ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№02
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.144.016398
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/02/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №02

2022 წლის 28 იანვარი

ქ. ქარელი

 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“  63-ე მუხლისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 10/07/2017 სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.144.016277) „ქარელის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ დამტკიცებულ დანართ №1-ში ,,ქარელის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებაში“:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-3  მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„1. საბჭოს შემადგენლობა არ შეიძლება იყოს 9-ზე ნაკლები. საბჭო შედგება საბჭოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების, მდივნისა და სხვა წევრებისგან.“

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-3  მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„2. საბჭოს თავმჯდომარეა საკრებულოს თავმჯდომარე, ან მისი დავალებით ერთ-ერთი მოადგილე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.“

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-3  მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„3. საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან: საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეები, მერიის გენდერული თანასწორობის საკითხზე პასუხისმგებელი პირი, აგრეთვე მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მიერ (მისი არსებობის შემთხვევაში), ან მუნიციპალიტეტში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი წარდგინებით არჩეული წარმომადგენლები.“

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3  მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„4. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგის პროექტს ადგენს საბჭოს მდივანი, რომელსაც საბჭოს შემადგენლობიდან ირჩევენ საბჭოს წევრები, საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, ხმათა უმრავლესობით.“

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ შუბითიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.01.2022.
როდის იქნა მიღებული „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებების შეტანის შესახებ“?
„ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 28.01.2022. მიმღები ორგანო — ქარელის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №02. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.144.016398.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.01.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ივნისის №9 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცვლილებების შეტანის შესახებ“, №02, 28.01.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.144.016398 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5371242/