ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.01.2022
ძალაში შესვლა 01.04.2022
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №05
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.133.016332
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/02/2022
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება
№05
2022 წლის 31 იანვარი
ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1.
დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
2.
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 მარტის №20 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე www.matsne.gov.ge,03/04/2018წ. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.133.016255).
3.
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 01 აპრილიდან.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზ ირემაძე
დანართი
მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია მერის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და ხელმძღვანელთა მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამსახური შეიძლება იყენებდეს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით.
5. სამსახურს შეიძლება ჰქონდეს დამღა, ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით, რომლის გამოყენებით დასტურდება სამსახურის მიერ იურიდიული მნიშვნელობის ქმედების განხორციელება.
6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ.ბათუმი, დიდაჭარის ქუჩა №23.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა და სამსახურის განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის განყოფილებებია:
ა) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება;
ბ) სოციალური პროგრამების მართვის განყოფილება;
გ) სოციალური, ბავშვთა ზრუნვისა და მხარდაჭერის განყოფილება.
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაო აღწერილობით. ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების ხელმძღვანელისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და სამუშაო აღწერილობით. განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.
7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერული განვითარების წესები განისაზღვრება მერიის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახურის ფუნქციებია:
ა) მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვა (კოორდინაცია და ზედამხედველობა);
ბ) ხელვაჩაურის მოსახლეობისათვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელების ორგანიზაცია კანონის შესაბამისად;
გ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელვაჩაურში განსახორციელებელი სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების ურთიერთკოორდინაცია;
ე) არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხელვაჩაურში განსახორციელებელი სამედიცინო და სოციალური პროგრამების კოორდინაცია;
ვ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დარგში ღონისძიებათა შემუშავება;
ზ) სოციალურ სფეროში სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელ პროგრამებში მონაწილეობა და მათი კოორდინაცია;
თ) ხელვაჩაურის მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, გარანტირებული, კვალიფიციური, ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების გაწევის ორგანიზაცია, არსებულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებთან შეთანხმებული, კოორდინირებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ი) ხელვაჩაურში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია დაწესებული ნორმებისა და მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად;
კ) დამტკიცებული სტანდარტების ფარგლებში სამედიცინო დახმარების ხარისხის უზრუნველყოფა;
ლ) ხელვაჩაურის ტერიტორიაზე ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით სპეციალური ადგილობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა;
მ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის ჯანდაცვის პროგრამების შემუშავება და გატარება;
ნ) ხელვაჩაურის ჯანდაცვის ქსელში (როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულში) მიმდინარე პროცესების რეფერალური და სახელმწიფო პროგრამების მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისკენ მიმართული სხვა გლობალური ღონისძიებების (მათ შორის სამედიცინო დაზღვევის) შესახებ საერთო ინფორმაციული ბაზის შექმნა, პროგრამის განმხორციელებელთან კოორდინაცია;
ო) ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროში დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელება;
პ) მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისათვის სოციალური დახმარებისა და სხვადასხვა სახის შეღავათების გაწევა;
ჟ) მოსახლეობის სოციალური მონიტორინგი და ინდივიდზე ორიენტირებული პერსონიფიცირებული სოციალური დახმარების გაწევა;
რ) პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტთა და საექთნო საქმიანობის ორგანიზება, ხელშეწყობა, მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;
ს) პირველადი ჯანდაცვის რესურსების ორგანიზაციულ-სამართლებრივი თვალსაზრისით ოპტიმიზაციის ხელშეწყობა;
ტ) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
უ) ახორციელებს ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს;
ფ) ახორციელებს საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებულ საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს.
მუხლი 4🔗.
ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ფუნქცია-მოვალეობები
1. ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების (შემდგომში – განყოფილება) ფუნქციებია:
ა) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვა (კოორდინაცია და ზედამხედველობა);
ბ) ხელვაჩაურის მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, გარანტირებული, კვალიფიციური, ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების გაწევის ორგანიზაცია, არსებულ სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებთან შეთანხმებული, კოორდინირებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
გ) ხელვაჩაურში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია დაწესებული ნორმებისა და მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად;
დ) დამტკიცებული სტანდარტების ფარგლებში სამედიცინო დახმარების ხარისხის უზრუნველყოფა;
ე) ხელვაჩაურის ჯანდაცვის სფეროდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ დელეგირებული გარკვეული ფუნქციების აღება;
ვ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დარგში ღონისძიებათა შემუშავება;
ზ) პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტთა და საექთნო საქმიანობის ორგანიზება, ხელშეწყობა, მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;
თ) პირველადი ჯანდაცვის რესურსების ორგანიზაციულ-სამართლებრივი თვალსაზრისით ოპტიმიზაციის ხელშეწყობა;
ი) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ მერთან და სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
3. განყოფილების ხელმძღვანელი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია მერისა და სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე.
4. განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით
მუხლი 5🔗.
სოციალური პროგრამების მართვის განყოფილების ფუნქცია-მოვალეობები
1. სოციალური პროგრამების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სოციალური დაცვის სფეროში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების მართვას (კოორდინაცია და ზედამხედველობა);
ბ) ხელვაჩაურის მოსახლეობისათვის სოციალური დაცვის, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზაციას კანონის შესაბამისად;
გ) მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევას;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელვაჩაურში განსახორციელებელი სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების ურთიერთკოორდინაციას;
ე) არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხელვაჩაურში განსახორციელებელი სამედიცინო და სოციალური პროგრამების კოორდინაციას;
ვ) მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენებისათვის სოციალური დახმარებისა და სხვადასხვა სახის შეღავათების გაწევას;
ზ) სოციალურ სფეროში სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელ პროგრამებში მონაწილეობასა და მათ კოორდინაციას;
თ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სოციალური პროგრამების შემუშავებასა და გატარებას;
ი) მოსახლეობის სოციალურ მონიტორინგსა და ინდივიდზე ორიენტირებულ პერსონიფიცირებული სოციალური დახმარების გაწევას;
კ) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ მერთან და სამსახურის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
3. განყოფილების ხელმძღვანელი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია მერისა და სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე.
4. განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 6🔗.
სოციალური, ბავშვთა ზრუნვისა და მხარდაჭერის განყოფილების ფუნქცია- მოვალეობები
1.ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება (შემდგომში - განყოფილება) არის მუნიციპალიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული სოციალური და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემის მართვის მიზნით შექმნილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფი მეორადი სტრუქტურული ერთეული.
2.განყოფილება სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში.
3.განყოფილება ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებს ახორციელებს ამ დებულებით დადგენილი ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის დადგენის წესების საფუძველზე.
4.განყოფილების ფუნქციებს სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების სფეროში წარმოადგენს:
ა) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში;
გ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება;
დ) ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა;
ე) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ვ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა;
თ) ბავშვის უფლებების დაცვის პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა;
ი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება;
კ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისათვის მოქმედი კანონმდებლობითა და დებულებით განსაზღვრული სოციალური საკითხების შესწავლა და მათზე რეაგირება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
5. განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:
ა) სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობას;
ბ) საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობას;
გ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით სამსახურის ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის მნიშვნელობის განმარტებას; საინფორმაციო ბიულეტენების, საინფორმაციო ფურცლების, პრესრელიზებისა და სხვა ინფორმაციული მასალების მომზადებას და გავრცელებას,
6. განყოფილების საქმიანობის პრინციპები
ა) სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემა ეფუძნება საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპს.
ბ) განყოფილება სოციალურ, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებს ახორციელებს ინტერდისციპლინური შეფასების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფილია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალით.
გ) განყოფილების მიერ სოციალურ, ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობენ, სულ მცირე: ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი, ბავშვის ფსიქოლოგი, ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი და ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი.
დ) განყოფილების მიერ ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ბავშვის უფლებათა კოდექსითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების პრინციპების და პროცედურების დაცვით.
ე) ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის, ბავშვის ფსიქოლოგის, ჯანდაცვის სპეციალისტის და იურისტის საქმიანობა ეფუძნება ოთხი თვალის პრინციპს, რაც გულისხმობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ერთობლივად მიღებას ან მიღებული გადაწყვეტილების სულ მცირე ორი თანამშრომლის მიერ დადასტურებას.
ვ) ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური ღონისძიებების დაგეგმვის ეტაპზე უპირატესობა ენიჭება ბავშვის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელებას ბავშვის მხარდაჭერის კერძო დაწესებულებების კონკურსის წესით შერჩევის საფუძველზე.
7. განყოფილების საქმიანობის ხელმისაწვდომობა
ა) განყოფილების მიერ სოციალურ, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: ბენეფიციარის მიმართვა; მესამე პირების მხრიდან განხორციელებული შეტყობინება ანანონიმური ზარით მიღებული ინფორმაცია; სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რეფერირება; უფლებამოსილი სამსახურის მიერ სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების მიზნით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგები; მუნიციპალიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო, ჯანდაცვის და ბავშვის თემებზე მომუშავე დაწესებულებებთან და დაინტერესებულ პირებთან (მაგ:პედაგოგები,მშობლები) შეხვედრების შედეგად (,,აუთრიჩი“) გამოვლენილი შემთხვევები;
ბ) განყოფილება უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სერვისების ხელმისაწვდომობას უშუალოდ და სატელეფონო მომსახურების სახით. სამსახურის ხელმისაწვდომობა მოიცავს შესაბამის სერვისებზე წვდომას სამუშაო დღეებში.
გ) ინფორმაცია მუნიციპალურ სერვისებზე და სატელეფონო მომსახურებაზე ქვეყნდება პროაქტიულად, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე.
8. საქმიანობის კოორდინაცია
ა) სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული პროგრამების ფარგლებში.
ბ) განყოფილების მიერ სოციალური ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებები ხორციელდება მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და ბავშვის თემებზე მომუშავე პირებთან კოორდინირებული თანამშრომლობით.
გ) თუკი ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიება არ ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული პროგრამების ფარგლებში, ბავშვს აღნიშნული სერვისი მიეწოდება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში რეფერირების გარეშე (გარდა ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ. მხარდაჭერის ღონისძიების განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულებით დადგენილ ადმინისტრაციულ წარმოებაში სერვისის განხორციელებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობის საფუძველზე.
დ)განყოფილების მიერ ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოსთან უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში დადებული შეთანხმების საფუძველზე.
ე) თუკი ბავშვი იმყოფება სახელმწიფო ზრუნვაში, საქმის მართვაზე პასუხისმგებელი უწყებაა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო. მუნიციპალიტეტის ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი კოორდინაციაშია მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკთან უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში.
ვ) განყოფილების მიერ საკითხის შესაბამის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში რეფერირება ხდება: 1. თუკი შეფასების შედეგად დგინდება ბავშვის ოჯახი და განცალკევების საჭიროება; 2. თუკი განყოფილებაში შემოსული ინფორმაცია უკავშირდება ბავშვზე ძალადობის განხორციელებასან განხორციელების რისკს. ასეთ შემთხვევაში განყოფილებამ უნდა განახორციელოს შესაბამისი რეაგირების ღონისძიებები ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) მომწესრიგებელი ნორმატიული აქტების საფუძველზე; 3. როდესაც მისი მართვა არ არის გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში და მუნიციპალიტეტსა და შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს შორის არ არის დადებული ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების თაობაზე.
9. საქმისწარმოების ერთიანი სისტემა - განყოფილება უზრუნველყოფს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების კოორდინირებულ განხორციელებას. ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებების კოორდინირებული პროცესის უზრუნველსაყოფად, იქმნება ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებში ჩართულ სუბიექტებს შორის ინფორმაციის გაცვლის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ქსელი.
10. კოორდინატორი -თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;
ბ) შემოსული განცხადების/ინფორმაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის მდგომარეობის შესწავლისა და სიტუაციური ანალიზის დოკუმენტის შემუშავების ვალდებულების განსაზღვრის შესახებ;
გ) უზრუნველყოფს საქმისწარმოებაში ბავშვის ფსიქოლოგის, ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტის და ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტის ჩართვას;
დ) ამტკიცებს ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის, შეფასების საფუძველზე შემუშავებულ სამოქმედო გეგმას დ აუზრუნველყოფს მის შესრულებას მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან, სახელმწიფო ორგანოებთან ან/და კერძო პროვაიდერებთან თანამშრომლობით;
ე) იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექტორის მიერ გეგმიური კონტროლის ორგანიზების, მომზადებისა და ჩატარების შესახებ;
ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახდენს სახდელის შეფარდებას ან უგზავნის სამართალდარღვევის ოქმს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს;
ზ) ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით ახდენს შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, ხელშეკრულებების დადების და შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის პროცესის მხარდაჭერას.
11. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი
ა) ახორციელებს ბავშვის მდგომარეობის შეფასება ამ დებულებით გათვალისწინებული ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით.
ბ) შეიმუშავებს დებულების მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებულ სამოქმედო გეგმას ინტერდისციპლინური განხილვის საფუძველზე;
გ) უზრუნველყოფს ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმით დადგენილი მომსახურებებისადმი ბავშვის ხელმისაწვდომობას;
დ) კოორდინაციას უწევს ამ დებულებით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის აღსრულების პროცესს ბავშვის უფლებების დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელებაზე უფლებამოსილ სუბიექტებთან თანამშრომლობით;
ე) საქმისწარმოების ერთიანი სისტემის გამოყენებით მონიტორინგს უწევს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განხორციელების პროცესს და ადგენს ანგარიშს;
ვ) საგანმანათლებლო-აღმზრდელობით, კულტურისა და სასპორტო დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ გაერთანებებთან და სხვა ბავშვის თემებზე მომუშავე დაწესებულებებთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით შეიმუშავებს რეკომენდაციებს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების თაობაზე;
ზ) ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი ახორციელებს ვიზიტს ოჯახში/ბავშვის განთავსების ადგილზე.
თ) თუ ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების შედეგად დადგინდა, რომ საქმე ეხება გადაუდებელ მდგომარეობას, იგი დაუყოვნებლივ მიმართავს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს. გადაუდებელია მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი სიკვდილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მომდევნო 24 საათის განმავლობაში.
12. ბავშვის ფსიქოლოგი
ა) ბავშვის ფსიქოლოგია, რომელიც მონაწილეობს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოების ფარგლებში ინტერდისციპლინური განხილვის პროცესში.
ბ) ბავშვის ფსიქოლოგი ადგენს ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობას, სწავლობს მის ქცევას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
გ) ბავშვის ფსიქოლოგი, საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპის გათვალისწინებით და მეუღლეების თანხმობით ახორციელებს ახალშექმნილი ოჯახის მხარდაჭერას შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში. აღნიშნული სერვისის განხორციელების მიზნით ბავშვის ფსიქოლოგი ბავშვისა და ოჯახის სოციალურ მუშაკთან ერთად, გარკვეული პერიოდულობით ახდენს ბენეფიციარის ოჯახში ვიზიტს.
13. ბავშვის ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი
ა) ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტია, რომელიც მონაწილეობს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოების ფარგლებში ინტერდისციპლინური განხილვის პროცესში.
ბ) ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი ადგენს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს განსახორციელებელი ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების შესახებ.
გ) ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი, საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპის გათვალისწინებით და ოჯახის თანხმობით ახორციელებს ოჯახის მხარდაჭერას შესაბამისი საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში, ქალის ორსულობის პერიოდში და მშობიარობიდან 1 წლის განმავლობაში. აღნიშნული სერვისის განხორციელების მიზნით ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი ბავშვისა და ოჯახის სოციალურ მუშაკთან ერთად, გარკვეული პერიოდულობით ახდენს ბენეფიციარის ოჯახში ვიზიტს.
14. ბავშვის სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი
ა) სამართლებრივი დახმარების სპეციალისტია (შემდგომში - იურისტი), რომელიც მონაწილეობს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოების ფარგლებში ინტერდისციპლინური განხილვის პროცესში.
ბ) იურისტის ფუნქციებია: განყოფილების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების ორგანიზება და განყოფილების უფროსის გადაწყვეტილების პროექტების მომზადება; ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმის სამართლებრივი ექსპერტიზა; ბავშვის/ოჯახის სამართლებრივი კონსულტირება.
15. ბავშვის დაცვის ინსპექტორი
ა) ბავშვის დაცვის ინსპექტორია (შემდგომში-ინსპექტორი), რომელიც ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და კანონიერების პრინციპებზე დაყრდნობით ზედამხედველობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებას.
ბ) ინსპექტორის უფლებამოსილებებია: საჯარო სივრცეშ იბავშვის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა; საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით ბავშვის ჯგუფური ტრანსპორტირების წესების და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირების (ღონისძიების ორგანიზატორი) მიერ საკუთარი ვალდებულებების დაცვაზე ზედამხედველობა; ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის შემცველი ბეჭდური მედიის გავრცელების წესების დაცვაზე ზედამხედველობა; საჯარო კინოჩვენებებზე და ღამისკლუბებში ბავშვის დაშვების წესების დაცვაზე ზედამხედველობა; ჩაწერილ ფილმებზე ხელმისაწვდომობის სამართლებრივ შეზღუდვების დაცვაზე ზედამხედველობა; ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და სხვა თრობის საშუალებების, ალკოჰოლის შემცველი სასმელის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმის ან კაფსულების ბავშვისათვის უსასყიდლო ან სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვის წესების დაცვაზე ზედამხედველობა.
გ) ინსპექტორი სამართალდარღვევის თავიდან აცილების მიზნით ახორციელებს შესაბამის ზედამედველობას განყოფილების უფროსის მიერ დამტკიცებული გეგმიური შემოწმების ფარგლებში ან არა გეგმიურ შემოწმებას-შემოსული შეტყობინების საფუძველზე. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ინსპექტორი ადგენს სამართალდარღვევის ოქმს და წარუდგენს განყოფილების ხელმძღვანელს შემდგომი რეაგირებისათვის.
დ) ინსპექტორი პრევენციულ და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებებს ახორციელებს ,,ბავშვის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე“, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივითვითმართველობის კოდექსის“ მე-18 მუხლის საფუძველზე შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 7🔗.
სოციალური, ბავშვთა ზრუნვისა და მხარდაჭერის განყოფილების საქმიანობის დაფინანსება
შესაბამისი მუნიციპალური სტრუქტურული ერთეულების დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით. ბავშვის მხარდაჭერის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული პროგრამები ფინანსდება შესაბამისი პროგრამის ბიუჯეტით ან საერთაშორისო გრანტებით და კანონმდებლობით დაშვებული სხვა ფინანსური საშუალებებით.
მუხლი 8🔗.
საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასება
1. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის განსაზღვრა ეფუძნება ბავშვის ბიო-ფსიქო-სოციალური განვითარების საჭიროებების შესწავლას (შეფასებას) და იმ რისკების იდენტიფიცირებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან (ან შეუძლიათ შეუქმნან) ბავშვის ჯანსაღ ფუნქციონირებას (ანგანვითარებას) და ზიანს აყენებენ ბავშვის კეთილდღეობას.
2. საჭიროებათა და ზიანის რისკის განსაზღვრის მიზანია ზიანის რისკის თავიდან აცილება ან, ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში, მისი ეფექტიანი მართვა.
3. ამ დებულების მე-8 და მე-9 მუხლების მიზნებისთვის ზიანის რისკი არის ინდივიადუალური ბავშვისათვის მოსალოდნელი ის უარყოფითი შედეგები, რომელიც დადგება თუ არ განხორციელდება მხარდაჭერის ღონისძიებები ბავშვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
4. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასება გულისხმობს მასზედ ამის უშუალო გარემოზე ამომწურავი ინფორმაციის მოგროვებას, მათ შორის, ბავშვის განვითარების მახასიათებლებსა და თავისებურებებზე, ბავშვის/ოჯახის ურთიერთობებსა და მიმართებებზე უშუალო გარემოსთან, ბავშვის/ოჯახის/გარემოს ძლიერ მხარეებსა და რესურსებზე.
5. შეფასების პროცესი მოიცავს ინფორმაციის განსხვავებული წყაროებისგან მოპოვებას და შეჯერებას, მის გადამუშავებას და კრიტიკულად გააზრებას, გარემო და ოჯახური ფაქტორების გავლენის განსაზღვრას ბავშვის კეთილდღეობაზე და იმის გაანალიზებას, თუ ბავშვი რა ზიანის რისკის წინაშე დგას და რა ტიპის მომსახურებები ესაჭიროება, რომ მის ჯანმრთელობას, განვითარებას და კეთილდღეობა სსაფრთხე არ შეექმნას.
მუხლი 9🔗.
შეფასების სისტემა
1.ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასების სისტემა არის ოთხ დონიანი:
ა) ნულოვანი საჭიროება და ზიანის რისკი (პირველი დონე);
ბ) საწყისი/ცალკეული საჭიროება/ები და ზიანის მსუბუქი რისკი (მეორე დონე);
გ) მრავალმხრივი კომპლექსური საჭიროებები დაზიანის გამოხატული რისკი (მესამე დონე); დ) გადაუდებელი საჭიროება/ები დაზიანის მწავავე რისკი (მეოთხე დონე);
2. ნულოვანი საჭიროება და ზიანის რისკი სახეზეა, როდესაც ბავშვის განვითარების საჭიროებები დაკმაყოფილებულია მშობლებისა და მზრუნველების მიერ და იმ სახელმწიფოს (თვითმმართელობის) საყოველთაო სერვისებით, რაც ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის. ბავშვს არ აქვს სხვა დამატებითი საჭიროებები, მისი მშობლები და მზრუნველები თანმიმდევრულად და სათანადოდ ზრუნავენ მასზე და ზიანის რისკი არ იკვეთება.
3. საწყისი/ცალკეული საჭიროება/ები და ზიანის მსუბუქი რისკი სახეზეა, როდესაც მშობლებისა და მზრუნველების მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულება და სახელმწიფოს (თვითმმართელობის) საყოველთაო სერვისები არ არის საკმარისი და იკვეთება ბავშვის ერთი ან რამდენიმე საწყისი საჭიროება ან საფრთხის პირველადი ნიშნები.
4. მრავალმხრივი კომპლექსური საჭიროებები და ზიანის გამოხატული რისკი სახეზეა, როდესაც ბავშვს ესაჭიროება სპეციალური მომსახურებები მისი კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა თუ განვითარების დამაკმაყოფილებელი დონის შესანარჩუნებლად ან კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა თუ განვითარების სერიოზული შეფერხების ან ზიანის თავიდან ასაცილებლად.
5. გადაუდებელი საჭიროება/ები და ზიანის მწავავე რისკი სახეზეა, როდესაც ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის საჭიროებები უგულველყოფილია, მას აქვს სერიოზული ან/და კომპლექსური ჯანმრთელობის პრობლემები, ან/და არის ძალადობის მსხვერპლი/ძალადობის რისკის ქვეშ, ან განეკუთვნება კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების ჯგუფს.
მუხლი 10🔗.
საჭიროებათა და ზიანის შეფასების ინსტრუმენტები
1. ბავშვისა და ოჯახის საჭიროებათა და ზიანის რისკის შეფასება ხდება ორეტაპიანი პროცედურის საფუძველზე.
2. ადმინისტრაციული წარმოების პირველ ეტაპზე ხდება მონაცემების შეგროვება და ბავშვისა და ოჯახის მოწყვლადობის (დაუცველობის) ძირითადი ფაქტორების დადგენა, აგრეთვე, შემდგომი შეფასების (პირველადი თუ ჩაღრმავებული შეფასება) საჭიროებების განსაზღვრა (სკრინინგი).
3. საფრთხის პირველადი შეფასების საფუძველზე დგინდება საფრთხის ხასიათი, ღონისძიების განხორციელების საჭიროება და სახე (სტანდარტულით გადაუდებელი) ან ჩაღრმავებული (მეორადი) შეფასების საჭიროება.
4. თუკი საფრთხის პირველადი შეფასება არ იძლევა სრულყოფილი დასკვნის შესაძლებლობას, ხორციელდება ჩაღრმავებული (მეორადი) შეფასება შესაბამისი მოწვეული სპეციალისტის (სპეციალისტების) ჩართულობით (ფორმა2).
5. ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ფაქტორების შეფასება ხდება შეფასების საერთო ჩარჩოს საფუძველზე. შეფასება ხდება, სულ მცირე, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს ბავშვს საცხოვრებელი ან სოციალური გარემო ფაქტორების გათვალისწინებით;
ბ) საფრთხის ხასიათი, შესაბამისად, ზიანის მოცულობა;
გ) ზიანის და დგომის ალბათობის ხარისხი;
დ) მშობლების /მეურვის უნარი, თავიდან აიცილოს საფრთხე.
მუხლი 11🔗.
სკრინინგი
1. სკრინინგის მიზანია დაადგინოს შეფასების საჭიროება და ბავშვის კეთილდღეობის საჭიროებათა და ზიანის რისკის საწყისი დონე, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება შესაბამისი რეაგირების ფორმა (სტანდარტული თუ გადაუდებელი). სკრინინგი ემსახურება ყველა იმ ბავშვის გამოვლენას, რომელთა ზიანის რისკი სცდება ნულოვან დონეს.
2. სკრინინგი ხორციელდება შესაბამისი წინასწარ დადგენილი ინტრუმენტის საფუძველზე, რომელიც მოიცავს მკაფიო და ჩამოყალიბებულ ბავშვისა და ოჯახის მოწყვლადობის (დაუცველობის) ძირითად ფაქტორებს (დანართი1 (ფორმა1)).
3. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ დასკვნის გაკეთების საფუძველი ხდება ბავშვის ქცევა, საცხოვრებელი გარემო, მშობლების დამოკიდებულება ბავშვისადმი, მიმდინარე ნეგატიური მოვლენები და სოციალური გარემო. ასევე, გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვის ქრონიკული ავადმყოფობა და შეზღუდული შესაძლებლობები, ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი პირის შესაძლებლობები, მზაობა და მოტივაცია მიიღოს შეთავაზებული დახმარება.
მუხლი 12🔗.
ბავშვის და ოჯახის შეფასება
1. ბავშვის და ოჯახის შეფასება გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ადრეული დახმარების საჭიროება (სკრინინგის შედეგად გამოიკვეთა საწყისი საჭიროება და ზიანის მსუბუქი რისკი-მეორედონე).
2. ბავშვის და ოჯახის შეფასების მიზანია ბავშვისა და მისი ოჯახის ზოგადი ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი შემჭიდროებულ ვადებში.
3. ბავშვის და ოჯახის შეფასების ინსტრუმენტში (დანართი 2 (ფორმა 2)) მოცემულია მოწყვლადობის ფაქტორები, რომლებიც ბავშვის, ოჯახისა და თემის მახასიათებლებს ითვალისწინებს, რადგან ბავშვის კეთილდღეობის განხილვა მისი ოჯახისა და თემისგან განცალკევებით არ ხდება. შეფასების ამ ინსტრუმენტში აქცენტი გაკეთებულია კეთილდღეობის მისაღწევად ძირითადი საბაზისო საჭიროებების გამოკვეთა-გაანალიზებაზე.
4. ბავშვის და ოჯახის შეფასების მიზანია ბავშვისა და მისი ოჯახის ფუნქციონირების ანალიზი. ეს შეფასება მოიცავს ფაქტორებს, რომლებიც სამ ძირითად ჯგუფში ერთიანდება:
ა) ბავშვის განვითარების საჭიროებები;
ბ) მშობლების/მზრუნველების შესაძლებლობები და უნარები დააკმაყოფილონ ბავშვის საჭიროებები;
გ) გარემო ფაქტორები, რომლებიც ოჯახის ცხოვრების ხარისხზე ახდენენ გავლენას.
5. ბავშვის და ოჯახის შეფასება ეყრდნობა ბიო-ფსიქო-სოციალურ მიდგომას. ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასება გულისხმობს იმ ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების შეფასებას, რომლებიც გავლენას ახდენენ ერთმანეთზე და განსაზღვრავენ ბავშვისა და ოჯახის ფუნქციონირების ხარისხს.
6. ბავშვის და ოჯახის შეფასება სხვადასხვა წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აანალიზებს და გამოყოფს რესურსებს/ძლიერმხარეებს (დამცავი ფაქტორები), სირთულეებს (რისკფაქტორები) და საჭიროებებს. სახელდობრ, ამ ტიპის შეფასება, ადგენს იმას, თუ რა იწვევს ამ თუ იმ სირთულეს და რა ცვლილებები უნდა მოხდეს ბენეფიციარში ან/და მის გარემოში მათ აღმოსაფხვრელად ან შესამცირებლად, ან ზიანის სამართვად და სირთულეებთან გასამკლავებლად. შეფასების პროცესში ინფორმაციის მოპოვების მეთოდებია: ინტერვიუ, დაკვირვება და დოკუმენტაციის ანალიზი.
7. ბავშვის და ოჯახის შეფასების პროცესში ხაზგასასმელია ბავშვისა და მისი ოჯახის ძლიერ მხარეებზე ორიენტაცია, რათა მათზე დაყრდნობით მოხდეს სირთულეების დაძლევა. ბავშვის და ოჯახის შეფასება არის, როგორც მეთოდი, ასევე პროცესი. ეფექტიანად წარმართული შეფასების შედეგია, როგორც ანალიტიკური დასკვნა, ასევე, შემფასებელსა და ბავშვს/ოჯახს შორის ნდობისა და თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
მუხლი 13🔗.
შეფასების საერთო ჩარჩო
1. შეფასების საერთო ჩარჩო წარმოადგენს ბავშვებისა და ოჯახებისთვის მომსახურებებათა /დახმარება და მიმწოდებელი ყველა უწყების მიერ შეთანხმებულია გაზიარებულია ბავშვისა და ოჯახის შეფასების ჩარჩოს. შეფასების საერთო ჩარჩო ემსახურება ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების ადრეულ დადგენას და უწყებათა მიერ კოორდინირებულ მომსახურებათა მიწოდებას.
2. შეფასების საერთო ჩარჩო ბავშვისა და ოჯახის შეფასების საკვანძო ასპექტებს განსაზღვრავს და შეფასების ერთიან სქემას გვთავაზობს. შეფასების ყველა ინსტრუმენტი (სკრინინგი, პირველადი შეფასების ინსტრუმენტი, ჩაღრმავებული შეფასები ინსტრუმენტი) შეფასების საერთო ჩარჩოს ეფუძნება და მასში წარმოდგენილ ასპექტებს/სფეროებს მოიცავს.
მუხლი 14🔗.
ადმინისტრაციული წარმოების დაწყება
1. ამ დებულებით განსაზღვრული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობისას სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:
ა) განსახილველი საკითხის შესახებ;
ბ) ბენეფიციარის შესახებ;
გ) საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შესახებ;
დ) შესასრულებელი დავალების და შესრულების ვადების შესახებ.
3. ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
4. ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება განცხადებისა და კომუნიკაციის ბავშვზე ადაპტირებული საშუალებების გამოყენებით.
5.ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერიის ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დაცვით.
მუხლი 15🔗.
საქმის გარემოებათა გამოკვლევა
1. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი ამ დებულებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იკვლევს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს და 5 სამუშაო დღის ვადაში ამზადებს ამ დებულებით გათვალისწინებულ სკრინინგის დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ზიანის რისკისა და შესაბამისი რეაგირების ღონისძიების შესახებ. სკრინინგის საფუძველზე შესაძლებელია განსაზღვროს:
ა) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიება;
ბ) პირველადი შეფასების საჭიროება;
გ) საკითხის რეფერირება უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში.
2. თუკი სკრინინგის საფუძველზე დადგინდა პირველადი შეფასების საჭიროება, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი 10 სამუშაო დღის ვადაში ამზადებს ამ დებულებით გათვალისწინებულ პირველადი შეფასების დოკუნეტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ და უგზავნის მას დაწესებულების ხელმძღვანელს.
3. თუკი სკრინინგის ან პირველადი შეფასების დოკუმენტით დადგინდა ამ დებულებით გათვალისწინებული საფუძვლები, საქმის რეფერირება ხდება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოში, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ატარებს პირველად შეფასებას ან/და ჩაღრმავებულ შეფასებას და ადგენს ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმას.
4. საქმის გარემოებათა გამოკვლევაში ამ დებულების საფუძველზე ჩართული სტრუქტურული ერთეული/ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ჩაატაროს საქმის ჩაღრმავებული შეფასება, რომლის შედეგებიც მუნიციპალიტეტის ბავშვისა და სოციალური მუშაკის მიმართ იძენს გასათვალისწინებლად სავალდებულო ძალას.
მუხლი 16🔗.
სამოქმედო გეგმის შემუშავება
1. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის სკრინინგის ან პირველადი/ჩაღრმავებული შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე ადგენს სამოქმედო გეგმას (ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმა).
2. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი გულისხმობს შეფასებისას გამოკვეთილი საჭიროებების პრიორიტიზაციას და გეგმაში ჩართვას. სამოქმედო გეგმაში ნათლად გაიწერება ბენეფიციართან თანამშრომლობის მიზანი, ამოცანები, მეთოდები, ვადები და პასუხისმგებელი პირები.
3. სამოქმედო გეგმის ინტერდისციპლინური განხილვის საფუძელზე შემუშავება გულისხმობს ადმინისტრაციულ წარმოებაში განყოფილების ბავშვის ფსიქოლოგის, ჯანდაცვის სპეციალისტის და იურისტის ჩართვას საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით განსაზღვრული მიზანშეწონილობის საფუძველზე.
4. სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნები და ამოცანები უნდა იყოს კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რეალისტური და დროში განსაზღვრული. სამოქმედო გეგმის მიზნები და ამოცანები, უპირველეს ყოვლისა, იმ სირთულის დაძლევას უნდა ემსახურებოდეს, რის გამოც დაიწყო ბავშვთან და მის ოჯახთან მუშაობა და ბავშვის/ოჯახის კეთილდღეობას უნდა ისახავდეს მიზნად.
5. თუკი სკრინინგის ან პირველადი შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიება არის მუნიციპალიტეტის საკუთარი ან დელეგირებული პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი მხარდაჭერის გეგმის შემუშავების მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბამს პროგრამის განხორციელებაზე უფლებამოსილ მუნიციპალურ სტრუქტურულ ერთეულს.
6. თუკი სკრინინგის ან პირველადი შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ განსახორციელებელი ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის ღონისძიება არის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი და არ არის ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევა, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი მხარდაჭერის გეგმის შემუშავების მიზნით მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბამს პროგრამის განხორციელებაზე უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს.
7. სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს ბავშვისა და ოჯახის მაქსიმალური ჩართულობით ან ინფორმირებული თანხმობით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
8. ამ მუხლის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქმისწარმოების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით.
9. გეგმაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია ბენეფიციარის ასაკის და მისი განვითარების გათვალისწინებით, გეგმის განხორციელებაში მონაწილე პირების თანხმობით, დადგენილ ვადაში.
10. თუ ბენეფიციარი არ ეთანხმება გეგმას ან გეგმის ნაწილს, ბავშვისა და ოჯახის სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამტკიცოს გეგმა ან გეგმის ნაწილი, თუკი სხვაგვარად საფრთხე შეექმნება ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესს.
11. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება კრიზისული ინტერვენციის შემთხვევაზე. საფრთხის შეწყვეტის შემდეგ ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, შეადგინოს სამოქმედო გეგმა.
მუხლი 17🔗.
სამოქმედო გეგმის აღსრულების მიზანი
1. სამოქმედო გეგმის აღსრულება (განხორციელება) არის პროფესიულ დონეზე კოორდინირებულ მომსახურებათა და ქმედებათა ერთობლიობა, რომელთა საერთო მიზანია ბავშვისა და მისი ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველყოფა ან/და გაუმჯობესება.
2. სამოქმედო გეგმის განხორციელება შეიძლება მიზნად ისახავდეს ბავშვისათვის საფრთხის აცილების პრევენციას ან ბავშვის/ოჯახის კეთილდღეობის მდგომარეობის შენარჩუნებას ან ხელშეწყობას. ამასთან, მხარდაჭერა შეიძლება მიეწოდებოდეს ბავშვის ოჯახის ნებისმიერ წევრს ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშესაწყობად.
მუხლი 18🔗.
სამოქმედო გეგმის აღსრულება
1. განყოფილების უფროსი ამტკიცებს ბავშვის ინდივიდუალური მხარდაჭერის გეგმას და უგზავნის მას, მის აღსრულებაზე უფლებამოსილ შესაბამის მუნიციპალურ სამსახურს (სამსახურებს) ან/და სახელმწიფო ორგანოს (ორგანოებს).
2. ამ დებულებით შესაბამისად შემუშავებული სამოქმედო გეგმის აღსრულება ხდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის ქვეშ, საკუთარი რესურსებით ან ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიებების განმახორციელებელ კერძო პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების ფარგლებში.
3. ამ დებულების შესაბამისად შემუშავებული სამოქმედო გეგმით განსახორციელებელი ღონისძიება, რომელიც არის ბავშვის მხარდაჭერის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს უფლებამოსილება, ხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სერვისების ბავშვამდე მიტანას და განხორციელებაზე საერთო ზედამხედველობას, მიუხედავად მისი განხორციელების ფორმისა, უზრუნველყოფს განყოფილების ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი. ის ასევე ადგენს ანგარიშს მისი შესრულების შედეგებზე და წარუდგენს განყოფილების უფროსს.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სერვისების განხორციელებისას განყოფილების ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი თანამშრომლობს ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელებაზე უფლებამოსილი საჯარო დაწესებულების სოციალურ მუშაკებთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 19🔗.
მონიტორინგი
1. სამოქმედო გეგმის განხორციელების, გეგმის მეთვალყურეობა და პერიოდული გადახედვა (მონიტორინგი) ხორციელდება ბავშვის კეთილდღეობის საუკეთესო შედეგების მისაღწევად.
2. მონიტორინგი გულისხმობს საწყისი გეგმის აღსრულების მეთვალყურეობას, პროგრესის შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში ამოცანების და მეთოდების გადასინჯვას.
3. მონიტორინგის მიზანია მდგომარეობის გაუარესების პრევენცია და კეთილდღეობის შედეგთა შენარჩუნების დამოუკიდებელიუნარ-ჩვევების ხელშეწყობა.
4. ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიებების მონიტორინგი ხორციელდება ღონისძიების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირის სოციალურ მუშაკთან თანამშრომლობით, ოთხითვალისპრინციპის საფუძველზე.
5. შემთხვევის მართვის ღონისძიებები დოკუმენტირებული უნდა იყოს შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოებულ შემთხვევის მართვის ჩანაწერების დოკუმენტში.
მუხლი 20🔗.
მხარდაჭერის ღონისძიების დასრულება
1. ბავშვის მხარდაჭერის ღონისძიებების საბოლოო ეტაპი მოიცავს ერთობლივი მუშაობის შედეგების შეჯამებას, პროგრესისა და ძლიერი მხარეების გამოვლენას, შედეგების კონსოლიდირებას და ბენეფიციარის დამოუკიდებელი ფუნქციონირების განმტკიცებას.
2. შედეგის შენარჩუნების ხელშესაწყობად, ბენეფიციარის მომსახურებიდან გასვლამდე, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი ადგენს ბენეფიციარის მხარდაჭერის მომსახურებიდან გასვლის შემდგომ გეგმას, რომელიც ასახავს ბავშვისა და ოჯახის შემდგომ ქმედებებს, ასევე, რესურსებს, რომლებიც შესაძლოა მათ დასჭირდეთ.
3. მხარდაჭერის ღონისძიებები წყდება შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. გადაწყვეტილების მიღების საფუძველია:
ა) ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში გაწერილი მიზნების მიღწევა;
ბ) ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა;
გ) ბენეფიციარის სხვა პროგრამაში გადასვლა;
დ) ბენეფიციარის შეუსაბამობა მომსახურებაში მონაწილეობის კრიტერიუმებთან;
ე) პროგრამით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.
მუხლი 21🔗.
შედეგების მდგრადობის მონიტორინგი
ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ ხდება მიღწეული შედეგების მდგრადობის გადამოწმება 6 თვეში ერთხელ.
მუხლი 22🔗.
სამსახურის ხელმძღვანელი
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის ცალკეულ დავალებებს;
გ) მერს წარუდგენს წინადადებებს მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური გადაცდომის თაობაზე;
დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ე) პერიოდულად ისმენს თანამშრომელთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) სამსახურის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს;
ზ)კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპენტაციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
თ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ი) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
ლ) სამსახურის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე;
მ) სამსახურის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი, მერის დავალებით.
მუხლი 23🔗.
განყოფილების ხელმძღვანელი
ა) ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული განყოფილების მოხელეებს შორის და აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს;
ბ) ზედამხედველობას უწევს განყოფილების მოხელეების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტაციას;
დ) სამსახურის ხელმძღვანელს აბარებს განყოფილების მუშაობის ანგარიშს;
ე) წარმოადგენს განყოფილებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას, განყოფილების სახელით იძლევა სათანადო დასკვნებს;
ვ) ანგარიშვალდებულია მერისა და სამსახურის ხელმძღვანელის წინაშე;
ზ) განყოფილების ხელმძღვანელის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 24🔗.
სამსახურის მოხელეთა უფლება-მოვალეობები
1. სამსახურის მოხელეებს უფლება აქვთ:
ა) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინონ წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ) ისარგებლონ საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
2. სამსახურის მოხელეები ვალდებულნი არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
მუხლი 25🔗.
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. სამსახურის დებულების მიღება მასში ცვლილების და დამატების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (ლიკვიდაცია) ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.