,,ევროკავშირში დაცული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნებისათვის საქართველოში დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული განცხადებების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 31.03.2009
ძალის დაკარგვა 25.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №65
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 41, 02/04/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,ევროკავშირში დაცული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნებისათვის საქართველოში დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული განცხადებების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.satauri, li.satauri, div.satauri { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-weight:bold;}
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.1pt 55.3pt 53.85pt 45.1pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №65
2009 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
ევროკავშირში დაცული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნებისათვის საქართველოში დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული განცხადებების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗. „ევროკავშირისა და საქართველოს მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების დადების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 მარტის №142 ბრძანებულების შესაბამისად:
1. შეიქმნას ევროკავშირში დაცული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნებისათვის საქართველოში დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული განცხადებების განმხილველი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე ცინცაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
მარიამ გელაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დარგობრივი განვითარების სამმართველოს უფროსის მოადგილე
ნიკოლოზ გოგილიძე – სსიპ – ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ იურიდიული დირექტორი
მერაბ კვიმსაძე – სსიპ – ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე
თორნიკე მგალობლიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
არჩილ ყარაულაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის სამსახურის უფროსი
ალექსანდრე ხვთისიაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
2. დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗. კომისიის უფლებამოსილება შეწყდეს ევროკავშირისა და საქართველოს მიერ სოფლის მეურ-ნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე.
მუხლი 3🔗. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სსიპ – ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა „საქპატენტმა“ საზოგადოების ინფორმირების მიზნით უზრუნველყონ ევროკავშირში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების სიის (ორიგინალური და ქართული ტრანსლიტერაციით) გამოქვეყნება.
მუხლი 4🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ევროკავშირში დაცული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნებისათვის საქართველოში დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული განცხადებების განმხილველი კომისიის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ევროკავშირში დაცული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნებისათვის საქართველოში დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული განცხადებების განმხილველი კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად.
2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. კომისიის ამოცანები
კომისია განიხილავს ევროკავშირისა და საქართველოს მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების დადების მიზნით გამოქვეყნებულ ევროკავშირში დაცული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების განცხადებებს და იღებს გადაწყვეტილებებს.
მუხლი 3🔗. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის ორგანიზაცია
1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრები და კომისიის მდივანი.
2. კომისიას წარმოადგენს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.
3. კომისიის თავმჯდომარე ორგანიზებას უწევს კომისიის მუშაობას, უძღვება კომისიის სხდომებს.
4. კომისიის მდივანი ამზადებს კომისიის სხდომის ოქმს, ატყობინებს დაინტერესებულ პირებს სხდომის გამართვის თარიღს.
5. კომისია განცხადების შეტანის დღიდან ერთ კვირაში დაინტერესებული პირის დაუსწრებლად აწყობს წინასწარ განხილვას, რომლის დროსაც დგინდება განცხადების შესაბამისობა ამ დებულების მოთხოვნებისადმი და იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განსახილველად მიღების თაობაზე.
6. განცხადების განსახილველად მიღების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის სხდომის გამართვის თარიღს.
7. კომისიის სხდომა იმართება განცხადების განსახილველად მიღების დღიდან ერთ თვეში. აღნიშნულ სხდომაზე კომისია იხილავს განცხადებას და იღებს გადაწყვეტილებას.
მუხლი 4🔗. განცხადების განხილვის საფუძველი
დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კომისიას წარუდგინოს განცხადება გამოქვეყნებული, ევროკავშირში დაცული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის მოთხოვნით იმ მოტივით, რომ გამოქვეყნებული გეოგრაფიული აღნიშვნა:
ა) მცენარის ჯიშის, მათ შორის, ვაზის, ან ცხოველის ჯიშის დასახელების მსგავსია, რის გამოც შესაძლებელია მომხმარებელი საქონლის ჭეშმარიტი წარმომავლობის თაობაზე შეცდომაში შევიდეს;
ბ) ომონიმურია და მომხმარებელი შეჰყავს შეცდომაში პროდუქტის წარმოშობასთან მიმართებით;
გ) რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის კარგი რეპუტაციის, მისი ცნობილობისა და გამოყენების ხანგრძლივობის გათვალისწინებით მომხმარებელი შეჰყავს შეცდომაში საქონლის ჭეშმარიტი წარმომავლობის შესახებ;
დ) საფრთხეს უქმნის მთლიანად ან ნაწილობრივ იდენტური დასახელების ან ნიშნის არსებობას, რომელიც 5 წელი მაინც კანონიერად გამოიყენება ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების გამოქვეყნებამდე;
ე) არის გვარეობითი სახელი.
მუხლი 5🔗. განცხადების წარდგენის წესი
1. კომისიას განცხადება წარედგინება ევროკავშირში დაცული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების სიის გამოქვეყნებიდან 2 თვეში.
2. განცხადება უნდა ეხებოდეს მხოლოდ ერთ გეოგრაფიულ აღნიშვნას. იგი კომისიას უნდა წარედგინოს კომისიის თავმჯდომარის სახელზე, წერილობითი ფორმით.
3. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) ფიზიკური პირის სახელი, გვარი და მისამართი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება და იურიდიული მისამართი;
ბ) სათანადოდ არგუმენტირებული მოსაზრება შესაბამისი მტკიცებულებით და გარემოებათა დასაბუთებით;
გ) თანდართული საბუთების ნუსხა, თუ განცხადებას თან ერთვის რაიმე დოკუმენტი.
მუხლი 6🔗. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი
1. კომისია განცხადების განხილვის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილების ან უარის თქმის შესახებ.
2. გადაწყვეტილებას იღებენ კომისიის წევრები წერილობითი ფორმით, დაინტერესებული პირის დასწრების გარეშე.
3. გადაწყვეტილება მიიღება კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით. გადაწყვეტილებას ხელს აწერენ კომისიის წევრები.
4. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.