2022 წლის 2 აპრილის საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 01.02.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №6/2022
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016611
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/02/2022
matsne.gov.ge 812 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი კომისიის თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

2022 წლის 1 ოქტომბრის თვითმმართველის თემის - სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 99% 12.08.2022 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 97% 23.08.2021 საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 90% 24.05.2019 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 88% 18.02.2022 სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 88% 19.10.2020

დოკუმენტის ტექსტი

2022 წლის 2 აპრილის საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №6/2022 2022 წლის 1 თებერვალი ქ. თბილისი 2022 წლის 2 აპრილის საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შუალედური არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის  მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 203​6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗 საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ხმის დათვლის პროცესის აუდიოვიდეოფიქსაცია (შემდგომში „ფიქსაცია”); ბ) უზრუნველყოს ვიდეოგადამღები მოწყობილობის განთავსება იმდაგვარად, რომ  სრულად ჩანდეს ხმის დათვლის პროცესი და საარჩევნო ბიულეტენების განთავსების ადგილი. მუხლი 2🔗 საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია ხმის დათვლის პროცესის ფიქსაცია უზრუნველყოს საარჩევნო ყუთის/ყუთების გახსნის მომენტიდან საარჩევნო ბიულეტენების დასტების დალუქვის მომენტის ჩათვლით. მუხლი 3🔗 ვიდეოგადამღები მოწყობილობის ტექნიკური გაუმართაობის ანდა დაზიანების შემთხვევაში ხმის დათვლის პროცესი არ ჩერდება. მუხლი 4🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით: პირველი მთვლელი სპეციალური კონვერტიდან იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა, ასევე აცხადებს ბათილად/საეჭვოდ მიჩნეულ ბიულეტენებს, ხოლო შემდგომ საარჩევნო ბიულეტენს იკავებს ხელში იმდაგვარად, რომ ვიდეოგადამღებ მოწყობილობას შეეძლოს საარჩევნო ბიულეტენის წინა გვერდის ფიქსაცია. მუხლი 5🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით: ა) კენჭისყრამდე არაუგვიანეს 2 დღისა ცესკო უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის ვიდეოგადამღები მოწყობილობის გადაცემას; ბ) საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია საუბნო საარჩევნო კომისიებს გადასცეს ვიდეოგადამღები მოწყობილობა კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა; გ) ვიდეოგადამღებ  მოწყობილობაზე აღინიშნება შესაბამისი საარჩევნო უბნის ნომერი; დ) შესაბამისი საარჩევნო კომისიისთვის ვიდეოგადამღები მოწყობილობის გადაცემისას ორ ცალად დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც აღინიშნება მათი გადამცემი და მიმღები კომისიების დასახელებები, მათი გამცემი და მიმღები პირების ვინაობა. აქტს ხელს აწერენ ამ საბუთების გამცემი და მიმღები პირები (აქტის ერთი ცალი რჩება ვიდეოგადამღები მოწყობილობის გადამცემ კომისიაში, ხოლო მეორე ცალი გადაეცემა ვიდეოგადამღები აპარატის მიმღებს). მუხლი 6🔗 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია ხმის დათვლის პროცესის დაწყების წინ შეარჩიოს ვიდეოგადამღები მოწყობილობის განთავსების ადგილი ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ” პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.  მუხლი 7🔗 ვიდეოგადამღები მოწყობილობის შეუფერხებელი და ტექნიკურად გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, კენჭისყრის შენობაში ხმის დათვლის პროცესის დროს უფლებამოსილი არიან იმყოფებოდნენ ცესკოს საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის თანამშრომლები და საოლქო საარჩევნო კომისიების ტექნიკური პერსონალი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ტექნიკურ დახმარებას გაუწევენ საუბნო საარჩევნო კომისიებს. მუხლი 8🔗 1. კენჭისყრის შენობაში ვიდეოგადამღები მოწყობილობის სათანადო წესით გამოყენებაზე და საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერის დაზიანებისგან ან წაშლისგან დაცვაზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან, საჭიროებისამებრ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 2. კენჭისყრის შენობაში ვიდეოგადამღები მოწყობილობის სათანადო წესით გამოყენებას და ხმის დათვლის პროცესის ვიდეოჩაწერას უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც წილისყრით შერჩეული უნდა იქნეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 196​1 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული პარტიების მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთაგან, რომლებიც საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობაში არ შედიან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ წილისყრას ატარებს შესაბამისი ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დაუსწრებლად კენჭისყრამდე არაუგვიანეს  მე-15 დღისა. 3. თუ წილისყრით გამოვლენილი საუბნო კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან შეთანხმებით განსაზღვრავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურის უზრუნველყოფაზე უფლებამოსილ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს წილისყრიდან არაუგვიანეს 1 დღისა. 4. თუ წილისყრით გამოვლენილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი კენჭისყრის დღეს უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, ან კენჭისყრის დღეს არ გამოცხადდება კენჭისყრის შენობაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან მის მიერ განსაზღვრული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი. მუხლი 9🔗 ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაციასთან ერთად, ვიდეოგადამღები მოწყობილობა ხმის დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერთან ერთად, გადასცეს საოლქო საარჩევნო კომისიას.  მუხლი 10🔗 ცესკოს საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი ვალდებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-5 დღის დილის 10.00 საათამდე უზრუნველყოს ვიდეოგადამღებ მოწყობილობებზე არსებული ხმის დათვლის პროცესის ყველა ვიდეოჩანაწერის ატვირთვა ინტერნეტსივრცეში, საამისოდ განსაზღვრული ადგილიდან. მუხლი 11🔗 ხმის დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერების გაცნობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაბამის ინტერნეტსივრცეში, რის შესახებ ინფორმაცია  განთავსდება ცესკოს ვებგვერდზე. მუხლი 12🔗 მოთხოვნის შემთხვევაში შესაბამისი ვიდეომოწყობილობის ანდა ვიდეოჩანაწერის გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლოებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 13🔗 საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლასთან დაკავშირებული საჩივრის განხილვისას საჩივრის ავტორს შეუძლია მოითხოვოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული ვიდეოჩანაწერის გამოკვლევა. საჩივარში უნდა მიეთითოს ვიდეოჩანაწერის გამოკვლევის მოთხოვნისა და დარღვევის დაფიქსირების ზუსტი დროის შესახებ. აღნიშნული საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ 10-წუთიანი ინტერვალის ვიდეოჩანაწერის გამოკვლევა კონკრეტული დროისა და დარღვევის მითითებით. საჩივრის წარმდგენს ვიდეოჩანაწერის გამოკვლევაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემა მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრის განხილვისას, აგრეთვე სასამართლოში დავის განხილვის შემთხვევაში. მუხლი 14🔗 ამ დადგენილებით გათვალისწინებული ხმის დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერები ინტერნეტსივრცეში განთავსდება 2022 წლის 30 აპრილის ჩათვლით. მუხლი 15🔗 ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 23-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 199-ე მუხლის საფუძველზე შექმნილ საარჩევნო უბნებზე. მუხლი 16🔗 ამ დადგენილებით განსაზღვრული წესი ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 21-ე მუხლის „დ​2“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. მუხლი 17🔗 ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 18🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი