„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №05/02 |
|
2022 წლის 1 თებერვალი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“, „გ2“ და „გ3“ ქვეპუნქტები:
„გ1) იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილის/მოადგილეების დანიშვნის შესახებ;
„გ2) მინისტრის მიერ დამტკიცებული შესაბამისი წესის თანახმად, იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული მუზეუმისა და მის მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების/მუზეუმთა ჯგუფების თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენებისა და თანამშრომელთათვის დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის თაობაზე;
„გ3) იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული მუზეუმისა და მის მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების/მუზეუმთა ჯგუფების მიერ გრანტის გამცემისადმი (დონორისადმი) მიმართვის, გრანტის თანხის გამოთხოვის/ჩარიცხვის ან გრანტის განკარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ;“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„7. დირექტორატის სხდომას არანაკლებ თვეში ერთხელ იწვევს გენერალური დირექტორი. საჭიროებისამებრ, სხდომის მოწვევის დასაბუთებული თხოვნით გენერალური დირექტორისადმი მიმართვის უფლება აქვს დირექტორატის ნებისმიერ წევრს, რაც უნდა დაკმაყოფილდეს.“;
გ) მე-13 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) დირექტორატის თანხმობით, უფლებამოსილია მიმართოს სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში არსებული მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის მისაღებად.“.
2. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. მუზეუმთა გაერთიანებაში შემავალი ნებისმიერი მუზეუმის/მუზეუმთა ჯგუფის სამუზეუმო ფონდში, კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის, დაინტერესებული პირის, მათ შორის მუზეუმთა გაერთიანებაში დასაქმებული თანამშრომლის, დაშვება შესაძლებელია მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით. დირექტორატის გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს სამინისტროს.“.
2. ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოქმედ მოადგილეს/მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდეთ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილის/მოადგილეების დანიშვნისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.02.2022.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.02.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №05/02. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.088.016028.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.02.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №05/02, 01.02.2022, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016028 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5373762/