარიფების კორექტირება, რადგან შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯები ტრანსპორტირებისა და განაწილების ტარიფებში აისახება არაპირდაპირი გზით დანაკარგების ანაზღაურების სახით.“.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე ელ. ერისთავი